შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძარცველები /სრულად/


6-03-2019, 19:19
ავტორი Tamta.k
ნანახია 11 951

ჩვენ "არავინ" ვართ ( მძარცველები)

პროლოგი
- ვინ ხართ თქვენ?
- არავინ!
- ვინ ვარ მე?
- მენტორი!
ამ " სკოლას" რომელსაც ვერც თავშესაფარს და საწრთვნელ კლუბს ვერ დაარქმევდი კლასში მენტორის გარდა მხოლოდ ექვსი ბავშვი იჯდა. ისინი იმაზე ჭკვიანები და პუნკტუალურები იყვნენ რომ მენტორსაც კი სიხარულით ევსებოდა მათთან შეხვედრით გული. ვინ იყო მენტორი? ეგ არავინ იცოდა, ის მასწავლებელი და მწვრთნელი იყო როგორც გარეგნულად ასევე ფსიქოლოგიურად. ის ყველაფერი იყო.
- აბა, ჩემი შერჩეული სახელები მოგეწონათ? - მენტორი ხის სკამზე დაჯდა და კალამს დაუწყო წვალება.
- ესეიგი "არავინ" - ით აღარ მივმართავთ ერთმანეთს? - ამბობს ჟღალთმიანი გოგონა და მოწიწებით ხრის თავს
- დიახ, ზუსტად ამის თქმა მსურდა. მიეჩვიეთ სახელების მიმართვას ერთმანეთში. მიტკინ! - დაუძახა ერთ-ერთს მენტორმა თუმცა რამოდენიმე წამში ადგა ბიჭი სკამიდან, დაბნეული იყურებოდა და აშკარად არ უნდოდა ესე მომხდარიყო
- მხოლოდ ერთხელ გაპატიებ კარგი? ერთმანეთის სახელები დაიმახსოვრეთ, თუ შენ დაეხმარები მეორეს, ის შენ დაგეხმარება და რა გამოდის გუნდის სიძლიერე ასე არ არის? აბა მიტკინ მითხარი რატომ დაგარქვი ასე? - ბიჭი აშკარად უფრო გამოცოცხლდა, ალბათ ინფორმაციის ფლობის გამო.
- "კევინ მიტკინი" ამერიკის საუკეთესო ჰაკერი იყო, ის ყველაზე ძლიერ და დაუმარცხებელ დამნაშავეთ მიიჩნიეს ჰაკერთა შორის მთელ ამერიკაში. - პროფესორს ნასიამოვნები სახე აქვს ბიჭს უღიმის და ხელით ანიშნებს დაჯექიო.
- ჰანსი! - სწრაფან ისმის სკამის გაწევის ხმა და გოგონა გრძელი თმის დგება, ამაყად აქვს თავი აწეული, მაგრამ მენტორს ისე უყურებს როგორც მის კუმირს.
- კარგია, ძალიან კარგია! მომიყვები შენი სახელის ისტორიას?
- რა თქმა უნდა მენტორო, ჰანს აიზენკი იყო ადამიანი საუკეთესო ფსიქოლოგი რომელმაც აერარქიული მოდელი, პიროვნების ტიპის კლასიფიკაცია შექმნა.
- კარგია! დაჯექი - მენტორი პატარა ოთახს ათვალიერებს და შემდეგ სახელს ჩუმად წარმოთქვამს
- ჯონ? - ჯონი ღიმილით უყურებს მენტორს შემდეგ რევერანს მხატრულად აკეთებს და წელში სწორდება
- ჯონ დილინგერი, ცნობილი მძარცველი. უფრო სწორად რომ ვთქვათ საუკეთესო, მასზე ფილმიც კი გადაიღეს.
- ნოე - ფეხზე ქერა, ლამაზი ბიჭი დგება მხიარულად იღიმის
- მე არ ვიცი მენტორო...
- ოხ ბოდიშით, რაც შეეხება ნოეს შენ დაცვა მოგიწევს, ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი საყრდენი ჩვენი.
- შემდეგი, მოა. - წითელ თმიანი გოგო სერიოზული სახით დგება და მენტორს თვალს უსწორებს
- გამნაღველი.
- დიახ გამნაღველი, იცი შენი სახელი იაპონურია და ძალიანა გიხდება - გოგო მენტორს გულთბილად უღიმის და ისევ უკან ჯდება, მენტორი დგება და პიჯაკს ისწორებს შემდეგ როგორც ყოველთვის მშვიდად იწყებს ლაპარაკს
- ყველა 15 წელს ქვემოთ ხართ ეს ვიცი, მინდა სრულწლოვანების ასაკს მიაღწიოთ მანამ კი მე თქვენი მენტორი ვიქნები.
მოდით ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით მენტორზე. ჭაღარ თმიანი კაცი რომელსაც თმა 33 წლის ასაკში გათეთრებოდა გამართულად ლაპარაკობდა ყოველთვის, გეგონებოდათ ყოველ სიტყვას წონის და წინასწარ ფიქრობს სათმქელსო. ის ექვსი ან მეტი თვისებით, ყველაფერს თავის თავში აერთიანებდა. ის "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ პერსონაჟს ჰგავს ლორდ ვოლდემორდს რომელმაც თავისი სული, რომედენიმე ნაწილად დაყო. რათქმაუნდა მენტროს პატრონუსების შექმნის უნარი არ გააჩნდა თუმცა შეეძლო მისი ნიჭი და გამოცდილენა ექვს სხვადასხვა ბავშვში გაენაწილებინა. შემდეგ კი პროფესიონალი სდასრული ბავშვები მისი ოცნების და მთელი ცხოვრების გეგმაში გამოეყენებინა. მას მხოლოდ 3-4 წელი ჰქონდა ამისთვის.
- როგორც მიხვდით სახელებთან ერთად თქვენ პროფესიებიც მიიღეთ, მე თქვენათან ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ თითვეულ თქვენგაში ის ნიჭი დავინახე რასაც მომავალში ისწავით. კვირაში 7 დღიდან მხოლოდ ერთს დავისვენებ, დანარჩენ ერთ დღეს კი ერთ მოსწავლეს დავუთმობ კონკრეტულ პროფესიის სწავლაში, შემდეგ მეორე, მესამეს და ასე შემდეგ. შეკითხები გაქვთ?
- მე მაქვს - ჰანსი ფსიქოლოგიის მიმავალი დამპყრობელი ხელს წევს
- გისმენ?
- ჩვენ მძარცველები უნდა ვიყოთ, ვიცით ეს გვესმის და ყოველთვის გვეცოდინება. მაგრამ მენტორო, ფსიქოლოგია რა შუაშია?
- ოხ ჩემო ძვირფასო, ფსიქოლოგები ეხლა მხოლოდ კაბინეტებში სხედნან და სისულელებს ლაპარაკობენ და თქვენ რა გგონიათ ვინ და როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგი? წარმოიდგინე როდესაც კომკრეტულ რაღაცას ძარცვავ და გყავს ვთვათ 15 მძევალი, სცემთ თუ კარგი სიტყვის ეცდებით მის დამშვიდებას?
- რა თქმა უნდა დამშვიდებას.
- სწორია, ჩვენ ხომ სერიული მკვლელები ან გაუწონასწორებელი ადამიანები არ ვართ. იცი ჰანსი შენ იქნები დიდი ძაფი რომელიც ყოველთვის შეკრავს გუნდს და მან გარშემო პირებს რომლის სულებიც აფორიაქებულები იქნებიან. მიმიხვდი?
- გასაგებია მენტორო - გოგონა მშვიდდება და სადღაც შორს იწყებს ფიქრს, თუმცა ემჩნევა კონცენტრირებულია ყველაფერზე.
- კიდევ გაქვთ შეკითხვები? - ექვსივე დუმს ამიტომ მენტორი გასასვლელ კართან მიდის და ტრიალდება
- წამოდით სადილს მოგიმზადებთ.

ხის ორ სართულიანი სახლი რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს, შვიდ ოთახს მოიცავს. ეზო წინ ისეთი მშვიდი და სადაა ვერც კი მიხვდებით რა ხდება სახლის უკან. უამრავი ტრენაჯორი და სავარჯიშო მოწყობილობა, ასევე ხის გადაჭრილი მორები რომლებიზეც ქაღალდის ერთჯერადი ჭიქები დევს მიზანში ამოსაღებათ, ექვსივე ბავშვების ყოველ დღიურობაა. ისინი სწავლობენ, ცდილობენ და გზას იკვლვენ ნამდვილი პროფესონალების ჩამოსაყალიბებლად.

(ნაწილი 1)
ახალ გაღვიძებულმა ჟღალთმიანმა გოგონამ, ხის კარები გააღო და გახარებული შეაბიჯა ოთახში
- მენტორო - კაცმა თვალი ლეპტოპს მოწყვიტა და გოგონას სიყვარულით შეხედა
- მოე? - გოგონა წინ სკამზე დაჯდა და გახარებული სახით უთხრა
- დღეს 18 წლის გავხვდი, აი მე ბოლო ვიყავი ვინც სწრულწლოვანი არ იყო. ასე რომ...
- მოე ჩემო ძვირფასო, ვიცი რისი თქმაც გინდა ვიცი რომ მეტყვი აი ის სრულწლოვანება რომელზეც წლებია ვლაპარაკობთ ჩვენს ხელთააო, მაგრამ ნუთუ ვერ მიხვდი მე რასაც ვგულისხმობდი სრულწლოვანებაში?
- კი მაგრამ...
- იცი როდის მიგიღებთ ექვსივეს სრულწლოვნად? როდესაც პირველ გამოცდას ჩააბარებთ. აი ესარის თქვენი სრულწლოვნობა და არა ასაკი ძვირფასო
- მე მეგონა რომ უკვე მზად ვიყავით მენტორო, ჩვენ ხომ თავდაუზოგავად ვშრომობდით
- დიახ, შრომობდით და შრომობთ კიდევაც ამას ძალიან ვაფასებ თუმცა ჯერ დრო არ არის.
- დრო?
- დიახ, დრო. რას გიმეორებთ სულ დროზე? რა არის მნიშვნელოვანი...
- ყოველი წამი და წუთი ჩვენთვის მნიშნელოვანია, დრო ყველაზე დიდი იარაღია რაც კი ხელთ გვაქვს.
- დიახ, დიახ! მე თვითონ მივხვდები როდის ხართ მზად, ეხლა კი გეტყვი რომ ამაში დარწმუნებული არ ვარ... ჯერ ვერ გავრისკავ.
- გასაგებია. - გოგონა აშკარად ნაწყენი და იმედგაცრუებული დგება და კარებს აღებს
- მოე - მენტორი აჩერებს გოგონაც ტრიალდება - დაბადების დღეს გილოცავ, ხილის ტორტს გიყიდი ვიცი შოკოლადი არ გიყვარს.
გოგონასაც წამსვე უვლის წყენა და ღიმილით ტოვებს ოთახს.
მენტორი გოგონას წასვლის შემდეგ მოგონებების მორევში ჩაიძირა,
თითეული მათგანი გაახსენდა წლების წინ და ცალ-ცალკე, ცოლი არასდროს ჰყოლია, ქალთანაც არასდროს ჰქონია დიდ ხნიანი ურთიერთობები თუ არ ჩავთვლით ერთი და იგივესთან ორჯერ მისვლას.
მას ხომ ჰყავდა ექვი ცხოვრების თანამგზავრი, რომლებიც ხუთი და ექვსი წლის ასაკში აიყვანა ბავშვთა სახლიდან. მშობლები ავტო კატასტროფაში თვრამეტი წლის ასაკში გარდაეცვალა, მათგან მხოლოდ სახლი და დედის ძვირფასეულობა ერგო წილად, რადგან დედმამიშვილი არ ჰყავდა ყველაფრის პატრონი თვითონ გახდა. სახლი მალევე გაყიდა, რადგან კარგი მოწყობილი და დიდი იყო მშვენიერი თანხა აიღო, ასევე ძვირფასეულობაც გაყიდა მხოლოდ ერთი ყელსაბამის გარდა რომელსაც საყვარელი დედა მუდამ თან ატარებდა, ეს ყელსაბამი ეხლა მუდამ მენტორის თანამგზავრი გახლდათ, ის ყოველთის ეკეთა მაისურის ქვეშ და ამით ოჯახის დანაკლის ინაზღაურებდა. ბავშთა სახლიდან ექვსი ბავშვის აყვანა ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, მანამ კი ცდილობდა ყველაფერი იდეალურად მოეწყო, სახლი მოშორებით ეყიდა და ყველანაირად მომზადებულიყო. რადგან იცოდა ვინ და რა გახდებოდნენ ეს ბავშვები და თითვეული მათგანი რისთვის სჭირდებოდა.
ალბათ გგონიათ ეს კაცი საშინელი პიროვნებაა უცოდველ ბავშვებს ასეთი მომავლისთვის რომ უთხრის მიწასო მაგრამ მან იცოდა ეს ბავშვები იმაზე მდიდრები და სახელგანთქმუნები გახდებოდნენ როგორც არავინ.
ბავშვთა სახლში მისული პირველ კითხვას რომელია ყველაზე განსხავებული და ნიჭიერი? კითხულობდა. თითვეული სხვადასხვა ბავშთა სახლიდან და ქალაქიდან აიყვანა, ის შეკითხებს არ უსვამდა დირეკტორებს საიდან იყო ბავშვი? რატომ დატოვეს აქ? არანაირი ინფორმაცია არ სჭირდებოდა მხოლოდ ერთს კითხულობდა ხელ-მოწერის შემდეგ, რომელ თვეს და რიცხვში დაიბადა ბავშვი. მენტორი გაწონასწორებული და მოწესრიგებული რადგან იყო დირეკტორები მოწიწებით ესაუბრებოდნენ, ერთმა მათგანმა ჰკითხა
- გავიგეთ რომ ეს მეექვსე ბავშვია ვინც აიყვანეთ, ვალდებული ვარ გკითხოთ რატომ ექვსი?
- იცით ალბათ ბევრი ადამიანი ვინც ჩემნაირად ფიქრობს, არანაირი სურვილი არ მაქვს ცოლი მყავდეს. მაგრამ შვილები ყოველთვის მინდოდა, თანაც ექვსი. დიახ და სანამ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია მათი აღზრდა, რაღას უნდა ველოდო?
- შეძლებთ კარგად აღზარდოთ თითვეული მათგანი? როგორ ფიქრობთ არ გაგიჭირდებათ?
- არანაირად. ისინი საუკეთესო იქნებიან თავის საქმეში და ზოგადად ყველაფერში.
მართლაც ესე გამოდგა, მენტორის სიტყვები ახდა. ისინი ისეთი განსხვავებული, ნიჭიერი და რაც მთავარია მიზანმიმართულნი იყვნენ როგორც არავინ.
მათთან არასდროს წარუდგენია თავი "მამად" , არც ბავშვებს მიაჩნდათ ის მამად და არც დედმამიშვილებად ერთმანეთი რადგან ყველაფერი უფრო ადვილი ხდებოდა. როდესაც პირველად დაელაპარაკა მათ სერიოზულად ყველაფერი აუხსნა და გააფრთხილა თუ მათ ეს სდასრულ ასაკში აღარ მოუნდებოდათ ის არ დააკავებდა მათ.
თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რათქმაუნდა მათ სკოლაში არ უვლიათ თუმცა მენტორის დამსახურებით ისინი იმაზე ჭკვიანები იყვნენ ვიდრე ბევრი სკოლადამთავრებული. არასდროს დაუწუწუნიათ რომ ეს ყველაფერი მობეზრდათ და სასკოლო მასალის სწავლის შემდეგ საბრძოლო ხელოვნება, სროლა და ათასი რამ უნდა ესწავლათ. პროფესიების მიღების შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, კვირაში ექვსი დღე, თითვეული ერთ დღეს ცხრა საათი სწავლობდა მენტორისგან კუთვნილ პროფესიას რაც ძარცვის დროს დასჭირდებოდათ.
მენტორი სწრაფად წამოდგა ფეხზე საფულე აიღო და სახლი დატოვა.
მისაღებში ექვსივე ერთად იყვნენ როდესაც კარის დახურვის და მანქნის დაქოქვის ხმა გაიგონეს
- სად წავიდა მენტირი? აა ჰო ტორტი უნდა იყიდოს - ამბობს ჰანსი გოგონა შავი მოკლე თმით, იდეალური ტანით და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის პროფესიით
- სახლიდან ხშირად გადის ნეტავ სად მიდის ხოლმე?
- იდიოტო საჭმელს რომ ჭამ ნეტავს რითი ჭამ, ან ხომ სჭირდება განეიტრალება
- იდიოტო? ჰანსი ენა რომ უფრომ უფრო დაგიგრძელდა იცი?
- დამშვიდდით, დღეს მაინც. - ამბობს მოა და კევინს ბიჭს რომელსაც თმები ბოლომდე აქვს შეჭრილი თავს ადებს
- ხო დღეს მოას დაბადების დღეა, მორჩა ყველა სრულწლოვნები ვართ... ასე როოომ
- არაფერიც, ველაპარაკე მენტორს მან მითხრა რომ სრულწლოვნებს პირველი გამოცდის შემდეგ ჩაგვთვლის
- რაა? როდის იქნება ეგ დედა ნატირები გამოცდა? სისხლი მიდუღს უკვე
- რა იყო აქედან წასვლა გინდა?
- სულ გააფრინე არაა? სად უნდა წავიდე მოაა? განა ოჯახს ესე ადვილად ტოვებენ? - მოა ენაზე კბილს იჭერს და ნანობს ესეთი რამ რომ წამოსცდა
- იქნებ შენ ფიქრობ ამაზე? - მოა აშკარად არ ელოდა ესეთ შეტევას
- არაფერიც. მენტორი და თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ. მხოლოდ სამი ძარცვა, სამი ძარცვა. ამისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადებით. ერხელაც არ მიფიქრია რომ აქედან წავალ და სხვასთან ერთად ვიცხოვრებ
- მეც! - ამბობს დანარჩენი ხუთი ერთ ხმათ და ექვსივეს ეცინებათ.
ეს უკვე გაზრდილი ბავშვები ჭკვიანებიც და ერთგულები იყვნენ, მენტორი მათვის ღმერთი იყო რომელიც მუდამ მათ გვერდით იქნებოდა.

მოა.
ჯონი ყველაზე ნერვებ მომშლელი იყო, ამაყი და ყეყეჩი იყო თუმცა არა ბოროტი და უნდობი. ჩვენ ყველას ნდობა გვაერთიანებდა, დიახ ეს მაგნიტურ ველზე ფეხის დადგმას გავს, ერთად ერთ საქმეს შევეჭიდედ და ჩვენი დაშლა მხოლოდ დაგვღუპავდა, წარმოიდგინეთ ადამიანი თვალების და ყურების გარეშე, წარმოიდგინეთ? ჩვენ ერთ ადამიანში ვიყავით მოქცეული რომელსაც არც ყური და არც თვალი უნდა დაეკარგა. ყველაზე კარგი ურთიერთიბა ნოესთან მქონდა, ის უბრალოდ ენით აუღწერელი საოცრება იყო. სამი წლის წინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა როდესაც ნოემ ჩემს ოთახში უკითხავად შემოაჭრა.
გაოფლილი და დაღლილი ვიყავი, ისე მტკიოდა თავი და ფეხები გულის რევამდე ცოტაღა მაკლდა. დილით ერთიანი გაკვეთილის შემდეგ ვივარჯიშეთ, ვჭამეთ და ისევ ვივარჯიშეთ ცხრასაათიანი ვარჯიშის შემდეგ, კიბეები ძლივს ავიარე და ლოგინზე დავჯექი ნოა რომ შემოვიდა, ჯერ გავბრაზდი შემდეგ გამიკვირდა ის ასე არ იქცეოდა, არასდროს.
- აქ რას აკეთებ? - გაცეცხლებული ვდგები ფეხზე, მოდის და ძალიან ახლოს დგება ჩემთან, მგონია მაკოცებს და ხელის დასარტყმელად ვემზადები როდესაც ხელის გულს ნაზად მისმევს სახეზე
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- ძალიან, ძალიან გავხარ ჩემს დას
- რააო? - მიკვირს რადგან ვიცი არავის ახსოვს თავისი ოჯახი, მათ შორის მეც.
- ჰო, შენნაირი წითელი თმა ჰქონდა ოღონდ სწორი, მასაც ცხვირი დაჭორფლილი ჰქონდა. - უკან რამოდენიმე ნაბიჯს დგამს
- გახსოვს? კი მაგრამ.
- მხოლოდ ჩემი და. მამაჩემი ლოთი და უსაქმური ადამიანი იყო, დედაჩემი კი ლამაზი, შეუპოვარი. მათი სახეები არ მახსოვს მაგრამ ისტორია კი. მამა სახლიდან წავიდა დედას განუცხადა საზღვარგარეთ მივდივარ ჩემს დასთან და იცოდე არაფერი მომთხოვოო, დედამაც მალევე შეიტანა გაყრის საბუთები სასამართლოში. განქორწინების შემდეგ დედასთვის მე და ჩემი და დაბრკოლება გავხდით. ის ახალგაზრდა დასიცოცხლით სავსე იყო, ჩვენ კი სიცოცხლის გააგრძელებლად ხელს ვუშლიდით. ასე გვითხრა როდესაც საბოლოდ ვნახეთ, ბავშთა სახლის კარებთან. ჩემი და ლამაზი და ლაღი იყო, ტკივილს ვერ აღიქვამდა რადგან მხოლოდ სამი წლის იყო, ორ თვეში ერთმანეთს დაგვაშორეს, მდიდარმა ოჯახმა აიყვანა დაროგორც ამბობდნენ პრინცესასავით ექცეოდნენ. გამიხარდა და დავიფიცე მას არასდროს ვნახავდი, ტკივილამდეც რომ მომნატრებოდა რადგან არ მინდოდა ისნტკივილი ეგრძნო რაც ოჯახის დანგრევის და განშირების შემდეგ ვიგრძენი, არ მინდოდა მისი ზღაპრული სამყაროს დანგრევა. შემდეგ მენტორმა ამიყვანა. ვამბობთ რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ეხლა ალბათ ფიქრობ რომ მემაქვს რადგან და მყავს და ვიცი როგორიცაა, თუმცა ეს ასე არარის, მე აღარავინ მყავს და დასაკარგიც არაფერი მაქვს.
ნოეს სიტყვების შემდეგ მახსოვს მაშინ ჩემს ღრმა მოგონებებში გადავეშვი, მაგრამ არაფერისრულებით არაფერი, თაბახის ფურცელივით სუფთა და თეთრი, მაგრამ ეს ჯობდა. ეს აშკარად ჯობდა რადგან არ მინდოდა გამეგო რატომ ან ვინ დამტოვა ბავშთა სახლში.
ღმერთს ეხლაც ყოველ ღამით მადლობას ვწირავ იმისთვის რომ მენტორმა იმ დღეს ბავშვთა სახლში მე ამირჩია და არა სხვა. ვერც კი წარმოვიდგენ როგორ ამიყვანდა მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომლებიც დიდ დანაკლის ჩემით აინაზღაურებდნენ და შემდეგ ილუზია მაცხოვრებდნენ. ან კკდევ უარესი მეყოლებოდა ისეთი "მშობლები" რომლებიც ცემაში ამომხდიდნენ სულ იმის გამო რომ ერთ-ერთი უნაყოფო იყო და ჩემში ის ბედნიერება ვერ ჰპოვეს რაც უნდა ეპოვათ.
თავიდანვე მენტორმა ყველაფერი მოგვიყვა როდესაც ცოტა წამოვიზარდეთ, ყოველი დეტალი თუმცა ის მართალი იყო როცა ამბობდა თქვენ სწორედ გაიგებთ ყველაფერს რადგან განსაკუთრებულები ხართო.

***
დილით როდესაც ექვსი ახალგაღვიძებულო მოზარდი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი უფრო სწრაფად გახსნიდა სეიფს. მენტორი ტაშის დაკვრით მიუახლოვდა და ის სიტყვები უთხრა რომელსაც თითვეული ასე ელოდა.
- ხვალ დილით, 08:00 პირველი გამოცდა გაქვთ. - შემდეგ მომღიმარი სახით გაშორდა ყბაჩამოვარდნილ ბავშვებს.

2

- თქენც ის გაიგონეთ რაც მე? - მიტკინი გზას უყურებს რომელიც მენტორმა გაიარა და სახლში გაუჩინარდა
- კი, არ მჯერა. - გაშეშდნენ მხოლოდ ჰანსი ჩანდა მშვიდად, საცდელი იარაღი ისროლა და მიზანში მოარტყა, კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში
- ეი შენ არ ნერვიულობ?
- არა, იცით მე რამდენი ვისწავლე ღამეებს ტვინის უჯრედების შესაწავლაში ვათენებდი. ფსიქოლოგიაში რა გამოცდა უნდა მომიწყოს? ყველაფერი ისედაც ვიცი და მენტორმა ეს იცის.
- კარგი ერთი, მენტორის ხასიათი ვითომ არ იცოდე რა. - ეზოში მანქანა გაჩერდა და მაღალი დაკუნთული ბიჭი გადმოვიდა.
- რა დაგემართათ? სახეზე ფერი არ გადევთ.
უუპს, მეექვსე მოსწავლე. არც კი დაგითვიათ სახელები ხო?
- და ბოლო, ნიკოლასი - როდესაც მენტორმა ბოლო სახელი წარმოთქვა ფეხზე, შავგრემანი ბიჭი ადგა. მაშინ ის თოთხმეტი წლის იყო და ვერ ხვდებოდა რა პროფესია შეურჩია მენტორმა. რა დილემის წინაშე უწევდა დადგომა.
- დიახ მენტორო. მე შიკრიკი ვიქნები როგორც მივხვდი.- ნიკოლასი იყო ადამიანი რომელიც გარედან დაეხმარებოდა შიგნით შესულ მეგობრებს, მას ყველასგან განსახვავებული ცხოვრებით უწევდა ცხოვრება.
პირველ რიგში სკოლა დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტი წარმატებულად. კარგი სწავლის გამო ინსპეტორის დამხმარე გახდა ორ თვეში. შემდეგ ქალაქის სათვალთვალო კამერების უფროსი გახდა და ყველაფერი მის ხელთ იყო, რათქმაუნდა ეს ადვილი საერთოდ არ იყო. მას ცხოვრების ისეთ რეჟიმში უწევდა ცხოვრება როგორ არავის, ორი წელია მარტო ცხოვრობს პატარა ბინა იქირავა რადგან არავის შეენიშნა ესე შორს ყოფნა. კვირაში ორჯერ ამოდიოდა მენტორისგან მითითებებს და გაკვეთილს ესწრებოდა და ისევ უბრუნდებოდა თვრამეთსაათიან სამუშაო გრაფიკს. თავიდან ყველას ეგონა რომ რადგან მას ჰქონდა კარგი სამსახური,ანაზღაურება და სახელი ის უბრალოდ ადგებოდა და ყველას დატოვებდა.
მაგრამ ესე არ მომხდარა, მას იმაზე მეტად უნდოდა მენტორისთვის იმედები არ გაეცრუებინა როგორც არავის.
- რას მიყურებთ? არ იტყვით რა ხდება?
- ხვალ გამოცდაა, პირველი გამოცდა.
- რაა ღადაობთ?
- ბოდიშით პოლიციელო, ალბათ დროს ვერ გამონახავთ. - ჯონმა ირონიულად დაიწყო ლაპარაკი რაზეც ნიკოლასი უფრო გამხიარულდა
- მერე რა დაგემართათ? ამას ხომ ამდენი წელია ველით.
- კარგი რააა, შენ მიჩვეული ხარ გამოცდების ჩაბარებას მაგრამ ჩვენ გვკითხე?
- ჩემი გამოცდები ფურცელზე დაბეჭდილი კითხვებია. მენტორი კი ჩვეულებრივი პროფესორი არარის, ის ბევრად ჭკვინია თითვეულ მათგანზე. ღმერთმა იცის რას გვიმზადებს...
- აბა მორჩით წიმასწარმეტყველობას? გაცივდა საუზმე. - მენტორი ფანჯრიდან ხელის ქნევით ეძახის და უკან სახლში ბრუნდება.
- მისი ირონია მაშინებს - ამბობს ჰანსი და ბილიკს მიუყვება.
მენტორმა ეს იცოდა, იცოდა რომ საქმე-საქმეზე რომ მივიდოდა ყველას შეეშინდებოდა და თავისი მინუსების გახსენებას დაიწყებდნენ. მაგრამ მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და შიშს უფლებას არ მისცემდა მათი სხეულები დაეპყრო, რადგან შიში ადამიანს ანადგურებს.

***
მთელი ღამე არავის სძინებია, ნიკოლასიც დარჩა რადგან დილით ესე ადრე ვერ მოვიდოდა. რვა საათზე ყველა სახლის უკან ეზოში ჩამწკრიველნი ელოდნენ მენტორს, მენტორი კი ყავით ხელში მიუახლოვდა მის მოსწავლეებს რომლებიც ჯარისკაცებივით ერთ რიგში იდგნენ.
- შეგიძლიათ დასხვდეთ, აბა როგორ განწყობაზე ხართ?
- მენტორო პირდაპირ საქმეზე გადადით, რაც სწრაფად მით უკეთესი.
- ნუთუ ესეთი მონდომებული ხარ? - მიტკინი დაბნეული უყურებდა მენტორს რომელიც ყავის გემოთი დამტკბარი აუღელვებლად საუბრობდა
- დდდ დიახ, პირველი ვინ არის?
- კარგით, კარგით. თითვეულს განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ამ საქმეში, თუ თქვენს მოვალეობას ისე შეასრულებთ როგორც საჭიროა არც მე და არც თქვენ დაგვჭირდება გეგმა ბ-ზე გადასვლა და წვალება. მე თქვენი იმედი მაქვს და იმედია იმედებს არ გამიცრუებთ. ჯონ პირველი შენხარ, ზუსტად 09:00 იხსნება მაღაზია რომელშიც იყიდება ყველაფერი მაგრამ მე ერთი განსაკუთრებული ნივთი მინდა მომიტანო, მაღაზიაში მხოლოდ ორი ეგზემპლარია ამ ნივთის, ერთის ღირებულება 1500$ ია , ნივთი ხმის ჩამხშობია რომელიც სიგნალიზაციას ახშობს რამოდენიმე წუთით, ეს ნივთი იმიტომ იყიდება რომ ბანკიდან მდიდარმა ადამიანმა, ბევრი ფულის გატანის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში არ ამოყოს თავი და სიგნალიზაცია ჩაახშონ.ერთი სიტყვით მაღაზიაში არის სამი სექცია, პირველში იარაღებია მეორეში ყუმბარები, მესამეში კი დინამიკები და ეს ორი ეგზემპლარი რომელიც მესამე თაროზე დევს თეთრ ყუთში. თითვეულ სექციაში ორი ვიდეო კამერაა, რადგან შენ ბევრი რამ ისწავლე მძარცველის კვალობაზე ისიც უნდა იცოდე როგორ არ შეეჩეხო ვიდეო კამერას და შეუმჩნევლად გამოიტამო ეს ნივთი, გადახდის გარეშე. მაღაზიას ორი ადამიანი იცავს ერთი შიგნით მეორე გამოსასვლელში. ორმოცდა თერთმეტი წუთი გაქვს, ეხლავე უნდა წახვიდე რადგან მაღაზია უკვე იხსნება. წარმატებები.
- მენტორო კი მაგრამ რასაჭიროა ფულის გარეშე წამოღება?
- ჯონ ალბათ ვერ ხვდები, სამწუხაროა. როდესაც ბანკს ან სხვა რაიმეს გაძარცვავ ფული უნდა გადაუხადო ამისთვის? - ჯონის გარდა ყველა გოცებით უყურენდა მენტორს, ჯონის ხმამ ისე გააპო ჰაერი, როგორც ნასროლი ტყვია აპობს სხეულს.
- დრო რამდენი მაქვს?
- 47 წუთი.
ჯონი სწრაფად დგება და მიდის, დარჩენილი ხუთი კი მას თვალს აყოლებენ, ემჩნევათ რომ მიხვდნენ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოედგინათ. სულის ამოთქმა და მენტორის ხმის ამოღება ერთი იყო.
- აბა ნიკოლას არ მოვდუნდეთ, შენი პირველი დავალება ესეთია, ჯონმა სწორად უნდა გააკეთოს ყველაფერი, მაგრამ გარეთ დამონტაჟებულ კამერას გვერს ვერავინ აუვლის რადგან მაღაზას მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს. ვიდეო კამერა ხედე ზუსტად მაღაზიის წინაა მიმაგრებული და მაღაზიიდან გამოსული ნებისმიერი ადამიანი ჩანს. შენი დავაალება, წახვიდე სამსახურში და ეს კამერა დააედითო. ალბათ იცი რასაც ნიშნავს ეს? აი ეხლა - მენტორი მაჯის საათს უყურებს - ჭაღარა კაცი რომელიც ბანკის თანამშრომელია შედის მაღაზიაში რათა ერთი ხმის ჩამხშობი იყიდოს და ჩემდეგ შავი ცელოფნით გარეთ გამოვა. ამას ვიდეოკამერა აფიქსირებს. რადგან ეს მაღაზია იარაღების და ყუმბარებისაა პირველ რიგში ვიდეო ჩანაწერი პოლოციას მიეწოდება, ჯონი მაღაზიიდან კაცის გამოსვლიდან ოც წუთში შევა და დაახლოებით რვა წუთში გამოვა, შენ კი ჯონი საერთოდ უნდა ამოჭრა და გააქრო.
- მენტორო, ყველა ვიდეო ჩანაწერი ინსპეკტორს გადაეცემა მიხვდება დაედითებულს. მითუმეტეს როდესაც მაღაზიაში შეამჩნევენ გამქრალ ნივთს...
- ნიკოლაას... როდესაც ძარცვას დავიწყებთ მაშინ როგორღა მოახსერხებ კამერების დამორჩილებას? ეს ხომ ელემენტარულია... ყველაფერი იმ კაცს უნდა დაბრალდეს რომელიც სამი წუთის წინ გამოვიდა მაღაზიიდან, უნდა ვთქვათ რომ ერთი იყიდა და მეორე მოიპარა. მაგრამ თუ ვერ შეძლებ...
- შევძლებ! დრო რამდენი მაქვს?
- ჩვიდმეტ წუთში ჯონი მაღაზიაში შევა და მაქსიმუმ ათ წუთში გამოვა, შენ კი მანამ უნდა მოასწრო ვიდეოს დაედითება სანამ მაღაზია გამქრალ ნივთს შეამჩნევენ და ვიდეო ჩანაწერს შეამოწმებენ.
- დრო?
- რადგან მაღაზიაში ყოველ ათ წუთში ნივთებს წმენდნენ, ორმოცი წუთი გაქვს მხოლოდ.
ნიკოლასი სწრაფად დგება და განერვიულებული სახით მიდის, შიში უფრო და უფრო იმატებს. ოთხი გული სწრაფად ცემს და ხელებს ისრისავენ. მენტორი ისევ იღებს ხმას და ოთხი წყვილი შეშინებული თვალი მას უყურებს.
- მოდი შევთანხმდეთ ესე ნუ მიყურებთ, ვწითლდები. შემდეგი მოა გამნაღველი, მოა შენ შორ მანძილზე არ მოგიწევს წასვლა.
- გამახარეთ - მოა უხერხულად იღიმება როცა მენტორი ხელის აწევით აჩუმენს
- ქვევით მდინარეზე, ორი ნაღმი დევს. ისინი წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, შენ კი მათი უბრალოდ რკინად გადაქცევა უნდა შესძლო. თუ ხელით ან რკინით შეეხები ის ათ წამში აფეთქდება და მეორეც თან მიქვება, ასევე მდინარესთან ახლოს მდგომი ორი სახლის მაცხოვრებლების სიცოცხლესაც შეიწირავ და რათქმაუნდა შენსასაც. როგორც ისწავლე ასაფეთქებლის ფხვნილი ყველაზე მგრძნობიარე წყალთან და ენერგიას წყალს გადასცემს. ხმაც იხშობა და ძალაც. შენ ორივეს მიტანა მდინარის წყალში ჩაგდებით რამოდენიმე წუთში უნდა შესძლო. ხო მართლა... გაიხსენე რა გითხარი პირველ გაკვეთილზე.
- მენტორო, ეს ჩემი პირველი ცდაა როდესაც ადამიანები შეიძლება ჩემს გამო დაიღუპნონ. მე არ შემიძლიაა...
- მოაა! იცი რატომ აგირჩიე გამნაღველად? გახსოვს ერთელ ჩემს კაბინეტში შემოდი, ინტერნეტის მოდემის ხაზები უკვე თითქმის ძლიერი ენერგისს გამო იწვოდა, ჩვენ კი ინტერნეტის მოხელე რომ გამოგვეძახნა შეიძლებოდა სამომავლოდ ამის გამო დავღიპულიყავით. მაშინ ასოც წამში ისე გადააბი სადენები რომ ეხლაც კი მუშაონს. ასოც წამში გესმის?
- მენტორო...
- მოა! პასუხი მჭირდება
- დრო? - მენტორი ჟიბიდან პატარა ყუთს იღებს რომელზეც წითელი ღილაკია, თითის დაჭერის დროს კი ყუთი წვრილ ხმას გამოსცემს.
- რვა წუთი.
მოა ისე გარბის რომ ვერცერთი ვერ ასწრებს თვალის გაყოლებას.
- მენტორო როგორ გგონიათ შეძლებს? - ამბობს აშკარად შეშინებული ნოე
- რა თქმა უნდა. მე არცერთ თქვენგანში არ მეპარება ეჭვი.
ამ დროს კი გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყველაზე მეტად მენტორი ნერვიულობდა. პირველ რიგში კი თუ ექვსივე გამოცდას ჩააბარებდა ეს იქნებოდა პირველი მანიჯი მისი როგორც პიროვნების სიძლიერეში დასამტკიცებლად. იმედები არ გაუცრუვდებოდა, უფრო მეტად კი რწმენას დაკარგავდა. რწმენას რომელიც ეხლა მას თან უნდა სდევდეს რადგან ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა.
- შემდეგი კი ნოე, მზად ხარ?

3

- შემდეგი კი ნოე, მზად ხარ?
შემაძრწუნებელიყო იყო დარჩენილი სამის სახეების დანახვა, ერთიანად გაფითრებული სახეეების რომლებიც რამოდენიმე წუთში აფეთქების ხმის მოლოდინში იჯდნენ, თუმცა შემდეგი ნოე იყო და ყველაზე მეტი სადარდებელი მას ჰქონდა.

მოა
ესე სწრაფად მაშინაც კი არ მირბენია როდესაც, მენტორი სირბილში გამარჯვებულს ორი დღე დასვენებას გვპორდებოდა. საათს ვუყურებ რვა წუთი დარჩა... წითელი ლენტების დანახვისას ასე მგონია ფილტვები გამისკდება და ნაბიჯსაც კი ვეღარ ვდგამ თუმცა, რა დროს დანებებაა? როდესაც ამდენი ადამიანია ჩემს მოქმედებაზეა დამოკოდებული. სწრაფად ვუახლოვდები ლენტებს, შუაში დაახლოებით ორმოცი სანტიმეტრის ზომის რკინის ყუთი დევს რომელზეცმდრო ნელ-ნელა იკლებს, რამოდენიმე მეტრში კი მეორე ასეთივე ასაფეთქებელია. ერთადერთი სიტყვა მახსენდება მენტორისგან მხოლოდ, პირველ გაკვეთილზე რაც გითხარიო. რა მითხრა პირველ გაკვეთილზე? რაა? საათს ვუყურებ ხუთნახევარი წუთი.
რა ვქნა? ტვინის ყოველი უჯრედი ვგრძნობ როგორ იღვიძებს თავს ვაიძულებ რომ საკუთარი თავი ვაიძულო რაიმე გაიხსენოთ. მდინარე ძალიან ახლოსაა, რამოდენიმე ნაბიჯში. ვიცი თუ მდინარეში ჩავაგდებ ორივეს ძალა დაკარგავს თუმცა იქ როგორ უნდა ჩავაგდო? მუხლებზე თავს ვდებ და გონებას ვძაბავ. პირველ გაკვეთილს ვიხსენებ...
- აბა მოა კმაკპყოფილი ხარ შენი პროფესიით?
- დიახ მენტორო, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო, რა უნდა ვქნა
- ყველაფერს თანმიმდევრობით ისწავლი ძვირფასო - ხელში წითელი ვაშლი უჭირავს და ჩემს წინ დებს - ხედავ ამ ვაშლს? წარმოიდგინე რომ ეს ვაშლი, დიდი ენერგიის მქონე ასაფეთქებელია. მას შეუძლია მის გარშემო ყველაფერი ნაცარტუტად აქციოს. იცი რა არის მთავარი? შენ ეს ვაშლი იმასთან ერთად უნდა აიღო რაზეც ის არის, თუ ზედმეტად არ გაამოძრავებ და შეძლებ რომ ის ისე სიმტრიულად აიღო როგორც საჭიროა პრობლემა არ იქნება.
- და თუ ის უბრალოდ მიწაზეა?
- მაშინ მიწა ყოფილა ნაღმი და არა ის ყუთი რომლის აფეთქებასაც ელოდები მოა.
ფეხზე ისე სწრაფად ვდები რომ წნევის დავარდნის გამო თაბრუსხვევას ვგრძნობ. საათს ვუყურებ ორნახევარი წუთი. გარშემო ისეთი ლიმაზეა გამეფებული, შემოდგომაა გარემო ეგუება რომ მალე მის სილამაზეს თოვლის ფენა დაფარავს, მდინარე აუღელვებლად მიიკვლევს კალაპოტს ჩემს გულში კი ქარიშხალია. ის მთლიანად უნდა ავიყო და არა მხოლოდ ყუთი. სწრაფად ვიწყებ რაიმე ბასრის ზებნას, ბასრი ვერა მაგრამ წვეტანი ხის ნატეხს ვიღებ და ლენტს სწრაფად ვაშორებ...

***
- მენტორო დრო რამდენი დარჩა? - ჰანსი ტყეს უყურებს სადაც მდინარეა
- ერთი წუთი. - ჰაერში ტემპერატურამ საგრძლობლად იმატა, ნოეს ისეთი სახე ჰქონდა საშუალება რომ ჰქონოდა მოასთან უკან მოუხედავად დაიქცეოდა
- ოცდაათი წამი - ჰანსი ხელებს იმტვრევს. ამ დროს კი მენტორი ტაშს უკრავს და სახე უბრწყინავს.
- მას ეს გამოუვიდა. - ალბათ ესეთი ამაღელვებელი წუთები მათ ცხოვრებაში იშვიათი იყო.
რამოდენიმე წამში კი მოა ჩნდება, სახეზე ფერი არ ადევს მთლიანად სველია და თვალები შემაშინებლად აქვს ჩაწითლებული. ესეთი მოა ჯერ არავის უნდახავს ყოველთვის მხიარული, ძლიერი მოა ეხლა ერთი შეშინებული და გულამოვარდნილი გოგოა. ნოე სწრაფად მიდის და ხელს ხვევს ისევ მის ადგილზე აბრუნებს და რაღაცას ჩასჩურჩულებს.
- გილოცავ მოა შენ ყველაფერი გამოგივიდა
- მადლობა მენტორო, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. - გოგონა ჩახლეჩილი ხმით ამბობს და სულის ამოსათქმელად ერთ ბოთლ წყალს სვამს.
- მენტორო ჯონი და ნიკოლასი?
- ისინი უკვე გზაში არიან.
ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ, მომღიმარი ჯონი და ნიკოლასი მათ უახსოდება
- რამოხდა? - მიტკინი გაკვირვებული სახით უყურებს მათ
- კარგი მე დავიწყებ, დღეს ჩემი ცვლა არ იყო ამიტომ მომიწია ძალით გამეშვა სახლში ერთ-ერთი პოლიციელ, პირველი პრობლემა ის იყო რომ ასე არასდროს არ მოვქცეულვარ და ყველას გაუკვირდა მეორე თუ დაედითებულ ვიდეოში ეჭვს შეიტანდნენ აუცვილებლად ყველაფერს მიხვდებოდნენ, მაგრამ როდესაც მაღაზიიდან დარეკეს უფროსმა მე დამავალა ვიდეოს შემოწმება და თვითონ ზედაპირულად უყურა, გამიმართლა ერთი სიტყვით.
- საშინელება იყო, მეგონა დამიჭერდნენ როდესაც აი ეს ყუთი როგორღაც გამოვიტანე - ჯონის მენტორის წინ ყუთს დებს
- შესანიშნავია - ამბობს მენტორი და ლაპარაკს განაგრძობს - ამაზე შემდგომში ვილაპარაკოთ, გადავიფიქრე მოდი ჯერ მიტკინი იყოს. მიტკინ ალბათ იცი რა არის ნაციონალური ინტეფიკაციის ბაზა?
- დიახ მენტორო. ეს ის ბაზაა სადაც თითვეული ადამიანი მონაცემები, დაბადების ადგილი ერთი სიტყვით ყველაფერია ნაჩვენები.
- დიახ, ნაციონალური ინტეფიკაციის ბაზის გატეხვა ისეთივე რთულია როგორიც ნატოს კოორდიმატების შეცვლა. ერთი ჰაკერი იყო რომელმაც ეს ბაზა გატეხა ორცმოც წუთში, მის შემდეგ ბაზა უფრო დაცული გახდა. მინდა რომ ეს ბაზა გატეხო და თქვენი სახელები, გვარები, დაბადებს თარიღი ერთი სიტყვით ყველაფერი უნდა გაანადგურო, წაშალო.
- მენტორო ამ ბაზას როგორც ვიცი ყველაზე ძლიერი ჰაკერები იცავენ
- შენ მათზე ძლიერი ჰაკერი ხარ.
- დრო?
- ლეპტოპი მოუტანე მოა, ლეპტოპის მოტანიდან ერთი საათი გაქვს.
ლეპტოპის ჩართვის შემდეგ მიტკნმა როგორც ყოველთვის ყურსასმენებში ხმამაღალი სიმღერა ჩართო და გაიკეთა რომ ყურადღება არ გაფანტვოდა (ყოველთვის ესე შვებოდა)
თითქოსდა ყველა ეხლა დაიბადნენ, ეხლა გაიაზრეს რისი გადატანაც მოუწევდათ, მენტორმა კი ეს იცოდა. მან დიდი ხნის წინ გაიზიარა ეს ტკივილი, ტკივილი და ამავდროულად საოცარი შეგრძნება რომელსაც ყველა აღიარებდა საუკეთესო ძარცვის სახელით. მას მხოლოდ ეს უნდოდა, მას მთელი არსებით უნდოდა ეს.
- სანამ მიტკინს ერთი საათი აქვს და ერთი საათი ასე ჯდომას აე ვაპირებ, ორი კურდღელი ერთად უნდა მოვათავსო. ჰანსი და ნოე, სიმართლე გითხრათ დიდი ხანი ვიფიქრე თქვენ ორისთვის რა მომეფიქრებინა. ნიკოლასმა თავისი სამსახური და ჩვენი საუკეთესო დამხმარე წყარო კინაღამ წყალში ჩაყარა, ჯონმა პირველ მოიპარა რაღაც და ეს ძალიან რთულია, მოამ კი ცხრა წუთში ორი ასაფეთქებელი რომელოც ყველაფერს გაანადგურებდა, თვითონ გაანადგურა. ვფიქრობდი რა უნდა მოუწყო ფსიქოლოგს და დაცვას რომელის მარჯვენა ხელი იქნება გუნდის? ვიფიქრე და მოვიფიქრე. ჰანსი შენ ღვეზელს გააკეთებ, ნოა შენ კი ფორთოხალს გაწუღავ აუცივლებელია რომ ახალი იყოს.
- რაა? - ხუთივემ ერთიანად წამოიყვირა
- მენტორო რა ფორთოხალი და ღვეზელი?
- აბა რა გინდათ? მისმინეთ გასაგებია რომ თქვენ ეგრეთ წოდებული "წითელი კვერცხები" არ ხართ მაგრამ ამ ორის საქმე აქ არ არის, მათ ყველაზე დიდი გამოცდა წინ აქვთ. როცა თქვენ მოდუნების საშუალება გექნეთ, მათ პერიმეტრის ოდნავ გაშორებაც კი საფრთხეს მოუტანს. იპოვეთ განსხვავება? სამაგირეოდ კი ღვეზელებს და ახალ გამოწურულ ფორთოხლის წვენს დალევთ.
ყველას გაეცინა, მიტკინის გარდა რომელსაც სახე სულ დასველებოდა, როცა ათი წუთი იყო დარჩენილი უცებ იყვირა
- მენტორო ყველა გავასუფთავე, მაგრამ...თქვენ ვერსად მიგაგენით
- მე არ ვარ. შენი საქმეც დასრულებულია გილოცავ.
- არ ხართ?
- არა.
- როგორ მოახერხეთ.
- ხომ არ დაგავიწყდათ რომ მე თითვეული თქვენგანი პროფესიას ვფლობ? - ნოე და ჰანსი სამზარეულოსკენ წავიდნენ.
- საქმე დამთავრებულია.
ერთი საათის შემდეგ როდესაც ყველა, ჰანსის მომზადებულ ღვეზელზე იცინოდა მაგრამ მაინც ჭამდა, მენტორმა პირველად იგრძნო თავი ოჯახში. ეს ჰარმონული გარემო ისეთივე სუფთა იყო როგორც მდინარე ფსკერზე. იქ მჯდომმა თითვეულმა მოკვდავმა პირველად მიიღეს ამოდენა ადრენალინი სიყვარულის სახით და მიხვდნენ რომ დასაკარგი არაფერი კი არა ყველაფერი ჰქონდათ. თუმცა მხოლოდ სამი ძარცვა და ისევ ერთად იქნებოდნენ, რომელიმე კუნძულზე სახელგანთქმულები და ფუფუნების ნეტარებაში. მაგრამ ჯერ ხომ ყველაფერი წინ იყო...

მოა
დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და ამავდროულად ბედნიერი დღე იყო. ღამის სამი საათია თუმცა ძილი საერთოდ არ მეკარება, დღეს პირველად მივხვდი რა მელოდება წინ და რისი გაკეთება მომიწევს. მაგრამ მკვლელი არასდროს გავხვდები, დღეს კი ეს საშიშროების გამო ძალიან ახლოს ვიგრძენი წარმოვიდგინე როგორ შთანთქავდა ცეცლის ალი თითუელ ადამიანს და დამაჟრიალა. ფანჯრის რაფაზე ვზივარ მეღიმება, მაინც მეღიმება როდესაც წარმოვიდგენ როგორ ვძარცვავთ ბანკს და დიდძალი ფულით გამოვდივართ. შემდგ კი ყველა არხი და გადაცემა ჩვენზე ლაპარაკობს...
- მოა? - ვერც კი მივხვდი როგორ შემოვიდა ნოე, ტანზე დავიხედე მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი
- არ გძინავს? - ფანჯრის რაფაზე მოპირდაპირედ დაჯდა
- ვერ ვიძინებ, შენ?
- ვერც მე. უცნაურად ვგრძნობ თავს
- ჰო, ესე მგონია რომ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება, მენტორს კი თავში რა უტრიელებს არავინ ვიცით.
- მე მას ვენდობი, ვიცი რომ ჩვენთვის საზიანოს არაფერს გაკეთებს. მას ყველაფერი კარგად დაგეგმილი აქვს
- ხო მაგრამ მოა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკოდებული, ერთი შეცდომაც და დავიღუპებით. ჩვენ თაგვის სოროში მომწყვდეულები ვიქნებით, ამაზე არ გიფიქრია?
- ყოველთვის. ყოველთვის ვფიქრობ რომ დაგვიჭირონ ციხეში როგორ ვიცხოვრებ, რას ვიზამთ და როგორი იქნება ჩვენი მომავალი.
- ამაზე არ უნდა იფიქრო! გახსოვს მენტორის სიტყვები, შიში ყველაფერს ანადგურებს. თითუეულ ტვინის უჯრედს კლავს და ისეთს გაქცევს როგორიც არ უნდა იყო.
- ბედნიერი ვარ...
- რა? - ნოე ვერ მიმიხვდა, მისი ლამაზი თვალებით მიყურებდა
- ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, ბედნიერი ვარ რომ თითვეული თქვენგანი მყავს. ანაირი დაბრკოლების არ მეშინია - ნოე ახლოს მოდის და მის სუნთქვას ვგრძნობ ლაპარაკს მაინც ვაგრძელებ - მე... ჩვენ ყველაფერს შევძლებთ - უცხო მომიალოვდა, პირველად მაქვს ესეთი შეგრძნება ტამში ჟრუანტელმა დამიარა და ესე მეგონა სადაცაა გული წამივიდოდა
- მოა...
- ნოე შენ - მაკოცა, ნაზად მკოცნიდა და გეგონებოდათ ცდილობს არაფერი მატკიმოსო, უცებ სიცილი ამიტყდა
- რაა? - ნოე გაკვირვებული მიყურებდა
- მაკოცე? ღმერთო - სიცილი ხარხარში გადამივიდა თავს ვერ ვიკავებდი
- რა არის აქ სასაცილო მოა? - აშკარა გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო ნოე
- ჯერ გოგოსთვის გიკოცნია?
- რისი თქმა გინდა?
- იმის რომ პირველად აკოცე გოგოს, მშვენივრად გამოგის ყველაფრის დამთავრების შემდეგ გოგოების "რისხვა" გახდები - ისევ ვიცინი
- ამაზე უნდა გავიცინო მოა?
- კარგი რა, რატომ ხარ ესეთი სეროზული?
- იმიტომ რომ გაკოცე შენ კი იცინიხარ, რაა ჯანდაბაა?
- კოცნა არ იცი, მოიცადე - მივდივარ და ვკოცნი, ნოე ალბათ შოკშია თუმცა მალევე მყვება, რამოდენიმე წამში თავს ვკარგავ და ნოეს კოცნაზე აღარ მეცინება, ქვედა ტუჩზე მკბენს რაზე კვნესა მხდება ნოე უფრო გაშმაგებით და მონდომებით მკოცნის, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, ვცილობ ნოეს მაისური გავხადო. ხელს საჯდომზე მიცურებს და ლავიწის ძვალზე მკოცნის რაზეც საერთოდ ვგიჟდები. მაგრამ ჯანდაბა მეღადავება? იცინის და მისი ძლიერი ხელებისგან მათავისუფლებს
- რა ჯანდაბაა ნოე? - იცინის და კარებთან მიდის
- როდესაც ყველაფერი დამთავრდება მეცოდინება როგორ უნდა აღვ'აგზნო გოგო შენნაირად, კოცნა არ ვოცი ხო? მგონი მოგეწონა
- შეენ - სიტყვის დამთავრებას არ მაცდის ისე გადის მომღიმარი ოთახიდან. რა ჯანდაბა იყო ეს ყველაფერი? მოიცა რისი თქმა უნდოდა რომ მე აღვიგ? არა არააა, ის ისევ ჩემი ნოეა. მაგრამ ჯანდაბა ცოტაც და მასთან ისე დავწვებოდი წარბსაც არ შევხრიდი.
მთელი ღამე თეთრად გავათენე, ბოლოს ალბათ ჩამეძინა. თუმცა ვინ მაცადა? ჰანსი მუშტების რტყმევით მაღვიძებს
- რა ხდება? მეძინებაა
- ადექი საუზმე მზადა, ხოიცი არაფერი აღარ დაგრჩეება
- საუზმის დედაც ჰანსი მეძინება თქო.
- დღეს ყველას ერთად გეტაკათ? - კერებს ძლერად ხურავს რაზეც ვფხიზლდები და გულში ვაგინებს ამ უკანასკნელს.
საბაზანოში შევდივარ წყალს ვივლენ და სპეციალურად მოკლე შავი კაბით კიბეებზე ამაყად მივაბიჯებ, თუმცა სიამაყე მაშინვე მეკარგება როდესაც მომღიმარ ნოეს ვხედავ. თავი მოროკე მოა!!! ეს ხომ ნოეა?
- სადილის დედაცო შენ არ მიყვირე?
- შენ რომ კარები არ მიგეჯახუნებინა დამეძინებოდა!
- უძილარს გავხარ და დაგემართა? - ნოე მომღიმარი სახით მეუბნება რაზეც მინდა პურის საჭრელი დანა ავიღო და ცისფერ თვალებში გავუყარო
- მეძინა, შენ ვინ გეკითხება - ნოე ტოსტს დიდ ლუკმას კბეჩს და იცინის
- დღეს ვარჯიში რომელზეა?
- ორი დღე ვისვენებთ. მენტორი წავიდა საქმეები აქვს, ჭკვიანად იყავითო - ამბობს ახალ გაღვიძებული ნიკოლასი და ყავას ვსვამს
- შენ როდის მიდიხარ?
- ხვალ ღამით წავალ, ორი დღწ ვისვენებ.
- ერთი იდეა მაქვს ოღონდ იდოტობები არ დაიწყოთ და დეგრადირებულ ხალხს არ დაემსგავსოთ - ჯონი ისრონიით ამბობს და თავს ამაყად წევს.
- იტყვი თუ არაა?
- კლუბში წავიდეთ, მენტორი არაა ასე რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება.
- მოიცა და ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ? - ვამბობ და მეცინება თუმცა ნოეს დანახვაზე სახეს ისევ ვასერიოზულებ
- ერთი პირობით - ნოე დგება და ხელს იქნევს - ისეთ რამეს არ გააკეთებთ რომ პოლოციამ გამოგვიჭიროს და მენტორი გაგიჟდეს.
- ხო რა თქმა უნდა, ნიკოლას?
- რა?
- ხომ წამოხვალ?
- არა, აქ დავრჩები და თქენს სუნიან ნასკებს გავრეცხავ - იცინის და ყველას გვიყურებს - წამოვალ რა თქმა უნდა, რომ არ წამოვიდე კლუბი იცით საერთოდ სადაა?
- ოჰ ბატონო პოლიციელო, კლანჭები გამოაჩინეთ?
- ჯონ მოკეტე.
როდესაც მოსაღამოვდა მე და ჰანსი ერთ ოთახში ჩავიკეტეთ, რადგან ორი გოგო ვიყავით მხოლოდ ერთად უნდა მოვწესრიგებულიყავით.
- ზედმეტად ვულგარული არ გგონია? - სარკეში ჩემს გამოსახულებას ვათვალიერებ, ჰანსი ყოველთვის ასე იცმევდა მეკიდევ კლუბურ ტანსაცმელებ არც კი მქონდა. ყველაფერი მისი მეცვა, მაღალქუსლანი შავი ტყავის ჩექმა, ტყავის ქვედაკანა და ბრეტელებიანი შავი მაისური.
- ვულგარულია რა თქმა უნდა, მაგრამ ესე უფრო გაერთობი. ბიჭების ფსიქოლოგია კარგად ვიცი, ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ როგორო სხეული აქვს გოგოს, რანაირად აცვია და ასე შემდეგ. დამიჯერე იქ რომ მავალთ ყველა კაცი ჩვენ შემოგვზედავს.
- ჯანდაბას, თმები ავიჭიო?
- არა უბრალოდ რამოდენიმე კულული ზევით დაიმაგრე.
ბიჭები უკვე მოთბინების ზღვარზე იყვნენ როდესაც კობეენზე ჩავდიოდით, ოთხი წყვილი თვალი გაშეშებული გვიყურებდა, ჯონი მომიახლოვდა
- რა სექს'უალურიი ხარ მოა, გინდა საყვარლები ვიყოთ?
- ხელები მომაშორე ჯონ თორემ გეფიცები M16 - ის შუბლს გაგიხვრეტ
- მმმ როგორი ხარ
- გეყოფა ჯონ, წასვლის დროა - ნოე გაბრაზებული სახით იყურებს და კარებს ფართოდ აღებს
ნიკოლასის მანქნით მივდივართ, როგორ ჩავეტიეთ არ ვიცი მაგრამ ძვლები მტკივა სივიწროვით. უკვე მანქნიდან გადახტომას ვაპორებ როდესაც ნიკოლას ამოხრუჭებს.
- მოვედით - ყურის წამღები სიმღერა რამოდენიმე წამში თავს მატკივებს.
- წამოდი, ბიჭები დავიკიდოთ - სამი ჭიქა ტეკილას შემდეგ თავს ისე კარგად ვგრძნობ იმისდამიუხედავადაც რომ ყველაფერი ტრიალებს, სიმღერის ტემბრის მატებასთან ერთად. ჰანსი მკონის და ოეივეს გვეცინება, ბიჭების მხურვალე მზერი დანახვისას კი ორივეს გვეცინება.
- ბიჭები სად არიან?
- დამიჯერე ჩვენთვის საერთოდ არ ცალიათ. - ჰანსის პასუხი შორდან ჩამესმის და ნოე ძებნას თვალებით ვიწყებ თუმცა ისეთ ბურუსი და სიბნელეა ვერაფერს ვხედავ.
- საპირფარეშეში გავალ აქ იყავი - ვეუბნები ჰანსის და ბიჭების მოძებნას ვოწყებ, პირველს მიტკინს ვაგმენ რომელსაც გოგო გყავს ტანზე მიწეპებლი, ახლოს მივდივარ და ყურთან ვუყვირი
- გარყვნილო სად არის ნოე?
- არ სცალია, ქერა გოგო ყავს დათრეული - ხმამაღლა ამბობს და შემდეგ გოგონას უხეშად კონის.
გოგო ყავს დათრეულიო? მეცინება რა სისულელეა მეთქი ვფიქრობ როდესაც ჩემი თვალები ისეთ რამეს ხედავენ რასაც ტვინი ვერ აღიქვამს.
ნოე ქერა გოგოს კოცნიც, გოგონას ხელები ნოეს თმებში აქ შეცურებული და წამიერად ორივე იცინის, შემდეგ ხელი-ხელ ჩაკიდებულმი ტოვებენ დარბაზს. აბა რა მეგონა? დაჯდებოდა და უყურებდა მისი მეგობრებ როგორ კერავენ გოგოებს? არაუშავს უკან უნდა დავბრუნდე.
- ხო საყვარელია? - ჰანსი ბიჭისკენ მიმითითებს რომელიც მას თვალებით ჭამს
- დალევა მინდა, შენ არ გინდა?
- საყვარელო აქ დამელოდე კარგი? - ბიჭს ლოყაზე კოცნის და ხელს მკიდებს
- რა დაგემართა? ამ უკუნით სიბნელეშიც კი ვხედავ შენს გაფითრებულ სახეს
- სახლში წასვლა მინდა, ტაქსით წავალ შენ წადი კარგი?
- გაგიჟდი? არავითარ შემთვხვევაში.
- კი მაგრამ...
- მოკეტე და წამოდი.
ბევრი ვიცეკვეთ, ჰანსის პატარა " ჩიტი" მხიარული აღმოჩნდა როგორც მისი ძმაკაცი. ცეკვის დროს ბიჭი რომლის სახელიც არ ვიცოდი ნიკაპიდატ ტუჩთან ადიოდა როდესაც უხეში შეხება ვიგრძენი
- მივდივართ - თვალებში არც მიყურებდა ნოე ისე მივყავდი
- მივდივართ? მე და მოამ ეხლა დავიწეთ გართობა - ჰანსი წუწუნებდა და თავის " ჩიტს" ხელს უქნევდა.
- მივდივართ თქო.
მანქანაში როდესაც უკვე სახლის გზას მივუყვებოდით ყველა ერთად
საათს დავხედე უკვე დილის ექვსის ნახევარი იყო
- რამოხდა? რატომ წამოვედით? ვამპორები ვართ მზე ამოვა და დავიწვებით? - ჰანსი გაბრაზებული ალაპარაკდა
- მენტორმა დარეკა, ხვალ ჩამოდოს.
- და რა? მოიცა საიდან ჩამოდის?
- ასე თქვა ახალი გემატებათო
- რას ქვია ახალი?
- იმას რომ შვიდნი ვიქნებით.
- რასაჭიროა? ჩვენ ხომ მსგავს რამეზე არც კი გვიფიქრია და არც გვილაპაკია?
- მან თქვა რომ ეს სავალდებულოა, სამ დღეში ვიწყებთ.
- რას ვიწყებთ?
ყველამ იცოდა რაც იწყებოდა, თუმცა ერთიანად დაბნეული ექვი ადამიანი ეხლა ამაზე საერთოდ ვერ ფიქრობდა, მხოლოდ ერთ შეკითხვა უტრიალებდათ თავში, ვინ იყო ახალი?


წარმოიდგინეთ ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი. ხასიათით, ტკივილით, სისხლით, შეხედულებით, ფიქრით ისინი არაფრით გვანდნენ ერთმანეთს მათ მხოლოდ ერთი რამ აკავშირებდათ, მენტორი.
მათთვის ეს ადამიანი ღმერთი იყო რომელის დანახვაც ყოველ წამს შეეძლოთ. მენტორმა მათ გულში ადგილი არა ყვირილით და თბილი სიტყვებით არამედ სიძლირით დაიკავა. ეს მაგნიტივითააა, ადამიანები იმ მხარეზე მისწაფვიან სადაც სიძლიერე და მეტი თავდაჯერებაა. მაგრამ... დიახ მაგრამ ყოველთვის არსებობს, მაგრამ განა სანამდე გაძლენს ეს სიძლიერე? ამ ქვეყნად ხომ ყველაფერი წარმავალია.

***
გარეთ ცივი ქარი ქროდა...ცადი მოღრუბლულიყო და წვიმა საცაა წამოვიდოდა როდესაც სახლთან მენტორის მანქანა გაჩერდა.
ახალ გაღვიხებული ექვსი მოზარდი სამზარეულოში ერთად იყვნენ, უკვე შუადღე იყო მაგრამ მაინც არ ეყოთ ძილი რამენათევებს. ზარის ხმაზეე ყველა ერთიანად დაიძაბა
- მიდი ნიკოლას შენ გააღე კარი ყველაზე ახლოს შენ ხარ - ჯონი ხელის ქნევით ეუბნება, ნიკოლასიც წუწუნით მიდის შემოსასვლელში
- ნეტა ის მოიყვანა?
- არვიცი, მაგრამ ეს ამბავი არ მომწონს
- გაჩუმდი მენტორი გაინგონებს მიტკინ, არავის მოგვწონს.
ოთახში მენტორი დაძაბული სახით შემოდის, უკან ნიკოლასი მოყვება როცა ყველას გონიათ რომ მენტორმა მოატყა და უბრალოდ გაეხუმრა მაშინ შემოდის გოგონა რომელსაც უხერხულობა სრულიად არ ეტყობა. გრძელი ფეხები ჰქონდა,იდეალური ფორმა. აშკარად შეღებილი შავი თმა, წითელად შერებილი ტუჩი, ვერ იტყოდით იდეალურად ლამაზაო თუმცა იმდენად ვიდიანი იყო ყველა ყბაჩამოვარდნილი უყურებდა.
- გაიცანით მირა, ის დღეიდან ჩვენთან ერთად იქნება. - ჯონი ფეხზე დგება ისე რომ გოგონას თვალს არ აშორებს
- გამრჯობა მე ჯონი ვარ - ხელზე კოცნის და ეშმაკირად უყურებს
- ჩემთვისაც, მენტორო მშია სამი საათია გზაში ვართ
- შეგიძლია შენი ნივთები შემოიტანო
- კარგი - გოგონას გასვლს შემდეგ ჰანსი გაბრაზებული წამოდგა
- რა ჯანდაბა?! ჩვენთვის მსგავსი რამ არასდროს გითქვამთ. ვინ არის ეს? ჩვენთან რაუნდა?
- გაჩუმდი ჰანსი და მომისმინე, ეს გოგონა სულ რაღაც ცხრამეტი წლისაა, ორი ბანკი აქვს გაძარცვული თითვეული ბანკიდან სამასი ათასი, ის საუკეთესოა თავის საქმეში
- ამდენი ფული თუ აქვს ჩვენთან რა ჯანდაბა უნდა?
- წესიერად ილაპარაკე! ფული არასდროსაა საკმარისი ასე არ არის? არცერთ თქვენგან არ გაქვთ გამოცდილენა, მას კი აქვს.
- მენტორო როგორ შეგიძლიათ ასე ლაპარაკი? ჩვენ ხომ ყველაფერს ვსწავლობდით, თუ არ გამოვცადეთ გამოცდილება არც გვექნება
- მომისმინე ჰანსი მესმის შენი განცდები, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება, მან ზედმიწევნით იცის ყველაფერი
- მაგრამ მენტორო...
- გთხოვთ, მე თქვენს საზიანოთ არაფერს ვიზამ, არც არასწორს. მხოლოდ სამი დღე რჩება. დღეს დაისვენეთ და ხვალიდან თვრამეტ საათიან ვარჯიშს და გეგმის დამუშავებას ვიწყებთ.
- მენტორო მე სად უნდა დავიძინო - ახალ შემოსულმა გოგონამ დაიგნორა დაძაბული გარემო და მენტორს დაუღიმა
- ჩემს ოთახში, მე მისაღებშიც თავისუფლად დავიძინებ. თუმცა დღეს აქ არ ვიქნები
- შეგიძლია ჩემთან დაწვე - ჯონი გოგონას თვალს უკრავს
- არა, გმადლობთ.
- მმ როგორი უხეში ხარ
- გაჩუმდი ჯონ, ყავა გინდა მირა?
- დიახ, მე თქვენი სახელები არ ვიცი
- ოჰ დიახ - მენტორი უხერხულად იშმუშნება - ეს ჯონია როგორც იცი, ის მოა მის გვერდით კი ჰანსი, ეს ნიკოლასია ის ჩვენი ჯაშუშია პოლიციაში, მიტკინი და ნოე.
- ნოე არაჩვეულებრივი სახელია - გოგონა ნოეს უყურებს, მოა კი გოგონას - იმედია მალევე შევეგუებით ერთმანეთს
- არამგონია - ჰანსი დგება და გადის
- აპატიე მირა, შეჩვეულები არ არიან...

მოა
პირველად არ ვეთანხმებოდი მენტორის გადაწყვეტილებას, გული ძალიან მეტკინა. ეს გოგო თვალებით ჭანდა ნოეს. ბიჭები მალევე შევდნენ კონტაკში მასთან. მალევე ავდექი და წამოვედი ჰანსისთან.
- ჰანსი - დავაკაკუნე და შევედი, გაბრაზებული იჯდა და ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა
- მოა ხომ იცი რომ მძიმე ხასიათები მაქვს, თუმცა თქვენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ... ახალი? არ შემიძლია ამას შევეგუაო
- მისმინე ჰანსი... არ გიფიქრია რომ ამ საქმის დამთავრების შემდეგ დავიშლებით? ყველას თავისი ფული ექნება... ჩვენ შეიძლება არა მაგრამ ბიჭები არ დარჩებიან...ყველა თავის ცხოვრებას მიხედავს. მაშინ მოგიწევს შეეგუო ახალ ხალხს, გარეთ გახვიდე და იცხოვრო. ეს გარდაუალია...
- მოა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება, მე მას ვერ ვუგებ...არ მესმის მენტორის
- არც მე - ვაღიარე. თუმცა მენტორმა იცი რა და როგორ
- ესეიგი მას ჩვენი მარტო გაშვება ეშინია...გონია არაფერი გამოგვივა და ჩავფლავდებით
- არა, ამაზე ნუ ფიქრობ. - ქვედა სართულიდან სიცილის ხმები ამოდიოდა
- აი ხო ხედაც? იცინი კი გაებნენ იმ მაღალფეხებიანის მახეში
- წამოდი ჩავიდეთ, მას უთმობ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა არა! მაგრამ მოიცა... - ფანჯრის რაფიდან სიგარეტის ყუთს იღებს - მოვწიოთ?
- მომეცი.
ქვევით ჩასული მენტორი უკვე წასული დაგვხვდა. მისაღებში ყველას ერთად მოეყარა თავი მათ შორის მირასაც. ლუდს ვსვამდნენ და მირას უსმენდნენ
- თავიდან ყველაფერი ზედმეტად ძნელი მეგონა, არა იმას არ ვამბობ ადვილი იყო თქო. მე მარტო ვიყავი, თქვენ კი ბევრნი ხართ, მეშინოდა რომ დამიჭერდნენ და მთელი ცხოვრება ციხეში ამომხდებოდა სული
- ოჯახი? ოჯახი არ გყავდა? - ეკითხება აშკარა დანტერესებული ნოე
- მამაჩემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, დედაჩემს კი ამის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. მარტო დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, შემდეგ კი უბრალოდ გადავწყვიტე რომ მეძარცვა, თავიდან პატარა საქქმებით დავიწყე მერე გავიწრვენი და ბაკნი ზუსტად ოც წუთში გავძარცვე, ჩანთაში კი სამასი ათასი მედო. მაგრამ ყველაფერი ესე ერთი მოყოლით რომ ჩანს ადვილი არიყო, ბანკის გაძარცვის გეგმას ჩემი ცხოვრების ცხრა თვე შევალიე
- ჩვენ კი თხუთმეტი წელი...
- ხო მაგრამ მარტო არ ყოფილხართ - ჰანსიმ გვერდი ამიარა და მდივანზე დაჯდა
- აქ რატომ მოხვედი?
- არ ვიცი, თქვენმა მენტორმა მიპოვა. არადა მეგონა ჩემი საქმე სუფთად გავაკეთე და ვერავინ მიხვდებოდა ვინ იყო მძარცველი მაგრამ მან ყველაფეი იცოდა. დღემდე პოლიციამ ჩემზე არაფერი იცის...
- და შენც ადექი და ესე ურალოდ დათანხმდი მას? -ჰანსი ზიზღნარევი ხმით ლაპარაკობდა
- დიახ, ესე უბრალოდ. როგორც თქვენ ისე არც მე მაქვს დასაკარგი არაფერი... დედა ერთი წელია გარდამეცვალა...
- ვწუხვარ... - ჰანსის ხმა ცოტატი მოულბა - ჯონ მე არ დამისხამ ლუდს?
- წადი და დაისხი
- მეორედ აღარ გავიმეორებ - ისეთი ხმით უთხრა ჰანსიმ ჯონს ყველას გაგვეცინა, ჯონიც ადგა და სამზარეულოში გავიდა.
- მოდო სიმართლეს გეტყვი მირა, არ მომწონხარ და არც არასდროს მომწონები. შენ აქ არ უნდა იყო, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ ჩვენ და შენ ჩვენ "ოჯახშის" წევრად ვერც ჩაგთვლი
- მესმის და ეგ არც მინდა, მხოლოდ ფული მინდა. შემდეგ კი შორს წავალ...
- შენი გეგმები შენთვის დაიტოვე, მომეცი ჯონ ეგ ლუდი. მოა მანდ უნა იდგე? - თითქოს ეხლა დამინახა ყველამ, მეც გვერდით მივუჯექი ჰანსის
- მირა რომელია აბა აქ ყველაზე სიმპათიურიი? - ჯონი თმას უკან იწევს და გამომწვევლად უყურებს
- ის - ნოესკენ იშვერს ხელს, ნოე წითლდება
- ოოო ეგ ძალიან მორცხვია არ გინდა - ჯონი ნაწყენი ჩანს, მე კიდევ სისხლი მიდუღს ისე ვარ. სამზარეულოში შევდივარ, ორ წუთში ნოე შემოდის
- თავს მარიდებ?
- რაა?
- რაც გაიგე.
- რა სისულელეა... საიდან მოიტანე?
- არც მელარაკები, არ მიყურებ
- ამის შემდეგ მირა შემოგხედავს - ნოე იცინის
- ეჭვიანობ? - ნერვები პიკს აღწევს
- ვეჭვიანობ? ეგეთ სისულელეს რატომ როშავ?
- სისულელე არ არის, ის ლამაზი გოგოა...
- ხოარა? ხოდა წადი და მას დაელაპაკე
- ეჭვიანობ. - კვლავ იცინის
- ამის დედაც არ ვეჭვიანობ თქო! - მიახლოვდება და ძალიან ახლოს მოაქვს სახე - რატომ ცახცახებ მოა? - ტუჩს, ტუჩის კუთხეში მადებს. აზრზე მოვდივარ და ხელს ვკრავ
- არ გაბედო მოახლოვება - გამოვდივარ და ნოეს სიცილი მესმის.

***
როდესაც მენტორის მიმართ პირველად შეიტანეს ეჭვი ამ დროს ის სრულ გადატრიალებაში იყო, ძალიან გაუჭირდა ამ დაგაწყვეტილების მიღება თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ეშინოდა რომ ამდენი წლის გეგმა წყალში ჩაეყრებოდა, ის ენდობოდა ექვსივე მადგანს თუმცა ეშინოდა რომ რომელიმე იქ შესული ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებდა. მირა კი იყო ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს თავიდან აიცვილებდა. ის ძლიერი და შეუპოვარი იყო, მასში მენტორს ყველაფწრი მოსწონდა იცოდა რა გამოიარა მან იმ ადამიანის შესაქმნელად როგორიც ეხლა იყო... ყველაზე მეტად კი ჰანსის ფეთქებადი ხასიათის ეშინოდა, ის შეუდარებელი იყო თუმცა მისი გრძნლბების და ფეთქებადი ხასიათის ეშინოდა.
ქუჩის კუთხის მაღაზიას დააკვირდა და გზა გადაკვეთა, დადგა ეს დღეცო გაიფიქრა და ღრმად ამოისუნთქა. მაღაზიაში ისევ ის პიროვნება დახვდა ვინც წლების წინ იყო...
- ჩარლი? - მენტორისკენ სამოც წელს გადაშორებული მოხუცი წამოვიდა და გადაეხვია
- დიდი ხანია ესე სახელი არავის დაუძახია, მეხამუშება - მოხუცს სიცილით უთხრა და მაღაზიის სიღრმისკენ შეჰყვა
- დიდი ხანია გელოდები... სულ დაივიწყე მოხუცი? - კაცმა გასქურაზე წყლით სავსე ჩაიდანი დადო
- უბრალოდ ვერ ვიცლიდი, ხომ იცი არასდროს დამავიწყდები
- კარგი,კარგი თავს ნუ იმართლებ. შაქარი რამდენი?
- ერთი, აბა როგორა შენი ცოლ-შვილი?
- კარგად არიან, ჩემი გოგო მოეწყო. მე და ჩემი ცოლი კი ვბერდებით...
- კარგი რა, მშვენივრად გამოიყურები
- ჩუ, აი აიღე შენი საყვარელი მწვანე ჩაი - მენტორმა ჩაი გამოარვაა და დაყნოსა - მენატრებოდა ეს სურნელი...
- ეს ჩაი შენ შემაყვარე, აბა ჩარლი ესე უბრალოდ არ მოხვიდოდი
- გაქვს ჩემთვის რაიმე?
- მითხარი რა გინდა, ორ დღეში ყველაფერს ვიშოვნი.
- რეგალურად ყიდულობ?
- რა თქმა უნდა, ჩემთან ბევრი პოლიციის ინპეკტორი მოდის, იარაღებს ვუფორმებ და ისე ვატან
- მაგრამ მე...
- ვიცი ვიცი, შენ არ უნდა გაგიფორმო.
- მხოლოდ შენი იმედი მაქვს.
- კარგი ჯერ მითხარი ხუთი არაა? როგორც ვიცი მეექვსე პოლიციელია
- არა ექვსი მინდა, ახალ დავამატე.
- ეს როგორ?
- გრძელი ამბავია, რას შემომთავაზებ?
- კარგი, მაქვს 1998 წლიანი აიჩეს 2000 ის ძალიან კარგი იარაღია, გლოკ 17 ის 9მლ მეტრიანია, პლასმასის ძალიან მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელია და იუესფი მისი სისწრაფე 350მ-წმ ია, მასსში 15მჭიდია მოთავსებული. სამივე საუკეთესოა, რა თქმზ უნდა მაქვს სხვები თუმცა ამათთან შედარებით ისინი არაფერია.
- რომელს მირჩევ? - მოხუცი ადგა და იაღაღი გამოიტანა
- ეს იუესფია, საუკეთესოა რაც კი მინახავს.
- კარგი ექვსი ეს და სამი გლოკ 17.
- როდის იწყებ?
- ზედ დილით.
- და რას?
- კასპარ ფრიდრიხის, ქალი დაისის პირისპირ იცი ეს ნახატი?
- რა თქმა უნდა, ამით რის თქმას ცდილობ?
- მისი ღირებულება, ნახევარი მილიონია.
- მერე?
- ის სულ მალე ჩემი გახდება.
- არა ჩარლი ამას ვერ შეძლებ.
- შევძლებ და რომელი, დამიჯერე ყველაფერი გამომივა. ეგ იარაღები კი შავ ჩანთაში ჩამიწყვე, ყველაფერი ეხლა იწყება.

და როდესაც ყველას ბანკის გაძარცვა ეგონა მენტორი დიდ სიუპრიზს ამზადებდა, ალბათ ლეგენდარული ნახატი იქნებოდა დასაწყისი ბრძოლის რომელიც ორმოცდარვა საათში დაიწყებოდა.

5
ძარცვამდე 45 საათით ადრე
- ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. თუ ჩემი გეგმა არავის მოგეწონებათ ეს ბოლო შემოთავაზებაა იმისა რომ ამ საქმიდან გახვიდეთ - მენტორი კაბინეტში მის ადგილასაა წინ წინ კი, ექვივსი მოზარდი უზის. ყველას დაბნეული სახე აქვს, გარდა მირას.
- მენტორო - ჰანსი დგება და ლაპარაკს აღელვებულად იწყებს, თუმცა ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა - ნება მიბოძეთ, თქვენც სიტყვრებში პატარა კორეკტირება შევიტანო. წავიდეთ? სად გვიშვებთ? იცით ირონიით ლაპარაკი არ მინდა თუმცა ირონიის გარეშე არ გამომდის. როგორ უნდა წავიდეთ როდესაც ამდენი დრო შევალიეთ ამ საქმეს, ეხლა წავიდეთ? ყელში ამომივიდა! ჯერ იყო და ეს - თითს იშვერს მირასკენ და ისიც გამომწვევად იღიმის - შემდეგ კი, ეს სიტყვები. არსად არ მივდივართ ან როგორ წავალთ? იმის მიუხედავად რომ თოჯინებით გვეთამაშა, იარაღის სროლას ვსწავლობდით. თქვენი აზრით ეს იოლი იყო? იცით მენტორო... თითვეული ჩვენგანი გაფასებთ, ჩვენთვის თქვენ "ღმერთი" ხართ, ადამიანი რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლეთ. მოდით წასვლაზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც ყველაფერი დასრულდება კარგი? - მენტორი ამ სიტყვებს არ ელოდა ამიტომ რამოდენიმე წუთი დუმდა. იმდენად მძიმრე გარემო იყო რომ ხმა ვინმეს რომ ამოეღო ალბათ კაბინეტი აფეთქდებოდა.
- მართალი ხარ ჰანსი ეხლა კი გთხოვ დაჯექი და მომისმინეთ. ალბათ ყველას გგონიათ რომ ეს ძარცვა, ბანკს გულისხმობდა მაგრამ... მე პირველი გენიალური ნახატის გაძარცვა გადავწყვიტე.
- მენტორო ამ ბოლო დროს გვაოცებთ... - ჯონი სიცილს იწყებს შემდეგ გარშემომყოფების სახის დანახვისას ჩუმდება.
- ეს როგორ მენტორო? რა ნახატს გულისხმობთ? - მოა დაინტერესებული კითხულობს, მენტორი დგება და დინამიკს რთავს, დინამიკიდან კი მოცარტის ჰარმონიული ხმა ოთახის ყოველ კუთხეში ვრცელდება
- იცით კარსპარ ფრიდრიხის " ქალი დაისის პირისპირ " ნახატი?
- ნახატი რომელიც " ქარწაღებულნის" ერთ-ერთ სცენას ჰგავს?
- დიახ ნიკოლას, სწორია. ეს არაჩვეულებრივი ნახატი კი ეხლა ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, მხოლოდ ოთხი დღით. ნახატის ღირებულება მაქსიმუმ ნახევარი მილიონია. მაქსიმუმ ვიმეორებ. ეს ნახატი არ იყიდება რადგან კასპარ ფრიდრიხმა ეს ნამუშევარი არა გასაყიდად არამედ მთელი მსოფლიოს საჩვენებლად შექმნა. ნახატი სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ჩაიტანეს და მას თხუთმეტი გამოცდილი მცველი იცავს. ის ბრონირებულ მინაშია დაცული და კედელზეა მიმაგრებული. წაღებისას კი მინას სპეციალური ხელსაწუთი ამსხვრევენ, ჩვენ კი ეს ხელსაწყო მიუწვდომელია რადგან ყოველ მინას თავისი ხელსაწყო ახლავს ნუ რა თქმა უნდა ეს მინა და ხელსაწყო ძვირადღიებულია.
- და ჩვენ როგორ შევძლებთ ამ მინიდან მახატის გამოტანას?
- მინას ხელს არ ვახლებთ რადგან მინის დამსხვრევის შემთვევაში სიგნალიზაცია იღთვება, რა თქმა უნდა ჯონის მოტანილი სიგნალიზაცისს ჩამხშვობი გვაქვს მაგრამ ის სიგნალიზაციის ხმას მხოლოდ ას ოთხმოც წამს ანუ სამ წუთს გასტანს ამ დროში კი ნახატის ჩამოხსნას და გარეთ გასვლას ვერ მოასწრებთ ხომ გესმით? მუზეუმი სამ ოთახს მოიცავს. პირველი შესასვლელია, მეორე ოთახი სადაც სურათია და მესამე ცარიელი ოთახია სადაც სათვალთვალო კამრები და საჭირო ნივთებია. სადაც ნახატია მიმაგრებული ეს კედელი სათვალთვალო კამერისაცაა, ერთი სიტყვით თუ სათვალთვალო ოთახის კედელი სიმეტრიულად უნდა გატეხოთ სადაც სურათია
- გულისხმობთ რომ მეორე მხრიდან უნდა გავტეხოთ კედელი? - მიტკინი ინტერესით კითხულობს
- დიახ, დიახ. ზუსტად ის ადგილი სადაც ნახატია და არა ის ადგილი სადაც მინაა დამაგრებუკი რადგან თუ მინის საყრდენს ჩამონგრევთ ლოგიკურად მინაც დაიმსხვრევა და იცით რასაც გამოიწვევს ეს.
- და იმ თხუთმეტ დაცვის წევრს რა ვუყოთ? - მოცარტის ჰანგები აუღელვებლად ატკბობენ ოთახს
- დიახ ეს სულ სხვა თემაა. ესეიგი ხუთი მათგანი მუზეუმის შემოსასვლელში დგას, ხუთი ნახატის ოთახში, ორი სათვალთვალო კამერას აკონტროლებს ორი სამი კი მისაზრებში ჩვეულებრივ ადამიანად ასაღებს თავს და ესე ვთქვათ შენიღბული მცველები არიან. დანარჩენ მათგანს კი მუქი ლურჯი კოსტუმი და შარვალი აცვია.
- იცი ნახატს იდეალურად იცავენ - ნიკოლასი დასკვნას აკეთებს
- კარგად და არა იდეალურად ნიკოლას, ნახატი გუშინ ჩამოიტანეს ამიტომ ჯერ ნახატს ხალხის საჩვენებლად ამზადებენ შემდეგ კი ყველას შეეძლება მისი ნახვა. დავიწყოთ გეგმა ა-ს განხილვა, იმედია გეგმა ბ-ზე გადასვლა არ მოგვიწყევს.

ყოველი მცდელობა გაექცე მარტოობის შეგრძნებას განწრილურია დამარცხებისთვის, ეს აზრი თავად სიცოცხლის არსის საწინააღმდეგოა. ის კი არაა საჭირო, რომ მარტოობას გაექცე, არამდეს ის, რომ გააცნობიერო შენი მარტობა. ეს ისეთი მშვენიერი გამოცდილებაა, აცნობიერებდე შენს თავს მარტოს. ეს არის განთავისუფლება სხვა ადამიანისგან, სოციუმისგან, ბრბოსგან. ეს არის შენი თავისუფლება, იმ შიშისგან, რომელსაც მარტო ყოფნა ეწოდება
პირველი რაც უნდა გააცნობიერო არის ის, რომ გინდა ეს შენ თუ არა შენ მარტო ხარ! მარტოობა თავად შენი ბუნებაა. შენ შეგიძლია დაივიწყო ის, შეგიძლია არ იყო მარტო, იყო მეგობრებთან, საყვარელთან ან თუნდაც ხალხს შეერიო, მაგრამ რაცარუნდა გააკეთო შენი ქმედებები ზედაპირული იქნება, ხოლო სიღრმეში ეს შენს მარტოობას არ ეხება. ის ხელშეუხებელი რჩება.

***
ძარცვამდე 20 საათით ადრე
- შემოხაზე, ზუსტად. აი ეგრე შემდეგ კი გახვრიტე - მენტორი ნოეს საცდელ კედელად სამზარეულოსა და მისაღებს შორის კედელზს ამტვრევინებს
- მოიცა დაგეხმარები, აი ასე - მირა ნოეს ხელის მოხაზულობის უხსნის
- იქნებ მარტომ გააკეთოს - მოა მათ უყურებს
- კარგი, კარგი. - ნოე ზუსტად აკეთებს ყველაფერს რისგამოც მენტორი კმაყოფილი ჩანს.
- ეხლა კი ყველა გარეთ - სათითაოდ გადიან გარეთ და მენტორს ელოდებიან რომელიც ხის მონაჭრელ მორევზე თანმიმდევრობით დებს კოკა-კოლის ცარიელ ფოთლებს.
- ექვსი ბოთლი, ნიკოლას შენ ჩემთან მოდი ეს არ გჭირდება. ხოდა ექვსი ბოთლი თანმიმდევრობით ერთმათენის მიყოლებით უნდა ისროლოთ. ვინც მიზანში ვერ მოარტყამს ოცჯერ ისვრის კიდევ, ან მეტჯერ.
მოა, ჰანსი, მიტკინი, მირა, ჯონი და ნოე ჯარისკაცებივით განწკრივდნენ და მენტორის მოტანილი ახალი იარაღით ბოთლის ქილა მიზანში ამოიღეს.
ექვსი იარაღი, ექვსი გასროლა, ექვსი ზუსტი სროლა. ხის გაშიშვლებული ტოტებიდან ფრინველები სწრაფად აიჭრნენ თეთრ ღრუბლებში, უკვე მზე ჩასულიყო და ცივი ნიავი ქროდა, ამინდის კიხვდებოდა მოსალოდნელ საფრთხეს რომელიც იწყებოდა და თან როგორ იწყებოდა.

მოა კიბეებს დაღლილი სახით აუყვა, ჭამის სურვილიც კი აღარ ჰქონდა. სწრაფად გადაივლო წყალო და სარკეში მის გამოსახულებას დააკვირდა. წითელი თმა მხრებზე ტალღებად ეშვებოდა, თვალები ჩასიებოდა მაგრამ ეს მაინც არ ფარავდა მის ლამაზ ნაკუთებს. ნაცრფერი უმკლაო მაიკა გადაიცვა და სველი თმა პირსახოცით აიწია. კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაიგონა და შემოდიო უდარდელად თქვა მაშინვე ინანა შემოსული ნოე რომ დაინახა.
- რა გინდა?
- ესე ნუ მელაპარაკები მოა. ვერ ვხვდები რატომ ხარ გაბრაზებული?
- გაბრაზებული? არ ვარ. - ქალების ჩვეული სიტყვებიო გაფიქრა ნოემ და მოას უფრო მიუახლოვდა, მისი სუნი იგრძნო თუ არა მოუნდა შეხებოდა მის თეთრ გლუვ კანს თუმცა თავი შეიკვა
- ხარ. უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა მინდა.
- იცი არმინდა შენთან წყვილის სტატუსით ყოფნა. ხომ იცი რომ იდალურად არ იქნება არაფერი, ყველაფერი რომ დასრულდება ყველა ჩვენს გზაზე წავალთ, ტანჯვისთვის არ მემეტება ჩემი თავი...
- "იდეალური წყვილი არ არსებობს, ყოველთვის დაიტანჯები, უბრალოდ უნდა აარჩიო ვისთან ერთად ღირს ტანჯვა" - ნოე თვალს უკრავ
- და მირაზე რას იტყვი? - სხვა ვერაფრის თქმას ახერხებს
- ჩუუ. გინდატანგოს ცეკვა გასწავლო?
- ახლა? რაღაც უცნაურია.
- რისი გეშინია?
- მეშინია არ შემეშალოს.
- ტანგოში არ არსებობს შეცდომები... ისევე, როგორც ცხოვრებაში... თუ შეგეშლება თავი ისე უნდა დაიჭირო,რომ ეს ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა...

ძარცვამდე 2 საათით ადრე.
- აი შავი კომბინიზონები, გოგონებმა შიგნით თეთრი მაისური ჩაიცვით, თქვენ კი ბატონებო შავები. საჭირო ნივთებით გაავსეთ ეგ შავი ჩანთები. სწრაფაად!
ყველაფერი იდელური შეიხლება იმდენად მოსაბეზრებლად ჩათვალოთ რომ ცხოვრების რეალური მინა თქვენივე ხელებით ჩაამსხვრიოთ და ნამსხვრევები საიდუმლო ადგილას დამალოთ რადგან ვერავინ შესძლოს მისი გამთელება. უბრალოდ მიზანს ისახავ და სიცოცხლეს წირავ ამ სიწნის ასასრულებლად, სიცოცხლეს წირავ იმის ხელში ჩასაგდებად რაც შენი არასდროს ყოფილა. თუმცა შეიძლება გახდეს...
როდესაც ბოლო წამს მენტორი მათ დაემშვიდობა და ხასიათის ასამაღლებლად ღიღინი დაიწყო... ყელზე დედის დატოვებ ყელსაბამს თითის წვერი ჩამოუშვა და ჰორიზონს დააკვირა, მარტო დარჩა და ეს გამაყრუებელი სიჩუმე გულისცემას უფრო და უფრო უმატებდა. ხელებს დახედა და წარმოიდგინა როგორ ეხებოდა ნახატს. თუმცა მან ხომ არ იყო ის ვინც ამ ნახატისთვის სიცოცხლეს წირავდა...

პირველი თავის დასასრული.
ნიკოლასი თავის სამსახურს დაუბრუნდა, გაუმართლა სამი ქუჩის კამერების დაცვა უბრძანეს, აქედან ერთ-ერთი კი მუზეუმის ქუჩა იყო. რომ არ გამართლებოდა მოუწევდა ჩუმად გაეკონტროლებინა კამერები. ღილაკს თითი დააჭირა და დაინახა ხალხის ნაკადი რომელიც მუზეუმის პირდაპირ კარებთან მოუთბენლად ელოდნენ გენიალური ნახატის ხილვას. პატარა ოთახში იჯდა, გარშემო სამი დიდი მონიტორი იყო რომელზეც სხვადასხვა ქუჩა ჩანდა, სხვადასხვა კუთხიდან. თვალით დაუწყო მოძებნა მისიანებს თუმცა ისინი ჯერ არსად ჩანდნენ. სახეზე როგორც მენტორმა თქვა კეპის გამო არცერთი გამოჩნდებოდა და მართალიც თქვა რადგან მოას სიარულის მანერა ეხლახანს შეამჩნია. ხალხის ბრბოს პატარა ბიჭუნა მიუახლოვდა და ისეთივე კეპები დაურიგა საჩუქრად ხალხს რომელიც მოას და დანარჩენებს ეხურათ, ხალხიც მახეში გაება და ქუდები გახარებულმა გამოურთვეს. ეს გეგმის ნაწილი იყო ამიტომ ნიკოლასმა ღრმად ამოისუნთქა და ეკრანს დააკვირდა. მენტორის თქმით სადაც ნახატი იყო ის ოთახი ოცდაათ კვადრატამდე იქნებიდა, დაახორბით თხუთმეტი კაცი დაეტეოდა ნორმალურად. მუზეუმის კარები გაიღო და მაღალი ქალი გამოვიდა, გარშემომყოფებს გაუღიმა და ანიშნა შესულიყვნენ, დაცვა ნელ-ნელა უშვებდა მათ. მოა უკვე შევიდა, ნიკოლას გარჩევა უჭირდა ვინ, ვინ იყო ამიტომ მონიტორს კარგად დააკვირდა კომბინიზონებისთვის თვალი რომ მოეკრა. ორი კომბინიზონიანი გოგონა მუზეუმი კარებს გაცდა. შემდეფ კი სამი ბიჭი. პირველი ეტაპი გადაკახეს, გაჩხრეკვის გარეშე გაუარეს მცვეკებს.

მოამ ნახატს ათვალიერებდა, შემოდგომის ფერები ერთმანეთში იდეალურად იყო შერწყმული, ჩამავალი მზის სხივები კი მის სიყვითლეს გარშემო ამეფებდა, მთები ერმნაეთის მიყოლებით მოჩანდნენ. ბალახი აბაბინებულიყო და ხეებიც საამურად არხევდნენ მწვანეთ შეღებილ ფოთლებს, პეიზაჟით დამტკბარი ქალი კი უყურებდა დაისს რომელიც მხოლოდ ნახატშია სრულყოფილი.
- შეგიძლია მოწყდე ნახევარი მილიონის თვალიერებას? - ყურში ნაცნობი ცინიზმით სავსე სიტყვები მოესმა თუ არა გონს მოეგო. ჯონი პირველად იყო ესე გაფითრებული და თვალებს დამფრთხალი ბელივით აცეცებდა
- გეშინია? არადა როგორი დამაჯერებელი იყავი - მოა ნახატისკენ ბრუნდება კვლავ, რამოდენიმე წამში კი გრძნობს რომ მის უკან კვლავ ვიღაც დგას
- ჯონ წადი და საქმეს მიხედე, გეფიცები თავს წაგაძრობ.
- უნდა მიხაროდეს რომ ჯონი არ ვარ. - უკან ტრიალდება, უცნობი კაცი ჯერ მოას უყურებს შემდეგ კი ნახატს
- ბოდიში, ჩემი მეგობარი მეგონეთ - მოას შიში იპყრობს, წასვლა უნდა თუმცა არც კაცის დაეჭვება უნდა გაქცევით, ოცდათხუთმეტ წლამდე კაცი იყო, მოწესრიგებული და გემივნებიანად ჩაცმული.
- ეს ნახატი ნამდვილი შედევრია, არ მეთანხმებით?
- დდდიახ - მოა უხერხულად თანხმდება და ისევ ნახატს უყურებს.
- ოჰ ბოდიშით, ჩემი თავი თქვენთან არც კი წარმიდგენია ნიკოლაი პეტროვა - თავაზიანად დაუკრა თავი, რუსი რომ იყო მოა ვერც კი მიხვდა
- მე...მე მოა მქვია
- სასიამოვნოა მოა, როგორც ვხვდები იაპონურია თქვენი სახელი?
- დიახ იაპონური - მოამ აღარ იცოდა როგორ აერიდებინა უცნობისთვის თავი
- იცით ბედნიერებაა რიდესაც ესეთ აღიარებულ ნახატს საკუთარი თვალით ნახავ, მე მაგალითად დიდი ხანი მემახსოვრება...საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობს, თავი ხომ არ მოგაბეზრეთ ლაპარაკით? - გოგონამ თავი გააქნია ამიტომ ნიკოლაიმ განაგრძო - რას არ მივცემდი ჩემი სახლის კედლებს ეს ნამუშევარი რომ ამშვენებდეს...
- თქვენც მხატვარი ხართ? თუ უბრალოდ მოგწონთ?
- მე კოლექციონერი ვარ.
- კოლექციონერი?
- დიახ, თუმცა სამწუხაროა რომ მისი ყიდვა არ შემიხლია - კაცი ნახატს შეპყრობილივით უცქერა.
- რომ გაყიდულიყო ალბათ დიდი ხნის წინ გაიყიდებოდა ან ძალიან ძვირი იქნებოდა...
- დიახ, თუმცა თუ რაიმე გინდა ყველაფერს გააკეთებ მის ხელში ჩასაგდებათ... - დაბნეულმა მოამ უცნობი კვლავ შეათვალიერე,თუმცაეს სიტყვები უბრალოდ კოლექციონერის სურვილად მიიღო.
- უნდა დაგტოვოთ.
- ოჰ რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა მოა - ხელზე ეამბორა და კვკავ ნახატს დაუწყო ცქერა.
ექვსივე ერთ ადგილას შეიკრიბა და გეგმის განხორციელება დაიწყეს
- ზუსტად ათ წუთში ცვლა შეიცვლება, რადგან ეს ბიჭები მთელი დღეა აქ არიან მათ სხვა ჯგუფი შეცვლის, მათ კი ჩვენ - ჰანსი ხალხს ათვალიერებს და ვითომ არაფერიო ისე ლაპარაკობს
- ისინი აქ შემოვლიან თუმცა ათ წუთში შეტყობინება მოუვათ რომ მუზეუმი უნდა დატოვონ და მათზე გამოცდილი მცველები ჩაანაცველებენ.
- შემდეგ ისინი გადაამოწმებენ, ზარს კი მენტორი უპასუხებ და დაუმტკიცებს რომ ეს ბრძანებაა. დატოვებენ თუ არა პერიმეტრს კოსრუმებს მოვირგებთ, არ დაგავიწყდეთ რომ ერთ-ერთი მათგანი მოვა შესამოწმებლად მართლაც შეცვალა თუ არა ვინმემ ისინი. მის წასვლამდე კი არაფერს ვიზამთ - მიტკინი სწრაფად ამბობს და ემჩნევა ნერვიულობს.
- მათან კი ეცადეთ ყურადღება არ მიიქციოთ, ხალხი ნელ-ნელა იფანტება თუმცა მაქსიმუმ ათი ადამიანი მაინც დარჩება შიგნით.
- იმედია ყველაფერი კარგად გახსოვთ, შეცდომა არ უნდა დავუშვათ.
- მოკეტე მირა ეგ ჩვენც ვიცით - ჰანსი გაბრაზებული უყურებს ახალს
- გაჩუმდი ჰანსი ეხლა ჩხუბის დრო არ არის.
როდესაც ადამიანი ნერვიულობს ზედმეტად უხეში და არაპროფნოზირებადი ხდება ამიტომ არავის გაჰკვირვებია ნერვიულობა რომელმაც თითვეული მათგანის გონება დაიკავა. კედლის კუთხიდან დაცვა გასასველელისკენ წავიდა და მას მეორეც მიჰყვა, მალევე შემოვიდნენ მათი შემცვლელებიც რომლებიც ოც წლამდე იქნებოდნენ.
- ეხლა უნდა მოუვიდეს შეტყობინება - ამბობს ნოე და ჩუმად უყურებს ერთ-ერთ მცველს.
ბიჭი ჯიბიდან ტელეფონს იღებს და გაკვირვებული უყურებს, შემდეგ მეორეს უახკოვდება და შეტყობინებას აჩვენებს. ყველაფერი ბიჭის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამიტომ ნერვიულობა პიკს აღწევს. ტელეფონის მფლობელი შემოსასვლელ უთახში გადის და ორ წუთში ბრუნდება, შემდეგ სათვალთვალო კამერების ოთახის კარს აღებს და ღარაცას ეუბნება, ისინი მუზეუმს ტოვებენ.
პირველი გამარჯვება ეს იყო, პირველი მიღწეული მიზანი.
- სწრაფად ჯერ მოა, ჰანსი და მირა გამოიცვლიან შემდეგ ჩვენ. მიტკინ და ჯონ თქვენ გარეთ გახვალთ და შემმოწმებელ მცველს დაარწუნებბთ რომ ყველაფერი რიგზეა.

ნიკოსი ხედავს როგორ გამოდიან დაცვის ბიჭები მუზეუმიდან და ქუჩას ტოვებენ მალევე ნაცნობი სახეების დანახვისას ეღიმება და შვებას გრძნობს. ტელეფონის ხმაზე კი შეშინებული ვარდება სკამიდან
- დიახ მენტორო?
- რახდება?
- ჯონმა და მიტკინმა დაიკავეს ადგილები მხოლოდ შემოწმება დარჩა.
- იცი რაც უნდა ქნა.
- რა თქმა უნდა.
მენტორი თიშავს და ნიკოლასი სწრაფად უბრუმდება მონიტორს, სახეზე სიმხურვალეს გრძნიბს როდესაც ხედავს როგორ უახლოვდება ერთ-ერთი მცველი ჯონს და რაღაცას ეუბნება. ჯონიც უღიმის და ხელით რაღაცას ანიშნებს, ის უკანასკნელიც ხელს ართმევს და იქაურობას ცილდება.
ეხლა კი ნიკოლასის ჯერია, საადაც ვიდეო ავტომატიურად იწერება ღილაკს თითს აჭერს და აპაუზებს შემდეგ სწრაფად რთავს მთელ ოთახში დენის წყაროს , რამოდენიმე წამი კიდევ ელოდება დენს ისევ რთავს და ელოდება როდის ჩაირთვება კომპიუტერი. ეკრანს რთავს თუ არა შვებას გრძნობს რადგან მუზეუმრი კარები დაკეტილია.

მუზეუმში კი ამ დროს სრული ქაოსია, რვა მძევალი კედელხე აკრული შიშისგან კანკალებს. ჰანსი კი მათ მშვიდად ელაპარაკება
- თუ წყნარად იქნებით არაფერი მოგივათ. ყველაფერი ნახევარ საათს გასტანს და გთხოვთ აი იმ კუთხეში დადგეთ ყველა.- როდესაც ჯონმა და მიტკინმა მუზეუმის რკინის კარი დაკეტეს და ბოქლომი დააადეს ხალხი ამ დროს ნახატის თვალიერებით იყო გართული... ამიტომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მენტორმა თქვა - ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ ზიანს არ მოგაყენებთ არც ერთჩვენგანს არ უნდა მკვლელი გახდეს. ეს საძილე შემოსახვევები თვალებზე თქვენივე უსაფრთხოებისთვის გაქვთ. მე თქვენთან ერთად ვიქნები ამ ნახევარი საათის განმავლობაში.
როდესაც ჰანსი მძევლების დამშვიდებას ცდილობდა ამ დროს ნოე ხელის კანკალით იწყებდა ყველაზე მთავარი საქმის გაკეთებას.
- არ ინერვიულო კარგი? - მოა მის დამშვიდებას ცდილობდა
- ეგრე უფრო ინერვიულებს გაჩუმდი
- მოა და მირა მარტო დამტოვეთ ან გაჩუმდით რადგან ყურადღება მეფანტება.
ნოე მინას ზუსტად ზომავს და ნახვრეტს მინის გვერდით მეორე მხარეს უშვებს, შემდეგ უკანა კედელს უბრუნდება და სანტიმეტრობით ხაზავს მინის სიგრძესს შემდეგ ოცდაათ სანტიმეტრს აკლებს და კელდის დამტვრევას რკინის ჩაქუჩით იწყენს. თხუთმები წუთის შემდეგ როდესაც ნოემ კედელი დაამტვრია მიტკინი სწრაფად შერბის ოთახში
- უნდა გაჩერდე ნოე
- გააფრინე თითქმის დავამთავრე
- მინა გაიბზარა.
ნოეს სახეზე ფერი ეკრაგება და კანკალი უმატებს.
- შეგვიძლია როგორმე მხოლოდ ამ ადგილით ჩამოვხსნათ ნახატი?
- ჩარჩო დაზიანდება.
- ჩარჩოს ვინ დაეძებს?
- კარგი, მომეხმარე.


როდესაც მენტორი გეგმა ა-ს ხსნიდან მან ყველაფერი ივარაუდა
- ვიდეოკამერების დამალვას მხოლოდ ოცდახუთი წუთი მოახერხებს ნიკოლასი, ამიტომ სავარაუდოდ სპეცრაზმი უკვე გარეთ იქნება როდესაც გამოსვლას დააპირებთ, მუზეუმს კი მხოლოდ ერთი გამოსასვლელი აქვს. თქვენ მძევლები იქნებით
- ეს როგორ?
- ჰანსიმ ყველაფერი იცის და ამაზე იზრუვნებს. როდესაც სპეცრაზმი მუზეუმში შევა რათქმაუნდა მძევლების გამოსვლის შემდეგ მათ ნახატი ისევ იქ დახვდებათ, რათქმა უნდა ოც წუთში მიხვდებიან რომ ეს ნახატი ყალბია და ორიგინალი მოიპარეს თუმცა ამ დროს თქვენ უკვე სახლში იქნებით.

მენტორის გეგმა უნაკლო იყო და ყველაფერი მართლაც გამოვიდა.
- დრი რამდენი მაქვს? - მირა ყალბი ნახატის ტილოს მიმაგრებას ცდილობს ჩარჩოზე, ორიგინალი კი უკვე საიმედო ხელშია.
- რვა წუთი გვაქვს. - მირა ცალი ხელით სახიდან თმის მოცილებას ცდილობს
- ამის დედაც! არ მინდა პირველ რიგში წებო შეამჩნიონ და ორ წუთში მიხვდნენ
- ამიტომ ყველაფერიკარგად უნდა გააკეთო! - მოა უყურებს და ნერვებს ვერ თოკავს.
- ჰანსი რას აკეთებს?
- ათი წლის ნასწავლს აფრქვევს - ჯონს ეცინება და ისევ მირას აკვირდება

- რვა წუთი დარჩა, შემოტრულდით ოღონდ არც კი იფიქროთ მაგ რაღაცის მოხსნა - რვა ადამიანი ტრიალდება - თქვენს გარდა კიდევ ხუთი მძევალი მყავს, მეორე ოთახში ასე რომ ცოტა ხანშ შემოგიერთდებიან. კეპკები არ მოიხადოთ. სპეცრაზმი სამ ხუთ წუთში აქ იქნება - ჰანსი ლაპაარაკს წყვეტს რადგან მინის მსხვრევის ხმა ესმის - დამშვიდდით და არ გაინძრეთ!
- რა ჯანდაბაა? - ოთახში შესული დამსხვრეულ მინას ხედავს და ორ წამში დამაყრუებელი სიგნალიზაცისს ხმაც ისმის
- ჯოონ სწრაფად მოას მოუტანე ხმის ჩამხჩობი!
მოა სწრაფად აწვება რამოდენიმე ღილაკს და კვლავ სიჩუმე ისადგურებს
- რამდენი ხანი გასტანს?
- ერთი წუთი ამის დედაააც!!!
- მზადაა - მირა სწრაფად დგება და ნახატს მინის ნამსხვრევებს ადებს.
- ოცი წამი - მოა აპარატს უყურებს და ისევ სიგნალიზაცისს გამაყრუებელი ხმა ისმის.
- ეხლა კი მომისმინეთ, მათ ყველა მძევლები ეგონებით ჩემი ჩათვლით! სწრაფად ნახატი და იარაღი ერთ ჩანთაში ჩააწყვეთ!

ნიკოლასი გიჟივით უყურებს როგორ აფეთქებენ სპეცრაზმელები მუზეუმის კარებს და მზადყოფნაში დგებიან მაგრამ ამ დროს ხალხი მუზეუმიდან გიჟივიდ გამორბის, ყველას ქუდი ახურავს ამიტომ ვერ ხვდება და ხდება. შემდეგ მეორე მონიტორს უყურებს რომელდინადაც შორიდან ჩანს მუზეუმი და ხედავს როგორ იფანტება ხალხი სხვადასხვა მხარეს, სპეცრაზმი კი მხოლოდ ორის შეჩერებას ახერხებს, დანარჩენი სპეცრაზმელები კი მუზეუმში შედიან როდესაც ოთახში ვიღაც შემოდის
- პოლკოვნიკო? - ნიკოლასი გიჟივით დგება სკამიდან
- რა ხდებაა? ამიხსენი!
- პოლკოვნიკო არც კი ვიცი...
- რა არ იციი? როგორ თუ არ იცი?
- მომისმინეთ, რამოდენიმე წამით კამერები გაითიშა, დენის წყარო მთლიანად. შემდეგ კი ისევ მოვიდა, რომ ჩაირთო უკვე კარები დაკეტილი იყო...
- და როგორ გვითხარი? - ინსპეკტორი გიჟივით ყვიროდა
- მომისმნეთ!!! ჯერ ერთი ვიცოდი რომ გამოცდილი დაცვა იცავდა ობიექტს, მეორე გამოირთო თქო ხომ გითხარით? მე როგორ უნდა მცოდნოდა მითუმეტეს მხოლოდ ერთ ქუჩას ხომ არ ვაკონტოლებ?!
- ნიკოლას ეს მუზეუმი უნდა დაგეცვა!
- მე არა დაცვას ინსპეკტორო!!! გამათავისუფლეთ თუ ჩემში ეჭვიგეპარებათ - ინსპეკტორს სახე მოულბა და უფრო ხმადაბლა დაიწყო ლაპარაკი
- ნიკოლას არავინ გიშვებს უბრალოდ ესეთი შეცდომა როგორ მოგივიდა? ნახატი რომ წაეღოთ... - ტელეფონზე ურეკავენ და სწრაფად პასუხობს
- შეამოწმეთ? რა თქვი? როგორ თუ ყალბია?! სასწრაფოდ მოძებნეთ სასწრაფოოდ
ნიკოლასი ასეთ ინსპეკტორს პირველად ხედავს და შიში იპყრობს
- წაიღეს! გესმისს ეს რას ნიშნავს?
- ნუ ღელავთ ინსპეკტორო იპოვიან
- ეს როგორ დამემართა როგორ - სკამზე დჯება და სეხებში რგავს სახეს
- დამშვიდდით ყველაფერს გამოვასწორებთ
- წადი ნიკოლას, ხვალ დილით მოდი ჩემს კაბინეტში. არავისთან ლაპარაკი არ მინდა, მარტო დამტოვე.
ნიკოლასსაც მეტი რა უნდოდა, სწრაფად დარეკა მანქნიდან მენტორთან
- რა ხდება?
- ისინი აქ არიან...
- ყველა?
- ყველა.
- მოვდივარ.
ნიკოლასი ასე ბედნიერი მაშინაც არ ყოფილა როდესაც ოქროს მედალი ჩამოკიდეს ყელზე და სამაგალითო პოლიციელად დაასახელეს რადგან იცოდა ის მსახიობი პოლიციელი იყო და არა ნამდვილი.

მენტორს სათითაოდ ეხუტება ყველა შემდეგ ნოე ორად გაკეცილ ნახატს მენტორს უწვდის, ის უკანასკნელიც კიი აკანკალებული ხელების ხსნის და უყურებს.
- მოვედი - ნიკოლასი ბედნიერი სახით უბრუდება სახლს
- რა ხდება?
- ყველაფერი კარგადაა.
- მხოლოდ ერთი რამ დარჩა - ამბობს მენტორი და შავ ყუთს ხსნის
- უნდა შევამოწმი ნახატს რაიმე ხომ არ ამაგრია ან...
- ან რა მენტორო?
- არა არაფერი.
მენტირი ხელსაწყოთი ნახატს ათვალიერებს, სახეზე ფითრდება და თავზე ხელებს იდებს
- მენტორო რახდება? რაიმეს მიაგენით? - ჰანსი შეშინებული ეკოთხება
- ნახატი ყალბია! - მენტორი ჩაწყვეტილი ხმით ამბობს
- ნუ გვეხუმრებით! როგორ თუ ყალბი? - მენტორი ფეხზე დგება და ერთი ჭიქა წყლით ბრუნდება ხელში და ნახატს ასხამს, ყველამ წამოიყვირა თუმცა ნახატის რენკარნაციის შემდეგ გაშეშდნენ
- ეს რა? - ნახატი გუაშის იაფასიანმა საღებავმა ჩამორეცხა
- რა და ყალბიაა!! ვიღაცამ დაგვასწროო! გესმის? - მენტორი მუხლებზე დაემხო და განწირული ყვიროდა
- ეს როგორ მოახერხეს ნახატს ხომ ქვეყანაში შემოტანისას ამოწმებენ?
- ის იგივე მუზეუმში მოიპარეს სადაც თქვენ იყავით. ან გუშინ ან დღეს. გესმიიით?!
- და ვინ გააკეთებდა ამას?
- არ ვიცი მოა არა!!! მაგრამ ეხლა ჩვენ ვართ დამნაშავეები და არა ისინი...
და მოას ამ დრის გაახსენდა სიტყვები რომელიც "უბრალო" კოლექციონერისგან მოისმინა " თუ რაიმე გინდა ყველაფერს გააკეთებ მის ხელში ჩასაგდებად"
- ნიკოლაი...

როდესაც გგონია ყველაფერს მიაღწიე რისი მიღწევაც გინდოდა და მიიღე ის რაც შენი არასდროს ყოფილა ამ დროს ინგრევა ყველაფერი, ყველა ოცნება და ბედნიერი გამარჯვების წამი... თუმცა სურვილი მისი დაბრუნებისა არასდროს გაქრება....

- ესეიგი ვიღაც ნიკოლაის ესაუბრე? - მენტორი ყველაფერს თანმიმდევრობით აანალიზებს და მოას გაფითრებულ სახეს ყურადღებით აკვირდება
- როგორ კოლექციონერი ისე გამეცნო, ცოტათი დავეჭვდი თუმცა ამას ვერც კი ვიფიქრებდი მენტორო.
- დარწმუნებული ხარ რომ ნახატი მან მოიპარა? - ლაპარაკში ნოე ერთვება
- არ ვიცი, თუმცა ის ჩვეულებრივ კოლექციონერს არ გავდა
- თუ დარწუნებული არ ხარ, ვერც ვერაფერს ვიზამთ - მირა ფეხზე დგება და ბოლთას ცემს
- მე არ დამინახავს როგორ მოიპარეს! მაგრამ გეუბნებით რაც მითხრა - მოა აშკარად ღიზიანდება მირას სიტყვებზე და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის
- დამშვიდდით, მოა სახელი გვარი ზუსტად გახსოვს?
- კი, ნიკოლაი პეტროვა.
მიტკინი დგება და ლეპტორს ხსნის.
- რასაკეთებ?
- ეხლავე გავარკვევ ვინ არის. აი ვნახე, ნიკოლაი პეტროვა ცნობილი ბიზმესმენის ანდრეი პეტროვას ერთადერთი მემკვიდრეა, მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა დედა კი ნერვიულობას მალევე გადაჰყვა. მამის ქონებით მას სახლი აქედან ერთი საათის სავალზე და კომპანია დარჩა რომელიც რეკლამებს სხვადასხვა კომპანიისთვის ქმნიან. აი სახლის ფოტოც - ყველამ ნოუთბუქის ეკრანს დაუწყო ყურება. უზარმაზარი სახლი ეზოთი და ბევრი დეკორული გაფორმებით ნამდვილ სასახლეს გავდა, ორ სართულიანი თეთრი სახლი ისეთივე ლამაზი იყო როგორც ეზო.
- ამის დედაც, აი ეს არის სახლიი - ჯონი ემოიციებს ვერ მალავდა.
- მოა - მენტორი მოასკენ ტრიალდება და ცოტათი დამშვიდებული სახით ყველას ანიშნებს დასხედითო - რადგან დღეს არაფერი გამოგვივიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენით არ ვამაყობ, ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. კამერებმა თქვენი სახე ვერ დაინახა და ეს მშვენივრად შეძელით. ეხლა კი გისვამთ დასკვნით შეკითხვას, მზად ხართ ნახატის დასაბრუნებლად?
- მაგრამ მენტორო... როგორ? - ჰანსი აშკარად გაკვირვებული ჩანს
- ამ კაცს აშკარად სახლში აქვს დამალული ნახატი...
- დიახ მენტორი მართალია, მან მითხრა რომ რას არ მისცემდა ნახატს თავისი სახლის კედლები რომ დაემშვენებინა - მოა თვალებ დახუჭული ლაპარაკობს გეგინებათ ყოველ დეტალს იხსენებსო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ეს ამბავი წლების წინ იყო და არა რამოდენიმე საათის წინ
- ყველაფერი აშკარაა. მოა ეხლა მთავარი როლი მეორე ძარცვაში შენ გექნება
- მე? - მოა გაოცებას ვერ მალავს
- დიახ ძვირფასო შენ.
- რის თქმას ცდილობთ?
- სატყუარა უნდა იყო, უბრალოდ ჯაშუში.
- მე ამას როგორ შევძლებ?
- ყველაფერს აგიხსნი მანამ კი ჰანსი და მირა თქვენთვის დავალება მაქვს, მინდა რომ ნიკოლაი პეტროვას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალოდ, მაინტერესებს სად წავა, ვის ნახავს და აშშ...
- მე ამასთან ერთად არ წავალ - ამბობს ჰანსი და მირაც უყურებს, შემდეგ მენტორის მკაცრ გამოხედვას ამჩნევს და დანებებული აქნევს თავს
- მიტკინი მისამართს გეტყვით სახლის და დაიწერეთ.აი აიღე ჰანსი გასაღები მანქნის, ეხლავე წადით გზაში იყიდეთ საჭმელი რამე. დრო არ გვაქვს. ჰანსის და მირას წასვლის შემდეგ მოა მენტორის წინ ჯდება
- რომ არ გამომივიდეს?
- მოა, პირველად რომ შემოგიყვანა ბავშთა სახლის დირეკტორმა კაბინეტში ხელები სილით გქონდა სავსე, შემდეგ რომ გითხრეს ყველაფერი თვალები აგემღვრა, ვიფიქრე წამოსვლა არ უნდა თქო ამიტომ მოგიახლოვდი მუხლებზე დავდექი და გკითხე არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? რა გატირებ თქო? შენ კი იცი რა მიპასუზე, თქვენ ისე სუფთად გაცვიათ სილა ეზოში არ გექნებათო... - ორივეს ეცინება და მენტორი თმაზე ხელს უსმევს - სახლში რომ მოვედი ერთი დიდი შეკვრა სილა ვიყიდე და წამოვიღე,სახლის უკან დავყარე. რომ მოხვედი პირველ რიგში ეზო დაათვალიერე და ლოყაზე მაკოცე სულაც არ ყოფილხარ სუფთაო მითხარი და სილისკენ გაიქეცი. მოა... ვიცი რომ გამოგივა, უბრალოდ უნდა მოახერხო სახლში შესვლა და დამტკიცება არის თუ არა ნახატი იქ, რამდენი ადამიანი იცავს სახლს. რამოდენიმე დღე მოგიწევს თამაში - მოა ხელს კიდებს მენტორს და ლაპარაკს აწყვეტინებს
- თანახმა ვარ, ვიცი რომ გამომივა.- თვალებამღვრეული პასუხობს და მენტორს ეხვევა.

ძილი დიდი ხანი არ მიკარებიათ არცერთს, ყველა ერთად შემოსასვლელში დიდი მდინავზე იჯდა და ახალ ჩაძინებულებს კარების ხმამ გამოაფხიზლა. ჰანსიმ და მირამ დაღლილი სახით შეაბიჯეს ოთახში. მენტორი სწრაფად ადგა
- ყავას გავაკეთებ გამოსაფხიზლებლად და ვილაპარაკოთ.
შემოდგომის მიუხეავად გარეთ საამური ნიავი უბერავდა, გატიტვლებული ხეები და უძრავად იდგნენ კუთვნილ ადგილას. მენტორმა ყავა ყველას ჩამოურიგა და ეზოს ხის სკამზე მოთავსდა.
- აბა გოგონებო გისმენთ.
- მოა დაგავიწყდა თმა რომ ის კაცი ძალიან სიმპათიურიაა - მირა იცინის და მალევე ჩუმდება
- კარგი, სახლის გარე კარებთან ორი დაცვა დგას, შიგნით რა თქმა უნდა არ ვიცით რამდენი. ნიკოლაი ერთი ქუჩის კუთხის კაფეში ყოველ დღე დადის ყავის დასალევათ როდესაც სამსახურში შესვენება იწყება.
- ზუსტად ეგ მინდოდა, მოა კაფეში დახვდება. იმედია გიცნობს და გამოგელაპარაკება თუ არადა შენ მოგიწევს ამის გაკეთება
- ეს დრამა და პაემნები სავალდებულოა? - აშკარად გაღიზიანებული ნოე, ჯერ მოას შემდეფ კი მენტორს უყურებს.
- სავალდებულოა, ნიკოლაის რომ არ მოწონებოდა მოა არც გამოელაპარაკებოდა.
- როდის უნდა წავიდე?
- ეხლა დილის ექვსი საათი, ორისკენ მიდის კაფეში. - ჰანსი მაჯის საათს დაჰყურებს შემდეგ მოას
- წავალ მოვწესრიგდები.
კიბეებს მიუყვება და ფიქრობს რა ჯანდაბაზე უნდა ელაპარაკოს ამ კაცს, ჯერ ხომ გამოცდილება არ ჰქონია როგორ მოხიბლოს მამაკაცი? ნოეს ხმა ოთახის ზღურბლზე აშეშებს და დაღლილი სახით უყურებს ბიჭს
- ამის გაკეთებას მართლა აპირებ? - ნოე უახლოვდება
- რის გაკეთებას ნოე?
- იმ კაცის დაკერვას თუ რა ჯანდაბაცაა?
- დიახ ვაპირებ! და შენ რაა?
- არაფერი რაც გინდა ის ქენი!
- ძალიან კარგი, წავედი წყალი უნდა გადავივლო. - კარებს ძალით კეტავს მთელი ძალით და გაბრაზებული უცქერის თავის თავს სარკეში. რა სჭირს ნოეს? არ მოწონს მისი ესეთი დამოკიდებულება, ეჭვიანობა და სცენები. მოენატრა ის მეგობრული ნოე რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყო, თუმცა ეხლა ყველაფერი აირია და შეიცვალა, ყველაფერი.

საათს უყურებს უკვე თორმეტი ხდება, ათზე გაეღვიძა და ერთი საათი სააბაზანოდან არ გამოსულა. კარადა გამოაღო და პირველად ვერ მოიფიქრა რა უნდა ჩაეცვა... კარებზე კაკუნის და ჰანსის ხმამ გულიდან დიდი ლოდი მოუხსნა
- შემოდი, არ ვიცი
- რა ჩაიცვა? ესეც ვიცოდი, მოიცა მე აგარჩევინებ. - მენტორი ორ თქვეში ერთხელ ატარებდა ტანსაცმლის და საჭირო ნივთების საღიდლად მოზარდებს, ფულს არასდროს ინანებდა მათთვის...
- აი ეს ჩაიცვი და ეს ჩემი ფეხსაცმელი - ჰანსი ლოგინზე თანმიმდევრობით დებს ნაჭრის მოკლე ქვედაბოლოს რომელიც წინ ღილებით იკვრება და შავ როლინს, ყავისფერ ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელს. მოა სწრაფად იცმევს და სასიამოვნოდ გაოცებული რჩება როდესაც ყველაფერი მოუხდა. წითელ თმას უბრალოდ იშრობს და ოდნავ ხვეულ იტოვებს. ყავისფერ ტუჩსაცს ისმევს და წითელ პატარა ჩანთაში საჭირო ნივთებს დებს.
- ნიკოლასის მანქანა წავიყავო? მერე შენ არ გჭირდება ნიკოლას? - ეკითხება მოა და გასაღებს ართმევს
- არა, უფროსმა მე თვითონ დაგირეკავო ასე რომ ვისვენებ.
- ოუ გამოგაგდეს პოლიციელო? - ჯონი იცინის
- მოკეტე. სამ წლიანი კონტრაკტი მაქვს და კარგი სახელიც ასე რომ არა!
- გეყოფათ,წარმატებები ძვირფასო. - მენტორი შუბლზე კოცნის - და ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა მენტორო - მოა თვალს ავლებს თითვეულს და ნოეს რომ ვერ ხედავს დანანებით იქნევს თავს, შემდეგ კი მანქანას ქოქავს ნიკოლაისთან მიდის.
პარკინგზე აჩერებს მანქანას, სწრაფად უახლოვდება ქუჩის კუთხის კაფეს სახელად " ფენიქსი " ჰარი პოტერი ახსენდება და ეღიმება. კაფე მყუდრო და ლამაზია, კუთხის ცარიელ მაგიდასთან ჯდება და მაჯის საათს უყურებს, ზუსტად ორი საათია. კრუასანს და მწვანე ჩაის უკვეთავს, გამჭვირვალე მინიდან კი ხალს აკვირდება. წამიერად ფიქრობს როგორი იქნებოდა მასაც რომ ყოლოდა ოჯახი? ბევრი მეგობარი ეყოლებოდა? ამ ფიქრებში უცებ მამაკაცის ნაცნობ სახეს ხედავს რომელიც მანქნიდან გადმოდის და კაფისკენ იღებს გეზზს, მინას თვალს წყვეტს და მიმტანს მადლობას უხდის. ნიკოლაი კაფეში გაშინაურებული შედის, ყველას ესალმება. ყავას და კრუასანს უკვეთავს. მოა კი ვითომ აქაც არაფერი ჩაის გემრიელად აგემოვნებს, ბოლომდე ცლის და ძალი ხმამაღლა უძახის მიმტანს რაზეც ნიკოლაი უყურებს თუნცა მოა ცდილობს მის მწვანე თვალებს მზერა აარიდოს და არაფერი შეიმჩნიოს. ორ წუთში ვიღაც ყავას დებს მის მაგიდაზე და მოაც თავს წევს.
- ნუთუ ეს თქვენ ხართ, მოა? - კაცი გაოცებული ჩანს და მის წინ ჯდება
- ბატონო ნიკოლაი?
- ოჰ ძვირფასო არ გვინდა ოფიციალურად. გამიკვირდა თქვენი დანახვა, თუ დამიჯერებთ ბოლო წამამდე არ მჯეროდა. - მოა თავაზიანად უღიმის კაცს, ისევ ისე გევნებიანად ჩაცმულს და მოწესრიგებულს.
- მეც გამიკვირდა თქვენი დანახვა.
- ეს ჩემი საყვარელი კაფეა. ჯერ არ შემიმჩნევიხართ აქ, დადიხართ ხოლმე?
- არა ამ ქუჩაზე გამოვიარე და შემთხვევით დავინახე ეს კაფე, სახელმა კი უფრო დამაინტერესა.
- ოჰ დიახ, ფენიქსი. ფრინველი რომელიც კვდება და ცოცხლდება
- დიახ დიახ! გემრიელი ჩაი და კრუასანებიცააქვთ...
- აი ეგ საფირმო ყავა გასინჯეთ უგემრიელესია, თუ მოგეწონათ დამიჯერეთ ვერ მოეშვებით, მეც ასე შემითრია - მოა ეს ყლუპს სვამს და საამური გემო ეყვრება პირში
- დიახ ნამდვილად მართალი ხართ!
- მიხარია რომ მიგწონთ მე კი მოხარული ვარ რომ ისევ გიხილეთ...
- ასევე.
- იცით ერთი ჩვევა მაქვს თუ ადამიანს ერთხელ გამოველაპარაკე ის სამუდამოდ რჩება ჩემს გონებაში...
- რიგორც წიგნი არა? მე კი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვარ ეგრე
- მოდით თუ გამოიცნობთ ჩემს საყვარელს წიგნს?
- " ქარწაღებულნი" ? - მოა სწრაფად ამბობს და ვერც კი ხვდება რატომ
- ღმერთმანი, დიახხ! როფორ მიხვდით?
- არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ორ წუთიანი ლაპარაკის დროს ახსენეთ ჩემთან.
- როგორი მიხვედრილი ხართ - მოას გულში მწარედ ეცინება, სწორედ ამ მიხვედრილობამ დაგღუპათო ფიქრობს გულში.
- და რას ფიქრობთ მისის ო'ჰარაზე? - ლაპარაკს აგრძელებს ნიკოლაი
- მისის ო'ჰარა ძლიერი ქალი იყო და დამოუკიდებელი. ქალის ყველა ძლიერი თვისება გააჩნდა.
- სწორი შეფასებაა. თუმცა ცუდ ადგილას, არასწორი სიყვარული აირჩია.
- დიახ, თუმცა მას არ უყვარდა. უბრალოდ ესე ეგონა
- გეთანხმებით, ადამიანები ასე ვართ უბრალოდ გგვგონია რომ რაღაც ვიცით ან ვიღაც გვიყავრს თუმცა ყველაფერი ილუზია აღმოჩნდება - მოა ფიქრობდა როგორი კარგი მოსაუბრე იყო პეტროვა თუმცა რა იმალებოდა მასსში, მაგრამ ადამიანის ყველაზე ძლიერი თვისება ხომ ესაა. სულიერად ძლიერი და იდუმალი იყო, სხვას კი ეს არ დაანახო, რადგან საჭირო დროს ის ყველაზე დიდი იარაღი აღმოჩნდება...
- თქვენზე რას მეტყვით მოა, მე თქვენი ასაკიც კი არ ვიცი
- ოცი წლის ვარ - მოამ ორი წელი სწრაად მოუმატა მის ასაკს რადგან თვრამეტი წელი ეცოტავა
- თქვენზე რვალი წლით დიდი ვარ, ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ხართ - მოა გულში ზეიმობდა კაცის ამ სიტყვებს და მოსწონდა რომ ვიღაც ლამაზსს ეძახდა
- ოჰ მადლობა. თქვენ კი უფრო ბრძენი ხართ ასაკთან შედარებით - კაცმა გადაიხარხარა
- ბრძენი? უფრო ნასწავლი, მთელი ცხოვრება სწავლას მაძალებდნენ ბოლოს მეც შევეჩვიე.
- ეს ხომ კარგია?
- ყველაფერი ზომიერად. ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?- მოა დაიბნა მაგრამ არ შემჩნია
- არა ბიძასთან ერთად, მშობლები გარდამეცვლა. თქვენ?
- მეც გარდამეცვალა... მაგრამ მე მარტი ვცხოვობ - კაცს სახეზე ტკივილი დატყო რაზეც მოა ცოტატი აღელდა
- ალბათ რთულია მარტო ცხოვრება.
- თავიდან კი, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა...
კიდევ ილაპარაკეს ცოტახანი შემდეგ მოამ ბოდიში მოუხადა მეჩქარება უნდა წავიდეო. ნიკოლაიმ ნომერი ჩაიწერა და ქალი გააცილა. მოა ძალით წამოვიდა რადგან კაცს კიდევ ჰქონოდა მისი ნახვის სურვილი. არადა წამოსვლა სრულებით არ უნდოდა... პირველად მოეწონა ვინმესთან დიალოგი ასე. მანქანა დაქოქა და ღიმილით გაუყვა გზას.
- ოჰ ნიკოლაი, ცუდ ადგილას არასწორ დროს გაგიცანი... - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიჩქარეს მოუმატა.


დაბნეულობა...გაურკვევლობა, ემოციებს თავს ვერ უყრი ვერ აკონტროლებ. უკონტროლობის შემდეგ შიში გიპყრობს, სუსტი ვარ? ვერ ვუმკლავდები? თუმცა გონბაში და ფიქრებში ადგილს სხვა სადარდებელი იკავებს და ასე თანმიმდევრობით ცვლის სხვადასხვა აზრები ერთმანეთს. მაგრამ... თუ ერხელ მაინც დაუშვი შეცდობა, უპატიებელი შეცდომა ის ყოველთვის გემახსოვრება და მას არაფერი შეცვლის.

მენტორს მოამ ყველაფერი უამბო და მოიმიზეზა ოთახში უნდა ავიდე დავიღალეო, სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და საცვლების ამარა საბანში შეძვრა. ჩამავალი მზის სხივები რომელიც გარემოს მისი ძალებით ვეღარ ათბობობდა უკვე ფანჯრის რაფას გაცდომოდა, სისუსტე იგრძნო მოამ. რამოდენიმე აზრი ერთმანეთში ერეოდა. მალევე ჩაეძინა, თუმცა ტელეფონის ხმამ გამოაღვიზა. უცხო ნომერი იყო, გაუკვირდა თუმცა მალევე უპასუხა
- გისმენთ?
- იმედია არ გაცდენ მოა - ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე გამოფხიზლდა
- არა ნიკოლაი, უბრალოდ ჩამძინებია.
- ამ დროს მხოლოდ იმათ ძინავთ ვინ ძილს აღმერთებს, იცით მინდოდა მეთქვა რომ კვლავ მინდა თქვენი ნახვა - მოა სწრაფად ეძებდა პასუხს თუმცა მან კვავ განაგრძო - არ მინდა რომ ცუდად გამიგოთ, იქნებ წიგნის პრეზენტაციაზე წავსულიყავით?
- და რა წიგნის? - ჩაეცინა გოგონას, ჯერ ხომ მისთვის მსგავსი რამ არა უკითხავს
- მოდი დაიდუმლოდ შევინახავ. წამოხვალთ?
მოა დათანხმდა, შემდეგ მენტორს მოუყვა ნიკოლაის შემოთავაზება, ამ უკანასკნელმაც კი ღიმილით უპასუხა
- იმდენს უნდა მიაღწიო რომ სახლში დაგპატიჟოს ხომ ხვდები? - მოამ გაღიზიანდა თუმცა არაფერი შეიმჩნია
- მესმის მენტორო, მაგრამ თუ არ დამპატიჟა მაშინ...
- უნდა ეცადო მოა, შენ ძლიერი ხარ.
- მენტორო ამას მხოლოდ სიძილიერე ვერ უშველის ხომ გესმით? ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ძლიერია აზრობრივად... ჭკვიანიი
- მესმის და ძალიან მიხარია რომ ჭკვიანია
- გიხარიათ?
- რა თქმა უნდა. ჭკვიან ადამიანთან "ბრძოლას" ეს ჯობია. შენი აზრით რომელი უფრო აზარტული და სასიამოვნოა, ჭკვიან ადამიანთან შერკინება თუ უცნოდინერთან?
- ჭკვიანთან.
- კარგია რომ მიმიხვდი. მოგება უფრო კარგია მაშინ თუ ჭკვიანს ჯობნი.
სახლი თითქოს საცარიელდა, ყველა მიმოიფანტა. მხოლოდ ნიკოლასი იყო სამსახურში გამოიძახეს და სასწრაფოდ წავიდა. ჰანსი ჩამავალ მზეს ვერანდიდან უყურებდა, როდესაც მოა მიუახლოვდა თბილად გაუღიმა
- ასე ყოფნა არ შემიძლია. რაიმე საქმე მინდა მქონდეს, არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა...
- მესმის. ვიცი რომ ყველა მე მელოდებით, რაც უფრო სწრაფად გამომივა ყველაფერი
- გაჩუმდი. - ხელს, ხელზე კიდებს და უყურებს - სწრაფად არაფერი კეთდება, თუ იჩქარებ არაფერი გამოგივა.
- მეც მინდა სწრაფად დასრულდეს ყველაფერი...
- რატომ მოხდა რაიმე? - ჰანსი გაკვირვებით დააკვირდა
- არა, არაფერი. უბრალოდ ის უცხოა, მე კი მიჭირს მასთან საუბარი
- უცხო და საინტერესოს ნაზავია არაა? - გამომცდელად კითხა და ჩაიხითხითა
- ჰო, ეგრეც შეიძლება უთქვას.

ნიკოლაის შეტყობინებას კიდევ გადაავლო თვალი სადაც , მისამართი იყო მითითებული. თეთრი კაბა გაისწორა და შენობაში შეაბიჯა, ნიკოლაი დანახვისას გააჟრჟოლა და გაუღიმა.
- მშვენიერი ხართ მოა - კაცმა ხარბა მზერით შეათვალიერა მოა და ხელზე ეამბორა
- ოჰ მადლობა. ეს რა ადგილი? - შენობა როგორც გარედან ასევე შიგნიდანა ც თეთრი იყო, კედლებს კი ხელით ნახატი ულამაზესი თოლიები ამშვენებდნენ. წითელი კარიდან რომელიც ოთახში შედიოდა, ჩუმი ლაპარაკი გამოდიოდა.
- ეს გალერიაა. წამოდი შევიდეთ
- კი მაგრამ არ მეტყვი რა წიგნი?
- ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი" გაგიგონია?
- ელიფ შაფაქი რა თქმა უნდა, თუმცა ეს წიგნი არა.
- წამოდი...
წიგნის მოკლე და ამავდროულად გრძელი აღწერა სულში ჩასწვდა მოას. მონუსხა წიგნის შინაარსმა და სასწაულად მოუნდა მისი სწრაფად წაკითხვა, თუმცა ათ დღეში იქნებოდა გაყიდვაში. ნიკოლაი მთარგმნელ გოგონას ელაპარაკება შემდეგ კი მოას ხელს იღებს და მის გვერდით ჯდება
- აბა მოგეწონა აღწერა?
- რა თქმა უნდა, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ.
- " უსიყვარულოდ სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარად გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისგან მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყაროა, ხოლო შეყვარებული ადამიანი - ცეცხლის სული. სამყარო სხვანაირად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება". - მოა მონუსხული შეჰყურებდა კაცს, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. წარმოიდგიმა როგორი სასაცილო შესახედი იყო ეხლა.
- ეს?
- ეს წესია მეორმოცე. მე თურქულად ნაბეჭდი მაქვს წაკითხული.
- არაჩვრულებრივია...
- დიახ ნამდვილად.
- ჩაი გიყვართ?
- დიახ - გოგონა დაიბნა უეცარი თემის შეცვლით
- მაშინ დაკოს მომზადებული მწვანე ჩაი მოგეწონა
- დაკო?
- დიახ ჩემი მზარეულია. წამოხვალ ჩემთან? - მოას თვალები გაუფართოვდა არ ეგონა ესე სწრაფად თუ მიიპატიჟებდა ნიკოლაი მასთან. გული სიხარულით და შიშიც ჰქონდა სავსე
- არ ვიცი... - თქვა მოჩვენებით ყოყმანით
- გთხოვ სხვანაირად არ მიიღო ეს მიპატიჟება. უბრალოდ მინდა ჩემთან წამოხვიდე.
- კარგი, წამოხვალ.
ნიკოლაის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო რომელიც უფროსს მოწიწებით ელაპრაკებოდა. ოც წუთში დიდი ჭიშკარი გაიღო და განათებულ სივრცეში შეიჭრა მანქანა. ნიკოლაიმ თვითონ გაუღო მანქნის კარები და ხელი გაუწოა. მოა აღტაცებული უყურებდა გარემოს. ხეებით და ყვავილებით დამშვებულ ეზოს პატარა ლამპების შუქი ანათებდა, თავი სამოთხეში გეგინებოდა ასეთი სილამაზის მნახველს... ყვავილების ტკბილ და საამურ სურნელს გაემეფებინა ჰაერი. ნიკოლაის ხელს დააკვირდა რომელიც მჭიდროთ მოეკიდა მიას პატარა ხელზე. სახლოს კართან ორი მცველი იდგა, ნიკოლაი მათ მეგობრულად მიესალმა და ამ უკანასკნელებმაც ღიმილითვე გაუღეს სახლის კარი. სახლში დიდ მუზემს გავდა, გარშემო ნახატები და დეკორატიული ნივთები თვალში საცემი იყო. მოა ფიქრობდა, რამდენია აქ ორიგინალი? მოპარული? ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა, გონებაში ინახავდა ყოველ წერტილს. ნიკოლაიმ უთხრა დივანზე დაჯექი და მოვალო და სწრაფად ავიდა მეორე სართულზე. დაკლაკნილი კიბეები სახლის მარჯვნივ აუყვებოდა ზევით, მართლაც რომ სასახლეს გავდა აქაურობა. მოამ პატარა სარკე ჩანთიდან ამოიღი და წითელი კულულები ხელით გაისწორა. არ იცოდა რატომ თუმცა უნდოდა ლამაზად ყოფილიყო. ნიკოლაი მალე გამოცდნა, გამოეცვალა. ეხლა სულ სხვანაირი ახალგაზრდული უფრო ჩანდა. ნაცრისფერ სპორტულ შარვალზე თეთრი რბილო როლინგი იდეალურად უხდებოდა.
- წამოდი, სამზარეულოში შევიდეთ.
მიახლოვდნენ თუ არა სამზარეულოს მოას შიმშილისგან მუცელი ასტკივდა რადგან, საშინლად კარგი სურნელი ტრიალებდა.
- დაკო - სამოცწელს გადაშორებულ ქალს მიახლოვდა ნიკოლაი და შუბლზე ნაზად აკოცა, ქალმაც თმებზე სიყვარულით გადაუსვა ხელი.
- მოხვედი ნიკი? ხომ გშია? შენი საყვარელი... - მოას დანახვისას შაჩერდა და გოგონას თავიდან ბოლომდე დაუწყი ყურება.
- ეს მოაა, ჩემი მეგობარი, მინდოდა შენი გაკეთებუკი მწვანე ჩაი გაესინჯა.
- გამარჯობა - მოა ქალს მიახლოვდა და გაუღიმა.
- მელანდება ნიკი? - ქალი აშკარად გაკვირვებული უყურებდა ჯერ მოაა შემდეგ ნიკილაის.
- არა დაკო და შენნაირები არ გინდა რა...
- იცი შვილო უბრალოდ გამიკვირდა ნიკოლაის გვერდით ქალის დანახვა. მოდი, მოდი ჩაგეხუტო. - ხელები მოხვია და რომ მოშორდა ისევ საააკცირდა - ლამაზი ხარ. მაგრამ სუსტი ხარ ძალიან... დაჯექით გაჭმევთ
- შევჭამ თუ მოაც ისადილებს - ნიკოლაი მოას მომღიმარი სახით შეხედა
- შეჭამს აბა რას იზამს დაჯექით ეხლავე გავაწყობ სუფრას - ქალი გახარებული ტრიალებდა თან ორივეს აკვირდებოდა.
სადილობის შემდეგ ნიკოლაი ბუხარს თავისივე ხელებით აგიზგიზებს და მოას გვერდით ბუხრის წინ ჯდება.
- შენს სამსახურზე მომიყევი - ეკითხება მოა და ცეცხლის ახლს შეჰყურებს
- როდესაც მამა გარდაიცვალა ყველაფერი, ყოველი დეტალი ჩემი მოსაგვარებელი და წანსარმართი გახდა. მეშინოდა რომ თავს ვერ გავართმევდი, მეშინოდა იმისდამიუხედავად რომ ყოველთვის მზად ვიყავი კომპანიის სამართველად. მაგრამ ადამიანები ხომ ესეთები ვართ? დაბრკოლებას ვხედავთ თუ არა შიში მთელ სხეულს ყოველ უჯრედს ედება და სულიერად განადგურებს.
- მაგრამ შენ ხომ ყველაფერი გამოგივიდა?
- კი გამომივიდა, თუმცა დიდი ძალისხმების შედეგად.
- და ეხლა რაზე მუშაობ?
- შიში, სიყვარული, უსიყვარულობა. ერთ-ერთ კომპანიას სჭირდება მთავარ თემად.
- და შენ რას ფიქრობ ამაზე?
- სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია... ცხოვრებაზე და სიკვდილზეც უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სიკვდილს. თუ მოკვდება ის, ვინც გიყვარს, სიყვარული არ წყდება, ის გრძელდება. ეს ნათელია. მე არ ვიცი, როგორ მთავრდება სიყვარული. თუ დამთავრდა, ეს ნიშავს რომ ის სიყვარული არც ყოფილა. და შენ? გყვარებია ვინმე?
- არა, არც კი მჯერა ასეთი სიყვარულის... - ნიკოლაი მწვანე თვალებში ჩაკარგულმა წარმოთქვა სიტყვები.
- თუ არ გამოცადე, დამიჯერე ვერც მიხვდები. უსიყვარულოდ ადამიანი არ უნდა კვდებოდეს, ეს იგივია, კვდებოდე ღმერთის საჩუქრის გარეშე.
- არ ვიცი...
- ჯერ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ... ყველაფერი წინ გაქვს. - სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და გაუღიმა. ვერ ხვდებოდა მია რას გრძნობდა ამ წუთას. გაოცებას? გაკვირვებას თუ?
- უნდა წავიდე... - ამოილაპარაკა ბოლოს.
- რა თქმა უნდა. დრო ისე გავიდა ვერც კი მივხდი.
მოას მანქანამდე მიყვა და ხელზე ნაზად აკოცა.
- სასიამოვნო იყო დროის შენთან ერთად გატარება. იმედია მალე შევხვდებით.
დაემშვიდობა და ხელებ აკანკალებულმა დაქოქა მანქანა, გზაში ცრემლებისახეს უსველებდა თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ.
- ამ დრომდე სად ხარ? - ეზოში მდგომი ნოე სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას.
- იცი სადაც. რა არის?
- იცი რომელი საათია? - ყელში ამომივიდაო გაიფიქრა მოამ და გვერდი აუარა გაკვირვებულ და გაბრაზებულ მეგობარს რომრომაც გაუგებრად ჩაილაპარაკა რაღაც.
- მოა მოდი ვილაპარაკოთ - მენტორი დივანზე იჯდა და ახალ შემოსულ მოას ხელის მოძრაობით უთხრა დაჯექიო.
- ეხლა არა, ოღონდ ეხლა არა.
კიბეები სწრაფად აიარა და ოთახში შევიდა, კარები გადაკეტა და ჩუმი ტირილი ამოუშვა. სამყარო შეიძება ყოველ წამს გადატრიალდეს, ტიროდე თუმცა ვერ ხვდებოდე რა გატირებს, გულის ნადები ყელში გახჩობს და სამყაროს იმ ფერებში ხედავ რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაგენახა.

- ორი დაცვა გარეთ, ოთხი ეზოში, ორი შესასვლელ კარებთან. სახლში ვიდეო კამერებია ამიტომ დაცვა არ ყავს, ნიკოლაის მარტო ყოფნა უყვარს. მეორე სართულზე არ ავსულვარ, პირველ სართულზე დაახლოებით სამი ვიდეო კამერააა, სამზარეულოს გარდა ყველგან. - მოა თაბახის ფურცელზე ხაზავს და ისე უხსნის გარშემიმყოფებს. სრული შემადგენლობთ არიან და ყველას აინტერესებს.
- ნახატები?
- დაახლოებით ხუთი, თუმცა ძნელი გასარჩევია ნამდვილია თუ ყალბი. რა თქმა უნდა " ქალი დაისის პირისპირ" იქ არ იყო. ჩემი აზრით რამოდენიმე წელი არც გამოაჩენს. რადგან მან თქვა რომ ნახატი სახლის კელდებზე უნდოდა ალბათ აქვს ადგილი სახლში სადაც მისი ცქერა შეუძლია.
- ესეიგი კიდევ უნდა მიხვიდე მასთან სახლში? - ნოა ფეხს, ფეხზე იდებს და კითხულობს.
- უნდა მივიდეს. მხოლოდ ეს არ გამოგვადგება... - მენტორი თავს აქნევს და ბოლთას ცემს
- როდემდე? როდემდე აპირებთ სატუარად გაუშვათ? - ნოე არ ჩერდება
- მოიცა და მე რაღა ვთქვა? - ნიკოლასი ფეხზე დგება
- გეყოფათ. ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან და ნოე შენ გაჩუმდი! - სწრაფად გადის კარებში და სუფთა ჰაერით ივსებს ფილტვებს, გონია მთელ სხეულზე ალმოკიდებულია და საცაა დაიფერფლება.
- არ მეტყვი რა გჭირს? - ნოე უახლოვხება
- და შენ რა გჭირს? ეს ერთი იდიოტური კოცნის გამო? ჩვენი მეგობრობა ამის გამო გაანადგურე, ფეხით გათელე? ამიხსენი! მეკითხები როგორ ვარ? ცუდად ვარ ნოე. მიჭირს, არა იმის გამო რომ ნიკოლაი ცუდი ადამიანია და ცუდად ვგრძნობ თავს მასთან, არამედ იმის გამო რომ ვეჩვევი. სული მეწვის! იცი ეს რა არის? არ იცი! გაქვს პასუხები? ხოდა მიპასუხე! - უკვე ყვიროდა, ვერც კი მიხვდა როდის გადავიდა ლაპარაკი ყვირილში, ალბათ მაშინ როდესაც ნოეს სახეზე ფერი დაეკარგა.
- ერთი იდიოტური კოცნა? შენი "ღადავით" და კოცნით იცი მე რა დამმართე? მომკიდე ხელი - გულზე მოას აცახცახებულ ხელს იდებს - ყოველ წამს ვფიქრობ, შენზე. არა იმიტომ რომ მინდა, არამედ იმიტომ რომ ფიქრები თავისით მოდის... და შენ ამას იდიოტურს ეძახი? იცი რამემართება როდესაც იმ კაცის გვერდით წარმოგიდგენ? არ იცი და შეენ გაქვს პასუხები? - მოას სულში გადატრიალება მოხდა.
- რეებს როშავ? სულ გააფრინე? მითხარი რომ ხუმრობ ნოე - სახეზე ხელს უსმევს და მუდარით შეჰყურებს - მითხარი რომ ამას სერიოზულად არ ამბობ.
- მიყვარხარ მოა! - სახიდან ხელს იშორებს და სრულებით სერიოზულად უყურებს.
- არა შეუძლებელია - ნერვიული ღიმილი უპობს ბაგეებს
- შესაძლებელია!
- მომისმინე ნოე, შემომხედე! შენ ჩემი მეგობარი ხარ... მე კი იმ გოგონების კატეგორიას არ მივეკუთნები რომლებიც მეგობრებს იყვარებენ. არ შემიძლია... ეს შეუძლებელია ნოე - სწრაფად სწვდება გოგონას ბაგეებს და ძალით ისაკუთრებს მას, რამოდენიმე წამში მოა ძლიერად კრავს ხელს და გაცეცხლეული უყურებს.
- ამას არასდროს დავივიწყებ! გპირდები - სწრაფად უჩინარდება სახლში და ტოვებს ნოეს აბობოქრებული სხეულით რომელიც შინაგანას იწვის.
არავის არ იმჩნევს და სწრაფად ადის ოთახში, ჩანთაში ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს დებს და პირველ სართულზე ბრუნდება.
- ნიკოლას, შენი ბინის გასაღები მომეცი. - ყველა გაკვირვებული უყურებს
- რა? რატომ?
- მომეცი მეთქი! სანამ ყველაფერს არ გავარკვევ და არ მოვაგვარებ შენს ბინაში დავრჩები. შენ კი აქ მოგიწევს დარჩენა ცოტა ხნით...
- კი მაგრამ
- ნიკოლას მომეცი ამის დედაც გასაღები! - მენტორი დგება და ნიკოლას თავს უქნევს
- მიეცი გასაღები. - ნიკოლასიც ყოყმანით იღებს შარვლის ჯიბიდან გასაღებს და აწვდის. ის თითქოს მოას თვალებში კითხულობს ყველაფერს, მანქანამდე აცილებს.
- ფული ტელევიზორის მაგიდის უჯრაშია, რამდენიც დაგჭირდება აიღე. ეს მისამართია, თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე.
გაზს მთელი ძალით აწვება, ადრენალინის მორევში იკარგება. რა ვართ ადამიანები? შეიძლება ცხივრების ბორბალმა ყველაფერი სწრაფად დაატრიალოს და რეალური ან "შექმნილი" სამყარო ისე დაგინგრიოს აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. მითითებულ მისამართზე მიდის კარებს აღებს და სასიამოვნოდ გაოცებული რჩება ბინა იმდენად ლამაზი და მყუდროა. ბედნიერია მარტოობით და უბედური ღალატით. ღალატია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, სულიერად მკვდარ ადამიანად გრძობს თავს. ტელეფონს იღებს და თითები თავისას თვითონვე აკეთებენ
- ნიკოლაი?
- მოა?
- შეგიძლია მნახო?
სააბაზანოდან გამოსული, სველ თმებს არ იშრობს. თბილ ბუმბულის მაისურს და შავ შორტს იცმევს, მისაღებში გადის თუ არა ზარის ხმაც ესმის, მოვიდა.
- გამიკვირდა რომ დამირეკე. - ნიკოლაის დანახვისას ვერ ითბენს და ეხუტება, სურნელი კი თაბრუს ხვევს. კაციც ხელებს ხვევს და რამოდენიმე წამი ესე დგანან.
- რამე მოხდა? - ეკითხება როდესაც მოა ჩაის მაგიდაზე დებს და სადღაც უსასრულობაში დაფრინავს.
- უბრალოდ არ შემეკითხო კარგი? მარტოობა არ მინდოდა...
- კარგი, ნახე რა მოგიტანე - მუხლებზე წიგნს უდებს, " სიყვარულის ორმოცი წესი" . მოას დაძაბულობა საღაც ქრება და წიგნს გულზე იხუტებს
- აი ეს მჭირდებოდა.
- მიხარია რომ გაიღიმე...
მოას ნიკოლაის ხმაჩახჩობილმა ლაპარაკმა იავნანასავით იმოქმედა, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. არასწორი იყო ეს ყველაფერი? თუმცა ეხლა სწორი და არასწორი არაფერ შუაში იყო და არც ამის გარჩევის თავი ჰქონდა.
- მოა...
- ჰო -პასუხობს თუმცა თავი სიზმარში ჰგონია.
- თვალები გაახილე - ეცინება. - მე წავალ შენ დაწექი.
- წახვალ?
- არ გინდა რომ წავიდე? - მოა თვალებს ახელს და მის პირისპირ დგება.
- დარჩი... - უახლოვდება და ნიკოლაის თბილ ბაგეებს იპყრობს, ყველა და ყველაფერი ქრება, მხოლოდ ის და ნიკოლაი. ქვედა ტუჩზე კბენს და კაციც მოას ხერხემალს ნაზად უსმევს ხელს. უცებ ტუჩებს აშორებს და თვალებში უყურებს
- მოა? იმიტომ მკოცნი რომ ცუდად ხარ თუ მართლა გინდა ეს?
- მინდა, მაგრამ ცუდად ვარ.
- წავალ კარგი? ხვალ მოვალ ცხელ კრუასანებს მოგიტან დილით... შეიძლება? - მოა დგება და ნიკოლაის კარებთან აცილებს.
- რა თქმა უნდა შეიძლება. - კაცი უახლოვდება და ტუჩებს ნაზად აწეპებს შემდეგ შორდება და სწრაფად უჩინარდება.
- გაჩერდი მოა, არ იფიქრო. ეხლა არა...

***
- რა ხდება? ამიხსენი - მენტორი ნოეს პირდაპირ ზის და თვალებში უყურებს.
- არაფერი მენტორო, უბრალოდ...
- უბრალოდ მოა შეგიყვარდა? - ნოე ისედაც გაფითრებული უფრო კარგავს ფერს.
- მე...
- მომისმინე ნოე. ვიცი რომ სიყვარულმა აკრძალვები არ იცის მაგრამ ხვდები რომ სათქმელად ცუდი დრო შეარჩიე? მოა ამაყი! ჭკვიანი და ლამაზია, ის უბრალოდ არ გეტყოდა არაფერს.
- მაგრამ როგორ მეყურებინა მისთვის პაემანზე დადის, იმ კაცს ხვდება...
- პაემნებზე? დეგრადირებული ხარ თუ მეჩვენება? ჩვენ ის კაცი უნდა გავქურდოთ!
- დამიჯერეთ მოა თავის საქმეს შეასრულებს თუმცა ის "გატყდება".
- ის მე ეგრე არ გამიზრდია!
- ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ მენტორო!
სწრაფად დგება დივნიდან და მიდის. მენტორს კი ეჭვი ღრნის. მოას დრო უნდა დაუთქვას ისე არაფერი გამოვა...
სურვილი წვავს, ანადგრებს. ნახატი მისი გახდება... თუნდაც მოა "გატყდეს".

ყოველი მცდელობა გაექცე მარტოობის შეგრძნებას განწრილურია დამარცხებისთვის, ეს აზრი თავად სიცოცხლის არსის საწინააღმდეგოა. ის კი არაა საჭირო, რომ მარტოობას გაექცე, არამდეს ის, რომ გააცნობიერო შენი მარტობა. ეს ისეთი მშვენიერი გამოცდილებაა, აცნობიერებდე შენს თავს მარტოს. ეს არის განთავისუფლება სხვა ადამიანისგან, სოციუმისგან, ბრბოსგან. ეს არის შენი თავისუფლება, იმ შიშისგან, რომელსაც მარტო ყოფნა ეწოდება
პირველი რაც უნდა გააცნობიერო არის ის, რომ გინდა ეს შენ თუ არა შენ მარტო ხარ! მარტოობა თავად შენი ბუნებაა. შენ შეგიძლია დაივიწყო ის, შეგიძლია არ იყო მარტო, იყო მეგობრებთან, საყვარელთან ან თუნდაც ხალხს შეერიო, მაგრამ რაცარუნდა გააკეთო შენი ქმედებები ზედაპირული ინქნება, ხოლო სიღრმეში ეს შენს მარტოობას არ ეხება. ის ხელშეუხებელი რჩება.

- მმმ გემრიელია და ეს ჩაიც... - დაკოს ჩაის თერმოსიდან ისხამს და ნიკოლაის მომღიმარ სახეზე ეცინება.
- მიხარია რომ მოგეწონა. - წვიმის წვეთები ფანჯრის რაფას ყოველ წამს ასველებს და თავისებული ხმა სახლში ატანს
- გინდა ფილს ვუყუროთ?
- კარგი, ქარწაღებულნი?
- კარგი.
წვიმის საამური წვეთების ხმა და ფილმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა თუმცა კარდი მოამ იმ მომნტზე გააჩერა სადაც "ქალი დაისის პირისპირ " იყო შედარებული
- ეს ის მომენტრი არაა? სადაც ნახატს მიბაძეს? - ნიკოლაი არ უყურებს ისევ კადრს აკვირდება
- კი ის არის. მოგწონს?
- ძალიან...
- ხვალ ჩემთან შეგიძლია მოხვიდე? მინდა რაღაც გაჩვენო
- და რა? თუ ისევ სიურპრიზი?
- ჰო, სიურპრიზი.
როდესაც ნიკოლაი წავიდა მოა ვერ ხვდებოდა უნდა გახარებოდა ეს თუ არა. თუ ნიკოლაი ნახატს აჩვენებდა ყველაფერი დამთავრდებოდა. მენტორისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა, დამრთავრდებოდა ყველაფერი რაც დაიწყო და არ დაწყებულა. წიგნი გადაშალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა
- ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.

მოწყენილი ხარ პატარა ქალბატონო? - ეუბენბა ნიკოლაი და სახლის მეორე სართულზე ამსვლელ კიბეებს ორივე ნელი ბანიჯით მიუყვება
- ცოტათი...
- სად გინდა ეხლა რომ იყო? - მოა უყურებს და ეღიმება.
- არ ვიცი... ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდზე ან ბრაზილიაში კარნავალზე.
- პირველ დეკემბერს? - ეცინება
- ჰო. ბრუკლინის ხიდზე მოვახერხებდი ყოფნას თუმცა, კარნავალზე ვერ.
- არაუშავს, ოცნება ყველაზე ადამიანური გრძნობაა. მის ასასრულებლად კი მხოლოდ მონდომებაა საჭირო - ალბათ მოასთვის რამოდენიმე თვის წინ ვინმეს იგივე რომ ეკითხა ვერ გასცემდა პასუხს, სახლში გამოკეტილი, საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანის ოცნებები ხომ უბრალო ფიქრებია რომელიც თავისით იფანტება.
- წამოდი, აი აქეთ. - ხელს კიდებს და მეორე სართულზე ბოლო ოთახისკენ მიყავს.
- სად მივდივართ? ეს რა საკუჭნაოა? - ათასი ნივთი დევს პატარა უთახში, ნიკოლაი კედელზე კაკუმს იწყებს და ჩერდება, ხის კედელს წევს და მოას გაოცებული სახის დანახვისას ეცინება.
- ბედნიერი უნდა იყო, რადგან აქაურობის შესახებს მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის... - წითელ კარებზე პატარა მონიტორია, კაცი სწრაფად კრებს ციფრებს და კარებიც ხმაურით იღება, შემდეგ მოას ხელის მოძრაობით ანიშნევს შედიო და ისიც ემორჩილენა.
და აი ისიც, ნახატი " ქალი დაისის პირისპირ" ულამაზესი... შავ კადლებზე კი უფრო ლამაზად ჩანს მზის ჩამავალი სხივები ტილოზე გადმოტანილი.
- ეს? - ნიკოლაისკენ ბრუნდება რომელიც არაფრის მთქმელი სახით დგას.
- ეს ნახატია მოა... იცი რომელიც.
- კი მაგრამ ის ნამდვილს გავს... არა ვიცი რომ ნამდვილი არარის თუმცა ძალიან კარგად არის გადმოტანილი ტილოზე.
- გეყოფა მოაა თამაში, ცუდი მსახიობი ხარ... - ამბობს მშვიდად
- რა? რის თქმას ცდილობ? - ფერდაკარგული ეკითხება
- ყველაფერი ვიცი.
- რა იცი?
- ის რომ ვიღაც კაცის დაძლებით ხარ აქ, ის რომ ბავშთა სახლიდან ექვსი ბავშვი აგიყვანათ და ბევრი რამ. - მოას ეგონა გული წაუვიდოდა და ესეც მოხდა.

თვალს ახელს, ხედავს როგორ ცემს ბოლთას ნიკოლაი და ეღიმება. ისებ ხუჭავს თვალებს რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს. თუ ყველაფერი იცოდა მაშინ რატომ ანახა ნახატი? მაშინვე რატომ არ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა? ვერაფრით ვერ პოულობდა პასუხებს მხოლოდ მას შეეძლო პასუხების გაცემა, მხოლოდ მას.
- ნიკოლაი? - თვალები გაახილა, კაცი სწრაფად მიუახლოვდა და თმაზე ხელი ნაზად გადაუსვლა
- კარგად ხარ? - ეკითხება შეშინებული სახით
- კარგად ვარ. უნდა ვილაპარაკოთ...
- მოიცადე, ჯერ გონს მოდი ვერ წარმოიდგენ როგორ მანერვიულე.
- დამშვიდდი კარგად ვარ. გულის წასვლა სადმე რომანტიკული მეგონა და აი რა დამემართა - იცინის - გძულვარ?
- რა? - ნიკოლაი გაოგნებული უყურებს
- გძულვარ? - უმეორებს.
- არ მძულხარ. რომ მძულებოდი და შენი გამოაშკარავება მდომებოდა აქამდე ვიზამდი.
- ყველაფერი მომიყევი, როგორ გაიგე? - ნიკოლაის მიწვდილი წყლის ჭიქა დაცალა და დაჯდა
- როდესაც მუზეუმში გნახე ვიცოდი რომ ერთ-ერთი მძარცველი იყავი რადგან კომბინიზონი გეცვა. შემდეძლო სხვასთანაც მივსულიყავი თუმცა გული შენსკენ მოიწევდა... შემდეგ თქვენი სპეკტაკლის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე დავტოვე მუზეუმი და გარეთ მანქანაში ვაკვირდებოდი რას და როგორ იზამდით. ყველაფერი კარგად შეასრულეთ თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვით. კაფეში რომ დაგინახე მივხვდი რომ ყველაფერს მიხვდი და შენს აზრობრივ მონაცემებზე შეყვარებული გავხვდი - იცინის - თუმცა ეხლა აქ მხოლოდ ნახატისთვის არ ხარ, არაა მოა? მხოლოდ ნახატი არ გაინტერესებს არა? - ეკითხება და თვალებში უყურებს
- ნიკოლაი მე... - კაცს მოას ყელთან მიაქვს სახე და ხმადაბლა ლაპარაკობს.
- აი ეს რასაც ორივე ვგრძნობთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთი წუთითაც კი არ გაცოცხლებდი. მაგრამ არ შემიძლია გაგიშვა, გესმის? არ შემიძლია.
სწრაფად ეწაფება გოგონას ბაგეებს და მოაც ხარბად კოცნის, მთელი არსებით. ვნებამ მთელი სხეული ერთიანად მოიცცქ, ვერც კი მიხვდა როდის დარჩა დედიშობილა კაცის წინაშე. უხერხულობა გეგონებათ სადღაც ჰაერში გაქრაო, კაციც როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე შესცქეროდა მოას შიშველ სხეულს. ყელი, შემდეგ ლავიწის ძვალო და მკერდი დაუკოცნა. თან იხდიდა და ცდილობდა გოგონას სხეულს მიწეპებული ტუჩები არ მოეშრებინა, როდესაც მუცელს გაცდა გოგონას ხმამ მთელი ოთახი მოიცვა. როდესაც საბოლოოდ მათი სხეულები გაერთიანდა, მოა ტკივილს და ყველაზე დიდ სიამოვნებას ისრუტავდა. ამ დროს კი ნიკოლაი სახეს უკოცნიდა და თვალებით ეკითხებოდა გაჩერებული თუ-არა. ბოლოს ძალა გამოცლილმა ნიკოლაის გულზე დაადო თავი და თვალები დახუჭა.
- გინდა ვიბანაოთ? - შეეკითხა და გოგონას ცეცხლისფერ თმას ხელი ჩამოუსვა
- კარგი. ცოტა არ იყოს მომშივდა თუმცა ადგომა გამიჭირდება - ნიკოლაიმ ხელში აიყვანა და ისევ დაეწაფა მის ტუჩებს.
იბანავეს შემდეგ პიჟამა და ხალათი ჩაიცვეს და პირველ სართულზე სამზარეულოში ჩავიდნენ. მოა თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობდა, განა იყო ესეთი ბედნიერი და ლაღი ოდესმე? არა. უყურებდა მამაკაცს რომელიც იდელაურად აკეთებდა ტოსტს თუ ეს შესაძებელია, გაეცინა და ნიკოლაის გაკვირვებულ გამოხედვაზე უფრო აკისკისდა
- დროზე გააკეთე, ბუხართან ვჭამოთ რა.
ნიკოლაის გაკეთებული ტოსტი იმდენად გემრიელი იყო მოამ მეორედ გააკეთებინა, ეხლა წითელ დაძველებულ ღვინოს ბუხრის წინ სვამდნენ ნიკოლაი კი სოგარეტს ეწეიდა და ხელით მოას შიშველ ფეხს ეფერებოდა.
- მოწევ? - ახალი ღერი გაუწოდა.
- გავსინჯავ - პირველი ნაპაზსე ხველება აუტყდა თუმცა მალევე მიეჩვია და მეორე ღერიც გამოართვა, ღვინის ჭიქას მიყოლებით ცლიდა და დრო გამოშვებით ნიკოლაის ტუჩებს მთელი არსებით იპატრონებდა.
- მომიყევი...
- რა მოგიყვე?
- შენი ბავშვობა, ჩარლი... - მოა გაკვირვრბული დააკვირდა
- ჩარლი?
- ხო აი მენტორს რომ უწოდებთ. ჩარლი ჰქვია თუმცა გვარი ვერ გავარკვიე...
- ჩვენ ერთმანეთის სახელები არ ვიცით, მენტორის განსაკუთრებით. ჩვენ ყოველთვის "არავინ" ვიყავით ეს უნდა გვცოდნოდა და ესეც იყო. ჩარლი... აი თურმე რა. ის კარგად გვზრდიდა, თითვეული ჩვენგანი ჭკვიანი და საკუთარი სპეციალობის პროფესიონალი აღვგზარდა. ცუდის თქმა მასზე არ შემიძლია, ვერ ვიტყვი რადგან ის რომ არა არ ვიცი სად მოვხვდებოდი. არ ვიცი... იცი ჩემი ცხოვრება თაბახის ცარიელ ფურცელს გავს. არაფერი გამომიცდია, სკოლაში მეგობრები არ მყოლია რადგან არ დავდიოდი, არასდროს დავრჩენილვარ დაქალთან სახლში რადგან არ მყავს და არც შემეძლო მყოლოდა. იცი ათი წლის რომ ვიყავი მეგონა დედამიწაზე შვიდი ადამიანი ვცხოვროვდით, მეგონა ჩვენს გარდა არავინი იყო... ეს საშინელებაა, გესმის?
- ჩუუ, დამშვიდდი. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია ყველაფერი გამოცადო და ისინი მიატოვო...
- არა, არ შემიძლია.
- რატომ მოა? შეგიძლია. შენ ვალდებული არ ხარ მასთან იყო, ჩემთან დარჩი. ის ვერაფერს გაიძულებს! - ნიკოლაის თვალებს დააკვირდა რომელიც ცეცხლის ალზე მწვანედ ბზინავდა.
- არ ვიცი, გამომივა?
- რა თქმა უნდა.
ყოველი დღე ერთამენთს მიჰყვებოდა.ნიკოლაი სამსახურს აცდენდა და მოა ამისგამო ბედნიერი იყო რადგან მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გამახვილებული. სად არ დადიოდნენ, ზოოპარკში, კინოთეატრში, გამოფენებზე, აუქციონებზე, შოპინგზე. ნიკოლაი თვითონ ურჩევდა მოას ტანსაცმელს რაზეც გოგონას პრეტენზია არ ჰქონდა რადგან ნიკოლაის არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა. ყოველ ღამეს ბუხრის წინ ერთმანეთს შერწყმული სხეულებით მთელ ძალას ცლიდნენ და შემდეგ ღვინით გაბრუებულები მოცარტის სიმღერაზე ცეკვავდნენ, თუ ამას ცეკვას დავარქმევთ.
- ღმერთის გჯერა? - ეკითხება ნიკოლაის და სიგარეტს ღრმა ნაპაზს არტყამს
- არ ვიცი, ალბათ არა. თუმცა მართლა მშურს იმ ადამიანების რომლებსაც ჯერათ და თავი დაიმედებულნი აქვთ რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ხომ გესმის? ეს ხომ მეორე სიცოცხლის საგზურია...
- ჰო ეგრეც შეიძლება ითქვას.
ღამით როდესაც ვნებით და ენერგიით დაცლიკებს ჩაეძინათ, მოამ ნიკოლაის გადახედა და ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი, ნაზად აკოცა ლოყაზე და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, გზად დაყრილ ტანსაცმელს იცმევდა. თაბახის ფურცელი გვერდით ტუმბოზე დადო,საბოლოოდ შეხედა სიბნელეში ნიკოლაის შიშველ ფიგურას რომელსაც ღრმად ეძინა და კარები ფრთხილად გამოხურა.

და რას ეძახით ღალატს? ნუთუ არსებობს ვნებაზე და სიყვარულზე ძლიერი გრძნობა? არ ვიცი, არ ვიცი... თუმცა როდესაც ვალდებული ხარ რომ რაღაც გააკეთო, შეასრულო მხოლოდ ადამიანური გრძნობა გიბიძგებს დანაპირების შესრულებას, ეს გინდა თუ არა, მაინც.

ნიკოლაის დილით გაეღვიძა, ღიმილით გადაბრუმდა მარჯვნივ მაგრამ მოა არ დახვდა, იფიქრა ბანაობსო. წამოიმართა ტელეფონი აიღო და კონვერტს კომკრა თვალი. ხელები აუკანკალდა მოას ხელნაწერის დანახვისას.

წავედი... ნახატიც წავიღე. ყველაფერი ისე გავაკეთე რომ ვერ გაგეგო, ჩემი ღალატი არ დაგენახა. არ გთხოვ რომ მაპატიო, მე შენი საკუთრება არ წამიღია. გპირდები რომ ნახატიდან აღებულ ფულს ხელსაც კი არ მოვკიდებ. სიცოცხლის განმივლობაში მხოლოდ შენთან გატარებული დღეები მიღირს, მხოლოდ ეს დღეები.

სწრაფად წამოდგა, სირბილით შევიდა საკუჭნაოში და გახსნილი კარების დანახვისას კანკალი გაუორმაგდა. ცარიელ კედელს დააკვირდა, რამოდენიმე წამში უკაბ გაბრუნდა ბუხრის წინ მოწყვეტით დაჯდა და სიგარეტს მოიუკიდა.
- ნახატი? რაში მჭირდებოდა ნახატი როდესაც შენ მყავდი...
სიმწრის ცრემლი მოიწმინდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა ესეთი სუსტი რომ აღმოჩნდა.

უფსკრუკის პირას მყოფი ადამიანი მხოლოდ ერთ რამეს მისტირის, სიცოცხლეს რომელიც ყველაზე ძვირფასია მისთვის. სიცოცხლეს რომელიც ან დიდხანს გრძელდება ან საერთოდ ისე გამოგეცლება ხელში თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. მოა მანქნიდან ნელი ნაბიჯებით გადავიდა, ხელში ნახატი ეჭირა და ნელო ნამიჯებჯთ გაუყვა სახლის ბილიკს, სახლის რომელიც ერთ დროს მისი სულიერი თუ ფიზიკური თავშესაფარი გახლდათ. ურდული ჩამოსწია და სახლში შეაბიჯა, სამზარეულოდან ყრუ ლაპარაკი ისმოდა ამიტომ გეზი იქით აიღო. ერთად ისხდნენ ყველა და მენტორს უსმენდნენ. მოას დანახვისას ყველა გაჩუმდა, მენტორი ფეხზე წამოიმართა და გოგონას გადაეხვია.
- შეიძლება მარტო ვისაუბროთ? - უთხრა და შეტრიალდა.კაბინეტში შევდა სადაც ერთ დროს ხტუნვა-ხტუნვით მირნოდა მენტორისთვის მისი შესაძლებლობები და წარმატება ეჩვდნებინა. სკამზე მოწყვეტით დაეშვა, გაიგონა როგორ დაიკეტა კარი.
- რა მოხდა მოა? ჩვენ ხომ დამასამალი არაფერი გვაქვს? - მის წინ დაჯდა და გოგონა დაკვირვებით შეათვალიერა.
- რაღაც მოგიტანეთ - რკუნის გრძენი ჩასადებიდან დაკეცილი ნახატი ამოიღო და მენტორს მიაწიდა.
- ეს? - ენა დაება და ნახატი სწრაფად თუმცა მოწიწებით გაშალა. უკიდეგანო სიჩუმემ მოიცვა ოთახი.
- ეს ნახატია. ის ნახატი რის გამიც გამგზავნეთ. გინდათ მოგიყვეთ როგორ ჩამივარდა ხელში ის? ნიკოლაის თავი შევაყვარე, იცის უბრალო ჩაის დალევით ვერ მოგვაედა ეს საქმე. - მწარედ ჩაიცინა. - შემდეგ მასთან დაწოლა მომიწია, ჩემი უმანკოება ხელში რომ გიჭირავთ მისთვის დავთმე.
- მოა მე...
- გაჩუმდით და მომისმინეთ! შემდეგ გავიაზრე რომ მხოლოდ ნახატის გამო კიარა თქვენს გამო გავაკეთე ეს... ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ რომ ჩემი თავი მეორე ადგილას დავაყენე პირველზე კი თქვენ. შემდეგ ყოველ დღე თხოვდი ნიკოლაის ეჩვენებინა ნახატი და წვალებით მივხვდი რა კოდის ეყენა კარებზე რომელსიც ნახატს იცავდა. ერთი ტკბილი ღამის შემდეგ ავდექი ადამიანს რომელიც ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა უბრალო წერილი დავუტოვე და უტიფრად წამოვიღე ნახატი. გაინტერესებთ ალბათ როგორ გამოვაღწიე დაცვის კლანჭებს? ნიკოლაიმ ყველა გააფრთხილა რომ მე იგივე უფლებები მქონდა მათთან როგორიც მას, დიახ ადამიანმა რომელმაც ყველსფერი იცოდა მაინც მენდო. - თხრობა დაამთავრდა და მენტორს დააკვირდა რომელიც მშვიდად უსმენდა.
- ყველაფერი იცოდა?
- დიახ. ხომ გითხარით ჭკვიანია თქო. მაგრამ ჩემმა გულმა ვერ გარისკა და ჩემი მეგობრები ვერ გაუშვა იმ სახლში სადაც მე ვიყავი. იცით რატომ? ნიკოლაი არცერთ მადგანს არ დაინდობდა. დამიჯერეთ თქენც მათ მიგაყოლებდათ - გაუღიმა და თმები უკან გადაიწია.
- და როგორ ხარ?
- მე? არ ვიცი. განა უნდა ვიცოდე?
- მოა მომისმინე, შეიძლება ეხლა ცუდად ხარ თუმცა ფულის შემდეგ ახალ ცხოვრებას დაიწყებ - მოას სიცილმა ლაპარაკი შეაწყვეტინა
- კარგით რა მენტორო. ამდენი წელია მიცნობთ განა არ იცით რომ ჯონსარ ვგავარ? ეს ნახატი როგორც ვიცი თხუთმეტ მილიონზე მეტადაა შეფასებული. შეგიძლიათ საზღვარგარეთ წაიღოთ და იქ გაყიდოთ. თუ აქ გამოაჩენთ ნახატს დაგიჭერენ.
- ვიცი, ჩემს გვერდით ხარ მთავარია მოა. - გოგონა ფეხზე წამოდგა და ღიმილით შეეხედა მის "ღმერთს"
- მხოლოდ დღეს, ერთი ღამით. ხვალ მივდივარ სამუდამოდ.
- როგორ თუ მიდიხარ? - სწრაფად ადგა და გოგონას მოდარით შეხედა
- მივდივარ და ჩემი გაჩერება არც გაბედოთ. - კარებთან დადგა და მენტირს რომელსაც ფერი დაჰკარგვოდა მიმართა - მომენატრები ჩარლი.
- მოიცადე რა თქვი? - კაცის გაკვირვებული სახის დანახვისას გაეღიმა
- ჩარლი. ნიკოლაი იმაზე ჭკვიანია ვიდრე გეგონა - გაუღიმა და მენტორის გაკვირვებული სახე დააიგნორა, კარები გამოხურა და მეორე სურთულზე ავიდე. მოწყვეტით დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო. მთელი სხეული ემოციებით და ტკივილით ჰქონდა სავსე. ნეტავ რას აკეთებს ან ფიქრობს ნიკოლაიო გაიფიქრა როდესაც კარებზე კაკუნი მოესმა შემდეგ თანმიმდევრობით შემოვდნენ ოთახში ჰანსი, ნიკოლასი, ჯონი და მიტკინი.
- მოა, მიგვენატრე - გულში ჩაიკრა ჰანსიმ, შემდეგ ბიჭებმა და ერთად დაჯდნენ საწოლზე როგორც ადრე პატარები რომ იყვნენ.
- მეც მომენატრეთ, იმდენი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის.
- ხოდა დაიწყე - მოამ ყველაფერი მოუყვა, თუმცა რამოდენიმე დეტალი გამოტოვა.
- ესეიგი მენტორს ნახატი მოუტანე? - ვერ მალავდა ემოციებს ვერცერთი.
- მოვუტანე. ნახატი ძალიან ძვირადაა შეფასებული ასე რომ თითვეულს ხუთი მილიონი მაინც მოგიწევთ.
- რატომ ამბობ მხოლოდ ჩვენზე და არა შენზე? ყველაფერი ხომ მხოლოდ შენ გააკეთე?
- არაა, მე მხოლოდ წამოვიღე. ნახატი მუზეუმიდან უნდა წამოგვეღო და არა ნიკოლაის სახლიდან. ამდენი წლის შემდეგ თქვენ ამას იმსახურებთ.
- რაღაც არ გითქვამს არაა? შეიცვალე. - ჯონი ეჭვისთვალით უყურებდა მოას გაფითრებულ სახეს.
- მივდივარ.
- სად მიდიხარ? - ერთად წამოიძახა ოთხივემ.
- მივდივარ. ფულს არ ვიღებ, პირველად დავპირდი ადამიანს რაღაც და ამას აუცივლებლად შევასეულებ. მუშაობას დავიწყებ და ჩემი შესწავლილი პროფესიით დარწმუნებული ვარ სამსახურსაც ვნახავ. იმედია შევხვდებით წლების ან თვეების შემდეგ ერთმანეთს.
- რას ბოდავ? - ჰანსი გაბრაზებული სახით უყურებდა გოგონას.
- მომისმნეთ, თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ. ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი... თუმცა როდესაც თქვენც მიხვდებით ცხოვრების "გემოს" და მას კარგად გაიცნიბთ შემდეგ მიხვდებით. სამუდამოდ ხომ არ გემშვიდობებით არაა? - ხმაში ტკივილი შეერია და თვალები ჩაუწითლდა.
- როდის მიდიხარ? - მიტკინი დაბნეული ეკითხება და ხელზე ხელს კიდებს.
- ხვალ დილით, სანამ ყველა გაიღვიძებთ.
მათი წასვლის და დამშვიდობების შემდეგ დიდი ხანი ტიროდა. მისტიროდა უდარდელ ბავშვობას, მისტიროდა ნოეს რომელიც დაკარგა. ყველაფერს ცხოვრებას მისწიროდა...
ჩანთა ჩაალაგა, ზურგზაკში რაც ჩაეტია მხოლოდ საჭირო ნივთები გაამზადა წასაღებად. სააბაზანოდან გამოსულმა, კომფორტული ტანსაცმელი ჩაიცა და წასასვლელად მიემზადა. სახლში სიჩუმე სუფევდა, კარგად მოავლო თვალი ყველაფერს და გულში ტკივილი იგრძნო როდესაც გაიაზრა რომ აქ მეორედ აღარ მოვიდოდა, დივანზე ბინის და მანქნის გასაღები დადო. შემოსასვლელი კარები გააღო და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს როდესაც ხმა მოესმა.
- დაუმშვიდობებლად მიდიხარ? - ნოეს დანახვისას გულისცმება გაუხშირდა და სწრაფად მოეხვია ბიჭს.
- მეგონა გაბრაზებული იყავი და ჩემი დანახვაც არ გინდოდა. - თქვა ტირილნარევი ხმით და ბიჭს დააკვირდა.
- ეგრე მიცნობ? როდესაც ჯონმა მითხრა რომ მიდიოდი არ დავუჯერე. თუმცა მივხვდი არ მომატყებდა.
- ჩემს გადარწმუნებას არ შეეცდები?
- არა. ვიცი რომ ეს გინდა, მე... მე ვერ დაგაძალებ. ხომ გესმის? თავიდანვე ეგეთი იყავი, რაიმეს თუ იტყოდი ყოველთვის ასრულებდი - ძლივს მოახერხა და გაუღიმა.
- მომენატრები...
- მეც, მეც ძალიან - ერთმანეთს მოეხვივნენ. ამ მომენტში ორი ერთნაირი, ტკივილის და გრძნობების ადამინები ეხებოდნენ ერთმანეთს. ორივე მისტიროდა საყვარელ ადამიანს, ორივე გრძნობდა იმ დიდ ტკივილს რომელც ჯერ არასდროს უგვრძნიათ.
- მაგრამ საბოლოოდ ხომ არ გნახობ? - ჩაიცინა ნოემ და გოგონას სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
- არა, არა რა თქმა უნდა. მალე გნახავთ... ყველას ერთად.
- წადი და იცოდე თუ რაიმე დაგჭირდებოდა დამირეკე კარგი? - მოამ თავი დაქნია ისევ ჩაეხუტა და ბილიკს გაუყვა.
- მოა - დაუძახა ხმამაღლა - თავს გაუფრთხილდი.
- შენც. - გაუღიმა და საბოოლოდ დატოვა სახლის ეზო.
მზე ნელ-ნელა ამოდიოდა, გარშემო ჯეერ კიდევ სიბნელე იყო და ცივი ქარი უბერავდა. მენტორი ფანჯრიდან უყურებდა როგორ მიდიოდა მოა, მისი საყვარელი მოსწავლე. ალბათ მისთვის რომ გეკითხათ როგორ შვილი ენდომებდა, იტყოდა მოას ნაირი ზუსტად მის ნაირი. შემდეგ ნოე დაინახა რომელიც მოას წასვლის შემდეგ ოთხად მოიკეცა და ის ტკივილი ამოუშვა რომელსაც ლაპარაკის დროს მალავდა.

ნიკოლაიმ მანქანა კაფე " ფენიქსის" წინ დააყენა და გადავიდა. ნაცნობი გარემოს დანახვამ ცოტათი გაამხიარულა. გარშემომყოფებს მიესალმა და იმ ადგილას დაჯდა სადაც მოათან ერთად იჯდა. როგორც ყოველთვის ყავა და კრუასანი შეუკვეთა. ორ წუთში მოუტანეს შეკვეთა.
- უშაქრო, როგორც ყოველთვის. - ნაცნობის ხმის გაგონებისას თავი აწია და საყვარელი სახის ნახავსისას გულ-მუცელი აეწვა. გაოგნებული უცქერდა მოას რომელიც ყავისკენ მიუთითებდა და უღიმოდა.
- შენ აქ რა გინდა? - ამის თქმა მოახერხა მხოლოდ. გოგონამ გაუღიმა და წინსაფარი გაისწორა.
- ერთი კვირაა აქ ვმუშაობ, თუ არაფერი გნებავთ წავალ - ეშმაკურად გაუღიმა.
- ყავა გაცივა ახალი მომიტანე - ფეხი, ფეხზე გადაიდო და გოგონას აციმციმებული თვალებით შეხედა.
- რადგან ერთგული კლიენტი ხართ, მხოლოდ ერთხელ შეგიცვლით.
ნიკოლაის გაეღიმა და გოგონას თვალი გააყოლა. ნუთუ შეიძლება ამოდენა ტკივილი, ამოდენა ბედნიერებამ და სიხარულმა შეცვალოსო გაიფიქრა და "ყავის" მოლოდინში მოაუსვენრად აწრიალდა.

***
მზე ანათებდა და არემარეს ჩამავალი სხივებით ამშვენებდა.
- რა ლამაზია არაა აქაურობა? - ჰანსი მონუსუხული უყურებს ჰავაის დაისს.
- ჰო, ლამაზია. - ეთანხმება ნოე და ჩაფიქრებულ მზერას აპყრობს არემარეს
- რაზე ფიქრობ?
- რაზე არა.
- ოჰ ხო, ვისზე?
- მოაზე. არ ვიცი როგორაა, როგორ გააგრძელა ცხოვრება. არც კი დაურეკავს. - ხმაში წყენა და ბრაზი ეტყობა
- დამშვიდდი. დაგვირეკავს, მას ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს...
- როგორ არა. ადრე თუ არა ეხლა უკვე ჰყავს.
- როგორ ფიქრობ ერთად არიან?
- არ ვიცი ჰანსი, გამუდმებით ვფიქრობ ამაზე. ალბათ არიან, რადგან მოასნაირ გოგოას არცერთი მამაკაცი დაკარგავს და თუ დაკარგა ესეიგი უჭკუოაა.
- და მოაზე რას ფიქრობ? უყვარს? - წამით მოსწყვიტა ბიჭმა მზერა დაისს და გოგონას დააკვირდა.
- უყვარს.
- რა იცი?
- ვიცი,მე მას იმაზე კარგარ ვიცნობ ვიდრე სხვა ყველა. მის გამო წავიდა, ვერ გაუძლო დანაშაულის გრძნობას რომელიც ნიკოლასთან აკავშირებდა.
- შენ როდემდე უნდა იყოს ესე?
- ესე როგორ? - გოგინამ წითელი ღვინის სავსე ჭიქა მოსვლა და ნოეს ღიმილით უთხრა
- ზომბივით - გაიცინა - სიცოცხლის ხალის დაკარგული
- დრო ყველაფრის მკურნალია, მხოლოდ დროის იმედი მაქვს...
სამი თვე გავიდა, სამი გრძელი და ცხოვრების შემცვლელი თვე. მენტორი ორი თვის წინ წავიდა ნახატის გასაყიდად, ერთი კვირის წინ კი ხუთასიათასი გამოუგზავნა მოზარდებს. ისინი კი ზღვაზე ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდნენ.
- დარეკეთ მენტორთან? - კითხულობს ჯონი და მირას შლიაპას იკეთებს. ყველა ერთად სანაპიროზე არიან, მალე გათენდება და თავისებური სიცივეა
- დღეს კი მაგრამ გათიშული ჰქონდა.
- ნახატი გაყიდა?
- ალბათ - ნიკოლოზი თვალებს ახელს - აბა სად ნახავდა ხუთასიათას?
- არ ვიცი, მაშინ რატომ არ ჩამოდის? - ჯონს ბრაზი ეტყობა
- ამის დედაც ჯონ არ ვიცი. - ყველა დაიძაბა, იმის ფიქრით რომ შეიძლებოდა მენტორი აღარ დაბრუნებულიყო თუმცა მას იმდენად ენდობოდნენ და სწამდათ თავისი "ღმერთის" ამის გაფიქრებაც არ უნდოდათ.

***
მოა სწრაფად გაუყვა ბილიკს და ქუჩის კუთხეში სწრაფად შეუხვია, მოკრა თუ არა მკრთალ ნათებას თვალი კაპიუშონი გადაიძრო და სწრაფი ნაბიჟებით მიუახლოვდა სილუეტს.
- მოხვედი? - ბოხმა ხმამ ზურგშექცევით დაიწყო ლაპარაკი
- მოვედი. დამაგვიანდა, მისი დარწმუნება შევძელი.
- მართლა? - კაცს ხმაში კმაყოფილება დაეტყო. - აერიპორტში რომელზე მივა?
- სამზე. მეც მასთან ერთად უნდა ვიყო, ხომ გესმის...
- მესმის. განა არ მესმის? ეს ხომ ჩემი გეგმაა. ოთხზე მიფრინავს ჰავაიზე ჩვენი რეისი, მოასწრებ? - კითხა გოგონას და შემობრუნება დაიწყო
- მოვასწრებ. შენ მხოლოდ ორცმოცი წუთი გაქვს, იმედია გესმის ეს?
- დიდი დრო არც მჭირდება. როდესაც ფულს ავიღებ ის უკვე მოსკოვის საზღვარზე, თვითმფრინავში იქნება.
- კარგი. - კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ჰაერთი ნიკოტინით სწრაფად გაჟღენთა. გარემოს ათვალიერებდა, იმის მიუხადავად რომ დილით ექვსი საათი იყო მაინც შეშინებული იცქირებოდა.
- წადი, მასთან მიდი სანამ გაიღვიძებს. დღეს ყველაფერი დასრულდება.
- მხოლოდ ამ იმედით ვძლებდი დაწყევლილი სამი თვე...
- დამშვიდდი მოა. წადი... მანამ არ დამირეკო სანამ სახლიდან არ გახვალთ.
- კარგი - შებრუნდა და წასვლა დააპირა თუმცა გულმა ვერ მოუთბინა - მენტორო...
- გისმენ მოა
- ნოე როგორ არის?
- არაჩვეულებრივად. - სიგარეტის ნამწვავი მოისროლა და წასასვლელად მოემზადა - ამაზე ნუ იფიქრებ, მათ მალე შეხვდები.
მოამ თავი დაუქნია და იქით წავიდა საიდანაც რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა. კაპიუშონი წამოიხურა და გულის დამშვიდებას დაელოდა. ნახევარ საათში მძინარე ნილოკაის მიუწვა და იფიქრა სად იქნებოდა ხვალ ამ დროს?
სახლში ისეთი სიჩუმე სუფევდა სახლს ხიბლს უკარგავდა, მოამ ერთი ჩემოდანი ნიკოლაის ჩემოდნების გვერდით დადო და სახლს მოავლო თვალი სადაც სამი თვე ცხოვრობდა, დიდ თუმცა საკმაოდ მყურდრო სახლში თავს ყოველთვის კარგად გრძნობდა.
- მოა ვაგვიანებთ ძვირფასო - ნიკოლაის ხმა გაიგონა თუ არა ოთახშიც შემოვიდა
- აი ეს ჩანთებია, მანქანამდე ჩაიტან?
- სხვა გზა არც მაქვს - იცინის - ყველა დაცვის წევრი და მოსამსახურე გამაშვებინე
- ხომ აგიხსენი რატომაც...
- ვიცი ძვირფასო. მე თუ ვისვენებ მათაც ჭირდებათ დასვენება.
აეროპორტში რომ მივიდნენ სამი ხდებოდა სწრაფად მივიდნენ გამცილებელთა და ბარგი გადასცეს შემდეგ ბილეთები მიაწოდეს და თვითფრინავდე გზას ხელიხელ ჩაკიდებულები გაუყვნენ. ნიკოლაი ბედნიერებას ასხივებდა და საყვარელ ქალს თვალებაციმციმებელი შესცქეროდა. ორ ადგილიან სკამზე ფანჯარასთან ნიკოლაი დაჟდა გვერდით კი მოა.
- თვითფრინავი ხუთ წუთში აფრნდება. გთხოვთ შეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად - ხმა გისმა თუ არა მოა დაიძაბა და ნიკოლაის ყალბი ღიმილით გადახედა.
- ძვირფასო, გული მერევა. საპირფარეშოში შევალ კარგი?
- რა მოხდა? გინდა გამოყვე? - მოას ხელი თავისაში მოიქცია
- არა ნიკოლაი, უბრალოდ ესე მემართება ხოლმე. თუ ავფრინდებით არ შეგეშინდეს მალე მოვალ, უბრალოდ ვერ ვითბენ
- კარგი ძვირფასო. - აკოცა და ფანჯარას დაუწყო ცქერა.
მოამ სწრაფად გაიკვლია გზა და კარებთან მდგომ სტიურდესას სწრაფად უთხრა
- უნდა წავიდე. - გოგონამ გაკვირვებული სახით შემოხედა
- უკაცრავად? სამ წუთში ავფრინდებით
- არ მაინერესებს! ჩემი შვილი ავად გახდა და რომ არ მივიდე შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს!
- კი მაგრამ...
- არანაირი მაგრამ! სასწრაფოდ გააღეთ კარები! ჩემს შვილს რომ რაიმე დაემართოს გიჩივლებთ!
- კარგი,კარგი დამშვიდდით ეხლავე მოვიყვან კონკრეტულ პირს.
ჯერ კარების ხმა გაისმა შემდეგ ხუფი ნელ-ნელა გაიღო და სტიუარდესამ უთხრა სწრაფად გადითო. მოამ ფილტვები სუფთა ჰაერით აივსო და ხუთ წუთში თვითფრინავს დააკვირდა რომელიც ცაში აიჭრა.
- მე ვარ. - ტაქსში მენტორს დაურეკა
- ყოჩაღ მოა! მოვდივარ, აეროპორტში ოც წუთში ვიქნები.
მეორე აერიპორტთან მისული, მისი ნამდვილი ჩანთა ერთ-ერთ მაღაზიაში წინა დღით დატოვებული წამოიღო და ნერვიულად მოყვა ბოლთას.
- მოა... - მენტორი მიუახლოვდა
- გამოვიდქ? - კითხა შეშინებულმა
- გამოვიდა. - ბედნიერი გადაეხვია კაცს და სიხარულის ცრემლებმა სახე დაუსველა. - მართალი აღმოჩნდი, სეიფის პაროლი "ფენიქსი" იყო...
- თვითფრინავში ჩავჯდეთ და იქ მომიყევით ყველაფერი.

***
უძილობა აწუხებდა ნიკოლასს, კონდინციონერს აუწია და დაელოდა როდის გაგრილდებოდა ოთახი. უცებ ფიქრები აერია და სულ სხვა სამყაროში გადაიყვანა, ცდილობდა რომ არ ეფიქრა თუმცა ამაოდ.
- არ გინდა, არა. - თავის თავს შემოუძახა თუმცა მაინც ძლია გონებამ. რას ვაკეთებ აქ? განა აქ არის ჩემი ადგილი? ეხლა ალბათ სამსახურისთვის მოემზადებოდა და დაკუჭულ ფორმას გაჭირვებით გააუთავებდა. მაგრამ ხომ იცოდე რაც ელოდა წინ, იცოდა რომ წამოსვლა ოდესღაც მოუწევდა. იცოდა რომ მისი სამსახური რომლის მისაღებად-მისაღწევად წლები იბრძვოდა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. თვალები მოირისა და მიხვდა რომ ყველაფერი ისე იყო როგორ მენტორმა ადრე დაგეგმა. ძარცვა, დაბრკოლება, ფულის აღება და გაქცევა. ყველაფერი ისე იყო როგორც მას უნდოდა...

***
თვითმფრინავი ღრუბლებს აპობდა, უკვე ჰავაის ცისფერი ლამაზი ზღვა მოჩანდა. მოა შიშმა შეიპყო, როგორ გაიგებნენ მისი მეგობრები ამ სპეკტაკლს?
- ნუ ხარ დაძაბული, უნდა მოდუნდე - მენტორი მოას გაფითრებულ სახეს აკვირდება და გოგოს დასამშვიდენლად ხელს ხელზე ადებს.
- ვცდილობ თუმცა უშედეგოდ. შიში მიპყრობს ყოველ ცდაზე.
- მოაა, შენ მათი ოჯახის წევრი ხარ. როგორ უნდა გეუხერხულებოდეს მათთან მისვლ, პირიქით ძალიან გაახარებ...
- თქვენი აზრით არაფერს იტყვიან ყველაფერს რომ გაიგებენ? უბრალოდ მეტყვიან, მოა გვიხარია რომ დაბრუნდიო და მორჩა? ცდებით.
- რა თქმა უნდა რეაქცია ექნებათ. თუმცა შენც ანალოგიური რექცია გექნებოდა ასე არ არის?
- არ ვიცი...
- ასეა. დამიჯერე მათ შენი მისვლა უფრო გაახარებთ ვიდრე ეწყინებათ.
- იმედია. - თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო.
- ეხლა კი შეეცადე რომ მოდუნდე და მოემზადო მათთვის ასახსნელად.
- და ნიკოლაი? - მოას გაახსენდა ნილოკაი და შიშმა შეოპყრო.
- მასსზე ნუ ღელავ. როდესაც უკან დაბრუმდება ყველაგერი მოგვარებული გვექნება. შეეცდება შენს მოძებნას თუმცა ვერ გიპოვის. სახელი გამოიცვალე და სხვა სახელით ვიყიდეთ ბილეთი. ასე რომ ვერც კი გაიგებს რომ ქვეყანა დატოვე...
- ის უბრალოდ არ გამოშვებს და მითუმეტეს როდესაც მოხვდებოდა რომ თხუთმეტი მილიონი მოვპარეთ.
- ამაზე ნუ იფიქრებ. ყველაფერი მოვაგვარე... განა ჩემი არ გჯერა?
გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი მენტორს და საბოლოოდ გაჩერდა თვითმფრინავდი. ღრმად ამოისუნთქა და თავი მომავალი საათებისთვის გაიმაგრა.

***
მაღალ ქუსლენზე "ამხედრებული" ქალი მისაღებს გაუყვა და წითელ კარებიან ოთახში შეაბიჯა. კაცი ოთახის კუთხეში იჯდა, ჩამავალი მზის სხივები კი სახეს უნათებდა.
- აი აიღეთ, ეს ყველა ინფორმაცია და რუკის მონახაზი - კაცნა თავი დაუკრა
- მადლობელი ვარ მერიემ. შეგიძლია წახვიდე. - დაემშივოდა და ისევ მარტო დარჩა. ხელები მიმუშტა და კვლავ გაშალა, შემდეგ ისევ მომუშტა. ტელეფონი აიღო და დარეკა
- მანქანა გაამზადეთ, მივდივართ. - საქაღალდე შავ ჩანთაში ჩადო და წითელი კარები გამოხურა.

***
მოა და მენტორი იმ სასტუმროს შესასვლელში იდგნენ სანაც, ნიკოლასმა გააფთხილა მენტორი დავბინავდითო.
- ჯერ თქვენ ნახეთ შემდეგ კი მე შემოვალ, უბრალოდ შეამზადეთ ისინი.
მენტორი მისაღევს გაუყვა და ზევით მეორე სართულზე კიბეებს ნელ-ნელა ფარავდა, გრძნობდა როგორ ნერვიულობდა მის უკან მომავალი მოა.
ყველა ერთად ისხდნენ სასტუმროს მეორე სართულზე დიდ ტყავის დივანზე და ერთმანეთს ისტორიების მოგიქრებაში დასცინიდნენ.
- ბავშვებო - მოესმათ ნაცნობი ხმა, შემდეგ კი ის დაინახეს ვის დანახვასას ამდენი თვის მანძილზე ელოდნენ. რამოდენიმე წამის დაბნეულობის შემდეგ ყველა ერთად შემოეხვია კაცს.
- დასხედით - დივნისკენ მიუთითა - თქვენთვის სიურიზი მაქვს, ის დაბრუნდა.
თავჩაღუნული მოა ნელა მობიჯებდა და თვალს ვერცერთს ვერ უსწორებდა.
- მოა? - ერთად წამოიძახა ყველამ.
ახსნა არ დასჭირვებიათ რადგან მოამ მენტორის გაფრთხილებით ისევ მოიტყა და თქვა რომ უბრალოდ ძალიან მოენატეა ისინი და ნიკოლაისთან ვერც ერთ წუთს ვეღარ გაძლებდა. მხოლოდ ნოე იდგა ჩუმად, დაეჭვებული უყურებდა მოას მანამ სანამ ყველამ სანაპოზე გართობის შემდეგ არ დაიძინეს.
- შენ დარჩი - უთხრა გოგონას და მოაც ადგილზე გაიყინა და მისკენ შეტრიალდა
- არ მოგენატრე? - კითხა და შეეცადა ის გარემო გაემუხტა რაც ეხლა იყო.
- სიმართლე მითხარი, რა მოხდა?
- მე უკვე ყველაფერი გითხარით, ჩემი არ გჯერა?
- კარგად გიცნობ, ყველაზე კარგად აქ მყოფებ შორის.
- და რის თქმას ცდილობ ნოე?
- იმისას რომ იტყუები და მოვითხოვ სიმართლე მითხრა!
- არ ვიტყები! მე ყველაფერი გითხარით... მასთან ყოფნა არ შემეძლო, არ მინდოდა... გესმის?
- ასე არ ლაპარაკობდი რამოდენიმე თვის წინ. რამდენი გემუდარე დარჩენილიყავი! ესე სწრაფად მოგბეზრდა? როგორ?!
- მომბეზრდა არ მინდოდა და მორჩა!
- არ მჯერა მოა, შენი არ მჯერა.
არ იცოდა მოამ რა ექნა, როგორ უნდა დაეჯერებინა ნოესთვის ეს ტყუილი? იცოდა... მან იცოდა რომ ყველაზე რთული მისი მოტყუება იქნებოდა.
- ნოე გთხოვ...
- მოა. ოღონდ ეხლა არა, დრო მჭირდება. ხვალ ვილაპარაკოთ
ნოე სანაპიროს გზას გაუყვა, მოა კი იქვე ქვიშაზე დაჯდა და წყნარ ზღვას დაუწყო ცქერა.

დილის რვა საათი იყო როდესაც ჰანსიმ ყველა ოთახი შემოიარა და სათითაოდ გააღვიძა ყველა.
- რა მოხდა? - მენტორი თხელი ხალათით ფოიეში ბოლთას ცემდა
- ნიკოლასი წავიდა! წერილი დატოვა, ჩემს ტანსაცმელებზე ვიპოვე...
- რას წერს? - კითხა მოამ მენტორს რომელიც ხელებაკანკალებული კითხულობდა თაბახის ფუთცელზე დაწერილ წერილს
- წავიდა. მან თავისი სამსახურის დაბრუნება და ჩვეულებრივი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ჩაიცვით და ისევ აქ შეიკრიბეთ, სალაპარაკო მაქვს.
ათ წუთში ყველა ტყავის დივანზე ისხდნენ და მენტორს ელოდნენ.
- რა უნდა გვითხრას? - ვერ ისვენებდა მირა
- ეხლავე გეტყვით - მენტორი მიუახლოვდა და მან შორის მოთავსდა - ყველამ ნიკოლას უნდა მიბაძონ. დღესვე. დროა თქვენი ცხოვრება აიწყოთ, ყველას ანგარიშზე გაქვთ დიდი დაოდენობით ფული, რაც უფრო მალე მით უკეთესი.
- რა? ამის სათქმელად ჩამოხვდით? - ჰანსი თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა
- დიახ. მე საფრანგეთში მივდივარ, იმედია ოდესღაც კვლავ შევხვდებით ერმანეთს.
- მენტორო ასე როგორ შეგიძლიათ მოგვექცეთ! - მოა ფეხზე წამოდგა
- მოა, დამშვიდდი. ეს დიდი ხნის წინ გითხარით, როდესაც პატარები იყავით. მე თქვენ იმისთვის არ ამიყვანიხართ რომ ერთად გვეცხოვრა, ხომ იცოდით არა?
- არა! ეხლა ასე უბრალოდ წავიდეთ? - ჰანსი არ ცხრებოდა
- დიახ! ჩემი ფრენა ერთ საათშია უნდა ჩავალო ბარგი. ჯობს გადაწყვიტოთ რომელ ქვეყანაში მიდიხართ.
ადამინმა, ადამიანმა რომელსაც ღმერთს ადარებდნენ ისე მოისროლა თითვეული მათგანი ვითომ აქ არაფერიო. პირველად დაინახეს ატირებული, თვალ ცრემლიანი ჰანსი რომელიც ოთახში შეიკეტა. ორი დღის შემდეგ კი მხოლოდ ნოე და მოა დარჩა სასტუმროში. დაგეგმეს რომ ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღეს ამ ადგილას ნახავდნენ ერთმანეთს.
- თქვენთან წერილი გამიმატანეს - უთხრა მიას ოთახში შესულმა დამლაგებელმა. მოამ გახარებული გახსნა რადგან ნოეს მეტი არავინ აღარ ეგულებოდა " სანაპიროს რომ გაცდები ბუნგალოს დაინახავ, მის უკან კი პატარა საწყობია, იქ მოდი" გაიცინა და გახარებულმა თხელი სარაფანი გადაიცვა. ხუთ წუთში დათქმულ ადგილას მივიდა თუმცა იქ ნოე არ დახვდა. საწყობის კარი გააღო და შევიდა, ცარიელი იყო მხოლოდ რამოდენიმე ლუდის ქილა იყო მიმოფანტური. ხის მორზე კი " დამელოდე” წარწერა დაინახა.
- ღმერთო ჩემო - ჩაიცინა და რამოდენიმე წამში კარის გაღების ხმაც გაისმა.
ნიკოლაი.
- შენ? - მოა შეძრწუნებული უყურებდა კაცს და თვალებს ისრესდა იმის იმედით რომ ის გაქრებიდა და მის ადგილას ნოე გაჩნდებოდა. თუმცა ის ნიკოლაი იყო, ისევ ის ნიკოლაი.
- ძვირფასო ჩემი დანახვა არ გაგიხარდა? - კითხა ირონიულად და მიუახლოვდა.
- ნიკოლას მე...
- გაჩუმდი! - ბოლო ხმაზე იღიალა - მე შენ გენდე! პორტეტის მოპარვაც კი გაპატიე, გესმის?! ყველაფერი გაპატიე... მაგრამ შენ არასდროს გამოსწორდები!
- არ მიყვარხარ! არასდროს მიყვარდი, ამას ვერ ხვდებოდი?
- გააჩუმე შენი ბინძური პირი! შენ ის ადამიანი ხარ რომელიც სიცოცხლის ბოლონდე ჩემთან ერთად ყოფნას მპირდებოდა?
- გამიშვი! - წასვლას შეეცადა თუმცა ნიკოლაის ძლიერმა ხელმა უკან შეატრიალა - გამიშვი!
- შენ მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებ ძვირფასო, ჩემი ხელით სიკვდილს! - იარაღი მოას საფეთქელთან დაუმიზნა
- ეს არ გააკეთო, ნიკოლაი გთხოვ! მკვლელი გახდები! მკვლელი!
- და ვინ თქვა რომ ცოცხლად ვაპირებ დარჩენს?
- ნოე გიპოვის! - სიმწრისგან ამოილაპარაკა
- იცი ნოე სად არის ეხლა? ალბათ ნიუ-იორკის თავზე მიფრინავ, როგორც მითხრეს დილით გაფრინდა.
- არააა! ის მე არ მიმატოვებდა!
- ცდები ძვირფასო, შენ მხოლოდ მე არ გტოვებ. - იარაღი გადატენა და ხელი სახეზე ჩამოუსვა
- არა ნიკოლაი, არ გინდა!
- შენ ჩემგან ამის ღირსიც არ იყავი, თუმცა მაინც არ გაგწირე. დაე ჩემს ხელეში მოკვდე.
გასროლამ თოლიენი დააფრთხო და ჰაერში აიჭრა, რამოდენიმე წამში კი მეორე სროლის ხმაც გაიხსმა, ორმა ტყვიმ ექოსავით გაიჭღერა, ეს კი ორი ადამიანის სიკვდილის მინიშნება იყო... სიკვდილის რომელიც ყოველთვის, საჭირო დროს მოგადგება კარს, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.

მენტორი თავის ქალაქში დაბრუნდა, იმ სახლის კარი გამოაღო სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა, გულაჩუყებულმა მოავლო თვალი ყველაფერს. ნუთუ ამისთვის განვლო მთელი სიცოცხლე? რამოდენიმე მილიონისთვის და მარტოობისთვის? და რაშია ცხოვრების ხიბლი? გარედან მანქნის ხმა მოესმა და გარეთ სწრაფად გავიდა.
- ჩარლი ედისონ,თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით რამოდენიმე ძარცვის დაგეგმაში და თვითინ გაძარცვაში, ხელები აწიეთ.
პროფესორს სიმწრით გაეცინა და მოახლოებულ ინსპეკტორს შეხედა
- ჩარლი ნიკოლაიმ მოკითხვა შემოგითვალათ, დრო ზუსტად გვითხრა. თუ მენტორი დაგიძახოთ როგორ გირჩევნიათ?
სახლი სადაც ერთ დროს ექვსი ბავშვი და თვით მენტორი გაიზარდა ცარიელი, კარებღია დარჩა. ფული კი რომელიც მენტორს უზროვნელი ცხოვრებისთვის ჰქონდა შენახული იმ სახლთან ერთად დაიფერფლა სადაც სიცოცხლის გაგრძელებას აპირებდა.
დასასრული.



№1  offline წევრი Elea_Nora

მაინც მიყვარს ეს ისტორია ვგიჟდები რაც არუნდა იყოს! შენი ყველა ისტორია მიყვარს. ნუ ეჭვიანობ თამთა შენც მიყვარხარ.:დდდდ❤❤❤

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
მაინც მიყვარს ეს ისტორია ვგიჟდები რაც არუნდა იყოს! შენი ყველა ისტორია მიყვარს. ნუ ეჭვიანობ თამთა შენც მიყვარხარ.:დდდდ❤❤❤

ვიცი რომ გიყვარს... ისიც ვიცი მე, რომ გიყვარვარ.
მე შენ მიყვარხარ,ჩემო მარწყვუინია❤️

 


№3 სტუმარი ..

აუ ნახევარი მქონდა წაკითხული და ვეღარ ვიპოვე გაგრძელება მერე.
ისე წავიკითხე ერთი ამოსუნქვით, სასწაული იყო, დასასრული ხომ საერთოდ...
ველოდები შენს ახალ ისტორიას❤️

 


№4  offline მოდერი Tamta.k

..
აუ ნახევარი მქონდა წაკითხული და ვეღარ ვიპოვე გაგრძელება მერე.
ისე წავიკითხე ერთი ამოსუნქვით, სასწაული იყო, დასასრული ხომ საერთოდ...
ველოდები შენს ახალ ისტორიას❤️

მადლობა დიდი დიდი❤️

 


ვაიმეეე, კომენტარებიანად ერთი ამოსუნთქვით ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მომეწონა

 


№6  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, კომენტარებიანად ერთი ამოსუნთქვით ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მომეწონა

მიყვარხარ მე შენ❤️

 


№7  offline წევრი nina kupradze

მიყვარს ეს ისტორიააა❤️

 


№8  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
მიყვარს ეს ისტორიააა❤️

მიხარიაა ❤️

 


№9  offline მოდერი მარტო სახლში

მიყვარს ეს ისტორია ძალიან <3

 


№10  offline მოდერი Tamta.k

მარტო სახლში
მიყვარს ეს ისტორია ძალიან <3

მიხარია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent