შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი [4]


10-03-2019, 16:28
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 801

-აფციუ. . .
-ჯანმრთელობა,კარგად დაიფარე,აკი გითხარი გავცივდებით მეთქი! ჯიუტო,იჯექი ახლა კატროფილის ტომარაში გახვეულივით და აცემინე.
-ერთ დაცემინებას გადამაყოლე ახლა,მიდი ჩაი მოადუღე და მერე დამიჯექი აქ და მიკითხე ლექციები,რომ ხროხინებ ბებერი ძაღლივით.
-ოხ,რა აუტანელი ხარ ზოგჯერ.
-მე ზოგჯერ და შენ ყოველთვის ,- ღიმილნარევი ხმით მიუგო და ცხვირზე წაივლო ხელი,ცემინება რომ შეეკავებინა.
-არ შეიძლება,ჯობია დააცემინო,-ხელი გააშვებინა გიორგიმ - წავალ ჩაის მოვადუღებ,თორემ შენ ყურებაში მეც ამიტყდება.
-გელოდები.
გიორგიმ პლედი მოიძრო და დივნიდან წამოდგა,ერთი გადახედა კესანეს და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.მან კარგად იცოდა,სად რა ედო კესანეს,ამიტომ არ გასჭირვებია საჭირო მასალის მოძებვნა და ჩაის მომზადება.სანამ გიორგი სამზარეულოში ფუსფუსებდა,კესანე პულტს დაწვდა ,ტელევიზორი ჩართო და არხების თვალიერებას მოჰყვა.
-გიორგი! - დაბნეულმა წამოიყვირა - გეგია ტელევიზორში,შენს ფირმაზე საუბრობს.
გიორგიმ სიჩქარეში ცხელი წყალი ხელზე გადაისხა და გამწარებული გავარდა.
-ერთი მაგის დედაც,ხელი დავიწვი,-სახე დაჭყანულმა თქვა და ხელს სული შეუბერა,ცოტა შვება მოჰგვარა.კესანე წამოხტა და მასთან მივიდა.
-ძალიან დაგიწვავს,ცოტა ფრთხილად ვერ იყავი? სად გეჩქარებოდა?
-რომ დამიძახე,მეგონა რამე მოგივიდა,ისეთი განწირული ხმა გქონდა.
-უყურე ერთი,ესეც მე დამაბრალა,წავალ მალამოს მოგიტან და დაგიამებს.
-რა უნდა ამ ცოდვით სავსეს,რას მიედ-მოედება ჩემზე,რა ჩემი ფეხები უნდა?
-დაჯექი და მოუსმინე,მე მალამოს მოგიტან.
გიორგი დივანზე ჩამოჯდა,პლედი მოიხურა და ტელევიზორს მიაშტერდა.დამწვარი ხელი სულ გადაავიწყდა,ეკრანზე,სოლიდურად გამოწკეპილ გეგის რომ უყურებდა და მის დამცინავ საუბარს უსმენდა.
-მოვკლავ,ამ ნაბიჭვარს,-წამოვარდა და მუშტი მოუღერა ტელევიზორს.
-ეგრე პირპისპირ რომ იქნები,მაშინ მოიქეცი,ჩემ ტელევიზორს რას ერჩი.
-გესმის რას ამბობს,ეს . . . ყურები დახუჭე უნდა შევაგინო.
-დამშვიდდი,რისი გეშინია,რამდენი წელია შენ მართავ კომპანიას და არაფერი მომხდარა და ერთი კაცის ნათქვამით რა გადაწყდება.
-ფულის გათეთრებას მაბრალებს,კესანე,ამას გაჩენის დღე უნდა ვაწყევლინო,ცემაში ამოვხდი სულს,ამის ძალით პატიოსანი დედა რომ ვატირე მე ,- სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა გიორგი.გეგის ახლოს ყოფნას ნატრობდა რომ გვარიანად ეცემა,ისე რომ საკუთარ დედას ვეღარ ეცნო -ეს ნაგავი მოგწონს? -მიუბრუნდა კესანეს გაღიზიანებული - ყველა საქმეში რომ ცხვირს ჰყოფს და საკუთარი თავის გარდა ყველა ფეხებზე რომ ჰკიდია,ვერ ეღირსება ჩემ დაცემას.
-მე რატომ მიყვირიხარ,რა შუაში ვარ,ვინმეს წილში ვზივარ? მისი ცოლი ვარ თუ საცოლე,მიპასუხე.
-იცოდე,როცა შენთან მოახლოებას მოინდომებს მე დამირეკე,არ გაუბა საუბარი,თორემ დავივიწყებ რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და სიძულვილის ობიექტად გაგიხდი,არ მჭირდება მოღალატე მეგობრები.
-ახლა ზუსტად მას ჰგავხარ,არ იცოდი შენ ასეთი ბოროტული საუბარი.
-მე თუ გავჩუმდები ციხეში მიკრავენ თავს,გინდა ეგრე რომ მოხდეს? ველოდო,როდის აამოქმედებენ ყველა ბერკეტს,მას შემდეგ ,რაც ამ არაკაცის ინტერვიუს მოისმენენ?შენ ახლაც ვერ ხვდები რა ნაგავთან გვაქვს საქმე,მას ყველაფრის გაყალბება შეუძლია,სანამ ჩემ პირად საბუთებს მოწვდება მე რამე უნდა ვიღონო.
-დაურეკე შენს თანამშრომლებს,მისი აიპი დაბლოკონ,საერთოდ გააქრონ შემხებლობა თქვენს კომპანიასთან,ჰაკერი დაიქირავე და გაუტეხე,ყველა მასალა წაუშალე,რაც მოძიებული აქვს ხელოვნურად.
-ჩვეულებრივი თაღლითია,მაგას ჩემი საბუთები ექნება გაყალბებული,წარადგენს თავის შექმნილ ფურცლებს პოლიციაში,სადაც ჩემი ყალბი ხელმოწერა იქნება და ამით დასრულდება ყველაფერი,დამაკავებენ ფულის გათეთრებისთვის.რადგან საუაბრი წამოიწყო,უკვე მოქმედებს კიდეც.
-ცივი გონებით იმოქმედე,ნუ ფიქრობ იმაზე რომ რამეს დაგიშავებს,არც ისეთი სუსტი ხარ რომ ვინმემ დაგჩაგროს,წინა წლის ამბავი დაგავიწყდა? ვიღაც ეკატერინედ წოდებული ქალი რომ გაბავდა და მერე მთვრალს ყალბ საბუთზე ხელი მოგაწერინა,ძლივს მიგახვედრე რომ აფერისტთან გქონდა საქმე და მერე შენებურად იმოქმედე და კი ზის ახლა ციხეში.
-გეგი რომ ციხეში ჩაჯდეს გული არ დაგწყდება? - მასთან ახლოს მივიდა და მალამო გამოართვა,გახსნა და მცირე მასა დამწვარ ხელზე გადაისვა.
-მე არასოდეს ვიქნები დამნაშავის მხარეს.-უყოყმანოდ მიუგო კესანემ და ხელზე მოკიდა -ძალიან გტკივა? -ჰკითხა და სული შეუბერა.
-ხელი აღარ,გული კი,ვეღარ უძლებს ამდენ ბოროტს ხალხს,-ოხვრით უპასუხა გიორგიმ და ხელი მოკიდა,-მაპატიე რომ ხმამაღლა გელაპარაკე,უბრალოდ იმ ფაქტის წინაშე ვდგები რომ შესაძლოა გისოსებში აღმოვჩნდე,სრულიად დაუმსახურებლად,-წელზე მოხვია ხელი-ჩმეხუტე,გთხოვ,მეგობრული სითბო მომეცი რომ დავმშვიდდე,თორემ ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირება და ლამის დავიხრჩო,-კესანემ ხელები მხრებზე გადააწყო და ჩაეხუტა.
-უკეთ ხარ?-ჰკითხა და თავი მის მხარზე დადო.
-გული დამიწყნარდა და ისე ვსუნთქავ,ასე მგონი ხელმეორედ დავიბადე,მადლობა კესანე,შეუცვლელი მეგობარი ხარ.
-შენც,ჩემო ძვირფასო,გპირდები რომ აღარ ვიფიქრებ გეგიზე და სხვა ბიჭზე ვიფიქრებ.
-ძალიან კარგი,შენ თუ ამ სიკეთეს იზამ.
-დიახაც!
-მიყვარხარ ძალიან!
-მეც მიყვარხარ,ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და რომ არ მიყვარდე დანაშაულია.
-მართალი ხარ,არ გეპატიება,წავალ ჩაის მოვიტან და დავლიოთ,თორემ სულ გაცივდება.
-მიდი,ჩემო ყოჩაღო ბიჭო.
გიორგი სამზარეულოში გავიდა და უკან მალევე მობრუნდა,ორი ჩაის ჭიქით ხელში,ერთი კესანეს გაუწოდა და დივანზე ჩამოჯდა.
-მოგეყრდნობი,-გვერდით მიუჯდა კესანე და მხარზე თავი მიადო,-რამე ფილმს ვნახავ და ვუყუროთ.
-კარგი,თანახმავარ და რომ დსრულდება სახშლი წავალ.
კესანემ ამოარჩია ფილმი და ინტერესით მიაცქერდნენ,საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და შუა ყურებაში ორივეს ჩაეძინა.
შუა ღამით გამოეღიძა გიორგის,ტელევიზორი საშინელ ხმას გამოსცემდა.გაკვირვებულმა გადახედა მის მკერდზე მძინარე კესანეს და პულტი ხელიდან ფრთხილად გამოართვა,ტელევიზორი გათიშა და პლედი ჯერ კესანეს მიაფარე,შემდეგ თვითონაც დაიფარა და თვალები დახუჭა,თუმცა ძილი აღარ მიეკარა.კესანე კი მისკენ უფრო იწეოდა და,ფაქტობრივად მის გულზე ეძინა,გორგის გული აუჩქარდა და ყურებს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.ხელი მოხვია წელზე და მიიხუტა,საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა კესანეს გვერდით ყოფნა.თმაზე გადაუსვა ხელი და მისკენ დაიხარა,თმა გადაუწია და შუბლზე მსუბუქად აკოცა.კესანე შეიშმუშნა და ცხვირი დაეჭყანა.გიორგიმ იფიქრა იღვიძებსო და მის სახეს მოერიდა,თუმცა კესანეს თვალები არ გაუხელია,ისე ღრმად ეძინა,ლამის ხვრინვა დაიწყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent