შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო რა ბნელია განთიადი გათენებამდე....


6-06-2018, 02:11
ავტორი Noar
ნანახია 1 772

ო რა ბნელია განთიადი გათენებამდე,
სადღაც ჯურღმულში ეშმაკები ყველას გველიან,
ცოტა მიკლია... სულ ცოტაღა დანებებამდე ...
არადა ჯერ გზის ნახევარი არ გამივლია...

აჰა ინათებს ,მზეც მიხილავს გრძნობისგან დაცლილს,
და სხივებს მესვრის ,ვალს მოიხდის თითქოს და წავა.
ჩავა მთის იქით, თან წაიღებს მთელი დღის განცდებს
და ასე ჩუმად და უაზროდ ,ერთი დღეც გავა

და ფანჯრის ძირას ,კვლავ მომესმის აჩრდილთა გლოვა,
შებინდებისას, მერამდენედ მიყვირის ქარი...
ერთი სული მაქვს, ველოდები , მჯერა,რომ მოვა
და არსად არ ჩანს ... მხოლოდ, გლოვა მომესმის ქნარის

და უკვე მჯერა მარტოდმარტო,სადღაც მოვკვდები,
ვერვინ გაიგებს გულის წუხილს , სულის ვედრებას...
ვიღაც გოგონა სახით ტურფა ,ნაზი ღიმილით,
სულ რომ არ მიცნობს ,მანუგეშებს და შემედრება...

თითქოს იცოდეს ,როგორია აჩრდილად ყოფნა,
ან რა წუხილი იმალება ღიმილის უკან
და ვით მზის სხივი, ერთჯერადად, მე მისი კოცნა,
გამომიღვიძებს სულში ჩამქრალ ბობოქარ ვულკანს...

გრძნობისგან დაღლილის ,მიღალატებს ჩემი თვალები,
ქარონი ნავით გამიყოლებს ჰადესისაკენ...
მის წინ ვდგავარ და ვეღარსაით დავიმალები,
მაგრამ, არც გული არ მიმიწევს გაქცევისაკენ...

აჰა დასრულდა, ჩემო კარგო ბედიც აღსრულდა,
ცოტა მიკლია ...სუმთლად ცოტა დანებებამდე...
რასაც უფრთხოდი ,გაურბოდი ,ღამით დასრულდა ...
ო რა ბნელია განთიადი გათენებამდე...



№1 სტუმარი indo

sauketesoa ????????

 


№2  offline წევრი Noar

indo
sauketesoa ????????


გმადლობთ შეფასებისთვის <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

მომნატრებია შენი ლექსებიი,ლექსის დასაწყისი ყველაზე კარგი იყომეორე კუპლეტი კარგი რითმით იყო და მთლიანობაში ლექსი სასწაულად მომეწონა,ყოველთვის იმაზე მეტია შენი ლექსები მე რომ წარმომიდგენია..

 


№4  offline წევრი Noar

bla.ell
მომნატრებია შენი ლექსებიი,ლექსის დასაწყისი ყველაზე კარგი იყომეორე კუპლეტი კარგი რითმით იყო და მთლიანობაში ლექსი სასწაულად მომეწონა,ყოველთვის იმაზე მეტია შენი ლექსები მე რომ წარმომიდგენია..



მადლობა ელ <3 მეც მომენატრა შენი თბილი კომენტარები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent