' გრავიტაცია ' (13)
*** მთელი საღამო უხმოდ გაატარეს.ფილმი დასრულდა და თებე პირველი წამოდგა სავარძლიდან.ალექსანდრემ თვალები მოიფშვნიტა,თითქოს ახლა გაიღვიძა,ადგა და მხრებში გაიმართა. -კმაყოფილი ხარ? -ჰკითხა და ხელი მოხვია მხარზე,თებე მიეყრდნო და გაუღიმა,უთქმელადაც ეტყობოდა სახეზე კმაყოფილება. -რა,თქმა,უნდა ,- ლოყაზე დაუსვა ხელის ზედაპირი.ალექსანდრეს გაუხარდა,თებე კმაყოფილი რომ დარჩა,მასაც ეს სურდა.ისე გავიდნენ კინოს შენობიდან ხელი არ გაუშვია ალექსანდრეს. -ახლა,სახლში მიგაცილებ და წავალ ,- უთხრა და მანქანას რომ მიუახლოვდნენ კარი გაუღო. -მწყინს,რომ უნდა დაგცილდე,თუმცა ხვალ ხომ გნახავ. -უეჭველად,-გაეღიმა ალექსანდრეს -ოღონდ,არ დააგვიანო,რამე არ იეჭვონ სტუდენტებმა. -კარგი,ძალიან ვეცდები,დილით ადგომა მიჭირს. -შემდეგ დონეზე საღამოს ლექცია აირჩიე და სახლში მე გამოგაცილებ ხოლმე. -ისედაც შენ არ მაცილებ? -უკეთესი მიზეზი მექნება. -რა სასაცილო ხარ,სულ დამავიწყდა,მადლობა ამ საღამოსთვის,აუცილებლად ჩაიწერება ჩემ ტკბილ მოგონებებში. -მოგონებებს აგროვებ? -მხოლოდ კარგს,ძალიან ცოტა მაქვს ტკბილი მოგონება და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. -ჩემ გვერდით ბევრი ტკბილი მოგონება გექნება,ასე რომ სათავსო უნდა გააფართოვო,რადგან ვფიქრობ მცირეა,მიდი დაჯექი,თორემ აცივდა და არ შეგცივდეს,სახლში რომ მივალ დაგირეკავ და მთელი ღამე ვისაუბროთ ამ თემაზე,ოღონდ ახლა წავიდეთ. -კი ბატონო,-თებე მანქანაში ჩაჯდა და კარი მიიხურა,ალექსანდრეც საჭესთან მოკალათდა და ორივემ ღვედი გაიკეთა. -უცნაურად მიყვარხარ,- უთხრა,როცა მანქანა დაძრა - აუხსნელად,ზოგჯერ შიშიც კი მიპყრობს,რომ ერთ უბრალო დილას ვიჩხუბებთ და მიმატოვებ,იმდენად მეშინია შენი გაქრობის ჩემი არსებობიდან,რომ ამის მძაფრი შიში მაქვს,ალბათ იმიტომ,რომ აქამდე არავისი დაკარგვა მთრგუნავდა. -ნამდვილი სიყვარული სულ სხვანაირია,ალექსანდრე და ამას მეც ახლა მივხვდი,თითქოს გული თავად ხვდება ვინაა მისი მეორე გული,ძალიან უცხო შეგრძნებაა,თითქოს თავს დაუცველად გრძნობ და ის გული რომ დაკარგო შენ გულსაც მიაყოლებ. -ჩვენი ურთიერთობა გრავიტაციის კანონს მაგონებს, სამყაროში არსებულ ყველა სხეულებს შორის არსებობს მიზიდულობა,ანუ ყველას სხეული ვიღაცისთვისაა,აი თუნაც ჩვენ,გაგიცანი და ეგრევე მივხვდი რომ მე მეკუთვნოდი. -თავიდანვე თუ მიხვდი,რაღას მაწვალე. -ეგრევე ხოარ გეცემოდი,ჯერ ვარკვევდი რა გრძნობა იყო ეს,აქამდე არასოდეს განმიცდია, რა ჩემი ბრალია მექალთანე რომ ვიყავი. -იქნებ ახლაც მექალთანე ხარ. -ღმერთმა დამიფაროს,ეგ დრო წარსულში დავტოვე,როცა ლექტორი გავხდი. -შენ ის მითხარი,თენგოს ნენე მოსწონს? -მეგობარს ხოარ ჩავუშვებ ,- უპასუხა ალექსანდრემ და წამიერად შეხედა. -ვფიქრობ რომ კარგი წყვილი იქნებიან,უნდა ვიმოქმედოთ. -მაჭანკლობას აპირებ? -არა,შენ თენგოს აზრს გაიგებ მე კი ნენეს გამოვტეხავ და ხშირად შევახვედროთ ერთმანეთს,-ალექსანდრეს თებეს იდეაზე გაეცინა,თუმცა უარს არც თვითონ იყო,თანაც მან ძალიან კარგად იცის,რომ თენგოს ნენე მოსწონს და უნდა რომ დაიახლოვოს.მეგობარს ერთხელ ხომ უნდა გამოადგეს რამეში.თებესთვის აღარაფერი უთქვამს,დაიწყო ფიქრი,როგორ დაეახლოვებინა თენგო და ნენე,მერე ერთ კარგ ქორწილსაც აირტყავდა. თებემ ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ნენეს მიწერა,თუმცა პასუხი არ მოსვლია,მერე ზარი გაუშვა,თუმცა არავინ უპასუხა.ისევ მესიჯი გაგზავნა,პასუხი კიდევ არ ჩანდა,ხელემორედ გადარეკა და ისევ უპასუხოდ დარჩა ზარი.ნენეს მსგავსი რამ აქამდე არ გაუკთებია და თებე აღელვდა,ალექსანდრემ იგრძნო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ხელი ხელზე მოკიდა. -ნენეს ვურეკავ და არ მპასუხობს,- დარონებულმა მიუგო და კიდევ გაუშვა ზარი. -დამშვიდდი,იქნებ სძინავს. -ასე ადრე არ იძინებს! -თენგოს დავურეკავ,იქნებ ერთად არიან ,- მანქანა გააჩერა ალექსანდრემ და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო - არ ინერვიულო,ცუდი რამეები მალე ვრცელდება,-უთხრა და თენგოს დაურეკა,რა უცნაურიც არ უნდა იყოს,არც ის იღებდა ტელეფონს-ამას რაღა მოუვიდა? -იქნებ,მართლა ერთად არიან და არ გვპასუხობენ. -უცნაურია!-თქვა ალექსანდრემ და მანქანა დაძრა. *** ვის სცალია ტელეფონზე საპასუხოდ,დივანზე სხედან და რაღაცაზე გულიანად იცნიანა.თენგომ ისევ ბავშვობის დროინდელი ოინები გაიხსენა და ნენეს ამხიარულებს.დივანზეა მიყრდნობილი და ხელი მუცელზე აქვს მიდებული,სიცილისგან ერთიანად დაეჭიმა. -მგონი,შენი ტელეფონი ააფეთქეს,- მიუგო თენგომ და ტელეფონის ძებნა დაიწყო-რა იცი რა ხდება,სად გიდევს? -იყოს,მერე გადავურეკავ,თებე იქნება,მოიცა ჯერ მოვსულიერდე,შენ რა გითხარი,კუჭი ამტკივდა სიცილისგან,როგორ იყო? შემთხვევით შემომესხა ქალბატონო დეიდაო?-გაიხსენა თენგოს ნათქვამი და ისევ სიცილი დაიწყო. -მისი სახე უნდა გენახა,ცოტა აკლდა და ადგილზე დამასიკვდილებდა,დისშვილი ვიყავი და ვერ გამიმეტა,თორემ ას პროცენტიანია კეტიც ამიჭრელებდა ტანს,მერე გავარდა და წვნიანით დასვრილი კაბა გამოიცვალა,მთელ სოფელს მოსდო რომ ტუტუცი ბავშვი ვიყავი და არ ვუჯერებდი. -გადაუარა წყენამ? -კი კაცო,მის მერე უამრავჯელ გავაბრაზე,მაგრამ მერე მიხვდა რომ არაფრის ჭამა არ უნდა დაეძალებინა ჩემთვის,ჭკუა ისწავლა.ჩემს დეიდაშვილს ტაფით დასდევდა ხოლმე,საჭმელში ხახვს რომ ხედავდა ალერგია ეწყებოდა,დეიდაჩემი კიდე ყოველდღე ერთ ტაფა ხახვს უწვავდა კვერცხში და მთელ სახლს კრუგს ურტყავდა ორივე დედა-შვილი. -საცოდავი,შენი დეიდაშვილი. -ისეთი უცნაურობები სჭირდა ზოგჯერ,დედაჩემის და თუ იყო მიკვირდა,როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდნენ. -მე არ მყოლოა ასეთი დეიდა,თუმცა მამიდა მყავდა გიჟი. -საინტერესოა გიჟი მამიდა,სანამ საუბარს დაიწყებ ყავა ხომ არ დაგველია?-ჰკითხა და დივნიდან წამოდგა - ცოტას გამოგვაფხიზლებს და უკეთ მოგისმენ ,- ნენემ თანხმობის ნიშნავდ თავი დაუქნია და თენგოც აღარ შეყოვნებულა,სამზარეულოში გავიდა. კარადიდან ყავა,შაქარი და ორი ფინჯანი გამოიღო. -ტკბილი ყავა მიყვარს,-მიუახლოვდა ნენე. -ორი ერთზე ვსვამ მე. -მეც! -ძალიან კარგი,შეიძლება მაცივარში რამე ტკბილიც მოვიძიო,-ყავა და შაქარი მადუღარაში ჩაყარა,წყალი დაასხა და ქურაზე დადგა,მერე მაცივარი გამოაღო და თვალიერება დაიწყო. -საღამოს თებე უნდა მენახა და ერთი ფილა შოკოლადი ვიყიდე,ჩანთაში უნდა მქონდეს,-შოკოლადის მოსატანად წავიდა ნენე.თენგომ მარწყვის ნამცხვარი დაინახა და გამოიღო. -თებეს ტელეფონი გაუხეთქვამს,ნეტავ რამე ხოარ მოხდა?-აღელვებული ხმით ჰკითხა ნენემ თებეს ზარები რომ ნახა. -დაურეკე აბა. -ვურეკავ,-ტელეფონი ყურთან მიიდო და პასუხს დაელოდა,დაგვიანებით თუმცა მაინც გასცა ხმა თებემ და აშკარად ანერვიულებული ხმა ჰქონდა ,- დამშვიდდი,მე კარგად ვარ,შენ ხომ არ გიჭირს რამე,სახლში არ დამხვდი და არც ჩემ ნარეკებს უპასუხე,კინოში? ვისთან ერთად?ალექსანდრემ სახლში მიგაცილა? თქვენ უკვე აღარ ხუმრობთ,მე საქმეზე ვარ და ცოტახანში წავალ,არა სულიერი არაა. -აუფ,გამხადა უცებ უსულო,-სიცილით თქვა თენგომ და ყავა ქურიდან გადმოდგა,ფრთხილად ჩამოასხა ფინჯნებში და ნიჟარაში ჩადო მადუღარა. -კარგი,ჭკვაინად,ხვალ გნახავ და მოგიყვები,ღამემშვიდობის!-დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. -რატომ მალავ ჩვენ ურთიერთობას? -არ მინდა ამას რამე სარჩული დაედოს. -რას გულისხმობ,ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. -თებეს ბიჭის და გოგოს მეგობრობის არ სწამს და არ დამიჯერებს,ჯობია არ იცოდეს. -აჰამ,გასაგებია,ყავა დავასხი,შეგვიძლია მივირთვათ,თანაც ნამცხვარიც აღმოვაჩინე ჩემ მაცივარში. -კიდევ გამოაღე,იქნებ კიდევ აღმოაჩინო რამე - გაეცინა ნენეს და შოკოლადის ფილა გაუწოდა-გახსენი და დააწყე თეფშე, მე ყავას მივიტან მაგიდაზე- ორივე ფინჯანი ფრთხილად აიღო ხელში და სამზარეულოს მაგიდაზე დადო. -ერთად იყვნენ?-ჰკითხა ,როცა მაგიდას მიუსხდნენ. -ვინ და ვინ? -თებე და ალექსანდრე! -კინოში ყოფილან და თებე აღტაცებული მელაპარაკა,ჯერ ისევ ნირვანაში იყო. -მალე გამოგვიცხადებენ ვქორწინდები და თქვენ ჩვენი მეჯვარეები უნდა იყოთო. -ჩვენ?-უცნაური შეგრძნება დაეუფლა ნენეს -ჰო,რავიცი,ხელს რა გვიშლის,სუპერ მეჯვარები ვიქნებით ,- თავისი ნათქვამის თვითონაც არ სჯეროდა,ხელები უკან შემოიწყო და თითები გადაიჯვარედინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.