შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანჯვისთვის დაბადებული ( მესამე თავი)


6-03-2019, 18:10
ავტორი barbaresanti
ნანახია 1 048

მესამე თავი
ბნელი ღამე იყო, ოთხი საათი, ცივი და სუსხიანი. ლოგინში დავწექი, ამჯერად დედას ნათქვამზე ვფიქრობდი, თან არ მინდოდა „ის“ დამსიზმრებოდა და დაძინებასაც არ ვაპირებდი. აქეთ-იქით ვბორგავდი, ვერ ვისვენებდი. საბანი კარგად გადავიფარე, ცოტა შემცივდა. თვალი წამიერად დავხუჭე თუ არა საშინელი ქარი ამოვარდა და ფანჯრის ორივე კარი გაიხსნა. შემეშინდა, მაგრამ წამოვდექი და ფანჯრების დასახურავად მოვემზადე. ორივე ხელი ფანჯრებს მოვკიდე, მაგრამ სანამ დავხურავდი ქვემოთ გადავიხედე( ჩვენი ბინა მეოთხე სართულზეა) ქვემოდან რაღაც ხმები ამოდიოდა. ძალიან ცოტაზე აღწევდა ხმა. კუნაპეტივით შავი იყო ყველაფერი და ვერაფერს ვერ ვხედავდი, უცებ ქარმა ისე დაიქროლა, რომ კინაღამ დაბლა გადმომაგდო, გული გამისკდა კინაღამ, მაგრამ ფანჯრის დახურვა არც მიფიქრია.
ქვემოთ ვიხედებოდი და რაღაც ხმებს ვარჩევდი ეს არ იყო რაიმე მუსიკის ხმა, თითქოს რამოდენიმე ადამიანი ერთხმად გალობდა . ვუკვირდებოდი, მაგრამ ვერც ერთ სიტყვას ვერ ვარჩევდი, მხოლოდ ოდნავ ისმოდა ნაზი გალობის ხმა. დავუკვირდი და სიტყვა „სისხლი“ გავარჩიე. მის მეტი ვერაფერი.
წამიერად გავიფიქრე ფანჯარას დავხურავ და დავიძინებ მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. კვლავ დავაკვირდი გალობას, შემეშინდა მაგრამ კვლავ ვუსმენდი. შემაზრჭუნებლად და თან სასიამოვნოდ ჟღერდა. თვალები დავხუჭე და ტავი გვერდულად გადავწიე დავაკვირდი…
კიდევ გავიგონე რაღაც სიტყვებბი: „მეუფეო..შენისა…ყოვლისა..აღსრულებულ…იყავ….-ეს მიერ“.
„მიერის“ წინ მხოლოდ :“-ეს“ გავიგონე . ალბათ წინ რაღაც ასოები იყო, აბა მხოლოდ „ეს“ წინადადებაში არ ჯდება.
შეიძლება ყოფილიყო „მეუფეო შენისა ყოვლისა, აღსრულებული იყავ“ ვირაცის ან რაღაცის მიერ. აბა სხვა მე რა ვიცი. გული სწრაფად მიცემდა შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ მაინც ვუსმენდი. მაგრამ გალობას დავაკვირდი და აღარ იყო ქართული სიტყვები. რაღაც ენა იყო.
ზოგადა მე რამოდენიმე ენა ვიცი ქართულის გარდა ინგლისური, რუსული, ესპანური, იტალიური, ფრანგული, ჩინური მაგრამ აქედან არ იყო არცერთი.
უცებ გალობა შეწყდა და ერთ კუნჭულში რაღაცამ გამოანათა. ფანჯარა დავხურე და დავიხარე, ოდნავ ვხედავდი იმ ადგილს. იქიდან ოთხი ადამიანი ამოვიდა. ვერ ვარჩევდი კაცები იყვნენ თუ ქალები. ოთხივეს ლაბადა ეცვათ და კაპიუშონები ეკეთად. ორს წითელაი ლაბადა ეცვა ორს შავი. ოთხივე ერთნაირად დადიოდნენ რობოტები გეგონებოდათ. მარჯვენა კუთხიდა მარცხენა კუთხისკენ მიდიოდნენ.
უცებ ერთმა ზემოთ ამოიხედა, შემეშინდა თავი ჩავწიე და ლოცვა დავიწყე, რომ არ დავენახე.
რამოდენიმე წამის შემდეგ ავიხედე , ოთხივე გაუჩინარდნენ. არსად ჩანდნენ. თამამად ავწიე ზემოთ ტავი და ირგვლივ მიმოვიხედე, ნაღდად არავინ არ ჩანდა,. სიჩუმემ დაისადგურა და ქარიც ჩამდგარიყო.
საწოლში დავწექი მეშინოდა და თან არც დაძინება მინდოდა, ფაქტობრივად ვიტანჯებოდი.
თვალები დავხუჭე დადა კიბის ჭრაჭუნის ხმა გავიგონე. არ ვიცი ვინ იყო, თვალები არ გამიხელია ერთი წუთი დავიცადე და ოთახში ვიღაც შემოვიდა.
სულ ოდნავ გავხსენი თვალები ( ისე რომ იმ ვიღაცას არ დავენახე) დედა იყო და ხელში რაღაც ქოთანი ეჭირა, შემეშინდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მომიახოვდა და ჩემს საწოლზე წამოჯდა.
ჩვეულებრივად საღამური იცვა და იღიმოდა. ქოტანი თავს ზემოთ აწია და სიტყვები წარმოსთქვა ესპანურად: “გითმობ, შენ სისხლს მისას, შენთვის“.
ეს თქვა და ხელი ქოთანში ჩაჰყო, როდესაც ამოყო დავინახე მისი ხელი სულ წითელი იყო, ან საღებავი იქნებოდა ან სისხლი.
ცოტაც და გავგიჟდებოდი. საბანი ფრთხილად გადამიწია, ფეხზე წითელი ხელი წამისვა, მე არ განვძრეულვარ. ასე იყო დაახლოებით ერთი წუთი და წითელი ხელსახოცით განწმინდა, კვლავ გამიღიმა და გავიდა. წამოვდექი და გარეთ გავიხედე ჩემი მანქანა კი იქ არ იდგა.



№1  offline წევრი Elea_Nora

ჰაა? რა ხდება მაინც ვერ გავიგე. დედამისი რაშია გარეული ნეტა? ან ის ლაბადიანები ვინ არიან? აუ რა ინტრიგაა. თავები ცოტა გაზარდე რაა.

 


№2  offline წევრი barbaresanti

Elea_Nora
ჰაა? რა ხდება მაინც ვერ გავიგე. დედამისი რაშია გარეული ნეტა? ან ის ლაბადიანები ვინ არიან? აუ რა ინტრიგაა. თავები ცოტა გაზარდე რაა.

დაელოდე და მალე გაირკვევა ყველაფერი.თავებსაც აუცილებლად გავზრდი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent