ყველა'ფერი(თავი 8)
-დემეტრე მე ერთი კვირით ვერ დავრჩები საღამოსვე უნდა წავიდე.-განუცხადა ანამ ჭამის დროს. -არსადაც არ დაბრუნდები,ერთი კვირა,ზუსტად ერთი კვირა უნდა ვიყოთ აქ!-გაჯიუტდა ახვლედიანი. -არ შემიძლია! -მემგონი არც მიკითხავს და არც მითხოვია! -მემგონი თავისუფალი ადამიანი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზამ!-გაბრაზდა ანა. -არ მაინტერესებს! თუ გინდა რომ დავბრუნდებით მიჩივლე!-ნიშნის მოგებით უთხრა ბიჭმა. -თუ გგონია ვერ ვიზამ ძალიან ცდები!-ენა გამოუყო უკვე ზურგით მდგომ ბიჭს. -პატარა ბავშვივით რომ ყოფ მაგ ენას არ გრცხვენია?-კითხა დემეტრემ სიცილით,ისე რომ არც შემობრუნებულა.-წამო წამო.კარგად ერთობოდნენ:იგუნდავეს,პატარა ბავშვებს ეთამაშნენ.ანა ხალისობდა იმაზე თუ როგორ აგიჟებდა დემეტრე ბებიამისს.მერე თინამ დემეტრეს პატარაობის ფოტოები აჩვენა გოგოს:საოცრად საყვარელი იყო პატარა პუტკუნა დემეტრე,მაგრამ დიდი დემეტრეს სახე უნდა გენახათ,სიმართლე უნდა ითქვას ანა მის სახეზე უფრო ხალისობდა ვიდრე ფოტოებზე. -ბებო გაფრთხილებ შეინახე თორემ გადავყრი.-იძახდა გამუდმებით . -აბა გაბედე.-ერთიდა იგივე პასუხს იღებდა ბებიამისისგან ყოველდღე. ერთ დღესაც ახალგაღვიძებული ანა ღუმელთან ჩამოჯდა და დემეტრეს გაბრაზება გადაწყვიტა. -აბა ახვლედიანების სიამაყევ აბრძანდი და ყავა მომიმზადე! -ბატონო?!მთხოვე მაინც!...მომინდომა...ძაან ხო არ გახვედი თავს.-წარბები შეკრა დემემ. -კარგი...როგორც გინდა...მაშინ ამ ფოტოს მთელი სოციალური ქსელი იხილავს.-უთხრა და ტელეფონი ცხვირწინ აუფრიალა. -ეს ფოტო შენ საიდან?-წამოვარდა დემეტრე.-არადა ზუსტად მახსოვს დავმალე. -იცი?ცუდი ადგილი გინახავს,რა უნდოდა ამას სკივრში თაროზე უნდა შემოგედო!...აბა გამიკეთებ ყავას? -ყავას გაგიკეთებ კი არა მომეცი ეგ ტელეფონი დროზე!მეტჯერ აღარ გავიმეორებ!-ანა უცებ წამოხტა და გარეთ გავარდა.-დადიანო მოდი აქ! დროზეეე!-დემეტრეც უკან გაყვა.ბევრი ირბინეს თოვლში მაგრამ გოგონამ გაქცევა მაინც ვერ მოახერხა.ბოლოს მაინც თოვლზე გაწოლილი აღმოცნდა დემეტრე კი ზემოდან მოექცა.ბევრი თოვლი ჩააყარა კარგადაც აგორავა. -აუუუ დემეტრე გავიყინე გეყოს რა...მცივა დენეტრე!...კაი ხო წავშლი ოღონდ გამიშვი!-კიოდა ბოლო ხმაზე. -აი ასე ამიერიდან იცოდე ვის უნდა ეთამაშო!მე ყოველთვის ვიგებ!-კმაყოფილებით გახედა გოგოს. ............................................... თამაში ჰქონდა.სამქულიანი ჩააგდო და ინსტიქტურად გაიხედა იმ ადგილისკენ სადაც ახტუნებული გოგონა,ვითომ კალათბურთის ფანი უნდა დახვედროდა,მაგრამ ადგილი ცარიელი დახვდა,ეწყინა,თავში ათასმა აზრმა გაუელვა,ისიც იფიქრა იქნებ რამე შეემთხვაო.გაიმარჯვა,მაგრამ ამ გამარჯვებას არ ჰქონდა ის გემო როგორიც მისი ყოფნის დროს.მხოლოდ ერთი კითხვა უღრღნიდა ტვინს „რატომ არ მოვიდა?“ -ჰეი დიმ როგორ ხარ?...ბიჭო შენი გოგო ნატა ლორთქიფანიძის დაქალია ხო?...ჟურნალისტი როა ბიჭო რა დაგემართა?...ხო ...ისთი არაფერი უბრალოდ შეგიძლი რომ გაიგო როგორაა?...აუ იმენა ძმა ხარ!მიდი რა გელოდები! -ტელეფონი გათიშა და ლოდინი დაიწყო.რომ გეკითხათ გეტყოდათ ერთ საათშიო მადრამ ზუსტად ერთ წუთში გაისმა დიმას ხმა ტელეფონზე.გაიგო სიცხე ჰქონია,მერე მისამართი ჩაიწერა და პირდაპირ იქით გაქანდა. -მოვდივარ-გაისმა კარს უკან-გისმენთ...-ხმა ჩაუწყდა როდესაც ის დაინახა ვისითაც მღელი ერთი წელია შეპყრობილია.-რა გნებავთ? -ვიფიქრე ერთგულ ფანს მოვინახულებ-მეთქი-თავხედურად დაიწყო. -ერთგულ ფანს რას გულისხმობთ?-გაიკვირვა,მაგრამ გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა. -თავს ნუ ისულელებ! -თუ იმას გულისხმობთ რომ თამაშებს ვესწრები მინდა გითხრათ რომ ჟურნალისტი ვარ.-თავის მართლებას მოყვა ნატა. -ჟურნალისტი მაგრამ არა სპორტული ხომ ასეა?-გაუცინა ლიპარტელიანმა. -ბატონი გაბრიელ...-სიტყვები გაბრიელმა გააწყვეტინა. -არ შემომიშვებ? -კარგი?! -გმადლობ...აბა?!სიცხე გქონია გავიგე!-ჩვეული ღიმილით განადრძო საუბარი ბიჭმა. -შენ...უფროსწორად თქვენ საიდან...-ხმა ისევ ჩაუვარდა ნატას. -საიდან გავიგე?...კავშირები მაქვს ჩიტო!-თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ წავიდა ისე თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. -უკაცრავად მაგრამ ხელს ხომ არ გიშლით?-ვეღარ მოითმინა გოგმ. -არა ბრძანდებოდეთ-ჩვეული ირონიით მიუგო ლიპარტელიანმა.-ისე...შეგიძლია აქ ტრაფარეტი გააკრა „ამ ოთახში იყო გაბრიელ ლიპარტელიანი“მერე ფული აიღე იმისგან ვინც აქ შემოვა. -თავი მაგარი გგონია ხო?-აზარტში შევიდა ნატაც. -არა კი არ მგონია ვარ! -შეგიძლია მიბრძანდე და სხვაგან იმკო თავი კომპლიმენტებით!-ამჯერად მკაცრი იყო ნატას ხმა. -კაი რა არ მოგენატრე?რამდენიხანია თამაში არ მქონია!...თუ ...მოიცა ქუჩაშიც დამსდევ?-ისევ არ წყნარდებოდა გაბრიელი. -მე უბრალოდ ჩვენების თამაშებს ვესწრები...ანდა საიდან იმდენი ამბიცია რომ იფიქრე მე შენს ყველა თამაშს ვესწრები-არც ნატა ცხრებოდა. -ვინ თქვა რომ ცამეტი უიღბლო რიცხვია?შენ ყოველთვის მეცამეტე რიგში მეცამეტე ადგილას ჯდები ჩიტო ყოველთვის იქ ხარ როცა არ უნდა გამოვიხედო...ხო მართლა რატომ თარსი რიცხვი?-სწრაფად ჩაურაკრაკა გაბრიელმა. -ვინ გკითხავთ სად დავჯდები და ხო როგორც ჩანს მე კი არა თქვენ მითვალთვალებთ! -მოდი შევთანხმდეთ „თქვენ“ არა ნუ დამაბერე ოცდაოთხის ვარ მხოლოდ!მერე მეორე როცა კითხვას დაგისვამ მიპასუხე!და არასდროს შემომიბრუნო კითხვა!გაიგე? -ხისთავიანი სვანი ხარ! -ასე ხო?კარგი ნატა!-პირველად წარმოთქვა მისი სახელი.ამის გამგონეს ჟრუანტელმა დაუარა,მაინც რა ლამაზად ჟღერდა მის მიერ ნათქვამი.-ხომ იცი რომ თუ რამე მინდა აუცილებლად ვიღებ!-ბოლო სიტყვები ხაზგასმით თქვა და სახლი დატოვა. -ყველაფერთან ერთად თავხედიც ყოფილხარ ბატონო გაბრიელ!-თავისთვის ჩაილაპარაკა და სალიოს დაურეკა.ისიც მალევე ადგილზე გაჩნდა. -რა მოხდა ნატ?-გადაკოცნა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.ნატამაც ყველაფერი უამბო.-შენ გოგო ნორმალური ხარ?უკვე ერთი წელია გიყვარს,მაგას რომ ხედავ ითიშები და ეს სისულელეები რამ გათქმევინა ხომ ვერ მეტყვი? -კაი რა ხო იცი რომ ერთობა,გამომიყენებს და მერე ისევ მე ვიქნები გულნატკენი?ხოდა არ მინდა...მეყვარება ისევ შორიდან-მოწყენით ჩაილაპარაკა ნატამ რომელსაც აშკარად აჩრდილად დარჩენა ერჩივნა. .................................................................. ბიჭები კლუბში ისხდნენდა ვისკის სვამდნენ. -აუ ჩემი მაგრად ამოვიდა ყელში ეს ერთფეროვანი ცხოვრება,რამე ახალი მინდა.ვიფიქრე სადმე დავისვენებ-მეთქი მარა ამ ჩემმა მწვრთნელმა მაგრად შე***შეჯიბრებისთვის უნდა მოემზადოო.-აწუწუნდა ლუკა. -მე კიდე გამიშრო აბაშიძეების ქალმა სისხლი,რაც დედაჩემი გავაცანი კიდე ერთად მიშლიან ნერვებს.-აყვა რეზიც. -შენ რას გაჩუმდი ბიჭო?-მიუბრუნდა ლუკა გაბრიელს-ნახე რა რა სულელივით იცინის! -აბა შეყვარებული მაგას არ აწუხებს და არაფერი!-ისევ ამოიღო ხმა რეზიმ. -აუ შენ რას შე**** ბიჭო თუ არ გინდოდა რას გაიჩინე შეყვარებული...თქვენგან განსხვავებით მე ქალები ვერ მიმონებენ მე იქეთ ვამონებ!-ისევ სიცილით მიუგო გაბრიელმა. -აი ლიპარტელიანი ტვინს ტ*** ამ უაზრო ლაპარაკით რას ქვია რას გავიჩინე მიყვარდა და მიყვარს ბიჭო!-შეუბღვირა რეზიმ.-შენ კიდე რაღაც ძაან კარგ ხასიათზე ხარ! -იმენა ნერვებზე უკრავთ რა დაგრუზული ვარ და უჟმური ხარო,კარგ ხასიათზე დავდექი და რას იღიმიო.თქვენ ვაფშე შ** ხო არ გაქვთ აა?...შენ კიდე მოყევი რაო დედაშენმა ლიზაზე?-ამჯერად რეზის მიუბრუბდა. -რავი კაი გოგოაო ვაფშე ლიკა დაუდაქალდა და ეხლა ერთმანეთთან უფრო დიდ დროს ატარებენ ვიდრე ჩენთან და მე აღარაფერს აღარ მიყვებიან ვაფშე! -კაია ეგრე თუ გაუგეს ერთმანეთს! -ხო რავი! -ვაფშე მე თუ მკითხავთ მაგრა გაგიმართლა არა ბიჭო?-ისევ გაბრიელს მიუბრუნდა ლუკა.-აუ ამას ახლა ვცემ დედას გეფიცები.ჩვენ რა დღეში ვართ და ეს ...იღრიჯება ასე სულელივით...ბიჭოო!-თავში ხელი წამოარტყა. -აუ გაა*** ახლა!-შეუღრინა გაბრიელმა-ვაფშე წავედი რა!-ადგა და სახლისკენ წავიდა.დამიშნულების ადგილს მიაღწია თუ არა ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა,სულ მხიარულ,საყვარელ ფანზე ფიქრობდა,თავიდან თავს არწმუნებდა რომ უბრალოდ უკვირდა მსგავსი საქციელი გოგონასგან,მაგრამ ახლა იცოდა რომ უყვარდა,უყვარდა მისი წამოხტომა დ აყვირილი,ყველა მისი დაკრული ტაში.ყველა ბურთს მისთვის ისროდა თითოეულ ქულას მას უძღვნიდა და ყველა მოპოვებული გამარჯვება მას ეკუთვნოდა. .................................. დილით ადრე გაიღვიძა თითქმის მთელი კვირა ასე იქცეოდა.ქვევით ჩავიდა. -დილამშვიდობისა თინა ბებო!-ღიმილით მიესალმა და ლოყაზე აკოცა. -დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო გოგო! რატო გაიღვიძე ასე ადრე?-თბილად მიუგო ქალმა. -რავიცი მივეჩვიე! -ანუშკიი!-შემოესმა კიბიდან დემეტრეს ხმა. -რა იყო ბიჭო რა გაღრიალებს?-გაუჯავრდა ბებო. -აუ ბებო მაცა რა! -რაიყო? -წამო საქმე მაქ! -კაი!...-სიტყვის დამთავრება არ აცადა ხელი მოკიდა და გაიქცა,სხვათაშორის შეხებისას ორივე მათგანმა იგრძმო ზოოპარკი მუცელში. -აუუ დემეტრე სად მივდივართ?დავიღალე.-აწუწუნდა ანა. -მალე მივალთ მართლა!-მართლაც მალე ადგილზე იყვნენ,ანას თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა.დიდებული მთები უმზერდნენ ერთმანეთს,განსაკუთრებით ლამაზი იყო ამ ყველაფრის ზამთარში ნახვა.თითქოს მთები ერთმანეთს უღიმოდნენ. -ვაუ...აღფთოვანებული ვარ! -ვიცი-ახლოს ლამაზი ქოხი იდგა აშკარა იყო პატარა ბავშვმა ააგო. -რა ლამაზი ქოხია! -მე გავაკეთე -ამაყად განუცხადა და სასაცილოდ გაიჯგიმა.-რა თქმა უნდა პატარაობაში...წამო შევიდეთ!-შიგნით ანას ულამაზესი სანახაობა დახვდა,პატარა ნათურებით მორთული იყო ირგვლივ ყველაფერი,იქვე კი სანთლებიც ენთო. -რა ხდება დემეტრე? -რაღაც უნდა გითხრა...ძნელი ყოფილა...-თავისთვის ჩაიბუტბუტა-ანა ჩემთვის...სხვა ხარ...თითქოს ჩემი ღიმილის მიზეზი...ის ვის გამოც შემიძლია მთები გადავდგა ...მომწონხარ ანა...არა! კი არ მომწონხარ მიყვარხარ-ისე თქვა თითქოს დიდი ტვირთი მოეხსნა.-ვიცი რომ ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ და მაპატიე თუ ზედმეტი მომივიდა მაგრამ უნდა მეთქვა...მისმინე არ მინდა რომ ამან ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს.მისმინე შევძლებ და მინდა რომ ისევ მეგობრები ვიყოთ...-ისევ გააგრძელებდა ანას რომ არ შეეჩერებინა. -დემეტრე მისმინე!...მომისმინე! შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ,თითქოს ისევ ძველი ანა ვხდები მაგრამ მეშინია გესმის?ახალი ურთიერთობების ძალიან მეშინია,არ მინდა ისევ შევცდე...ერთი წუთით არ იფიქრო რომ მას გადარებ მაგრამ მაინც მეშინია,არ ვარ მზად ახალი ურთიერთობებისთვის...ჯერ კიდევ ვერავის ვენდობი! გთხოვ გამიგე ცუდად ვარ!-ცრემლები წამოუვიდა.პირველად სამი წლის შემდეგ ანა ისევ ტიროდა.-ბოდიში გთხოვ! -ანა...ანა!მომისმინე დამშვიდდი ხო?-გულში ჩაიკრა და ხელები მაგრად მოუჭირა-მე შევძლებ და შენც შეძლებ რომ ხალხის ნდობა დაიბრუნო ხომ გესმის არ მოგშორდები! ............................................................. კარზე ზარის ხმა გაისმა. -აუ რა ჯანდაბაა....რომელი საათია?-ზანტად წამოდგა,მოკლე ხალათი მოიცვა და კარი ისე გააღო არც შეუხედავს ვინ იყოი-გაბრიელ იცოდე თუ ქვეყანა არ იქცევა სიკვდილი გელის!-მთქნარებით თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა.-ყავას დავლევ და მერე მოგხედავ! -ზოგადაგ ქალბატონო ანანო ასეთ ფორმაში კარებს არ აღებენ-გაისმა ბოხი ბარიტონი,გოგონა შეხტა როდესაც ამ ხმაში ალექსანდრე ამოიცნო-მითუმეტეს თუ სტუმარი კაცია!-ირონიული ღიმილით იყურებოდა დევდარიანი. --იცი რას გეტყვი?!-წამოწითლდა ანანო-რა გინდა ჩემს სახლში?-დაბნეულმა დაიწყო ბუტბუტი. -შენთვითონ გამიღე კარი! ანანო სწრაფად შევიდა ოთახში და ჩაიცვა,როცა უკან დაბრუნდა ალექსი მისაღებში აღარ დახვდა,სამზარეულოში ბუზღუნით შევიდა. -იდიოტი გამაღვიძა და წავიდა სულელი!-იღრინებოდა და თან ყავის ფინჯანს ეძებდა.-ეს ჭიქა ნაიმც სად წავიდა აქ არ დავტოვე? -იმედია იმ არაჩვეულებრივი კომპლიმენტებით მე არ მამკობდი! -ვაი დედა!-შეჰკივლა გოგომ და დაინახ დევდარიანი რომელსაც ხელში ორი ყავის ფინჯანი ეჭირა.-უი ჩემი ყავა-უცებ დამშვიდდა და ყავა აართვა.-მმ...გემრიელია,ამიერიდან შენ მოგამზადებინებ ხოლმე-ამას რა თქმა უნდა ალექსის ღიმილი მოყვა. -მოგიმზადებ აუცილებლად! -რაა?როგორ მომიმზადებ?...ანდაც რა მნიშვნელობა აქვს აბაა....რამ მოგიყვანა აქ ამ დილა ადრიან? -ჯერ ეს ერთი პირველი საათია,მერე მეორე დღეს ანა და დემეტრე ბრუნდენდებიან! -უი ხო სულ დამავიწყდა...ანდაც რათ უნდოდა ამ ამბავს ჩემი გაღვიძება ეგენიც ახლა ორწლიანი მოგზაურობიდან არ ბრუნდებოდნენ-თავისთვის დაიწყო ბუტბუტი,ამაზე ალექსმა სიცილი ატეხა.-რა გაცინებს? -არაფერი...კაი წავედი აბა მე და მიხედე თავს თუ მოგშივდეს საჭმელი გამოიძახე ნუ გადაწვავ სახლს!-მოხუცი ქალივით დაუბარა და წავიდა. -იდიოტი-მიაძახა ანანომ. მერე გამოიცვალა,ყურსასმენები მოირგო და პარკში წავიდა განსატვირთად. -გამარჯობა ანანო!-მიესალმა ბიჭი.ანანომ ინატრა მიწა გასკდომოდა როდესაც მის გვერდით ბაჩი დაინახა. -ბაჩი?როგორ ხარ?-ამოიკნავლა საწყალი ხმით. -კარგად შენ?მომენატრე რამდენი ხანია არ მინახიხარ!-დაიწო საუბარი,ამაზე ანანოს სახე ეცვალა იცოდა ახლა დაიწყებოდა: „მიყვარხარ“ „უშენოდ ვეღარ ვძლებ“ „მოდი გავიქცეთ“და ასე შემდეგ,მერე შეიძლება ლექსიც ეთქვა აქ კი სიცილს ვეღარ შეიკავებდა ამიტომ გადაწყვიტა საბოლოოდ მოეშორებინა ეს ბიჭი. -მე არ მომენატრე მეტიც ვისვენებდი შენ რომ ვერ გნახულობდი!-ცივად მიუგო,იცოდა სასტიკი იყო მაგრამ ფიქრობდა რომ ბაჩი იმსახურებდა ქალს რომელსაც მართლა ეყვარებოდა. -კარგი რა ანანო გულს მტკენ! -რით ვერ გაიგე რომ არ მიყვარხარ?!მე წავედი!-წამოდგა თუმცა ბიჭის ხელმა შეაჩერა რომელიც მარწუხივით ჩასჭიდებოდა. -ვერსად წახვალ! -ახლავე გაუშვებ!-ანანოს ყურს ალექსანდრეს ხმა ჩაესმა.-გაუშვი მეტჯერ აღარ გავიმეორებ! -შენ ვინ ხარ რომ მიბრძანებ?-ამრზით შეხედა ბიჭმა,ანანო ასეთ ბაჩის პირველად ხედავდა.-მომეშვი მე ჩემს შეყვარებულს ვესაუბრები. -აუ ეს ღლაპი ბავშვები ნე მეჭიმებით ხოლმე რა!-თქვა თუ არა ალექსანდრემ ბაჩის ტუჩიდან სისხლმა დაიწყო დენა. ანანო გაშველებას ცდილობდა თუმცა ბიჭები დაოკებას არ აპირებდნენ. ... -ხომ მიიღე მეტის ღირსი ხარ!მშვიდად მოვიშორებდი იარე ახლა გახეთქილი ტუჩით...მხეცო შენ!-წიკვინებდა ანანო. -თუ ასე გადარდებს მისი ბედი მიბრძანდი ალბათ საავადმყოფოშია!-წარბები შეკრა ალექსმა. -ველურო...გიხარია? -კაი ახლა არ შემარგო ვიღაც თავხედის ცემა რა!-ცდილობდა გაეჩუმებინა მაგრამ არ გამოდიოდა. -იდიოტი ხარ სუფთა!-შეუღრინა და ტუჩზე ბამბა მაგრად დააჭირა,ალექსანდრეს კვნესა წასკდა-მეტის ღირსი ხარ,რომ ჩხუბობდი ხომ არ გტკიოდა.მალე ანა და დემეტრეც მოვიდნენ,იმდენი იცინეს კინაღამ შეწუხდნენ,ბოლოს ბიჭებიც წავიდნენ და ანამ ყველაფერი უამბო რაც დემეტრემ უთხრა. -ვაიმეეე!რა მაგარია!ვოცოდი,ვიცოდი,ვიცოდი!-გაჰკიოდა,მერე მაგიდაზე ახტა მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო.კარზე ზარის ხმა გაისმა ანამ გააღო ალექსანდრე იყო ტელეფონი დამრჩაო.მისაღებში მაგიდაზე მოცეკვავე ანანოს დანახვისას გაეღიმა.უეცრად ანანოს ფეხი დაუცდა და პირდაპირ ალექსის მკლავებში ამოყო თავი. -სიმღერა შენზეა,მართლა გიჟი ხარ!-სიცილით უთხრა ბიჭმა. -მაგრამ შენი არა!-ნიშნისმოგებით გახედა და უეცრად დივანზე აღმოჩნდა დაგდებული.-მხეცო! -ალქაჯო! ესეც ახალი თავი ახალი წყვილით. იმედია მოდეწონებათ შევეცადე შეძლებისდაგვარად გამეზარდა და დამეთანხმებით მრავალფეროვანი თავი გამოვიდა.მადლობა რომ კითხულობთ.თქვენი შენიშვნები და ემოციები გთხოვთ რომ გამოხატოთ კომენტარებში რათა შემდეგში გამოვასწორო.მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.