შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 6)


28-02-2019, 11:19
ავტორი naattii
ნანახია 1 866

-მშვენივრად ცხოვრობენ როგორც ჩანს ეს ნაბი*ვრები_ ახალ გარემონტებულ მაღალ ბინას ახედა ანდრიამ და ისევ უკან გაძვრა -ყიფიანი, უკანა გასასვლელიდან შემოდი, მე და დაჩი წინიდან შევალთ, ჩუმად ვიმოქმედოთ, მაგრამ თუ შეგვამჩნია გაქცევას ეცდება და აბა შენ იცი.
-გაბედოს და გამექცეს_ხმაურიანად გადატენა იარაღი დავიTმა და მაშინვე უკან გაძვრა ჩუმი ნაბიჯებით.
-წავედით_დაჩი დაწინაურდა და წამიერად ჩაფიქრებული ანდრია გამოაფხილა.
უხაროდა ანდრიას ყიფიანის ახალი ცხოვრება, იმის გაფიქრებაც არ უნდოდა გოგოს რამე დამართნოდა, საბოლოოდ ჩაიქნევდა ხელს დავითი და ისედაც სამშობლოზე გადაყოლილი ცხოვრებისკენ აღარც მოიხედავდა. სიყვარული ცხოვრების გამოსწორებისთვის საუკეთესო შესალებლობაა, მერე რა რომ მას არ გაუმართლა, ხვდებოდა მისსა და ნანოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი რომ დამდგარიყო და დასრულების ეშინოდა. თუმცა რაღა იყო საშიში, როცა შეგრძნებით ყველაფერი ერთი წლის წინ დასრულდა.
-ანდრია, ანდრია, ფრთხილად_უკვე კართან მისულიყვნენ ძლივს რომ გამოფხიზლდა გენერალი, მაშინვე თავი გაიქნია და საკუთარ გონებაზე გაბრაზდა, როდის იყო დავალებაზე რაიმეთი აკავებდა ტვინს? აქაც შემოაღწია ნანომ...
-იმედია დაგვინახა და სიჩქარეში დარჩა ღია, თორემ თუ დაგვასწრეს....
-მოიშორებდნენ_დაეთანხმა დაჩი და მოწყენილმა გახედა მოახლოებულ ყიფიანს
-უკანა მხარეს ყველაფერი სუფთაა_ძლივს ამოღერღა ღია კარის დანახვაზე.
-შევდივართ_ნელა შეაღო კარი ანდრიამ და ყურადღებით მოათვალიერა ოთახი -პირველი სუფთაა.
-მეორე სუფთაა_გვერდიდან გაისმა ყიფიანის ხმა.
-შეგიძლიათ შემომიერთდეთ_დააბული დაჩის ხმა გაისმა და ბიჭებიც მას მიყვნენ. დიდხანს ვერავინ დაივიწყებდა წინ გადაშლილ სანახაობას.
მთელ სამზარეულოს ეტყობოდა ბროლის კვალი, როგორც ჩანდა მსხვერპლი თავდამსხმელს ელოდა, სისხლი ირგვლივ იმდენად ყველგან ესხა გეგონებოდათ სარწყავით მოიარეს მთელი ოთახიო, ამ სცენის დამაგვირგვინებელი კი სამარეულოდ მაგიდაზე გაწოლილი გვამი იყო, რომელსაც ერთი სანტიმეტრიც კი არ დარჩენოდა ჭრილობის გარეშე.
-არაერთი მკვლელობა მინახავს ამ ოცი წლის მანძილზე, მაგრამ ეს....._დაცვარული შუბლი მოიწმინდა დაჩიმ.
-ღმერთო რა სისატიკეა, მისიანი არ დაინდეს და ნენეს რას უზამდნენ_თავზე შემოიწყო ხელები ყიფიანმა.
-ექსპერტებს გამოვიძახებ_ჩვეული სიდინჯით ჩაილაპარაკა ანდრიამ და ოთახი დატოვა, ომ გამოვლილს და ათასი გვამის მნახველს, ამ სცენას იმდენად აღარ უმოქმედია.

-გენერალო_ერთ-ერთი ექსპერტი მიუახლოვდათ რამდენიმე საათში -ვინაობის დადგენა შეულებელია, სახე იმდენად აქვს განადგურებული. დნმ-ის ნიმუშები გვაქვს, მაგრამ ვინმესას ხომ უნდა შევადაროთ?
-ჩვენი ბაა გამოიყენეთ, ნახეთ თუ მოიებნება ვინმე.
-როგორც გვიბრანებთ.
-წავიდეთ_თავით კარისკენ მიუთითა მეგობრებს და რამდენიმე წუთში ღრმად ჩაისუნთქეს სუფთა ჰაერი.

-ელენეა_აზუზუნებულ ტელეფონს დახედა ანდრიამ -კარგი ამბავი გვინდა ელენე
-..............
-სად ვნახავთ?
-.....................
-ოქრო გოგო ხარ, ეგ თუ გვიშველიდა, მადლობა ელენე_მხიარულად გათიშა ტელეფონი და ბიჭებს გამოხედა.
-ბატონ თეიმურაზს ორი უახლოესი მეგობარი ყოლია, რომელთა გარეშე არც არსად მიდიოდა და არც არაფერს არ აკეთებდა, მათი მისამართი გვაქვს და იმედია მივუსწრებთ.
-კიდევ კარგი_პირველი შეხტა მანქანაში ყიფიანი და მოუთმენლად დაელოდა დანარჩენებსაც.
კიდევ ერთი მზის ჩასვლის სანახაობა გადაეშალათ წინ, დღეს წითლად ბრწყინავდა ოქროსფერი ბურთი და უკვე ვერანაირი ალით ვეღარ ახერხებდა ქალაქის გათბობას, ნელნელა ძალა დაკარგვოდა და არც სურდა დანებებოდა ცივ ზამთარს, კიდევ ერთხელ მოხედა ერთ მანქანაში მჯდარ სამ ჩაფიქრებულ მამაკაცს და სხვა ქალაქების გასათბობად იბრუნა პირი.

ადგილე მისულებს ჯაბა, ყიფშიძე და გაბრიელიც დახვდათ.
-წინა მოტეხვას არ გაპატიებთ_თითი დაიქნია გაბრიელმა და იარაღი გადატენა.
-ჩვენ მანქანების სადგომიდან შევალთ_ჯაბას ანიშნა ყიფშიძემ და კატის ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა საპარკინგე ადგილისკენ.
-ზურგს გაგიმაგრებთ_ანდრიას და დაჩის ანიშნა გაბრიელმა და უკან ჩამორჩა. ყიფიანმა ლიფტი დაიკავა, დანარჩენები კი ფეხით აუყვნენ კიბეებს მე-7 სართულისკენ.
-გამახსენთ შემდეგ ჯერე ლიფტი მე ავირჩიო, აღარც ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ_აჩქარებულ გულზე ხელი მიიჭირა დაჩიმ.
-ფორმაში აღარ ხართ უფროსო გამომძიებელო და ჯობია ვარჯიშს დაუბრუნდეთ_ჩუმად შეაღო სადარბაზოს კარი ანდრიამ და კარებთან მომლოდინე ყიფიანზე გაეცინა.
-ათი წუთია გიცდით ხალხნო_ჩუმად დაიბუზღუნა დავითმა.
-ზოგიერთი ჩვენგან ფორმას კარგავს_ჩუმად ჩაიცინა გაბრიელმა და კარის გასაღები ინსტრუმენტები ამოიღო. უხმაუროდ გაატკაცუნა რამდენიმე წუთში კარის საკეტი და მაშინვე სხვებს ანიშნა შესვლა.
რამდენიმე წუთში მთელი სადარბაზო ხედავდა როგორ ჩასვა რამდენიმე ფორმიანმა ორი ახმახი მანქანაში და სადღაც გააქანეს.


-ვეღარც ბავშვებს ვუგდებ ყურს და ვერც ვაკეთებ ვერაფერს, არც გვაგებინებენ რახდება_წუწუნით მიმოდიოდა ოთახში ნათია.
-აბაა, არადა ნახევარ საათში შენი გაიღვიებს, ერთი ჩემები სკოლიდან მოვლენ, ჩვენ კი ამათზე ვნერვიულობთ.
-ნეტა ის ორი მაინც თუ აიყვანეს.
-იმედია კი_შუბლი მოისრისა ელენემ და ლეპტოპი გვერდით მიაგდო -სულ მომისპო თვალები ამ საზიზღარმა.
-შენ კიდევ გაიკეთე დამცავი სათვალე.
-სათვალეს დროა დაგვაწყდა ნერვები.
-ნანოზე გული მწყდება_რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ჩუმი ხმით დაარღვია ნათიამ.
-მეც, ვხვდები, რომ რაღაცას ეძებს, მაგრამ ვერ ვხვდები ისეთი რა ნახა ამ ომში, რომ ანდრიას ურჩევნია.
-შენ არ იცი ელენე, იქ მუდმივად ცოცხლად გრნობ თავს, იცი, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს და მუდამ მზად უნდა იყო, ვინმეს რომ გადაარჩენ ხვდები რამდენად საჭირო ყოფილხარ, მაგრამ წამში ქრება ეს ყველაფერი თუ ვინმე შენ წინ ფეთქდება.
-როგორც ჩანს შენც გენატრება.
-მენატრება, მაგრამ ჩემი შვილი და ჯაბა მთელ ქვეყნიერებას მირჩევნია, ამიტომ მაგ თემაზე აღარც ვფიქრობ.
-იმედია ნანოც იპოვის იმას, რასაც ასე ეძებს.
-და მაგ რაღაცას ოჯახს არ შეწირავს_ნაღვლიანად დაუქნია თავი ელენეს და ფანჯრიდან გაიხედა.


-გამარჯობათ ბატონებო_ცბიერი ღიმილით მიუახლოვდა ყიფიანი გამოფხიზლებულ გამტაცებლებს.
-შენ ვინ ჩემი *ლე ხარ?_მოწოლილი ნერწყვი გადააფურთხა ერთ-ერთმა.
-რა ცუდია ზრდილობის სასწავლებელი დრო რომ არ მაქვს_დანანებით გადაიქნია თავი ყიფიანმა და ორ წამში მთელი ძალით მოხვდა მისი მუშტი ყბაში.
-შენი ......_სისხლი გადმოაფურთხა კაცმა და მტრულად ახედა დავითს. -*იგ ხოარ გაქ ბიჭო
-ახლა მომისმინე, ან მეტყვი ნენე სად წაიყვანეთ, ან ცოცხალს ვერ გამომტყავებენ შენს თავს, შენი თეიმურაზი მაინც ვეღარ გიშველის.
-რაა? თემურას რა უქენით?
-ჩვენ არაფერი, თქვენიანებმა გასკვანჩეს ისე, რომ ფრანკეშტეინია გამოსული, ახლა სანამ თქვენც ისე დამიყრიხართ თითქოს ყველაფერი გვითხარით და მიუყოლებიხართ ძმაკაცს, მითხარით სად არის ნენე და აქედან და*ესვა ჩვენზე იყოს.
-ჩვენი თემურა ბიჭო_ჯერ კიდევ შოკში მყოფმა გადახედა მეორე ახმახს და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -რა გინდათ ჩვენგან?
-აუჰ, რა მინდა თურმე, შენ ბიჭო ყური წლებია არ გამოგიწმენდია? ნენე სად არისთქო.
-ავტოქარხნის ბოლოს, ციხეს რომ გაცდებით ერთი დიდი მიტუვებული შენობაა, ძველი ქარხანა, იქ მივიყვანეთ და ხანდახან ვამოწმებდით, იქვე აწარმოებდნენ დაკითხვას.
-დაკითხვას?_დიდი ნერწყვი გადაეყლაპა ყიფიანს.
-აბა დიდი კომფორტი არ მოუწყვიათ, აინტერესებდათ რა გაიგონა, ის კიდე ხმას არ იღებდა, მე რაც მივდიოდი მინიმუმ სამ მცველს ეჭირა თვალი ყურებაზეც კი მიდ*ებაო... ცოცხალს თუ მიუსწარი მაინც აღარ ივარგებს აღარც ქალად და აღარც ადამიანად_მხრები აიჩეჩა კახად წოდებულმა და თვალებ აბრჭყვიალებულ ყიფიანს ღიმილით გამოხედა -დაგენ*რა?
-მე არა, მაგრამ შენ დაგენ*რევა რომ დავბრუნდები_ძლივს ამოთქვა გაჭირვებით და მაშინვე დატოვა ოთახი.

მთელი სისწრაფით მიქროდა ავტოქარხნის გზაზე ტოიოტას ფირმის მანქანა, არცერთ შუქნიშანთან არ გაუჩერებია და უკვე სამჯერ შექმნა საავარიო მდგომარეობა, თუმცა მძღოლს ეს რატომღაც საერთოდ არ ადარდებდა.
-დავით, იქამდე ცოცხლები თუ ვერ მივედით ვერც ვერავის გადავარჩენთ_ჩუმად ჩაილაპარაკა იარაღის მომარაგებაში გართულმა ყიფშიძემ, თუმცა მანქანა არც კი შენელებულა. ნახევარ საათიანი გზა ათ წუთში დაფარეს და ციხეს მოშორებულმა შეაჩერა.
-ელენეს უკვე დავურეკე, ციხის კამერებს ჩართავს, მაგრამ არამგონია რამეში დაგვეხმაროს, ასე რომ მარტოები ვართ_ქამარში დაიმაგრა მესამე დატენილი 9-მილიმეტრიანი ანდრიამ და ავტომატი გადატენა.
-როგორც ყოველთვის_ბალახებში ჩაიმალა ყიფშიე და გენერალს გამოხედა -გაგვანაწილე.
-ყიფიანი ......
-არც კი გაბედო ჩემი სნაიპერად გაგზავნა, ნენეს თუ ვინმე იპოვის ეს მე ვიქნები_მუქარასავეთ ჟღერდა ყიფიანის სიტყვები.
-კარგი, გაბრიელი დაზღვევაზე შენ იყავი მაშინ, მე და დაჩი წინიდან შევალთ, ყიფიანი, შენ ჯაბა და ყიფშიძე წაიყვანე და უკანა მხარე დაიკავეთ, სამ სართულიანი, კიბე ორ მხარეს იქნება, მარჯვენა ჩვენია მარცხენა თქვენი, მესამზე შევხვდებით_განაწილება დაასრულა თუარა მაღალ ბალახს მაშინვე შეერია ხუთი მამაკაცის სხეული.
-უკანა მხარეს სუფთაა_ყურში დამაგრებულ გადამცემში ისმოდა ყიფიანის დაძაბული ხმა.
-მეორე სართული სუფთაა_დაჩიც აყვა.
-ზედმეტად სუფთადაა ყველაფერი_თავი გადაიქნია ანდრიამ, თუმცა მალევე წაიღო საკუთარი სიტყვები უკან. მესამე სართულზე 15მდე კბილებამდე შეიარაღებული პირი იცავდა.
-ნენეეეე_მთელ სართულზე ექოდ გაისმა ყიფიანის ბღავილი, რასაც ყიფშიძის სიცილი მოყვა
-სულ გამოა***** სიყვარულმა ეს საცოდავი.
-აქ ვარ, დათა აქ ვარ_ტირილნარევი ხმა გაისმა შუა დარბაზიდან, რამაც სულ გადაუკეტა დავითს გონება.
-დათაოო? რა დათა ბიჭო, სხვა შემოგვაპარეს? _კიდევ ერთი კაცი დაჭრა ჯაბამ.
-მოვდივარ ნენე, მოვდივარ_ყვირილით მიიწევდა ყიფიანი წინ და ანდრიას გადაასწრებდა ხელით რომ არ შეეჩერებინა გენერალს.
-მკვდარი ვერ გადაარჩენ_თავი გადააქნია უფროსმა და ბიჭს თვლებში ჩახედა. მანაც თავი დაუქნია და უკან ამოუდგა.
როგორც იქნა დარბაზშიც შაღწიეს, თუმცა შუაში, სკამზე მიბმულ გოგოს ირგვლივ ათი ადამიანი მაინც იყო შეკრებილი და კარგ წინააღმდეგობასაც უწევდნენ.
-ასე სამალავიდან არაფერი გამოვა_ჩუმად ჩაილაპარაკა ანდრიამ და გამწარებულ ყიფიანს გადახედა, მისი იმედი ახლა ვერ ექნებოდა, ვერც ვერავის დაავალებდა თავის გარისკვას.
-ეცადეთ დამაზღვიოთ_ხმამაღლა ჩასძახა რაციაში და პირდაპირ კარში ისკუპა, მაშინვე გაწვა და ავტომატის ჯერი გადაატარა წინ მდგომ ოთხ მცველზე.
-ჯანდაბა, ანდრია, უკან სამი კაცია_იარაღის გადატენას ვერ ასწრებდა ყიფშიძე.
-არაუშავს, ზურგს მე ვუმაგრებ_რაციაში გაისმა აღელვებული ნანოს ხმა და ფანჯრიდან წააქცია ანდრიასკენ წასული მკვლელი.
-ჯაბა, გაყევი_ნათიას ხმაც გაისმა და ძველ ფორმაში გამოწყობილი ქალიც გამოჩნდა მთელ არსენალ ასხმული.
-ღმერთო, ვგიჟდები ჩემ ცოლზე_სიცილით შევარდა ჯაბაც დარბაზში და ნენე კუთხისკენ გაათრია, მაშინვე წინ აეფარა და მოახლოებული მცველის მოკვლას აპირებდა ცოლმა რომ დაასწრო.
-მორჩა?_მთელ ოთახში მიმოფანტულ გვამებში მდგომმა იკითხა დაჩიმ და კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი.
-რაღაცა გულდაწყვეტილი ხარ მგონი._ღიმილით მოაშორა ნენეზე ჩახუტებულ ყიფიანს თვალი და დაჩის გახედა.
-არა, უბრალოდ ტყვიები გამითავდა_სიცილით გამოიღო დაცლილი მჭიდი დაჩიმ იარაღიდან და იქვე მიაგდო.
-ხომ დაგპირდი ყველგან გიპოვითქო, მაპატიე, რომ დავიგვიანე_დალურჯებულ სახეზე ჩამოუსვა თითები ყიფიანმა გოგოს.
-ძალიან მიყვარხარ_გათავისუფლებული ხელები შემოხვია კისერზე ნენემ ბიჭს და ცრემლებით დასველებული სახე ჩურგო კისერში.

-----------------------------------------
იმედია დაგვიანებას ამ დიდი თავით ამოვიღებ, მაპატიეთ თვალების გამო ჩემი ნებით ვეღარ ვწერ..... :(



№1  offline წევრი დარინა

არაუშავს კაცო მთავარი ხომ დადებ ახალ თავს როცა შეძლებ, აი ანდრიას და ნანოს ამბავს განვიცდი, იმ მომენტს ველოდები როცა ნანოს ერთს კარგად რომ შემოსცხებენ ჭკუაზე მოსაყვანდ, ჩემი დაჩიკო დამიბერდა მგონი.

 


№2  offline წევრი Rania

Amistvis girda lodini. Moutmenlad gelodebiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი naattii

დარინა
არაუშავს კაცო მთავარი ხომ დადებ ახალ თავს როცა შეძლებ, აი ანდრიას და ნანოს ამბავს განვიცდი, იმ მომენტს ველოდები როცა ნანოს ერთს კარგად რომ შემოსცხებენ ჭკუაზე მოსაყვანდ, ჩემი დაჩიკო დამიბერდა მგონი.

რა ქნას 45 წლამდეა კია :D

L.eli13
ნანოს გონზე მოსაყბანად ლიზა მშვენიერი საშვალებაა,თუმცა ეს გოგოც ცოდოა

რადგან არ წავიდა და დაბრუნდა ესეიგი სულ ბოლომდე არ დაუკარგავს ტვინი :D

Rania
Amistvis girda lodini. Moutmenlad gelodebiiii

როგორ მახარებთ ❤️❤️❤️

 


მე მომეჩვენა თუ ბოლოში ნანო იყო რომ თქვა "ზურგს მე ვუმაგრებო" open_mouth
ყოჩაღ რა ჩემს ბიჭებს <3 შეყვარებული დავითი რა კაი ვიღაცაა <3
თანახმა ვარ ცოტა დააგვიანო თუ ესე დიდ თავებს დადებ heart_eyes

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მე მომეჩვენა თუ ბოლოში ნანო იყო რომ თქვა "ზურგს მე ვუმაგრებო" open_mouth
ყოჩაღ რა ჩემს ბიჭებს <3 შეყვარებული დავითი რა კაი ვიღაცაა <3
თანახმა ვარ ცოტა დააგვიანო თუ ესე დიდ თავებს დადებ heart_eyes

არ მოგჩვენებია, დაბრუნდა გოგო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent