შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანჯვისთვის დაბადებული (მეოთხე თავი)


10-03-2019, 13:25
ავტორი barbaresanti
ნანახია 1 052

მოიცადე, ანუ ეს არის რაღაც "სისხლიანი ღამე", რომელსაც დედა ამბობდა?! და გაყიდა ჩემი მანქანა!ვაიმე ღმერთო რაში სჭირდებოდა? რაიყო ისეთი იმ მანქანაში?
***
მეორე დილას ადრიანად ავდექი.მზიანი დღე იყო.მზის სხივებმა ჩემს ფანჯარაში შემოაღწიეს,გამიკვირდა "ის"არ დამსიზმრებია.ნეტავ რას ნიშნავდა ეს,მართლა წამიყვანდა სადღაც?ამის წარმოდგენაზეც კი გამაჟრიალა.
სააბაზანოში შევედი,კბილები გამოვიხეხე,ხელ-პირი დავიბანე და შენდეგ გამოვიცვალე.გამოვედი თუარა,დედა შემეფეთა კინაღამ შევეჯახე.
-ოჰ საყვარელო,როგორ გეძინა?მკითხა დედამ.კიდევ გამახსენდა გუშინდელი ამბავი,დამბურძგლა.დედას კი თვალები უნათებდა,თითქოს რაღაც ძალიან უხაროდა.
-ისერაა...ღამით რაღაც ხმები მესმოდა,თითქოს გალობა იყო.სპეციალურად ვახსენე,ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდა.
-მართლა??მე კი მშვენივრად მეძინა.იცრუა,აშკარად ვიცი რომ დედა დაბლა იყო და ისიც რაღაცას გალობდა.
-კარგია.ვთქვი და ცერა თითი ავუწიე.
-მოდი ვისაუზმოთ.მითხრა დედამ
-არ მშია,უნდა გავიდე მარიამთან და თუ მომშივდება იქ შევჭამ.
-კარგი როგორც გინდა.ჩმეკენ მოიწია და შუბლზე მაკოცა.თითქოს რაღაც უცნაური ვიგრძენი,მაგრამ ეს ფიქრი თავიდან ამოვიგდე.
ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გავვარდი,მაგრამ გამახსენდა,რომ მანქანა აღარ იყო,ამიტომ უკან შევბრუნდი.
-ერთი მაინტერესებს,ჩემი მანქანა სად წაიყვანე?ვკითხე დედას,როდესაც ყავას სვამდა.ჭიქა მაგიდაზე ნაზად დადო და მე მომიბრუნდა.
-ბარბარუკა გავყიდე,ხომ გითხარი,რომ რაღაცისთვის მჭირდებოდა.
-კარგიი რაა,რა რაღაცისთვის გჭირდებოდა ამიხსენი წესიერად რისთვის გინდოდა.ხელები გადავაჯვარედინე და მოვემზადე ტყუილის მოსასმენად.
-იციი შვილო,ფული მჭირდებოდა ვალი მქონდა დიდი.და აუცილებლად გიყიდი,ზუსტად იგივე,ვერცხლისფერ "მითსუბიშ პაჯეროს" ნუ ნერვიულობ.
-ვაიმეეე,ჰო კარგიი წავედი პკ.
-ნახვამდის ბარბიი.
ნერვებაშლილი გამოვედი და გავუყევი ქუჩას.ფეხით სიარული მიყვარს და არც მიფიქრია ტრანსპორტის გაჩერება. მარჯანიშვილზე მივედი და კარი დავაკაკუნე. კარი მარიმ გამიღო.
-ვახ, ვახ ბაბიც მოსულაა. გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა.
-მარტო ხარ?
-კი, ამჯერად დედაჩემი სამსახურშია.
-სამსახური დაიწყო?
-ჰო, ტურისტულ ფირმაში ძალიან მაგარია.
-მაგარია.
-ანუ სახლში მარტოები ვიქნებით.
-არა, მითხა ღიმილით.
-ლუკა მოვა.
ლუკა ჩარაშვილი, მარიამის შეყვარებული. ლამაზი გარეგნობის ათლეტური ტანი, მუქი შავი თვალები, სწორი ცხვირი, თლილი ტუჩები, საკმაოდ მაღალი და 19 წლის.
მარიამს ძალიან შეეფერება კეთლი და საყვარელი ბიჭია.
ერთი პერიოდი მეც მომწონდა, მაგრამ როცა გავიგე, რომ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ გადავიფიქრე მოწონება.
-ლუკა რაზე მოვა? კვლავ მარიამს მივუბრუნდი.
-კლუბIში მივდივართ და წამოხვალ?
-არა იყოს, მარტო წადით, ეგრე ჯობია.
-ოოო, უარი არ მიიღება მააინც წაგიყვან. 5 წუთში მოვა და იქამდე დონატები მაქვს და ვჭამოთ.
სამძარეულოსკენ მიბიძგა-ჰო, კაიი წამოვალ და რომელ კლუბში?
-ჰმმ, აღარ მახსოვს რა ჰქვია,რომ მოვა ჩარა ვკითხავ.
მარი თავის შეყვარებულს (გვარის) მოფერებით სახელად ჩარათი მიმართავს. ლუკას მოსწონს და ახლა მისი მეგობრებიც კი ჩარათი მიმართავენ. მე კი სულ არ მომწონს ეს "ჩარა.
ულამაზესი სახელი ჰქვია და მიმართე რა...
- ჰოდა პირველად კლუბში ჩემთან და ჩარასთან ერთად მოდიან მისი მეგობრები.
სიცილი ამიტყდა, პირველად რატომ? უტყდებათ შენთან ერთად სიარული?
-ჰაჰაჰა, რა უაზრობაა? ჰო ისე არვიცი, მაგამ ძალიან მიხარია რომ გავიცნობ.
სახელები იცი? ვკითხე და შოკოლადიანი დონატი ჩავკბიჩე.
-კი, ორის და სულ ოთხი ძმაკაცი ყავს.
-ჰომ...
-ერთს ჰქვია გიორგი და მეორეს....აუ აღარ მახსოვს..მოიცა რაქვია?..აჰო ოთო
-გვარები იცი?
-ვაიმეე, რამდენ კითხვას სვამ, რაშ გაინტერესებს? მიხვალ და გაიცნობ. ჰო ვიცი რომ დაუოკებელი ხარ და ცნობისმოყვარე, მაგრამ ამ ერთხელ მოითმინე.
-ოჰ..ოჰ, მოვითმინო თურმე. სულ არ მაინტერესებს არც გიორგი არც ოთო და არც შენი ჩარა. ვთქვი და ყავა მოვსვი, რომელიც ახლახან დამიდო მარიამმა მაგიდაზე.
-კაი. თქვა მარიამმა და გაიცინა-უი დამავიწყდა მეთქვა, რა ლამაზად გამოიყურები ბარბბ, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა შენც. მოკლედ ვუთხარი ლაპარაკის თავი არ მქონდა.
გვერდზე გავიხედე და ფანჯარაში დავინახე ლუკა გადმოვიდა თავისი ბმვ-დან.
-აი, ჩემი ბიჭიც მოსულა. თქვა და სკამიდან ადგა და კარისკენ გაემართა. ლუკამ დაასწრო და კარი თვითონვე შემოაღო.
ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ ორივემ მე გადმომხედა.
-ბარბარეე, როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ. ჩემკენ გამოემართა და ხელები ჩასახუტებლად გაშალა, მეც გავუღიმე, ავდექი და ჩავეხუტე.
როცა ჩავეხუტე, ის გრძობა გამახსენდა,რომელსაც ადრე მის მიმართ ვგრძნობდი. მაგრამ ის მომენტიც გამახსენდა, როდესაც პირველად, მარის ჩემს თვალწინ უთხრა მიყვარხარო...
არვიცი იმ დროს რას ვგრძნობდი თან მიხაროდა თან ვბრაზდებოდი.
მახსოვს სააბაზანოშ გავვარდი და ტირილი დავიწყე, მაგრამ გავაანალიზე, რომ ლუკა და მარი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი, რომ კიდევ ათასობით ბიჭ გაივლიდა, რომელსაც მოვეწონებოდი და მეც მომეწონებოდა.
-მიხარია, რომ გნახე გავუღიმე. კიდევ დავაკვირდი მის სახეს,ეშმაკურად მიღიმოდა და როდესაც დავფიქრდი, მოვწვი რომ იმას ჰგავდა რაღაცით, რომელიც ჩემს სიზმრებში ყოველდღიურად მსტუმრობდა.
-წავედით? იკითხა ლუკამ და მარის მხრებზე ხელი გადახვია.
-წავედით ვთქვი მე.
გარეთ გავედით და მანქანაში ჩავსხედით,რატომღაც მარიმ არ მონდომა წინ დაჯდომა და უკან დაჯდა. ლუკამ მითხრა, რომ მე წინ დავჯდომოდი, მეც უარი ვერ ვუთხარი და მის გვერდზე დავჯექი.
მანქანა დაქოქა და კლუბისკენ გავემართეთ, კლუბისკენ რომლის სახელიც ჯერ ვერ გამეგო.



№1  offline წევრი izabella

ვითომ ლუკაც სექტის წევრია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაბის ყველა ატყუებს. ძალიან ბევრი რამეა გასარკვევი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

ვითომ ლუკაც სექტის წევრია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაბის ყველა ატყუებს. ძალიან ბევრი რამეა გასარკვევი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი barbaresanti

izabella
ვითომ ლუკაც სექტის წევრია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაბის ყველა ატყუებს. ძალიან ბევრი რამეა გასარკვევი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

ვითომ ლუკაც სექტის წევრია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაბის ყველა ატყუებს. ძალიან ბევრი რამეა გასარკვევი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

დაელოდე შემდეგ თავს, მალე ყველაფერი გაირკვევა heart_eyes

 


№3 სტუმარი Mariami

Barb dzaan magaria,ufro da ufro saintereso da damaintrigebeli xdeba.moutmenlad velodebi shemdeg tavs.????

 


№4  offline წევრი barbaresanti

Mariami
Barb dzaan magaria,ufro da ufro saintereso da damaintrigebeli xdeba.moutmenlad velodebi shemdeg tavs.????

მადლობა, დელოდე შემდეგ თავს heart_eyes

 


№5  offline წევრი barbaresanti

Mariami
Barb dzaan magaria,ufro da ufro saintereso da damaintrigebeli xdeba.moutmenlad velodebi shemdeg tavs.????

მადლობა რომ კითხულობბბ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent