შუა ღამის ანგელოზი .თავი 2.
ბარიდან გამოვედი, თვალებმა დაინახეს რეალური სამყარო და ფერადი განათებებისგანაც დაისვენეს. გავუყევი ქუჩას და პირველივე გამვლელ ტაქსიში ჩავჯექი, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი ამიტომ უცნაურად მეჩვენა ის რომ მანქანა არც ყვითელი იყო და არც 'TAXI' ნიშანი ჰქონდა მაღლა. არ მახსოვს, რა, ან როგორ მოხდა, მანქანაში უკან სავარძელზე დავდე თავი. ფერები შავდებოდა, ხმაც ნელ-ნელა ყუჩდებოდა, ვეღარც მანქანის მძღოლს ვამჩნევდი და ვეღარც მის მანქანაში დაბალ ხმაზე ჩართული სიმღერები მესმოდა. მეძინა ტკბილად და სიზმრებში ვიყავი გახვეული... *** თვალებს დიდი სიფრთხილით ვახელ, რადგან მგონია რომ შემომავალი შუქი თვალებს მატკენს და წამართმევს მხედველობას. უცნაური, მაგრამ სასიამოვნო სუნი მიღიტინებს ცხვირში. თითქოს ნამცხვარს მიაგავს, ან და ფრანგულ კრუასანებს. თვალები გავახილე ბოლომდე და მივხვდი რომ ვერანაირი შუქი მატკენდა ან დამაბრმავებდა, რადგან ფანჯარაში უკუნითი სიბნელე იყო გამეფებული და ჩემს ოთახში ამ სიბნელეს პატარა სანათი უშლიდა ხელს. წამოდგომა ვცადე, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, თითქოს მთელი სხეული პარალიზებული გამხდარიყო და აღარ შემწევდა იმის ძალა ერთი თითი მაინც გამეტოკებინა. ოთახის კარი დიდი სიფრთხილით იღება, და კარში დედა შემოდის. არ ვიცოდი მორიგი ჩხუბის გაძლებას თუ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდა, როდესაც დედას ხელში ლანგარი დავინახე რომელზეც ლიმონიანი ჩაი და მსუქანი კრუასანები ეწყო. -მარიკო, წამოდექი ახლა და შეჭამე... მითხრა ღიმილით, მაგრამ მის ხმაში იგრძნობოდა რომ აუცილებლად მისაყვედურებდა სიტყვებით ''ჯერ გამოსწორდი და მერე მე ვიცი რასაც გიზამ'' რომ არა ჩემი მომაკვდავი სახე. თავი წამოვწიე, ბალიში ავამაღლე და ფრთხილად მივეყუდე. დედამ პატარა ხის მაგიდიდან წიგნები საწერ მაგიდაზე გადაალაგა, ლანგარი დადო და საწოლთან მოაცურა. უკმაყოფილო სახე მიიღო და ოთახიდან გასვლისას მითხრა. -ხვალ ვეღარ გააცდენ ლექციებს, ეცადე დაიძინო და არ გაათენო მთელი ღამე. ტელეფონს გადავწვდი და საათს დავხედე. საღამოს რვა ხდებოდა, ყლუპი ჩაი მოვსვი და ფეხები ძლივს ძლიობით გადმოვიტანე საწოლიდან, სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩავიხედე. ანარეკლში ჟღალი, გრძელი და აწეწილ თმიანი გოგონა დავინახე რომელსაც თვალები დასიებოდა ამდენი ძილისაგან და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სახე ჩამოვიბანე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე რომ სარკეში ურჩხულის მაგივრად ადამიანის მსგავსი რაღაც მაინც დამენახა... თავს ძალა აღარ დავატანე და არ შევეცადე წინა ღამის გახსენება. მთავარი იყო მხოლოდ ის რომ მახსოვდა ვინ ვიყავი, ვინ ვარ და ცოცხალი ვარ. კარადებში ტანსაცმელის ქექვა დავიწყე, სასურველი ტანისამოსი მოვირგე და სახლიდან გასვლისას ხმამაღლა დავიყვირე. -თინისთან გავდივარ და ძებნას ნუ დამიწყებ, შეიძლება მასთან დავრჩე. გავიგე დედას ნაბიჯების ხმა და მივხვდი გამომედევნა რომ შეემოწმებინა ამ სიცივეში თბილად მეცვა თუ არა, ამიტომ კიბეები სწრაფად ჩავირბინე და სადარბაზოს მალე მოვცილდი. *** თინი ერთადერთი მეგობარი იყო რომელიც რთული პერიოდის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია, და ეს დღესაც ასეა. ის ბავშვობის მეგობარია და ჩემს ცხოვრებაში კარგი თუ ცუდი მასთან ერთად მაქვს განვლილი. ორი წლის წინ როდესაც ჩემი სულის ნაწილს დამაშორა ცხოვრებამ და ყველაფერს აზრი დააკარგინა, ყოველ დილით ყოველ საღამოს გვერდით თინი მედგა რომელსაც არანაკლებ უჭირდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვა. ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით არის აღსავსე... და როდესაც იფიქრებთ რომ ყველა განსაცდელმა ჩაიარა და თავი დაგანებათ, ზუსტად მაშინ გამოჩნდება უარესი რომელიც თქვენს წაქცევას აუცილებლად მოისურვებს. ზუსტად ორი წლის წინ 24 დეკემბერს, მკვლელობამ შეძრა მთელი დედაქალაქი, მსხვერპლი კი 19 წლის დავით ლიქოკელი გახლდათ. ზუსტად აქედან იწყება ჩემი წყეული და ჯოჯოხეთური ისტორია, სწორედ ამ ისტორიის დამსახურებაა რომ დღეს თავს ყველანაირად ვატან ძალას რომ ვიყო წარმატებული სტუდენტი, რომელიც სასურველ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეა ჩარიცხული და იმ იმედით სწავლობს სისხლის სამართალზე რომ ცხოველს რომელმაც მის საყვარელ ადამიანს რომელთანაც მთელი ცხოვრების გეგმებს აწყობდა, სიცოცხლე წაართვა და თავად გოგონას კი დარჩენილი პერიოდი ჯოჯოხეთად უქცია, ერთ დღესაც დაიჭიროს და ყველა საჭირო კითხვაზე პასუხს აგებინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.