შეშლილი ფსიქოლოგი (5)
12 საათი იყო მე და გაბრიელმა ბიჭები და მია რო გავყარეთ, საავადმყოფოდან. ჩემს პალატაში რომ შემოვიდა და სახეზე შევხედე შემეშინდა ისეთი გადამწვარი სახე ჰქონდა. --დაწექი, მოდი და დაიძინე.-საწოლის ერთი კიდესკენ მივიწიე. --მორიგეების ოთახში დავიძინებ. --არა! მოდი და მეც მშვიდად დამეძინება.-გავუღიმე, მასაც მეტი არაფერი უთქვამს გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა.-მშვიდი ძილი გაბი. --შენს გვერდით მშვიდად დამეძინება ჰოიცი.-ჩაიბურტყუნა თვალებდახუჭულმა.-აღარაფერი მითქვამს მის სუნთქვას ვუსმენდი და მეც ჩამეძინა. მისი ამოსუნთქული ცხელი ჰაერის შეხებისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ისეთი სასიამოვნო იყო, საამო გრძნობაში ჩავიძირე და დამეძინა. ორ დღეში საავადმყოფოდან გამომწერეს, ბიჭები ნორმალურად ვერც მნახულობდნენ, ლევანის სამძიმარზე იყვნენ სულ, სამაგიეროდ ტყუპებს ვიტოვებდით მე და თეკლა. დაჩის და მისი ტკივილით სავსე თვალების დანახვისას მეც სევდა მიპყრობდა, მხოლოდ მე ვიცოდი როგორ იტანჯებოდა ეს წლები ჩემი დაჩიკო და ალბათ თეკლაც. გაბრიელმა დამიცაცხანა არშიძლება შენი ფფეხზე დგომა, მაგრამ ვინ უჯერებდა? საავადმყოფოდან ეტლით გამომიყვანეს ბიჭებმა და სახლში მივყავდი როცა ვთხოვე მეც ლევანის სამძიმარზე წამიყვანეთთქო. შეწინააღმდეგება ვერგაბედეს, ან რაუნდა ექნათ? იცოდნენ მაინც ჩემსას გავიტანდი. ფანჯარაში ვიყურებოდი და საფზულისთვის უჩვეულოდ წვიმიან ამინდს გავცქეროდი. მე ხომ კონსტანტინე შერვაშიძის შვილი ვიყავი, მსოფლიოში ყველზე ჯიუტი ადამიანის რომელიც იმდენი ეწუწუნა ბაბუაჩემს ბოლოს თავად ბაბუაჩემმა მოატაცებინა მისი 3 ბიჭიდან 1 გამორჩეული ნაბოლარა გოგონა. დიახ 3 ბიძა მყავდა, ნიკო, გიგა და უტა. მამიკოს ერთი და ყავს და ისიც გურიაში გადაიხვეწა ქმარშვილთან ერთად თავისივე სურვილით. ბიძაჩემიც საქმეებს იქედან უძღვება, მათი შვილები ნიკოლოზი და თაია ორკვირაში ჩამოვლენ, პოლონეთიდან. თითოეული მათგანი ჩემი სულია. იცით? მე ამაყი ვარ რადგან ასეთი არაჩვეულებრივი ოჯახი და სამეგობრო წრე მაქვს. არასდროს ვყოფილვარ რამით გამორჩეული, პირიქით ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ჩვეულებრივი ცხოვრებით მაგრამ არაჩვეულებრივი გვარით. მამაჩემს ყველა ცნობს, საკმაოდ გავლენიანი ოჯახი მყავს მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მამიკოს ფულებით გათამამებული გოგონა და არც ჩემი ძმა ყოფილა ოდესმე მამიკოს ფულებით თავშიავარდნილი თავქარიანი ყმაწვილი. თავშეკავება ყოველთვის გვქონდა. მე დიდად არც მაინტერესებდა ისეთი ცოვრება სადაც ფული და სახელი გამომადგებოდა, არც კლუბები და არც ელიტარული საღამოები მხიბლავდა. მაგრამ თუ მაინც იძულებული ვიყავი რომ ელიტარული ღორებისთვის მეყურებინა, როგორ ყიდულობდნენ მილიარდიან ლარნაკს და იმას არ აქცევენ ყურადღებას რომ ხალხი ქუჩაში ცხოვრობს, რომ მატაც სტკივათ და სცივთ. არასდროს მივეკუთვნებოდი მასეთ ხალხს და ბედნიერი ვარ ამით. ხშირად უწევდა ჩემს ძმას დასისხლიანებულს სახლში შუა ღამისას მოსვლა. პასუხი კი ყოველთვის ერთი იყო: „ცუდათ შემოგხედა!“ აი იქ მთავრდებოდა ყველაფერი. არცერთი ბიჭი მოუშვიათ ჩემამდე მას და თავის ძმაკაცებს,ყოველთვის მანამდე სცემდნენ სანამ რამეს მეტყოდნენ.ახლა რომ მახსენდება მეცინება, ადრე არ მეცინებოდა, პირიქით მთელი კვირა ხმას არ ვცემდი არც დაჩის არც ანდრიას და არც მათეს. მიზეზი? ალბათ მიზეზი ის იყო რომ არასდროს მჯეროდა ვინმეს იმდენად თუ მოვეწონებოდი რომ ჩემი ძმის და მისი ძმაკაცების ხელში ჩაეგდო თავოი. ფაქტიურად ლომის ხახაში თვითონ ძვრებოდნენ. სულ მეგონა რომ არ ვიყავი ლამაზი და ვერც ვერაფერს ვხედავდი ლამაზს ჩემს თავში. ჩემი შავი თვალები, სწორი, აპრეხილი ცხვირი და საშუალო ზომის ატმისფერი ტუჩები მქონდა, წამწამებს იშვიათად ვიპრეხდი იმის გამო რომ ყოველთვის მესვრებოდა თვალის გარსი ჩემი დიდი წამწამების გამო, დიდი ლოყები მქონდა და სქელი წარბები. ლოყები არასდროს მქონდა ერთ ფერზე, თვალის უპეების ქვემოთ სულ ვარდისფერი იყო ხოლო როცა მრცხვენოდა ერთიანად წითლდებოდა. არასდროს ვყოფილვარ გამხდარი, სულ პუტკუნა ვიყავი და ასეთიც მომწონდა საკუთარი თავი. იმით თუ ვიმსჯელებთ რომ არც ძალიან გამხდარი ვარ და არც ძალიან მსუქანი, მაინც არვიცვამდი ზედმეტად მოტკეცილ, ამოღებულ, მოკლე ტანსაცმელს. მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი თავით და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ სრულიად! ფიქრებში ვიყავი წასული როცა მანქანა გაჩერდა, ინსტიქტურად გავიხედე გვერდით მჯდომი გაბრიელისკენ და მანიშნა მოვედითო, ღრმად ამოიოხრა და ეტლში ჩამსვა. მერე დიდ ეზოში შემიყვანა, სადაც უამრავი ხალხი ირეწოდა, ნეტავ გენახათ რამდენ ყალბ სახეს ვხედავდი. რამდენი ამაზრზენი თვალი მიყურებდა, რამდენს უხაროდა მისი სიკვდილი. მიუხედავად იმისა რომ მძიმე ტრავმა ამკიდა მაინც მეცოდებოდა ასეთი ახალგაზრდა, მიუმეტეს ჩემი ბიჭების ბავშობის განუყრელი მეგობარი. სახლში შესულს სული დამეხუთა როცა მის უსიცოცხლო სხეულს შევხედე, გაბრიელს ავხედე, თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. ლილიას და დედამისს მივუსამძიმრე და ლევანის ცხედართან მივედი. ხელი მის გაყინულ ლოყას შევახე და ძალიან ხმადაბლა, ჩურჩულით ვთქვი რამდენიმე სიტყვა: „მშვიდად განისვენე ლევან! მე ყველაფერი გაპატიე!“ იქაურობას არ გავცელილვარ, ლილიას გვერდით ვიჯექი და სხეულზე ვიხუტებდი. ეს ის მომენტი იყო როცა ემოციებისგან დაღლილი ვეღარც ტიროდა. ბიჭებს გავხედე კარში რომ იდგნენ ჩამწკრივებულები. ხუთივე ერთად, სახეები ჩამოსტიროდათ და დროდადრო ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე. როგორ გაუსაძლისად სტკიოდათ წარმოდგენაც არ შემიძლია. ასე გავიდა ორი დღე, ყოველდღე იქ ვიყავი, არც გადაღლილობა მაწუხებდა და არც ჭრილობის ტკივილი. გასვენების დღე იყო ყველაზე საშინელი. ალექსანდრეს ლევანის ფოტო ეჭირა და წინ მიუძღვებოდა მთელ შავებში გამოწყობილ ამალას. დანარჩენებს საკაცეზე დაწვენილი ლევანი მოყავდათ, გული ამეწვა ამის დანახვისას. როგორ უწირდა თითოეულს ამის გაკეთება. რამდენი ფარისეველი მიუყვებოდა მის უკანასკმნელ გზას, რამდენი ხარბი თვალი. სად იყვნენ ის გოგოები ყოველ ღამით სარეცელს რომ უყოფდნენ? ან ის ბიჭები სად იყვნენ ძმობას რომ ეფიცებოდნენ ფულის გამო? არცერთი მათგანი! მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ქერა ცისფერთვალება გოგონა, გაბერილი მუცლით და დაწითლებული თვალებით. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა და მთლიანად ძაძებში იყო გამოწყობილი. გვერდით მედგა და ისე უყურებდა როგორ აყრიდნენ ლევან ჩიხლაძეს მიწას და როგორ ისტუმრებდნენ სამუდამოდ იმქვეყნად. გოგონას ხელზე შევეხე, მაშინვე შეკრთა და შემომხედა. ისეთი ლამაზი იყო, ქერა, კურნოსა ცხვირით და დიდი ლურჯი თვალებით, ანგელოზს გავდა. --ლევანი გიყვარდა?-ვკითხე მოურიდებლად და მთელი თანაგრძნობა ჩავაქსოვე. ისიც არ შემწინააღმდეგებია თავი ტანხმობის ნიშნად დამიქნია და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა. --ვერ ვიჯერებ.-ამოიკნავლა და ცრემლები მოიწმინდა. მუცელზე ხელი მოისვა და შემომხედა, ამით ყველაფერი ნათელი იყო. --გვერდიდან არ მომშორდე კარგი? სულ ჩემს გვერდით იდექი.-გვერდიდან ჩავხუტე. ბიჭების განადგურებულ სახეებს ვუყურებდი, ამ გოგოს და ლევანის შვილის უბედურებით კი სული მეწვოდა. ვიცი ეს ამმბავი ყველასს გაახარებდა, ამაშ დარწმუნებული ვიყავი. --ორნი არიან.-გამიღიმა სევდიანად.-გოგონებს ველოდებოდით, როგორ არჩევდა სახელებს იცი? ვეუბნებოდი არ წამოსულიყო, ყველაფერი დაევიწყებინა, ის კი მაინც წამოვიდა, ველოდებოდი დიდხანს ველოდებოდი, ვლოცულობდი კარგად ყოფილიყო მაგრამ ამაოდ. ჩემი ლევანი, ჩემი ერთადერთი სიყვარული რომელმაც მიმატოვა.-ასლუკუნდა. ანდრიაა ჩემსკენ წამოვიდა, გოგო რომ დაინახა ფერებმა გაურბინა სახეზე. --ნუცა?-გაკვირვებულმა კითხა. --ანდრე.-ცრემლიანი თვალებით გაუღიმა და ჩაეხუტა. --ნუცი შენ და ლევანი?.... ლევანისგან ხარ ორსულად?-თვალებში ისევ გაუკრთა ბედნიერების სხივი. --ტყუპი გოგოები.-სევდიანად გაიღიმა.-ჯვარი დავიწერეთ, 6 თვის წინ მაგრამ არავინ იცოდა ანდრე. დავქვრივდი.-ისევ წამოუვიდა ცრემლები. --წამო სახლში წავიყვანოთ კაი? შენც დასვენება გინდა სესი. თეკლუ მიდი ბიჭებს დაურეკე სახლშ წავიდნენ.-მანქანაში ჩავსხედით და ჩემი სახლისკენ ავიღეთ გეზი, სახლში მისულმა საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მუცლის ღრუში და მივხვდი უნდა დამესვენა. მისაღებში შევედი და დივანზე წამოვწექი, თან სახეს ვმანჭავდი. --სესი კარგად ხარ?-მკითხა თეკლამ. --ამტკივდა ცოტა.-ოდნავ გავუღიმე და ბალიშზე დავდე თავი. --რახდება ჰოკარგადხართ?-კარები შემოანგრიეს ბიჭებმა. მიაც უკან მოყვებოდათ.-ნუცა?-თვალები გაუფართოვდა დაჩის. --ბიჭებო.-მანაც გაუღიმა და ყველას სათითაოდ გადაეხვია. გაბრიელი ჩემსკენ წამოვიდა და ბალიში გამისწორა. --არა, აი როარასდროს მიჯერებ, არგითხარი დაისვენე და ნუიღლებითქო? ნაკერები როგაგეხსნას მერე? უტვინო ბავშვი ხარ რაა.-ბუზღუნებდა საყვარლად და ოტახიდან ოთახში დადიოდა.-შენკიდე ქალბატონო ორსულო დროზე დივანზე, დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამ...-უცბათ დაასტოპა და სამზარეულოდან უკანსვლით გამოვიდა.-მოიცა რაა?!-თვალები ჭყიტა და ბიჭებს გადახედა რომლებიც არანაკლებ მდგომარეობაში იყვნენ. --ნუციკო, ელოდება ტყუპ გოგოშკებს ლევანისგან.-გადახედა ანდრიამ მათ და თვალებითაც კი გაუღიმა. --ოხ ეგ იდიოტი, მაინც რარაც დატოვა თავისი დედამიწაზე.-სიმწრით გაიცინა დაჩიმ. --მაშ ბიძიკოები ვხდებით კიდევ?-ალექსანდრეს გადახედა რომელსსაც ფერი არ ედო სახეზე.-ალექსანდრე კარგად ხარ?-შეშფოთებულმა კითხა მათემ. --როგორ შეიძლება ცუდად ვიყო ? ჩვენი ლევანას გოგოები. ლილიას მოვიყვან გაუხარდება, ამდენიდღეა ცუდათ არის.-ნუცას აკოცა ლოყაზე და სახლიდან გაიქცა. „და მაინც რაარის სიხარული? ბავშვი? ამ შემთხვევაში კი, მაგრამ მაინც, რამ შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი სიხარული შემში?“ ვფიქრობდი და გაბრიელის მხარზე მედო თავი რომელიც თმაზე მეფერებოდა, მისი თლილი თითებით, მეორე ხელი კი ჩემს თითებში ქონდა ახლართული. ჰო...ჩემთვის ბედნიერება ზუსტად რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი ახლობლებია. მეგობრებოო, ბოდიში დაგვიანებისთვიის <3 შემიფასეთ და მე ვეცდები მალე დავდო შემდეგი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.