შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 8)


10-03-2019, 18:05
ავტორი naattii
ნანახია 1 833

-ბატონო გიორგი, თქვენთან გენერალი არსენიძეა._მაგიდაზე დადებული აპარატი აწკწიკდა მინისტრის მოადგილის კაბინეტში.
-შემოუშვი შემოუშვი_ინტერესით შესწორდა გიორგი სავარძელში და კარებს ამოხედა.
მეტად უხდებოდა გენერალს ფორმა, რამდენიმე მედალი ისე უბრწყინავდა თვალს ვერ მოაშორებდი. მიხვდა ღავთაძე რაც ხდებოდა, გენერალი თავისი მიღწევების დანახვით იმას აჩვენებდა, რომ არც ისეთი ხელ წამოსაკრავი კაცი იყო, ცხოვრებაში ბევრი ენახა და ყოველთვის გაემარჯვებინა. გაეღიმა გიორგის თავისსავე ფიქრებზე, თუმცა მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა, გენერალმა არ იცოდა თვითონ რამდენი შეეძლო.
-დაბრძადით_სალამის შემდეგ ხელით მიუთითა მაგიდის წინა სავარძელზე მასპინძელმა.
-მადლობთ.
-ალბათ გიკვირთ აქ რატომ ხართ.
-სიმართლე რომ გითხრათ თქვენს ზარს რაც დამნიშნეს მას მერეა ველი, ახლა კი ვფიქრობ გოგონას გათავისუფლებამ დააჩქარა.
-მართალი ხართ_მოწონების ნიშნად გაუღიმა გიორგიმ, -კარგია, როცა აუხსნელად ესმით, მინდოდა მადლობა მეთქვა, არავინ ელოდა თუ ცოცხალს გადაარჩენდით.
-ეს ხომ ჩემი მოვალეობაა_თავი დაუკრა ანდრიამ.
-არ გინდა გენერალო, მოდი გულახდილები ვიყოთ, გენერლის მოვალეობა არ არის გატაცებულ გოგონებს ზდიოს, შეიძლება გავიგო ათასობით შემთხვევაში სწორედ ამ გოგომ რითი გამოიწვია თქვენი დაინტერესება?
-მაშინ პირდაპირ გეტყვით, ამ საქმეში ისეთი პიროვნება მოიაზრებოდა დამნაშავედ, ვისთანაც ადრე კავშირი მქონდა, ამიტომ მოაღწია ჩემამდე ამ ინფორმაციამ.
-ადრე? მაინც რას გულისხმობთ?_ნერვიულად შესწორდა სავარძელში გიორგი, ახლა ამ გენერლის აკიდება არანაირად არ აწყობდა.
-ეს საკმაოდ ძველი ამბავია ბატონო გიორგი, თუ არ ვცდები თქვენს მოსვლამდე მოხდა. სალაპარაკოც არაფერია, ინფორმაცია არ დადასტურდა_ღიმილით დაუკრა თავი გენერალმა და სიამოვნებით დააკვირდა მინისტრის მოადგილის წამით წამოხურებულ სახეს.
-გასაგებია, მოკლედ იმედია მოსვლის მიზეზი გასაგებია, თუმცა არასრული, კიდევ ერთი საკითხია, საკმაოდ მნიშვნელოვანი, გენერალო, გასაგებია, რომ ომი და მუდმივ მოძრაობაში ყოფნა უკვე სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ თქვენმა წინამორბედმა ვერ გასწავლათ გენერლობა რას ნიშნავს.
-მეჩვენება თუ შეურაცყოფას მაყენებთ ბატონო გიორგი?
-როგორ გეკადრებათ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირით სამსახურის გაცდენა გენერლისთვის შეუფერებელია, თქვენი მოვალეობა კაბინეტში ჯდომა და რაზმზე თვალის დევნებაა. როდესაც სამსახურში დაბრუნდებით და სამუშაო მაგიდაზე დახვავებულ საბუთებს შეხედავთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ._თვითკმაყოფილი ღიმილით გადმოხედა სახეალეწილ კაცს და ამაყად მოიღერა კისერი სავარძელში.
მალევე მოთოკა ანდრიამ ნერვები და ფეხზე წამოდგა: -როგორც უკვე აღნიშნეთ, არაერთ ომში მიმიღია მონაწილეობა, არაერთი ძლიერი მტერი დამიმარცხებია და არც ახლა ვგრძნობ შიშს ბატონო გიორგი, იმაშიც მართალი ხართ, რომ თქვენი სიტყვები მშვენივრად გავიგე, თუ არაფრის დამატება გსურთ, წავალ თანამდებობას მივხედავ._თავი დაუკრა კაცს და კარს მიუახლოვდა, მაგრამ სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ მოხედა კაცს
-თუმცა მეც მინდა გაგიმეოროთ, ჯერ არც ერთი ომი არ წამიგია, მიუხედავად იმისა რამდენად დიდი ნაბი*ვრის წინააღმდეგ მიწევდა ბრძოლა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მტრის სქეს, ადგილმდებარეობას, შესაძლებლობას ან თანამდებობას, თუ დამნაშავეა და ჩემს წინააღმდეგ მიდის, მე მას ვანადგურებ_საბოლოოდ დაუკრა თავი სიბრაზისგან გადაწითლებულ ღავთაძეს და კაბინეტი დატოვა.

-ჯანდაბა, ჯანდაბა, შენი დედაც...._გინებით მივიდა მანქანამდე და ნანოს ნომერი სწრაფად აკრიბა.
-სად ხარ?_მკაცრად ჟღერდა კაცის ხმა.
-რა ხდება?
-უბრალოდ მიპასუხე.
-ჯერ სახლში, შემდეგ გავდივარ. როგორ ჩიარა? რამე მოხდა?_ხმა დაადაბლა ქალმა.
-მარტო ერთს გეტყვი, ფრთხილად იყავი, ორმაგად სამმაგად არ ვიცი ოთხმაგად ფრთხილად.
-ჯანდაბა, სწორედ მაგისი მეშინოდა. კარგი, არ ინერვიულო, ჩემზე ზიანის მოყენება არც ისე იოლია. დროებით, მიყვარხარ_სწრაფად გაუთიშა ქმარს და სასწრაფოდ აკრიბა გოგონების ნომერი.

-ყიფიანი, სად ხარ?
-ჯერ შენთან, ნენე უნდა წავიყვანო.
-არსად აღარ წაიყვანო, სამსახურში უნდა წავიდე და რამდენიმე საათში მეც მოვალ.
-რახდება?
-იცის, რომ ვიცით.
-მოიცა, მოიცა, მან იცის, რომ ჩვენ ვიცით რომ მასზე ვიცით?
-აბა მიდი იმუშავე კიდე ერთი ან ორი ვიცით რომ მიუმატო მაგ ფრაზას და გამაგებინე_ახარხარებამდე მისულმა გათიშა ანდრიამ და სამსახურის ეზოში მანქანა დააყენა.


ახალი გათენებული იყო, თუმცა ქალის სილუეტი უკვე ყავის ფინჯნით ხელში ნათლად იკვეთებოდა ფანჯარაში. ყავიდან ამომავალი ორთქლისთვის გაეშტერებინა ლიზას თვალი და მთელი ძალით ცდილობდა ანდრიას მონატრებისთვის ყურადღება არ მიექცია. ისე შემოიჭრა კაცი მის გონებაში, ვერც კი შეამჩნია, ყოველ დღე ფიქრობდა რატომ ტოვებდა ცოლი ასეთ კაცს უყურადღებოთ, მაგრამ პასუხი არ ქონდა. იქნებ მისთვის ებრძოლა? ცოლიანი კაცისთვის. ანდრია ცოლიანი იყო, არასოდეს, ოჯახს არასოდეს დაანგრევდა, ეს მის პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. იქნებ დაშორებულიყვნენ? საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, ახსოვდა როგორ ლანძღავდა პატარაობაში სერიალების ბოროტ გმირებს, რომლებიც მთავარი გმირების დაშორებას ცდილობდა. არა, ასეთი არ იქნებოდა, ოჯახში არ ჩაერეოდა, ეს უკვე მისი საქმე აღარ იყო. უკვე გაციებული ყავა მოსვა ქალმა და მთელი ყურადღება ამოსულ წითელ ბურთზე გადაიტანა.


-ახლა რა უნდა ვქნათ?_შეშინებული თვალები გააცეცა ნენემ და გარშემომყოფებს მოავლო.
-დაწყნარდი ნენე, ხომ იცი, რომ უფლებას აღარავის მივცემ შეგეხოს. ნუ გეშინია, შენს გვერდით ვარ.
-რა ბიჭი დავკარგე ხალხნოოოოო_ყიფშიძის შეყვირება-წამოტირებამ ყველა გამოაფხიზლა და მისკენ გაახედა. ბიჭს ძველებური, კუბოკრული ცხვირსახოცი თვალებზე აეფარებინა და მხრებს ტირილის ნიშნად აცახცახებდა. გოგოებმა სიცილის შეკავება ვერ შეძლეს.
-ძმობას გაფიცებ ცხვირსახოცი სად იშოვე_თეფშით ხელში ადგა ჯაბა
-გუშინ ბაბუაჩემის ნივთები გადავალაგეთ და_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და დიდი სიფრთხილით ჩიდო ნაჭერი ჯიბეში.
-თუ არ გაკლდეს რა_თავი გადაიქნია ყიფიანმა.
-ეეე, რამდენიმე თვის წინ შენც გვერდით მედექი_შეურაცყოფილმა ააფახურა წამწამები ყიფშიძემ.
-მაშინ არავინ მიყვარდა_თვალი ჩუკრა დავითმა და აწითლებულ ნენეს ხელი მოხვია, აქამდე გოგოს გასაგონად არ უთქვამს რომ უყვარდა.

-როგორც ჩანს ანდრიას აგვიანდება_ამოიხვნეშა ნანომ და ტელეფონს დასტაცა ხელი, -აქ დაელოდეთ საქმე მაქვსო, მე უნდა გავიდე და მალე მოვალ_ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა გოგონებს და კარი გაიხურა, ანდრია კი მთელი გონებით მაგიდაზე დახვავებულ საბუთებს უჯდა, ძირითადად მხოლოდ ხელი იყო მოსაწერი, მაგრამ სანამ სრულად არ წაიკითხავდა ისე არ აწერდა, ამას კი დრო ჭირდებოდა.
-გენერალო, შესვენებაზე გავდივარ_ნახევარი ტანით შემოვიდა ლიზა.
-წადი ლიზა, წადი, მე კიდევ კარგა ხანი დამჭირდება.
-თუ გინდათ აქ მოგიტანთ რამეს_ბოლომდე შევიდა ქალი.
-ჩაფიქრებულმა აწია ანდრიამ თავი და ქალს სახეზე დააკვირდა, მიხვდა ლიზას მოუთმენლობის მიზეზს.
-არა ლიზა, მადლობა, გემრიელად მიირთვი_ღიმილით დაუქნია თავი ქალს და მოსულ იდეაზე წინასწარ გაეცინა.

რვა სრულდებოდა სახლის კარი რომ შეაღო. ხმაურზე მიხვდა ბავშვების ჩათვლით ყველა აქ იყო და ბედნიერებისგან აივსო, ვერასდროს იტანდა ცარიელ სახლში მოსვლას.
-ბიძიაა_წამში შეაფრინდა ნათიას შვილი და პატარა ხელები შემოხვია კისერზე.
-როგორ დამძიმებულხარ ბიჭო _სიცილით დააბრუნა უკან და ხელში დაკავებული საჭმლის ყუთით დაიძრა ოთახისკენ. -ლიზამ ახალი სალათი გამისინჯეო და მე თქვენც წამოგიღეთ , არ ინანებთ, საოცარი ხელი აქვს ამ გოგოს_იქვე გახსნა ჭურჭელი და მთელი ძალით ეცადა ნანოს სახეზე იქვე არ ახარხარებულიყო. -უი ჩანგლებს მოვიტან_აფხუკუნებულმა დატოვა ოთახი და თითქოს არც შეიმჩნია უკან ადევნებული ნანო.
-ახლა უკვე სახლში გატანს საჭმელს?_ბობოქრობდა ქალი.
-და შენ რა დამახვედრე?_უემოციო სახით გამოაღო მაცივარი
-შემწვარი კარტოფილი_დაწეპებული ფრჩხილები გაიწვალა ქალმა.
-ვაახ, რა პატივიაა_წარბები აწია ანდრიამ.
-კარგი რა, ხომ იცი არ ვიცი ეს საჭმლის კეთება, ნუ მაწვალებ_თვალები აუწყლიანდა ქალს
-შენც ხომ იცი, რომ ვხვდები როდის მაცოდებ თავს საჭვოდ მოუახლოვდა კაცი და თვალებში ჩახედა.
-ხო ვიცი, მე... აქ... ჩანგლები.._ პატარა გოგოსავეთ ალუღლუღდა მონატრებული ქმრის მოახლოებისას და გაუცნობიერებლად მიუახლოვა ტუჩები.
-ხო, ჩანგლები_ოდნავ შეეხო ტუჩით ანდრია ქვედა ტუჩზე, -არ ინერვიულო უკვე მიმაქვს_თვალებდახუჭული ქალი მოლოდინში დატოვა და წამებში გაქრა სამზარეულოდან.

-დაჩი მოვიდა__ყიფშიძის ხმა გაიგონა უკვე ოთახში შესულმა.
-გისმენთ უფროსო გამომძიებელო_წინ დაუჯდა გენერალი.
-ყოფილო_მაგიდაზე ორი ყუთი შემოდო დაჩიმ.
-ვერ გავიგე?
-წუხელი მთელი ღამე ვმუშაობდი ამაზე სანამ გათენდებოდა და სამსახურში გამოვიდოდნენ_საბუთებს დაადო ხელი დაჩიმ -დღეს კი სამსახუროებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის გამომაპანღურეს_გაეცინა კაცს.
-ოთხი შვილის მამა უმუშევარი დარჩი რა გაცინებს? ფორმაში მაინც იყო დაცვაში გიჩალიჩებდთ ადგილს_გაუცინა ყიფშიძემ.
-ამისთვის ღირდა_დაჩისაც აუტყდა სიცილი.
-ამოღერღე_დივანზე შესწორდა ანდრია.
-ეს ჩემო მეგობრებო, გენერლისა და მინისტრის მოადგილის ორ წლიანი დამაკავშირებელი საბუთები და კადრებია, თითოეული კამერა და ფურცელი შევამოწმე, გენერლის რამდენიმე გადაწყვეტილებას ღავთაძის ხელმოწერა ამშვენებს, პლიუს ამ ორი წლის მანძილზე თითოეული გენერლის სტუმრობის დღე, დრო, ადგილი და დეტალები გვაქვს, სამსახურშიც და მის გარეთაც_სიამაყე იგრძნობოდა დაჩის ხმაში.
-და ეს გამოძიების დაწყებისთვის საკმარისია? ოფიციალურად ვგულისხმობ_წამოიწია ანდრია.
-რა თქმა უნდა, უკვე ოფიციალურად გამოძიება გიორგი ღავთაძის წინააღმდეგ დაწყებულია_გაღიმებულმა მოავლო თვალი დაჩიმ მეგობრების ბედნიერ სახეებს.



აუ რა კარგად ვიხალისე ანდრიას და ნანოს მომენტზე, ვიღაცა ეჭვიანობსო თან ძალიანო :) ❤ ეს ღავთაძე ცუდად დაძვრება და კარგ ჩიტს ნამდვილად ვერ დაიჭერს :) დაჩი არის კაცობის და მეგობრობის სიმბოლო ❤ სულ მერევა ყიფიანი და ყიფშიძე ნუ აქამდე მეშლებოდა და ახლა ვიცი რომ ყიფშიძე მაგარი შერეკილი ვინმეა :)
ისე ერთი კითხვა მაქვს. მე არ მახსოვს თუ ყიფშიძეს სახელი არ გაქვს ნახსენები არსად?

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
აუ რა კარგად ვიხალისე ანდრიას და ნანოს მომენტზე, ვიღაცა ეჭვიანობსო თან ძალიანო :) ❤ ეს ღავთაძე ცუდად დაძვრება და კარგ ჩიტს ნამდვილად ვერ დაიჭერს :) დაჩი არის კაცობის და მეგობრობის სიმბოლო ❤ სულ მერევა ყიფიანი და ყიფშიძე ნუ აქამდე მეშლებოდა და ახლა ვიცი რომ ყიფშიძე მაგარი შერეკილი ვინმეა :)
ისე ერთი კითხვა მაქვს. მე არ მახსოვს თუ ყიფშიძეს სახელი არ გაქვს ნახსენები არსად?

იმდენად იშვიათად ვახსენებდი არ მაქვს ნამდვილად სახელი ნათქვამი:დ ახლა უფრო შემოვიდა მთავარ პერსონაჟებში, ნანო და ანდრიას რაც შეეხება ისე გამაბრაზეს ასე მალე რატომ შეარიგეო, მემგონი ორმაგად ვაწვალებ :დ ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა :დ მადლობა ყოვეთვის ასეთი გულუხვი შეფასებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent