შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და აღზევებული 18+ (4)


4-03-2019, 13:39
ავტორი Araswori
ნანახია 3 828

მოსაღამოვდა, მაგრამ მზე მაინც ანათებს ქუჩებს.ტაქსი გზა ჯვარედინთან გავაჩერე და ფეხით გავუყევი პირდაპირ მიმავალ გზას.ამ ადგილას ხეების,ბუჩქების, ქვების,ყვავილევის და გზის მეტს ვერაფერს ნახავთ. გზის ორივე მხარეს დიდი ტყეა. ფეხით მივაბიჯებ უსასრულო გზაზე, კარგი ამინდია არც ცხელა და არც ცივა. 15 წუთის შემდეგ დიდ შავ ჭიშკარს მივადექი. სახელური ჩამოვწიე და კარი შევაღე. თვალ უწვდენელი ბაღის ბოლოში დიდი მინის სახლი დგას. ბაღში შევედი და კარი მივკეტე.სახლამდე მისასვლელი ბილიკის თავში, ორივე მხარეს ორი დიდი დემონის ქანდაკება დგას. ნამდვილად საზარლად გამოიყურებიან. ფრთებ გაშლილები,პირ დაღებულები, რქებით,წითელი თვალებით და და ცეცხლში გახვეული სადგომითა და კუდებით. მათ წინ დგას მაგიდები, რომლის ფეხები ადამიანის თავის ქალებით არის შემკული, ხოლო ზედა ნაწილი სხვა ძვლებით. თიკა ამბობს რომ ნამდვილი ადამიანებისგან არის გაკეთებული მაგრამ მე არ მჯერა.
უფრო წინ კი წითელი წყლის შადრევნებია. ამ ყველაფრის გარშემო კი დიდრონი ხეები. სახლის გარშემო კრუგომ კი აუზია. ნელა მივაბიჯებ ბილიკზე და თან ისევ ვათვალიერებ ამ საოცარ ექსპონავტებს.ამ ეზოში საშინლად დამძიმებული აურაა. აუზე გადებული პატარა ხიდი გავიარე და სახლის კარი შევაღე.როგორც ყოველთვის ღიაა და არავის ჩაუკეტავს. შესასვლელი გავიარე და მისაღებ ოთახში შევედი. სადაც მაგიდის გარშემო,დივნებზე თიკა და ვიღაც ლამაზი, შუა ხნის ქალი ისხდნენ.
-გამარჯობა-მივესალმე შეკრებილთ და მათკენ დავიძარი .
ისინიც წამოდგნენ
-კესო ეს ქალბატონი ქეთია-ხელით მანიშნა თიკამ შავგვრემან ქალბატონზე
-გამარჯობა კესო-ხელი გამომიწოდა ქეთიმ
ნამდვილად არ მეცნობა ეს ქალბატონი, ამიტომ ავათვალიერ ჩავათვალიერე და შემდეგ ჩამოვართვი ხელი.
-უკაცრავად არ მეცნობით-ნაძალადევად გავიღიმე
-ვიცი, შენთან რაღაც თხოვნა მაქვს
-კარგი გისმენთ
-შეიძლება ცალკე ვისაუბროთ?-მორცხვად იკითხა
-მე დაგტოვებთ-თიკამ ოთახი დატოვა
-დაბრძანდით-ხელით დივნისკენ ვანიშნე,ისიჩ ჩამოჯდა.მის წინ სავარძელზე დავიკავე ადგილი და მივაჩერდი
-გისმენთ
ქალს შიში და დაბნეულობა ეტყობოდა სახეზე
-ქალბატონო ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხარით თქვენი სათქმელი, თუ გიჭირთ წყალი დალიეთ და დაიწყეთ-წყნარად დავარიგე
-მაშინ ყველაფერს მოკლედ მოგიყვებით-წყალი მოსვა
-დიახ გისმენთ
-15 წლის ვაჟიშვილი მყავს რომელმაც გამომიცხადა რომ ის ჩემი შვილი საბა არ არის და წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა. რამოდენიმე საუკუნის უკან და ონისე ერქვა. ჩავთვალე რომ გაგიჟდა რომელ ფსიქოლოგთან არ მყავდა მაგრამ არაფერი ეშველა. 3 თვის წინ კი დაიძინა და აღარ გაიღვიძა ექიმების თქმის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ნორმაში ჰქონდა მაგრამ მაინც ვერ გააღვიძეს შემდეგ მკითხავთან წავედი არ ვიცი რატომ მან კი შენთან გამომგზავნა და მითხრა რომ შენ გეცოდინებოდა ჩემს კითხვებზე პასუხი-როდესაც დაამთავრა ცრემლები წამოუვიდა და თვალებზე ხლელები აიფარა.
-რაიმე დაავადება ხომ არ უხსენებია რამაც მოკლა ონისე?
-რაღაც შავი დაავადება ახსენა ზუსტად არ მახსოვს-სლუკუნით ამოთქვა, მივხვდი რომ სვიმეონის ამბავი იქნებოდა. მე თუ ბოლო ვარ ჩემამდე სხვებს ხომ დახოცავდა მაგრამ მან ონისე მოკლა საბაზე არაფერი ვიცი
-ქალბატონო შემიძლია გითხრათ რომ მასში რაღაც ნაწილი მოკვდა რომელსაც ონისე ერქვა მაგრამ საბაზე ვერაფერს გეტყვით-ქალი დაიბნა
-ვერ მივხვდი
-თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი მომეცით და რამეს თუ გავარკვევ როგორ შეძლებთ თქვენი შვილის დაბრუნებას შეგატყობინებთ.
-კარგით მაგრამ...-ისევ ვერ მიხვდა ვერაფერს როგორც ჩანს
-ქალბატონო თქვენთან საკონტაქტო ინფორმაცია მომეცით და გაგაცილებთ სხვას მაინც ვერაფერს ვერ გეტყვით-უგულოდ ვუთხარი. მანაც გააკეთა ის რაც ვუთხარი და თავის გზას დაადგა.
თიკა შემოვიდა და ახლა ის ჩამოჯდა ჩემ წინ
-ჩემთან ქონდა საქმე შენთან რა უნდოდა?
-შენთან მოვედი და ჩემთან წამოვიყვანე გარეთ ხომ არ დაგელოდებოდით
-აამ
-საწყალი ქალი-კარისკენ გაიხედა
-ხომ არ გავიწყდება დემონი რომ ხარ?
-და ვინ გითხრა რომ შავი დემონი ვარ?
-იმ ქანდაკებებმა შემოსასვლელთან რომ არის აღმართული-გავიცინე-ისე მართლა გგონია რომ შენი წინაპრები იყვნენ? საერთოდ არ გავხარ მათ-ახლა ხმამაღლა გადავიხარხარე
-ეგ ქანდაკებები არ არის ნამდვილი დემონები არიან გაყინული, და ისინი უძველესი დაბადებიდან დემონი ქმნილებები არიან რომელთა გაყინვაც ჯერ აუხსნელია! და მე ადამიანის მსგავსი რატომაც ვარ კარგად იცი! შენი ძმები დაბადების შემდეგ მოექცნენ და ამიტომ არიან ადამიანის სხეულით, დაბადებიდან დემონები კი ზუსტად ისეთები არიან როგორიც ის "ქანდაკებები"-ცოტა მაღალი ტონით ამიხსნა
-და მე როგორი დემონიღა ვარ?
-რავიცი შენ მარტო მონი ხარ ჭირიანი-ხმამაღლა დაიწყო სიცილი
-მეც დემონის სხეულიდან გავჩნდი და იმ ქანდაკებების მსგავსი უნდა ვიყო შენი თეორიით!
-დედაშენი მაშინ მოექცა როცა შენზე ფეხმძიმედ იყო ამიტომ არაფრით არ განსხვავდები მოქცეულისაგან, ის ფაქტი რომ ძალები გაკლია რისი ბრალია ვერ გეტყვი ალბათ გაჩენისდროს საშვილოსნოში დაგრჩა-მხრები აიჩეჩა და წამოდგს. ფანჯარასთან(ამის სახლში კედელთან) მივიდა და ფარდა გადაწია
-კესო დაღამდა აზრზე ხარ? და ქარიც ამივარდნილა
-ასე უცებ?-გამიკვირდა და მეც მასთან მივედი
-ელავს-გაიკვირვა
-მოდი წვიმა არ გვინდა შეაჩერე ქარიც და წვიმაც სახლში ხომ უნდა წავიდე
-დარჩი
-კაი-არ მიყოყმანია სიბნელეში სიარული არ მეხალისება თანაც ლამპიონები არ არის
-არ ჩერდება-სახე დაეღრიცა თიკას
-რა?-დავინტერესდი
-ქარი... ეს ბუნებრივი არ არის ვიღაცამ გამოიწვია!
-ამჟამად საქართველოში ერთადერთი არსება ხარ ვისაც ამის გაკეთება შეუძლია-უფრო მეტად გამიკვირდა
-ესეიგი არა-ფარდას ხელი გადაჰკრა და მთლიანად გადაწია-შენი ძმები დაბრუნდნენ?
-რავი არ აპირებდნენ და თუ დაბრუნდა რომელიმე ეს რატომ უნდა გააკეთონ?
-არ ვიცი
დივნისკენ გაემართა და ჩამოჯა
-ისე დემონები ღმერთისგან რაღათი განსხვავდებით?(ჩემს თავზე არ ვამბობ რადგან მე სანახევრო დემონიც ძლივს ვარ)
-იმითრომ ცაში არ ვსხედვართ ადამიანებს არ წარმოვქმნით და ბევრი ვართ-გამომხედა და ისევ გარეთ ცას დაუწყო ყურება
-რაღა ბევრი ორმოცზე ცოტა მეტი-მეც ფანჯარას გავხედე
-დედამიწისთვის ათიც ბევრია
-არ გიფიქრია შენი ქანდაკებები რომ გაცოცხლდნენ რაუნდა ქნა?
-ჩემი დიდი ბაბუის დიდი ბაბუები არიან იმედია მიხვდებიან ერთი სისხლისანი რომ ვართ
-შენი დიდი ბაბუა მაგარი ბიჭია ბოლოს როდის ნახე?
-2 წლის წინ
-შენი დიდი ბაბუა ჩემზე კარგად რომ გამოიყურება მიტყდება-ტუჩები დავბრიცე
-ცადე ბედი რა იცი იქნებ ბებიაჩემი დაავიწყო-სიცილი წასკდა
-ბებიაშენი თვითონ არ მოკლა?
-ხო მერე ვინ ამბობს არაო
-მერე რა დავიწყება უნდა-ჩავიცინე
კარზე ვიღაცამ მოაკაკუნა ამ კარზე მგონი პირველად რომ აკაკუნებენ
-გავაღებ და მოვალ
-მეც მაინტერესებს ვინ არის
ერთად გავედით სანახავად, კარი რომ გავაღეთ ჩემი ძმა შეთე შეგვრჩა ხელში
-აბა არ აპირებენ ჩამოსვლასო?-თიკამ ალმაცერად გადმომხედა და შეთეს მოეხვია
-აქ საიდან გაჩნდი?-კისრიდან არც მოშორებია ისე ჰკითხა
-გავიგე დაბრუნდით და თან ვიღაც ვიღაცეები აალაპარაკეთ
კისრიდან მოხსნა თავისი ხელები თიკამ და კარისკენ ანიშნა
-სახლში ვილაპარაკოთ ბატონო
სახლში შემოსული ახლა მე გადამეხვია
თიკამ კარი მიკეტა და მისაღებ ოთახში დავსხედით
-რამეს დალევ?-თიკა ასადგომად მოემზადა
-არა არაფერს-გაუღიმა
-ეს ქარი და რამე რუმე შენ მოაწყე?-ცალი წარბი ავწიე
-ხო გზაში ვერთობოდ-გაიცინა
-ეგ კი არა მთელი ზებუნებრივი სამყარო შენს გამღვიძებელზე ლაპარაკობს და შენც გახსენებენ აქაიქ-ხელები ერთმანეთს ჩასჭიდა მუხლებზე დაიდო და ჩემსკენ გადმოიხარა
-რაო რას ამბობენ?-მეც იგივე გავიმეორე
-ალქაჯები ჯადოქრები და გრძნეულები თავიანთ ბატონს ელიან რომელიც უკვე უნდა დაბრუნებულიყო მაგრამ არ დაბრუნებულა და შენ კიდევ ცოცხალი რომ ხარ აეჭვებთ ვერაფერი ვერ გავიგე და შეგიძლია ამიხსნა?
-ყველა შავი სენით დაავადებულს ხოცავს და მე ვერ მომკლა სხვა არაფერი
-თავიდან ბოლომდე მომიყევი
ყველაფერი მოვუყევი ტყიდან გამოსვლის ნაწილის გარდა(სად მაქვს ამის დაცინვის თავი) და კიდევ გამოვტოვე რაღაც რაღაცეები
-მოკვლას უპირებენ და არაფერს აკეთებს ხომაა ღირსი რომ მართლა მოკლან?-თიკას გახედა რომელიც იმ ყავას სვავდა ჩვენი საუბრის დროს რომ გააკეთა
-ვერ ვიტყვი რომ მთლად არაფერს არ აკეთებს მაგრამ დიდი ხანია რაც იმსახურებს სიკვდილს-გაიცინა და გამომხედა
-სვიმეონი სვიმეონი ერთხელ უკვე მოგკლა სანახევროდ და ახლა მთლიანად უნდიხარ-დივანს ზურგით მიეყრდნო
-არ მგონია რომ შეძლოს ჩემი მოკვლა მე ხომ დემონი ვარ ნუუ ნაწილობრივ მაგრამ მაინც
-2300 წლის წინაც დემონი იყავი მაგრამ კვდებოდი გაგახსენო როგორ იტანჯებოდი?
-არა-მოკლედ მოვუჭერი
ცოტახანს ვისაუბრეთ და შეთესთან ერთად დავტოვე მინის სახლი. ბილიკზე მივაბიჯებდით და როდესაც ქანდაკებებს მივუახლოვდით გავჩერდი და შეთეს ვკითხე
-შენი აზრით ნამდვილები არიან თუ უბრალო ქანდაკებები?
-ნამდვილები...
-საიდან იცი?
-ვგრძნობ
ეზოც დავტოვეთ და გავუდექით გზას სახლისაკენ. სახლში მისვლა განსაკუთრებით გაუხარდა შეთეს, დიდი ხანია აქ არ ყოფილა.სახლის არომატი ღრმა ჩასუნთქვით შეიგრძნო,შემდეგ თითების ფრთხილი მოძრაობით,შეეხო ყველა მნიშვნელოვანი ნივთს და თავის ოთახში განმარტოვდა
2 დღეც გავიდა და დადგა ალქაჯთან შეხვედრის დროც.შავი მოტკეცილი შორტი და თეთრი ტოპი მოვირგე,ფეხზე ბოტასები ამოვიცვი, თმა შევიკარი და ისე ველოდები სტუმარს.
პენდელის სასამართლოს გადარჩენილ ალქაჯი, (როგორ მოახერხა ეს კაციშვილმა არ იცის) მე უნდა მეწვიოს.
-რაო ვის ველოდებიო?-შეთე სამზარეულოში შემოვიდა წყლის დასალევად
-კატუშას-ალქაჯის სახელი ვუთხარი
-პენდელი და რამე?
-ჰო ეგ
კარზე ზარია და გონებას მის წრიალთან ერთად ვკარგავ.
პატარა ხის ქოხში ვიღვიძებ ლამაზ საწოლზე. ცოტა წამოვიწიე და ფანჯარასთან ზურგით მდგარი სვიმეონი დავინახე. არ ვიცი ალბათ იგრძნო რომ გავიღვიძე და ლაპარაკი დაიწყო
-ხედავ? ეს მზის სხივებია რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა ამ ადგილებში.
-და სად ვართ?-ფრთხილად ვიკითხე
-სამყაროებს შორის ვართ გაჭედილები-ხვნეშით ამოთქვა
-ეს როგორ?-ინტერესი გამოვხატე
-ალბათ გახსოვს შავი სენით რომ დაავადდი, მაგ პერიოდში მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა ერთმანეთს დავუპირისპირდით. მე ის მოვკალი მან კი აქ გამჭედა. მოვასწარი ჩემი ძალების ხალხში დამალვა, სულ ვერ წამოვიღებდი აქ. ეს ადგილი ვერ აიტანს. სულ 5 ადამიანი იყავით ერთადერთი გოგო ხარ. მაგრამ მაშინ ვერგავითვალისწინე შენი დემონის ბუნება(ესეიგი იცის)ყველანაირად ვცადე და ძალები შეგიმცირე რომ უფრო ადვილი ნადავლი გამხდარიყავი. დროა საჭირო სამყარო სამყაროს რომ გაუსწორდეს მე ამას 2300 წელი ველოდე და შელოცვით აღვადგინე ის ადამიანები ვისშიც ძალები შევინახე. გადმოვედი ჩემს ძველ სამყაროში 4 ადამიანში ჩემი ძალები გავაერთიანე და დავიბრუნე შენი ძალაც მჭირდება რადგან საბოლოოდ დავაღწიო აქაურობას თავი სამყაროებს შორის ეს ფაზა მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდება ძალები კიდევ სავსე მთვარეს უნდა დავიბრუნო ამიტომ ან ამ წელს უნდა დავამთავრო დაწყებული საქმე ან კიდევ 2300 წელი უნდა ველოდო.ჩემი აღზევება სწორედ ეს დროა.-ამხელა რაღაც მობოდა და ვერაფერი ვერ გავიგე
-რაღაცეებს გკითხავ რა?
-სხვა მინც ვერაფერს ვიზავთ და მკითხე
-პირველი შენი ძალები დაავადება რატომაა?
-ეს იმხელა ძალაა რომ ნორმალური ადამიანი ვერ შეძლებს მის ატანას და ამიტომ დაიხოცნენ. შენ გაგყინეს მაგრამ რა აზრი ქონდა ვერ გავიგე.
-ყველა ჯადოქარი შენ რატო გელოდება?
-ჯადოქრები, გრძნეულები, ალქაჯები და კიდევ ბევრი მელოდება...მე მათთვის ღმერთი ვარ რადგან ჩემგან და ჩემი ტყუპისცალისგან წარმოიშვნენ ჩემმა აქ გამომწყვდევამ კი ძალები შეუმცირათ.
-ჩემი ძალის გარეშე გადმოდი დედამიწაზე რა მოხდება?
-მე რომ 1 ძალის გარეშე 1 საათზე მეტი გავჩერდე დედამიწაზე სხვა არსებები იგრძნობენ ამად და ჩემს მოკვლას ეცდებიან და შეიძლება გამოუვიდეთ კიდეც.
-მე ორივე სამყაროში ვარ როგორ?
-დემონი ხარ ჩემი ძალით შენმა სხეულმა გაორება განიცადა მაგრამ სული ერთია და ხან აქ არის ხან იქ.
-ახლაც შენი ძალა მაქვს მაგრამ არ ვკვდები რატომ?
-შენი სხეული შეეგუა ჩემს ძალას 2300წელი ცოტა დრო არ არის.სხვები მე რომ არ მომეკლა ისევ დაიხოცებოდნენ.
-ბოროტი ხარ?
-შენი აზრით?
-არ ვიცი
სანამ არ გავარკვევ შენგან ძალა როგორ ავიღო მოკვლის გარეშე ან თუნდაც მოკვლით ჩემთან იქნები და გაარკვიე-გაიცინა
-შენთან ჩვეულებრივ მოკვდავს ვგავარ
-გაორებისას ჩვეულებრივ ადამიანად დარჩი აქ მაგრამ სული დემონისგაქვს და სიკვდილის შემდეგ ცოცხლდები ანუ არ კვდები.
-აქ მანქანა საიდან?და სხვა ადამიანები?
-მანქანით შემოვედი პორტალში ეს ადამიანები არ არიან ჯადოქართა პარტიააა ჩემი შთამომავლები.
-შვილები?
გადაიხარხარა
-არა ზოგადად მე გადავაქციე ისინი ჯადოქრებად.
-ყველაფერი მომიყევი რატომ?
-და რატომ დავმალო?
-იქნებ გავიქცე
-ვერსად გაიქცევი დედამიწა არ გეგონოს პატარა სამყაროა.
-პორტალი რომ ვიპოვო?
-ჯადოქარი უნდა იყო ის რომ გააღო
ფეხზე წამოვექი.
-აქ ქალები გყავთ?
ისევ გადაიხარხარა
-ბევრი
-ცოლი ან რამე ეგეთი გყავს?
-რამე ეგეთი კი
ესეიგი საყვარელი ქალი ჰყავს,ცოტა არ იყოს გამიტყდა.
-ცოტახანს ისევ აქ იქნები და გადახვალ შენს ნამდვილ სხეულში დიდხანს არ იქნები აქ
კარი გამოვაღე და ჰაერზე გავედი. ძაან უაზრობაა . გარშემო ისევ ტყეა. მწვანე ხეები, და ლურჯი ცა მერე გამახსენდა კიდევ რაღაც მაინტერესებს და უკან დავბრუნდი
-კიდევ მაინტერესებს რაღაც
-გისმენ
-აქ რომ მოკალი ის ხალხი იქ ცოცხლები არიან და ვერ იღვიძებენ რატომ?
-მარტივი შელოცვა სჭირდება უბრალი ჯადოქარი ვერ გააკეთებს მაგრამ მცოდნეს 5 წუთი სჭირდება მის გასაღვიძებლად დანტე იპოვნეთ და ის გააღვიძევს იმას ვინც გინდა.
ისევ გარეთ გამოვედი და ტყეში შევედი სადაც ვიღაც ქერა გოგო შემეფეთა
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს
-დაათვალიერე დაათვალიერე დიდიხანი მაინც არ გაქვს სიცოცხლის
-ვინ ხარ?
-სვიმეონის ცოლი
-თუ არავი?
სვიმეონის ცოლი ვერ იქნება ან რა ჯანდაბა უნდა?
-სვიმეონთან რაღაც დოს ატარებ და ფრთხილად იყავი გრძნობები არ გაგიჩნდეს
-იქნები სვიმეონისგან შვილებიც გავაჩინო გრძნობები რა სალაპარაკოა?
-მე გაგაფრთხილე
-გაფრთხილებას არ ვიღებ თვალი ჩავუკარი და გვერდი ავუარე
რა ახლა ამ ქალის ჯინაზე შევაყვარო სვიმეონს თავი? არაა ცუდი იდეა მაგრამ არა. ჩემთვის გავიცინე. სვიმეონს აშკარად მერყევი ხასიათი აქვს ხან ნორმალურია ხან არანორმარული მაგრამ საშინლად სიმპათური გინდება რომ საწოლში დილამდე იჟიმაოთ. მაგის დროც მოვა ჩემთვის გავიღიმე ისევ და ხეს მივეყუდე.იმას ლალარაკი არ უნდა როგორც ქალი რომ ვუნდივარ და მეც რომ მინდა მასთან საწოლში. და ალბათ ეს დრო შორს არ არის. გონებაში წარმოვიდგინე როგორი მხურვე სექსი გვაქვს, მაგრამ აზრები უცებ გავფანტე და ისევ გავაგრძელე სიარული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent