ჩემი წილი ბედნიერება
თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში თავისი დანიშნულება აქვს და იმას იღებსრასაც იმსახურებს. ზოგისთვის ყველაფერი ადვილა და ისე გამოდის, როგორც უნდა და როგორც წარმოუდგენია. ზოგს კი უბრალოდ არ უმართლებს. დროის სვლასდთან ერთად ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება და შესაძლებლობაც გვეძლევა რომ ჩვენს შეცდომებზე დავფიქრდეთ და შევეცადოთ უკეთესები გავხდეთ. ის ადამიანები ვინც ჩვენს იორგვლივ ტრიალებენ, ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი გვაყალიბებს ჩვენ როგორც პიროვნებებს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული მედლის რომელ მხარეს მივანიჭებთ პრივილეგიას. ყოველთვის მშურდა ადამიენბის რომლებიც იმას იღებდნენ რაც უნდოდათ, ვერცხლის კოვზით დაბადებული და ოქროს უნიტაზზე გაზრდილი ადამიანების. იმაზე მეტს იღებენ რაც დაიმსახურეს. ჩვენ კი უბრალო ადამიანები ზოგჯერ იმასაც ვკრგავთ რასაც მივიღებთ, სრულ ბედნიერებაზე და ბონუსებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ასე იყო ალბათ ჩემს შემთხვევაშიც, არც გამიმართლა და ისიც ვერ მივიღე რაც მეკუთვნოდა. ამ დროს ხალხი იწყებს სხვისი ბენიერების მისაკუთრებას, მაგრამ ამასაც დამსახურება უნდა, რომ შეინარჩუნო მითვისებული სხვისი წილი ბედნიერება. როდესაც საკუთარ ქმედებებს ვერ ვხსნით და არ მოგვწონს რაღაცეები მერე ღმერთის დადანაშაულებას ვიწყებთ, რომ მისი ბრალია, ჩვენ თუ სწორად არ მოვიქეცით, მისი ბრალია რომ ვიღაცას ვინც ჩვენ გვიყვარს არ ვუყვარვართ, მისი ბრალია რომ არ გაგვიმართლა, მისი ბრალია რომ დავკარგეთ ის რაც გვქონდა. სინამდვილეში ყველაფერი იმის ბრალია რომ მალე ვიცით დაბრმავება სიხარულით თუ უბედურებით, ამ ჩარჩოში ვექცევით და მერე ვიწყებთ უიმედო ყვირილს, ხელების ქნევას და საკუთარი ცხოვრების დამახინჯებაში სხვების დადანაშაულებას. ახლა უკვე ბევრ რამეს ვხვდები მაგრამ ძალიან გვაინია, ნეტავ შემეძლოს უკან დაბრუნება, ძალიან ბევრ ადამიანს ავარიდებდი იმ ტკივილს რაც ჩემს გამო გადაიტანეს, ნეტავ შემეძლოს ანგელოზის ციდან ჩამოყვანა...................................................................... ..... -ვის გაუგია ღამის 11 საათზე თმების შეჭრა, სულ გაუბერა ამ ხალხმა. იქნებ მეც გავუბერე, შუაღამეზე საკუთარ თავს ველაპარაკები. ვაი რა საცოდაობაა ღმერთო ჩემო, უფს.... ბოდიში ღმერთო თუ შეგაღვიძეთ ამ დროს. - ლამპიონების შუქზე კარგად ჩანდა, როგორ გაჩერდა გოგო, უმისამართოდ იქნევა ხანდახან ხელებს ცისკენ, და რვიანების ხაზვით როგორ გააგრძელა ქვაფენილზე სიარული. მის კვალდაკვალ კი ორი მამაკაცი მიდიოდა, რომლებსაც წაროდგენა არ ჰქონდა რაზე ბუტბუტებდა გოგონა ან რა ახსნა ჰქონდა მის ასე უცნაურად სიარულს. მიდის გოგონა და მიჰყვებიან ისინიც, ნეტავ კიდევ რა გზა დარჩა გასავლელი? -სანამ კარგ ხასიათზე ვარ ნუ მომყვები. - მოულოდნელად მოაძახა ერთ-ერთ მამაკაცს გოგონამ ისე, რომ ფეხისთვის არ აუჩქარებია და არც მოუხედავს, მამაკაცმა ჩაიღიმა და გაჩერება არც უფიქრია. დახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ისევ იგივე განმეორდა. გოგონამ გზა ისევ გააგრძელა და მალევე გაჩერდა. მამაკაციც შედგა მის უკან, გოგონა დაიხარა და ფეხსაცმელზე თასმის გასწორება დაიწყო. მამაკაცმა ხელები შეაქნია თვიც გადააყოლა და ნელა მიიწევდა გოგოსკენ. მეორე მამაკაცმა ფეხს აუჩქარა, რომ მათ შორის მანძილი შეემცირებინა. ის ის იყო გოგონასთვის ხელი უნდა ჩაევლო და მეორე მამაკაცმაც დასაყვირებლად პირი დააღო, გოგონა უცებ გასწორდა, მამაკაცის გაწვდილ ხელს მაგრად ჩაავლო და ძირს დაანარცხა. -ხომ გითხარი ნუ მომყვები სანამ კარგ ხასიათზე ვართქო.- უკან მომავალი მამაკაცი გაოცებისგან შედგა. გოგონა კიდევ ამ კაცს შედგა, გამეტებით ურტყამდა მუშტებს თან გარკვევით, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გარეშე უმეორებდა. - ოხ ვერ ვიტან შენნაირ დამპალი თესლის ნაყოფებს, ან დედა არ გყავს, ან და, ან ქალიშვილი. -ეჰ, როგორ ტყულად დავკარგე დრო, ეს აქეთ დამიცავდა, რა სჭირს ჩემი დასახმარებელი. - ხელი ჩაიქნია მეორე მამაკაცმა და უხმოდ გაბრუნდა უკან, ისე რომ არც მიუხედავს, გულდამშვიდებული მიდიოდა რადგან მიხვდა, რომ სულაც არ სჭირდებოდა უცნობ გოგონას მისი დახმარება და სახლამდე უსაფრთხოდ მიცილება. გულის სიღმეში მოეწონა გოგონას ვაჟკაცური საქციელი, ალბათ ყველა ქალი ასეთი მამაცი უნდა იყოს, რომ კაცებმა მათი დაფასება და მათი შესაძლებლობების შეფასება ისწავლონ. ..... -ოჰ შეყვარებული ჩიტები, როგორ მოხდა სახლში, რომ ხართ და არა აივანზე და გასცქერით ცაზე მოკიაფე ათასობით ვარსკვლავს რომელიც თქვენი სიყვარულის მესაიდუმლენი არიან. -კარგი რაა ლიზიკო, როგორ არ დაიღალე ამ მსახიობობით. -დააცადე რა გინდა კარგად გამოსდის, თან მართლაც ეგრე არ არის? -კვერი დაუკრა სარძლომ ლიზის და სამივემ ერთად გადაიხარხარა. -ეჰ ჩემო ძმაო, ბედის უკუღმართობით თმებს, რომ ვჭრი თორე სცენაზე უნდა ვიდგე ახლა მე, ვთამაშობდე ჯულიეტას, იზოლდას, დეზდემონას. -შენ რა იყო ამ გაუბედურებულ ხალხს, რომ ნატრობ, მაგაზე კარგი ბედის მქონე გმირები დაილია? -არ დაილია მაგრამ სულიერ სიახლოვეს მათთან ვგრძნობ. -სხვების თმებს შენი ტვინიც ხომ არ შეაყოლე გოგო შემთხვევით, რას ბოდიალობ. -კარგი რა იყო ვხუმრობ, არ გამახარო. -არ მიყვარს მე ეგეთი ხუმრობა. -ბოდიში თქვენო უდიდებულესობავ, ნუ დამსჯით ამ უწყინარი და უკბილო ხუმრობისთვის. -კარგი ლიზიკო, ხომ იცი არ უყვარს შენს ძმას როდესაც ასე ცუდად ხუმრობ. მასაც გაუგე. -ვუგებ თამო ვუგებ, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვა რამის თქმის საშუალებას არ მაძლევს. -დაიწყო ისევ, რა ცხოვრება გაქვს ასეთი ამ 20 წლის გოგოს ერთი ძაალიან მაინტერესებს. -თამო ახლა ჩვენ ვიჩხუბებთ და შენ არ ჩაერიო... ვითომ არ იცი რა ცხოვრებაც მაქვს, დედა და მამა მე არ მყავს, 20 წლის სხვა გოგოები უნივერსიტეტში სწავლობენ და მეგობრებს იძენენ, ბოიფრენდები ყავთ და ქრაშები. მე სალონში ვმუშაობ შუაღამემდე და უნივერსიტეტის ეზოშიც არ ვარ ნამყოფი, შეყვარებული მე არ მყავს და ქრაში კიდე გუშინ წინ გავიგე ლევანისგან რაც ყოფილა. ამას თუ ცხოვრება ჰქვია კი ბატონო. -ღმერთს მადლობა უთხარი, რომ საღსალამათი ხარ, თავზე ჭერი გაქვს და მე მაინც გყავარ. -როგორც ჩანს ღმერთს ჩემთვის არ სცალია. -ნუ ამბობ ლიზიკო ეგრე. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ. -თამომ და-ძმას შორის დაძაბულობის განეიტრალება სცადა. -მიყვარს რომ ყველაფერს იმედიანად ხედავ მაშინაც როდესაც მისი ნაპერწკალიც კი არსად ჩანს. მალე შენ და ნიკო დაქორწინდებით, შვილები გეყოლებათ და მე აღარც არავის ვემახსოვრები. -საცემი ხარ მაგ უაზრო სიტყვებისთვის. -გინდა ვიჩხუბოთ მოდი. - უცებ მხიარული სახე მიიღო ლიზიკომ, საბრძოლო დგომი მიიღო და ძმის მისამართით მუშტების ქნევა დაიწყო. ნიკოც აჰყვა და მალე იატაკზეც აღმოჩნდა. ლიზიკო ზემოდან მოექცა და შუბლზე წკიპურტებს ურტყამდა. -მეტკინა არანორმალურო. -აბა რა გეგონა, ცემა მორევაზეა. -ორივე არანორმალურები ხართ, მეგონა ერთმანეთს დაჭამდით და მერე ლიზიკო უნდა დამემშვიდებინა. -შენ კიდე როგორ ვერ მიეჩვიე, რომ სულ ასე ხდება. ოდესმე გინახავს, რომ ნიკომ ან მიყვირა ან მცემა? ან გინახავს როგორ ვტირი? -შენც კიდე სარგებლობ, რომ პატარა ხარ და გინდობ. -კი არ მიდობ ვერ მომერევი ძამიკოს ვენაცვალე. გული კი გაქვს დიდი მაგრამ ჩემი მებრძოლის სული უფრო დიდია. -აი მასე რომ იქცევი ქაჯივით, იმიტომ არ გყავს არც შეყვარებული და არიც ის რაშიო თუ ქრაშიო. -კაი თქვენ კინკლაობით არ დაიღლებით და მე უნდა წავიდე. -მიდი გააცილე შენი ჭიამაია. მე ვიბანავებ და დავწვები. -მერე ჭამა? -ვჭამე სამსახურში. -კაი მიდი, მალე მოვალ. -ვიცი მე თქვენი მალე, აქ მე დაგირღვიიეთ მყუდროება და ახლა სად უნდა შეძვრეთ. -კარგი ლიზიკო, თორემ შენ რომ მოგისმინოს ვინმემ ხელიდან წასული ვეგონები. -რა არ ხარ თუ? ამ ახმახს რომ კოცნი და ეხვევი. -ამას კი მიჩვეული იყო ლიზიკოსგან და არც სწყენია. -კლასიკური მულის სიტყვები. კარგი გავედით კარგად იყავი. -ჭკვიანად იყავით ბავშვებო. გამიფრინდნენ ბუდიდან. -თვალზე მოისვა თითი რომ არ ჩამოგორებული ცრემლი მოეშორებინა. ნიკომ თავის ქნევით გაიყვანა თამო ოთახიდან, თან იცინოდნენ. მიხურა ლიზიკომ კარი და უცებ ჩამოეხსნა სახიდან ღიმილი და ისევ სევდამ დაისადგურა. როგორ აკლდა მშობლები, რომლებიც ერთად გაუფრინდნენ უბედური შემთხვევის გამო. ..... -კოტე სუპს შეჭამ? -დაკაკუნება დაგავიწყდა. -კაკუ კაკუ, კოტე სუპს შეჭამ? -რა გინდა ნათია? შემეშვი რაა. -მშია და საჭმელი გააკეთე. -ქალი შენ ხარ და საჭმელიც შენ უნდა გააკეთო. -რას მელაპარაკები, სახლიც ხომ არ დავალაგო? -როგორ შეიძლება მე და შენ და-ძმა ვიყოთ, საცოდაობაა. გამიშვი გავაკეთეწბ რამეს. -დედამ დაიბარა ფანჯრებია დასაწმენდიო. -მერე შენ რას მიკეთებ? -სამსახურში მივდივარ. ..... წადი რა ექიმთან. -რა მინდა ექიმთან ნათია? -სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე რას გავხარ. ბრეკეტები და სათვალე, აი უშნო ბეტი, რომ იყო ოს ხარ ოღონდ ბიჭი. -ჰაჰა, სად გავიცინოთ. -არ გაიცინო უფრო უშნოვდები. -ვერ გიტან. -ვიცი, სხვა მითხარი რაიმე. -რა მოსიყვარულე და-ძმა ხართ ასეც არ შეიძლება. -კარგი რაა მამა, არ იცნობდე მაინც შენს შვილს, რა უჟმურიცაა. -მე, რომ მეუბნები შენ თავს უთხარი ეგ, ყოველ დღე ერთი და იგივე, რომ ხდება. -მე მაგის შეფმზარეული არ ვარ, თუ შია თვითონ მოიმზადოს საჭმელი. -მოიწამლება და შენი საპატრონო გახდება მერე, ასე, რომ შენთვისვე უკეთესია რამე გააკეთო ნორმალური. მალე დედაშენიც დაბრუნდება და დაღლილს არ ექნება საწმლის გაკეთების თავი. -რა უბედურებაა რა, მე რომ არ ვიცოდე კეთება შიმშილით ამოგძვრებოდათ სული. -გაბრაზებულმა მოირგო დიასახლისის წინსაფარი კოტემ და ბუზღუნით შეუდგა საჭმლის კეთებას. იცოდა რომ ვერაფერს გახდებოდა მაგრამ მაინც შეეწინაარმდეგა მამას და ნათიას. არა და ხვალ ტესტი აქვს უნივერსიტეტში და უნდა იმეცადინოს. ეს მისი მოვალეობა იყო, კარგად უნდა ესწავლა და კარგი საჭმელი მოემზადებინა. მაგრამ ისეთი ყოცაღია ყველაფერი მოასწრო. საათს რომ დახედა უკვე სამი ყოფილა, წიგნები საგუკლდაგულოდ დაალაგა დილისთვის ყველაფერი გაიმზადა და დაიძინა. -შენი მწვანე პერანგი მიმაქვს. -დაკაკაუნება დაგავიწყდა. -კაკუ კაკუ, მწვანე პერანგი მიმაქვს. -ჩემი მწვანე პერანგი, რათ გინდა, გოგო ხარ..... -შემეშვი რაა, შენი ნერვები არ მაქვს, დღეს კაფეში აუდიტია და მინდა ცოტა მაინც კარგ ხასიათზე ვიყო. -და ეგ შენი კარგი ხასიათია? -აუ კოტე იკვებები ჩემი ტვინის ბურღვით. -ბოდიში ბატონო, მე შემოვდივარ შენს ოთახში დაუკითხავად, ვიცნემ შენს პერანგებს და კიდევ მე ვარ ტვინის ბურღი. -ნათიამ ნაძალადევად გაუღიმა ძმას და კარი გაიხურა. გამზადებული პერანგი დამ წაართვა ახლის გაუთავებას ვერ ასწრებდა და პრაქტიკული გამოსავალით, მაისური და ქურთუკი ჩაიცვა, საყვარელი ყვითელი ჩანთა აიღო და ჩვეული გზა, მეტროთი უნივერსიტეტამდე. მეტრო საშუალებას აძლევდა კონსპეტები გადაემეორებინა და ასეც იქცევა, ფურცლებში თავჩარგული გაჭედილ მეტროს ვაგონში ძლივს დგას ფეხზე. -სანამ კარგ ხასიათზე ვარ ნუ ეხები. -კოტემ ყურები ცქვიტა, ნაცნობი სიტყვების კომბინაცია, თავი გადაწია ხმის პატრონი რომ დაენახა მაგრამ რა აზრი ჰქონდა მაინც ვერ იცნობდა, იმ ღამით გოგონას სახე არ დაუნახავს. მეორედაც მოესმა იგივე ხმა და მოქმედებამ არ დააყოვნა. -კიდევ დიდხანს აპირებთ ბატონო ქალბატონის შეწუხებას? -რა გინდა გოგონა, ცილს რატომ მწამებთ? -ბოდიში ქალბატონო მე გიფათურებდით ხელებს. -გაწითლებულ და დარცხვენილ ქალს მიმართა უცნობმა გოგონამ. -როგორ ფიქრობ სად მიდიხარ? -გაჩერებული ვაგონიდან გასულ მამაკაცს ხელი ჩაავლო. -ბრმა კი არ ვარ დავინახე როგორ ეხებოდით უკანალზე, ეს სექსუალური შევიწროებაა და პასუხი უნდა აგოთ. -რაღაც გეშლებათ, ნება მომეცით წავიდე. -არაფერიც არ მეშლება. -და ისეთი ძალით მოქაჩა რომ კაცი ინერციით გაყვა. მეტროდან ამოსულმა იქვე პოლიციის შენობასი შეათრია ისე რომ კაცმა შეწინააღმდეგება ვერ გაბედა. -ბატონო ოფიცერო, ეს კაცი მეტროში ქალს ავიწროებდა. -არავის არ ვავიწროებდი, რაღაც გაუგებრობაა ოფიცერო. -დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ ქალბატონო? -ჩემი თვალებია დამამტკიცებელი საბუთი. -მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თქვენს თვალებს ვერ ვენდობი. შეგიძლიათ წაბრძანდეთ ბატონო. -კაცმაც წასვლა დააპირა, გოგონამ ისევ მოქაჩა მკლავში. -ოხ, ვერ ვიტან შენნაირ დამპალი თესლის ნაყოფებს, ან დედა არ გყავს, ან და, ან ქალიშვილი. -კართან მდგომი კოტე დარწმუნდა, რომ ეს ის გოგო იყო, იმ ღამიდან, მას შემდეგ ბევრჯერ უფიქრია მის გამბედაობაზე და სიმამაცეზე. დრო იყო მასაც ეჩვენებინა საკუთარი გამბედაობა. -მე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი. - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო კოტემ და ფოტო აჩვენა ოფიცერს, სადაც მამაკაცი ნამდვილად ეხებოდა ქალს უკანალზე. მამაკაცმა აღარ იცოდად რა ექნა, ორმა ლაწირაკმა გამოიჭირა. -ახლა რას იტყვით ბატონო ოფიცერო? თუ თქვენ ციფრულ თვალებსაც არ ენდობით? -შეგიძლიათ წაბრძანდეთ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. -ვიცი მე თქვენი მიხედვა, ეს დამპალი თავს შეგაცოდებთ, ან კიდევ წარმოსადეგი ვინმე აღმოჩნდება, თქვენც ადგებით და გაუშვებთ, მაგრამ არაუშავს სხვა თუ არაფერი კიდევ ერთმა ადამიანმა მაინც ხომ ისწავლა სხვებზე ზრუნვა. -თქვენ შეყვარებულები ხართ? -უცებ იკითხა ოფიცერმა და ლიზიმ და კოტემ ერთმანეთს უხერხულად გადახედეს, შეათვალიერეს და მათშორის არსებული მცირე დისტანცია უცებ გაზარდეს. -ერთნაირი ჩანტებით რატომ დადიხართ? -კოტემ გოგონას ზურგისკენ თვალი გააპარა და მისდაგასაოცრად შენიშნა მსგავსი ყვითელი ჩანთა. -არამგონია მისთვის რაიმეს ექსკლუზიურად კერავდნენ და ესეც დამთხვევაა. თუ კარგად დააკვირდებით თქვენ და ამ მამაკაცს ერთნაირი ტუფლები გაცვიათ და თქვენ რა შეყვარებულები ხართ? - ოფიცერი უხერხულად შეიშმუშნა და ხელით ანიშნა, რომ წასულიყვნენ. ლიზიმ ალმაცერად ახედა კოტეს, ირონიულად ჩაიღიმა და საპატრულო დატოვა. კოტე ტელეფონზე წიკწიკმა გამოაფხიზლა. -აუ დამაგვიანდა. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.