ტკივილი...(თავი 3)
-საავადმყოფოში მივედით, მიმღებში ვიკითხეთ და იმფორმაციიის მიღებისთანავე წავედით. დერეფანში ჩვენი სტუმრების გარდა 2ბიჭი იყო. როგორც გავიგე ერთი საბას მეორე კი დემეტრეს ძმაკაცი. *** -შენ მოხვედი-აღმოხდა გახარებულ ქალს და ცივი გამოხედვის მიღმა დემეტრეს თვალებშიც იკითხებოდა სიხარული -რა თქმა უნდა, მოვედი მინდა ჯერ ის ვნახო-თქვა ბაიამ და ნებართვის აღებისთანავე გაეშურა პალატისკენ. პალატაში, საწოლზე ფერდაკარგული ბიჭი იყო მისვენებული, თუმცა ამის მიუხედავად გოგომ დაინახა მსგავსება მასსა და ძმას შორის და დაეფიცება, რომ ის გრძნობა რაც აქამდე აწუხებდა, სიცარიელის შეგრძნება, სადღაც გამქრალიყო. მიხვდა, რომ მისი ცარიელი მხარე, რომელსაც ლუკაც კი ვერ უვსებდა, ახლა ამ საწოლზე უგუნოდ იწვა და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ტირილი აუტყდა, ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ჩუმად ქვითინი დაიწყო. -მე შენ გადაგარაჩენ!-თქვა, ცრემელები მოიწმინდა და პალატა დატოვა -ექიმი სად ვნახო?-ხმა ჩაიწმინდა და ისე იკითხა -წამომყევი-გაისმა ისევ ცივი, გამყინავი ხმა და დერეფანში დაიძრა გოგო უკან გაყვა ლუკამაც დააპირა გაყოლა თუმცა... -საჭირო არაა ყველგან კუდში დაყვებოდე-თქვა დემეტრემ და თვალებისტრიალით გამოხედა ბიჭს -ლუკ გთხოვ...მალე დავბრუნდები-უთხრა ბაიამ და ლოყაზე აკოცა, რამაც დემეტრეს გაღიზიანება გამოიწვია *** -ქალბატონო ფსიქოლოგო ეგ პერანგი თქვენს მკერდს მეტად მიმზიდველს აჩენს, აქედანაც ვამჩნევ თქვენს სექსუალურ ბუსჰალტერს-მცირე ხნის დუმილის შემდეგ მიუბრუნდა ირონიული ღიმილით ქალს, რამაც დააბნია -რა...ეს...რა უტაქტობაა-უცებ გაისწორა პერანგი, ბიჭმა ჩაიცინა -კარგი რა ისე ბევრად სჯობდა-დაიჭყანა და ერთიანად აწითლებულ ქალს გახედა -უბრალოდ განაგრძეთ...გთხოვთ -ოპერაცია საღამოსვე დაგეგმეს **** -იცი ლუკ-დაიწყო ბაიამ მას შემდეგ რაც პალატაში მარტო დარჩნენ-მივხვდი რატომ ვგრძნობდი სიცარიელეს...გახსოვს რამდეჯერ მითქვამს ამის შესახებ...ლუკ ვგრძნობ, გეფიცები ვგრძნობ, რომ ჩემი ნაწილია! ყველა ის ტკივილი, რომელზეც ვამტკიცებდი , რომ ჩემი არ იყო მისია, როგორც ჩანს ზედმეტად ხიფათაა-ჩაიცინა -ვხვდები პატარავ, თუმცა ვეჭვიანობ, რომ მასთან მომიწევს შენი თავის გაყოფა-ტუჩები გაბუშტა ბიჭმა, რაზეც კისკისი მორთო ბაიამ ეს ხმა კი ნახევვრად ღია კართან მდგარმა დემეტრემ გაიგო და მისდა უნებურად გაეღიმა, გულში სითბო ჩაეღვარა და შეეძლო დაეფიცა, რომ ასეთი სუფთა და წკრიალა ხმა ჯერ არ მოესმინა -არაა ლუკკ შენ ჩემი ერთი ცალი ხარ! მხოლოდ ჩემი გაიგე? შენ ვერავინ შეგცვლის, საერთოდ ვერავინ. მიყვარხარ-გაუღიმა. კართან მდგომს კი გულში რაღაც ჩასწყდა -ვიცი პატარავ-შუბლზე აკოცა-ჩემი ბაიჩკა იქნები სულ! გპირდები, როცა გაიღვიძებ ააქ ვიქნები-გაუღიმა. დემეტრემ ხმა ჩაიწმინდა და კარი დაკაკუნების გარეშე შეაღო -შეგეძლო დაგეკაკუნებინა-თქვა მკაცრად ბაიამ -ბოდიში თუ მომენტი ჩაგიშალეთ, მაგრამ იქ ჩემი ძმა სიცოხლისთვის იბძვის-ირონიულად უთხრა -შეგახსენებ ის ჩემი ტყუპისცალია, შესაბამისად მეც იგივეს ვგრძნობ. უკვე ვიცი, რომ მას ჩემზე კარგად იცნობ ამიტომ ამის აფიშირება საჭირო არ არის!-ისევ მკაცრი იყო გოგო. ბიჭმა თვალები აატრიალა, სწორედ ამ დროს შემოვიდნენ და ბარბარე საოპერაციოში წაიყვანეს... *** -როგორ ჩაიარა ოპერაციამ? -იცით მარტს ჩემ გულში სხვანაირი ადგილი უჭირავს-თქვა ჩაფიქრებულმა ლუკამ-არა იმიტომ, რომ მე დავიბადე, იმიტომ, რომ მარტმა მაჩუქა ბაიას თავი. მარტი სხვანაირია, მ'არტი უბრალოდ ხელოვნებაა. იცით, რომ მარტი ადამიანს გავს? არავინ იცის რას უნდა ელოდო მისგან. ხედავთ ისევ თოვს, ხვალ შეიძლება მზე გამოვიდეს, მოულოდნელობით სავსეა გიჟი მარტი... -საინტერესოა...-თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა. ორ ფინჯანში ყავა გაანაწილა და ერთი ჭიქა შაქრის გარეშე იქვე ფანჯარასთან მდგომ ლუკას დაუდგა, იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია. ბიჭმა სანთებელა ამოიღო და თვითონვე მოუკიდა. გოგომ ღრმა ნაპასი დაარტყა და კითხვა გაიმეორა -რა მოხდა შემდეგ? -გამოიღვიძა, ორივემ გამოიღვიძა უთხრა და პირიდან გამოშვებული კვამლი სახეში მიაფქვია ქალს *** -ლუკ...-ამოიხრიალა გოგომ -"შენი" ლუკა ყავის მოსატანად გავიდა-გაისმა ისევ იგივე მკაცრი ხმა -წყალი შეიძლება?-ისევ იგივე ხმით ამოიხრიალა -რა თქმა უნდა, ქალბატონო ბარბარე-უთხრა ირონიული ხმით -ბაია და არა ბარბარე-უთხრა მას შემდეგ რაც წყალი დალია-საბა როგორაა? -რა აზრი აქ-თვალები აატრიალა-წესით ისიც მალე მოვა გონს და შენი "ბიჭი" მალე თუ არ მოვა ამას გამოვტოვებ -შეგიძლია წახვიდე არავინ გაკავებს აქ-მკაცრი იყო გოგოს ხმა -რა თქმა უნდა-ჩაიცინა- ეს არც ჩემი სურვილია ჭირვეულ გოგოს სასთუმალთან ვუყარაულო-გაუღიმა ირონიულად და კარისკენ წავიდა -ვინმეს სთხოვე შემატყობინოს როცა გონს მოვა შენ არ შეწუხდე-არც გოგომ დააკლო ირონია, ამ დროს კარი გაიღო და ლუკა შემოვიდა -ბაიჩკაა-შესძახა და წამომჯდარ გოგოს ნაზად მოეხვია. დემეტრე ოთახიდან გავიდა და კარი მძიმედ მოაჯახურა -შენი აზრით მზად ვარ მასთან შესახვედრად?-კითხა ბიჭს ბაიამ -რა თქმა უნდა, პატარავ! შენ ძლიერი ხარ ამას გაუძლებ-გაუღიმა-ხო სხვათაშორის ანიკამ გაიგო შენი ამბავი და დაახლოებით...-საათზე დაიხედა-ახლა-კარი გაიღო და ქერა გოგო შეოვარდა-შემოვა-დაამთავრა ღიმილით -ბაიჩკა ქალო რა არის ეს ორი დღე არ მინახიხარ შენ კიდე გმირობა მოასწარი?-დაუცაცხანა და დაქალს ჩაეკრა -ცოლის დავ ეგრე უნდა? ესეიგი გმირობას მარტო ლუკასთან ერთად სჩადი?-ოთახში ამჯერად ანიკას ქმარი, სანდრო შემოვიდაა -ხოარ გაგიტყდა სიძევ?-გაუცინა -შენა და სანდრიკ არიცოდი, რომ ბაიჩკა მხოლოდ ჩემია?-გაიცინა ლუკამ სწორედ ამდროს შემოაღო კარი დემეტრემაც -ამ...საბამ გაიღვიძა და ამის სათქმელად შემოვედი-თქვა წყნარი ხმით ბიჭმა -ანიკა, სანდრო გაიცანით დემეტრე ყიფინი-გააცნო ბაიამ -სასიამოვნოა-ბიჭმა ხელი ჩამოართვა -ისა...მან არ იცის ჰომ ასეა?-კითხა კარისკენ წასულ ბიჭს -ჯერ არა, ნინა მოუყვება რაც შეიძლება მალე-თქვა და ოთახი დატოვა -ვინ იყო ეს ზე სიმპატიური არსება?-იკითხა ანიკამ თვალებდამრგვალებულმა -უკაცრავად? მე აქ ვერ მიყურებ?-სანდროს რეაქციამ ყველა გაახალისა -რა თქმა უნდა, შენ შემდეგ სიცოცხლე-გაეკრიჭა -ჩემი ნათლული სადაა ხალხო?-კითხა დაქალს ბაიამ -ძიძასთან *** -ანიკაზე და სანდროზე მომიყევი ვინ არიან -ანიკა ჩემი და ბაიას კლასელი იყო. როცა მე და ბაია დაგვაშორეს მის გვერდით ანიკა დასვეს. თავიდან გაბრაზდა და და იჩხუბეს შემდეგ კი დაახლოვდნენ და ჩვენც ახალი მეგობარი გამოგვიჩნდა -სანდროზე რას მეტყვი -სანდრიკა ჩემი ძმაკაცია. 15ის იყო ანიკა, როცა სკოლაში მომაკითხა სანდრომ. პირველად მაშინ ნახა ის უფროსია სამი წლით. მაშინვე ჩაუვარდა გულში და ზუსტად სამი წელი კუდში დასდევდა. 18წლის აღსანიშნავ წვეულებაზე სიგიჟე ჩაიდინეს და დაქორწინდენნ. აი ასე უბრალოდ ადგნენ მოგვახალეს ვქორწინდებითო და ჩვენც წაგვათრიეს მეჯვარეებად-გაეცინა-თომა, პატარა თომა დაიბადა და მე და ბაიამ მოვნათლეთ... -თქვენ მშობლებზე რას იტყვი? მოვიდნენ? -ლიკა, ბაიას დედა და დედაჩემი მოვიდნენ.... *** მეგობრებს სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაურღვია -მობრძაბდით-გასძახა ლუკამ -ამმ...შეიძლება?-იკითხა მკრთალად ქალმა -ცოლის დავ ჩვენ წავალთ და შემოგირბენთ ამ დღეებში ისევ-გაუღიმა სანდრომ შუბლზე აკოცა და ცოლს კარისკენ უბიძგა -მომიყვები ყველაფერ-ყურში უთხრა, ლუკას ლოყაზე მაგრად აკოცა და კარისკენ წასულ ქმარს აედევნა -როგორ ხარ საყვარელო?-კითხა ლუკას დედამ მკრთალად -მადლობა კარგად ვარ-გაუღიმა-შეიძლება დედასთან მარტო დავრჩე?-იკითხა. ლუკამ პალატა დედასთან ერთად დატოვა. -მაპატიე გთხოვვ...-დაიწყო ქალმა ტირილი -დედაა...დედაა შენი ბრალი არაა შენზე არ ვბრაზობ-გაუღიმა -მართლა?-თვალები გაუბრწყინდა -ჰოო -ნახე ის? -კიი გეფიცები ჩემი ასლია-გაიღიმა-ანუ ორივე შენ გგავართ -მან იცის? -ჯერ არაა. გონს ახლახანს მოვიდა და ნინა ეტყვის -ნინა..? -მისი აღმზრდელი დედა -მინდა მისი ნახვა -დედა ასე უცებ...არამგონია კარგი იდეა იყოს -როცა შენ ნახავ...შეგიძლია უთხრა, რომ ვწუხვარ და მიყვარს?-კითხა მკრთალად -რა თქმა უნდა... *** -შენ ლუკა? შენ გაბრაზებული იყავი? -იმედგაცრუებული უფრო...შეიძლება მამაჩემმა არ გამწირა, თუმცა ხელი შეუწყო ამ ყველაფერს -დედაშენმა რა გითხრა, როცა პალატა დატოვეთ? -თვალს ვერ მისწორებდა, თუმცა მისი ბრალი არ ყოფილა არაფერი -საბას როდის უთხრეს? -ოპერაციიდან მესამე დღეს -როგორ მიიღო? *** -საბამ გაიგო შენზე-როგორც ყოველთვის დაკაკუნების გარეშე შემოაღო კარი დემეტრემ -ჯანდაბა ხო შეიძლება ერთხელ მაინც დააკაკუნო-ბარბარეს ზედა ტანს მხოლოდ ბუსჰალტერი უფარავდა. უცებ მოიხვია ხალათი ტანზე, თუმცა ბიჭმა შეთვალიერება მაინც მოასწრო და ჩაიცინა -როგორ მიიღო? -ვფიქრობ დაბნეულია, თუმცა შენი ნახვა სურს-აუხსნა -წავიდეთ-პალატაბერთად დატოვეს და გვერდითა ოთახს მიაშურეს. კარზე დააკაკუნა და თანხმობის მიღების შემდეგ მხოლოდ თვითონ შევიდა პალატაში. საწოლზე ბიჭი წამომჯდარიყო და ოდნავ გაოცებული უყურებდა ზუსტად მისსნაირ გოგოს. ქალბატონმა ნინამ ბაიას გაუღიმა და პალატა დატოვა -როგორ გძნობ თავს?-კითხა თავდახრილმა გოგომ და თითების წვალება დაიწყო -მეც იგივეს ვაკეთებ როცა ვნერვიულობ-მალევე გაიგო ხმა, რომელიც უკვე მისად მიიღო და შეუყვარდა. თვალი გაუსწორა და გაუღიმა-მოდი ჩამოჯექი-ბიჭმაც გაუღიმა-შენი წყალობით კარგად ვარ -ეგ არაფერი...ხო ისე მე ბაია ვარ-გაეკრიჭა უკვე თავისუფლად -ბაია? აბა დემეტრემ ბარბარეო?-გაუკვირდა-მე საბა ვარ -უიმე იდიოტი -ჩაიბურდღუნა-ნუუ ბარბარე მქვია მაგრამ ატანა არ მაქ მაგ სახელის და თუ დამიძახებ მე თვითონ მოგკლავ-თითი აუფრიალა ცხვირთან გოგომ, რამაც ორივე გააცინა -კარგი იყოს ბაიჩკა-გაეკრიჭა ბიჭი -უიუიი ლუკა გამიგიჟდება, მხოლოდ ეგ მეზახის ბაიჩკას -ლუკა ვინაა? აა შენი შეყვარებული? ვინც შენთანაა ეს დღეები? და სერიოზულად შეყვარებულთან ერთად ცხოვრობ?-წარბები შეკრა, ისე როგორც ბაიამ იცოდა ხოლმე -უიმეე ისიც ხო არ გითხრეს რამდენი სანტიმეტრი თმა მაქ?-თვალები აატრიალა-ლუკა არაა ჩემი შეყვარებული, ღმერთმა დამიფაროს, ხეს მივაკაკუნებდი, მაგრამ არაფერი ხის-გაიკრიჭა-მე და ლუკა დაბადებიდან ვმეგობრობთ, ის ჩვენთაან ერთად დაიბადა, იმავე საავადმყოფოში ჩვენი მშობლები მეგობრობენ და იქედან მოყოლებული დღეს არ ვატარებთ ერთად-უთხრა ოდნავ ხმადაბლა-ისიც ჩემი ტყუპია, მაგრამ არაბიოლოგიური-ბოლოს მაინც გაიკრიჭა -ერთად ცხოვრობთ? -ჰო 18ის რომ გავხდით ბინა გვაჩუქეს და... -სიამოვნებით გავიცნობ, მანამ შენზე მომიყევი -რავიცი რა გითხრა, ჯავახიშვილში ვსწავლობ იურიდიულზე დაფინანსებით-თქვა ამაყად-ლუკას გარდა მყავს ერთი დაქალი, რომლის შვილის ნათლიაც მე და ლუკაჩო ერთად ვართ და კიდე სიძე ყველაზე ცანცარა არსებააა, ანიკა და სანდიკა გაგაცნობ მაგათსაც მერე. ახლა შენ -მე საზღვარგარეთ ვსწავლობდი ბიზნეს-ადმინისტრირებაზე. მაშინ ჩამოვედი, როცა მამაჩ...ლადო გარდაიცვალა და დარჩენა გადავწვიტე. ერთ ძმაკაცი მყავს აქ ნახავდი გარეთ ილიას-გაიღიმა -მისმინე საბა ეს უნდა იცოდე-დაიწყო სერიოზულად -თუ "მშობლებზე" გინდა რამის თქმა გთხოვ...-დაიწყო ბიჭმა -არა ეს მართლა უნდ იცოდე. ლიკა არაფერ შუაშია მანაც ჩემთან ერთად გაიგო, უფრო სწორად ჩემგან გაიგო, რომ ცოცხალი ხარ. მე ისიც არ ვიცოდი საერთოდ თუ ძმა მყავდა, მას კი ეგონა, რომ მოკვდი. ზურამ მოატყუა უთხრა, რომ სუსტი იყავი და ვერ გაუძელი. შენთან დამაბარა, რომ უყვარხარ და წუხს-უყურებდა ბიჭს თვალებში და გრძნობდა, რომ ტკიოდა-იცი მისი თვალები გაქვს, დედას თვალები და ეს უნდა იცოდე-უთხრა ისევ ღიმილით -მინდა მისი ნახვა, თუმცა დღეს არა... -რა თქმა უნდა-გაუღიმა -ესეიგი ლუკა აქ არის, მინდა გავიცნო-თემა გადაიტანა საბამ -დავუძახებ-გაუცინა და კარში გავიდა და მალე შავგვრემაბ ბიჭთან ერთად დაბრუნდა *** -როგორი იყო მასთან შეხვედრა? -უცნაური...ვუყურებდი ბაიას, ოღონდ ბიჭს-ჩაეცინა-მივხვდი, რომ მხოლოდ და აღარ მყავდა და უკვე ძმაც მყავდა. შეიძლება ეჭვიანობა უნდა დამეწყო იმის გამო, რომ ერთადერთ დაში ვინმე შემეცილებოდა, თუმცა გამიხარდა -განაგრძე, რა მოხდა პალატაში შესვლის შემდეგ *** -გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?-მიესალმა ლუკა და გაუღიმა -მადლობა კარგად ვარ ლუკა ჰო? -კი ლუკა. სასიამოვნოა შენი გაცნობა საბა -ჩემთვისაც. ბაიამ მითხრა, რომ და-ძმასავით ხართ და მიხარია, რომ მარტო არ იყო აქამდე -მე და ბაიჩკას დღე არ გვაქ ერთმანეთის გარეშე გატარებული და სხვათაშორის ამისთვის მედალი მეკუთვნის, დამიჯერე მისი მუდმივად გაძლება მარტივი არაა-გაეცინათ ორივეს გოგომ კი შეუბღვირა და ბეჭში ჩაარტყა -მეტკინა ველურო-შეუბღვირა ლუკამაც -ჩემი ბრალი არაა რას დამატარებდი იმ ბოქსზე მეც-გაუცინა -ბოქსზე დადიოდი?-გაუკვირდა საბასს -ერთი წელი. ლუკა არ შედიოდა ხოდა გადავწვიტე მეც შევსულიყავი და ასე დავითანხმეთ-გაიკრიჭა -კიდე რაზე დადიოდით? -ცეკვაზე-თქვა ლუკამ და ბაიამ ერთად და ამაყად გაიჯგიმნენ -ანუ კარგად ცეკვავთ?-გაეცინა -ბაიჩკა დიდი ვერაფერი მარა მე კი-ამის გამო კიდევ მიიღებდა ჩარტყმას მალევე რო არ ემარჯვა და გოგოს ხელები დაეკავებინა. შემდეგ სამივეს სიცილი აუტყდა, ხოლო ბაია ლუკას მიეხუტა. -ხელი ხო არ შეგიშალეთ?-ოთახში დემეტრე შემოვიდა ირონიული ღიმილით -დაკაკუნება არ იცი შენ?-ყველას გასაკვირად საბამ და ბაიამ ერთად წამოიძახეს, რაზეც ლუკას ფხუკუნი აუტყდა ბიჭმა კი თვალები აატრიალა -უკვე თქვენ ორის ერთად ატანა შეუძლებელია-ამოიოხრა *** -აღარ თოვს-თქვა უცებ ბიჭმა-წვიმს. როგორც ვთქვი მარტი გიჟია -ამ თვეზე ზედმეტად ხარ ჩაციკლული, ხო მართალი ვარ?-კითხა გოგომ -ამაში ცუდი არაფერია. სამაგიეროდ შენ ჩემზე ხარ ჩაციკლული-გაუღიმა ირონიულად -რა...ეს არაა-დაიწყო ბლუყუნი დაბნეულმა გოგომ -ვგონებ დღეისთვის საკმარისია. მომავალ შეხვედრამდე ქალბატონო ფსიქოლოგო. -უთხრა და კარში გაუჩინარდა *** ლუკა სახლში შევიდა, იმ სახლში სადაც ადრე ბაიასთან უამრავი ბედნიერი დღე გაატარა. კედლები გადაჭედილი იყო მათი ფოტოებით, ერთ-ერთთან მივიდა და მოეფერა -როგორ მენატრები პატარავ-ამოიოხრა და ოთახისკენ დაიძრა. სახლში, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა ახლა წუხილი და სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. როგორ იცვლება დრო არა? ერთ დღეს შეიძლება ბედნიერი იყო ხოლო მეორე დილამ ისეთი ძალით დაგარტყას, ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. სუჩუმე ლუკას ტელეფონის ხმამ გადაფარა -გისმენ -გისმენ კიარა თავს გაგიტეხავ. შენმა ნათლულმა რა თქვა იცი? ეს იდიოტი სად ნახეთ ნათლული ვაბშე რო არ ახსენდებაო-გაკიოდა ტელეფონის მეორე მხარეს ანიკა -გატყუებსს ნათლიი არაფერი მსგავსი მითქვამს, მაგრამ რა არი მართლა არ უნდა გაგახსენდე?--როგორც ჩანს ანიკას ტელეფონი შვილმა აართვა რაზეც ლუკასაც გაეცინა -რაარი ლუკა? იცოდე დღესვე თუ არ მოეთრევი ჩვენთან თავს გაგიტეხავ-ამჯერად სანდრო ყვიროდა ტელეფონში -რაიყოთ ოჯახი ერთობლივი ძალებით მესხმით თავს?-გაიცინა ლუკამ -დიახაც! მიდი მამიკო შენც უთხარი რამე -ლუკუნა ლატო ალ მოქვედი?-ამჯერად პატარას წრიპინა ხმა გაისმა. -მოვალ ძიას პრინცესავ მოვალ დღეს-უთხრა და მალევე გაუთიშა. ეზარებოდა, თუმცა მართლა ძალიან ენატრებოდა მეგობრები, ამოტომ მოემზადა და მათთან გასწია -ლუკჩო-ჩაეხუტა მალევე ანიკა, შემდეგ კი სათითაოდ გადაეხვია უკვე -რამხელა ხარ ბიჭო შენ-თავი აუჩეჩა ნათლულს -დიდი-გაეკრიჭა -უი ახალი მეზობელი გვყავს, ძალიან სასიამოვნო გოგოა. ვახშამზე დავპატიჟე და გამოვა-უთხრა ანიკამ ბავშვებთან მოთამაშე ლუკას -მოგვაქციე ჩვენც ყრადღება ბიჭო-თავში ბალიში ესროლა -ამას თავისი ფსიქოლოგის გარდა აღარავინ აინტერესებს-გაიცინა სანდრომ და ლუკაც აყვა -ლუკ...საბა როდის ჩამოდის?-კითხა გოგომ -არ ვიცი...ჯერ თვითონაც არ იცის...კიდევ უჭირს-ამოხდა. უხერხული სიჩუმე კარზე ზარმა დაარღვია. ანიკა წავიდა გასაღებად ლუკამ სანდროსთან საუბარი მანამ განაგრძო, სანამ ნაცნობი ხმა არ გაიგონა. -ნიცა გაიცანი ჩემი მეუღლე სანდრო, შვილები თომა და ბარბარე, ეს კი ჩემი მეგობარია ლუკა-გოგოს სახეზე ღიმილი შეაშრა, ნაცნობი კაცი ირონიული ღიმილით, რომ დაინახა -რა სასიანოვნო დამთხვევაა ქალბატონო ფსიქოლოგო-ჩაიცინა ბიჭმა -ქალბატონი ფსიქო...დაიცა შენ ამის ფსიქოლოგი ხარ? -ლუკას გადახედა ანიკამ ეშმაკური ღიმილით და უჩუმრად ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად, რაზეც ლუკას ჩაეცინა-ეჰ მგონი ჯობია შენ ცალკე მოძებნო ფსიქოლოგი, გაგაფრენიებს ეს-გაუცინა გოგოს-მოდი დაჯექი-ლუკა მის პირდაპირ დაჯდა და თვალი თვალში გაუყარა -ნათლი ასეთი ლამაზი ფსიქოლოგი თუ გყავდა არ უნდა გეთქვა?-უთხრა თომამ, რა წამსაც ნიცამ გაიაზრა, რომ თომა ლუკას და ბაიას საერთო ნათლული იყო -რა დღეში ხარ ლაწირაკო-თავში წაარტყა სანდრომ-სასიამოვნოა ნიცუკა შენი გაცნობა-გაეკრიჭა -შენი ნიცუკაა ამხელა ფსიგოლოგი ქალი?-უთხრა სიცილით ანიკამ ლუკა მთელი საღამო ჩუმად იჯდა და ნიცას თვალს არ აცილებდა. გოგო გრძნობდა და თავს უხერხულად გრძნობდა -თომა რამდენი წლის ხარ?-კითხა გოგომ ბავშვს -15ის დიდი ბიჭი ვარ უკვე-გაიკრიჭა. ნიცას აინტერესებდა რამდენი ხანი იყო გასული იმ ისტორიიდან, რომლის დასასრულიც ასე აინტერესებსა -მე დაგტოვებთ-ფეხზე წამოდგა-სასიამოვნო იყო დროის თქვენთან გატარება. ბატონო ლუკა ხვალ გნახავთ-იქვე მჯდომ ბიჭსაც გადახედა და ოთახი უკან მოუხედავად დატოვა. *** -გაინტერესებდა რამდენი წელი იყო გასული ჰო?-კითხა შემდეგ ვიზიტზე გოგოს -რა?-დაიბნა -თომას ასაკი ამიტომ იკითხე. მიხვდი ვინ იყო ანიკა და სანდრო -ხო...-აღიარა -საბას ბაიამ ჩვენთან გადმოსვლა შესთავაზა-გააგრძელა ლუკამ და კოლოფიდან ახალი ღერი ამოაძვრინა *** -არ გინდა ჩემთან და ლუკასთან გადმოხვიდე?-უთხრა საბას მას შემდეგ, რაც ლუკას აზრი კითხა -არამგონია წყვილისთვის ხელი შეშლა კარგი იდეა იყოს-ჩაიცინა კუთხეში მჯდომმა დემეტრემ. საბა მიხვდა რაში იყო საქმე და გაეცინა -შენ არავინ გეკითხება-შეუღრინა ბაიამ-აბაა?-საბას მიუბრუნდა -ლუკას კითხე აზრი ამაზე? -დიდი სიხარულით დათანხმდა ლუკაჩო-თქვა ამაყად -დავთანხმდი რას?-იკითხა ოთახში ახალშემოსულმა ლუკამ -იმას, რომ საბამ ჩვენთან იცხოვროს -ხო მართალია ეს ძალიან კარგი იქნება-გაიღიმა -კარგი თანახმა ვარ -რა?-დემეტრემ შოკირებულმა ხოლო ბაიამ გახარებულმა შესძახა -რატომ გინდა ეს?-კითხა დემეტრემ -საბუ ჩვენ გავალთ და ილაპარაკეთ-უთხრა ბაიამ და პალატა დატოვეს -მინდა დრო ჩემს დასთან გავატარო-აუხსნა მოკლედ -მხოლოდ ესაა მიზეზი? -დემეტრე შენ იცოდი ეს ამბავი?-კითხა ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა -არა, რა თქმა უნდა -არ შემიძლია მასთან ერთად ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ. ვიცი, რომ მანაც გვიან გაიგო, თუმცა მაშინვე უნდა ეთქვა. ახლა შანსი მაქვს უკეთ გავიცნო ტყუპი -ტყუპი, რომელიც შენი ასლიაა-თვალები აატრიალა დემეტრემ, რაზეც საბას გაეცინა-მე შენ სანახავად რომ მოვალ ეგ უნდა ვნახო სულ?-ამოიბურდღუნა -რაო დემეტრიუს ჩემი ტყუპი ხოარ ჩაგივარდა გულში?-ჩაეცინა -ვინ ის ალქაჯი? შენი გოგო ვარიანტი? შანსი არაა-იუარა უცებ, თუმცა...-თან მას ლუკა ჰყავს-საბამ ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. -შვილო შეიძლება?-ოთახში ნინამ შემოჰყო თავი. საბამ თავი დაუკრა -როგორ ხარ?-კითხა მკრთალად ქალმა -ნორმალურად. ნინა მე ბაიასთან გადავდივარ-უთხრა წყნარად -რა? რატომ? გთხოვ არა-უცებ ქონდა რეაქცია ქალს -ნინა გთხოვ ამ ეტაპზე ასე მირჩევნია -დემეტრე უთხარი მას რამე -ვერაფერს ვეტყვი ნინა, ის უკვე დიდია და თვითონვე მიიღებს გადაწყვეტილებას -მისი ბრალია, მან წამართვა შენი თავი, საერთოდ არ უნდა მომეძებნა და ვერც ამ ამბავს გაიგებდი-თქვა უცებ და პალატიდან გავარდა *** -ანუ საბა თქვენთან გადმოვიდა -ჰო და სწორედ მაშინ დაიწყო საშინელებისთვის მზადება... -იქ დავბრუნდეთ, რა მოხდა მას შემდეგ რაც სახლში დაბრუნდით? -ბაია და საბა მე წამოვიყვანე სახლში, მანამ სანდრო, თომა და ანიკა მივიდნენ და სახლი მოაწესრიგეს... *** -ანიკაა მოვედით-შესძახა ბიჭმა მას შემდეგ რაც შიგნით შევიდნენ. პატარა 3წლამდე ბიჭი გამოიქცა და ბაიას ფეხებზე მოეხვია -ნათლიას კაცო-უცებ აიყვანა და ჩაკოცნა -ცოლის დავ გარეკე? შენთვის მძიმეს აწევა იქნება ახლა? დამიბრუნე შვილი-უცებ აართვა ბავში, ბაია კი გაიბუსხა -ცუდი სიძე ხარ შენ, ტყუილა გაქებ!-ბიჭები იცინოდნენ და ანიკაც მათ ყვებოდა-კაი კაი გაიცანით საბა, ჩემი ტყუპი ესენი, კი ანიკა და სანდრო არიან, ეს პატარა ბურთი ჩემი ნათლ... -უკაცრავად? -კაი ჩემი და ლუკას ნათლულია თომა -სასიამოვნოა-სანდროს ხელი ჩამოართვა ხოლო ანიკა ჩაეხუტა -აუუ ზუსტად ერნაირი სურნელი გაქვთ-თქვა გაოცებულმა, რაზეც ყველას გაეცინა. თითქმის მთელი დღე დარჩა ცოლ-ქმარი საღამო იყო უკვე, როცა წავიდნენ -საბუ ლიკას უნდა მოსვლა...-შეაპარა ბაიამ -მოვიდეს მინდა მისი გაცნობა-გაიღიმა -მე დაგტოვებთ "მამიკო" უნდა მოვინახულო, ვფიქრობ რაღაცები უნდა ამიხსნას-ჩაეცინა ლუკას -ლუკ ასე გაბრაზება ზედმეტი ხომ არაა, თან მან... -მისმინე პატარავ, მამაჩემს ბევრი ფული თავიდანვე ჰქონდა და ეს იყო მიზეზი იმის, რომ არ დათანხმდა. მან ხელი არ შეუშალა ამ უზნეობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სხვა სიტუაციაში თვითონ იგივეს გამკეთებელი იყო-თქვა წყნარად და აუღელვებლას. სიწყნარე და სიმშვიდე იყო ის რაც ლუკას გამოარჩევდა ყველასგან. თავის კონტროლის შესანიშნავი უნარი ჰქონდა -მან ეს ყველაფერი ასე წყნარად თქვა და აუღელვებლად დატოვა სახლი?-იკითხა გაკვირვებულმა საბამ -ზუსტად. შანსი არ არის წყობიდან გამოვიდეს. მას შეუძლია ისე გაგასწოროს მიწასთან, რომ ოდნავადაც არ აუწიოს ხმას. -ეს მაშინ დაამუღამა ალბათ, როცა შენ გიძლებდა-გაეცინა-აბა დემეტრეს ერთი სული ქონდა ხელში ჩავეგდე და კარგად ვეცემე-გაეცინათ ორივეს -ხშირას ჩხუბობთ ხოლმე?-კითხა ბაიამ -ხშირას ეს ის სიტყვა არ არის. მე და მას მუდმივად განსხვავებული შეხედულობები გვაქვს, თუმცა საბოლოოს სულ ზავს ვამჯობინებთ. შენ და ლუკა? -არა არასდროს. მე და ლუკა ერთ პლანეტაე ვართ სულ. მხოლოდ ნერვებს ვუშლით ერთმანეთ, მაგალითად მაშინ, როცა გვძინავს. ვერც ერთი ვერ ვიტანთ, როცა გვაღვიძებენ, ამიტომ ამას ჩვენ სასიკეთოდ ვიყენებთ-გაეცინა -ეს სახლი მომწონს. ყველგან თქვენი, ანიკას, სანდროს და თომას ფოტოებია. რატომ? -ეს ჩემი აკვიატებაა. ფოტოები მიყვარს. განა იმიტომ, რომ კარგად გამოვდივარ, თუ შეამჩნევ ნახევარ მათგანში ყველა საფრთხობელებს ვგავართ, იმიტომ მიყვარს, რომ მოგონებებს ინახავს. აი მაგალითად აქ-ადგა და ერთ-ერთ ფოტოსთან დადგა. სელფი იყო წინ თვითონ იყო უკანა ფლანგზე გაცინებული ანიკა, გაოცებული სანდრო და შუშხუნები ხელში ლუკა-აქ სანდროს ერთად ვახარეთ, რომ მამა ხდებოდა, აი აქ-მეორე ფოტოსთან მივიდა-აქ ლუკამ 8მარტის საჩუქრად კესანეების დიდი თაიგული მომართვა, აქ კი ლუკას გუნდმა თამაში მოიგო და მაგას ავღნიშნავთ... -ლუკას გუნდმა? -ჰო კალაბურთის პროფესიონალი მოთამაშეა, სწავლასთან ერთად ვარჯიშობს -ლუკა რაზე სწავლობს -სამედიცინო, ნეიროქირურგობა სურს... *** -ანუ კალათბურთს თამაშობ?-კითხა გაოცებულმა ნიცამ ლუკას -ეგ დიდი ხნის წინ იყო-მშრალად უპასუხა -არასდროს მიკითხავს, მაგრამ მაინტერესებს რა პროფესიის ხარ? ანუ ექიმი? -იცით მიკვირს, რომ ამ ქალაქში ცხოვრობთ და არ იცით ლუკა დევდარიანი, საქართველოში საუკეთესო ნეიოროქირურგი-გაეცინა ბიჭს -ამ... ვიცოდი, რომ სადღაც ერთი წლის წინ ჩამოვიდა საქათველოში ახალგაზრდა ექიმი...თუმცა თქვენ...ანუ საზღვარგარეთ იყავით? -ლიკა გზაში ვნახე, როცა ჩვენთან მიდიოდა-ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა *** კარზე კაკუნმა გააწყვეტინა და-ძმას საუბარი -ლიკა იქნება, მზად ხარ?-კითხა და კარისკენ მაშინ დაიძრა, როცა თანხმობა მიიღო -დედა, მოდი-უთხრა და მოეხვია. სახლში შემოსული ქალი გაქვავდა და შორიდან უყურებდა შვილს, რომელიც მკვდარი ეგონა. ცრემლებმა, თავისთვის გადმოკვეთეს ჯებირები და ქალის ღაწვებს მარტში მოსული წვიმასავით დაეფინნენ -დედა გაიცანი საბა-სიჩუმე ბაიამ გაფანტა-საბა ეს ლიკაა-ქალი წაბორძიკდა და გონება დაკარგა. უცებ წამოდგა საბა და ორივე ქალთან ჩაიმუხლა -დედა, დედა -ბაია ნიშადური მოიტანე-უთხრა ბიჭმა. უცებ წამოვარდა და მალევე ნიშადურით ხელში დაბრუნდა. გონს მოვიდა თუ არა, ქალმა ტირილი დაიწყო -მაპატიე გთხოვ...მე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი იყავი. ამას სულ ვიმეორებდი, თუმცა მე ბავშვის ცხედარი ვნახე და სხვა გზა არ იყო დავიჯერე. არ უნდა დამეჯერებინაა, უნდა მეგრძნო და მებრძოლა, მე ხომ დედა ვარ...ღმერთო რატომ ვერ ვიგრძენი-ტიროდა ქალი. საბა ერთხანს გაშეშებული იყო, თუმცა შემდეგ მოღალატე ცრემლი გამოჩნდა და გამოაფხიზლა. ატირებულ ქალს უსიტყვოდ ჩაეკრა. გიგძვნიათ თავი ისე, თითქოს დაკარგული ხარ? თითქოს არ იცი ვინ ხარ და საერთოდ არ იცი სად ხარ. ამას გრძნობდა საბა მანამ სანამ იმ სურნელს შეიგრძნობდა, რომელმაც სახლში აგრძნობინა თავი, სურნელმა, რომელმაც აგრძნობინა, რომ შეეძლო ყოფილიყო დედის კალთას ამოფარებული მტირალა ბავშვი. ეს გავდა ღრუბელს მიღმა, იმედის ნაწერწკალს, რომელსაც გამობრწყინებული სხივი აჩენს. ბაია ერთ ხანს გაბრწყინებული თვალებით უყურებდა შემდეგ კი თვითონაც მათ მოეხვია. -როგორც ჩანს "ჰეფი ენდს" მოვუსწარი-გაიკრიჭა კარში ახალშემოსული ლუკა-კარგით რა ჯერ ერთი დღე არაა რაც აქ ცხოვრობს და უკვე ვეჭვიანობ-"გაიბუტა" ბიჭი -დამაცადე მოვალ შენთან და შეგიღებავ მაგ თმებს-გაუცინა ლიკამ რაზეც ლუკამ შეუბღვირა ხოლო ბაიამ სიცილი ატეხა -რას იზავ?-გაუკვირდა საბას -რას, და პატარაობაში ბაიამ თმის ლურჯი საღებავი იპოვა სახლში, მაშინ ვერ მიხვდა რა იყო ამიტომ გადაწყვიტა ლუკაზე გამოეცადა. მისი შამპუნი აიღო და შიგნით ჩაასხა. მეორწ დილით მთელ სახლში დარბოდნენ გიჟებივით, ძლივს გადაურჩა მაშინ-იცონოდა სამივე ხოლო ლუკა ისევ იბღვირებოდა -ზუსტას 6თვე ვიზდიდი თმას, რადგან ის ვარცხნნილობა მქონოდა რაც მინდოდა, მაგის გამო კიდე თმის გადაპარსვა მომიწია-ამოიბურდღუნა *** ოთახის სიმყუდროვე ქალის კისკისმა დაარღვია. ლუკამ გაოცებულმა გახედა ქალს, რომელიც იმ წუთში საოცრად ლამაზი იყო მისთვის -ქალბატონო ფსიქოლოგო რატომ მგონია, რომ მე დამცინით?-კითხა მკაცრი ხმით, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა -არა...რას ბრძანებთ, უბრალოდ თქვენს თავზე შავის ნაცვლად ლურჯი თმა ოდნავ...-ამოიბლუყუნა ქალმა -თომას ბაია ცუდათ ახსოვს-თქვა უცებ-მაშინ ძალიან პატარა იყო და ვერ შეძლო დამახსოვრება. ანიკა და სანდრო ყოველთვის უყვებიან მასზე და წუხს იმის გამო, რომ არ იცნობს -ლუკა დემეტრეზე მომიყევუ ი, ხშირად მოდიოდა? -რა თქმა უნდა, საბა მისი ძმა იყო წლების განმავლობაში და თან მიზეზი ჰქონდა ბაია ენახა *** -დღეს დემეტრე და ილია აპირებენ მოსვლას და რამე პრობლემა ხო არ იქნება?-იკითხა საბამ -არანაირი ეს შენი სახლიცაა ამიტომ არ უნდა გვეკითხებოდე-თქვა ლუკამ -როდის მოვლენ რამეს გავაკეთებ-კითხა ბაიამ -დაახლოებით 1საათში. ოჯახი ერთად აკეთებდა რაღაცეებს და თან მაიმუნობდნენ. თავიდან ბოლომდე ქვებით დაფარული ლუკა და ბაია მთელ სახლში დარბოდნენ და დრო ისე გაეპარათ ვერ მიხვდნენ. ვერც ზარი გაიგეს კარებზე და საბას მოუწია გაღება. ის ის იყო ლუკამ ბაია დაიკავა და ბეჭზე გადაიგდო, სახლში დემეტრე და უცნობი ბიჭი შემოვიდნენ -ლუკუნაა დაგახჩობბ დამსვიი...საბუუ მიშველე-კიოდა გოგო. -გაჩუმდი გოგო სტუმრები გვყავს-დაუცაცხანა ლუკამ და ძირს ჩამოსვა. საბა და უცნობი ბიჭი იცინოდნენ დემეტრე წარბშეკული იხედებოდა -ამან აქაც არ დააკაკუნა?-იკითხა წარბაწევით ბაიამ -არა ამჯერად დააკაკუნა, თუმცა თქვენ ვერ გაიგეთ-აუხსნა სიცილით საბამ -უჰჰ კიდევ კარგი-გაიკრიჭა-გამარჯობა მე ბაია ვარ-გაუცინა ბიჭს -სასიამოვნოა მე ილია ვარ საბუკას ძმაკაცი-არც მან დააკლო ცანცარი -ლუკა-ბიჭებმა ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი -გადით ახლა გამოიცვალეთ-შეახსენა მდგომარეობა საბამ -აა უი ხო...დაგასწარი აბაზანაში პირველი მე შევდივარ-მოაძახა ლუკას და ოთახიდან გავარდა -აბა რა ეგ დასწრებაზეა-მანაც დაიძახა და უკან გაეკიდა -ესენი სულ ასე არიან?-იკითხა თვალებისტრიალით დემეტრემ -ძაან მაგარი ტიპები არიან-გაეცინა ილოს -ლიკა გავიცანი-თქვა საბამ -ლიკა?... -დედა. მან არაფერი იცოდა, უთხრეს, რომ მოვკვდი და საბუთად გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ანახეს-აუხსნა ბიჭებს -მეორე ბიჭის მამა ადამიანურად მოიქცა, იმ კაცზე ვერაფერს ვიტყვი...-თქვა დემეტრემ -ლუკა იყო მეორე -რა? -ხო მეორე ბიჭი, ვინც ჩემთან ერთად დაიბადა ლუკა იყო. ის მამას აღარ ელაპარაკება და აქვს მისი მიზეზებიც -ანუ ლუკა და ბარბარე ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს? -ვინო?-გაუკვირდა ილიას -არ გაიგოს ბარბარეთი, რომ მოიხსენიე, თორემ აქედან გისვრის-გაეცინა საბას -რაო? ვინმემ სახელი ბარბარე ახსენა?-გამოვიდა დაწვრილებული თვალებით ბაია უკან კი მოცინარი ლუკა მოჰყვებოდა -როგორ გეკადრება დაიკო ვინ გაკადრებდა-თქვა უცებ საბამ-ლუკა მიშველე -კარგი ბაიჩკა მიდი შენ ყავა გააკეტე ჩემო სიცოცხლე არ გინდა შენივე გადარჩენილი კაცის მოკვლა-გაუცინა ბიჭმა -გადამირჩი-თითი დაუქნია ბიჭს და სამზარეულოში გაქრა. დემეტრეს ტელეფონმა დარეკა და ბოდიშის მოხდით ოთახი დატოვა, შემდეგ ტელეფონი დააიგნორა უკან დააბრუნა და სამზარეულოში მოღიღინე გოგოს შეაკითხა -ბარბარეე-გაუცინა იმ წამს გაბრაზებული სახით მობრუნებულ გოგოს -ბაია მქვია ხისთავიანო მე ბაიაა-შეუბღვირა -საბუთები სხვა რაღაცას ამბობენ-ისევ გაიცინა და გოგოსკენ დაიძრა, რომელიც ნელ-ნელა კედელს აეკრა -ამ...მალე შევცვლი მაგასაც-ბლუყუნი დაიწყო, რადგან ბიჭი უკვე მის წინ, ზედმეტად ახლოს იდგა -ჰო?-კითხა და თავი ნელ-ნელა დახარა. ყელზე მიაფქვია ცხელი სუნთქვა და ტუჩები გამობერილ არტერაზე მიაკრა. სველი კოცნები დაუტოვა და ლავიწზე უკბინა, რაზეც გოგომ ამოიკვნესა. -ბაიჩკა-ლუკას ხმა გაისმა. დემეტრე უცებ მოიშორა, რის გამოც ბიჭმა ამოიოხრა -ბაი...უი დემეტრე?-გაუკვირდა -წყალი მინდოდა, მადლობა გემრიელი წყალი იყო-ჩაუცინა გაწითლებულ გოგოს და ოთახი დატოვა -ეს რა იყო?-კითხა ლუკამ სიცილით -წარმოდგენა არ მაქვს გეფიცები-ამოიოხრა -წამოდი ეგ ყავა გავიტანოთ და რო წავლენ ყველაფერს მომიყვები *** იმედია მოგეწონებათ✨ შედარებით დიდი თავია თუ დაგაინტერესებთ გავაგრძელებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.