' გრავიტაცია ' (12)
მის სხეულს ვეღარ სცილდებოდა,გული გამალებით უცემდა და ხელებს ძლიერად ხვევდა. -იქნები ჩემი? -ჰკითხა და თავი მის მხარზე ჩამოდო.თებე აღელვებული,ემოციებისგან დატვირთული,გაშეშებული იდგა. -არ ვიცი,მიყვარხარ,მაგრამ არ მინდა ასე უცებ დაახლოება,მინდა რომ უფრო ძლიერად შემიყვარდე,შენი დათმობა არ შემეძლოს. -განა ახლა დამთმობ? -შესაძლოა,არ ვიცი,ასე უცებ ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას,ჰოპ უცებ მე და შენ ერთად ვართ,რაღაც უცნაურია,სწრაფ ურთიერთობას სწრაფი დასასრული აქვს,ამიტომ გირჩევ მოიცადო,ახლა უკვე ვიცით რომ ერთმანეთი გვიყვარს. -ნასვამზე! -დიახ,ნასვამზე და დიდი იმედი მაქვს,რომ ფხიზელზეც. -თუ მზად არ ხარ ურთიერთობისთვის მე არ დაგატან ძალას,შესაძლოა მართალიც კი იყო,ნაჩქარევი არაფერი ვარგა,მითუმეტეს სიყვარული. -მიხარია რომ ჩემი გესმის. -წამოდი,არ გაინტერესებს ნენე და თენგო რას აფუჭებენ? -ალბათ,სხედან და ჩვენზე საუბრობენ , -გაეცინა თებეს. -ჰომ,წავიდეთ ვნახოთ,-არ სურდა მის სხეულს დასცილებოდა,მაგრამ ნეტარება საუკუნოდ ვერ გაგრძელდებოდა. როდესაც ოთახიდან გავიდნენ მისაღებში,იქ აღარავინ იყო. -ალბათ აივანზე არიან. -წავალ ვნახავ,-აივნისკენ წავიდა ალექსანდრე.თებე დივანზე ჩამოჯდა და უცდიდა. -რა კარგი ჰაერია,მოდი ალექსანდრ,მოდი,არ მოგწყინდა ოთახში ყოფნა? -რა მომაწყენდა თენგო,თებე ჩემ გვერდი არ იყო?! -ეგ,რა,თქმა,უნდა. -ახლა სადაა?-ჰკითხა ნენემ -მისაღებშია,-უპასუხა ალექსანდრემ -წავალ მასთან მაშ. -დიდხანს არც ჩვენ გავჩერდებით,-უთხრა ალექსანდრემ და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო -რა მოხდა თქვენ ორთან?-ჰკითხა,როდესაც ნენე გაიგულა. -არაფერი,ნენე სულ თქვენზე მესაუბრებოდა,მეკითხებოდა შენი გრძნობების შესახებ რამე ხომ არ ვიცოდი. -მერე,შენ რა უთხარი? -მხრები ავიჩეჩე,მე რა ვიცი რას გრძნობს ალექსანდრე თებეს მიმართ_მეთქი და გაჩუმდა,აღარაფერი უკითხავს,მე სიგარეტს მოვუკიდე და სიჩუმეში ორი ღერი მოვწიე,ის გვერდით იდგა და მიყურებდა. -არ უთხარი , რომ მოგწონს? -არა,ასე უცებ რატომ უნდა მეთქვა,არც დამიჯერებდა. -შენი ნებაა. -თქვენ რა ქენით,დაფქვი. -ვყვარებივარ,-ღიმილი მოეფინა სახეზე სიტყვის თქმის დროს. -სერიოზულად. -რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი ღირდა იმათ,რომ გამოვტეხე,ახლა აღარ მეშინია,ვიცი რომ მისი გული ჩემია. -ასე შორიდან ტრფობა უნდა გააგრძელოთ თუ დაასერიოზულებთ საქმეს? -ადრეა საკმაოდ,მინდა უფრო მეტად შევიყვარო. -ანუ ძველებურად იქნებით,უბრალოდ გეცოდინებათ რომ ერთმანეთი გიყვართ,ცოტა არ იყოს სასაცილოა,მაგრამ თქვენი საქმის თქვენ იცით,-მიუგო მან და სახლში შევიდა.მოგვიანებით ალექსანდრეც მიჰყვა. თებე და ნენე დაუმშვიდობებლად წასულიყვნენ,თუმცა ალექსანდრეს პრეტენზია არ გამოუთქვამს,ემოციებისგან საშინელ დაღლას გრძნობდა და არაფრის თავი არ ჰქონდა. * * * -რა მოხდა ალექსანდრესთან? -არაფერი,რა უნდა მომხდარიყო,ვისაუბრეთ. -არაფერი უთქვამს? -არა! -ნუ მატყუებ. -კარგი რა ნენე,-საწოლიდან წამოიმართა - უნიში დავაგვიანებთ,რა დროს შეკითხვებია. -მერე მოგივლი-მიუგო ნენემ და სკამიდან წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა.თებე ჯინსის შარვალს დაწვდა,ამოიცვა და წამოდგა,კარადიდან თხელი სვიტერი გამოიღო და გადაიცვა,სარკეთან ახლოს ჩამოჯდა,სავარცხელი მოიმარჯვა და თმაზე ფრთხილად დაუსვა. -მაღლა აიწიე,-ურჩია ნენემ -მაგას ვაპირებდი,-მთელი თმა მაღლა აიტანა და შეიკრა-კარგია? -კი,გიხდება. -ძალიან კარგი,-კმაყოფილი წამოდგა სკამიდან,ჩანთას დაავლო ხელი და მხარზე გადაიკიდა. * * * აუდიტორიაში სამარისებული სიჩუმე სუფევდა,აქა-იქ მსხდომი სტუდენტები კონსპექტებს ჩასცქეროდნენ.ალექსანდრე კარისკენ იყურებოდა და თებეს მოლოდინში სული ელეოდა. კარის ხმაზე ყურები დაეძაბა.. -ბოდიშით,-ძლივს გასაგონი ხმით მიუგო თებემ და თავისი მაგიდისკენ წავიდა,უკან ნენე მიჰყვა -არაუშავს,-უთხრა ალექსანდრემ და სკამიდან წამოდგა,ისედაც დაუგვიანდა ლექციის ჩატარება თებეს ლოდინში. ერთი საათის განმავლობაში გაუჩერებლად საუბრობდა,თან თებეს აკვირდებოდა და მათი მზერა სულ ხვდებოდა ერთმანეთს. -სად დაფრინავ?-ჰკითხა ნენემ,როცა მიხვდა რომ თებე მხოლოდ ფიზიკურად იყო აუდიტორიაში. -რა საყვარელია. -ვინ? -ალექსანდრე. . . -ვინ იყო მასზე ლანძღვით ენას რომ იტყავებდა. -მე. -მერე? -მერე,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,ზოგჯერ გვძულს,ზოგჯერ სიძულვილი სიყვარულით იცვლება. -ჩვენი ჯგუფელი რომ მოგწონდა,სახელი აღარ მახსოვს,აი,ის ყავაზე რომ დაგპატიჟა და შენ გადაიხადე ფული. -ეგ არ გამახსენო,იდიოტი. -როგორ დიდის ამბით უცდიდი,ხოლმე დერეფანში,მისი სახე რომ დაგენახა,კურდღელივით გამოშვერილი კბილებით რომ მოემართებოდა შენკენ,მხრებში გამართული,თითქოს დიდი ვინმე ყოფილიყო. -ნუ მაცინებ,-ხელი აიფარა პირზე. -საუბრის დროს დორბლები ცვიოდა. -გეყოს ... -გემოვნება დაგიხვეწავს,კიდევ კარგი იმას არ დაადგი თვალი,კართან რომ ზის,ხან ერთი თითი რომ აქ პირში,ხან მეორე,ვერ გავარჩიე ფრჩხილებს იკვნეტს თუ კანს იჭამს. -ამაზრზენია! -იქნებ,ალექსანდრესაც აქვს რაიმე ცუდი ჩვევა,უნდა დააკვირდე. -ნუ სულელობ,ნენე. -ვინც კი მოგწონებია ყველას რაღაც ჩვევა ჰქონდა და იმიტომ გაფრთხილებ,-ნენე ალექსანდრეს აკვირდებოდა,ხან ხელებზე,ხან პირზე,თუმცა მის მოძრაობებში ცუდი ვერაფერი დაინახა. * * * აუდიტორიიდან გამოსულს ალექსანდრე გადაეღობა წინ. -მინდა რომ ჩაგეხუტო. -გაგიჟდი? -საღამოს კინოში წავიდეთ,ბილეთები უკვე ვიყიდე. -მართლა?-თვალები გაუბრწყნდა -რა კარგია,მიყვარს კინო. -მანქანით მოგაკითხავ ექვს საათზე,არ მალოდინო იცოდე. -არა,მზად დაგხვდები. -ახლა,ჩვენ გარშემო ყველაფერს გავაქრობდი და ძლიერად ჩაგეხუტებოდი,-მიუგო და ნერწყვის დიდი ბურთულა გადაყლაპა. -საღამოს ჩაგეხუტები,-ეშმაკური სახით მიუგო თებემ. * * * ბედნიერი იყო?!იყო,რა,თქმა,უნდა.მან ის მიიღო,რაც ყველაზე მეტად სურდა ცხოვრებისგან,სხვა ადამიანებისგან გაღებული სითბო და სიყვარული.იპოვა გულის მეორე ნახევარი,ვისზეც სიზმარშიც კი ფიქრობდა.წარმოდგენილი ჰქონდა,როგორი იქნებოდა და მისი მოლოდინებით თუ ფიქრები გამართლდა. ნატრობდა მის უჩვეულო ადგილზე გაცნობას. ღამის ქუჩებში ერთად სეირნობას. კინოში სიარულს. გრძნობდა რომ ალექსანდრე შეეძლებდა ასე მოქცევას,მისი ბავშვური ახირებების შესრულებას,მის დაცვას ყველა სიტუაციაში და იგი ჩამოიხსნიდა ძლიერის ნიღაბს. ახლაც,ფანჯასთან დგას და მოუთმენლად ელოდება,თვალს წამითაც არ აშორებს ქუჩას. ვერ წარმოიდგენდა მსგავს ისტორიას,ალექსანდრე ხომ მისი სიძულვილის ობიექტი იყო,თუმცა ცხოვრება დიდი უცნაურობაა. როგორც იქნა გამოჩნდა ალექსანდრე და თებე ფანჯარას ჩამოსცილდა,ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა შემოსასვლელში,გასაღები აიღო და კარი გააღო,რომ მიხურა გასაღებით ორჯელ გადაკეტა,შეამოწმა და კიბეებს სირბილით ჩაუყვა. ალექსანდრემ რომ შენიშნა თებე,ხელები გაშალა და ქალმა ნაბიჯს უმატა,მივიდა და ჩაეხუტა,იგრძნო საოცარი სითბო,რომელიც გულიდან მოდიოდა და ალექსანდრეს ცხელი ხელის გულები წელზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.