ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 7)
თვალები გავახილე,თავი გვერდით გადავხარე,პირდაპირ სკაის შავ სფეროებში ვიყურები,რომელიც უკიდეგანო კოსმოსს მაგონებს, სადაც დაკარგვაზე მარტივი არაფერია. ვხვდები,ვხვდები რომ ეს ადამიანი მხიბლავს,მიზიდავს,მაგრამ მე მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი ,მისი არსებობის შესახებ ფაქტობრივად ორი დღეა რაც გავიგე,მან კი როგორც ჩანს იმაზე მეტი იცის ჩემზე ვიდრე მე მეგონა.ამისდა მიუხედავად ეს არ ნიშნავს იმას,რომ მაშინვე დავთანხმდე.იმაშიც კი არვარ ბოლომდე დარწმუნებული,რომ ამდენი წლის მერე მართლა ვუყვარვარ,ამის საფუძველს ბევრი ფაქტი არ მაძლევს.მინდა რომ მის გრძნობას იგივე პასუხი გავცე და მის მკლავებში გავეხვიო,მაგრამ მე ჩემს გრძნობებში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.რამოხდება თუ ვეტყვი:მეც მიყვარხარ.დროის გასვლის შემდეგ კი აღმოჩნდება,რომ ეს გრძნობა გულწრფელი არ ყოფილა.ამ დროს კი სკაის მართლა აქვს ჩემს მიმართ გრძნობა?.არა.არმინდა,რომ იმედები დავუმყარო ,შემდეგ კი გავუცრუო.ასეთი ეგოისტი არ ვარ. -სკაი...ჩემს რაღაც ნაწილს უნდა რომ დაგთანხმდეს... ამის გაგონებაზე სახე გაუბრწყინდა,თვალები აენთო და ტუჩებზე სიხარულის ღიმილი გამოეხატა.როგორ გინდა რომ უთხრა,რომ შენი გრძნობა იგივეს არ პასუხობს,მაგრამ როდესაც სათქმელი დავასრულე ის ისევ იღიმოდა. -იმისდა მიუხედავად რომ ბავშვობაში ერთმანეთს ვიცნობდით,მე აღარ მახსოვხარ,გამოდის რომ მხოლოდ გუშინ გაგიცანი.ასე მოკლე დროში კი არ შემიძლია ჩემს გრძნობებში გავერკვე და მაშინვე პასუხი გაგცე.დრო უნდა გავიდეს,ასე მეც გაგიცნობ და ყველაფერი ნათელი იქნება და რატომ იღიმი? ის იატაკს დასჩერებოდა და გაღიმებული მისმენდა. -სიმართლე გითხრა პასუხი არ გამკვირვებია.ნელნელა ვეჩვევი რომ ასეთი ფრთხილი და რთულად მოსაპოვები ხარ.მანამდე დაგელოდები სანამ პასუხს არ მოიფიქრებ. ვაფასებ,რომ მოთმინებას იჩენს და ცდილობს მეც გამიგოს. -მადლობა სკაი -ხელზე ხელი დავადე და გავუღიმესავით. სკაიმ ჩემი დალურჯების დამუშავება განაგრძო,მაგრამ ხმას არ იღებდა,დროდადრო გამომხედავდა ხოლმე. როცა დაასრულა საათს შეხედა. -22:32-ია თერთმეტამდე უნდა მოასწრო მომზადება. დრო მალე გასულა.ის მართალია,დრო ცოტა დარჩა,რაც შეიძლება მალე უნდა ,,ავეწყო''.კარადაში ბევრი ვიქექე და ბოლოს ატლასის წითელ-ვარდისფერი ერთიანი,მოკლე სარაფან-შრტი ავარჩიე,თხელი ქსოვილისგან შეკერილი,გრძელსახელოებიანი,რომლებიც მხრიდან მაჯამდე ჩაჭრილი იყო და მაჯებზე დაბანტული,გულზე ამოღებული და წელზე ატლასისვე ქამარი უკან დაბანტული და მაღალყელიანი შავი ,,ჟამშის'' ჩექმა ,გვერდებზე ტერფიდან ბოლომდე,ბარძაყებამდე თასმებით ამოდიოდა. -კარგი მე ამას ჩავიცმევ შენ გადი და მოემზადე,ჩამოვალ და წავიდეთ. -კარგი,ქვემოთ დაგელოდები. ოთახიდან გავიდა.მე კი სასწრაფოდ გავიხადე ტანზე,ლიფიც გავიხადე და არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი,სახელოები სილურჯეს ფარავდა,ეს უკვე კარგია.თმა დავივარცხნე,სავსე ტუჩებზე მუქი,მშრალი შინდისფერი პომადა წავისვი,წამწამები ავიტუშე.თითქმის მზად ვიყავი,მხოლოდ ქამარი ვერ შევკარი უკან,უმეტესი დრო მაგაზე დავხარჯე. ამ დროს სკაი მისაღებში სავარძელში ზის,ფეხს ათამაშებს და ქალბატონს ელოდება.საათს დახედა 23:04. -ნახდვარ საათზე მეტია გელოდები ამდენი ხანი სად ხარ. ბოლოს გადაწყვიტა ასულიყო მიას ოთახში. დააკაკუნა. -მია?კიდევ დიდი ხანი გჭირდება? მომესმა სკაის ხმა კარის მეორე მხრიდან. -ამმ...იცი...პატარა პრობლემა მაქვს. კარი გაიღო და ისიც გამოჩნდა,ყველაფერი შავი ეცვა კედების გარდა,თეთრი ,,adidas''-ები ამ სიბნელით მოცულ ოთახში თვალს მჭრიდა.ხელზე მისი ზოდიაქოს ნიშნის აღმნიშვნელი სამაჯური ეკეთა ♎ შევამჩნიე სიმბოლო.ყელსაბამიც ასეთი ეკეთა,შავი,მსხვილი ძაფით. -რა ხდე...-გაჩუმდა და მომაშტერდა,ფეხებიდან თავამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა.-შენ რა,ასე აპირებ კლუბში წამოსვლას? -მერე რა,მგონი შესაფერისად მაცვია. -არ ვაპირებ ლეიას დაბადებისდღე ჩავუშხამო. -რატომ ფიქრობ რომ მოგიწევს? წარბები აზიდა და მითხრა. -გგონია ასე გამოწყობილს რომელიმე ბიჭი ურეაქციოდ ჩაგივლის? -ღმერთო,კარგი რა სკაი,არც ისეთი გამომწვევია,ნუ იგონებ. თავის დაცვაც შემიძლია. -სანამ ნორმალურად არ ჩაიცმევ არსად არ წავალთ. -შენს ბრძანებებს არ დვემორჩილები ახალო ბიჭო. -ჰმ...-ეშმაკურად ჩაეღიმა-მოდი ვნახოთ სიმართლეს ამბობ თუ არა. ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა.არ გავნძრეულვარ,კიდევ ერთი ნაბიჯი,ნელა მოდის და პირდაპირ თვალებში მიყურებს,მზერა მის ტუჩებზე გამექცა,ახლა შევამჩნიე,რომ ძალიან რბილად გამოიყურება. -თვალები ზევით მაქვს ლამაზო-რათქმაუნდა დამინახა რომ ტუჩებზე ვუყურებდი. რაც უფრო მიახლოვდება, მით უფრო ვიძაბები.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,რაც სკაის არ გამოპარვია და ღიმილი უფრო გაუფართოვდა,იმდენი ვიარე უკუსვლით ბოლოს საწოლის კიდეს მივადექი,მასზეც გადავედი,სკაიც ამომყვა,ზემოდან მომექცა.მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს იყო,ჩემი მკერდი გამეტებით -ადი-ჩამოდიოდა.მის სახეს კი ღიმილი არ მოშორებია.ყურთან ახლოს მიიწია და ჩუმად მითხრა. -ხომ ხედავ,მეტნაკლებად მიცნობ მაგრამ ჩემგანაც კი ვერ იცავ თავს,და ამბობ რომ უცხოსგან თავს დააღწევ?შენ ამას თავდაცვას ეძახი?მახეს საკუთარ თავს უგებ მიაკო. ეს მითხრა,მომშორდა და კარებისკენ წავიდა. -ცოტახანში შემოვალ და ასე არ დამხვდე. კარები მიიხურა.მე ისე ღრმად ვსუნთქავდი,ვეჭვობ კედლის მეორე მხარესაც ისმოდა.წამოვჯექი,თმებზე ხელი დავისვი და მივხვდი, რომ მართალს ამბობდა,გამორიცხული არაა რომ მართლა ასე მოხდეს,ეს კი ყველაზე ნაკლებად მინდა.სასწრაფოდ გამოვაღე კარადა და რაც ხელში მომყვა ის ჩავიცვი.ბრიტელებზე შავი ბარხატის ტოპი,რომელიც საღამურს მაგონებს,და მაღალწელიანი თავისუფალი,დაყრილი შავი კაბა მუხლს რამოდენიმე სანტიმეტრით აცდენილი,ფეხზე კი შეხამებისთვის გადავწყვიტე თეთრი კედები ჩამეცვა,ასევე რომ უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი.თმა მაღლა ავიწიე და წინ ორივე მხარეს ცოტა ჩამოვყარე.ტელეფონი ავიღე და კარებიში გავდიოდი,რომ სკაის შევასკდი.ეტყობა ის უკვე შემოდიოდა. -ფრთხილად ლამაზო,უკვე ჩვევად გექცა შეჯახება? -ნუ სულელობ ,წავედით.-არ დავლოდებივარ და ისე ჩავიარე კიბეები უკან არ მომიხედავს,მაგრამ ვიცოდი რომ კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.შავ ,,Range Rover''ს-მივუახლოვდი.მანქანაში საჭესთან დავჯექი და სკაის დაველოდე.მთავარი კარებიდან გამომავალი დავინახე,კარებს კეტავდა,მანქანას შემოუარა და მძღოლის კარები გამოაღო. -გადადი,მე დავჯდები. -რაიყო გეშინია არ მოგკლა? -გადახვალ თუ არა. -უაზრო-ჩავიბუტბუტე ჩემთვის -ყრუ არ ვარ. -არ მადარდებს. ღვედი შევიხსენი და პირდაპირ გვერდითა სავარძელზე გადავცოცდი.დავჯექი და სკაის შევხედე,რომელიც ისევ ისე იდგა და არაფერს მიშტერებოდა. -აღარ დაჯდები? დაჯდა და ნერწყვის მძიმე ყლაპვით, ანერვიულებულმა თქვა. -ასე გადაჯდომას უნდა გადაეჩვიო. -შენ გკითხავ რა ვქნა და რა... -გაიგე რაც გითხარი???!!!!!გეყოს უხეშობა და უბრალოდ შეიგნე რასაც გეუბნები,როდის მიხვდები რომ შენს სასიკეთოდ ვამბობ!!!! ყოველთვის ასე ხდება,არაფრის გამო ნერვებს მიშლის და ჩხუბს ვიწყებთ,სულ ასე უნდა გაგრძელდეს?არ მომწონს მასთან ჩხუბი,მგონია რომ ასე უფრო ვშორდებით ერთმანეთს ,მეკი მასთან დაახლოება მინდა. საქარე მინას თავი მივადე,ხელები მუცელზე შემოვიხვიე და ხმადაბლა ვუთხარი. -უბრალოდ ატარე. მისი ხმადაბალი შეკურთხება გავიგე. -დედას შევე*ი. მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყვიტა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მორიგ მაღაზიას ჩავუარეთ და გონება გამინთდა.ჩვენ ლეიასთვის საჩუქარი არ გვიყიდია. -გააჩერეეე!!!!!-დავიყვირე,ისეთი მოულოდნელი იყო,რომ სკაიმ მკვეთრად დააჭირა ტორმუზს,გაისმა საბურავების ჭრიალის ხმა,ლამის მინას შევასკდი. -რა!!!ამჯერად რა მოხდა?!!! -საჩუქრის ყიდვა დაგვავიწყდა. -ამისთვის გამაჩერე? -...ხო??? -ჯანდაბა-ახლა გაზს დააჭირა და ისევ გზას გაუდგა. -რასაკეთებ. -საჩუქარი მე მაქვს. ცოტათი დავიბენი. -როდის მოასწარი? -უბრალოდ დამშვიდდი. რაღაც არ მომწონს ამის სიმშვიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.