შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (7 თავი)


12-03-2019, 22:53
ავტორი Ioana
ნანახია 1 149

ბაბამდე ინფორმაცია მთელი სისწრაფით მივიდა,საქონელი, რომელიც უნდა მიეღო,თავისი მტრის ხელში აღმოჩნდა.ამხელა დანაკარგი და პლიუს პრინციპის საკითხი,რომ ოღუზმა მასზე გაიმარჯვა,ეს ორი გრძნობა მასში მძვინვარებდა.ყველამ კარგად იცოდა,რომ ბაბა ამ საქმეს ესე არ დატოვებდა და არავის შეარჩენდა ასეთ გაბითურებას.მისი ხალხი ყველგან იყო მოდებული,მითუმეტეს თბილისში,ასე რომ გოგოების დახოცვაზე ბრძანება უკვე გაცემული იყო.
რიას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს,თავის თავზე იმდენად არ ღელავდა,როგორც გოგოებზე.ეშინოდა მათი დაკარგვის,ზუსტად იცოდა,რომელიმეს რომ რამე მოსვლოდა ამ ყველაფერს ვეღარ აიტანდა,ფიზიკურად ვეღარ გაუძლებდა.რიკის გარეშე ყოფნაც ისე სტკიოდა,ისე უჭამდა შიგნიდან სხეულს რაღაც უხილავი,რომ ყოველი თვალის მოხუჭვაზე მეგობრის სისხლიანი სხეული უდგებოდა თავლწინ და ამ დროს სხეული ეყინებოდა,გული ისე ნელა იწყებდა ცემას,რომ ზოგჯერ თავადაც ვეღარ გრძნობდა ამ ორგანოს არსებობას.მერე მოულოდნელად მის გონებაში სანდროს თვალები ამოტივტივდებოდა ხოლმე და მასში დატრიალებულ ტორნადოს ეგრევე ამშვიდებდა.ყველაფრის მიუხედავად,ყველა ტკივილის,ყველა ცრემლის მიუხედავად უყვარდა.როცა ეზიზღებოდა,როცა სძულდა , მაშინაც იცოდა,რომ მის გადაყვარებას ვერასდროს შეძლებდა.საკუთარი თავი სძულდა ამის გამო,რომ შეეძლო კიდევ რაღაც ეგრძნო იმ ადამიანის მიმართ,რომელმაც ყველაფერი მისცა და მერე ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა.ვერ ივიწყებდა იმ შეგრძნებებს,რომლებსაც ეს მამაკაცი იწვევდა მასში.სანდროს გვერდით ყოველთვის ისეთი იყო,როგორიც რეალურად.სუსტი,მგრძნობიარე და გულჩვილი ადამიანი,რომელსაც დაცვა სჭირდებოდა,რომელსაც გვერდში ძლიერი საყრდენი უნდოდა,რათა ის სიმშვიდე ეპოვა,რომელიც არასდროს ჰქონია.სანდრომ კი ეს ყველაფერი მისცა,თვალის დაუხამხამებლად გაიმეტა მისთვის და მერე ისე დაუნდობლად წაართვა,რომ უკან აღარც მოუხედავს და მაინც,როგორ უყვარდა.მთელ სიცოცხლეს გაიღებდა,მისი ერთი კოცნისთვის.მაგრამ სიამაყე არ უშვებდა,იმ თავმოყვარეობას ვერ აბიჯებდა,რომელიც მასში ჭარბად იყო ბავშვობიდანვე.რამდენი კაცი აღარ იყო მის ცხოვრებაში,რამდენმა სცადა,რამდენს სურდა იმ კარების გაღება,რომელსაც მხოლოდ ერთი გასაღები ერგებოდა და ისიც მხოლოდ სანდრო აბულაძეს ეკუთვნოდა.
10 საათი ხდებოდა,როდესავ იზოლატორიდან გამოიყვანეს.პირველ საათზე სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული.რიას გონება კი ისევ მამაკცთან იყო,სწორედ ამ დროს ისე ნათლად დაინახა მისი შავი თვალები,რომ მომენტალურად შეკრთა.ვერ გაიგო, ეს ზედმეტად რეალური წარმოსახვა იყო,თუ მართლა მის წინ იდგა მაღალი სხეული.გაურკვევლობაში მყოფი,მის თვალებს მიშტერებოდა და წამწამებს არც კი ახამხამებდა იმის შიშით,რომ შეიძლება გამოსახულება გამქრალიყო.
-ასე დაშტერებაც არაა საჭირო,ისედაც ვიცი,რომ მოგენატრე-მამაკაცის ხმა ზედმეტად თავადაჯერებული და მშვიდი იყო.
-ანუ არ მეჩვენები!-რიამ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და ხელზე შეუმჩნევლად იპრწკინა,რომ რეალობაში დარწმუნებულიყო.
-ესეიგი,როცა ვერ მხედავ,მაშინაც მე გელანდები ხოლმე?-ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა,რომ ცოტა აკლდა ახარხარებამდე.
-როგორი მეოცნებე ყოფილხარ, სანდრიკო!-ქალი გონს სწრაფად მოეგო და ისეთი ცივი,უემოციო სახე მიიღო,თითქოს სიცარიელს უყურებდა და არა ცოცხალ არსებას.
-შენ კიდევ ზედმეტად კარგი მსახიობი,ემოციებს დამალვა კარგად გისწავლია!
-ისიც ვისწავლე,რომ ადამაინებს არ უნდა ენდო!-სარკასტულად გაუღიმა მამაკაცს და კარებისკენ დაიძრა,რათა იზოლატორიდან გასულიყო.სანდროს ზურგი აქცია და სანამ პოლიციელებამდე მივიდოდა სანდროს ნათქვამი,თავისი სახელი გაიგო.
-ნინაა!-ამ ერთი სიტყვაში იმხელა ემოცია,იმხელა ისტორია იდო,რომ ქალი ერთ ადგილას გაიყინა.სხეულს ვეღარ გრძნობდა,თითქოს მისი სხეული სადღაც გაფრენილიყო და ისეთ სიმსუბუქეს,იმხელა ადრენალის განიცდიდა,რომ წამით იფიქრა,ამ მომენტის გამო იქნებ ღირდა ამდენი ტკივილის გავლაო.
მამაკამა დრო იხელთა და ერთ ადგილზე გაშეშებულ გოგონას მიუახლოვდა,მისი პატარა,ლამაზი სახე თავის ტორებში მოიქცია და ცისფერ თვალებში ისე ღრმად ჩახედა,თითქოს მათში დაკარგვას აპირებდა.
-იცოდე,რომ მე შენ არასდროს მიმიტოვებიხარ,არასდროს მითქვამს შენზე უარი.ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი და ხარ,ერთადერთი ვისთვისაც ყველაფერს დავთმობ.ერთ დღესაც,როდესაც ყველაფერი ჩაივლის, მოგიყვები ჩვენს ამბავს,იმას თუ რა მოხდა მაშინ რეალურად და ვიცი,რომ მაპატიებ.ვიცი,რომ ჩემი ნინა დაბრუნდება,ის პატარა ცელქი ბავშვი,რომელიც შენში ცოცხლობს.უბრალოდ კიდევ ერთხელ მენდე,კიდევ ერთხელ ჩამკიდე ხელი და გპირდები,რომ აღარასდროს გეტკინება-იმხელა გრძნობით საუბრობდა და მისი შავი თვალები იმხელა სიყვარულს აფრქვევდნენ,რომ რთული იყო რიას ეს ყველაფერი დაეიგნორებინა,რთული იყო ის მუხტი არ ეგრძნო,რაც მამაკაცისგან მოდიოდა.გოგონას ცისფერი თვალები მლაშე სითხეს დაეფარა და სულ ცოტა აკლდა,რომ ჯებირები გადმოენგრია.
-გინდა რომ გენდო?-ჩახლეჩილი ხმით ძლივს შეძლო ბგერების წარმოთქმა.
-მენდობი?-ამ კითხავში იმხელა იმედი იყო,იმხელა სიყვარული,რომ რიას ის თავმოყვარეობა დაავიწყდა,რომელიც არ აძლევდა უფლებას,მამაკაცი ახლოს მოეშვა.უნდოდა მთელი გულით უნდოდა ხმამაღლა ეყვირა,რომ კიი.რომ ისევ უყვარდა,რომ მხოლოდ იმ იმედით ცხოვრობდა ეს წლები,რომ ოდესმე კიდევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.მაგრამ ვერ შეძლო,ვერ შეძლო მამაკაცისთვის იმის თქმა,რაც რალურად უნდოდა.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?-ისე მორიდებულად და ისე დარცხვენით იკითხა გოგონამ,რომ სანდროს უცებ ის ათი წლის ნინა დაუდგა თვალწინ,რომელიც ყველაფერზე წითლდებოდა.
-რაც გინდა! და როცა გინდა!
-უბრალოდ ჩამეხუტე და მერე წადი!-მის თხოვნაზე სანდროს გაეღიმა,რომ არ შეშინებოდა რიას რეაქციის, გადაიხარხარებდა კიდეც,მაგრამ ვაი და გოგონას სურვილი უკან წაეღო?! ბევრი აღარც უფიქრია,მისი გამხდარი და ნაზი სხეული ისეთი სისწრაფით მოიქცია თავის მკლავებში და ისეთი სიძლიერით მიიხუტა,რომ ქალის ძვლებსაც კი გრძნობდა.ქერა თმა კისრიდან გადაუწია და ისეთი ვნებით აკოცა ყელში,ყურის ქვემოთ,რომელიც მხოლოდ მისი იყო,რომ ქალს სხეული დაეხორკლა წამიერად.რიას სხეული მოდუნდა,მთლიანად მამაკაცზე იყო მინდობილი და ახლა სანდროს,რომ ს*ქსი შეეთავაზებინა,ზუსტად იცოდა უარს ვერ ეტყოდა.იმდენად უნდოდა,იმდენად წყუროდა მამაკაცის სხეული,რომ უკვე აკანკალებდა.ერთმანეთზე მიტმასნილი ორი სხეული,ამ წამს იმხელა ბედნიერებას განიცდიდა,რომ ამ იდილიის დარღვევას,ისევ რომელიმე ბადრაგი თუ შეეცდებოდა მხოლოდ.
-ბოდიშით,ბატონო სანდრო,მაგრამ ვაგვიანებთ უკვე!
-დიახ,ახლავე-ჩახლეჩილი ხმით მიუგო და ქალის სხეულს სწრაფად გაეცალა.იცოდა,ახლა რომ მისი სახისთვის შეეხედა,გაშვებას ვერ შეძლებდა.
სასამართლო საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა,მაგრამ მარიამი იმდენად სტრატეგიულად და ჭკვიანურად მოქმედებდა,რომ რთული იყო რამეში ჩაგეჭრათ.რიას ახლა ისე სწყუროდა თავისუფლება,როგორც არასდროს.აქამდე თუ აზრს ვერ პოულობდა თავისუფლების,ახლა იცოდა, ვინც იყო მისი ბედნიერების მიზეზი.სასამართლო ,საბოლოოდ,შემდეგ კვირამდე გადაიდო.სამწუხაროდ,რია იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს და სანამ სასამრთლო განჩინება არ დასრულდებოდა,ბრძოლა გადარჩენისთვის ციხეში მოუწევდა.მაგრამ ეს ახალი არ იყო გოგონასთვის,რომელიც ოცდა ათი წელი სწორედ ამისთვის იბრძოდა.სანდრო სასამართლოზე არ მისულა!
შუა დღის ოთხი საათი ხდებოდა,როდესაც პატიმარი სპეციალური მანქანით გლდანის მიმართულებით წაიყვანეს.თან ორი საპატრულო პოლიციის მანქანა მიყვებოდათ,ბადრაგების თანხლებით.როდესაც მოულოდნელად შუა გზაში ეკიპაჟი გაჩერდა.რიამ უცებ სროლის ხმა გაიგო,რომელსაც საპასუხო გასროლა მოჰყვა და სანამ თავის მანქანაში მსხდარი პოლიციელები გონს მოვიდოდნენ,კარები შავ ნიღბიანმა მამაკაცებმა შემოხსნეს,გასროლა ვერ მაოსწრეს რადგან რიასთან მსხდარმა ორმა მამაკაცმა მთელი სისწრაფით მოუქნიეს ხელკეტი,სანაცვლო ერთ-ერთმა ნიღბიანმა გაისროლა და გამოცდილი ბადრაგი მხოლოდ მხარში დაჭრეს.შეშინებული ონიანი მანქანის სიღრმეში იმალებოდა,რათა ასხლეტილი ტყვია არ მოხვედროდა და სანამ ხელ-ფეხ შეკრული თავის დახსნას ცდილობა,მაღალი სხეული წამოადგა თავზე და თმაში წვდა.მანქანიდან გადმოათრიეს და მთელი ძალით დაუწყეს ცემა,სანამ შეეძლოო იბრძოდა,მაგრამ ხელბორკილებით დაბმული ქალი ვერაფერს ახერხებდა.გადარჩენილი ორი ბადრაგი კი გამეტებით ურტყამდნენ დანარჩენებს და რიამდე მისვლას ვერცერთი ახერხებდა.ონიანი კი ძირს დაგდებული უკვე სისხლს აფურთხებდა პირიდან,ისე გამეტებით,ისეთი მონდომებით ურტყამდნენ,რაღაც მომენტში იფიქრა,რომ სიკვდილი უახლოვდებოდა.უკვე დაბუჟებულ სხეულზე ვეღარაფერს გრძნობდა,ერთადერთი რასაც აღიქვამდა მამაკაცის ამაზრზენი ხმა იყო,რომელიც ყოველი დარტყმისას უმეორებდა „ბაბამ მოკითხვა გადმოგცაო“.მერე გასროლის ხმა გაიგო და ფერდთან საშინელი,აუტანელი წვა იგრძნო,რამოდენიმე წუთში კი გონება დაკარგა.
ამ დროს მარიამ ორჯონიკიძე სახლში ბრუნდებოდა,მანქანაში მასთან ერთად ვაჩე და გიგი ისხდნენ.ახალგაზრდა ბიჭი,როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, „რობოტა“ კი გაუნძრევლად და წარბშეუხრელდა იჯდა თავისთვის და ზოგჯერ,საკუთარ ძმიშვილის ისეთი მზერით შეხედავდა ხოლმე,რომ წითურის გული რამოდენიმე დარტყმას ტოვებდა.ეს უკანასკნელი ყმაწვილი კი ისე აგრძელებდა ლაპარაკს,თითქოს ვაჩეს მძვინვარე გამოხედვა მისთვის ჩვეული ამბავი ყოფილიყოს.გოგონამ მანქანა სახლთან დააპარკინგა,სანამ თავად მანქანიდან გადმოვიდოდა,ვაჩემ კარები ძლიერად მიკეტა და მაღაზიისკენ ისეთი ძლიერი,მომხიბვლელი მანერით წავიდა,რომ უნებურათ ყველას მზერა მისკენ მიიმართა.
-ეს სულ ესეთი უხეშია?-მამაკაცის საქციელებით დაღლილმა გიგას გაუბედავად კითხა.
-არა,პატარა,რომ ვიყავი მე მიცინოდა ხოლმე და ზოგჯერ ნაყინსაც მყიდულობდა-ქალის კითხვით გახალისებული გიგა,ისევ აჭორავდა.
-მეეჭვება ღიმილის შესახებ ამან რამე იცოდეს!-იმ მხარეს გაიხედა,სადაც წეღან ვაჩე მოძრაობდა.
-კაი რაა,ხო არ შეგაშინა? მართლა ესეთი გულქვა კი არაა,საუკეთესო ბიძა და ძმაა.ამ კოპებს რომ უყურებ-კოპების ხსენებაზე ბიჭმა ძალით შეჭმუხნა სახე და მამაკაცს გააჯავრა-აი ამ კოპების მიღმა,ყველაზე თბილი და მგრძნობიარე კაცი იმალება.
-იმას უფრო დავიჯერებ,რომ ვირს ფრთები აქვს,ვიდრე ვაჩეს მგრძნობიარობას!
-მერწმუნე! ჩვენ გერლიანები იშვიათად ვიტყუებით!-გიგამ გულთან ხელი მიიტანა,თითქოს ფიცს დებსო-მაგრამ გინდა საიდუმლო გაგიმხილო?-ეშმაკურად გაეღიმა ბიჭს და ქალს ხელით ანიშნა ახლოს მოდიო.
-დაცვის ბიჭები გინდა გითხრა,ჩუმად რას ეძახიან?
-რას?-ისე შეთქმულივით იკითხა მარიმმა,თითქოს ვინმე უსმენდათ.
-რობოტას-ჩუმად ჩაილაპარაკა გიგამაც და ცერა თითი ტუჩთან მიიტანა,იცოდე არ წამოგცდესო.ამ სახელის გაგონებაზე მარიამს ისეთი სიცილი აუტყდა,რომ ბიჭი გაკვირვებული უყურებდა.ასეთი ბავშვური,გულიანი სიცილი დიდი ხანია ბიძამისის ხელში არ გაეგონა.
ბოლოს,სიცილისგან დაღლილმა წითურმა მანქანა ჩაკეტა და საბუთებით ხელში კორპუსისკენ დაიძრა.
-მარიამ,მე წავალ,ვნახავ ბატონი „რობოტი“ ამდენ ხანს რას აკეთებს და დაგეწევი-ეშმაკურად გაუცინა ბიჭმა და მაღაზიისკენ დაიძრა.მარიამმა ლიფტი გამოიძახა და მეთორმეტე სართულზე ავიდა,თან ჩანთაში გასაღებს ეძებდა,მოულოდნელად პირზე ხელი რომ ააფრეს და სახლში შეათრიეს.შეშინებული კიოდა,მაგრამ ხმა არავის ესმოდა.ნიღბიანმა მამაკაცმა ხელი გაუშვა და თავისკენ მიატრიალა.
-იცოდე ხმა არ ამოიღო,თორემ ტვინს გაგასხმევინებ-ერთ-ერთი იარაღს უმიზნებდა,ორი მათგანი კი ბიტებს მოქნილად ატრიალებდნენ ხელში.
-ისე ლამაზი ყოფილა,ხო არ გ*გვეჟიმა და მერე მოგვეკლა?
-მოკეტე,ამდენი დრო არ არის.ესროლე,სანამ ის ორი იდიოტი ამოსულა და წავედით აქედან.-სანამ ერთმანეთში საუბრობდნენ,მარიამი გეგმავდა როგორ დასხლტომოდა ხელიდან,რათა საძინებლამდე მიეღწია.იქ კიდევ იარაღი ჰქონდა დამალული.ბოლოს გამბედაობდა მოიკრიბა და მის უკან მდგარ მამაკაცას საზარდულში მთელი ძალით დაარტყა წიხლი და შეშინებული საძინებლის კარს ეცა, სანამ გონზე მოვიდოდნენ.ტუმბუჩკის უჯრა სწრაფად გამოაღო და სანამ იარაღს ამოიღებდა,მანამდე უკნიდან თმა ძლიერად მოქაჩეს და საწოლზე მთელი ძალით დააგდეს,მერე კი ძლიერი დარტყმა იგრძნო სახის არეში და სანამ იარაღიდან გაისვრიდნენ,მისაღებიდან ხმაური შემოესმა.ვაჩე და გიგი უკვე დაბრუნებულიყვნენ და მთელი ძალით ურტყამდნენ ორნ ნიღბიანს,მარიამმა კი დრო იხელთა და იარაღი ამოიღო უჯრიდან და მაღალ სხეულს დაუმიზნა.
-იცოდე ათიდან ცხრაში ვაჯენ,საუკეთესო მიზანი მაქვს,არც კი გაბედო,თორემ ტვინს გაგასხმევინებ-ნაზი ქალი ისე გადაქცეულიყო წამებში გამძვინვარებულ პანტერად,რომ რთული იყო მასში ნამდვილი მარიამის ამოცნობა.ნიღბიანს თავით ანიშნა ზალისკენო და ის იყო კარებში უნდა გასულიყვნენ,რომ ვაჩეს შეშინებული სხეული შემოვარდა და სანახობისგან გაკვირვებულს,მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გაეღიმა გულწრფელად.
-არც ისეთი ნაზი ყოფილხარ როგორიც მეგონე!
-შენ კიდევ ღიმილი გცოდნია!-წითური თან იარაღს არ აშორებდა მაღალ სხეულს.რომელსაც ვაჩე უკვე ხელ-ფეხს უკრავდა.დანარჩენი ორი ისეთი ნაცემები ეყარნენ ზალაში,რომ კვნესის თავიც არ ჰქონდათ,გიგის ორივე გაეკოჭა და უკვე საპატრულოში რეკავდა.ვაჩემ მესამეც მათ მიუწვინა და მხოლოდ ახლა შენიშნა მარიამის სახეზე სისხლი და მიმიკები ისე უცებ შეეცვალა,იმხელა მღელვარება იკითხებოდა მის სახეზე,რომ წითური გაოცებული უყურებდა.
-რა გჭირს,დაგარტყეს?-ხელით ეხებოდა ნატკენ ადგილას და თან ცერა თითით ლოყაზე ეფერებოდა.გაოცებული იყო ორჯონიკიძე,მერე კი შეხებისგან გათამამებულს იმხელა სიამოვნების გრძნობა დაეუფლა,რომ ცოტა აკლდა მამაკაცის მსხვილ ტუჩებს არ წატანებოდა.
-გვრიტებო,დიდი ბოდიში,მაგრამ ახლა სიყვარულობის დრო არაა!-ეშმაკურად გაიღიმა გიგამ და ის იყო სიცილის დაწყებას აპირებდა,რომ ვაჩესგან ის მზერა მიიღო,რომელსაც ძალიან იშვიათად იმსახურებდა და ხვდებოდა,რომ ზედმეტი აღარ უნდა ელაპარაკა.

პ.ს. მადლობა ხალხნო, თითოეულ თქვენგანს ამდენი თბილი კომენტარებისთვის და აბა,ახალი თავი მოცუნცულდა



№1  offline წევრი Liziko27

მიყვარს ეს ორი.*;*;* აი რია კი საშინლად დაიჩაგრა;((((( ძალიან მეწყინა ისევ ასე რომ გაუსწორდნენ;((((. იმედია მიუჩენენ იმ ნაგავს ადგილს . ძალიან მომწონს კიარა და შემოყვარდა მარის და ვაჩეს წყვილი..;*;*;*

 


№2  offline წევრი დარინა

ეს თავი თირდა სანდროს და რიას ამ ჩახუტებად, მიყვარს ეს წყვილი და რა გავაკეთო აი არ მყოფნის არანაირად ბევრი თბილი და ტკბილი მომენტი მინდა მე, ძალიან ცუდია შემეცოდა რია კიდევ ასეთ დღეში ჩავარდა მოკლედ იმდენი ურტყეს მთელი რამე თუ დარჩა აღარ მგონია, იმედია აწი ნამდვილად განრისხებულ სანდროს ვნახავ ყველაფერს რომ დაბრდღვნის და ზედ რომ გადაყვლის ყველას, ახლა შემდეგ თავამდე რა მოიცდის.

 


№3  offline წევრი Gemini mood

Mariami da vache shemiyvarda ❤momwons es tavi da moutmenlad veli shemdegs❤

 


ძალიან მაგარია, ახალ თავს ველი

 


№5  offline წევრი Ioana

Liziko27
მიყვარს ეს ორი.*;*;* აი რია კი საშინლად დაიჩაგრა;((((( ძალიან მეწყინა ისევ ასე რომ გაუსწორდნენ;((((. იმედია მიუჩენენ იმ ნაგავს ადგილს . ძალიან მომწონს კიარა და შემოყვარდა მარის და ვაჩეს წყვილი..;*;*;*


დიდი მადლობა ❤️ ვაჩე და წითური მეც მომწონს სიმართლე გითხრა :დდ

დარინა
ეს თავი თირდა სანდროს და რიას ამ ჩახუტებად, მიყვარს ეს წყვილი და რა გავაკეთო აი არ მყოფნის არანაირად ბევრი თბილი და ტკბილი მომენტი მინდა მე, ძალიან ცუდია შემეცოდა რია კიდევ ასეთ დღეში ჩავარდა მოკლედ იმდენი ურტყეს მთელი რამე თუ დარჩა აღარ მგონია, იმედია აწი ნამდვილად განრისხებულ სანდროს ვნახავ ყველაფერს რომ დაბრდღვნის და ზედ რომ გადაყვლის ყველას, ახლა შემდეგ თავამდე რა მოიცდის.


ჰაჰაჰ :დ გპირდებით ეს რიას ბოლო წამებაა,შემდეგი თავებიდან ნელ-ნელა დავალაგებ სიტუაციას ❤️

Gemini mood
Mariami da vache shemiyvarda ❤momwons es tavi da moutmenlad veli shemdegs❤


მადლობა დიდი ❤️ მალე დავდებ

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მაგარია, ახალ თავს ველი


მადლობა ❤️❤️

 


№6  offline მოდერი მარტო სახლში

მიყვარს ეს ისტორია მალე დადე <3

 


№7  offline წევრი Ioana

მარტო სახლში
მიყვარს ეს ისტორია მალე დადე <3


აუცილებლად ❤️

 


№8  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს

 


№9  offline წევრი Ioana

mia miako 15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს


მადლობა დიდი ❤️❤️

 


№10  offline წევრი manonreom

როდის დადებ ? ❤️
--------------------
ი.მ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent