ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 12)
სკაის ხმას თანდათან ვარჩევდი. -აქ ვარ ლამაზო არ დაგტოვებ, აქ ვარ-გამუდმებით ამ სიტყვებს იმეორებდა და როგორც ჩანს ისე გულწრფელად,რომ ამან ჩემზე იმოქმედა და ნელ-ნელა ყველაფერს კარგად ვხედავდი.ჩემმა გულმა ორმაგად დაიწყო ძგერა.ერთიანად ავხურდი. საშინლად დამცხა.სუნთქვა მეკვროდა,იმდენად ძლიერად მიჭერდა,რომც მდომოდა თავს ვერ დავაღწევდი,ის კიარა ხმასაც ვერ ამოვიღებდი,მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად,მისი შეხება ჩემდა უნებურად მსიამოვნებდა.სიამოვნების ტალღები მივლიდა მთელს სხეულში.ასე ახლოს ის ჩემთან პირველად იყო და მინდოდა ეს დრო რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელებულიყო, მინდოდა მისი სურნელი ჩემს კანზე დარჩენილიყო. აღარ ვკანკალებდი.აღარ მციოდა.მან ჩემი დამშვიდება მოახერხა,ამას კი ექიმების ჩარევის გარეშე ვერასოდეს მიხერხებდნენ,როცა ვიღებდი ტაბლეტებს,ზოგჯერ ისინი დროულად ვერ მოქმედებდნენ და მაშინვე ექიმებთან მიმარბენინებდნენ.მან კი ეს უბრალოდ ჩახუტებით...მოახერხა?ეს საერთოდ როგორ შეიძლება?ასეთი რამეები არ ხდება,უბრალო ჩახუტებით ადამიანი არ ინკურნება. ახლა უფრო სიცხისგან ვიხრჩობოდი,მაგრამ არ მინდოდა სკაის მოვშორებოდი.უცებ ისევ გამახსენდა ლამაზმანი და ახლა ბრაზის ტალღამ დამიარა.სუნთქვა რაც შემეძლო დავირეგულირე და მაქსიმალურად მშვიდად და უდარდელად ვუთხარი. -შეგიძლია გამიშვა,კარგად ვარ. სკაი გაჩუმდა,თუმცა ხელები ოდნავადაც არ მოუდუნებია. -სკაი უკვე ცუდად ვარ ასე ყოფნით დავიღალე,ვეღარ ვსუნთქავ, ზედმეტად მჭიდროდ მიჭერ.შეგიძლია გამიშვა. ვცდილობდი ჩვეულებრივი ხმის ტემბრი მქონოდა და სკაის არ შეეტყო ჩემი ღელვა. -არა. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. -რა თქვი?.. ძლივს ამოვღერღე. -არ გაგიშვებ მეთქი. სუნთქვა გამიხშირდა. ოღონდ ახლა არა,ოღონდ ამ მომენტში არა,გაიგებს ის ყველაფერს მიხვდება. მიას გონება:მია, დამშვიდდი, გრძნობებს არ აყვე და უბრალოდ დამშვიდდი. მიას გული:რანაირად დავმშვიდდე!საერთოდ თუ ხვდები რა მდგომარეობაში ვართ!ბიჭი რომელიც მოგვწონს გვეხუტება თან ისე მჭიდროდ ლამის გაგვჭყლიტოს,როგორ შეიძლება დავმშვიდდე! გონება:ჯერ ერთიც არ ვიცით მოგვწონს თუ არა და მეორეც ხომ არ დაგვიწყებია ის გრძელფეხება მამილო? გული:ღმერთო რა დავაშავე,ასეთი შანსი შეიძლება მეორედ აღარც კი მოგვეცეს,ეშმაკსაც წაუღია ის ძუ*ნა,უბრალოდ გამოიყენე მომენტი და დატკბი მისით! ამ დავაში გონებამ გაიმარჯვა. ბრაზი ჯერ კიდევ არ გადამსვლია. როგორ შეიძლება ეს დაივიწყო. ცოტა ხნის წინ გეუბნება ბავშვობიდან მოყოლებული მომწონხარ და დღემდე არ ვარ შენს მიმართ გულგრილი,შემდეგ ხედავ როგორ მირბის ჰორმონებმოზღვავებული მეორე სართულისკენ ქერა გოგოსთან ერთად.მაგრამ იქნებ ვცდები?შეიძლება რაიმე უნდა ეთქვა ან ეჩვენებინა..?რეებს ვბოდიალობ,ვიცი მე მშვენივრად რის ჩვენებას აპირებდა...ერთიც და მეორეც. -გამიშვი მეთქი!გასაგებად არ გეუბნები?ჯერ მე მკითხე,შეიძლება არ მინდა,რომ მეხუტებოდე. მალევე გაისმა პასუხი. -ანუ არგინდა რომ ჩაგეხუტო. -დიახ. მივუგე მტკიცედ. -დარწმუნებულიხარ? -სკაი!! -კი თუ არა. -კი!! მგონი ჰალუცინაციები დამეწყო,ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,ამის მიხვედრა რთული არ იყო,მისი ტუჩები ჩემს კისერს ეკვროდა.რატომ იღიმის?რამე სასაცილო ვთქვი? ხელები მოადუნა და ჩამოუცურდა,ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და წამოვჯექი,სკაიც გასწორდა.თავი ჩაექინდრა,ოდნავ მოზრდილი თმები თვალებს უფარავდა,მაგრამ ვხედავდი მის ლოყაზე გაჩენილ ნახვრეტს. -რ..რატომ..იღიმი? ვკითხე გაუბედავად.მისი ეს ქმედება ცოტა რიყოს შიშს მგვრიდა.ისე გამოიყურებოდა თითქოს სერიულო მკვლელი უყურებს თავის მსხვერპლს და სადაცაა მოკლავსო. -მატყუარა. დავიბენი.მის ტუჩებზე ისევ ღიმილი იყო ასახული. -ვერ..გავიგე?? -მატყუარა ხარ,ვერ იტყუები. -შენ კი ეს კარგად გეხერხება როგორც უკვე მივხვდი. მხოლოდ ეს მომაფიქრდა. მისი ეს ხმის ტემბრი და ლაპარაკი გულს მიწვრილებს და ადგილს ვერ ვპოულობ,ავდექი,საწოლს შემოვუარე და კარებისკენ წავედი,უკვე გავდიოდი როდესაც სიტყვა წამომაწია. -შენი გრძნობები გაგცემენ,ისევე, როგორც თვალები,ეს იცოდე. მის ხმის ტონში ღიმილი იგრძნობოდა.რას გულისხმობდა გაცემაში?დიდი სისულელეა გაეგო რომ წეღან სიმართლე არ ვუთხარი,არადა მართლა მინდოდა მასთან დარჩენა.იმედი მაქვს ამჯერადაც ხმამაღლა არ ვფიქრობდი.ოთახიდან გამოვედი,იქვე კედელს მივეყუდე და ჰაერს ხელებით ვინიავებდი,საერთო აბაზანაში შევვარდი,კარები ჩავკეტე და ნიჟარასთან მივედი,ხელები დავადე,თავი დავხარე,ღრმად ვსუნთქავდი.ჩემს ორეულს ავხედე რომელიც კედელში ჩაშენებული სარკიდან ისე შემომყურებდა როგორც თავს ვგრძნობდი.დაუცველად.მის გვერდით ყოფნის დროს თითქოს თავდაცვის ყველა ინსიქტი უკვალოდ ქრება.თავი ჭაობში მგონია სადაც ხელმოსაჭიდი არაფერია რომ ამოხვიდე.ონკანში წივი წყალი მოვიშვი და სახეზე შევისხი,შემდეგ ისევ იგივე გავიმეორე.ონკანი დავკეტე.იქეთ-აქეთ ნერვიულად დავდიოდი,გაშმაგებულ გულს ვამშვიდები,რომელიც საგულეში მოუსვენრად დახტოტა და დასხლტომას და ამოვარდნას ლამობდა.ისევ ჩემს თავს შევხედე სარკეში,ჭარხალივით წითელი ვარ!რა გასაკვირია.მადლობა ღმერთს სკაიმ ვერ შეამჩნია.ნიჟარის ქვეშ დავჯექი და სკაის სიტყვებზე დავიწყე ფიქრი.რას ნიშნავს ჩემი გრძნობები გამცემენ?რამე საეჭვო გავაკეთე და ვერ გავიაზრე?რას ნიშნავს ჩემი თვალები გამცემენ?დავიჯერო ასე მეტყობა რომ მომწონს?რა მომწონს,ჯერ თვითომაც არ ვიცი და მას რა უნდა ვუპასუხო.ის უბრალოდ სიმპათიურია და...მიმზიდველი..ძალიან მიმზიდველი,ყველაზე მეტად კი მასში მისი დიდრონი შავი თვალები მიზიდავს,არაფერი მომწონს მასში ისე როგორს ეს ორი,მრგვალი მარგალიტი. იმდენად შავი თვალები აქვს,რომ თვალის გუგებიც კი არ ჩანს.როდესაც მათში ვიყურები ვხედავ უზომო სითბოს, მზრუნველობას, სიყვარულს, ერთგულებას, გულწრფელობას... და ამავე დროს სიცარიელეს. სიცარიელეს...რომლის შევსებასაც ელოდება,ამის გასაკეთებლად კი თავს არავინ იწუხებს...ან უბრალოდ საკმარისი ძალა არ შესწევს რომ დაწყებული საქმე დაამთავროს.როცა მას თვალებში ვუყურებ დროის შეგრძნებას ვკარგავ და მის ღრმულებში ვიძირები.გარშემო მხოლოდ უჰაერო სივრცე და მილიარდობით ვარსკვლავია, თითოეული ვარსკვლავი კი ის ტკივილი და განცდაა რომელიც მას დღემდე მიაყენეს,ამ ვარსკვლავების რიცხვი კი სულ უფრო და უფრო იზრდება,ამაში კი მეც ვიღებ მონაწილეობას. უცებ გამახსენდა ღამე როდესაც მის ოთახში ავედი ის კი დასისხლიანებული თვალებით დამხვდა.მახსოვს იმ მომენტში როგორ დამიარა თმის ღერიდან ფეხის თითებამდე შიშის და ამავე დროს ღელვარების ტალღამ. შეუძლებელია უყურო მის ტკივილს,რომელსაც მისი თვალები სარკესავით ირეკლავს,და შენც არ განიცადო იმავე,ის არაფერს აკეთებს,მაგრამ ის უარყოფითი ენერგია რომელიც იმ მომენტში მის მთელ სხეულში ვრცელდება, დაუკითხავად შენამდეც აღწევს და მთელ შიგნეულობას გიღრღნის. მხოლოდ ორი დღეა რაც ვიცნობ და ისეთი რაღაცები მემართება, რომ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ.ვერ ვხვდები, სიმართლე ვუთხრა?ვუთხრა რომ მეც იგივე გრძნობა მაქვს მის მიმართ?ასე მოვისვენებ? და თუ ეს უბრალოდ დროებითი გატაცებაა?ასე მოკლე დროში შეუძლებელია გამჩენოდა მის მიმართ გრძნობა,მასში დარწმუნება მჭირდება.უნდა ვიცოდე,რომ ნამდვილად იმ გრძნობით ვარ მის მიმართ გამსჭვალული რაც მე მგონია.ამდენი რამ დამიშავა მაგრამ მე თვითონაც ვერ ვხვდები რატომ არ მადარდებს,რატომ არ ვბრაზდები მასზე.იქნებ იმიტომ, რომ მის ტკივილს მართლა ვხედავ, მართალია მის მდგომარეობაში ვერ შევალ მაგრმ,მე მის ტკივილს ვხედავ,და ეს ტკივილი იმდენად დიდია მის გულში,რომ მის ქცევას უმეტეს წილად ამართლებს.მას შემდეგ,რაც მან ბავშვობაში გადაიტანა,მისი ფეხზე ამდენად მყარად დგომა ძალიან მიკვირს.თუმცა.ამართლებს კი მისი წარსული კლუბში მომხდარს და იმას რაც მე დავინახე?კარგი.დავუშვათ გამიბრაზდა და ,,ბრაზის ჩასახშობად'' წაიყვანა ის...ვიღაც...თავზეხელაღებული, მაგრამ სავალდებულო იყო ამის ჩემს თვალწინ გაკეთება?ღმერთს მადლობა ყურადღება არ მივაქციე და უბრალოდ დავაიგნორე,კიდევ კარგი ამდენადაც რომ არ მიქრის თავში.უბრალოდ ვერ ვიგდებ თავიდან იმ მომენტებს. ყოველთვის თვალწინ მიდგას და ვერაფრით ვიშორებ თავიდან.ეჭვიანობა რა მოსატანია აქ საერთოდ,უბრალოდ... უბრალოდ... და აი აქ გაჭედა.შესაბამის მიზეზს ეძებდა რატომ უტრილებდა თავში ყოველთვის სკაი და ლამაზმანი, მაგრამ რათქმაუნდა სამაშველო რგოლი დაჩუტულია.ხელმოსაჭიდი ვერ იპოვა. და იქნებ ის ამას განზრახ აკეთებს?-გაუელვა თავში-იქნებ სპეციალურად დამენახა რომ ჩემთვის სამგიერო გადაეხადა რომ ვუთხარი პირად სივრცეს მივიწროებ მეთქი? ეს აზრი მიას ჭკუაში ჩაუჯდა.ის კი დაავიწყდა რაც სკაიმ ოთახიდან გამოსვლისაც უთხრა. მე შენ გაჩვენებ სეირს.ანუ სამაგიეროს მიხდი არა?-სწრაფად წამოდგა და სარკეს მიაჩერდა-გეგონა იქ პანიკას ავტეხდი არა?ვერ მოგართვი!..ოო-ტუჩი მოიკვნიტა,ხელები შეაერთა და თითები ეშმაკურად აათამაშა-...თანაც კარგი შანსი გამომიჩნდა.დენიელი უბრალოდ იდეალურია ამისთვის,არა არა.შენ მას კი არ გამოიყენებ მია,მასაც გააცნობ შენს გეგმას და ისიც დაგეხმარება.აუცილებლად დაგეხმარება. მზაკვრული ღიმილით შესცქეროდა საკუთარ თავს და გარკვევით ჩანდა,რომ გადაფიქრებას არ აპირებდა.არაფრის დიდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.