შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? (III თავი )


8-03-2019, 16:33
ავტორი shany shany
ნანახია 1 118

"მარშუტკის" დაძვრა და ანნას ჩაძინება ერთი იყო. ძილშიც კი გრძნობდა ცივი მინის შეხებას რუტინულად როგორ "უბრახუნებდა" თავს. შემდეგ უცნაური კონფორტის გრძნობა დაეუფლა და ღრმა ძილში გადაეშვა. უკვე თენდებოდა რომ გამოეღვიძა. უჩვეულო სიჩუმე იყო. ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა აბრებს დაკვირვებოდა ადგილის გასაგებად. მომენტალურად წელში გაიმართა და გვერდით მჯდომ სანდროს გახედა აღფრთოვანებულმა, მაგრამ რათქინდათ , ძილს ისე წაერთმია მისი თავი რომ ვერცკიხვდებოდა თავი რამდენად უხერხულად ჰქონდა ჩამოკონწიალებული. შემდეგ საჭესთან მჯდომ გაბრიელისკენ გაიხედა. მას კი არაფერი ეტყობოდა დაღლილობისაც კი. პირიქით სახე უცნაურად უნათებდა და ღრმად სუნთქავდა
⁃ ჩავედით? - ჩუმად იკითხა ბავშვებს რომ არ გაღვიძებოდათ.
⁃ ოჰ გულთამპყრობელს გაუღვიძია. კიი ჩავედით და შეგიძლია ბავშვებიც გააღვიძო ცოტახანში- ყურში უცნაურად მოხვდა გაბრის რეპლიკა, შემდეგ სიტყვა "ბავშვების" გამოკვეთა და წამიერად შეცვლილი ხასიათი. " ამას რაღა ეტაკა?" -გაიფიქრა გაგულისებულმა. უნდოდა რამე მწარე ეთქვა მაგრამ ახლაც გაჩუმება არჩია."ერთიანად მოვიოხებ გუულსო"
⁃ უკაცრავად, პირველი გაჩერება სად იქნება??
⁃ შაორის წყალსაცავთან- იყო მოკლე პასუხი.
ჯერ სანდრო შეაღვიძა და სთხოვა დანარჩენი ბაბშვებიც გაეღვიძებინა. თავად კი ცოტა ნაწყენი და ცოტაც გაბრაზებული მოკალათდა სავარძელში და დაელოდა როდის გაჩერდებოდა მარშუტკა. ვერ ხვდებოდა გაბრიელის დამოკიდებულების მიზეზს. აშკარა იყო რომ თვალში არ მოსდიოდა ანნა, მაგრამ რატომ? თავისი თავის უკვირდა რატომ უნდა მოსწონებოდა გაბრიელისნაირი პიროვნება. ხუთი წლით დიდი იყო მასზე მაგრამ ხანდახან ისე ბავშურად იქცეოდა ანნა უფრო წლოვანს გავდა მის ფონზე, ბავშვიბით ჰქონდა კოპები შეკრული და ტუჩები გამოწეული. პროფილში კი ისე ლამაზად უჩანდა, მის კოცნაზე უარს არ იტყოდა. კოცნაზე ისევ გიგა გაახსენდე და შეაჟრჟოლა " ოდესმე დამაიწყდება მაგის ნადღლორზნი??" ცდილობდა, მართლა ცდილობდა დაევიწყებინა ორივე შემთხვევა მაგრამ გახსენება და ტანში დავლილი უსიამოვნო გრძნობა არ აყოვნებდა ყოველ ჯერზე როცა გაბრიელზე ფიქრს იწყებდა. გაბრიელის გაფიქრებას მოყვებოდა გიგაც და ბოლოს გადაწყვიტა ამის გამო ლიპარტელიანზეც აეკრძალა ფიქრი საკუთარი თავისთვის.
რაჭა ულამაზესი იყო- ბავშობის ოცნება აიხდინა არ ბეზრდებოდა ფოტოების გადაღება და ცდილობდა ყველაფერი დაეფიქსირებინა. ნიკორწმინდა, საყინულის მღვიმე, გლოლის ციხე- ერთ დღეში იმდენი რამის ნახვა მოასწრეს რომ ემოციებისგან საშინლად დაიღალა, ამას ემატებოდა ფიზიკური დაღლაც და სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ისევ ისე ჩაეძინა როგორც წინაჯერზე. ისევ ის უჩვეულო კონფორტის შეგრძნება. სიზმარიც კი ნახა, თითქოს მინდორზე ფუმფულა პლედი ეფინა, ზედ წამოწოლილიყო და ცას გაჰყურებდა. ვერ ხვდებოდა დღის რომელი მონაკვეთი იყო. მხოლოდ იმას აცნიბიერებდა რომ ძალიან მოსწონდა ცა . შემდეგ თავზე იგრძნო შეხება მაგრამ არც გაკვირვებია,თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო,გრძნობდა თავთან დახრილ სილუეტს. ვერ ხვდებოდა ვინ იყო. მხოლოდ ხელს გრძნობდა რომელიც მონოტორიულად ეფერებოდა. სიზმარი მანქანის უცაბედმა შექანებამ გააწყვეტინა და წამშიც გამოფხიზლდა. მძღოლისკენ გაიხედა ინსტიქტურად და კოპებშეკრული გაბრიელი შერჩა ხელში სარკიდან პირდაპირ მისკენ მომზირალი. შემდეგ გვერძე შებრუნდა და დაბნეული გიგას დანახვა იმაზე მეტად გაუკბირდა ვიდრე ლიპარტელიანის მზერა.
⁃ შენ აქ რა გინდა?
⁃ სანდრომ გამიცვალა ადგილი. ბავშვები რაღაცას თამაშობენ და.
⁃ ხოო რათქმაუნდა. - ირონია გაერია ხმაში
⁃ მივალთ უკვე დაწყნარდი. ამდენთან არაფერს გავაკეთებ. არ იღელვო
⁃ და მხოლოდ ხალხრავლობა გიშლის ხელს? საერთოდ დაკარგე ნამუსი?? - ცდილობდა ხმამაღლა არაფერი ეთქვა. ზედმეტი ყურადღების მიქცევა ახლა ყველაზე ნაკლებად აწყობდა
⁃ სიმართლე გითხრა ხალხმრავლობა არაფერშუაშია. უბრალოდ არ მომეწონა შენი ტუჩების გემო. როგორც ჩანს მხოლოდ კარგი ვიზუალი აქვს- ისევ ის ცინიზმი ხმაში
⁃ ძალიანაც კარგი. ისედაც დეზიმფექციის ჩატარება მომიწია შენს ნადღლორზნზე. კოცნაც ამაზრზენი გაქვს. ნუ ეგ თუ კოცნა იყო საერთოდ- ეცადა მწარედ ეთქვა მაგრამ თვალებში მოაწვა ის სიმწარეც და ცოტაც და ხმამაღლა ატირდებოდა. გიგას ხმა აღარ გაუცია მხოლოდ თვალებში უყურებდა და ელოდებოდა როდის დაიწყებდა ტირილს გოგო. "ერთი ცრემლი, გთხოვ ერთი ცრემლი მაინც გაიმეტე"-გულში ევედრებოდა გასვიანი, მაგრამ ნელ ნელა თვალები გადაეწმინდა ანნას და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. გასვიანმაც მხოლოდ თავი დააქნია და ჩაიღიმა.
სასტუმროსთან გაჩერდნენ ჩანთები გადმოიღეს და ყველა თავისი ოთახისკენ წავიდა. გოგოები და ბიჭები ცალკცალკე განაწილდნენ. დაღლილებს გათენებაზეც არ უფიქრიათ. დილით კი ისევ გააგრძელებდნენ გზას.

---
ბოდიშით ამ სიპაწუკესთვის



№1  offline მოდერი მარტო სახლში

აუუ ძალიან პატარა იყო არადა მეტს ველოდი მინდოდა რომ კიდევ გაგრძელებულიყო ბათ ველოდები შემდეგ თავს და იმედია ის მაინც იქნება შედარებით დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent