ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 11)
მიას გონებაში: *მოვკლავ.ნამდვილად მოვკლავ ლეიას.არავის უთხოვია სახლში მარტო დავეტოვებინეთ.ღმერთო არვიცი რას ვუზამ,ილოცოს,რომ გადამირჩეს.და რაუნდა ვაკეთო ეხლა მე ,,ამასთან'' ერთად.დავჯდე და ფილმს ვუყურო?ჰაჰ!* ამასობაში ქვევით ჩავედი,გზად დენიელის ჟაკეტს ვიცმევდი.გონებაში კი ლეიას ვლანძღავდი.ღმერთმა იცის კიდევ რას დამიშავებს!იქნებ რომ მოვლენ ცოცხალი საერთოდაც არ დავხვდე! -აბა?-მომესმა უკნიდან-რას ვაკეთებთ? -მოდნი ჟურნალებს ვათვალიერებთ-მივახალე მკვახედ.-გინდა? კიბეზე შეჩერდა და ,,ეს ცოტა ვერაა'' როჟით ამათვალიერ-ჩამათვალიერა.თავი გააქნია და ამოისუნთქა.დარჩენილი საფეხურები ჩამოიარა. -ჩავთვალოთ,რომ არაფერი გითქვამს-მითხრა-რა მოვამზადოთ მეთქი,ეგ ვიგულისხმე. -რავი,ცხოველები რას ჭამთ ხოლმე-ვუპასუხე უდარდელი ხმით და კარადებში დავიწყე ძრომიალი და პრიპასების გამოლაგება , გზადაგზა მოვიფიქრებდი რა მომემზადებინა.სკაი ადგილზე გაშეშდა.ხმას არ იღებდა, მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ღირსია და რა გავაკეთო?მთელი ტანი ლურჯი ფერის გამიხდა. -არ უარვყოფ, ცხოველივარ,მართალია,და ეგ კარგა ხნის წინ უნდა გეთქვა. -რომ ავანაზღაურო ბევრჯერ გეტყვი კიდევ. -კიბატონო,საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. -არც უნდა გქონდეს. -ხოდა არც არაფერს ვამბობ. -ვერც იტყვი. -მია გეყოფა! როცა მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი ისე გავიგონე, როგორც ყველა მომმართავს,თავი უცნაურად ვიგრძენი,თითქოს მე კიარა სხვას ეძახდენენ. მივხვდი, რომ როცა განსაკუთრებული ფორმით მეძახდა უფრო მომწონდა,ახლა კი ისე ჩანს, თითქოს მისი განსაკუთრებულობა გაქრა.ისეთი გახდა როგორც ყველა სხვა.ჩვეულებრივი. აღარ გამახსენებია,რომ სკაი უპასუხოდ დავტოვე,მგონი მიხვდა რაზეც ვფიქრობდი.ჩაეღიმა. -არ მოგწონს ასე რომ გეძახი არა?-ისე მიყურებდა,რომ ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი-აღიარე. -აარაფერიც!საიდან მოიტანე.-მხრები ავიჩეჩე და თავი გავაქნიე,ვცდილობდი დამაჯერებლად გამომსვლოდა. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ,რომ მან ჩემი სისუსტე კიდევ ერთხელ ნახოს.უნდა დავუმტკიცო,რომ მხდალი არა ვარ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. -და საერთოდ,დღეს დიდი სტრესი მივიღე და დასვენება მჭირდება,ძალიან გთხოვ თავი შეიკავე როგორმე და რაღაც დრო ნერვები სიმშვიდეში მიმყოფე.უკვე დამავიწყდა რას ნიშნავს ნორმალური ნერვული სისტემა! მან დანებების ნიშნად ხელები აწია,შემდეგ გადააჯვარედინა და გულზე დაიკრიფა. -ნოუ პრობლემ.შენ ხომ მითხარი, რომ პირად სივრცეს გივიწროებდი ხოდა პრობლემა არ არის,ჩემს სიტყვას ვასრულებ. ჩემდა გასაკვირად ამ ყველაფერს ღიმილით მეუბნებოდა.რატომ მაღიზიანებ?ჩემი გამოწვევა გინდა?ვერ ეღირსები.ამ თამაშში მთავარი მე ვარ და მე მოვიგებ მას. -დიახაც,ასე გითხარი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,მისი მზერა გონებას მიფანტავს და მობილიზემას ვერ ვახდენ.რატომ ვარ ასე! -აჰამ-თავს ნელ-ნელა აქნევდა.მისი სიმშვიდე უფრო მაწუხებს ვიდრე ლაპარაკი. გავბრუნდი და ტელევიზორთან დავჯექი.პულტი ხელში მოვიმარჯვე და გადაცემა ჩავრთე.ერთ-ერთ არხზე საინფორმაციო გადიოდა სადაც აცხადებდნენ:დღეს ღამით ვესტ ბროდვეის 21-ში 00:29-ზე გაიტაცეს არასრულწლოვანი გოგონა მია რაიდერი,გამტაცებლებმა მსხვერპლი ორსართულიან დანგრეულ შენობაში მიიყვანეს და ოთახში ჩაკეტეს.-ეკრანზე გამოჩნდა ის ადგილი სადაც მე ვიყავი გამომწყვდეული,სკამი ისეთივე ფორმაში იყო როგორც დავტოვეთ,ძირს თოკი ეგდო ,კარებთან სადენი შეინიშნებოდა,წყალიც აგილზე იყო.არაფერი შეცვლილა.მოგონებები ამომიტივრივდა.ტანში უსიამოვნოდ გამცრა-გამტაცებელი მსხვერპლისგან მის შვილზე ქორწინებას ითხოვდა და პირველ ჯერზე უარის მიღების შემდეგ მათი მშობლების მოკვლით დაემუქრა,რის შედეგადაც სასურველი შედეგი ,ანუ თანხმობა მიიღო.ამჟამად ეს პიროვნება იმყოფება დროებით დაკავების იზოლატორში.ის ფაქტი,რომ დამნაშავემ თავისი პირით აღიარა ყველაფერი და ჩვენებაც თვითონ შემოიტანა,გამომძიებლებს საეჭვოდ ეჩვენებათ,ის ასევე ამბობს,რომ... ვეღარ გავუძელი და პულტზე წითელ ღილაკს დავაჭირე, ტელევიზორის ეკრანი გაშავდა. ჟურნალისტის ხმაც სიჩუმემ შეცვალა.ეკრანზე ჩემს უკან მდგარი სილუეტი შევამჩნიე, რომელიც უძრავად იდგა,თვალები კი შავი ყუთისთვის მიემართა.ანარეკლში მას შევხედე,თითქოს ვიცოდი რომ მე მიყურებდა. -რაიყო. მან თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა, შემდეგ მიპასუხა. -ამ...საჭმელს...არ შეჭამ?გუშინ დილის შემდეგ არაფერი გიჭამია,შუა ღამეს ალკოჰოლი მიიღე,შეიძლება ცუდად გა... -არაფერი მიჭირს.თუ მომშივდა მე თვითონაც შევჭამ. გავაწყვეტინე. -კი მაგრამ წეღან რომ გკითხე უარი არ გითქვამს... -არც დაგთანხმებივარ. სინამდვილეში ერთი სული მქონდა რამე მაინც მეჭამა,ძალა საერთოდ არ მქონდა,მე თვითინაც მშვენივრად ვხვდებოდი,რომ ცოტა ხანიც და ალბათ გული წამივიდოდა.სუსტი იმუნიტეტი დაბადებიდან მაქვს,სამაგიეროდ ჩემი წილი ჰანტერს ერგო. ვერ ვხვდებოდი რატომ,მაგრამ სკაის უკვე ყველაფერში ვეწინააღმდეგები.ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ მიჩვეული როცა ვინმე მიმითითებს რა გავაკეთო. ყოველთვის თავისუფლად ვიზრდებოდი. -დარწმუნებული ხარ რომ არ გშია?ცუდად გამოიყურები.თვალები ჩალურჯებული გაქვს,ცუდად გახდები... -კარგად ვარ მეთქი!არ მშია. -კარგი-გაჭირვებით წარმოთქვა და დავინახე როგორ წავიდა სამზარეულოში. გავიდა 20 წუთი.სამზარეულოში სასწაული სუნი ტრიალებს. დაბრაწული სტეიკის არომატით გაიჟღინთა მთელი სახლი. წარმომიდგენია როგორია შუაზე გაჭრილი,გარედან კარგად შემწვარი და შიგნით მედიუმზე მომზადებული,წვნიანი.ახლა ნამდვილად გული წამივა,ნერწყვის ყლაპვაში ლამის სული ამომხდეს, აღარ შემიძლია.ვიცი,სისულელეა და სულელურად ვიქცევი მაგრამ ნერვებს მიშლის და რაგავაკეთო! დივანზე მიგდებული ვწევარ და თვალები დახუჭული მაქვს,დროდადრო ტუჩებს ენით ვისველებ.ბუნდოვნად მომესმა მისი ხმა. -ვიცი რომ ცუდად ხარ და ბოლოჯერ გეუბნები,ჭამე!არ მინდა შენს მეგობრებს და ტყუპისცალს ნახევრად მკვდარი დავახვედრო შენი თავი!უკვე დაგავიწყდა რა გამოიარე ცოტა ხნის წინ?ამის შემდეგ ენერგიის აღდგენა გჭირდება.ნუ სულელობ.ჩემს ჯინზე აკეთებ ამას? სტეიკის ნაჭერი დაბალ მაგიდაზე დამიდო და თვითონ ჩემთან ახლოს დაჯდა.ზუსტად ვიცი ჭამას დაიწყებს და ასე მომანდომებს . სტეიკი პატარა ნაჭრებად დაჭრა ერთ-ერთს ჩანგალი დაასო თვალები უკეთესად დავხუჭე,რომ არ დამენახა როგორ ილუკმება მაგრამ...ცხელი ხორცი ტუჩებზე ვიგრძენი. -გააღე პირი-ისე მშიოდა პირი ჩემდა უნებურად გავაღე და მისი ნახელავი დავაგემოვნე.არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ გემრიელია,მართლა გემრიელია.ეტყობა რაღაც განსხვავებული სუნელები ან სოუსი დაასხა,არვიცი რა გაუკეთა, მაგრამ რაც მთავარია იჭმევა.თუმცა ამას ყველასან გაიგებს ჩემს გარდა. ნელა ვღეჭავდი.თვალებს ისევ არ ვახელდი.ვცდილობდი აზრზე მოვსულიყავი.შიმშილმა ძალა გამომაცალა,მიუხედავად იმისა , რომ საამისოდ დიდი დრო არ გასულა. სკაიმ მორიგი ლუკმა მომიტანა პირთან,ესეც შევჭამე,მესამეზე უკვე ვეღარ შევძელი,გადაყლაპვა მიჭირდა.გაუგებარი მიზეზით ძალიან მციოდა,ოთახის ჰიდრომეტრს შევხედე,23°.მოვიბუზე.კანკალი ამივარდა. -რ..რაგჭირს. სკაი გაფითრდა,ხორციანი ჩანგალი ჰაერში გაუჩერდა.დავიჯერო ამდენად საშინელი შესახედავი ვარ? -არრა..ფფერრ..ი-ვთქვი აკანკალებული ხმით. ჩანგალი თეფშზე დააბრუნა.ხელში ამიყვანა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეორე საერთულზე.მის მკვრივ სხეულს მივეკარი.მე თავი მის გულზე მედო და მისი გულისცემა მესმოდა.ასეთი სწრაფი გულისცემა თუ არსებობდა ან ასეთ სიხშირეზე თუ ადამიანს სიცოცხლე შეეძლო ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.ისე სწრაფად უცემდა გული,რომ გდომოდა პულსს ვერ დაითვლიდი.ხელი მის გულზე მქონდა და სიცივისგან ფრჩხილებს კანში ვასობდი, ვკუმშავდი და ვკაწრავდი. ვგრძნობდი,რომ სიბნელე მოდიოდა ჩემთან და გული ამოვარდნაზე მქონდა. მეორე სართულზე ავედით. ველოდებოდი როდის შევიდოდით ჩემს ოთახში,რომ აბები დამელია,მაგრამ უცებ სკაიმ მარცხნივ შეუხვია,თავის ოთახში, საწოლთან მიმიყვანა და სადაც იყო საწოლზე დამაწვენდა მაგრამ აქ ბნელოდა,ძლივს-ძლივობით თუ გაარჩევდი რამეს,სიბნელეში მარტო ყოფნა დიდად არ მინდოდა. ჩავებღაუჭე და კანკალით ვუთხარი. -აარრ..მმინდდა..აქქ..ბნელლა.. ერთხანს ჩუმად იყო შემდეგ დამძიმებული ხმით მითხრა. -მალე მოვალ,აქ დაწექი და მალევე დავბრუნდები კარგი?-სირბილე ვიგრძენი,საწოლზე დამაწვინა, მოვიკუნტე და საბანს ჩავჭიდე ხელი. მალევე აჩქარებული ნაბიჯების ხმა გავიგე.ოთახში შემოვიდა. -შემომხედე-მისკენ შემაბრუნა,ჩემი სახე ხელებში მოიქცია,ბნელოდა მავრამ ვიცოდი თვალებში მიყურებდა,მაგრამ რას ხედავდა?-გამომართვი-ხელში პატარა ტაბლეტი ჩამიდო,მივხვდი რომ ჩემი ვიტამინები იყო იმუნიტეტისთვის.მასში სხვა ვიტამინებიც ერია.როცა საჭმელს არ ვჭამ ის მამარაგებს საჭირო ენერგიით.გამოვართვი და ენაზე დავიდე,ხელში ჭიქა მომცა,წყალი ალბათ ნახევრად ესხა შიგნით.ხელის კანკალით გამოვართვი და ძლივს მივიტანე პირთან ,ისიც სკაი მეხმარებოდა.წამალი დავლიე და რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ დათბა,ეს არ იყო წამლის გამო.საბანში გამახვია,თვითონ კი ზურგინდან მეხუტებოდა და მჭიდროდ მიჭერდა ხელებს,იმდენად ძლიერად,რომ მეგონა ჩემს ხორცში შემოძვრომა უნდოდა.იმდენად ძლიერად მეკვროდა რომ მთელი სხეული დამიბუჟდა. მაგრამ ამ ტკივილს ჩრდილავდა ერთი იმ ორგანოს ბაგაბუგი,რომელსაც ჩემს მარცხენა მხარზე ვგრძნობდი, იმის გამო,რომ სკაი მთელი სხეულით ჩემზე იყო აკრული და ჩემს გათბობას და დამშვიდებას ცდილობდა.იმდენად სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა ყოველი მისი გულის ბიძგის დროს,რომ ამის გადმოსაცემად სიტყვები საკმარისი არ არის.ეს უნდა იგრძნო.უაზრო სიამოვნება მივლიდა მუცელში.მისი ერთი ხელი მუცელზე მეხვეოდა მეორე კი მკერდს და ყელს შორის გულმკერდზე,ამ ხელის თითები კი ჩემს მარცხდნა მხარს ჩასჭიდებოდნენ.სკაის სახე ჩემ სთმებსა და კისერში ჩაერგო და ხმადაბლა ბუტბუტებდა. -აქვარ.ყველაფერი კარგადაა. კარგად იქნები გპირდები.უფლებას არ მოგცემ დამტოვო.გასაგებია?ამის უფლებას არ მოგცემ. ამ სიტყვებს ამოვყავდი შავი ღრმულიდან,რომელიც მითრევდა.ბურუსიდან ნელ-ნელა გამოვდიოდი. შიგადაშიგ მისი გაყინული ტუჩები ჩემს კისერს ეხებოდა და ჩემში სუსტი მია ბრუნდებოდა,რომელიც ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა.სუსტ მიას მისი შეხება სიამოვნებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.