შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 7)


5-03-2019, 10:26
ავტორი naattii
ნანახია 1 842

-მგონი დროა აქედან მივდიოდეთ_ჯაბას დაძაბულ ხმაზე ანდრიამ ძლივს მოაშორა თვალი ნანოს სახეს და ფანჯარას გახედა. გზაზე გიჟებივით მოქროდა მანქანების კოლონა.
-ნენე?_გულწასულ გოგოს დახედა ყიფიანმა
-ხელში აიყვანე იდიოტო_ყიფშიძემ იარაღი გადატენა და კიბეებს დაუყვნენ, დაჩისაც მიაწოდა ახალი მჭიდი და მაინც მოემზადნენ საბრძოლველად.
-ჯანდაბა, ჩვენი მანქანა პირდაპირ მათ მხარესაა_ბალახებში ჩაიმალა რვავე და ერთმანეთს გადახედეს.
-სამაგიეროდ ჩვენია აქეთ მხარეს_თვალი ჩაუკრა ნანომ ქმარს და თვალით ხეებისკენ ანიშნა.
-თავი არ აწიოთ უკვე აქ არიან_ჩუმად დაიჩურჩულა ანდრიამ და წელში მოხრილები გაიქცნენ მითითებული ადგილისკენ.
-ახლა ქალაქისკენ არ შეიძლება, მაღლაკისკენ წადი და მეორე გზით მოაბრუნე._უკან მოიხედა დაჩიმ და თან მობილურზე სწრაფად აკრიბა ნომერი: -ლილია, ბავშვები მარტო არ გაუშვა დღეს და სკოლის ეზოში დაელოდე. -კარგი ძვირფასო.
-აი საღოლ შენ ცოლს რაა_ნენე რომ არ გამოეფხიზლებინა ჩუმად ჩაიჩურჩულა ყიფიანმა.
-ერთად იმდენი გამოვიარეთ ახსნის გარეშეც ხვდება ყველაფერს_თბილად გაეღიმა დაჩის ცოლის გახსენებაზე.
-ჩვენ სახლში დაგვტოვეთ და საღამოს შევიკრიბოთ, ამდენი ღამის თევის შემდეგ დასვენება ყველას გვჭირდება._ნათიას მხარზე ჩამოაყრდნო თავი ჯაბამ
-ნენეს სახლში ვერ წავიყვან_კარგად ნაცემ გოგოს დახედა ყიფიანმა ნაღვლიანად.
-ჩვენთან წავიყვანოთ_საჭესთან მჯდომმა გადმოხედა ნანომ და ანდრიას ჩაცინება არ შიმჩნია, მიუხვდა ქმარი, ამითი მასთან საუბარიც აირიდა, ჩხუბიც და მარტო დარჩენის შესაძლებლობაც, თუმცა არაფერი უთქვამს.

-მოდი, მეორე საძინებელს მოვუმზადებ ბავშვებს სადაც ვტოვებდით, მაინც თავისუფალია_ოთახისკენ წავიდა ნანო და არც ამჯერად შეიმჩნია როგორ გააყოლა ქმარმა თვალი.
-ახლა რა მოხდება?_ანდრიას გამოხედა დავითმა.
-ახლა როგორმე უნდა გავარკვიოთ ვინ გამოგვრჩა ორი წლის წინ, თან ისე გამოგვრჩა, რომ კვალიც კი არსად დატოვა. ჯერჯერობით ერთადერთი იმედი ნენეა, იქნებ რამე გაიგონა, ან ვინმე იყო მისული, ის ხომ უნდა მოეკლათ და არ მოერიდებოდნენ_სასმელი მოსვა ანდრიამ და დივანზე მიესვენა.
მათი საუბარი განწირულმა კივილმა შეწყვიტა და ყიფიანი წამში შეიჭრა ნენეს ოთახში, გოგო ლოინზე ბორგავდა და მოთქმით ტიროდა. აშკარა იყო კოშმარები აწუხებდა. მაშინვე ნანო გაახსენდა ანდრიას და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-აქ ვარ ნენე, ნუ ტირი, ჩშშ, გთხოვ დამშვიდდი_მთელი ძალით ეხვეოდა გოგოს და მის დაკავებას ცდილობდა.
-მეგონა კვლავ დამესიზმრა, რომ გადამარჩინე_ძლივს ამოთქვა აცახცახებულმა.
-არა ჩემო პატარა, ნამდვილად აქ ვარ.
ღიმილით გამოიხურა კარი ანდრიამ და ისევ დივანს დაუბრუნდა. მალევე იგრძნო გვერდით ნანოს ჩამოჯდომა და მთელი ძალით ეცადა არ მოხვეოდა.
-ვისაუბროთ?_მორიდებით დაიწყო გოგომ.
-მაგალითად?_ჯიუტად არ ახელდა თვალებს გენერალი
-მაგალითად იმაზე, რომ იდიოტი ვარ და კინაღამ დაგკარგე.
-და რატომ მკარგავდი?
-არ ვიცი ანდრია, მუხლმა ისე იმოქმედა, თავი ინვალიდი მეგონა, ისეთი ადამიანი, რომელიც ვერავის ვერაფერში გამოადგება.
-მაგრამ, მე არ გხედავდი მასეთს, მე მჭირდებოდი და საერთოდ არ მაინტერესებდა კოჭლობით ივლიდი თუ არა. მე ისეთი მიყვარდი როგორიც იყავი.
-ვიცი და ამიტომაც ვარ იდიოტი, ომმა ცოტა გამომაფხიზლა, ისევ ვიგრძენი, რომ რამის გაკეთება შემეძლო და ცოცხალი ვიყავი, თავს საჭიროდ ვგრძნობდი, გესმის?
-ესეიგი მე ვერ გაგრძნობინე თავი საკმარისად ბედნიერად_ამოიხვნეშა ანდრიამ.
-ღმერთო არა, შენ ერთადერთი ბედნიერება ხარ ჩემ ცხოვრებაში და გოგოების სიტყვებმა სილის გაწნასავით გამომაფხიზლეს, ძლივს დამაფიქრეს, რომ უშენოდ არც ომი მინდა და არც მშვიდობა.
-დიდი ხანი ფიქრობდი მაგაზე?_მაშინვე მოხვია ცოლს ხელები და მთელი ძალით მიიხუტა.
-მაპატიე კარგი?_ტირილის ნოტებმა გაიჟღერა ნანოს ხმაში და თვითონაც მთელი ძალით მოხვია ხელები საყვარელ სხეულს.

-დამშვიდდა?_ოთახიდან გამოსულ სახეწაშლილ ყიფიანს გახედა ანდრიამ.
-თუ ამას დამშვიდება ქვია_მთელი ძალით ჩაებერტყა დივანში დავითი.
-მესმის, ნანო უარესად იყო, ექიმს უკვე ველაპარაკე, ერთ საათში მოვა.
-მადლობა ანდრია, იცმევს და მალე გამოვა მომწყინდა წოლაო.
-წოლა კიარ მომწყინდა, შენგან განსხვავებით მე სირცხვილის გრძნობა მაქვს_ღიმილით ჩამოხედა უკნიდან მოახლოებულმა გოგომ ყიფიანს და ბეჭზე დაადო ხელი. გამხდარი, პატარა და სიფრიფანა, უბრალო გოგო იყო ნენე, წაბლისფერი გრძელი თმითა და ნაცრისფერი თვალებით.
-ექიმი რომ მოვა, მერე ჩემთან წავიდეთ და აღარ მოგერიდება.
-შენთან რა მინდა_მაშინვე დაეტყო გოგოს ფერმკრთალ სახეზე აწითლებული ღაწვები.
-ნუ მოგერიდება, კარგი? ჩვენ პირიქით გვიხარია შენი გაცნობა, თან პირველად არ ვართ ამ სიტუაციაში_ღიმილით აუხსნა ნანომ და სააბაზანოსკენ უბიძგა ხელით. -წამო, ტანსაცმელს მოგცემ.
-მადლობა_კიდევ ერთხელ გაწითლდა გოგო და მორიდებით გაყვა მასპინძელს უკვე.


-ანდრია სახლშია?_კარების გაღებისთანავე შემოვარდა აღელვებული გაბრიელი.
-აქ ვარ, რა ხდება?
-ცუდი ამბავი მაქვს, ჩვენ ქოხს მიაგნეს.

-ბიჭები აქ არიან?_ამჯერად დაჩის ხმა გაისმა შემოსასვლელიდან.
-კი დაჩი, შემოდი.
-ე, მოსვლა მე დაგასწარი_წინ გადაუდგა გაბრიელი
-პატარა ბავშვივით ნუ თამაშობ_ამოიხვნეშა ანდრიამ. -და გამაგებინე რას ნიშნავს ჩვენ ქოხს მიაგნეს.
-დღეს საჭმელი წავუღე და .....
-ყველა ყელგამოჭრილია_არ აცადა დაბოლოება დაჩიმ.
-და რომ კითხო უფროსი გამომძიებელია_უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა გაბრიელმა და რომ არა შექმნილი სიტუაცია ნამდვილად გაეცინებოდა ანდრიას.
-როგორ მიაგნეს?
-არ ვიცი, თანაც ვინც ნენეს ადგილსამყოფელი გვითხრა იმას ენა ამოაჭრეს, ხელში ეკავა რომ მივედი_ხმას დაუწია დაჩიმ.
-ჯანდაბა_თავი მოიქექა ყიფიანმა და ფანჯარას წამით მოაშორა თვალი.
-ანუ ყველაფერი გაიგეს_ოთახში სიარული დაიწყო ანდრიამ და ფიქრების კორიანტელის დალაგება ზარის ხმამ შეაწყვეტინა. მობილური მთელი ხმით აგებინებდა შემომავალი ზარის არსებობას.
-გისმენთ_გაკვირვებულმა უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-...............
-დიახ, რა თქმა უნდა, როდის?
-.............
-გასაგებია_მაშინვე გათიშა და დაბნეულმა მოავლო თვალი ბიჭებს. -გვენეტაძე მიბარებს.
-ოჰოო, ვითომ რატომ?_დივანზე წამოიწია ყიფშიძე.
-არ ვიცი, ქუთაისშია და თქვენთან შეხვედრა უნდაო_მხრები აიჩეჩა ანდრიამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-გთხოვთ მითხარით რომ მაგ ვიღაც გვენეტაძეს გიორგი არ ქვია_ნენეს აკანკალებული ხმა გაისმა ოთახში.
-ნამდვილად ნენე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, ჩათვალე მინისტრიც ისაა_მხრები აიჩეჩა ანდრიამ.
-მშვენივრად ვიცი ვინცაა, სწორედ მან გამიტაცა_ცრემლი ჩმოუგორდა გოგოს სახეზე.
-ნენე, დარწმუნებული ხარ?_ფანჯარას მოშორდა ყიფიანი და გოგოს მიუახლოვდა.
-რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ტელეფონით გავიგონე საუბრის ხმა, დაცვაც ახსენებდა რა ენაღვლეა გვენეტაძეს კაბინეტში ზის თბილად ჩვენ ვიკითხოთ აქ რომ ვყრივართო, ეგონათ გათიშულივიყავი_უკვე ცრემლების წმენდას ვეღარ ასწრებდა გოგო.
-ესეც თქვენი დიდი „შიშკა“_დაძაბულმა ჩამოისვა დაჩიმ სახეზე ხელები და დივანში ჩაჯდა.



№1  offline წევრი ლილილი

ესე ადვილად ჩაწყნარდა ანდრია?ანდრია და ნანო?რაღაც დააკლდა,ასე ადვილად არ მოველოდი რატომღაც.

 


№2  offline მოდერი naattii

L.eli13
ესე ადვილად ჩაწყნარდა ანდრია?ანდრია და ნანო?რაღაც დააკლდა,ასე ადვილად არ მოველოდი რატომღაც.

ჰმმმ ჩემს ინტრიგულ შესაძლებლობებში ნუ გეპარება ეჭვი :D :D

 


ნანოს გამოფხიზლება მომეწონა, მაგრამ ასე ადვილად შერიგება? ცოტა ანდრიმაც გააწვალოს :) არა რა ყოჩაღი ბიჭები მყავს მე ❤ ნუ ლილე ხო საერთოდ❤
ნენე შემეცოდა რა დღეში ჩააგდეს. ქოხში მოკლული ბიჭებიც კი შემეცოდა, რა სასტიკები არია :(
რა უნდა გიორგის, რატომ დაიბარა ანდრეა? იმედია ცუდი არაფერი შეემთხვევა. შესაძლოა საქმეში მონაწილეობაც კი შესთავაზოს და უარს რომ მიიღებს რამე შარს არ გადაყაროს მერე ბიჭები.

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნანოს გამოფხიზლება მომეწონა, მაგრამ ასე ადვილად შერიგება? ცოტა ანდრიმაც გააწვალოს :) არა რა ყოჩაღი ბიჭები მყავს მე ❤ ნუ ლილე ხო საერთოდ❤
ნენე შემეცოდა რა დღეში ჩააგდეს. ქოხში მოკლული ბიჭებიც კი შემეცოდა, რა სასტიკები არია :(
რა უნდა გიორგის, რატომ დაიბარა ანდრეა? იმედია ცუდი არაფერი შეემთხვევა. შესაძლოა საქმეში მონაწილეობაც კი შესთავაზოს და უარს რომ მიიღებს რამე შარს არ გადაყაროს მერე ბიჭები.

ნუ როგორ არ მინდა სპოილერები ვწერო :D ნუთუ ასე იოლად შევარიგებდი :D

 


naattii
რუსკიმარუსია
ნანოს გამოფხიზლება მომეწონა, მაგრამ ასე ადვილად შერიგება? ცოტა ანდრიმაც გააწვალოს :) არა რა ყოჩაღი ბიჭები მყავს მე ❤ ნუ ლილე ხო საერთოდ❤
ნენე შემეცოდა რა დღეში ჩააგდეს. ქოხში მოკლული ბიჭებიც კი შემეცოდა, რა სასტიკები არია :(
რა უნდა გიორგის, რატომ დაიბარა ანდრეა? იმედია ცუდი არაფერი შეემთხვევა. შესაძლოა საქმეში მონაწილეობაც კი შესთავაზოს და უარს რომ მიიღებს რამე შარს არ გადაყაროს მერე ბიჭები.

ნუ როგორ არ მინდა სპოილერები ვწერო :D ნუთუ ასე იოლად შევარიგებდი :D

რატომ ხარ ინტრიგანი? :D დაველოდები მაშინ ახალ, მსუყე თავს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent