' გრავიტაცია ' (14)
დრო ისე სწრაფად გარბის,რომ . . . გამოცდები დასრულდა,სტუდენტები ერთმანეთს ულოცავდნენ ზაფხულის მოსვლას და დასვენებას. თებე, გულდაწყვეტილი,აუდიტორიის კართან მიყრდნობილი,ლექტორს მიშტერებოდა.თვალები უწინდელივით აღარ უნათებდა,ახლა უკვე სევდიანი მზერა ჰქონდა მიპყრობილი.იდგა და არც შედიოდა და არც გადიოდა.ალექსანდრემ ყველა სტუდენტის ნაშრომი შეამოწმა და სკამიდან წამოდგა,საკუთარი ნივთები ჩანთაში ჩაილაგა და აუდიტორიიდან გასვლა დააპირა,რა დროსაც კარზე აკრული თებე დაინახა,კარებით დაკატაობდა ფაქტობრივად.გაეღიმა და მისკენ წავიდა. -რა სახე გაქვს,თითქოს ვინმე შენმა მდიდარმა ნათესავმა ანდერძში არ მოგიხსენია და მილიონების გარეშე დარჩი. -ნუ სულელობ,გული მწყდება რომ უნდა დაგშორდე. -რატომ უნდა დამშორდე? -გაკვირვება ვერ დამალა ალექსანდრემ. -შენ ხომ მიემგზავრები. -საიდან გაიგე?- აღელვება დაეტყო ხმაში. -ნენემ მითხრა,როდის აპირებდი თქმას? -ნაწყენი ხმით ჰკითხა და კარს ჩამოსცილდა - მალე ჩამოხვალ? -ჯერ არც კი წავსულვარ,არ ვიცი როდის ჩამოვალ,თუ გინდა ხელი მოვაწეროთ და ჩემი კანონიერი ცოლი გახდი -თებეს თვალები გაუფართოვდა,არ მოელოდა ალექსანდრესგან მსგავს შემოთავაზებას,თუმცა ასეთ შანსს კიდევ როდის ეღირსება. -უყოყმანოდ,-მიუგო და სანამ ზედ შემოეხვეოდა გაახსენდა,რომ უადგილო ადგილას იყვნენ. -მაშინ,დაურეკე ნენეს,მერე თენგოს და წავიდეთ იუსტიციაში. -ახლავე! ორივემ მსწრაფლ მოიმარჯვეს ტელეფონები. თებე მოშორებით დადგა და ნენეს პასუხს დაელოდა. -ნენე,სად ხარ,იუსტიციაში მოდი,მე და ალექსანდრემ ხელი უნდა მოვაწეროთ.თენგო რა შუაშია.ხმას არ გაგცემ,ხოიცი შენს გარდა არავინ მყავს.ალო,ნენე. -თენგო საკუთარი ძმასავით ხარ,რატომ უნდა იყოს სხვა,რა გჭირს ტო,ჩემი მეჯვარე უნდა იყო შენ,იუსტიციაში გელოდები იცოდე,მერე მამაოს გავუვლით თუ დაგვწერა ჯვარი ხომ კარგი.ტო კიარა,თავი არ მაცემინო,გესმის? -ნენემ უარი მითხრა -სასოწარკვეთილი ხმით მიუგო მობრუნებულმა თებემ ალექსანდრეს. -თენგომაც,ვერ ვიქნები შენი მეჯვარეო. -რატომ? -მე ვიცი რატომაც,აბა კარგად დაფიქრდი,ჩვენი ხელის მომკიდეები თუ გახდებიან,დანათესავდებიან ერთმანეთთან,მათ კი,როგორც ჩანს ერთად ყოფნა უნდათ,შენ ნენე დაითანხმე,მე სხვას ვეტყვი. -ერთი ამათ დამიხედე-გაეცინა თებეს -ერთად ხოარ მოგვეწერა ხელი? -თენგო ეგრე მარტივად ვერ იღებს გადაწყვეტილებას. -კარგი,რა დროს ეგაა,ჩვენი საქმე მოგვარდეს,თორემ როდის ჩამოხვალ არც კი ვიცით. -არ იდარდო,ჩემო ძვირფასო საცოლევ,მთავარია სულ გულში მყავხარ და სად წავალ და რამდენი ხნით,სულ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის. *** -უარი უთხარი? -კი,თენგო! -რა მიზეზით,შენ არ იყავი მის მეჯვარეობაზე რომ ოცნებობდი? -და შენ რატომ უთხარი უარი ალექსანდრეს? -ეგ საიდუმლოა,საყვარელო. -ოჰ,მეგობრებს შორის საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. -ახლა ვერ გეტყვი,თუმცა არც დავაგვიანებ. -ზაფხულია,სოფელში უნდა წავიდე,ასე რომ გირჩევ მითხრა,თორემ გულში ჩავიტოვ და ხმას აღარ გაგცემ. -ჯერ შენ მითხარი. მასთან ახლოს მივიდა და სახეში მიაცქერდა,ნენე არ დაბნეულა,იგივე გამომეტყველებით მიაცქერდა მასთან საკმაოდ ახლოს მდგომ თენგოს,რომლის სუნთქვასაც სახეზე გრძნობდა. -არც ისე მარტივი საქმეა,მგონია რომ დიდი ვალდებულებაა,რისი აღებაც არ შემიძლია. -მშიშარა ხარ,თვალებში სულ სხვა რამეს ვხედავ,რატომ თვალთმაქცობ? -რას გულისხმობ? -ვინმე გიყვარს?-ხელი მისი სახისკენ წაიღო და ნაზად მოკიდა,შემდეგ თმაზე გადაინაცვლა და თითებს შორის მოიქცია მისი ხვეულები.ნენეს კანკალი დაეწყო და გული აუჩქარდა,ვერ გაეგო,რატომ მოქმედებდა თენგო ასე.ზედმეტობადაც კი ჩათვალა მისი ქცევა,თუმცა იმდენად სასიამოვნო იყო რომ დუმდა.სადღაც სხვა სამყაროში მყოფი,თვალს ძლივს უსწორებდა თენგოს.თენგო კი მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიწია და მარჯვენა ხელი თმაში შეატოვა,მარცხენა კი წელზე მოხვია. -რას აკეთებ,-შემკრთალმა ამოილუღლუღა და შუბლით მის მკერდს მიეყრდნო.საკმაოდ მკვრივი მკერდი აღმოაჩნდა თენგოს. -გაგიმხელ ერთ ფრიად სასიამოვნო საიდუმლოს,სანამ სოფელში წახვალ,-ჩურჩულით მიუგო თენგომ და მეტად მიიხუტა. -მითხარი!-ძლივს წარმოთქვა სიტყვა ნენემ,ძალა გამოცლილი მის სხეულს მთელი სიმძიმით აწვებოდა. -ერთი,საკმაოდ ლამაზი ქალი შემიყვარდა და მის გარეშე ერთი დღის და ღამის გატარებაც აღარ მსურს. -მერე,მე რას მეხუტები,წადი მასთან. -სულელო,უკვე მასთან ვარ და მის აცახცახებულ სხეულს ვეხვევი.შენ მიყვარხარ! -ეგონა მოესმა,თვალები ფართოდ გაახილა და ეცადა თენგოს ჩამოშორებოდა,თუმცა ამის ღონე აღარ ჰქონდა,ვერც სათქმელს უყრიდა თავს. -შეუძლებელია,ჩემნაირი გოგო როგორ შეგიყვარდებოდა. -განა შენ არ გიყვარვარ? მაშ,უარი რატომ თქვი? -ნაწყენი და იმედგაცრუებული ხმით ჰკითხა თენგომ. -მე...! -მითხარი. -შენთან ყოფნა ძალიან მომწონს,ვმშვიდდები,ყველაფერი მავიწყდება,მინდა სულ შენს გვერდით ვიყო,თუმცა არ ვიცი ეს რამდენადაა სიყვარული,იქნებ შეჩვევაა. -გიყვარვარ,ნენე,გიყვარვარ და არ გინდა რომ აღიარო. -თუ კი ეს სიყვარულია,მაშინ მიყვარხარ,თენგო და ამიტომ არ მსურს რომ ჩვენ დავნათესავდეთ. -არც მე მსურს,მინდა ჩემი იყო,თუნდაც შეყვარებული,თუნდაც ცოლი,ყველანაირად ჩემი მინდა იყო,შეხვედრის დღიდან შენზე ვფიქრობ,ჩემი ბედისწერა ხარ,გესმის? -ნუთუ შენთვის გავჩნდი. -კი,კი ჩემთვის და სხვა არავისთვის, მოგიფრთხილდები,ყველაფერს გავაკეთებ შენთვის.უბრალოდ გახდი ჩემი ერთადერთი ქალი,ჩემი საკუთრება,არასოდეს მიმატოვო. -იქნებ შენ მტოვებ. -არა,არც გაიფიქრო,ჩემი ხასიათი იცი,გეფიცები ასე არასოდეს მყვარებია,ოდესმე თუ ჩემი პირიდან სიტყვა "ცოლი" ამოვიდოდა,ვერც წარმოვიდგენდი ტო. -მაკოცე ! -ეს თხოვნაა თუ ბრძანება. -ორივე! -მაგაზე უარს როგორ გეტყვი,-ორივე ხელი სახეზე მოკიდა და ნელა მიუახლოვდა ,-მიყვარხარ,ნენე!-მიუგო მღელვარე ხმით და ტუჩებზე დააცხრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.