შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი სხვადასხვა თვალი [ თავი 1 ]


5-03-2019, 00:48
ავტორი მარიამი24
ნანახია 2 449

ისევ გათენდა. ჩუმი დილაა, არც ჩიტები ჭიკჭიკებენ და არც ტრანსპორტის ხმა არ ისმის.
თავი ოდნავ წამოვწიე და ახლადგაღვიძებულმა ოთახი ფრთხილად მოვათვალიერე. მაგიდაზე წიგნები, რვეულები, სახატავი ფურცლები და ფოტოები ერთად იყო მიმოფანტული, როგორც ვტოვებხოლმე. ნივთები, ნივთები, ოჰ ეს ჩემი ნივთები... ყოველთვის ქაოსურად რომ არიან მიმოფანტულნი.
ამოვიხვნეშე. ავდექი და მთქნარებით საპირფარეშოსაკენ წავზოზინდი.
ახლა მაგარ ყავას ვსვამ და ჩემს უაზრო ცხოვრებაზე ვფიქრობ... ვფიქრობ და ისევ ის მახსენდება. ის ვინც შემცვალა... მაგრამ ჩემი ცხოვრება ისეთივე უსუსური და უბრალოა, როგორც უწინ. მე ვერ შევძელი შემეცვალა ჩემი ცხოვრება... მაგრამ ეს ბედის საკითხია... ჩვენ კი აქ უძლურნი ვართ. ალბათ, არ მეთანხმებით... რადგან არც კი იცით რაზე ვწერ...
მოგესალმებით, მე ელი მქვია, ეს კი ჩემი მოსაწყენი ცხოვრებაა, სადაც არავინაა ჩემსგარდა. დიახ, თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით ვიტყვი, რომ შეყვარებული ვარ. სასაცილოა, მაგრამ დღეს თქვენი წყალობით პირველად გამოვუტყდი საკუთარ თავს.
არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სიყვარული საშინელებაა, სუსტი გრძნობაა და ბლა ბლა ბლა. პირიქით, სიყვარულზე ძლიერი გრძნობა არ არსებობს ქვეყანაზე. მოდი მსჯელობას თავი დავანებოთ და მთავარზე გადავიდეთ- დილანი. დილან სტიუარტი არის ის ადამიანი, რომელმაც გონება დამიბინდა.
როგორ ხვდებით, რომ შეგიყვარდათ? იცით მე რა უცნაურად მივხვდი? ამას "განტოლების ამოხსნა" დავარქვი, ეს ხომ პატარა თავსატეხია ზოგჯერ... ასე გავიტანე დასკვნა, რომ შემიყვარდა.
გაჩნდა შეკითხვა, თუ რატომ არ შეცვალა ამან ჩემი ცხოვრებაც ჩემთან ერთად?! ჩემო მკითხველნო, დამიჯერეთ ამაზე დიდხანს არც მიფიქრია. პასუხი ნათელია- მას არ ვუყვარვარ. უფს! მგონი ეს არ უნდა დამეწერა... შეცდომებს ვინღა დაეძებს... მან ჯერ გონება ამიფორიაქა, მერე ჩემი ცხოვრება არია გაზაფხულის ამინდებივით.
გიყვარს დრამა? უჰ, ჩემი ცხოვრებაც ამის დასაწყისია, ამიტომ კარგად მოკალათდით წიგნით ხელში.
- ჰეი ელ, როგორ ხარ? დღეს სახელოსნოში გამოგივლი თუ გინდა...
- არა
- რატომ?
- არა
გავუმეორე აუღელვებლად და პიტი თავჩაღუნული გამეცალა. არ შეგეცოდოთ მექალთანეა, დარწმუნებული ვარ უკეთეს იპოვის და ხვალ მადლობას გადამიხდის უარით რომ გავისტუმრე.
კლასში შევედი და სუნთქვაშეკავებული დავეშვი სკამზე... არა,უკაცრავად, წესით სკამზე უნდა მომხვდარიყო ჩემი საჯდომი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ძირს დავენარცხე.
- რა სასაცილოა არა თქვენ "ლუზერებო"?
- მოდი, წამოდექი
ხელი გამომიწოდეს. მეკიდე ხელიდან სახეზე გადავიტანე ყურადღება, რადგან ამ ხმამ სმენა დამიხშო. ის იყო.
- სტიუარტ მოშორდი მანდედან!
- საძაგელი გოგოა გუშინ ფოტოაპარატი არ მათხოვა, იმსახურებდა.
- ნამდვილად არ ვიცი რას იმსახურებ და რას არა, მაგრამ ვფიქრობ უბდა ადგე.
უმწეოდ მომეჩვენა საკუთარი თავი. ძალიან შემრცხვა და მის გამოწოდებულ ხელს, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერში ლივლივებდა ისე ჩავეჭიდე, თითქოს ორმოში ჩავარდნილი ამოვყავდი.
- მე...
ჩავიბურდღუნე
- არაფერია
- ჰო? ეს ნამდვილად არ იყო კარგი
- ვიცი... ხომ კარგად ხარ? მისმინე, არ არის სავალდებულო...
- ვიცი... არავინ არავის არაფერს არ ეტყვის. მე კარგად ვარ...
- ყოჩაღ.
გაეღიმა, მაგრამ რომ მოვიხედე დავინახე, რომ მის გოგოს უღიმოდა. ადგილს მოვშორდი. რა თქმა უნდა ჩემს ადგილას არავის ესიამოვნებოდა მათი ყურება, როცა ერთამანეთს კოცნიდნენ და ეფერებოდნენ ხელმიუვალ ადგილებზე.
ჰო... ვიცი, გაგიკვირდებათ ასეთი იდიოტი რატომ შემიყვარდა... მაგრამ ამის ამოხსნაში არც განტოლება დამეხმარა და არც სხვა რამ...
დავიღალე. უკვე მე-4 გაკვეთილია და საშინლად მერევა გული. დილანი ზის და ტელეფონით იმ ქერას წერს. უკან მივიხედე და დავინახე ქერა კენდალი და "სკოლის საუკეთესო ბიჭი" ბრენდონი ქაღალდით წერილებს რომ უგზავნიდნენ ერთმანეთს. გამიკვირდა. ისევ დილანისაკენ გავაცეცე თვალი, რომელიც ისევ აგზავნიდა შეტყობინებებს.
მერე ზარი გამოვიდა და შვებისგან პირჯვარი გადავიწერე.
- ჯანდაბა რაიან! მეგონა ათეისტი იყავი.
ბიჭებს გაეცინათ, მე კი საყვარელ ჰობს მივმართე - "დავაიგნორე", როგორც ისინი ამბობენ, ჩემი თქმით კი - "დავიკიდე საყვარელ ადგილებზე".
გარეთ გავედი და ფეხის ნაკადს მივყევი, ბოლოს გავჩერდი და უკან ვბრუნდებოდი, როცა ყვირილის ხმამ აზრი წამში შემიცვალა. ხმას მივყევი და გასარემონტებელ ოთახთან სვლა შევანელე.
- დილან, საყვარელო, ნუ აზვიადებ.
- ჰა? ვაზვიადაბ არა? მე ვაზვიადებ... აქ ამ ტიპთან ერთად რას აკეთებმეთქი?!
- ჰეი ნუ უყვირი რაა!
- შენ მერე რა? შენ უნდა გკითხო ნებართვა? ნუ ერევიმეთქი შე...
დარტყმის ხმა, მიჯახება, ფხაკუნი, ყვირილი. ყველაფრის ხმა ისმოდა, ისე რომ ვერ გავიგე რა ხდებოდა შიგნით, ან კენდალი რას აკეთებდა. ბოლოს შესვლა გადავწყვიტე, მაგრამ გამაყრუებელმა კივილმა ფეხი ჰაერში გამიშეშა. ხმაურზე ყველა აქეთ გამოიქცა, მე კი დამალვით ვუშველე თავს. ოთახიდან საშინელი ხმაური და შეძახილები გამოდიოდა.
- 9 1 1 ზე დარეკეთ!
- ჯანდაბა, ხომ არ მომკვდარა?
- კარგად ხართ, მის ბრუკლინ?
- სწრაფად მოაშორეთ აქაურობას
- მე... ეს მე არ...
-ჯობია დადუმდე სტიუარტ... არ ვიცი რა გითხრა... შენს გერლფრენდს ხელი მოკიდე და სასწრაფოდ დატოვე ქალაქი... მერე გვიან იქნება.
- კი მაგრამ, თქვენ... ეს... როგორ...? მისტერ როჩესტ...
- რაც გითხარი გაითვალისწინე დილან, შენთვის ასე აჯობებს. ვიცი, არ მაქვს ამის გაკეთების უფლება, ხელის დაფარების...
- არც მოგიწევთ, რაც ჩემი გასაკეთებელია სხვა ვერ გააკეთებს, პასუხი უნდა ვაგო. მომისაჯონ რამდენიც უნდათ, მე მოვიხდი.
- ვიცი, მაგრამ როგორც ჩემს მოსწავლეს გირჩევ, რომ თავი გადაირჩინო. ჩემზე კარგად არავის ეცოდინება, რომ ეს განგებ არ გაგიკეთებია, დილან. შენი მჯერა. ამის გამკეთებელი არა იყავი შენ, ამას მაშინ მივხვდი ნოლანის მაგივრად შენ რომ იდექი თავჩაქინდრული დირექტორის კაბინეტში.
- თქვენ რა თავს ჩემს გამო საფრთხეში იგდებთ? ჩემი განართლება შეუძლებელია მისტერ როჩესტ...
- როგორც გამოცდილი კაცი ისე გირჩევდი დილან... გააკეთე ეს თუარადა მთელი შენი სიცოცხლე ინანებ ამ წლების ციხეში გატარებას.
ვუყურებდი როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს და მერე უცებ თვალს მოეფარნენ.
კედელს ხელებს ვუჭერდი. ვცდილობდი რაღაცას მოვჭიდებოდი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და ... სიცივე ვიგრძენი, ტკივილთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent