ყველა'ფერი(თავი 2)
დილით გოგონების კარზე ზარის ხმა გაისმა. -დილამშვიდობისა ანა-მიესალმა ღიმილიანი დემნა. -დილამშვიდობისა,მობრძანდით. -,,თ” არა რა თორე თავი მოხუცი მგონია.შენობით მომმართე,თანაც მალე ჩვენც მეგობრები გავხდებით. -კარგი შემოდი-გაეცინა ანას და ბიჭი სახლში შეატარა. -აი ასე უკეთესია!ანანო სად არის? -აბა თუ გამოიცნობ?! -რაღა თქმა უნდა! მითხარი რა რომელია მისი ოთახი! -იცი რა,მოდი შენ დამელოდე,მე გავაღვიძებ და მალე გამოვა კარგი? -კარგი რა,ერთხელ გამიღვიძებია თუ ორჯერ? -მართლა?!და ცოცხალი გადარჩი?-ცოტა არ იყოს გაუკვირდა ანას -როგორც ხედავ. ანამ ოთახი აჩვენა.ისიც შევიდა,ძალიან უყვარდა მძინარე ანანოს ნახვა.ამ დროს ისეთი წყნარი და ბავშვურია რომ შეუძლებელია არ გაგეღიმოს,მივიდა ცოტახნით უყურა შემდეგ გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა ანანოსთვის და მისივე გაღვიძების მეთოდი გამოეყენებინა.იქვე წყლის ჭურჭელი აიღო და პირდაპირ ანანოს თავზე გადმოაპირქვავა. ................................................................................ ამ დროს ბიჭები სახლში იყვნენ. დემეტრეს თავი ტკიოდა და მინერალურებით მოძრაობდა,ალექსანდრე კი ტელეფონში იყო თავჩარგული.ამ დროს მაგიდაზე მობილურმა უკვე მეასედ დარეკა. -აუ გააჩერე ეს ტელეფონი თორე გავაფრენ?!-იღრიალა უკვე ნერვებმოშლილმა დემეტრემ-სად არის ვაფშე ის?მიხედოს თავის რაღაცეებს არ შეიძლება? -იმ გოგოსთან გაიქცა გაღვიძებისთანავე,ასე თქვა მერე მივხედავო!!!-ტელეფონმა ისევ დარეკა(ესენი იმას კი ვერ მოიფიქრებენ ხმა გაუთიშონ)-ვსიო ეს ბოლოა კიდე დარეკავს და არ ვიცი რას ვიზამ. -აუუ გასკდა თავი დილიდან აღარ შემიძლია!-ამოიგმინა დემეტრემ ნატანჯის ხმით. -ისე კაი წყვილია:დემნა და ანანო...რას ფიქრობ ჰა?-შეპარვით დაიწყო ალექსანდრემ. -კაი რა წყვილი ,ტყუპებივით არიან ვერ ხედავ?! -რავი არამგონია!!! -აუუ ბიჭო!!! კიდე რეკავს!გეხვეწები,თუ გიყვარდე გაუტანე რა,მე არ შემიძლია და იქნებ მნიშვნელოვანია!-ყელზე ხელი მიიბჯინა დემეტრემ და ალექსანდრეს შრეკის კატის თვალებით გახედა. -კაი ხო-მობეზრებით თქვა ალექსმა და მეზობლის ბინისკენ დაიძრა. კარი ისევ ანამ გააღო და ალექსანდრე შეიპატიჟა.ფეხის შედგმა და დემნას ოთახიდან გამოვარდნა ერთი იყო:უკან მოკლე შორტებსა და ტოპში გამოწყობილი ,მთლიანად სველი,ანანო მოსდევდა. -დემნა ვერ გადამირჩები!!!!!...წაეთრიე ახლა და შენით დაისხი ცივი წყალი თავზე,სანამ მე გადამეკეტა.-ყვიროდა ანანო-ანა გთხოვ რა პირსახოცი და რამე მძიმე მომაწოდე ამას რო ჩავარტყა და მოვკლა. -რა უცებ იცვლით რა ეს ქალები აზრს,გუშინ კისერზე მეკიდებოდი და ტიროდი:როგორც იქნა ჩამოხვედი,აღარასდროს გაგიშვებო და ახლა ვაფშე მკლავ?შეგირცხვა ნამუსი,რისთვის მწირავ ამ ანგელოზივით ბიჭს?!-„ცრემლი“ მოიწმინდა დემნამ. ისე იყვნენ გართული „ჩხუბში“ ალექსანდრეს იქ ყოფნა ვერც შეამჩნიეს. -კარგი ფერია,მზად ვარ შენს სასჯელს შევეწირო!მიდი! -მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ,მაგრამ იქნებ ჯერ მობილურს უპასუხო და მერე შეეწირო „სასჯელს“-როგორც იქნა ამ სანახაობით შოკირებული ალექსანდრე გამოერკვა და აწრიპინებული ტელეფონი დემნას მიაწოდა. -გისნემთ...ამ...იცი დღეს არ მცალია...არა,ზოგადად ბევრი საქმე მაქვს და რომ მოვიცლი მე თვითონ შეგეხმიანები კაი?!...ხო იცი რო მაგრა მეკეტება ეგრე რო იქცევი...კარგად მე თვითონ შეგეხმიანები...ოდესღაც-დაამატა მას შემდეგ რაც ტელეფონი გათიშა. -ოჰ!გაიგო ქალბატონმა რო ჩამოხვედი და აწრიპინდა ხო?-კითხვაც არ დასჭირდა ანანოს,ეგრევე მიხვდა ვინ იყო. -მოიცა ქრისტინა იყო?-იკითხა ალექსანდრემ. -რაღა თქმა უნდა-დემნას არც დაელოდა ისე უპასუხა ანანომ,ბიჭიც თავისქნევით დაეთანხმა. -როდის ნახავ?-კითხა ალექსანდრემ. -როცა მომინდება!-მოკლედ მოუჭრა დემნამ. -ახლა მოიცააააააა!-ანანომ დემონსტრაციულად ხელი მაღლა აზიდა-აღარ არის დრო მაგ გოგოს აუხსნა რომ აღარ გიყვარს? -რამდენჯერ ავუხსენი?და გთხოვთ რა თქვენი თავი არ მაქვს-სწრაფად გააჩერა ანანოც და ალექსანდრეც,რომლებიც რაღაცის თქმას აპირებდნენ. ................................................................................ წინა ღამით აშკარად ბევრი მოუვიდა დალევა,საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა.აღარაფერი ახსოვდა.სამზარეულოში და დახვდა რომელიც რაღაცას ამზადებდა. -პრივეტ სესილი-ძლივს მიესალმა. -ოჰ!შენ ცოცხალი ხარ?! მეგონა ვერ გადარჩებოდი ისეთი მთვრალი იყავი! -ხო იცი არა?ანანოს დაბადების დღეზე ვიყავი და დალევას შევყევი. -ვიცი ხო!ისეთი მთვრალი იყავი იმ ბიჭმა ძლივს ამოგათრია-ამ სიტყვებზე თავი მაგიდიდან აიღო და დას გაკვირვებულმა შეხედა. -ვინ ბიჭმა? -არ ვიცი!ამოგიყვანა, მოიცა არ გახსოვს?ლიზა კარგი რა!ასე დალევა არ შეიძლება.-მაშინვე წუწუნზე გადავიდა სესილი. -ერთი წუთით გაჩუმდი და იქნებ გავიხსენო- შეუცაცხანა ლიზამ. შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით გაახსენდა. წინა ღამით: -ლიზა გთხოვ ნუ ჯიუტობ,ძალიან მთვრალი ხარ,წაგიყვანს რეზი.თუ გინდა გავაფრთხილებ და ხმას არ ამოიღებს-ემუდარებოდა ანანო,რომელიც უკვე ღელავდა მეგობრის მდგომარეობის გამო. -არა!მე მაგ ადამიანის მანქანაში ერთი წუთით არ ჩავჯდები,წავალ ჩემი მანქანით-ისევ თავისას იჯინებდა და მანქანის გასაღებს ანანოსა და ანას ცხვირწინ უფრიალებდა. -კი!როგორ არა!წახვალ და მერე ჩვენ მოვალთ შენს პანაშვიდზე-ხმას აუწია ანამ,რომელიც დაღალა მთვრალი ლიზასთვის ამდენმა ხვეწნამ. -ტაქსს გავაჩერებ! -გვიანია!-მოკლედ მოუჭრა ანამ. -სხვა ვინმეს ვთხოვოთ-უკვე ვარიანტების ჩამოთვლას შეუდგა ლიზა. -არავის იცნობ ,გაბრიელი და ლუკაც მაინცდამაინც ახლა წავიდნენ ადრე რა-ანანოც და ანაც ტვინს იჭ...ტდნენ,რომ რამე მოეფიქრებინათ,მაგრამ არაფერი გამოდიოდა,ლიზას კი უკვე ფეხზე ეძინა ისე მოძრაობდა. -ჰე ახლა მოდიხარ?-რეზი მოვიდა და „მობეზრებით“იკითხა. -არავითარ შემთხვევაში!შენს მანქანაში არ ჩავჯდები!-ლიზამ ცხვირი აიბზუა. -არ გვთანხმდება,ვერც ვერაფერი მოვიფიქრეთ-სწრაფად აუხსნა ანანომ. -ისე ქალბატონო არც მე მსიამოვნებს შენთან ერთად მანქანაში რომ უნდა ვიჯდე-ეს იყო, ლიზას ხელი მოკიდა,მხარზე გაიდო და შესასვლელისკენ წავიდა. -დამსვი მხეცო!!!ახლავე დამსვი!-ყვიროდა ლიზა თუმცა,ნამდვილად არავინ უსმენდა. -კარგად გოგონებო...ამ ალქაჯზე არ ინერვიულოთ!მივიყვან სახლამდე როგორმე ცოცხალს-გოგონებს ხელი დაუქნია და გზა განაგრძო-მეტკინა გოგო!!! ბოლოს გოგონებმა ეს სიტყვებიღა გაიგონეს *** -დამსვი შე მხეცო!არ მინდა შენთან ერთად ერთ მანქანაში ჯდომა! -არც მე,მაგრამ სხვა გზა არ არის-ამოიოხრა რეზიმ და ლიზა მანქანაში ჩასვა,კარი სწრაფად ჩაკეტა,შემდეგ მოუარა და თავადაც ჩაჯდა ისე,რომ ლიზამ გადასვლა ვერ მოასწრო. -ესეც ასე,ალქაჯო ღვედი შეიკარი! ლიზა გაუნძრევლად იჯდა,არც არაფერს აკეთებდა და არც არაფერს ამბობდა. -ღმერთო რა ჯიუტი ხარ...შეიკარი ღვედი...ლიზა ღვედი შეიკარი ბოლოჯერ ვამბობ...კარგი მე თვითონ შეგიკრავ-ღვედის შესაკრავად გადაიხარა, ერთმანეთთან ასეთი სიახლოვე ორივეს თავბრუს ახვევდა,ძალიან უნდოდათ ერთმანეთს გადახვეოდნენ და ყველაფერი ეთქვათ,თუმცა სიჯიუტე ისევ ყველაფერს ანგრევდა. მანქანის დაძვრიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ლიზამ ხმა ამოიღო. -რა გინდა?-ისე ამოთქვა თითქოს ყელში რაღაც უჭერდა და ახრჩობდა,თითქოს სადაცაა გონებას დაკარგავდა. -რას გულისხმობ?-გაიკვირვა ბიჭმა. -მგონი ორივემ არაჩვეულებრივად ვიცით რას ვგულისხმობ!-დაღლილობისგან მგონი იმასაც ვეღარ არჩევდა რას ლაპარაკობდა. -მგონი უკვე დროა რომ ამაზე ვისაუბრით,როგორც ჩანს შენც ასე ფიქრობ,ჩვენ ურთიერთობა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ,პირველივე შეხვედრაზე შეტევაზე გადმოხვედი და ჩხუბი დამიწყე! იმის გამო,რომ მეგობრებთან საუბრისას რაღაც ისე არ ვთქვი,მას შემდეგ ყოველდღე ვკამათობთ და სიმართლე გითხრა უვე ცხოვრება აღარ წარმომიდგენია ამ კამათის გარეშე! თითქოს ყოველდღიურობად მექეცი.თავიდან ეს უბრალო გართობა იყო,ვგულისხმობ შენთან ჩხუბს...თუმცა ...შემდეგ...ლიზა მე...რაღაცას მივხვდი-ეს სიტყვები ისე წარმოთქვა,საჭისთვის თვალი არ მოუშორებია,ბოლოს კი ლიზასკენ გაიხედა რომელსაც მშვიდად ეძინა და რეზის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი არ ჰქონდა გაგონილი.-კარგი რა ალქაჯო!რაღა მაინცდამაინც ახლა მოგინდა ძილი,რატომ ახლა!?-ამოიხვნეშა და გზა გააგრძელა. კორპუსთან რომ მივიდა მანქანიდან ფრთხილად გადმოიყვანა და კიბეზე სვლა დაიწყო,ზარი დარეკა. -გამარჯობა მე ლიზა მოვიყვანე-უთხრა კარში მდგარ გაკვირვებულ გოგონას. -გამარჯობა-მიესალმა ისიც. -დავაწვენ და წავალ ხო?! -უკაცრავად მობრძანდით-გზა დაუთმო და პირდაპირ ლიზას ოთახისკენ გაუძღვა.რეზიმ ლიზა დააწვინა გოგონას დაემშვიდობა და სახლში წავიდა. ................................................ -სად იყავი რეზიკო?-მოესმა ქალის ხმა სამზარეულოდან. -ეკუნა შენ კიდე გღვიძავს?ხო გითხრა ექიმმა რო ძილის დრო უნდა გაზარდოო, შენ კიდე ყოველ ღამე მელოდები და მერე დილით ადრე იღვიძებ,თან არ ისვენებ!კაი რა!-მივიდა და ქალს პუტკუნა ლოყაზე აკოცა. -მერე შენც დროზე მოდი ხოლმე-ქალმაც გაუღიმა და მოეფერა საყვარელ შვილობილს-გინდა რამე მოგიმზადო? -არა ეკუნა დავიძინებ,ძაან დავიღალე შენც დაწექი. -კაი შვილო ხვალ რომელზე გაგაღვიძო? -ხვალ არ გამაღვიძო,კვირაა და არ ვმუშაობ...უი ხო დედას ან მამას ხო არ დაურეკავს?-კიბეებიდან იკითხა. -დარეკეს და მოგიკითხეს:ვერ ვუკავშირდებით და სად არისო? -კაი ხვალ შევეხმიანები. მეორე დღეს ორ საათამდე იძინა.მერე ეკუნას მომზადებული უგემრიელესი ბლინები მიირთვა და გოგონებთან წავიდა. კარი გაბრიელმა გააღო. -მოკლედ შენ სულ აქ როგორ ხარ?!-სიცილით მოეხვია ძმაკაცს. -მე კი,მარა შენი გოგოც აქაა და ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ-ისე სხვათაშორის გაკრა კბილი გაბრიელმა. -ერთი შენ ვერ მოგიძებნეთ გულისსწორი!მერე მაგრად რო ვიღადაო შენს დადებილებაზე-სიცილით უპასუხა რეზიმ,რაზეც გაბრიელი უცნაურად შეიშმუშნა.ოთახში შევიდნენ,გოგონები გადაკოცნა. -აუუ მაგრად მოვიწყინე რამე მოიფიქრეთ რა!-ჩვეულ რიტმში დაიწყო წუწუნი ანანომ. -მოდი რამე ვითამაშოთ-გამოეხმაურა ლუკა. -მაგალითად? -ოღონდ სიმართლე თუ მოქმედება არ თქვათ!ძაან ბანალურია რა!-აბუზღუნდა ანანო. -კაი მაშინ ... რავი...კალათბურთი გოგოები ბიჭებზე? -კი როგორ არა გოგონები ბიჭებზე...არა გამაგებინე გაბრიელი თუ თქვენთან იქნება,ჩვენ როგორ მოვუგოთ ამხელა კალათბურთელ კაცს?-ბრაზიანი მზერით გახედა ანანომ. -მაშინ გაბრიელი მსაჯი იქნება და ვინმე დავიმატოთ...მაგალიტად იმ ბიჭს უთხარი,მოიცა რა ერქვაა...ხო დემნა,ხო და იმ ორსაც უთხრას,მარა გოგოებო ორს იშოვით კიდე?-იკითხა რეზიმ. -ნოუ ფრობლემ!სალის დავურეკავ და სესილის ვუთხრათ?!-ანანომ ლიზას კითხვანარევი მზერა მიაპყრო. -კაი. .................................................................... -ანანო ჩემი შავი სპორტული ხო არ გინახავს?-ჩვეული კითხვა დასვა ანამ. -კი!მე მაქ!შენ ნაცრისფერი ჩაიცვი რა,ჩემი ვერ ვიპოვე-მიიღო ჩვეული პასუხი ანანოსგან. .................................................................... -დემეტრე ჩემი შორტი სად არის ხო ვერ მეტყვი?-იკითხა ალექსანდრემ. -მე მაქ ალექს!ჩემი ვერ ვიპოვეე. -რატო არ მიკვირს ნეტა-თავისთვის ჩაიბურტყუნა ალექსმა. ........................................................ დარბაზში: -ანანჩიკ გამაცანი რა მეგობრები!-მიუცუცქდა დემნა. -კაი!ანას იცნობ,ეს ლიზაა-ჩემი მეგობარი,მისი და-სესილი,ჩემი მამიდაშვილი-სალი,ეხლა ბიჭები:ნუ შენებს იცნობ,გაბრიელი მსაჯი იქნება,ლუკა-ჩემი ძმაკაცი და რეზი -ასევე ძმაკაცი. -კაი აბა დავიწყოთ ხო?-განაცხადა გაბრიელმა. -კალათბურთი ძალიან მიყვარს-აღტაცებით თქვა ანანომ. -გთხოვ მითხარი რომ პირველად არ თამაშობ!-გამოეხმაურა ალექსი. -შენ სულ ასეთი ურჩხული ხასიათები გაქ?-ანანოს ძალიან უნდოდა თავის შეკავება,თუმცა ხასიათმა ამის საშუალება არ მისცა და ბიჭს პირდაპირ მიახალა სათქმელი.ალექსანდრემ კი ამაზე უბრალოდ ჩაიღიმა,რამაც ანანოს კიდევ უფრო აეშალა ნერვები,როგორ მოახერხა რომ ბილოს მაინც გამოიყვანა მდგომარეობიდან.მალე თამაშიც დაიწყო,ბიჭებისთვის გასაკვირად გოგონები მართლაც რომ ძალიან კარგად თამაშობდნენ. -აუ ესენი ვინ ყოფილან ტო!...კენგურუებივით დახტიან...მაგრად დავიღალე!-აწუწუნდა დემნა პირველი პერიოდის შემდეგ. -მართლა მეგონა რო პირველად თამაშობდნენ და ესენი ნახე რა!-აჰყვა დემეტრეც. -როგორ გეტყობათ რომ კარგად არ იცნობთ-ღიმილით მიუგო რეზიმ და მზერა ისევ ლიზასკენ გააპარა. -მაგაში ვერ დაგეთანხმები,სხვების არ ვიცი და ანანოს ხუთი თითივით ვიცნობ-უთხრა დემნამ და გოგონებს გახედა რომლებიც,დაღლილობასაც კი არ გრძნობდნენ და სხეულს არ ადუნებდნენ. -კარგად ვთამაშობთ ხო?!გამარჯვების შანსი გვაქ!-თქვა გაღიმებულმა ანამ. -შანსი არ ვიცი მე!იმ ტვინგამორეცხილს უნდა მოვუგო!არა,ვის აკადრა პირველად თამაშობო? მე,თვით ანანო ბრეგაძეს,ღვაწლმოსილ კალათბურთელს?!-ხელი აიქნია ანანომ და ალექსანდრესკენ გაიხედა,რომელიც სწორედ ამ დროს იხედებოდა მისკენ,წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა,თუმცა ორივემ სწრაფად გაიხედა სხვადასხვა მხარეს. -კარგი რა ანანო!სიამოვნებისთვის უნდა ითამაშო,არაა აუცილებელი რომ მოიგო-შეუცაცხანა სალიმ. -ასეა-დაეთანხმა ანაც. -მესმის,მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა!აუცილებლად უნდა გავიმარჯვო! -სრულებით გეთანხმები!დღეს რომ რეზიმ არ წააგოს სულს განუტევებ!-აჰყვა ლიზა. -ერთი თქვენ ორი აზრზე მოგიყვანათ და არ მინდა მეტი არაფერი-ახარხარდა ანა,რომელსაც სესილიც აჰყვა. -ჰე აბა!დადექით და გავაგრძელეთ!-სასტვენში ჩაჰბერა დიდმა გაბრიელმა და თამაშიც განახლდა. საბოლოო ჯამში გოგონებმა ბიჭები დაამარცხეს,რა თქმა უნდა მსაჯის დახმარებითაც მაგრამ უმეტესი წვლილი მაინც მათ მიუძღვოდათ. იმედი მაქვს მოგწონთ!გთხოვთ რომ შენიშვნები დაწეროღ კომენტარებში. ჩემი პირველი მოთხრობაა და ძალიან ვღელავ!მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.