შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? (VI თავი )


13-03-2019, 22:28
ავტორი shany shany
ნანახია 1 287

სანდრო ანნას გაყვა. წამში მიხვდა რომ გაბრიელის ბრალი იქნებოდა. პირველად არ ხედავდა ამ გოგოს ასეთ მდგომარეობაში. ვერაფერს შველოდა. როგორ არ ეცადა მაგრამ ვერაფერს გახდა. ჯერ გიგამ გაუმწარა სკოლის პიერიოდი,ახლა გაბრიელმა უნდა ჩაანაცვლოს? გასვიანთან ვერც ჩხუბით გახდა ვერაფერს და ვერც "კაცური" ლაპარაკით. ყველაფერზე მისი პასუხი ერთიდაიგივე იყო "მეტისმეტად აზვიადებ, ანნასთან დასაკარგი დრო არ მაქვს. თავად არ ადარდებს რას ვეტყვი და შენ რატომ წუხარ?" არ ადარდებდა?? თავიდან ღამეებს ათენებდა ტირილში,მისი ქცევების გამო. თვითშეფასება დაუქვეითდა და სოციუმისგან გაირიყა. შემდეგ კი ყველაფერს შეეჩვია. უნდა ვაღიარო რომ ყველაზე დიდი წვლილი გიგამ შეიტანა ამაში. ახლა კი როდესაც ახალ ცხოვრებას იწყებდა, გასვიანს ლიპარტელიანი ანაცვლებდა და ამის შეჩერებას ვერ ახერხებდა.
ისევ ისე მოიქცა როგორც ყოველთვის. სახლში მიაცილა, ჩაეხუტა და ერთი ორი "დამამშვიდებელი სიტყვაც უთხრა" მაგამ ამით რამე შეიცლებოდა? ვერ ვიტყვი რომ ანნასთვის არაფერს ნიშნავდა სანდროს სიტყვები. ყოველთვის გრძნობდა მის მხარში დგომას. მეორე დღეს დახეთქილი ხელების მიზეზზსაც მშვენივრად ხვდებოდა. ეს ყველაფერი გაბრიჭიძესთვის გვირაბში ანთებულ სინათლეს უდრიდა. სანდროს უყვარდა ანნა, გაცნობის დღიდან მისით იყო მოხიბლული, ცოტახანში გასვიანის ქცევები შეამჩნია და მას შემდეგ გოგოს დაცვის სურვოლი აქვს, ამას ვერ ახერხებს ისე როგორც საჭიროა, ის კი არა ამის შეჩერება გიგას გარდა არავის შეეძლო ხანდახან ვგიქრობ, ანნაც კი უძლური იყო. მხოლოდ მდგომარეობას ამსუბუქებდა და ცდილობდა ყველა იმ წყენის დავიწყებაში დახმარებოდა რაც ჰქონდა. ძმური ინსტიქტები აღმოაჩნდა, რის შესახებაც თავადაც კი არ იცოდა.მეშვიდე კლასიდან იცნობს გიგას და ანნას. გასვიანის მიმართაც არ აქვს ცუდი დამოკიდებულება, უბრალოდ ეს ბიჭი სწორ გზას არ ადგას და რაცუფრო იზრდება მეტ შეცდომას უშვებს. ვერ ხვდება გოგოს სიყვარულმა ასე როგორ უნდა შეცვალოს ცუდი მხარისკენ. იმის მაგივრად რომ ყველაფერი იღონოს თავის მოსაწონებლად, მისი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ რომ რაც შეიძლება თავი შეაძილოს გაბრიჭიძეს. ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს. ერთხელ კითხა კიდეც და პასუხი მხოლოდ ის იყო რომ არ იცნობდა საკმარისად და რათქმაუნდა ანნას სიყვარულიც უარყო. ახლა კი როცა ეგონა რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, საკუთარმა მეგობარმა, რომელსაც დაბადებიდან იცნობდა და უფროსი ძმა არის მისთვის იმ ადამიანს აყენებს ტკივილს ვინც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია ენას ძვალი არ აქვსო მაგრამ ამ უძვლო ორგანოს შეუძლია ადამიანის ცოცხლად დამარხვა.
უკან გამობრუნებულმა სანდრომ გეზი პირდაპირ გაბრიელის სახლისკენ აიღო. კარი მისმა ბებიამ გაუღო, როგორც აქამდე თბილად მოიკითხა და სახლში შეიპატიჟა.
⁃ გილოცავ ბები იუბილეს. არ ჩანხარ ძალიან მთვრალი შენ.ის თავის ოთახშია მალე გამოვა ალბათ
⁃ მადლობა ლილი ბებო. მისაღებში დაველოდები
⁃ დავუძახებ და მე დავწვები თუ არ მიწყენ. დავბერდი რა ვქნა . ჭკვიანად შვილებო
⁃ ღამემშვიდობის- ოთახში ელოდებოდა ცდილობდა ბრაზი გაეკონტროლებინა. ჩხუბს არ აპირებდა. სათქმელს ეტყოდა ჯერ.
⁃ აქ რა გინდა სანდრიკ?
⁃ შეეშვი!
⁃ სანდრო...
⁃ უბრალოდ შეეშვი. არ მაინტერესებს მოგწონს, გიყვარს თუ გეზიზღება. უბრალოდ შეეშვი. მსგავსი შემთხვევა რომ კიდევ შევამჩნიო ჩემზე დიდი მტერი აღარავინ გეყოლება. ბავშვის სიტყვები არ გეგონოს
⁃ შენც შეგაყვარა თავი?- წამში აენთო თვალები- და რა ახლა გოგოს გამო ძმაკაცობა უნდა დაამთავროთ? 18 წლიანი ძმაკაცობა სანდრო
⁃ ანნა არ იმსახურებს ასეთ მოქცევას არავისგან
⁃ ნიკოსაც ეპრანჭებოდა. ნერვები მეგლიჯება. სადაც არუნდა წავიდეს ყოველთვის ვიღაცის გამოჭერას ახერხებს.
⁃ რა უფლებით გაბრიელ? გამაგებინე, რა უფლებით ერევი მის ცხოვრებაში. რაცარუნდა გააკეთოს არ გაქვს უფლება! შეიგნეთ! რის მიღწევას ცდილობ?
⁃ არაფრის მიღწევას არ ვცდილობ. თავის გაკონტროლება მიჭირს ხოლმე. - მოლბა ლიპარტელიანი. იცოდა მისი დანაშაული რაც იყო. ხვდებოდა და იმაზე მეტად ნანობდა ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. შეუყვარდა ანნა? არა! არ უყვარდა მაგრამ 23 წლის განმავლობაში პირველად გრძნობდა რომ გოგო მისთვის იყო შექმნილი. ეგოისტობდა ბავშურად და ამას ვერ მალავდა. ისიც იცოდა სანდრო სიტყვის შემსრულებელი რომ იყო. მთელი ცხოვრება მეგობრობენ და კარგად იცის მისი ხასიათი. მაგრამ ანნას დანახვა და გონების დაბინდვა ერთია
⁃ ერთს გირჩევ, სხვის შეცდომებზე ისწავლე.
⁃ ახლა გასვიანის შეცდომებზეა ხომ ლაპარაკი- ტკივილით გაეღიმა. პირველივე დღეს მიხვდა რა გრძნობა ჰქონდა გოგოს მიმართ ბიჭს და შიშს იწვევდა გიგას არსებობა.
⁃ შენ უკეთ იცი. არ მინდა შენთან ჩხუბი, მაგრამ ანნასთვის არც მაგაზე დავიხევ უკან
⁃ ელენე რომ არა ვიფიქრებდი რომ შენც გიყვარს
⁃ მიყვარს და იცი როგორც. ელენეს ხსენებაც უადგილო იყო ახლა. წავედი გაბრიელ და ცოტა აზრზე მოდი.
არცკი გაუცილებია ისე შებრუნდა ოთახში და სავარძელზე ჩამოჯდა. თვალი მის ლოგინზე მწოლიარე ბიჭზე გაუშეშდა. მისი პოტენციური მეტოქე იწვა მისივე ლოგინზე რაღაც გაურკვეველი აბებისგან გათიშული. ზიზღს ვერ გრძნობდა, ვერც ეჭვიანობდა, უბრალოდ აშინებდა მისი არსებობა. ბოლოს ძლივს წამოდგა. მისაღებში გაიშალა ლოგინი და იქ დაწვა. რამდენჯერმე გამოეღვიძა იმ ღამით. ყოველჯერზე ამოწმებდა მის ოთახში მწოლიარე გასვიანს. ვერ დატოვა კიბეებზე,თვალებს უცნაურად რომ ატრიალებდა. აშკარა იყო აზროვნების უნარი აღარ ჰქონდა. დილითაც შევიდა რომ ენახა როგორ იყო. იგივე პოზაში იწვა. სახლიდანაც ვერ გავიდა. ბებიასთან უგონო ბიჭის დატოვება არ შეეძლო, თან ეშინოდა ცუდათ არ გამხდარიყო. სანდროსაც არ უთხრა. რატომ თავადაც არ იცის. საკუთარ თავზე ეცინებოდა " ცხორება ძალიან მაგრად მეღადავება მგონი" როცა უკე აღარ და აღარ გაიღვიძა, გადაწყვიტა სანდროსთვს დაერეკა
⁃ სანდრიკ რაღაც საქმე მაქვს, ამოხვალ?
⁃ რა საქმე
⁃ ასე ვერ აგიხსნი. მოდი და გეტყვი რაა
⁃ ერთ საათში მოვალ ალბათ.
⁃ კაი
ცოტახანში კარებიც შემოხსნა
⁃ რამე მოხდა?- აშკარა იყო განრაზება ჯერ კიდევ არ გადასვლოდა
⁃ ჩემს ოთახში წამო. და მიხვხები-შევიდნენ თუვარა ოთახში, თალები გაუფართოვდა შოკისგან
⁃ ამას აქ რა უნდა?? რა სჭირს? სცემე და და ახლა აქ მოიყვანე?
⁃ შენი დაბადებისდღიდან წამოვიყვანე. აშკარად რაღაც აბები და სასმელი ერთად მიიღო. გამოიძინებს და უკეთ იქნება ნუ ღელავ.
⁃ რა აბები? ღადაობ??
⁃ არ ვიცი სანდრო ჩემი ვარაუდია უბრალოდ. ფხიზელი არ იყო აშკარად და იქ ვერ დავაგდებდი
⁃ ამდენიხანი აქ იყო და ახლა მეუბნები? - ბედი დაგცინის გაბრიელ.
⁃ უბრალოდ გზას აცდენილი ბავშვია, ვერაის გაბიმეტებ სიკვდილისთვის
⁃ ტელეფონი სად აქვს. ალბათ ელენე და მისიანები როგორ ნერბიულობენ. დაურეკე ვაფშე ვინმეს?
⁃ არა არ გამხსენებია. მობილური დამჯდარი აქვს
⁃ და დამუხტვაზე არც გიფიქრია?
⁃ მაგაზე არ მიფიქრია
ცოტახანშიც მობილურის ჩართვაც მოახერხეს და უამრავი გამოტობებული ზარიც დახვდათ. სანდრომ პირველ რიგში ელენეს, გიგას დას დაურეკა
⁃ ნორმალური ხარ საერთოდ?- გაისმა წამში გოგონას გაბრაზებული ხმა- ამდენი ხანი სად ჯანდაბაში დაეთრევი
⁃ ელენე, სანდრო ვარ, გიგას კლასელი
⁃ გიგა სადა?- უარესად შეშინებული გაუხდა ხმა
⁃ კარგადაა სძინავს, მთვრალი იყო და გამოხიზლება სჭირდება
⁃ მოვალ.
⁃ არაა საჭირო, გაიღვიძებს და მე მოვიყვან
⁃ შენგან ნებართვას კი არ ვიღებ. ჩემი ძმაა და ვიცი მხოლოდ მთვრალი არ იქნება
⁃ გამოგივლი. მაგრამ მართლა კარგადაა
⁃ კარგი.

შუაღამე იყო გიგას რომ გაეღვიძა. თავიდან ვერ მიხვდა სად იყო. ჩაბნელებულ ოთახშიც ვერაფერს ხედავდა. ტელეფონის მოძებნა სცადა მაგრამ ვერაფერს გახდა. შემდეგ გვერდითა ოთახიდან ელენეს ხმა გაიგო და იქითკენ წავიდა
⁃ თითქმის ორი დღეა სძინავს და ახლა მოიფიქრეთ დარეკვა?- წიწინებდა გოგო
⁃ ელენე ცოტახანს გაჩუმდი, გვერძე ოთახში ლილი ბებოს სძინავს და გინდა გააღვიძო და ორ სიმპატიურ ბიჭთან აღმოგავინოს ერთი უცხო გოგო??
⁃ მე ჩემს ძმასთან მოვედი, შენ ტვინ ნაღრძობო
⁃ და როგორ ფიქრობ თავიდან გაიგებს მაგას ლილი? ღლაპო!
⁃ ღლაპის მეტს ისწაცვლი რამეს? ფანტაზიაც არ გივარგა
⁃ ჩემს ფანტაზიებზე ვილაპარაკოთ გინდა?- ცინიზმი გაკრთა მის ხმაში, ნელ ნელა გოგოსკენ მიიწევდა და სულ აღარ ახსოვდა სად და ვისთან ერთად იყო. გაბრიელს პირელად აქვს პატივი ელენე გასვიანი იხილოს და ძმაკაცის ტრანსფორმირება პირველად შეამჩნია. ახლა იმდენად გაზრდილი და თან ბავშური ეჩვენა, რომ სიცილს ვერ იკავებდა.
⁃ აქ რა მინდა? ელენე??
⁃ ოჰ მძნინარე მზეთუნახავმაც გაიღვიძა
⁃ არ მითხრათ რომ ამის სახლში ვარ- გაბრიელს შეხედა, რომელიც სავარძელში იჯდა მშვიდათ
⁃ კაი არ გეტყვით
⁃ მეღადავები ღმერთო??
⁃ წავიდეთ, დედა ნერვიულობს სხვათაშორის
⁃ წავიდეთ. რომელი საათია საერთოდ
⁃ ოთხი საათია დილის და გათენდეს ბარემ, ჩაის გაგიკეთებთ ან ყავას. ელენე შენ ჩაის დალევ ხო?? ყავა არ შეიძლება ჯერ შენთვის
⁃ არა წავალთ. არ შეწუხდე სანდრო
⁃ დარჩით. ნუ გერიდება
⁃ გაბრიელ ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემი აქ ყოფნა გინდოდეს. არც ვალდებული არ ხარ და საერთიდ აქ რატომ ვარ
⁃ კიბეებზე გიპოვე თითქმის უგონო და რა გინდა იქ დამეგდე?
⁃ შენ არ უნდა ჩარეულიყავი
⁃ მაგრამ ჩავერიე!
⁃ ასეთი კეთილი ნეტავ სხვასთან ყოფილიყავი- ტემბტს ვეღარ ინარჩუნებდა გასვიანი
⁃ და ახლა იქამდეც მივედით ხომ? ანნასთან მხოლოდ შენ შეგიძლია მასე მოქცევა?
⁃ ანნას უნდა შეეშვა, თუ მასთან ასე მოქცევას აპირებ, შეეშვი! -სანდრო და ელენე გაოცებულები შეჰყურებდნენ. უმცროს გასვიანს ყოველთვის ქონდა ეჭვი, რომ გაბრიჭიძე უყვარდა, ვერასდროს ახერხებდა ამაზე დალაპარაკებას ძმასთან. ბოლოს თავი ზედმეტად იგრძნეს და სამზარეულში გასვლა ამჯობინეს
⁃ შენ რატომ არ ეშვები ამდენი წელი?
⁃ და რა ვერ ხედავ რას მივაღწიე? დასანახად ვერ მიტანს, მისთვის ასეც აჯობებს
⁃ მე არ შემიძლია თავის დანებება
⁃ შეიძლება ერთხელაც ვინანო ამას რომ გეუბნები მაგრამ... ჩემსავით არ მოიქცე, მოსწონხარ, მაგას ბანკეტზე მივხვდი, მე ვერასდროს შემომხედავს მასე და დააფასე ეგ
⁃ ასე ძალიან გიყვარს?
⁃ შენ არ უნდა გიკვირდეს ეგ, მისი თვალები უკვე შეამჩნიე? -გასვიანის სიტყვებზე აღუწერელი ტკივილი იგრძნო, გაახსენდა ანნას აცრემლებული თვალები და პირველად გაიაზრა რომ მასზე ლამაზი არაფერი ენახა ამქვეყნად. - შენც შეგიყვარდა მისი თვალები. იმ წამსვე როცა შემოგანათა, შეგიყვარდა- ხმა ნელ ნელა ერთმეოდა. პირველად ლაპარაკობდა ამაზე და ალბათ უკანასკნელადაც, რადგან თმობდა მას ვინც არასდროს ყოფილა მისი.
---
იმედია მოგეწონებათ . მაპატიეთ დაგბიანება და არ გამიბრაზდებით იმედია ❤️



№1  offline წევრი დარინა

მომკალით და ეს გაბრიელი საერთოდ არ მომწონს, ანნა თუ მას აირჩევს იმედია ინანებს, რადგან ვხედავ რომ გული ხალიან ტკივა გიგას ანას ასე რომ ექცეოდა, დარწმუნებული ვარ გაბრიელს უნრალოდ მოწონს ბავშვური ანნა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს გადაწყვეტილი მაგრამ მე ანნას გიგას წყვილი მომწონს საშინლად.

 


№2  offline წევრი shany shany

დარინა
მომკალით და ეს გაბრიელი საერთოდ არ მომწონს, ანნა თუ მას აირჩევს იმედია ინანებს, რადგან ვხედავ რომ გული ხალიან ტკივა გიგას ანას ასე რომ ექცეოდა, დარწმუნებული ვარ გაბრიელს უნრალოდ მოწონს ბავშვური ანნა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს გადაწყვეტილი მაგრამ მე ანნას გიგას წყვილი მომწონს საშინლად.
გადაწყვეტილი მხოლოდ ის მაქვს რომ პერსონაჟები გავზარდო, არ ვიცი როგორ გამომივა მაგრამ ვეცდები... ვერ დაგპირდებით რომ ზოგად გეგმას შევცვლი, აბრიელი არცისეთი ცუდია როგორც გგონიათ, ვთვლი რომ ანნას ისეთი ვინმე სჭირდება ვინც გააბედნიერებს ამ ეტაპზე მაინც... არ ვიცი რომელი მათგანი შეძლებს მაგრამ ის ვიცი რომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს ❤️ ძალიან მახარებს რომ ასე გულშემატკივრობთ... ყველა თავი, ყველა დადებული მონაკბეთი ამაღელვებელია ჩემთვის, თქვენი შდფასება კი იმდენად მნიშვნელოვანია რომ თქვემ ალბათ ვერც წარმოიდგენთ ❤️❤️

 


№3  offline წევრი დარინა

shany shany
დარინა
მომკალით და ეს გაბრიელი საერთოდ არ მომწონს, ანნა თუ მას აირჩევს იმედია ინანებს, რადგან ვხედავ რომ გული ხალიან ტკივა გიგას ანას ასე რომ ექცეოდა, დარწმუნებული ვარ გაბრიელს უნრალოდ მოწონს ბავშვური ანნა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს გადაწყვეტილი მაგრამ მე ანნას გიგას წყვილი მომწონს საშინლად.
გადაწყვეტილი მხოლოდ ის მაქვს რომ პერსონაჟები გავზარდო, არ ვიცი როგორ გამომივა მაგრამ ვეცდები... ვერ დაგპირდებით რომ ზოგად გეგმას შევცვლი, აბრიელი არცისეთი ცუდია როგორც გგონიათ, ვთვლი რომ ანნას ისეთი ვინმე სჭირდება ვინც გააბედნიერებს ამ ეტაპზე მაინც... არ ვიცი რომელი მათგანი შეძლებს მაგრამ ის ვიცი რომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს ❤️ ძალიან მახარებს რომ ასე გულშემატკივრობთ... ყველა თავი, ყველა დადებული მონაკბეთი ამაღელვებელია ჩემთვის, თქვენი შდფასება კი იმდენად მნიშვნელოვანია რომ თქვემ ალბათ ვერც წარმოიდგენთ ❤️❤️

შეიძლება გაბრიელი არც ისეთი ცუდია მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტად მე ვერ ვხედავ ანნას გვერდით, აი ჩემთვის გიგას საქციელმა უფრო ამაღელვა რადგან ძალიან ღირსეულად მოიქცა, მას ნამდვილად უყვარს ანნა, აი მის ბოლო სიტყვებზე მეც მეტკინა, ლამის ცრემლებად დავიღვარე. ველოდები გაზრდილ და შეცვლილ გიგას. მინდა რომ ანნამ გაბრიელის არჩევანი ინანოს, მაინც ეგოისტურად გიგაზე ვარ შეყვარებული.

 


№4  offline წევრი shany shany

დარინა
shany shany
დარინა
მომკალით და ეს გაბრიელი საერთოდ არ მომწონს, ანნა თუ მას აირჩევს იმედია ინანებს, რადგან ვხედავ რომ გული ხალიან ტკივა გიგას ანას ასე რომ ექცეოდა, დარწმუნებული ვარ გაბრიელს უნრალოდ მოწონს ბავშვური ანნა, არ ვიცი შენ როგორ გაქვს გადაწყვეტილი მაგრამ მე ანნას გიგას წყვილი მომწონს საშინლად.
გადაწყვეტილი მხოლოდ ის მაქვს რომ პერსონაჟები გავზარდო, არ ვიცი როგორ გამომივა მაგრამ ვეცდები... ვერ დაგპირდებით რომ ზოგად გეგმას შევცვლი, აბრიელი არცისეთი ცუდია როგორც გგონიათ, ვთვლი რომ ანნას ისეთი ვინმე სჭირდება ვინც გააბედნიერებს ამ ეტაპზე მაინც... არ ვიცი რომელი მათგანი შეძლებს მაგრამ ის ვიცი რომ ჯერ ყველაფერი წინ აქვს ❤️ ძალიან მახარებს რომ ასე გულშემატკივრობთ... ყველა თავი, ყველა დადებული მონაკბეთი ამაღელვებელია ჩემთვის, თქვენი შდფასება კი იმდენად მნიშვნელოვანია რომ თქვემ ალბათ ვერც წარმოიდგენთ ❤️❤️

შეიძლება გაბრიელი არც ისეთი ცუდია მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტად მე ვერ ვხედავ ანნას გვერდით, აი ჩემთვის გიგას საქციელმა უფრო ამაღელვა რადგან ძალიან ღირსეულად მოიქცა, მას ნამდვილად უყვარს ანნა, აი მის ბოლო სიტყვებზე მეც მეტკინა, ლამის ცრემლებად დავიღვარე. ველოდები გაზრდილ და შეცვლილ გიგას. მინდა რომ ანნამ გაბრიელის არჩევანი ინანოს, მაინც ეგოისტურად გიგაზე ვარ შეყვარებული.
მესმის რატომღაც ყოველთვის ასეთი პერსონაჟებისკენ მიგვიწევს ხოლმე გული... გიგა მე ძალიან მიყვარს... გაბრიელიც ღირსეულია... ანნა არჩევანს არ ინანებს! ამაში დარწმუნებული ვარ❤️❤️

 


№5  offline წევრი shany shany

დარინა
ძალიან დამწყდება გული ანნას და გაბრიელის წყვილის შემთხვევაში, რადგან თავიდანვე გიგას და ანნას წყვილი შევიყვარე, მიუხედავად იმისა რომ ასე ცუდად ექცეოდა სანდროც კი ხვდებოდა რომ გიგას ანნა უყვარდა, ეგოისტურად არ მინდა გაბრიელის არსებობა ამ ისტორიაში, მაგრამ ეს შენი ისტორიაა და შენი გადასაწყვეტია ყველაფერი. მაგრამ ჩემთვის ისევ ისეთი ემოციური წასაკითხი აღარ იქნება გაბრიელის და ანნას შემთხვევაში, ვაჭარბებ შეიძლება კიდევაც მაგრამ ეს უნრალოდ ჩემი აზრია, შენ კი წარმატებები.

დიდი დიდი დიდი მადლობა❤️ ვერაფერს დაგპირდებით. წერის დროს ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებ თითქოს. ხანდახან მგონია რომ ამყველაფერთან მე არაერშუაში ვარ და მეც ხანდახან თქვენსავით ველოდენი ახალ თავს ❤️

 


№6  offline წევრი Gemini mood

Auu dzaan kargiaa da dzaan momwoons❤❤❤sandro aris usayvarlesi ❤❤gigas bolo sityvebi kide dzaan ganvicade ❤dzaan minda anna da giga ro ertad iyvnen magram ras izav shen ar vici❤❤cota gaurkvevlobashi var imedia giga anastvis brdzolas ar shewyvets ❤warmatebas gisurveb da veli axal tavs sulmoutqmelad

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

გეთანხმებით მეც გიგას და ანას წყვილი მომწონს..

 


№8  offline წევრი back to me

გიგას და ანას წყვილი უბრალოდ შეუდარებელია მე ანა გაბროსთან ვერ წარმომიდგენია და ტუ გინდა მომკალიტ ხალხო,უხდებიან გიგა და ანა ერთმანეთს,გიგასაც მოსწონს ანა მოსწონს კი არა უყვარს ბიჭს,ხოდა მაინც გიგა და ანა ჯობია ნამდვილად,სანდრო კი მაგარი საყვარელია :დ:დ

 


№9  offline წევრი Takson

Malee dadee raaa

 


№10  offline წევრი Liziko27

გიგა და ანი შემიყვარდა თავის მინუსებიანად . სხვა ქიმია ჰქონდათ მათ წყვილს ყევლაფრისდა მიუხედავად.. თუნცა ავტორმა უკეთ იცის რაიქნება.. :*:*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent