შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განგსტერების სამოთხე (35)


13-03-2019, 21:22
ავტორი truelove
ნანახია 2 465

გასვიანს წყნარად ეძინა საწოლში და მზის სინათლეც კი ვერ აღწევდა მის ოთახში,თუმცა წამის მეასედში გიორგი ოთახში შევარდა და მეგობარი ყვირილით გააღვიძა.
-დემეტრე! ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს! გაიღვიძე!
დემეტრე მაშინვე წამოფრინდა და თვალებს ისრესდა.
-რამოხდა?-ცივი ოფლი ასხავდა.
-ელენე!
დემეტრეს შიში გამართლდა და ამ სახელის გაგონებაზე მღელვარებამ აიტანა.
-რამოხდა?!-გასვიანი უკვე ყვიროდა.
-სწრაფად ჩაიცვი კაბინეტში გელოდებით ყველა.-გიორგიმ ოთახი დატოვა.
დემეტრემ 5 წუთში გადაიცვა ტანსაცმელი.
ჯანდაბა ელენე ნუ მანანებ,რომ წასვლის უფლება მოგეცი..დერეფანი სწრაფად გაირბინა და კაბინეტში შევარდა.
-აბა რამოხდა?
-ცუდი ამბებია..-უთხრა დათამ.
-რათქმაუნდა..რათქმაუნდა-ჩურჩულებდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
-უკვე გითხარი,რომ საქმე ელენეს ეხება..-გიორგი ფეხზე წამოდგა და ვისკი ჭიქაში დაისხა.
-რა ჩაიდინა?-დემეტრემ გიორგის გადახედა.
-ჯერ ბოლომდე არვიცით,მაგრამ-დათამ დემეტრეს დოკუმენტები და ფოტოები გადასცა.
დემეტრემ ფოტოებს შეხედა..ეს კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო ჩანაწერი იყო.
-ეს იმაზე მეტყველებს,რომ ელენეს უკან გაყვნენ,როდესაც წავიდა.-თქვა დათამ.
-და ეს ყველაფერი არარის ყველაზე ცუდი ის არის,რომ-გიორგიმ კიდევ ერთი სურათი გაუწოდა გასვიანს.
გასვიანმა დოტოები გამოართვა და დახედა-ეს რას უნდა ნიშნავდეს?!-დემეტრეს ხმა თითქოს გაეყინაო.
-ჩვენმა ბიჭებმა ის მანქანა იპოვეს,რომელიც შენ მიეცი ელენეს...სულ დამსხვრეული ეგდო ქალაქის პირას.
დემეტრე ჭკუიდან შეიშალა და ყველაფერი დაამტვრია,რაც ხელში მოყვა თან ღრიალებდა-ეს როგორ მოხდა?! როგორ?
-არვიცით..შევამოწმეთ მანქანა და სპეციალურად არიყო ავარიისთვის გამიზნული. მე ვფიქრობ,რომ შეამჩნია როგორ უთვალთვალებდნენ მათ ჩამოსორებას ეცადა და..-გიორგი საკმაოდ დაბნეული და ანერვიულებული იყო.
დემეტრე ცეცხლს აფრქვევდა და ღრიალებდა-რატომ არ დამირეკა?! რატომ არ დამირეკა თუ შეამჩნია,რომ მოყვებოდნენ?
-არვიცით.
-არიცით?! რატომ დამითანხმეთ?! რატომ დამაშვებინეთ ეს?!-დემეტრე თავს ვერ თოკავდა-სად არის? გეკითხებით-გიორგის მივარდა და კედელზე მიანარცხა-სად არის ან როგორ არის?! რამე ხოარ დაუშავდა?!-ღრიალებდა და პასუხს გიორგის თხოვდა-მითხარი! რატომ არაფერს ამბობ? სად არის? სად?!
-დემეტრე დამშვიდდი.ვიპოვნით მეც ვღელავ,მაგრამ..
-ვიპოვნით?! და რაიქნება თუ ის მკვდარია? მიპასუხე რას იტყვი მერე?!
-როგორ ფიქრობთ ამასთან ლევანს ხომ არ აკავშირებს რამე?-მათე ფეხზე წამოდგა.
დემეტრემ მაგიდას მუშტი დაარტყა.
-გიორგი სრული მობილიზაცია მთელს რიგებში,მათე დანტე და ენზო იპოვნე..და დაელოდეთ შემდეგ ბრძანებებს!-დემეტრე კაბინეტითად გამოვარდა კარებში სალომე შეეფეთა,რომელიც შეშინებული უყურებდა,მაგრამ ჩვეულებრივად მოქცევა გადაწყვიტა.
-საყვარელო! ვიცი პატარძლის ნახვა ქორწილამდე არშეიძლება,მაგრამ ორივე თაიგული მომწონს და ვერ გადამიწყვეტია,რომელი ჯობია და ვიფიქრე,რომ შენ დამეხმარებოდი-დემეტრე უფრო გაცოფდა სალომეს ამდენ ლაპარაკზე და ორივე თაიგული ხელიდან გააგდებინა-ეშმაკსაც წაუღია ეს ყველაფერი-სალომემ თავი ვეღარ შეიკავა და ძირს დავარდა შოკში იყო დემეტრეს ასეთს პირველად ხედავდა.
-დ-დემეტრე..
ბიჭები ხმაურზე გამოცვივდნენ-დემეტრემ ფეხი კრა თაიგულს და სადღაც მოისროლა-მცველებო! მანქანა მომიყვანეთ.
-მაგრამ დემეტრე...დღეს ჩვენი ქორწილია..-სალომემ ახედა.
-ამის დრო არმაქვს ახლა. გააუქმე!
-რაა?-სალომე დაბნეული იყო.
დემეტრე სახლიდან გავიდა გიორგიც მას გაყვა.
სალომემ ტირილი დაიწყო არჯეროდა იმის რაც ახლა მოხდა. დათამ სალომეს შეხედა და ამოიხვნეშა მისკენ დაიხარა და ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა.
-მოდი..ადექი.-მკლავით ეჭირა დათას.
-რაგინდა,იდიოტო?! მარტო დამტოვე!
დათამ თვალები გადაატრიალა-მეორეჯერ აღარ გამამეორებინო წითურო. ადექი.-ფეხზე დააყენა და ოთახში შეიყვანა. სალომე ცრემლებს იწმენდდა.
-არინერვიულო..ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ელენეს რაღაც დაემართა და..
სალომე ამაზე უფრო ატირდა.
-ის ასე იმიტომ იქცევა,რომ ელენეს პატარა ავარია მოუვიდა?
-კი..მოიცა შენ რაიცი?
-მე..თქვენი საუბარი მოვისმინე.

საავადმყოფოს კედლები წამლების სუნით იყო გაჟღენთილი..ერთერთ პალატაში აპარატზე შეერთებული ელენე ლაშხი იწვა..გვერდით თქროზე კი ახალი ყვავილების თაიგული იდო ვაზაში.
თვალები ნელა გაახილა და სინათლემ თვალი მოჭრა..თავი და სხეულის თითოეული უჯრედი სტკიოდა..ოთახს თვალი მოავლო-სად იყო? რა დაემართა?
კარი გაიღო და ოთახში ნაცნობი სილუეტი დალანდა.
-როგორც იქნა გაიღვიძე.
ეს ალექსანდრე იყო.
-ალექსანდრე?!
სანდრომ კარი მიხურა და ელენეს მიუახლოვდა-ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამდენი ხმის შემდეგ ასეთ ადგილას მომიწევდა შენი კვლავ ნახვა.
-ალექსანდრე შენ დაბრუნდი!-ელენე წამოდგომას შეეცადა,თუმცა სიმძიმე იგრძნო და ბალანსი დაკარგა..სანდრომ დაიჭირა და უკან დააბრუნა.
-რას აკეთებ? შენთვის ადგომა არშეიძლება.
-კარგად ვარ,კარგად..ნუ ღელავ..შემიძლია დავდგე.
სანდრომ ჩაიღიმა.
-ისევ ისეთი მოუსვენარი ხარ,როგორხ ადრე.
-რათქმაუნდა.-გაიღიმა ელენემ.
სანდრომ შუბლზე აკოცა.
-ძალიან მომენატრე.
-მეც..რამდენი ხანი გავიდა..მისია შეასრულე?
-რთულად,მაგრამ შევასრულე..დავბრუნდი და ახლა ისევ დეტექტივად ვმუშაობ.
-მაგარია! ახლა კოლეგები ვართ! დარწმუნებული ვარ გიორგისაც ძალიან გაუხარდება შენი დანახვა.
სანდრომ გიორგის ხსენებაზე ძირს დაიხედა.
-და მაინც აქ რას ვაკეთებ? რატომ ვარ საავადმყოფოში?
-ავარიაში მოყევი და ბოძს დაეჯახე.
-კიმაგრამ როგორ მოხდა ეს? არაფერი მახსოვს.
-ჯერ არვიცი,მაგრამ მალე გავიგებ. ჯერ ანალიზებს ველოდებით.
-კარგი.
ალექსანდრემ სიგარეტს მოუკიდა ელენემ კი გაიცინა.
-აქ მოწევა არშეიძლება.
-ოო ამის გამო უკვე ვეკამათე რამდენიმე ექთანს..
ელენემ გაიცინა,მაგრამ ტკივილმა აიტანა.
-ელენე!-სანდრო ეგრევე მასთან გაჩნდა-ხომ გითხარი უნდა დაისვენო.
-ამისთვის დრო არმაქვს..განყოფილებაში უნდა მივიდე.
-რატომ? რა არის ისეთი საჩქარო,რომ ჯანმრთელობაზე წინ აყენებ?
-როგორც იქნა გამოვიჭირე! ახლა კი უკან ვერდავიხევ.
-რაზე ლაპარაკობ?
-მამაჩემის მკვლელი გამოვიჭირე!
-მართლა? როგორ?
-ვუთვალთვალებდი და ბოლოს დავიჭირე.
-როდის?
ელენე გაბრაზდა-კითხვებისთვის დრო არმაქვს! მე უნდა..-ისევ ფეხზე წამოდგა,მაგრამ სანდრომ წელზე შემოხვია ხელები დდა დაიჭირა-ელენე მოდი დაწექი.
-არა..უნდა წავიდე. ამდენიხანი დავსდევდი და ახლა,როდესაც საკანშია აქ ვერ ვიჯდები..პასუხი უნდა ვაგებინო ყველაფეისთვის.
ალექსანდრე გაკვირვებული უყურებდა.
-ვიზე ლაპარაკო?!
-დემეტრე გასვიანზე.

ელენე საწოლზე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა
ალექსანდრე ექიმს ელაპარაკებოდა ისე,რომ ელენეს არგაეგო.
ექიმმა ის კაბინეტში შეიყვანა.
-აბა რაზე გინდათ საუბარი?
-ელენე ლაშხზე..როგორ არის?
ექიმმა ანალიზების პასუხებს ჩახედა.
ავარიის შემდეგ ძალები ბოლომდე ვერ აღიდგინა,მაგრამ როგორც ჩანს თავი დაურტყავს.
-ექიმო ვფიქრობ,რომ მეხსიერება დაკარგა და რაღაც ნაწილი არ ახსოვს.
-ამნეზია თავის დარტყმის დროს ხშირია. როგორც მივხვდი ახსოვს ვინ არის.
-მას ველაპარაკე და ჩემიაზრით ბოლო 2-3 თვე საერთოდ არ ახსოვს.
-დროებითი ამნეზია.
-რაიცით,რომ დროებითია და არა სამუდამო?
-შეიძლება იმიტომ,რომ ბოლოდროინდელი ამბები მისთვის ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა და მის ტვინში დაილექა.
-მას ვიცნობ და წარსულის ამბები უფრო მტკივნეულია მისთვის ვიდრე ბოლო 2-3 თვის.
-მე არმითქვამს მტკივნეული მოგონებები-მეთქი. მე ვთქვი ემოციური,აქ ვგულისხმობ:შიშს,ნერვიულობას,სიხარულს შესაძლოა სიყვარულსაც.
ალექსანდრემ ამრეზით შეხედა ექიმს.
-შეიძლება მისი დროებითი ამნეზია იმის შედეგი იყოს,რომ ის თავის დაცვას ცდილობდა ამ ღრმა ემოციებისგან.
-ანუ თქვენ ამბობთ,რომ მას ბოლო თვეების დავიწყება სურდა?
-დარწმუნებით ვერ გეტყვით..შეიძლება დიახ,ან შეიძლება არა.
-ჰმმ..გასაგებია ექიმო..ანუ მას შეუძლია მახსოვრობა დაიბრუნოს ასეა?!
-დიახ,შეუძლია,მაგრამ არვიცით ეს რა დროს წაიღებს..შეიძლება საათები,დღეები და კვირები დასჭირდეს.
-თვეები?
-წლებიც..ეს პაციენტზეა დამოკიდებული. თუ შეეცდება მის დაბრუნებას ამ პროცესს დააჩქარებს,მაგრამ თუ მას არუნდა ის ვერ დაიბრუნებს მის მოგონებებს.
ალექსანდრემ ამოიხვნეშა.
-ეს რთული იქნება.

მანქანა პარკინგზე შესრიალდა დემეტრე მანქანიდან ჩამოვიდა და კარი მიიჯახუნა..ის ლევანის სახლის წინ იდგა უკან კი ბიჭები და დახვა ედგა,რომელიც მას მიყვებოდა.
გასვიანი სახლისკენ წავიდა.
-დემეტრე ეს არარის კარგი აზრი..დამშვიდდი და ახლავე წავიდეთ აქედან.-გიორგი მის დამშვიდებას ცდილობდა.
-მე გადავწყვეტ ეს კარგი აზრია თუ ცუდი.-თუ გეშინია გირჩევნია ახლავე წახვიდე.
-ეგ რაშუაშია მე ბოლომდე შენთან ვიყავი და ვიქნები კიდეც.
-მაშინ წამოდი.
-შენს გვერდით ვარ.-გვერდით ამოუდგა გიორგი და ეზოში შეაბიჯეს.
-როგორ მოხდა,რომ მათი დაცვა უკვე აქ არდგას?-მათემ თვალი მოავლო ეზოს.-აშკარაა,რომ უნდათ შიგნით შევიდეთ.
- მათ რაუნდათ და რა არა..შევდივართ.
გასვიანმა კარი ფეხით შეამტვრია და შიგნით შევიდა.
გასვიანს და მის დაცვას ლევანის ბიჭები იარაღს უმიზნებდნენ. არც გასვიანს დაუყოვნებია ირაღის ამოღება.
-არშეიძლება სხვის სახლში ასე შევარდნა ეს უზრდელობაა-უკნიდან ის ტიპი გამოვიდა,რომელიც ელენეს და ანანოს თავს დაესხა იტალიაში.
-შენ!-გიორგიმ იარაღი მას დაუმიზნა.
-ოჰ გამარჯობა-გაიღიმა-გოგონები როგორ არიან? კვლავ სუნთქავენ?
-მეორე სად არის? შენთან ერთად,რომ იყო?!-გიორგი ზიზღით უყურებდა
-საქმეები აქვს მოვა მალე გული არ დაიწყვიტო.
-შენთვის დრო არმაქვს..სად არის ლევანი მისი ნახვა მინდა-საუბარში გასვიანი ჩაერთო.
-შენთვისვე უკეთესი იქნება თუ ახლავე წახვალ..ეს საუკეთესო სვლა იქნება მაშინ,როდესაც დაუპატიჟებწლი სტუმარი ხარ ამ სახლში.
ოთახში უფროსი გასვიანი შემოვიდა.
-შეხედეთ ვინ შემოუერთდა წვეულებას.
-აქ არანაირი წვეულება არარის! დემეტრე ახლავე წადი აქედან!-უფროსმა ძმამ დემეტრეს თვალებში ჩახედა და კარისკენ უბიძგა.
-ჯერ არა! პასუხები უნდა მივიღო!
-პასუხები?
-კი,ნუ ღელავ შენით დაინტერესებული არვარ ყოველშემთხვევაში ახლა. შენი დროც მოვა.
-აყოლას არვაპირებ.
კიბეების ჭრაჭუ ის ხმა მოისმა და ლევანი გამოჩნდა.
-რა ხმაურია აქ?!
ყველას თავი მისკენ მიტრიალდა. უკან გიორგიმ,რომ ახსენა ის ტიპი მოყვებოდა.
-მიკამი,როგორც იქნა დაბრუნდი გიკითხეს უკვე..ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობ მეგობარო.
-საკმარისია!-ლევანიმ შეაწყვეტინა საუბარი-უკეთესი-შეხედა დემეტრეს.
-რა პატივია. რამ შეაწუხა ჩემი ძვირფასი ძმიშვილი?-ირონიულად გაიღიმა ლევანმა.
-შეწყვიტე! სად არის ელენე?
-ელენე? ბოდიში,მაგრამ არვიცი რაზე ლაპარაკობ.
-ახლავე მიპასუხე!
-მართლა არვიცი..თქვენ იცით რაზე ლაპარაკობს?-ლევანი თავის დაცვას მიუბრუნდა.
-არა.
-თქვენი დედაც მო***ან! დეტექტივი! ელენე ლაშხი! სად არის ის?!-დემეტრემ იღრიალა და ლევანისკენ გაიწია,მაგრამ გიორგი გააჩერა.
-დემეტრე..დამშვიდდი.
ლევანი ძალიან გაერთო დემეტრეს ამხელა დაინტერესებით ამგოგოს მიმართ.
-არაფერი ვიცით მასზე-უფროსმა გასვიანმა ჯერ ლევანის შეხედა შემდეგ დემეტრეს.
-შენთვის არაფერი მიკითხავს! დემეტრე ახლა თავის ძმას მიუბრუნდა.
-მოიცადეთ. იმ გოგონაზე ლაპარაკობ აქსესუარივით,რომ დაგქონდა? ლაშხის ქალიშვილი? კაცი,რომელიც დედაშენთან და მამაშენთან ერთად აფეთქდა.-ლევანიმ გაიღიმა და დემეტრეს რეაქციას დაელოდა.
დემეტრე მთლიანად ახურდა სახეზე და მუშტები ისე ქონდა მოჭრილი,რომ რამის თითები მოიმტვრია.
-წარმოდგენა არმაქვს სად არის. რატომ კითხულობ? გამოგექცა?-ლევანმა გაიღიმა-ხომ გითხარი ქალბატონებს ჯენტლმენურად მოექეცი თქო? დედაშენმა არგასწავლა?,თუმცა მოიცადე..
დემეტრე აკანკალებული იყო.
-შენ!-იღრიალა და ლევანისკენ წავიდა.
ორმა დაჯგუფებამ ერთმანეთს იარაღები დაუმიზნეს.
-დემეტრე მასაც ეს უნდა! დამშვიდდი-გიორგი უყვიროდა და თან მეგობარს აზღვევდა. დემეტრემ გაიაზრა მისი ნათქვამი და გაჩერდა.
-მომისმინე..თუ არმეტყვი სად არის მე..
-რა შენ? რას იზავ? სახლში შემომეჭერი და მემუქრები?! იდიოტო..ამაზე მეტად დაცემა კიდევ შეგიძლია?!-არც ლევანიმ დააკო ყვირილი.-ახლავე წადი,არმინდა ჩემი ძვირიანი ხალიჩა შენი და შენი კაცების სისხლით მოვსვარო.
-თუ გავიგებ,რომ ელენეს გაუჩინარებაში შენი ხელი ურევია შენს ხალიჩებზე ბევრად დიდი სანერვიულო გექნება.
გიორგის და ბიჭებს ანიშნა გავედითო და სახლიდან გავარდა.
იმის მერე,რაც დემეტრე წავიდა ლევანიმ უფროს გასვიანს მიმართა.
-მოძებნე ელენე ლაშხი და აქ მოიყვანე.
მანაც უსიტყვოდ დატოვა..ლევანიმ სიბრაზისგან მისი რამდენიმე კაცი ადგილზევე მოკლა.

პ.ს და აი ისიც რასაც ამდენი ხანი ელოდით(თუ ელოდით :D) როგორც ჩანს გრძელდება ისტორია



№1  offline მოდერი ენემი

ვაიმეე ამაზე მეტად თუ რამე გამახარებდა არ მეგონა♡♡♥

 


№2  offline წევრი truelove

ენემი
ვაიმეე ამაზე მეტად თუ რამე გამახარებდა არ მეგონა♡♡♥


მიხარია თუ გაგახარე ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ამის გაგრძელებას არ ველოდი? ძალიან გამახარე

 


№4  offline წევრი Qristina1

ვაიმე რაკარგიააა გამეხრდააა არ ველოდი თუ დადებდი

 


№5 სტუმარი ნათია41

აღარ მეგონა თუ გააგრძელებდა ავტორი ამ ისტორიას, ნუ გადათარგმნას რომ არ დაიზარებდი ვიცოდი????

 


№6 სტუმარი ))))

შენ აზრზე არ ხარრრ როგორ გამახარე ეხლა ????????

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შემდეგი როდის იქნება

 


№8  offline წევრი Teo Gvinianidze

au male daideba shemdegi ?

 


№9  offline წევრი marikoshine:)

ნეტა როდის გაგრძელდება? მართლა საინტერესოა

 


№10  offline წევრი Teo Gvinianidze

mec dzalian damainteresa

 


№11 სტუმარი ))))

აღარ დებ? მალე დადე რაა (

 


№12  offline წევრი პერლა

როგორ ველოდები გაგრძელებას

 


№13 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმეეე სასწაულად ველოდები შემდეგ თავებს და გაგრძელებაას????????????იმედია მალე დადეებ❣️❣️

 


№14 სტუმარი სტუმარი waka

exla vnaxe es axali taviii da dzalian gamixarda aiii vgijdebi am istoriazeeee agar daikargo da dade xolme raaaa... neta elenes gaaxsendes dzalian momwons eg wyvili tavisi chxubebit

 


№15 სტუმარი ))))

შენი ხოდით გაააგრძელე თორე მოვკვდი

 


№16 სტუმარი ))))

აღარ აგრძელებს ის დედ-მამამ დალოცვილიი ისტორიას? :(

 


№17 სტუმარი მარუსი

აუ როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები♡♡♡ ძაან მაგარი და არ შეწყვიტო მალე დადე რააა♡♡♡♡♡♡

 


№18 სტუმარი ))))

გაგრძელე შენით რა მესმისძნელიაა როცა სხვის ისტორიას აგრძელდბ ბევრი დეტალია გასათვისწინებრლუ მაგრამ წადე რა გთხოოვ

ცადე მინდოდა მეთქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent