შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( IV თავი )


10-03-2019, 02:10
ავტორი shany shany
ნანახია 1 449

4
"დანარჩენი ორი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სიტყვებით ვერ ავღწერ რამდენად ლამაზი იყო ყველაფერი, ღები და გონა ხომ სამოთხეა. იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის თითოეული ადგილის ნახვა,რომ ემოციებს ვერ ვმალავდი. კლასელებიც კი ხანდახან გაკვირვებულები შემომხედავდნენ ხოლმე. ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი და კბილები სულ გადმოყრილი მქონდა. ახლაც კი როცა ამ დღეებს ვიხსენებ გული ისე მიჭერს ყელში სუნთქვა მიჭირს"
გიგა თვალში აღარ ხვდებოდა ზედმეტად. აი გაბრიელი კიი... მას რაღაც სჭირდა. ანნას უცნაირად ექცეოდა, სანდროც კი გაოცებული აკვირდებოდა მის ქცევებს. ისიც კი ვერ იგებდა უფროსი მეგობრის ხასიათის წამიერ ცლილებების მიზეზს. ბუნებით ეჭვიანს ყოველთვის უცნაური ვარაუდები ჰქონდა ხოლმე და თითოეული გაფიქრებულ სიტყვას წამში უარყოფდა ტვინის ერთი ნაწილი , მაგრამ ჩვიდმეტი წლის განმავლობაში პირველად ხედავდა ლიპარტელიანის ასეთ აალებულ თვალებს. ხანდახან მხეცივით რომ უყირებდა ანნას და გიგას. თბილისში დაბრუნებისას ისევ ანას გვერძე დაჯდა, კარგად ახსოვდა გაბის თითქოს ნაწყენი თვალები გასვიანს რომ გაუცვალა ადგილი. ეს ფაქტი აფიქრებდა და ვერ გაეგო რა დასკვნა შეიძლება გამოეტანა ამ ყველაფრისგან.
მარშუტკის უკანა რიგები როგორც ყოველთვის ყველაზე მეტად ხმაურობა. რამდენიმე თამაშიც მოასწრეს. ხან ტელეფონში რთავდნენ სიმღერებს და ცეკვავდნენ, მაგნიტოფონის სიმღერებ მობეზრებულები. ბოლოს მღეროდნენ. არ იწყენდნენ ერთი სიტყვით . ანნამ მხოლოდ ორი თამაში ითამაშა და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს წინა რიგში. ბოლოს ამდღეების დაღლამაც იჩინა თავი და ყველა ერთბაშად ჩაწყნარდა. თითქოს თავიანთ სამყაროში გადაეშვნენ და დაიკარგნენ. ნახევარი საათი გაგრძელდა ასე. გასვიანმა თავის ბოლო თაობის ნოკია მოიმარჯვა და სიმღერა ჩართო."you are my sunshine" არ იცოდა რატომ მაგრამ ახლა საშინლად მოუნდა ამ სიმღერის მოსმენა. გაბრიჭიძესაც ხომ მასსავით ან მასზე მეტადაც კი უყვარდა. სამი წლის წინ სწორედ მისგან შეიტყო ამ სიმღერის შესახებ. სკამზე დადებულ ყურსასმენებში რომ ისმოდა მოგიდლად. მაშინვე დაუკითხავად აიღო ტელეფონი და თავის მობილურში გადატვირთა სანამ შესვენებიდან შემოვიდოდა გოგონა. მას შემდეგ მისი ყოველდღიურობა გახდა ამ მელოდიის მოსმენა. კაცის ბოხი და სასიამოვნო ხმა გაჟღერდა, ეს სიმღერა იყო ანნას "სუსტი წერტლი" ასე რომ ვთქვათ. ალბათ ყველას გვაქვს ისეთი მელოდია, სიმღერა რომელიც წლებთან ერთად უფრო მეტად გვიყვარდება და ჩვენი ხდება. უფრო და უფრო მეტ რამეს გახსენებს და უფრო დიდ გრძნობებს გიღვივებს. ანნასთვის იყო ეს სიმღერა ასეთი და მისი ნელი მელოდია სწრაფად აღწევდა მის ორგანიზმში, გაუცნობიერებლად თვალები აემღვრა. კიდევ ერთი მოგონება მიეწერებოდა ამ სიმღერას. ყველა გასუსული იყო. ყველა ტკბებოდა სიმღერით . გაბრიჭიძეს კი წამიერად ბრაზმა გაკრა. არ უნდოდა გაეგო ვინმეს ამ სიმღერის არსებობა. თითქოს მის პირადს ხდიდნენ საჯაროს.
ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა,როდესაც გიგა აყვა სიმღერა.
"You are my sunshine, my only sunshine
You make me happy when skies are gray
You'll never know, dear, how much I love you
Please don't take my sunshine away"
ვერ გაუძლო ცდუნებას. სავარძლებს შორის მალულად გაიხედა. თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი გასვიანს, თვალები დაეხუჭა და ისე ყვებოდა მელოდიას. უცბათ გაჩერდა თავი წამოსწია და ანნას შეხედა თვალებში. ნახევრად ჩაბნელებულ სალონშიც კი კარგად დაინახა გოგონას აცრემლებული თვალები. გულმა ისევ პროტესტი გამოთქვა და შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. "ყველაფერი მაგ თვალების ბალია" გაეფიქრა უნებურად ბიჭს. თავი ჩახარა ეცადა გულის რიტმი მწყობრში მოეყვანა.ასე მატივი არ გამოდგა დაწყნარება. დანარჩენი გზა გოგოს თვალებზე ფიქრობდა და აღიწერელ კმაყოფილებას, ბედნიერებას, ტკივილს და სიმძიმეს გრძნობდა.
თერთმეტი ხდებოდა თბილიში რომ ჩავიდნენ. გაბიელმა ყველა თავიანთ ბინასთან მიიყვანა. ბოლოს სანდრო დარჩა. მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირდაპირ კითხა რაც აინტერესებდა
⁃ რა გჭირს ეს დღეები?
⁃ რა მჭირს?
⁃ კითხვას ნუ მიბრუნებ!
⁃ არაფერი. დავიღალე
⁃ ყველა დავიღალეთ. მაგრამ ეგაა მიზეზი ანნას როგორც ექცეოდი?
⁃ ეგ ბავშვი რა შუაშია?- ფაქტზე წასწებულივით შეკრთა
⁃ ბავშვი?? ძაან ხომ არ აგივარფა ხუთი წლის სხვაობა გაბი??- დასცინა წამში
⁃ ახლა რას ეჭვობს შენი ავადმყოფი ტვინი?
⁃ მოგეწონა ეგ "ბავშვი"
⁃ ვიღაცაში გერევი- სიმწრის სივილი დასკდა- ანნას სხვა ეტრფის დამიჯერე
⁃ გიგა?? ეგ ისედაც ვიცი. მე შენზე გელაპარაკები. ვერ მომატყებ ხომ იცი
⁃ ოჰ შენც შეამჩნიე?? ისე რას ვკითხულობ. არ ფიქრობ რომ რაღაც ხდება მაგ ბავშვებს შორის???- დაცინვა იგრძნობოდა მის ტემბრში
⁃ გაბრიელ!!!
⁃ 17 წლისაა. რა გინდა რომ გიპასუხო? 17 წლის გაიგე??- სწრაფად წამოიყვირა წყობიდან გამოსულმა- სანდრომ სიცილი ვერ შეიკავა და არც მორიდებია ძმაკავის ალეწილ სახეს ისე მორთო ხარხარი
⁃ მიპასუხე უკვე ძმააა- არ წყვეტტდა სიცილს
⁃ შეყვარებულები იყვნენ?? ახლა არ არან ვხვდები. თვალშისაცემად დიდ დისტანციას იჭერს ანნა. ბიჭი კი მხოლოდ ცდილობს თვალში არ მოხვდეს ზედმეტად. მაგრამ არ შორდება. ხანდახან ისე გამაღიზიამებლად იქცევა...
⁃ არა! არც არიან და არც ყოფილან. ანნა ბოლო პერიოდი იქცევა ასე. აქამდე უბრალოდ არ არსებობდა მისთვის,მხოლოდ კლასში თუ გამოიწვევდა გიგა. ერთი სიტყვით მაგაზე არ იღელვო. ანნას არ მოსწონს. არ მოსწონს კი არა ეზიზღება
⁃ მასე გგონია??
⁃ ვაიმე კიი!! თუ სერიოზულად მოგწონს დაგეხმარები მაგრამ თუ არა ჩემი იმედი არ გგქონდეს
⁃ ნუ ღელავ არაფერს ვაპირებ მაგ ბავშვთან. მართლა კი არ მომწონს უბრალოდ ეგ ორი თვალშისაცემები არიან.- " არ გატყდა თავის ჭკვაში"
⁃ კარგი კარგი როგორც გინდა
სახლში მისულმა უცნაირი შვება იგრძნო. ამის შემდეგ აღარ მოუწევდა კლასის სიტუაციის ატანა. შეეძლო ბოლომდე ეროვნულ გამოცდებზე გადართულიყო რომელიც რამდენიმე კვირაში იწყებოდა. წინასწარ ღელავდა ქულებზე. მხოლოდ ის უნდოდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. აინტერესრბდა ეს სფერო. ხალხის ქცევებს პასუხს უპოვიდა რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით უჭირდა. საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა უკვე. ნუთუ გამოდგებოდა ფსიქოლოგად? მარტივი არ იყო. კარგად ჰქონდა გააზრებული. სწავლა ზუსტად იცოდა არ დაეზარებოდა მაგამ მხოლოდ წიგნებით ნასწავლი როდის იყო საკმარისი. ეს უნარი ან გაქვს ან არა! უნარებს წიგნით ვერ შეიძენ. წიგნი უბრალოდ გეხმარება ამ ყველაფრის ფსკერიდან ზედაპირზე ამოტანაში. თუ ფსკერზე არაფერია ვერანაირი ზეციური ზალა ვერ გიშველის არარსებულის გაჩენაში. სწორედ ამის ეშინოდა ანნასაც.

---
მადლობა ყველას ვინც კითხულობს. თიოეულის მოწონება ჩემთვის სშინლად მნიშვნელოვანია. გელით და რაც მაინტერესეებს... ანნას ვისთან ხედავთ მომავალში??



№1  offline წევრი Gemini mood

Dzaan shemiyvarda istoria da didi molodinit velodebi axal tavs ❤❤vfiqrob rom kargad wer da warmatebebs gisurveb❤

 


№2  offline წევრი shany shany

დარინა
გიგას ისედაც ეტყობა რომ ანნაზე გიჟდება უბრალოდ ამას სიუხეშით და ჩხუბით ნიღბავს, მაგრამ რატომ ეს ვერ გავიგეე, გაბრიელი რატომღაც ვერ მოვუხდინე ანნას, გიგა არ დამიტანჯო, არ ვიცი აწი როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა მაგრამ მე ნანა და გიგა მომწონს.

მხოლოდ ერთს ეტყვი. უნდა გაიზარდონ პერსონაჟები ყველანაირად. ნუ გეგმაში მაქვს და რამდენად გამომივა არ ვიცი.

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგი იყო მალე დადე

 


№4  offline წევრი samudamod tqventan

მე ძალიან მინდა რომ გიგასტან იყოს ანნა ძალიან უხდებიან ერთმანეთს გიგას ეტყობა რომ უყვარს გოგო და იმედია ერტად იქნებიან ძალიან მინდა მე და აბა რა ვთქვა თუ სხვა თავბე არ დამიწერია კომენტარი მომიტევე გეტყვი რომ ვკიტხულობ და მალე დადე ხოლმეე პლიზზ

 


№5  offline წევრი shany shany

samudamod tqventan
მე ძალიან მინდა რომ გიგასტან იყოს ანნა ძალიან უხდებიან ერთმანეთს გიგას ეტყობა რომ უყვარს გოგო და იმედია ერტად იქნებიან ძალიან მინდა მე და აბა რა ვთქვა თუ სხვა თავბე არ დამიწერია კომენტარი მომიტევე გეტყვი რომ ვკიტხულობ და მალე დადე ხოლმეე პლიზზ

იმედი მაქვს მოვლენების განითარება მოგეწონება❤️ ზუსად მეც არ ვიცი რა იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent