შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (15) დასასრული


12-03-2019, 18:07
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 878

***
როდესაც,ყველანაირი ფორმალობა დასრულდა,იუსტიციის შენობიდან
გამოვიდნენ .თებე უცქერდა ხელ-მოწერილ ფურცელს და იღიმოდა,
ეგონა,ბედნიერებისგან ცას მიაწვდენდა ხელებს.ალექსანდემ ბეჭედი ამოიღო და სთხოვა ხელი გაეწოდებინა,რათა ბეჭედი თითზე
გაეკეთებინა.
-ძალიან ბედნიერი ვარ ,- თქვა, როდესაც ალექსანდრემ ბეჭედი თითზე მოარგო და დააცქერდა.
-დღეიდან ჩემი ცოლი ხარ,ქალბატონო,-ღიმილით უთხრა ალექსანდრემ და ჩაეხუტა - შემიძლია მშვიდად წავიდე!
-ჩემო ძვირფასო,მუდამ ჩემ ფიქრებში იქნები.
-ეჭვიც არ მეპარება,საყვარელო!
-ეცადე მალე ჩამოხვიდე,დიდხანს ვერ გავძლებ უშენოდ.
-ვეცდები ყველანაირად,არც მე მინდა დიდი ხნით დარჩენა.წამოდი,შენი ნივთები ჩემს სახლში გადავიტანოთ,- ხელი მოკიდა და მანქანასთან მივიდნენ.
-დაგველოდეთ! - დაეწია ნენე,უკან მოჰყვა საბაც.
-უკვე დავავიწყდით,-ხარხარით მიუგო საბამ ნენეს და მანქანის კარი გაუღო.
-სწრაფად,თენგო გველოდება,ვეღარ ითმენს,ლამის უჩვენოდ დალიოს!
-კარგი რა ალექსანდრ,თენგო მარტო მსმელი არაა,მივალთ აბა აქ ხომ არ ვრჩებით ,- მიუგო საბამ და მანქანაში ჩაჯდა.
***
მთვრალი თენგო ნენეს ეხუტებოდა,უკვე აღარ ერიდებოდა არავისი.საბა მათ გვერდით იჯდა,ვისკით სავსე ჭიქით ხელში და ცოტ-ცოტას სვამდა.
ალექსანდრე რაღაცებს ეჩურჩულებოდა თებეს ყურში და ორივე ისეთ ხმაზე იცინოდა,ხან საბა ხტებოდა დივნიდან ,ხან თენგო.
-დავრჩი ეული ,- თქვა და ვისკი ჩაცალა,ჭიქა მაგიდაზე დადგა და ძლივს წამოდგა დივნიდან,ფეხები უკანკალებდა - ორივე ძმაკაცი დაპყრობილია,აი მე რა ვქნა ახლა,- ამოიოხრა და კედელს მიეყრდნო,ფეხებს ძლივს იმორჩილებდა.
-დაჯექი,საბა,დაჯექი ,- უთხრა ალექსანდრემ - შენთვისაც გამოვძებნით ვინმე ლამაზ გოგოს,შენ მაგაზე არ იდარდო,მთავარია კარგად იყო!
-გახსოვს,მაშინ,შენთან რომ დავლიეთ,ახალი ჩამოსული რომ იყავი,მაშინვე გეტყობოდა,რომ შეყვარებული იყავი,მაგრამ ასე სერიოზულად თუ იქნებოდა საქმე არ მეგონა.
-გეთანხმები,უცნაურია ეს ცხოვრება,რას ვიფიქრებდი რომ სტუდენტი შემიყვარდებოდა,არადა თავს როგორ ვაკავებდი,არა შენ თებე არ მოგწონს,არ გიყვარს... ავუკრძალე ჩემ გულს მისი სიყვარული და ხომ იცი,რაც აკრძალულია გულისთვის,მეტი ძალებით მიილტვის მისკენ.ასე აღმოჩნდა თებე ჩემი ცოლი,ჩემი სრულყოფილება,ჩემი გრავიტაცია,
რავიცი,ყველაფერი,მე ის ძალიან მიყვარს.
-გული არ ამიჩუყო,- სიცილით უთხრა თებემ -ვიცი რომ გიყვარვარ,თქმა არცაა საჭირო,თვალებიც კი მაგას ამბობს.გგონიათ მე წარმოვიდგენდი? სულაც არა,თანაც როგორი აუტანელი იყო პირველ ლექციაზე,აუდიტორიიდანაც კი გამომაგდო,იმ დღიდან მის მიმართ აგრესიას არ ვიშურებდი,თუმცა როცა დავუშვი რომ შესაძლოა შემყვარებოდა,მართლაც შემიყვარდა.
-რა საყვარლები ხართ,-წამოყო თავი ნენემ ,- ალექსანდრე რომ არა,მე და თენგო ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით.
-აბა,შენ ეგრე იფიქრე,მე კი მგონია რომ სხვა გზით მოვიდოდი შენამდე.
-ნეტავ როგორ?
-აბა რა ვიცი,გადაგეყრებოდი სადმე,სუპერმარკეტში,სავაჭრო ცენტრში,სკვერში,სადმე რა.
-კარგით ახლა,წავედი მე,თორემ თქვენი ისტორიების მოსმენაზე ალერგია დამეწყო ,- ხელი მოიკიდა ყელზე და ქავილს მოჰყვა,თითქოს,მართლაც გასჩენოდა ალერგია.
-ასეთი მთვრალი სად მიდიხარ,ოთახების მეტი რა მაქვს,შედი და დაწექი,-წამოდგა ალექსანდრე და მასთან მივიდა,ხელი მოკიდა და ოთახისკენ წაიყვანა - საკმაოდ ბევრი დალიე ,რამე მოხდა?
-არაფერი,უბრალოდ ბევრი მომივიდა,შევყევი.
-დაგაწვენ და თუ რამე გენდომება დამიძახე ,- საწოლზე მიაწვინა -აბა შენ იცი,მეგობარო! -უთხრა და ოთახიდან გავიდა.
-ცუდად ხომ არაა? - ჰკითხა თებემ
-არა,ზედმეტი მოუვიდა უბრალოდ,-დაამშვიდა ალექსანდრემ.
-ან,ჩვენი საუბარი არ მოეწონა.
-თენგო,შენ ძალან კარგად იცი მისი ხასიათი,არაა დიდად სიყვარულის მოტრფიალე კაცი,არც ვინმე ჰყოლია ძვირფასი და ეუცხოვა ჩვენი გარემო.
-მართლი და ალექსანდრ,მისთვისაც უნდა მოვნახოთ კარგი საცოლე.
-რთული იქნებდა,თუმცა ვცადოთ,-ღიმილით მიუგო ალექსანდრემ და თებეს გვერდით მიუჯდა - თქვენ როდის აწერთ ხელს?
-ჯერ არ ვიცი,თუმცა ნენე ჩემთან გადმოდის საცხოვრებლად.
-ძალიან კარგი,მაგრამ ოფიციალური სახე მიეცით აუცილებლად,არ დააყოვნოთ.
-შენ მშვიდად იყავი ბატონო,ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით,მის მიტოვებას არ ვაპირებ და რომც მომინდეს ვერც ხელომწერილი ფურცლები შემაჩერებს,მთავარია ხომ მიყვარს.
-ეგ,რა,თქმა,უნდა,ჩემო ძმობილო!
-ხვალ მიფრინავ?
-აჰამ.გული მწყდება,მაგრამ რა ვქნა,იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა რომ ვერ დავრჩები.
-მერე,თებე ცოდო არაა მარტო? ახლა მოიყვანე ცოლად და უკვე მიდიხარ.
-სამუდამოდ კიარ ვტოვებ,გადაწყდა უკვე რომ ერთ კვირაში უკან გამოვბრუნდები.
-მაშ,ერთი კვირა გაუძლებს.ხომ თებე?
-მეტი რა გზაა ,- უპასუხა თებემ და ალექსანდრეს მიეხუტა.
***
მთელი ღამე არ ეძინა,იმაზე ფიქრში რომ ალექსანდრე გამთენიისას უნდა გაფრენილიყო და ერთი კვირა ვეღარ იხილავდა,ვეღარ ჩაეხუტებოდა.თითქოს ინაზღაურებსო,მთელი ღამე მძინარეზე მიკრობილმა გაატარა,მის გულზე ედო თავი და თვალებს ძალას ატანდა რომ დაეძინა.მხოლოდ ორი საათით მოხუჭა თვალი და მაღვიძარამაც დარეკა.
-წასვლის დროა,-როგორც კი თვალები გაახილა ალექსანდრემ,თქვა და თებეს შუბლზე აკოცა,-ძვირფასო,გამიშვი რომ ავდგე,-თებე ძლივს მოსწყდა მის სხეულს და თავი თავის ბალიშზე დადო.
-უკვე მენატრები!- თქვა და საწოლიდან წამოიწია - არ წახვიდე რა...
-არ შემიძლია,გამიგე,გემუდარები,- დარდიანი ხმით მიუგო ალექსანდრემ და ჩაცმა დაიწყო.თებე საწოლიდან წამოდგა და თვითონაც გაემზადა,რომ გაეცილებინა.ნახევარ სათთში უკვე მზად იყვნენ და ჩემოდნებით დატვირთულები სახლიდან გავიდნენ.
გარეთ გასულებს,ეზოში,ნენე და თენგო დახვდათ.
-თქვენც მაცილებთ?-კმაყოფილებით აღივსო ალექსანდრე.
-აბა რა,ეგ რა საკითხავია,არ გრცხვენია?
-კარგი,წავედით მაშინ,აეროპორტში არ დავაგვიანო.-ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო და ოთხივე მანქანაში ჩასხდა.
აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე,თებეს ცრემლები წამოუვიდა,თავი დახარა და შეიმშრალა,რომ ალექსანდრეს არ დაენახა,თორემ იცოდა რომ ინერვიულებდა და არ უნდოდა მგზავრობის წინ დაეზაფრა.
-მეც ხომ არ წამოვიდე?-ჰკითხა თენგომ და ნენეს შეხედა.ფერი არ ედო სახეზე.
-საქმეზე მივდივარ,სათამაშოდ კიარა!
-ჰო,ჰო კარგი,გადაუხვიე თორემ გაცდები,-ხელი გაიშვირა აეროპორტისკენ- გპირდები,ცრემლებს არ გადმოვღვრი,დამშვიდობების დროს - მიუგო თენგომ,როდესაც აეროპორტის წინ გაჩერდნენ.
-დავინახავ!-უთხრა ალექსანდრემ და მანქანიდან გადავიდა.

საკმაოდ რთული აღმოჩნდა დამშვიდობება,სამივე ამღვრეული თვალებით გაჰყურებდა მიმავალ ალექსანდრეს.თებე ლამის უკან გაეკიდა და მუხლიჩოქა დაუდგა,არ წახვიდეო.თენგომ ორივეს გადახვია ხელი და როდესაც ალექსანდრე თვალს მიეფარა გარეთ გაიყვანა.
-დროა სახლებში წავიდეთ,ალექსანდრეს მანქანით მიგიყვანთ თებე და მერე ჩვენ ტაქსით წავალთ სახლში.
-კარგი,- ძლივს თქვა თებემ და ცრემლები შეიშრო ხელის თითებით.
-დრო ძალიან სწრაფად გადის,დაიძინებ გაიღვიძებ და ისე უკვე შენთანაა,-მიუგო ნენემ და ხელი მოხვია,-არ იდარდო,მალე ჩამოვა.
-ვიცი,-ამოიოხრა თებემ.
***
-ჩუმად ტო!
-რა ჩუმად,ერთი სული მაქვს ვნახო.
-აკი სიურპრიზიო,რას მიბრახუნებ.ვარდები კარგად დაიჭირე არ დაგივარდეს.
-თენგო,გაჩუმდი,რადიო ხომ არ გადაყლაპე.
-გაიხადე ეგ ბრაგუნა ტუფლები,გული გაუსკდება თებეს.
-მოკეტე,თორემ მოგდე კბილებში.
-რა ხდება?- ხალათში ჩაცმული,თვალების სრესით გამოდის თებე ოთახიდან და როგორც კი თვალებს ახელს და ალექსანდრეს სილუეტს ხედავს ყბა უვარდება,გაოგნებისგან ვეღარაფერს ამბობს.
-უკვე აქ ხარ? - თითქმის ყვირილით ეკითხება და მისკენ გარბის.
-კი,ჩემო სიცოცხლე,უკვე აქ ვარ,-ყვავილები თენგოს მიაჩეჩა და მთელი ძალით მიიხუტა თებე.
-ჯობია მე წავიდე,კარგად,დატკბით ერთმანეთით,-ვარდების თაიგული იქვე,თაროზე დადო და სახლიდან გავიდა.
-რა ლამაზი თაიგულია,-ხელი დაავლო თებემ ,-მადლობა.
-მოდი ჩემთან,- მონატრებული ხმით უთხრა ალექსანდრემ და ვარდებიანად ხელში აიყვანა -მიყვარხარ,თებე!- უთხრა და ოთახისკენ წაიყვანა.



№1  offline წევრი Rania

Ui dasruldaa. Arvelodi. Tumca mainc kargi gamovida. Martalia zogi ram bundovani darcha. Magram mouxdaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

ყველა თავი წავიკითხე ახლა და ცოტა უკმაყოფილო ვარ რადგან ძალიან პატარა ისტორია იყო და მოვლენებიც მალე განვითარდა უფრო მეტს ველოდი შენგან თუმცა ამის მიუხედავად მაინც სასიამოვნო წასაკითხი იყო და ველოდები შენს სიახლეებს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი კატერინა

აშკარად მეტს ველოდი უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა ვერარის ისეთი როგორიც უნდა იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent