შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელგიური ვაფლი


13-03-2019, 19:05
ნანახია 878

ძალა მაქვს გამოცლილი და ამ დაწყევლილ ფეხებს ძლივს მივადგავ.ზემოთ,აღმართისკენ ვიყურები და ძალ-ღონეს ვიკრებ,რომ დანიშნულ წერტილს მივაღწიო.თავბრო მესხმის და შუბლი ოფლით მენამება.მეტი აღარ შემიძლია,ცოტა მიკლია რომ გავწვე და ისე ავბობღდე.ამ მიკარგულ სოფელში თუ ასეთი დამღლელი გზა იქნებოდა არ მეგონა,ნეტავ ტაქსი არ გამეშვა.დაბლა ვიხრები და მიწიდან კენჭს ვიღებ,ხელს მაღლა ვწევ და მთელი ძალით ვიქნევ,კენჭი საკმაოდ შორს ვარდება და კმაყოფილს მეღიმება.ეტოსთვის უარი უნდა მეთქვა,რა სისულელეა მიკარგულ სოფელში მარტო ჩამოსვლა,თანაც იმხელა აღმართის ავლა,რომ ვერ წარმომიდგენია სული სახლამდე თუ მიმყვება.
სწორ გზას ვუახლოვდები და ვხედავ კიდეც,ერთმანეთთან მილაგებულ ხის სახლებს,გზის პირას ძველ,დაჟანგებულ მანქანას საბურავების გარეშე,მის გვერდით ხის გრძელი სკამი ჩანს და ვიღაც ზის,გადმოხრილია და ხელებში რაღაცას ათამაშებს.რომ მივუახლოვდი დავინახე,ხელში საქსოვი ეკავა და რაღაცას გულმოდგინედ ქსოვდა.აშკარად დიდი ასაკისაა,თითქმის ყვავის ტოლი.ხელები საშინლად დამჭკნარი აქვს.
-გამარჯობა,მოხუცო! - მივუგე და მის ხმას დაველოდე.ქსოვა შეწყვიტა,გვერდით დაიდო და ამომხედა.
-ვინ ხარ?-ხმის კანკალით მკითხა,ზუსტად ისე ცხონებული ბებიაჩემი რომ მეუბნებოდა ხოლმე.
-მე,სარა მქვია,აქ ჩემმა მეგობარმა გამომიშვა.
-ეტომ? -ცოტა არ იყოს გამიკვირდა,საიდან იცოდა ამ მოხუცმა ეტო და ვკითხე,რომ გაურკვევლობაში არ ჩავვარდნილიყავი ,-ჩემი დის შვილიშვილია -მომიგო და საქსოვს გადაწვდა.
-თქვენთან უნდა დავრჩე? - ვკითხე მცირე პაუზის შემდეგ და გვერდით დავუჯექი.ღმერთმანი,რა კარგია დაჯდომა,ყველაფერმა დაისვენა.
-კი,ბებო,მაგრამ აქ ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტე? -მკითხა და ეჭვის თვალით დამიწყო ყურება,ჩემი აქა-იქ დაძენძილი ჯინსის შარვალი თვალში არ მოუვიდა კარგად.
-ბებო,მე სახლიდან გამოვიქეცი,-ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე აუვიდა,ქსოვა გააჩერა და დაჟინებით მომაცქერდა.ისეთი მზერა აქვს,ისევ რომ არსებობდეს გილიოტინა თავს მიკრავდა უსათუოდ.უკმაყოფილო იყო სტუმრით.
-სახლიდან გაპარვა როგორ შეიძლება,სადაური წესია,ქალს არ შეშვენის ასეთი მოქცევა,-ამის ფილოსოფოსობაღა მაკლდა,გააჩუმოს ვინმემ.
-დედაჩემი გათხოვდა ერთ უვარგის კაცზე,რომელმაც სცადა ჩემთან ურთიერთობა,ამის მერე იქ როგორ უნდა გავჩერებულიყავი.-დადუმდა,სახის გამომეტყველება შეეცვალა და ახლა უკვე სიბრალულით მიყურებს,თვალის ნაოჭებში ჩამალული ცისფერი თვალები ემღვრევა და ლამისსა ცრემლები წამოუვიდეს.
-მართალი ყოფილხარ,მეც გამოვიქცეოდი შენს ადგილზე.
-მიხარია რომ ჩემი გესმით.
-მომიტაცეს,ცხენზე შემომსვეს და სადღაც მიკარგულ სოფელში ამომაყოფინეს თავი,რას ვიზამდი,მაშინ სირცხვილად ითვლებოდა ქალიშვილის უკან მიბრუნება და შემოვრჩი ჩემ ცხონებულ ქმარს.
-არ გიყვარდათ?
-რომ მომიტაცა არა,მერე შემიყვარდა,თანაცხოვრებაში,ძალიან ყურადღებიანი იყო,სამწუხაროდ უშვილოდ დავრჩი,მაგრამ კრინტი არ დაუძრავს,არც სხვისკენ გაუხედავს,ეტოს მშობლები რომ დაეღუპა აქ წამოვიყვანეთ და ცოტახანი ჩვენ გავზარდეთ,მერე უნივერსიტეტში ჩააბარა და წავიდა თბილისში.
-მის მერე აღარ ჩამოსულა?
-აბა აქ ვინ ჩამოვა,ამ მიყრუებულ სოფელში,ადრე კლუბი და კინო გვქონდა,ახლა არაფერია.
-ეგ არაფერი,ცოტახნით ვიქნები აქ,სანამ ეტო ბინას მომიძებნის,-მივუგე ღიმილით და გარშემო მიმოვიხედე,უცნაური სიცარიელეა,თითქოს აქ ამ ქალის მეტი არავინ ცხოვრობს,არადა სახლები არც ისე ცოტა მოჩანს.
მოხუცი სკამიდან წამოდგა და ხელი მომკიდა მეც,წამოვდექი და ნელ-ნელა წავედით სახლისკენ,ხის კარი გააღო და ეზოში შევედით.უზარმაზარი მწვანე ეზო და პატარა სახლი ჰქონია.



№1  offline წევრი izabella

ძალიან საინტერესო დასაწყისი აქვს, იმედია გაგრძელებას მალე ვიხილავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent