ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 10)
მანქანაში ვიჯექი და ერთიანად ვკანკალებდი,არა,სიცივისგან კიარა,შიშისგან.არავინ იცის რომელ წამს დავობლდებით . ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი ,მხოლოდ ჩემი ფიქრები მესმოდა. -ჰეი...ეს მოიცვი და დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა კარგი?? დენიმ ჟაკეტი გაიხადა და მხრებზე მომაცვა,მისი თბილი თითები ჩემს გაყინულ ჩხირებს შემოაჭდო და გათბობას ცდილობდა. -ძალიან ცივი ხარ.არაუშავს მალე გათბები.-ახლა ბლუს მიუბრუნდა-ბლუ,შეგიძლია გამათბობელი ჩართო? -ა??აა ხოო ახლავე-ეტყობა ფიქრებში იყო გართული,რადგან რომ გამოერკვა ღილაკს აკანკალებული თითებით და დაბნეული ეძებდა-ჩავრთე,არ ინერვიულო ფერია კარგი??-სარკიდან გამომხედა-ყველაფერს გავარკვევთ და წარსულს ჩაბარდება,ისე როგორც ყველა დანარჩენი ცუდი მომენტები და მოგონებები.-ასეთი ანერვიულებული ბლუ არასდროს მინახავს,უფროსწორედ ანერვიულებული საერთოდ არ მინახავს,ეს მისთვის დამახასიათებელი თვისება არ არის,თავი ყოველთვის ხელში უჭირავს. -გესმის?ყველაფერი გაირკვევა მია-დენიმ მხრებზე ხელი მომხვია და მათბობდა.მე მხარზე თავი ჩამოვადე და დამშვიდებას ვცდილობდი. -მადლობა დენი. მან კი უბრალოდ ჩვეული თბილი ღიმილით გამიღიმა და ეს მითხრა. -სამადლობელო არაფერია ჭრელთვალება. მეც გავუღიმე და გავიგე ჩემს გვერდით სკაის მძიმე ამოსუნთქვის ხმა.უცნაურია,მაგრამ ამან ერთგვარი სიამოვნება მომგვარა.თვალები დავხუჭე და ვცდილობდი მომხდარზე ნაკლები მეფიქრა,ცოტა ხანში ტელეფონის ბზუილი გავიგე გავხსენი.დაფარული ნომერი იყო,ფაილი გამომიგზავნეს, დამაინტერესა და გახსნას დავაჭირე:საწყობის მაგვარი ადგილი სადაც სკამზე ვიღაც ზის და შავი ნაჭერი აქვს გადაფარებული,ისეთ ხმას გამოსცემს თითქოს იგუდება,შემდეგ ვიღაც ამ ნაჭერს აძრობს და...მეც ცრემლები მომდის.დედა და მამა სკამის ზურგით ერთმანეთზე არიან მიბმულები,პირზე რაღაც ნაჭერი შემოხვეული.კადრში კამერის წინ იარაღი ჩნდება,ჯერ დედას უმიზნებს შემდეგ მამას,მერე ისევ დედაზე გადადის და გაისმა საზარელი,თავზარდამცემი ხმა. ბახ!!!!! ექოსავეთ გავრცელდა საწყობში და მას მოყვა ჩემი განწირული ხმა. -არაააააააა!!!!!!!!!!!!! ჩემი ხმა მანქანას აზანზარებდა. -არააააა!!!!!!!!!!დედაააა!!!!!!! ცხარე ცრემლებმა მთელი სახე დამისველეს,ტელეფონის ეკრანზე წვეთები დაეტყო,მათ ტემპერატურას ღაწვებზე ვგრძნობ.გული ორად გამეხლიჩა.ვუყურებ დედაჩემის საფეთქელზე წითელ ლაქას და მის ჩაქინდრულ თავს.მამას ყელზე ძარღვები დასჭიმვოდა,სახე აწითლებოდა და ცდილობდა ბოლო ხმაზე ეღრიალა,მაგრამ მალე ისიც დედას გზას გაუყვა და ისიც წამართვეს. -არა არა არა არა-ახლა მამას მიაბჯინეს იარაღი და მისი ხორციც დაცარიელდა,მასაც წაართვეს სული-არაააააა!!!!!!!!მმ..მამააა!!!!!!! მოვთქვამდი მთელი გულით და მთელი სხეულით , ვსლუკუნებდი,ვერ ვსუნთქავდი, ცრემლად ვიღვრებოდი,მაგრამ მანქანაში ჩემს გარდა არავისი ხმა არ ისმოდა.ჰანტერი,ბლუ,სკაი და დენიელი ოთხივე ჩუმად იჯდა და გზას უყურებდა. -რადაგემართათ!!!!!ხმა ამოიღეთთთ!!!ჩუმად რატომ ხართთ!!!!!!ახლახანს მშობლები დავკარგეთ და ეს თქვენი ბრალია!!!!არ უნდა წამოგეყვანეთ!!!ხომ გაფრთხილებდით!!!!-ჰანტერს მხრებში ჩავაფრინდი და შევანჯღრიე-შენ მაინც ამოიღე ხმა!!!!-და ამ დროს შევამჩნიე რომ მანქანა მთელი სისწრაფით ჩიხისკენ მიდოდა და არავინ ყურადღებას არაქცევდა-ბლუ წინ ჩიხია!!!!ბლუუუუ!!!!!-ვანჯღრევდი მაგრამ რეაქციაც კი არ ჰქონდა ბოლოჯერ მთელი ხმით დავიყვირე.მანქანა ჩიხში გადავარდა,გამოჩნდა კლდეები,რომლებსაც მალე ჩვენი ცხედრები შდუერთდებოდა , საიქიოში წასვლამდე დარჩა 3...2...1... და უცებ მესმის ნაცნობი ხმა. -მიაა!!!! ძალიან მეცნობა მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ არის. -მია გაიღვიძე!!!სიზმარში ხარ მია!!! კოშმარი გესიზმრება!!!რეალობა არ არის!!! ეს ჰანტერია. მის ხმას ამ საშინელებიდან გამოვყავარ. ვგრძნობ მის ხელებს ჩემს მხრებზე რომლებიც მიჭერს და მანჯღრევს. უცებ თვალები გავახილე და მესმის ჩემი კივილის ხმა,როცა გავაანალიზე,რომ სახლში ვარ ერთიანად ამოვისუნთქე და ახლა უბრალოდ ვტრიოდი. მთელი სხეული ოფლში მეწურებოდა,ღრმად ვსუნთქავდი, ოთახში მიმოვიხედე,ეს ჩემი ოთახი არ არის.ეს სკაის ოთახია.ოთახის პატრონი კი კარებში დგას,სახეზე მიტკალივით თეთრი და ტუჩები ლურჯი.ჰანტერი და ბლუ საწოლთან იდგნენ და შეშინებული დამჩერებოდნენ. -კარგად ხარ ფერია?? ცრემლმორეული ბლუ ხმააკანკალებული მეკითხება.ხმას ვერ ვიღებ.ნანახ სიზმარზე ვფიქრობ და ჯერაც ვერ ვერკვევი,ნამდვილად დამესიზმრა თუ არა,ის ისეთი რეალური იყო,რომ ვერაფრით იტყოდი,რომ სიზმარია. -პატარავ ასეთი რა დაგესიზმრა,ძალიან შეგვაშინე. შენს ოთახში შეგვყავდი,დენიელს ხელში ყავდი როცა უცებ ყვირილი დაიწყე,ოთახში რომ შევიხედე ტანსაცმელებით იყო მოფენილი და აქ შემოგიყვანეთ.ათი წუთი გაუჩერებლად კიოდი. -რას...რას ვყვიროდი? -ამმ...დედას და მამას ყვიროდი. მიპასუხა დენიელმა რომელიც სკაის ზურგ უკან იდგა და ხელში რაღაც ეჭირა. სკაიმ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.თვალებში მიყურებს და მზერას არ მაშორებს.გვერდით გადგა და დენიელი შემოუშვა.ჩემთან მოვიდა და შუბლზე ცივი ტილო დამადო , მეორეთი კი დაცვარული ხელების წმენდა დაიწყო.ამ დროს გავიგე ლეიას წიკვინი. -სადარისს???ჩემი მიკი სადარის!!!მაჩვენეთ!!!! კარებში შემოვარდა და დენიელი გზიდან ჩამოიშოშორა. -გამეცალე!-ხელი კრა და ისიც გვერდით გადაგორდა-ჩემი გოგო,ჩემი ლამაზი.აქედან გაეთრიეთ ყველამ!!!მედა მიკი მარტო დაგვტოვეთ. ბლუმ დენიელს გადაუჩურჩულა -სანამ დრო გვაქ წავიდეთ თორემ ძალით გაგვაგდებს. უცებ გაავებულმა გახედა ყველას და ისინიც თავპირისმტვრევით გაცვივცნენ-ეს შენც გეხება სკაი-უთხრა გაქვავებულს რომელიც ჯერ კიდევ ისევ იქ იდგა და მე მომშტერებოდა.თავი ნელა დავუქნიე და ისიც უსიტყვოდ გავიდა,კარებიც მოიკეტა. -იცი რაც უნდა ქნა. რათქმაუნდა მივხვდი,რომ ყველაფრის მოყოლას გულისხმობდა,მეც ავტომატურად გავაღე პირი და ყველაფერი ერთი სულის მოთქმით ამოვთქვი. -მესიჯი გამომიგზავნეს,იქ კი დედას და მამას ვიდეო იყო,სადაც მათ ესროლეს და მოკლეს,შემდეგ ჩვენ ჩიხში გადავვარდით.თურმე სიზმარი ყოფილა,არადა საერთოდ არ გავდა. -იმ კაცმა რა თქვა რა სახელიო? -მგონი ნიკი. -ნიკი...შეუძლებელია.ის ბიჭია. -ვინ ბიჭი,მას იცნობ? -არა არვიცნობ,მაგრამ ნანახი მყავს. -როდის?მე რატომ არ ვიცი? -ამმ...შენ... მივხვდი რომ ეს ავარიის დღეს მოხდა და ვუთხარი. -იცოდი და არ მეუბნებოდი. -რაზე ლაპარაკობ? -იცოდი რომ ავარიაში მოვყევი და არაფერი მახსოვდა,რატომ არ მითხარი? მან თავი დახარა და დამნაშავის ხმით მითხრა -ექიმმა გვითხრა,რომ ბევრ გაუგებრობას გამოიწვევდა,ამიტომ ყველა ჩუმად იყო.და მოიცა...შენ საისან გაიგე? თავი აწია და ეჭვნარევი ხმით მითხრა. -სკაიმ მითხრა. -მიდი ეხლა დაფქვი ყველაფერი. სხვა რა გზა მქონდა.ყველაფერი ჩავუკარკლე. -და ამას ახლა მიყვებიი???მეც არ გამიკვირდა კლუბში სულ შენ რატომ გეძებდა და გიჟივით რატომ დარბოდა აქეთ იქეთ რომ გაიგო დაიკარგე. ის...მეძებდა? -ეს რას ნიშნავს. -იმას ნიშნავს,რომ ამდენი ხნის მერე უყვარხარ,დაინახე კარებში რა სახით იდგა? ასე მაშინ იქცევა როცა რაღაც ცუდი გემართება , ბოლოს ასეთი შენი ავარიის დღეს ვნახე,იდგა და სახეზე ყინულის ფერი ქონდა. ... -არც კი ვიცი რა ვთქვა. -მისმინე,ვიცი რომ არ იცი შენს გულში რა ხდება და მე ამის გარკვევაში დაგეხმარები გასაგებია? -დახმარებაში რას გულისხმობ. -შენს რეაქციებს დააკვირდები სხვადასხვა სიტუაციებში,თუ ის შეყვარებულის ქცევებს პასუხობს იმას ნიშნავს რომ... მომლოდინედ აზიდა წარბები. -მიყვარს? -ბინგო!!! -და თუ მას არ ვუყვარვარ?თუ ეს უბრალოდ მე მეჩვენება და სინამდვილეში ასე არ არის?თუ მატყუებს? -ქცევები მხოლოდ შენ არ გაგაჩნია მია.-მობეზრებულად შემომხედა-თვალები ტყუილად არ გაქვს,თუ არ უყვარხარ ოდესმე მაინც,რაღაცაში გამააშკარავებს თავს,არმგონია ამდენად კარგი მატყუარა იყოს.თუ მისი კარგი ქცევები ცუდს გადაწონის ყველაფერი ნათელი გახდება,მაგრამ იცოდე,ეჭვინობა და მის ნიადაგზე რაღაცის მომოქმედება ცუდი ქცევა არ არის,ეს სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანია. მე უბრალოდ გავჩუმდი და არაფერი ვუპასუხე. -მარტო დარჩენა მინდა. -რათქმაუნდა-გამიღიმა და ლოყაზე ხელის გული მომადო.-დაისვენე და თუ რამე დაგჭირდეს უბრალოდ დამიძახე ან დამირეკე. ჩემს საცოდავ ტელეფონზე მანიშნა. -იმედიმაქვს ეგ ფუნქცია მაინც არ დაუკარგავს. ოთახიდან გავიდა კარები ცოტა ღია დატოვა.თავი გვერდით გადავატრიალე და ხედს გავხედე,რომელიც უზარმაზარი ფანჯრიდან მოჩანდა,რომელსაც მთელი კედელი ეკავა.ცოტახანი ასე ვიწექი და გარეთ ვიყურებოდი , შემდეგ აივანზე გასვლა მომინდა,საწოლიდან ავდექი,ფეხზე დავდექი და მაშინვე თავბრუ დამესხა,წონასწორობის შესანარჩუნებლად გვერსით მდგარ კომოდს დავეყრდენი. -ფრთხილად! მომესმა შეძახილი.უკან მივიხედე და ხელში სკაი შემრჩა,ჩემკენ ხელგამოწვდილი. -აქ რაგინდა. ვკითხე და გავსწორდი. -ეს ჩემი ოთახია მიაკო. რათქმაუნდა. -მიაკო არა მია. ვიცი,რომ ჩაეღიმა. -ვისთვის როგორ,მე რაც გაგიცანი მას შემდეგ მიაკოს გეძახი და გადაფიქრებას არ ვაპირებ.მე მომწონს. -შენ მოგწონს და არა მე. -დარწმუნებული ხარ? არა.არ ვარ დარწმუნებული.ასე მხოლოდ სკაი მეძახის.რაღაც მხრივ მომწონს კიდეც,მაგრამ ეს საკმარისი არ არის. -კი. არაფერი მიპასუხა. -შენი ოთახი...დავალაგე. გაოცებისგან რა მეთქვა აღარ ვიცოდი. -რაქენი? მისკენ შემოვბრუნდი. -ხო ვიცი უცნაურია მაგრამ,შენ ვერ დაალაგებდი,სახლშიც არავინაა და... -რააა??? გაჩუმდა და თვალებგაფართოებული მომაშტერდა. -რა რა?? -რასქვია არავინ არ არის. -კლუბში დაბრუნდნენ ისე გამოვცვიბდით ნივთები დაგვრჩაო. -ეგ ვინ გითხრა? პასუხი ვიცოდი მაგრამ დასაზუსტებლად ვკითხე. -ლეიამ. ღმერთო მოვკლავ ამ გოგოს. -გასაგებია. სიჩუმე ჩამოწვა. -კაარგი...ამ...ალბათ მოგშივდებოდა? მართლაც,კუჭი მიხმებოდა. -წავიდეთ რამე მოვამზადოთ. ეს ბიჭი ბოლოს მართლა გამაგიჟებს,როდის აქეთ ამზადებს საჭმელს? -ნუ გეშინია არ მოგწამლავ,წამოდი. ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა. როგორ მინდა ხელი ჩავკიდო და სამუდამოდ ასე დავრჩეთ,მისი თბილი კანის შეგრძნობა მინდა.შემდეგ გამახსენდა კლუბში მეორე სართულზე ქერა ლამაზმანს რომ მიარბენინებდა.*ოხ,თუ არ გაგამწარე მე არ ვიყო მია რაიდერი* ამაზე ყველა სურვილმა გადამიარა,მასთან გაღიმებული მივედი,ხელი წინ წავიღე,დავიხარე და სკაის ფეხებთან დაგდებული დენიელის ჟაკეტი ავიღე,მხარზე გადავიკიდე და ოთახიდან გავედი,სკაიც ასე გაღიმებული დავტოვე,მე კი კმაყოფილმა ჩავიარე კიბეები. სკაი:ღმერთო ეს გოგო ნამდვილად ჭკუიდან გადამიყვანს. გაეღიმა და თქვა. -მაინც ჩემი იქნები პატარა ქალბატონო. კარები მიხურა და ეშმაკური ღიმილით გაუყვა მიას გზას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.