ყველა'ფერი(თავი 4)
თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.ვერასდროს წარმოიდგენდა,თუ მსგავსი რამ მოხდებოდა,ბევრჯერ ენახა ბიჭის გაბრაზეგა,მაგრამ ის რომ მისთვის ეყვირა,არ ახსოვდა. ძალიან გაბრაზდა,უნდოდა ვინმესთვის ეყვირა,ეჩხუბა,მაგრამ ვერ ახერხებდა.მისი თვალებიდან მხოლოდ,ცრემლებმა დაიწყეს დენა. კარი გამოიხურა და პირდაპირ,მეგობართან გაიქცა.ახლა ისე სჭირდებოდა დემნა,როგორც არასდროს.სასწრაფოდ დარეკა ზარი,თუმცა არავინ ჩანდა.კიდევ ერთხელ დააწვა ღილაკს შემდეგ კი,მაგრად დაიწყო კარზე ბრახუნი.ტირილს ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა. -გისმენთ?-კარში თმააბურძგნული ალექსანდრე გამოჩნდა.აშკარად ახალი გაღვიძებული იყო.ცრემლიანი ანანო რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა. -მაპატიე!შეგიძლია დემნას დაუძახო? -კარდაგ ხარ? -გმადლობ!უბრალოდ დაუძახე! -იცი?დემნა ქალაქიდან გავიდა,თუ შემიძლია რამით დაგეხმარო... -არა!ვერაფრით დამეხმარები!-მოკლედ მოუჭრა და ლიფტისკენ დაიძრა.ალექსანდრემ სწრაფად აიღო გასაღები და უკან გაყვა. ანაქნომ ერთი ბოთლი ალკოჰოლი იყიდა და პარკში ჩამოჯდა.ზოგადად ვერ იტანდა დალევას,თუმცა ახლა წესით უნდა ეშველა.გვერდით ალექსანდრე მიუჯდა. -აქ რა გინდა?-კითხა,ცოტა არ იყოს უხეშად გოგონამ. -ჩათვალე რო არ ვარ!ისე მოიქეცი როგორც გინდა! -მხოლოდ...მარტო ყოფნა მინდა!თუმცა მგონი ამას ისედაც მიხვდი!-ისე უთხრა ბიჭს მისკენ არც გაუხედავს. -პასუხი უკვე იცი!მაგრამ თუ დალაპარაკება მოგინდება... -არა! -კარგი,როგორც გენებოს! მთელი ათი წუთი იჯდნენ და ხმას არ იღებდნენ.ანანო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა,ამ უბრალო ამბის გამო,გაბრიელი რატომ გაბრაზდა. -და გყავს?-ბოლოს სიჩუმე ისევ თავად დაარღვია. -კი,ტყუპისცალი!-მშვიდად უპასუხა ბიჭმა. -არასოდეს აწყენინო ხო?-კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუვარდა. -რა მოხდა?...ხომ იცი შეგიძლია მენდო?!...გაბრიელმა გაწყენინა? -უმიზეზოდ მიყვირა!-ამოისლუკუნა. -და ამიტომ ტირი? -მიდი შენც მითხარი,რომ სულელი და ცანცარა ვარ,რომ არაფერს ვუკვირდები და სისულელეებს ჩავდივარ!-ტირილს უმატა. -მე ეს არ მიგულისხმია!-ცრემლი შეუმშრალა.ამ დროს იგრძნო,რომ მისი ცრემლი მასზეც მოქმედებდა,თითქოს გულმკერდზე ცხელ შანთს ადებდნენ,თუმცა ეს დააიგნორა. -ხო,ვიცი რომ სისულელეზე ვტირი,მაგრამ რა გავაკეთო?ასეთი ვარ!...თანაც,ასეთ სისულელეებზე არ მრაზდებოდა ხოლმე! -ანანო!რამდენიმე დღეა გიცნობ და დავასკვენი,რომ ძალიან ჯიუთი ხარ!არასდროს არავის უსმენ ბოლომდე,შენი სილაღე ზოგჯერ ზღვარსაც ცდება,ამ დროს კი ბავშვივით იქცევი,რომელიც ვერ იტანს,როდესაც ყურადღება აკლდება და ამიტომ ათას სისულელეს აკეთებს.-ისე გააცნო თავისი შეხედულება,თითქოს რაიმე კარგს ეუბნებოდა.-მომეცი ეს სასმელი,ხომ ხედავ ვერ სვამ!-ბოთლი ააცალა და შორს მოისროლა. -კარგი რა მიშველიდა!-დაიბუზღუნა და ტუჩები საყვარლად დაბრიცა. -იქნებ მიხვიდე და შეურიგდე? -არავითარ შემთხვევაში!-გაჯიუტდა ბრეგაძე. -არ გინდა მითხრა რატომ გააბრაზე?-ამ სიტყვების გაგონებაზე ანანო ისევ ატირდა,რადგან ხელახლა გაიაზრა,რომ გაბრიელი გააბრაზა.-ჩშშ...კარგი ნუ ტირი!თუ არ გინდა,ნუ მეტყვი!-გულში ჩაიკრა და თავზე დაუწყო მოფერება. ................................. მეორე დღეს ისევ ყველა ერთად შეიკრიბა.ანანო ისევ გაბრაზებული იყო გაბრიელზე,ისიც ებღვირებოდა.კარზე ზარის ხმა გაისმა,ანანო კი გასაღებად წავიდა. -პრივეტ!-დაქალს მოეხვია. -კაი გოგო!გამატარე რა გჭირს! -მოდი,მოეთრიე ხო,შე მოღალატე ქალო! დაქალი შენ არ გახსოვს და არაფერი!მარტო პიცის გამო დადიხარ აქ!-ატიტინდა ანანო. -კაი მოიცა,ხო იცი ავინაზღაურებ!-"დაამშვიდა"ლიზამ. მთელი საღამო კარგად ერთობოდნენ,მეზობლებიც მათთან იყვნენ.ანანო დემნას იყო ჩაფრენილი და ეჭუკჭუკებოდა. -რა გჭირს შენ?-შეეკითხა მეგობრის უხასიათობით გაკვირვებული დემნა. -არაფერი!-მოკლედ მოუჭრა და მის მუხლებზე გადაინაცვლა. -ჩემი ფერია!დაიღალე დღეს? -ნწ!...კარგია ასე!-წყნარად უთხრა და მისი ღიმილიც გამოიწვია.დემნა თავზე ეფერებოდა,იჯდა ასე გაყურსული,სანამ მისმა ტელეფონმა არ დარეკა.დახედა,მაგრამ არ უპასუხა. -ვინ იყო?-მკაცრად კითხა გაბრიელმა. -ბაჩი!-მოკლედ მოუჭრა მანაც. -ეგ ვინაა ფერია? -არავინ ისეთი!-უთხრა,მაგრამ გაეცინა. -რა იყო,რა გაცინებს?-შეეკითხა გაკვირვებული დემნა. -გამახსენდა მისი ლექსები!-ამაზე უკვე,ბოლომდე ახარხარდა. -აუუ ანანჩიკ წაგვიკითხე რა!-შეევედრა დემნა. -ხო არ გაგიჟდი!გადავყარე!-ისევ ტელეფონის ზარი.-აუ ეხლა ამას რას ვუზამ!...სხვისი ტელეფონით თუ დარეკავ,ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენი მოსმენა მინდა!-ჩაყვირა ტელეფონში.-ნამდვილი იდიოტი ხარ! -თავს დავაჯერებ,რომ ეს სიტყვები მე არ მეკუთვნოდა.-გაისმა ბოხი ბარიტონი.ლევანი იყო. ანანო უცებ წამოხტა და გავარდა. -ჩემი ნომერი როგორ გაიგე?-აკანკალებული ხმის დამშვიდებას შეეცადა. -როცა ვიღაც ძალიან მოგწონს,მის შესახებ ყველაფერს გაიგებ!-აშკარად იღიმოდა ბიჭი. -ლევან!გთხოვ აქ აღარ დარეკო!ისედაც ბევრი პრობლემა შემიქმენი! -რა მოხდა?ანანო რა პრობლემები? -უბრალოდ არ დარეკო! -კიმაგრამ...-ანანომ ტელეფონი სწრაფად დაკიდა,მაგიდას დაეყრდნო და სუნთქვის დარეგულირებას ეცადა. -ლევანია...შენი და გაბრიელის დაპირისპირების მიზეზი!-აშკარად არ გავდა კითხვას,ალექსანდრეს სიტყვები.ანანო უეცრად შეხტა,თუმცა ალექსი,რომ დაინახა დამშვიდდა. -ხო!ამ პრობლემას ლევან ქალდანი ჰქვია! -გაბრიელი მართალია!მოერიდე მას! .......................................... იმ ღამით ლიზა გოგონებთან დარჩა.შუაღამეს:მათ კარზე დემნამ დააკაკუნა.სახე სულ სისხლიანი ჰქონდა.გოგონებს სთხოვა:მასთან გასულიყვნენ.სახლში,რომ შევიდნენ ყველა მათი მეგობარი ერთად,ნაცემები დაინახეს.ლიზას რეზის დანახვისას თვალები ცრემლით აევსო.ფილფანი საშინლად გამოიყურებოდა:მაისური დახეოდა,ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა,ხელზე კი ყინული ედო. -რა ჯანდაბაა!გაბრო აქ რა გინდათ?საერთოდ რას გავხართ?-ყვირილი დაიწყო ანანომ,ანა კი წარბშეუხრელად იდგა. -ნუ წიკვინებ!მოგვხედეთ ახლა,ზეგამდე უნდა მოვრჩე,თამაში მაქვს! -კაი ერთი!თქვენ ერთად,როდისმერე ჩხუბობთ?-აგრძელებდა გოგონა. -გოგოოო!-თვალები დაუბრიალა გაბრიელმა,ანანომ ამოიხვნეშა და აფთიაქში გავარდა,მალევე ყველა საჭირო პრეპარატით დაბრუნდა. გოგონებმა ბიჭების მოვლა დაიწყეს.ლიზა რეზის უვლიდა,ანანო დემნას,აბა გაბრიელზე გაბრაზებული იყო.ანა კი იჯდა და ხელსაც არ ანძრევდაა.ანანომ ბინტი ესროლა და პირდაპირ შუბლში მოარტყა. -გოგოო!-იმხელა იყვირა,დემნა ადგილზე შეხტა. -გაანძრიე ხელიდა მიხედე რომელიმეს!-შეუბღვირა ანანომ. -არა!თითსაც არ გავანძრევ!ვერ ვიტან ძალადობას და ეს შენც კარგად იცი! -აიღე ახლა ეგ ბინტი და მიხედე დემეტრეს!დროზე!-მკაცრად უთხრა გაბრიელმა. -არა! -ანა გთხოვ!ახლა სიჯიუტის დრო არ არის!-შეევედრა ანანო. -კაი ხო!-თქვა და დემეტრესთან მივიდა,რომელიც დივანზე მშვიდად იწვა და თავის რიგს ელოდა. -სპირტი მჭირდება!-განაცხადა მშვიდად. -გათავდა! -ჩემს ოთახში ნახე,მარცხენა კარია!-მიასწავლა დემეტრემ. ანა გავიდა და ძებნა დაიწყო.ბიჭის ოთახი,საკმაოდ მოწესრიგებული იყო.ანა ელოდა,რომ ტანსაცმელი იატაკზე ეყრებოდა,მაგრამ არა,პირიქით ყველაფერი მოწესრიგებული იყო.ერთ-ერთი უჯრა გამოაღო და გაოცებისაგან პირი დააღო,ბიჭს საათები ისეთი სიფაქიზით ჰქონდა შენახული...თითქმის ყველგან მოძებნა,მაგრამ ვერ იპოვნა. -ვერ ვიპოვნეე!-მისაღებში მსხდომთ გასძახა. -მოიცა,მოვდივარ!-წამოდგა დემე და ოთახისკენ დაიძრა. -აი აქ არის!-კარადიდან გამოიღო.-რა ვერ იპოვნე?! -მაპატიე,მაგრამ აზრად არ მომსვლია,სპირტის ტანსაცმლის კარადაში შენახვა. -არაუშავს!-უდარდელად ჩაილაპარაკა.-იცი,რა ვიფიქრე?იქ ბევრი ხმაურია,აქ დამიმუშავე და მერე დავიძინებ! -არა! ჯობს გავიდეთ! -მეკი,მინდა აქ ვიყოთ!-დაიჯინა დემეტრემ და ბოლოს ანაც დაიყოლია.-ანუ...ძალადობას ვერ იტან?მაშინაც კი,თუ მოძალადე მართალია? -არ მიყვარს და მორჩა!ან ვის უყვარს? -რამე შიშები გაქვს?-იკითხა დემეტრემ,შემდეგ კი ოდნავ შეხტა,რადგან ანამ სპირტიანი ბამბა დააჭირა ტუჩზე.-მეტკინა!-ამოიგმინა. -უნდა გერკინოს!რადგან ზედმეტად ინტერესდები სხვისი ცხოვრებით!-შეუღრინა და ოთახიდან გავიდა. -დემეტრე ახვლედიანი არ ვიყო,თუ ყველაფერი შენით,არ მომიყვე!-თავისთვის ჩაილაპარაკა. ...................................... ოთახში შესული ანა გაბრიელთან მივიდა და სახის დამუშავება დაიწყო.ანანო ალექსანდრეს უვლიდა,მოკლედ ეს გოგო ისეთი ჯიუტია ნებისმიერს მოუვლიდა,ოღონდ გაბრიელს არა! -გააჩერე ეს თავი!არ შეიძლება?-ვეღარ მოითვინა და ალექსს დაუყვირა. -შენ ჭრილობის დამუშავება არ იცოდე რა ჩემი ბრალია?-ირონიულად გახედა ბიჭმა. -ხოდა მოგხედოს მიქელამ!-ანანომ ბამბა ესროლა და დივანზე კომფორტულად მოკალათდა.-აუ დემნ!სამხარეულო საითაა?წყალი მინდა!-საყვარელი სახით გახედა. -პირდაპირ წადი! -აუ წამო რა!-ბიჭი გაყვა.როგორც კი სამზარეულოში შევიდნენ,ანანო შეტევაზე გადავიდა. -ვის ეჩხუბეთ?დროზე! -არავის!...არ აქვს მნიშვნელობა! -მითხარი,რომ ლევანს არა!-ბიჭი საეჭვოდ გაჩუმდა,ანანო კი მისაღებში გიჟივით გავარდა.-რა დააშავა ამ ადამიანმა?-პირდაპირ გაბრიელს მივარდა. -მომეშვი!-კბილებსშორის გამოსცრა ბიჭმა.-შენ გგონია არ ვიცი გუშინ რომ დაგირეკა?-იღრიალა.ანანომ კი მაშინვე ალექსანდრესკენ გაიხედა. -შენ უთხარი?-ზიზღიანი მზერით შეხედა,ბიჭს რომელსაც ძარღვები დაებერა.ერთი რამე მაინც ქონდათ საერთო,ვერ იტანდნენ ჩამსმენებს.ალექსანდრე ძალიან გაბრაზდა. -მე არაფერი მითქვამს!-კბილებსშორის გამოსცრა და ოთახიდან გავარდა. -რა მიხვედრა უნდოდა!ისეთი სახე გქონდა!და კიდევ როდესაც გირეკავენ ოთახიდან არ გადიხარ ხოლმე!ასე რომ,ალექსანდრე არაფერ შუაშია!წახვალ და ბოდიშს მოუხდი!-ანანოს ძალიან შერცხვა.სხვა სიტუაციაში,ამას არ გააკეთებდა,თუმცა ახლა თავადაც უნდოდა. კარი დაუკაკუნებლა შეაღო,ხელში კი წელსზემოთ შიშველი,სისხლიანი ალექსანდრე შერჩა.სისხლის ეშინოდა,თუმცა სასწრაფოდ გავარდა ოთახიდან და სპირტითა და ბამბით დაბრუნდა უკან.ალექსი დააჯინა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო. -ჩემნაირებს უვლი ხოლმე?-ირონია არ დაიშურა ბიჭმა. -მე...სწორედ ამიტომ მოვედი!...დიდი ბოდიში ალექსანდრე!-დარცხვენით გახედა ბიჭს და მხოლოდ ახლა,შეამჩნია მისი ნაცრისფერი თვალები. -მიპატიებია!-ფიქრები ალექსანდრეს ხმამ გაფანტა. იმედი მაქვს მოგეწონებათ,ყველანაირად შევეცადე საინტერესო და მრავალფეროვანი თავი გამომსვლოდა.ბოდიში დაგვიანებისთვის და მადლობა,რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.