შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (3 თავი)


25-02-2019, 21:23
ავტორი Ioana
ნანახია 1 125

მთელი დღე იმდენად დატვირთული ჰქონდა,რომ ჭამისთვისაც ვერ მოიცალა.ჯერ მინისტრებთან ჰქონდა შეხვედრა ჩანიშნული,მერე პარლამეტში მოუწეია წასვლა ერთ-ერთი კანონპროექტსი განხილვაზე.ქუთაისიდან დაბრუნებულს კი ჟურნალისტების არმიასთან მოუწია გამკლავება,ბოლოს როგორც იქნა თავის კაბინეტამდე მიაღწია და ის იყო იფიქრა,რომ შეეძლო ცოტა ხნით ხმაურისგან დაესვენა,რომ ტელეფონი ახმაურდა.თავიდან იფიქრა ბიჭები ურეკავდნენ რიას საქმეზე,მაგრამ თურქული ნომრების წაკითხვისას შუბლი უსიამოვნოდ შეჭმუხნა და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მაინც უპასუხა.
-დიახ,ბატონო თეიმურაზ!
-გამარჯობა,ბატონო ალექსანდრე,როგორ გიკითხოთ?
-ამ საგიჟეთში ცოტა რთულია კარგად ყოფნა,მაგრამ ვუმკლავდებით.თურქეთში რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
-აქ ყველაფერი ძველებურადაა,საქმეს ვაკონტროლებთ როგორც ყოველთვის.მაგრამ ახლა სხვა საქმეზე გირეკავ.ჩვენ რომ ვიცით იმ საქმეზე.
-რა ხდება? რამე ჩავარდნაა?
-ხომ იცი, რომ თურქ ბიზნესმენებთან ახლო ურთიერთობა გვაქვს,კარგად იცი ინვესტიციების უმეტესობა მათია და რომ არა ისინი,ჩვენი ეკონომიკაც ვერ იქნებოდა მთლად კარგად.
-თეიმურაზ შეეშვი ამ მიკუბულ საუბრას და პირდაპირ მითხარი რა ხდება?-გაღიზიანებულმა უხეშად გამოსცრა სიტყვები,რადგან „საქმეზე“ მხოლოდ პირდაპირ საუბარი უყვარდა.
-მოკლედ იცი,რომ აქ ორი მონარქი გვყავს „საქმეში“,ერთი ჩვენი კაცია მოგეხსენება ოღუზი,მეორე კი ბაბა.რა თქმა უნდა,ბაბასთან ჩვენი კაცი გვყავს შეგზავნილი.ხო და ინფორმაცია მოგვივიდა,რომ საქმე,რომელის აღებაც გვინდოდა და რომლის შემსრულებელიც ვერ ვიპოვეთ,ბაბამ მონახა.იმასაც ამბობენ, ქართველი ქალი უდგას სათავეშიო.-ქალის ხსენებაზე სანდროს ფიქრი არც დასჭირვებია,ისე მიხვდა,ვინც იქნებოდა ამ ყველაფრის თავი-ხო და ოღუზს უნდა,რომ ვიპოვოთ ეს ქალი და გადმოვიბიროთ ჩვენკენ,თუ არა და ყველა ინვესტიციაზე უარს ამბობს.
-და რა გარანტია გვაქვს,რომ ქართველია?
-შენ აზრით ქართველი ქალის ცნობა ამდენ მახინჯში გაუჭირდებოდათ?
-ესე რა გავიგო მერე ვინაა? მოსახლეობის უმეტესობა ქალია საქართველოში,პლიუს ამას შეიძლება ემიგრანტებიდან არის და ვინ მოვძებნო? სახელი,გვარი ან მინიმუმ აღნაგობა მაინც უნდა ამიღწერონ.
-ამდენი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს,რადგან ბაბა ძალიან ვიწრო წრეს ანდობს ამ საქმეს,ჩვენი კაცი კიდევ ჯერ არ არის ასე ახლოს მასთან,თუმცა შევეცდებით მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
-ტავარი საიდან შემოდის? ან როდის ეგ თუ იცით?
-ამბობენ ბაქოდანო,მაგრამ მეეჭვება,რადგან მაგხელა თანხას ძუნწი აზერბაიჯანლები არ დასთანხმდებოდნენ,სომხეთში უბრალოდ არ არის იარაღის ამხელა მარაგი.ერთადერთი რუსეთი რჩება რეალურ ობიექტად.თარიღი კი ჯერ არ ვიცით,შევეცდები მაქსიმალურად სწრაფად მოგაწოდო ინფორმაცია.
-კარგი,ნახვამდის-ნერვიულობისგან დამუშტული ხელები როგორც იქნა გაშალა და გადაპარსულ თავზე მთელი სისწრაფით გადაისვა-შენი დედას შ*ვეცი-გამწარებულმა შეიგინა და იქვე მდგარი ჭიქა კედელს შეანარცხა.ხმაურზე დაცვის წევრები მთელი სისწრაფით შემოიჭრნენ ოთახში,თუმცა განრისხებული ალექსანდრეს დანახვაზე ბოდიში მოიხადეს და კაბინეტი კვლავ დატოვეს-სულელი გოგო,სულელიიი-თავისთვის ლაპარკობდა და მარჯვენა ხელის თითებს გამეტებით უჭერდა ერთმანეთს-ასეთ საქმეს როგორ დასთანხმდი,ნუთი თავში ტვინი საერთოდ არ გაქვს? როგორ გაბედე,ესე როგორ გარისკე? -რისხვისგან ანთებული შავი თვალები უელავდა და ცოტა აკლდა,რომ ნერვებს არ ემტყუნებინა და რიას დაჭერა არ ებრძანებინა.

ქალბატონი რია კი მთელი ეს დრო უდარდელად დადიოდა თბილისის ქუჩებში და ბედნიერი იყო,რომ როგორღაც ბაბასგან თავის დაღწევას შეძლებდნენ.გული უგრძნობდა,რომ ყველაფერი გამოუვიდოდა,ინსტიქტები კი არასდროს ღალატობდა.ყოველთვის იცოდა რომელი ხაზი არ უნდა გადაეკვეთა.შებინდებული იყო,გოგოებს რომ დაურეკა და საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა დაუნიშნა,იმ მიყრუებულ სკვერში სადაც წინათ რიკის შეხვდა.
ივნისისთვის დამახაშიათებელი საშინელი სიცხე იდგა,მიწას ამდენი მხურვალებისგან უკვე ოხშივარი ასდიოდა.პირველად მივიდა ქალბატონი დანიშნულების ადგილას ყველაზე ადრე,თავადც ეუცნაურა ეს პუნქტუალურობა,ის იყო მარიამთან დარეკვას აპირებდა, რომ სამი სხეული დალანდა და რატომღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა.ეს სამი იყო მისი ოჯახიც,მისი დები და ძმებიც,ეს სამი რომ არა დიდი ხნის წინ მოიკლავდა თავს.ყოველთვის თვლიდა,რომ მისი დაბადება ერთი დიდი შეცდომა იყო და უნდოდა ყოველთვის ამ შეცდომის გამოსწორება,მაგრამ თითქოს ეს სამეული არ ეთმებოდა,ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული სამი პიროვნება,ქერა და ამაყი ნატა,შავგვრემანი და ჭკვიანი თათა,წითური და გულუბრყვილო მარიამი.
-რა სახით გვიყურებ? მგონი მოგენატრეთ-მაცდურად გადახედა ნატამ და ქერა თმა უკან გადაიყარა.
-უბრალოდ,ვფიქრობდი თქვენნაირ ადამიანებთან რა მესაქმებოდა ამდენი წელი-ირონიულად ახედა წინ ასვეტილ ქალს და სამივეს ანიშნა თვალით ჩამოსხედითო.
-ჩვენნაირებთან ანუ?-ბავშვური ცელქი თვალებით უყურებდა მარიამი და ვერ გაეგო,მათნაირებში ცუდი იგულისხმა რიამ თუ კარგი.
-არაფერი ისეთი,წითურო.მოკლედ ბაბა საქმეზე თანახმაა!
-არ არსებობს-გაკვირვებულმა და ამვდროულად გახარებულმა თათამ ემოციები ვეღარ დამალა და ღიმილით გადახედა ნატას-ხომ გეუბნებოდი დაითანხმებსთქო!-ამაყად შეხედა ქერათმიანს,რომელმაც თავისი ბოლო დონის მერსედესის გასაღები გადაულოცა თათას.
-თქვენ რა მანქანაზე დანიძლავდით,იმის სანაცვლოდ დავითანხმებდი თუ არა იმ გასიებულ ღორს?-გაბრაზებულმა რიამ გოგონებს გადახედა და ცოტა აკლდა,რომ სიცილი არ დაეწყო.
-ხოოო,რა მოხდა მერე?-შეშინებულმა თათამ გასაღები ზურგს უკან ისე დამალა,თითქოს ვინმე ართმევდა.
-მერე,ის რომ წილში ვარ და ერთი კვირა ჩემია ეგ მანქანა-ეშმაკურად გადახედა სამივეს და ხელებიდან გასაღები ისეთი სისწრაფით ააცალა,რომ შავგვრემანი ვერაფერს მიხვდა.
-ჯანდაბას,ოღონდ იცოდე,მხოლოდ ერთი კვირით და ცოცხალს დააბრუნებ!-საჩვენებლი თითი მკაცრად დაუქნია და რიას დანებდა.
-მოკლედ,ერთ კვირაში რუსეთიდან შემოგვაქვს.მანამდე ვლადიკავკაზში მივდივართ მე და ნატა,რადგან მე რუსული არ ვიცი,ნატამ კი რუსულიც იცის და კლიენტების მოძიებაც მისი საქმეა.ამ პერიოდში მარიამი იურიდიულ საკითხებს მიხედავს,ისე რომ კანონიერად ყველაფერი ათიანზე გვქონდეს.თათა შენ კიდევ შეგიძლია თვალო,ამრავლო და გაყო 5მილიონი დოლარი ისე,რომ რაღაც წილი ჩვენც დაგვრჩეს,მოკლედ ბუღალტერიას მიხედე.ჩვენ ორ დღეში შევხვდებით რუსების კაცს და ერთ კვირაში საქმეზე წავალთ.
ყველაფერი მოგვარებული და დალაგებული იყო,თუმცა რია ყოველთვის მზად იყო ხარვეზებისთვის,რომელიც ნებისმიერ საქმეს თან სდევდა.ამიტომ ძველ საწყობში წავიდა,იარაღი უნდა მოემზადებინა,რადგან ურჩ რუსებთან ზოგჯერ სიტყვიერი საუბარი არ ჭრიდა და თავდაცვისთვის მზად უნდა ყოფილიყო.ოთხივემ კარგად იცოდა ნებისმიერი იარაღის ხმარება,თუმცა ამით საერთოდ არ ამაყობდა.კარგად ახსოვს,პირველად სანდრომ დააჭერინა იარაღი ხელში.ათი წლის იყო და მაშინ არც უფიქრია,რომ ოდესმე ეს სიკვდილის მანქანა მისი მეგობარი გახდებოდა.მაშინ ალექსანდრე უკვე თვრამეტი წლის იყო და იარაღი აჩუქა მამამისმა მეთვრამეტე დაბადების დღეზე.სულ უკვირდა,რატომ შეიძლება ადამიანისთვის დაბადების დღე იარაღით მიგელოცა და არა რაიმე უფრო ღირებულით,თუმცა მაშინ ამაზე ბევრი არ უფიქრია.რადგან ეგონა,რომ სანდრო ყოველთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო და იმდენად ენდობოდა,რომ არასდროს უფიქრია შედეგებზე.ესე,ერთ დღესაც,ჩუმი შეხვედრის დროს იარაღი მოიტანა და რიას გაოცებული ცისფერი თვალების დანახვისას გულიანი სიცილი აუტყდა,ისეთი სიცილი ჰქონდა,რომ ნებისმიერ ადამიანს შეაყვარებდა თავს. პატარა რიაც არ ყოფილა მაშინ გამონაკლისი.თავიდან ეშინოდა,ხელში ვერ იჭერდა,სანამ სანდრომ არ მოკიდა ხელი და თავის მკლავებში მომწყვდეულ პატარა ჩიტს თოფი არ ჩაუდო მკლავებში.მაშინ პირველად ისროლა რიამ იარაღი და იმხელა ემოცია გააღვიძა მასში ამ გამაყრუებელი თოფის ხმამ,რომ ეგრევე სანდროს მიეკრა გულზე.
-აღარასდროს გავისვრი!-ისეთი მკაცრი ხმით იტყოდა ხოლმე ეს თითის ტოლა გოგო,რომ ალბათ ვერავინ შეძლებდა შეწინააღმდეგებას.
-არც დაგჭირდება,რადგან ყოველთვის მე ვიქნები შენ გვერდით!
-ადამიანები ჩემ გვერდით დიდხანს არასდროს რჩებიან და ვიცი, არც შენ დარჩები!-ამღვრეული თვალებით უყურებდა თავისზე ორი თავით მაღალ ბიჭს და უნდოდა,რომ ეს დღე არასდროს დამდგარიყო მის ცხოვრებაში.
-მართლა მაინტერესებს,ათი წლის გოგომ ამდენი რატომ იცის?-ინტერესით დაყურებდა პატარა ცხვირზე და თან ეღიმებოდა რიას ცვალებად მიმიკებზე.
-მეე?-გაოცებულმა ამოხედა მომღიმარ ბიჭს-მე არაფერი ვიცი,კითხვაც შენ მასწავლე დაგავიწყდა?-ღიმილით ამოხედა თმაგაწეწილ სანდროს და ჰაერში საჩვენებლი თითით სანდროს სახელი დაწერა-უკვე წერაც ვიცი.
-კიდევ ბევრს ისწავლი! ამასაც გპირდები!-ისეთი სიმტკიცით ამბობდა ამ სიტყვებს,რომ რიას არასდროს შეუტანია მასში ეჭვი.
-ხომ მაგრამ მამაშენი? ხომ იცი,რომ არ მოგცემს ჩემთან მეგობრობის უფლებას?
-მამა ვერასდროს გაიგებს შენს არსებობას და რომც გაიგოს,ვერასდროს დაგვაშორებს!-თბილად გაუღიმა და ჭუჭყიან კაბაში გახევული რია ისე მიიხუტა,ისე მიიკრო გულზე,რომ თავადც იცოდა ამ სხეულს ვერავინ დააშორებდა.

ალექსანდრე აბულაძე გაცეცხლებული ატარებდა მანქანას და ძლივს ადევნებული დაცვის წევრებს ყურადღებას არც კი აქცევდა.მთელი სისწრაფით გააჩერა მანქანა სამ სართულიანი სახლის წინ და ბაღში გამავალი გზა სულ რამდენიმე წამში დაფარა.აბაზანში შესულმა მარწუხებად შემოხვეული კალსიკური ტანისამოსი გახიადა და წყლის ჭავლის ქვეშ დადგა,რაც შეეძლო სწრაფად მიიღო დუში და ნახევრად ტიტველმა გარდერობში დიდი ხნის ჩაუცმელი სპორტულები ძლივს იპოვნა და სწრაფად ამოიცვა.ოცდათვრამეტი წლის ხდებოდა თითქმის უკვე,მაგრამ იმდენად მოვლილი და ჯანსაღი სხეული ჰქონდა,რომ ახლაგზარდა ქალების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა.შავ სპორტულებში გამოწყობილი მაღალი და მკვრივი სხეული იმდენად ლამაზი სანახავი იყო,რომ ნებისმიერი ქალი ყველაფერს გაიღებდა მასთან ერთი ღამის გასატარებლად.
ოდნავ ნამიან თმაზე ხელი გადაისვა და მთელი სისწრაით დაეშვა ნულ სართულზე მდებარე ფარეხისკენ.
-სანდროო, დედაა-ქალის ნაზმა ხმამ გააჩერა ჩაფიქრებული და ჯერ კიდევ გაცეცხლებული მამაკაცი-სად მიგეჩქარება ასე?
-საქმიანი შეხვედრა მაქვს-ისე სულელურად მოიტყუა,როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე.
-და სპორტულებში გამოწყობილი? რამე სპორტ-კომპლექსს ხსნით?-ღიმილით შეხედა შვილს,თუმცა უკვე ცნობდა მის ასეთ გამოხედვას.ქალბატონი ლიანა ერთადერთი იყო,რომელიც მუდამ სანდროს მხარეს იყო და მის ნებისმიერ გიჟურ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებოდა.ამიტომ უყვარდა ეს ქალი ყველაზე მეტად.
-აარაფორმალური შეხვედრაა დედა-დაბნეულმა გაუღიმა და კითხვებისგან თავის არიდების მიზნით ნაოჭებიან ლოყებზე ბევრი აკოცა,მერე კი კვლავ ცივი გამომეტყველება აიკრა და შავ ჯიპში ჩაჯდა. სწრაფად გაეცალა სახლს.


პ.ს. მოკლედ მინდა გითხრათ,რომ გაუგებრობა არ შეიქმნას რიას პერსონაჟთან დაკავშირებით.ის არ არის უბრალო გოგონა,ეს არის ადამიანი რომელიც ოცი წლის განმავლობაში იბრძოდა გადარჩენისთვის და აქედან თხუთმეტი წელი მაინც იწვრთვნებოდა არაკანონიერი საქმისთვის,რომ ეცოცხლა და მგლების ხროვაში გადარჩენა ესწავლა.ასე,რომ მისი გამოცდილება და გამჭრიახობა სულაც არ არის წარმოუდგენელი.ეს ჩემი პირადი აზრია,რადგან ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილება საუკეთესო გაკვეთილია.ხო და ზოგჯერ თუ ზედმეტად სუპერვუმენად დავხატავ ხოლმე,მაპტიეთ :დდდ მიხარია,რომ კითხულობთ და კომენტარებს ნუ დაიშურებთ,იმიტომ რომ ერთი კრიტიკა ან მოწონებაც კი სტიმულია,რომ მეტი ვწერო და უკეთ heart_eyes kissing_heart სიყვარულით იო იო...[left][/left]



№1  offline წევრი დარინა

რა ვქნა ჩემი სიმპატიები სანდროს მხარესააა, საოცრად მომწონს ეს პერსონაჟი ჯერჯერობით, ველოდები იმ მომენტი რა დანაშაულიც აქვს რიასთან, წყვილიც ძალიან მომწონს და მათ შეხვედრას ველოდები ერთი სული მაქვს როდის შეხვდებიან, ალექსანდრე რომ გიჟდება რიაზე ეტყობა, აი რია ოსტატურად მალავს ყველაფერს, მათი შეხვედრა გრძნობების კორიანტელი უნდა იყოს, ხო და ამ წყვილისთვის ჰეფიენდის გარდა სხვა არ წარმომიდგენიაა, მინდა რომ ბედნიერები იყვნენ. ხო სანდრო მეც მიყვარს უკვე რიას თუ არ ენდომება მე დავიტოვებ. შემდეგი თავი მინდა სასწრაფოდ.

 


№2  offline წევრი izabella

ერთადერთი რითაც უკმაყოფილო ვრჩები ეს თავების სიმცირეა, დანარჩენი ყველაფერი მომწონს.

 


№3  offline წევრი Rania

Zalian momconsss. Moutmenlad velodebi momdevnosss
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent