ქართველი კაცის აწმყო და მომავალი
I აწმყო ციოდა. ზამთრის სუსხიანი დღე იდგა. საათმა ოთხს ჩამოკრა. თბილისის ერთერთ გარეუბან მუხაიანში, სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ერთერთი კორპუსის წინ, სიჩუმეს იქვე წყაროსთან მდგარ მაგიდასთან, კარტის მოთამაშეები არღვევდნენ, რომლებიც ალკოჰოლისგან შეზარხოშებულები სიცივეს ვეღარ გრძნობდნენ. ერთერთი იმ მოთამაშეთაგანი, სახელად თეიმურაზი, რომელსაც თემოს ეძახდნენ, ოცდაათი წლის ცოლ-შვილიანი კაცი იყო. მან ცოლი ოცი წლის ასაკში შეირთო და უკვე ცხრა წლის გოგონა და რვა წლის ბიჭი ყავდა. მისი ცოლი კი საბერძნეთში იყო ორი წლის წასული და მოხუცის მომვლელად მუშაობდა, რადგან თემოს, გარდაცვლილი მამის მიერ დატოვებლი ბიზნესი ჩაუვარდა სიზარმაცის გამო და ოჯახი უსახსროდ იყო დარჩენილი. მასთან ერთად ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკის კაცები თამაშობდნენ ჯოკერს. ამასობაში თემოს ცხრა წლის გოგო სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მას გზად ის ადგილი უნდა გაევლო სადაც მამამისი კარტს თამაშობდა. მარგომ, რომელსაც ეს სახელი გარდაცვლილი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს და რომელსაც მოფერებით მარის ეძახდნენ, დაინახა მამამისი მაგიდასთან მჯდომარე და მისკენ გაიქცა. - მამა, მამა იცი დღეს ქართულში ათიანი მივიღე, - ახარა მარიმ მამამისს. - უხხ, როგორ წამეგლიჯა! - შესძახა ამ დროს თემომ, ისე რომ მისი შვლისთვის საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. - არაუშავს, ბოლო დარიგებაზე რო არ გავიხიშტოთ მოგებული გვაქვს, - უთხრა მას კარტის მოთამაშე პარტნიორმა. - მართალი ხარ, - უპასუხა თემომ და კარტის დარიგებას შეუდგა. - მამა, მამა იცი დღეს ჩვენთან კლასში შავი ბიჭი მოიყვანეს და ჩემს გვერდით დასვეს. მასწავლებელმა გვითხრა რომ ისიც თქვენნაირი ქართველიაო. ჯაკი ქვია მაგრამ ჩვენ უკვე მოფერებით ჯაკოს ვეძახით. ძალიან ცოდოა, - სინანულით დაამთავრა მარიმ. კარტის რიგებაში გართულ თემოს კვლავ არ მიუქცევია ყურადღება ბავშვისთვის. - მამა არ მისმენ?! - შესძახა მარიმ მამამის განაწყენებული ხმით. - რა გინდა შვილო? ხო ხედავ კარტს ვთამაშობ არა? აჰა შენ ორ ლარიანი და წადი შოკოლადი იყიდე. მერე სახლში ადი, - უთხრა თემომ შვილს და მისი მეუღლის გამოგზავნილი ორ ლარიანი მიაწოდა. - მადლობა. - უთახრა მოღუშული ხმით მარიმ და მაღაზიისკენ იწყო წინსვლა. ამის შემდეგ იმ მაგიდას სადაც ახალგაზრდები კარტს თამაშობდნენ, მათი 72 წლის მეზობელი, ბატონი ზვიადი მოადგა. - კაი გამარჯობა თქვენი ბიჭებო. - შესძახა მოხუცმა ომახიანად. - გაუმარჯოს ბაბუ. - მიესალმნენ ბიჭებიც მაგიდიდან. - ბიჭებო, როგორც ჩანს საქმე მაინც არაფერი გაქვთ და იქნებ მიტინგზე გამომყოლოდით. ხომ ხედავთ, ამდენი ურჯულო ხალხის ჩამოსახლებას გვიპირებენ, ახალი თაობა უნდათ რომ აღრიონ მათთან. თან ათასნაირ გარყვნილებას აჩვევენ. წელს თუ ხელი არ შევუშალეთ, უკუღმათების პარადსაც კი ჩაატარებენ. ამას კიდე შეილება ეშველოს მაგრამ თუ უცხოტომელები ოჯახებში ჩაგვისახლეს დამთავებული იქნება ყველაფერი, - აუხსნა დაღონებულმა ბაბუმ. - მოიცა რა ბაბუ, - ირონიული ღიმილით უთხრა ერთერთმა მაგიდაზე მჯდომმა. - რა დროს მიტინგია, აგერ მაგარ მაზიანს ვიგებთ მე და თემო, - ხარხარით წამოიძახა თემოს პარტნიორმა. - პოლიტიკოსებთან ხო არ დავდგებით არა? რაღაცეებს ბჟუტურებენ და ფულის კეთებაზე არიან გადასულები, - თქვა თემომ. -კაცო, ისინი რანაირები არიან ამას რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარი ის არის რომ რამენაირად შევაჩეროთ ამ ურჯულოების ჩამოსახლება, - უპასუხა ზვიადმა. -თემო, შვილო, აგერ ორი ანგელოზივით შვილი გეზრდება, ნუთუ არ ფიქრობ მათ მომავალზე? - შეეკითახა თემოს. - რას ქვია არ ვფიქრობ!- დაიღრიალა თემომ. -მე ისე ვზრდი ჩემს შვილებს არაფერი ეგეთი საფრთხეები არ დაემუქრებათ! - კი მაგრამ ეგ არ კმარა, მაინც შეიძლება შეეხოთ, - წუხილით უთხრა მოხუცებულმა. - შენ ეხლა ძალიან ზედმეტები მოგდის, შე ბებერო. დროზე ეხლა აქედან დაიკარგე, - შეჰყვირა გაცხარებულმა თემომ. ბატონმა ზვიადმა მხრები აიჩეჩა და გზას გაუდგა. - მოვიგეთ, - ამოისუნთქა თემოს პარტნიორმა. - ჰაა დროზე ოცი ლიტრა ლუდი ჩაბარდეს, - ამპარტავნულად წამოიძახა თემომ. - მოიცა ჯერ დავბოლდეთ რა, ისე მეზარაბა ამდენი ლუდის თრევა, - დაიწუწუნა ერთერთმა წაგებულმა. - კარგი, კარგი დავბოლდეთ, - უპასუხა თემომ და მაგიდის ქვემოდან მოსაწევად გამზადებული ბოთლი ამოიღო, რომელშიც მისი პარტნიორის მიერ გამზადებული ჩაყარა და გაუკიდა. - იქნებ მართლაც მართალი იყო ის კაცი და ჯობდა წავსულიყავით. იქვე სადმე დავლევდით და მოვწევდით. ვიდგებოდით მაინც, რა იცი ეგება მართლაც შემოგვიყარონ ზანგები და არაბები, - დამწუხრებით თქვა მეორე წაგებულმა რომელსაც ლევანი ერქვა. - აუუუუ, რეებს ბოდავ, - სიცილით თქვა ბოლისგან გაგუდულმა თემომ, ბოლი ამოუისუნთქა და ჩაახველა. - მიტინგზე დავმდგარიყავით ლუდით ხელში?- თქვა თემოს პარტნიორმა და სიცილი აუტყდა ისევ როგორც დანარჩენ ორს. - მე მასე არ მითქვამს კაცო, - დაიყვირა დაცინვისგან გაბრაზებულმა ლევანმა. - აუუ რეებს იძახი რა. აგერ ამ ზვიადას შეხედე: მთელი ცხოვრება მიტინგებზე დადის და რას მიაღწია? ამხელა კაცია და იმის ფულიც არ აქვს რომ შვილიშვილს შოკოლადი უყიდოს. შენ ჯობია ბევრს ნუ ყბედობ და აგერ გამომართვი და მოწიე, - უთხრა ლევანს თემომ. ლევანმაც გამოართვა და გააბოლა. ამ ყველაფერს კი იქვე გვერდით სტადიონზე, ფეხბურთის სათამაშოდ ახლად მოსული 14-15 წლის ბიჭები შესცქეროდნენ. II მომავალი ათი წელი გასულიყო, ამ ამბის შემდეგ. 16 მაისი იდგა თბილისში, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ გაზრდილიყო, ერთის მხრივ დაცარიელებული რეგიონების ხარჯზე და მეორეს მხრივ ათი ათასობით უცხოელი მიგრანტის ჩამოსახლებით. თუმცაღა ასევე მომატებულიყო ემიგრაციაში წასული ქართველების რაოდენობაც. ქალაქის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ხალხის ცხოვრების დონე საკმაოდ გაუმჯობესებულიყო, განსაკუთრებით ელიტისა და მათთან დაახლოებული ადამიანების. სამაგიეროდ არაფერი არ შეცვლილიყო გარეუბნებში სადაც იგივე სიღარიბე სუფევდა. მუხიანშიც ისევ იგივე სიტუაცია იყო. ათი წლით დაბერებული თემო და მისი მეგობრები ისევ კარტით, ლუდით და მარიხუანით იქცევდნენ თავს. ბატონი ზვიადი გარდაცვლილიყო რადგან უსახსრობის გამო წამლებს ვეღარ ყიდულობდა. თემოს ცოლი ისევ საბერძნეთში მოხუცის მოვლით ინახავდა ქმარ-შვილს. თემოს გოგო მარი, საკმაოდ ლამაზი გოგო დამდგარიყო, რომელიც ლიბერალური ღირებულებებით აღზარდეს სკოლაში. ბირჟაზე «დასაქმებულ» თემოს შვილების აღზრდისთვის არ ეცალა. მარი და მისი ძმა ბესო ბოლო არდადაგებზე საბერძნეთში იყვნენ ჩასულები დედასთან. ამასობაში თვალსა და ხელს შუა შეცვლილიყო თბილისური ცხოვრბის წესი. შუადღეს გაღვიძებული თემო სამზარეულოში ლუდის დასალევად გადიოდა და მისაღებ ოთახში მისი ქალიშვილი და ძალიან ძვირფას ტანისამოსში ჩაცმული ჯაკო დაინახა რომლის მამაც ძალზედ გადიდრებულიყო ნარკოტიკებით ვაჭრობით, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა ყველანაირი ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციას, ერთხმად დაუჭირა მხარი. - რამდნჯერ გითხარი ამ ზანგს ახლოს არ გაეკაროთქო და შენ კიდე სახლში მომითრიეეე!!! - იყვირა გაცხარებულმა თემომ. -რა ფრითენზია გაქს - შეეპასუხა ჯაკო გატეხილი ქართულით, რომელსაც იმის მიუხედავად რომ 10 წელი საქართველოში იზრედებოდა, ქართული კარგად მაინც ვერ ესწავლა. - ჩაიგდე ენა!!! - დაუყვირა თემომ - მამა, ყველაფერი დამთავრდა, მე და ჯაკო შეყვარებულები ვართ და შენ ამასთან შეგუება მოგიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან წავალ. - რაა?! - დაიღრიალა თემომ - თუ არ გაუშვებს მარის, ჯაკო შინაგან სამინსტროს დარეკავს, ჯაკო პოლიციას მოუკვანს და მაინც წაკვანს მარის, ასე იზავ ჯაკო - უთხრა გადიდგულებულმა მიგრანტმა. ამის გაგონებაზე თემომ იქვე მაგიდაზე მდგარი შუშის ჭიქა აიღო და ჯაკოს სახეში გაუქანა, წარბი გადაუხსნა და მისკენ გაიწია. ამის დანახვაზე მარიმ, იკივლა და მამისკენ გაიწია ჯაკოზე გადასაფარებლად. ჯაკო გონზე მოვიდა, გასასვლელი კარებისკენ გაიქცა და თემოს სახლიდან გაასწრო. გამწარებულმა თემო მარის რამდენიმეჯერ ძლიერად გაულაწუნა, თავის ოთახში შეაგდო, ჩაკეტა და შესძახა: - ვერსადაც ვერ წახვალ, აქ ეგდები და მე შენ განახებ სეირს! დაახლოებით სამ საათში, წარბგაკერილი ჯაკო, რომელიც ტანსაცმელზე მიმაგრებული ფარული კამერით იღებდა წინა სცენას, პოლიციის რაზმთან ერთად მოადგა თემოს სახლის კარებს. რაზმს უბნის პოლიციელი, ოცდაოთხი წლის დათკა ხელმძღვანელობდა. ის ერთერთი იმ ბავშთაგანი იყო რომელიც ათი წლის წინად მომხდარი ამბის თვითმხილველი გახლდათ და იმ დღეს პირველად გასინჯა თემოს მეგობრის ჯიბიდან შემთხვევით გადმოვარდნილი . ის ეხლაც მარიხუანის თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან კანონით იყო დაშვებული საჯარო მოხელეებისთვის ყველანაირი ნარკოტიკების გამოყენების უფლება. პოლიციამ მთვრალ თემოს კარები შეუმტვრია. თემომ წინააღმდეგობის გაწევა ცადა, თუმცა დაბოლილმა დათკამ მასზე ელექტროშოკი ისე ძლიერად გამოიყენა რომ თემო კრუნჩხვებში ჩააგდო და შემდგომ გათიშა, რაზეც დათკა ხმამაღლა ხარხარებდა. ამ დროს ოთახიდან მარიც გაამოიყვანეს რომელიც ეგრევე ჯაკოსკენ გაიქცა და გადაეხვია. ამის დანახვაზე დათკამ მას მიმართა: - ნუ გეშინია ლამაზო, მამაშენი ვეღარ დაგიშლის მასთან გულაობას. ვიდეო მტკიცებულება გვაქვს, სიძულვილისა და რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე მკვლელობის მცდელობისა. მინიმუმ ოცდახუთი წელი ჩააყუდებენ. - იმედია იქ ჩალპება ეგ ბებერი ღორი, - უპასუხა მარიმ, რაზეც დათკას საშინელი სიცილი აუტყდა. პოლიციის განყოფილებაში წაათრიეს თემო და მას შემდეგ რაც გამოფხიზლდა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მას ცალკე საკანი გამოუყვეს რადგან ძალზედ აგრესიულად იქცეოდა. საკნები, საკონტროლო ოთახის შემდგომ იყო გაანთავსებული საიდანაც განყოფილების ცენტრალურ დარბაზში იყო გასასვლელი. დაღამდა. იმ ღამეს საკონტროლო ოთახის სმენაში დათკა და 25 წლის ახალგაზრდა გოგო, სახელად სალუკა იყვნენ. სალუკა ისევე როგორც დათკა მარიხუანის მომხმარებელი იყო და მას დათკასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მარიხუანით გაყავდა დრო. ის ის იყო უნდა ჩაძინებოდათ რომ დათკამ, ნარკოტიკი ბიო ამოიღო რომელიც თემოს სახლიდან წამოეღო ჩუმად, და სალუკას შეზთავაზა. - ეს იმ თემოსგან წამოვიღე დღეს რომ მოვიყვანე გათიშული. მაგარი ქეშია და უეჭველი მაგარი მოსაწევი ექნებოდა. სალუკას ძალიან გაუხარდა და შეუდგნენ მის მოწევას. ეს ნარკოტიკი ძალზედ ძლიერი აღმოჩნდა თუმცაღა სწორედაც ეს უნდოდათ დათკას და სალუკას. მოწევის შემდეგ სალუკას ერთი აზრი დაებადა. - დათკა მოდი პატიმრები გავაღვიძოთ, კარებები გავუღოთ და დავუკეთოთ, ასე ვაწვალოთ და მათ სიფათებზე ვიღადავოთ, - უთხრა და სიცილი აუტყდა სალუკას. საკონტროლო ოთახიდან შესაძლებელი იყო ავტომატურად საკნების კარებების გაღება და ასევე იქ დაყენებული კამერები, საკონტროლო ოთახში დაყენებულ მონიტორებზე კარგათ აჩვენებდნენ საკნების შიგნით არსებულ მდგომარეობას. დათკაც დათანხმდა და სიცილი აუტყდა. ამასობაში სალუკას კიდევ მოუნდა მოწევა და ეს დათკას უთხრა. - ეს ძაან ძლიერია, თან ეხლახანს არ მოვწიეთ? - უთხრა დათკამ - რა იყო გეშინია? - კითხა სალუკამ ეშმაკური გამოხედვით. - მეშინია? მე? არასდროს! - უპასუხა დათკამ და მოწევას შეუდგნენ. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე წუთი აგრძელებდნენ პატიმრების ნერვებზე თამაშს, სანამ დათკამ ფერი არ დაკარგა და ცუდათ გახდა. - რა გჭირს? - კითხა ძლივს ძლიობით სალუკამ. დათკა ხმას ვეღარ იღებდა. ამის შემხედვარე სალუკაც ცუდათ გახდა. ჯერ დათკა შემდეგ სალუკა, ერთი მეორის მიყოლებით დაეცნენ იატაკზე და გონება დაკარგეს. ასე ეყარნენ კიდევ ორი საათი სანამ სმენის შემცვლელმა არ აღმოაჩინა მათი გაციებული გვამები. თუმცა სანამ ისინი გონს დაკარგავდნენ, მანამდე თემოს საკნის კარი ღია დარჩათ. თემოს რომელსაც ჯაკოს მოკვლის მეტი ფიქრი აღარ ქონდა თავში, გამოვარდა საკონტროლო ოთახში იმის ვარაუდით რომ იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდებოდა. თუმცაღა მას გულწასული პოლიციელები დახვდნენ. მან ამით ისარგებლა და იარაღები ამოაცალა მათ. ცენტრალურ დარბაზში გამოსულს, იქ მყოფი მორიგეები, მარიხუანისგან და ლუდისგან ჩაძინებულები დახვდნენ და ადვილად შეძლო გარეთ გამოსვალა. სახლისკენ დაიძრა თემო... 17 მაისის დილა თენდებოდა. თბილისში გეი პარადისთვის ემზადებოდნენ. თემოს მეორე შვილი ბესოც, რომელსაც მამა ციხეში ეგულებოდა, აქტიურად იყო ჩართული სამზადისში რათა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სიამაყით გაეარა. თემო კი ამ დროს სახლში მივიდა და კარებთან მის მიერვე დამალული სათადარიგო გასაღები ამოიღო, სახლში შევიდა და მარის ოთახისაკენ გაეშურა, რადგან მისთვის ჯაკოს მისამართი ეთქმევინებინა. თუმცაღა ეს საჭირო აღარ შეიქმნა. უეცრად გაიღვიძეს ერთ ლოგინში მწოლიარე მარიმ და ჯაკომ, და შეკრთდნენ. თემო ეგრევე ბალიშს ეცა, ჯაკოს თავზე ძლიერად მიაბჯინა, გასროლის ხმა რომ შეემცირებინა, იარაღიც დაადო და თავი გაუხვრიტა. საშინლად იკივლა მარიმ, ჯაკოს გახვრეტილ თავს ეცა და მწარედ ტირილი დაიწყო. მამამისმა უცებ ხელი გაარტყა და გვერდზე გადმოაგდო. პირზე ხელი დააფარა და უთხრა: - ჩაიგდე ხმა თორემ შენც ამას მიგაყოლებ! რამდენიმე წამი ასე ზიზღით უყურებდნენ ერთმანეთს თავლებში. შემდეგ თემომ ხელი აუშვა და მარიმ დაბალი ხმით განაგრძო ტირილი. თემო წამოჯდა და დაფიქრდა. იფიქრა ეგება რამენაირად გამიმართლოს და სოფელში გავიქცე, იქ რაღაცას მოვიფიქრებო. წამოდგა და გასვლა დააპირა, როდესაც ქალიშვილმა ზიზღით შესძახა: - მოიცა! თემო შემობრუნდა და ასევე ზიზღით კითხა: - რა გინდა? - იცი დედას რატო არ უნდოდა შენი საბერძნეთში ჩასვლა? იმიტომ რომ ბერძენი საყვარელი ყავს! - ტყუი! - დაიყვირა თემომ - არ ვტყუი, ჩემი თვალით ვნახე და დედამ დამაფიცა რომ შენთვის არ მეთქვა. დედას ეზიზღები იმიტომ რომ ყოვლად უვარგისი კაცი ხარ. - ტყუი, ტყუი, ტყუი! - კვლავ ყვიროდა თემო. - არაფერსაც არ ვტყუი. და იცი რომ ბესო გეია. ერთი წელია რაც მითხრა. დღეს პარადზეც კი გაივლის, თუ არ გჯერა ტელევიზორში ნახავ. - ჰაააააა! - დაიყვირა კვლავ თემომ. - ღირსი ხარ, აი მასე უნდა იტანჯო მთელი ცხოვრება და ციხეში ამოლპე!!! - მიახალა მარიმ ზიზღით. თემო გაცოფდა, აზროვნების უნარი დაკარგა, იარაღს ხელი სტაცა და საკუთარი ქალიშვილი იმ ქვეყნად გაისტუმრა. თემო წამოჯდა, აზროვნების უნარი რომ დაუბრუნდა მიხვდა რომ აღარაფერს აზრი აღარ ქონდა მისთვის. არც ტირილს. მას მხოლოდ ის სურდა რომ დაეძინა და ყველაფერი დაევიწყებინა. მან ფანჯარა გამოაღო და რაფაზე დადგა. მეშვიდე სართულიდან დაინახა თუ რა ლამაზად ანათებდა მზე რომელიც მას თვალს უკვე აღარ ჭრიდა. მოუნდა მზეს მიმწვდარიყო და.... დიდმა ბრახუნმა დაარღვია მუხიანის სიმშვიდე. თუმცაღა არც ამ ხმას არც წინა გასროლას, არ გაუღვიძებია დილის 8 საათზე კვლავაც ღრმად მძინარე ხალხი. კვირა დღე იყო. შუადღე ახლოვდებოდა. მზე სასწაულად აჭერდა რუსთაველის გამზირზე. იმ გზით სადაც ორმოცი წლის წინ, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველთა სისხლი დაიღვარა, ნახევრად შიშველი გეი პარადი მიიწევდა წინ სიამაყით. პარადს სათავეში ედგნენ, საქართველოს პრემიერ მინისტრი და ამავდროულად მმართველი პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური ოცნების ლიდერი და მათივე მართული ფსევდო ოპოზოციური პარტიის თავმჯდომარე, ლოზუნგით « სიყვარული გვაერთიანებს ». ქაშვეთის ტაძართან მივიდა პარადი. საყდარში წირვა აღევლინებოდა. თუმცაღა, ეკლესიები დაცარიელებულიყო და ამ ღვთის სადიდებელ წირვაზეც მხოლოდ რამოდენიმე მოხუციღა მდგარიყო ღვთის წინაშე. ზარების რეკვის დრო დამდგარიყო. თუმცა ქაშვეთის ეკლესიის ზარები დუმდნენ... ორი წლის წინ ეკლესიებისთვის, სხვა კონფესიების გრძნობების შელახვის მოტივით, ზარების რეკვა აეკრძალათ. გარყვნილებას მოეცვა რუსთაველის გამზირი. ცხელოდა, დიდად ხარობდა მტერი... დუმდა ქაშვეთი და დუმდა ერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.