შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ და სამუდამოდ მე შენ! (სრულად)


17-03-2019, 00:41
ავტორი artificial
ნანახია 5 122

-მეშინია - ამოიკნავლა სწყალი ხმით და საყვარელი მამაკაცის ღოენემიხდილ და გალეულ სხეულს აეკრო
-ჩშშ... - თავზე ხელი გადაუსვა და მისი რბილი თმა ხელებში მოიქცია. ოჰ ღმერთო როგორ მოენატრებიდა ეს შეგრძნება - ნუ გეშინია გთხოვ - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა მანაც
-თავს ვარაფერს ვერ ვუხერხებ
-არ მინდა რომ შენი არსება შიშით იყოს სავსე, არ მინდა რომ ეს გრძნობა შენში სუფევდეს, არ მინდა, გთხოვ...
-მაგრამ შენ ხომ მტოვებ! - მის სახეზე უკვე ცრემლებმა იწყეს დენა - როგორი ეგოისტი ხარ! შენ იქ მიდიხარ და მე აქ ცოდვით სავსე ადგილას მტოვებ. ნუთუ სულ არ გიყვარვარ?! იცი რომ გავნადგურდები, მაგრამ მაინც მიდიხარ.
-ასე ნუ ლაპარაკობ გთხოვ
-ნუ მთხოვ! შენ ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხარ! იცი რომ სულიერად მოვკვდები, მაგრამ მაინც მიდიხარ! მეშინია გესმის! - უკვე სასოწარკვეთილი ქვითინებდა და პერანგზე ეჭიდებოდა - მეშინია სიმარტოვის, მეშინია რომ უშენობას ვერ გავუძლებ და ფიზიკურადაც გავნადგურდები. ხომ იცი რომ ეს სული შენ გეკუთვნის და მაინც ცდილობ, რომ წამართვა. ეგოისტი ხარ! ეგოისტი და მეტი არაფერი!
-ჩემო ფერია - უკვე მასაც ეჩხირებოდა გორგალი ყელში და მძლივს იღებდა ხმას. სულიერად მკვდარი იყო და ასმაგად ტკიოდა საყვარელი ქალის ტკივილი - გთხოვ ნუ ტირი. შენი ცრემლები გულს მიწვავს. ხომ იცი რომ მიყვარხარ?!
-დაამტკიცე რომ გიყვარვარ და დარჩი ჩემთან, გთხოვ ნუ გამწირავ მარტოობისთვის. ვერ გავუძლებ გესმის?! არ ვარ ასეთი ძლიერი! არ მინდა რომ ვიყო, მინდა რომ ყველაზე უსუსური არსება ვიყო, იქნებ ასე მაინც დარჩე ჩემთან
-არ შემიძლია - ამოხვნეშა და დასუსტებული მკლავებით მოეხვია საყვარელ სხეულს - მიყვარხარ
ავისმომასწავლებელი სიჩუმე ჩამოწვა პალატაში რომელსაც მხოლოდ აპარატის წრიპინის ხმა და ქალის განწირული ტირილი არღვევდა
-მაინც დამტოვე! მაინც გამიმეტე! არ გეცოდები?! -უკვე უსულო სხეულს ანჯღრევდა და თან გულში იხუტებდა - მაინც გამწირე შიშისთვის და მარტოობისთვის - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა.
აღარ შეეძლო ლაპარაკი, თითქოს მასში ვიღაც იჯდა და სიტყვებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა მხოლოდ ტირილით გამოხატავდა თავის ტკივილს. კოლიდორის კუთხეში მოკუნჭული იჯდა და ცრემლები უნამავდნენ ლამაზ სახეს. ამაპარატის წრიპინის ხმა აყრუებდა და ყურში ექოსავით ჩაესმოდა ბოლო სიტყვა.
-ვწუხვარ - მამაკაცის გამყინავმა ხმამ გაიჟღერა და ბოლო იმედს მოჭიდებული გოგო მთლიანად გადაეშვა წყვდიადში. შავ ბნელ წყვდიადში სადაც პირდაღებულები ელოდებოდნენ შიში, სასოწარკვეთა, სიმარტოვე და მის გადაყლაპვას და შთანთქვას ლამობდნენ. უსიტყვოდ წამოდგა და გალასლასდა, თავი უნდა დაეღწია იმ ადგილისთვის სადაც მისი საყვარელი კაცი მოკვდა. სული ეხუთებოდა და უბრალოდ ვერ სუნთქავდა. რობოტივით მოაძრაობდა, მხოლოდ სასოწარკვეთით იყო სავსე.
ვეღარ ტიროდა, არ შეეძლო.
დაპროგრამებულივით მოძრაობდა და ახლა მხოლოდ უსულო საგანს წარმოადგენდა. ხომ გააფრთხილა შენი წასვლით სულს ამომგლეჯო და ასეც მოხდა, დარჩა მხოლოდ მისი უსულო სხეული.
არ ახსოვს როგორ გაიარა ერთმა კვირამ, გათიშული იყო და ფიქრებით სხვაგან იყო გაჭრილი, ბევრად უფრო უკეთეს ადგილას ვიდრე ახლა იმყოფებოდა.
მხოლოდ ამ წამს გამოერკვია, წერილით ხელში, სასაფლაოზე მჯდომი. სწრაფად გადაშალა ფურცელი და კითხვა დაიწყო
"ჩემო ფერია, ჩემო ანგელოზო ნუ მიბრაზდები რა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ?! არ მინდოდა წასვლა, არ მინდოდა შენი დატოვება, მაგრამ საკმარისად კარგად ვერ ვიბრძოლე და აი მეც დავნებდი. იცი?! სული დამძიმებული მაქვს როდესაც წარმოვიდგენ რომ მარტოობით განადგურებული ხარ. არ მინდა რომ ასეთს გიყურებდე. მართალი ხარ! ეგოისტი ვარ, რადგან ვიცი, რომ როდესაც ასეთ განადგურებულს დაგინახავ კიდევ და კიდევ უფრო და უფრო მტკივნეულად მოვკვდები და მაგიტომ გთხოვ, რომ ძალა მოიკრიბო და ფეხზე წამოდგე, სამყარო გააკაშკაშო შენი ლამაზი ღიმილით რომელიც აქამდე მხოლოდ მე მეკუთვნოდა და იმის მიუხედავად რომ აქ არ ვარ მაინც მუდამ ჩემი იქნება. აქ არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ მუდამ შენს გულში ვიარსებებ რომელიც ახლა შესუსტებულად ძგერს. არ ვიცი ჩემი წასვლიდან რამდენ ხანში იპოვე ეს წერილი მაგრამ მინდა გითხრა რომ უკვე მენატრები, უკვე მენატრება შენი ძილის დროს ყურება, გაბუშტულ ტუჩებს რომ აცმაცუნებ და დაუდევრად რომ გაყრია აწითლებულ ღაწვებზე შენი შავი კუპრივით თმა. მაგ თმის სურნელი და სირბილე მენატრება რომელიც მუდამ მაჰიპნოზებდა და მაბრუებდა. შენი ყველა ამოსუნთქვა მენატრება სახეზე და კისერზე რომ მეფრქვეოდა ხოლმე და სისხლს მიდუღებდა. მტკივა, გაუსაძლისად მტკივა იმის წარმოდგენაც კი, რომ ფიზიკურად შენს გვერდით ვეღარ ვიქნები, მაგრამ შენც ხომ კარგად იცი, რომ მუდამ გიყურებ და შორიდან დავტკბები შენით. ნუ გამიმეტებ გთხოვ ტანჯვისთვის, რომ შენს ცრემლებს ვუყურო, ვიცი მთელი სხეული ამეწვება სურვილისგან, რომ ბაგეებით შეგიშრო სითხე და ესეც როგორც სხვა ყველაფერი შენი, ჩემთან შევინახო. ვიცი რომ გიყვარვარ და ეს სიტყვა ჩვენს გრძნობებთან შედარებით არაფერს ნიშნავს, ჩვენი გრძნობა ერთმანეთისადმი ხომ უფრო აღმატებული და არაამქვეყნიურია, გთხოვ ამ გრძნობის ხათრით მაინც იბრძოლო ისევ ბედნიერებისთვის. ვერ გეტყვი და მითუმეტეს გთხოვ, რომ სხვასთან მოძებნო ბედნიერება, რადგან მართლაც უზომოდ ეგოსიტი ვარ და მინდა რომ სიკვდილის შემდეგაც მხოლოდ მე მეკუთვნოდე მთელი შენი არსებით, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერება საკუთარ თავში იპოვი და მეც გამახარო.
ჩემი ეგოისტობის გამო მხოლოდ ერთ რამეს გიბრუნებ უკან, შენს სულს რომელიც ისევ და ისევ მე წაგართვი და იცოდე რომ სამუდამოდ და უსაზღვროდ მე შენ!"
ჯერ ერთი წვეთი ცრემლი დაეცა წერილს შემდეგ მეორე და ასე გაგრძელდა. გოგომ ხელში ძლიერად მოკუნჭა ფურცელი და გულში ჩაიკრა
-უსაზღვროდ და სამუდამოდ მე შენ ეგოისტო - ქვაზე მომღიმარი მამაკაცის სურათს აკოცა და იქაურობას მოშორდა, ყველაფერი იქ დატოვა მხოლოდ სამი რამ წაიღო თან: სიყვარული, მონატრება და მოლოდინი რომელიც ისევ და ისევ ეგოისტ მამაკაცს უკავშირდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Liliana

Vaimee avtirdi esraiyo?

 


№2  offline წევრი artificial

სტუმარი Liliana
Vaimee avtirdi esraiyo?

მგონი კარგად შევასრულე დაკისრებული მისია და ეს ტკივილი შენს გულამდე მოვიტანე heart_eyes

 


ვიტირე, ლამის ბღავილი დავიწყე, რა ბოროტი ხარ რა არის ეს?

 


№4  offline წევრი artificial

სიყვარული გულს გვტკენს
ვიტირე, ლამის ბღავილი დავიწყე, რა ბოროტი ხარ რა არის ეს?

უბოროტესი ადამიანი ვარ (ოღონდ მართლა) :დ ჩემმა მუზამ მითხრა უკვე ბერვი ჰეფი ენდები დაწერე და მოდი ახლა ცოტა წავატიროთ ხალხიო. მგონი ხვალაც ვაპირებ რომ გატირო და არ გამიბრაზდე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent