ალინა (სრულად)
პალატაში იყო ალინა თაბუკაშვილი და ფიქრობდა, ყველაფერზე რაც მის თავს ხდებოდა. 10 წლის იყო ბიძა რომ დაკარგა, კარგად არ ახსოვს მაგრამ ის კარგად იცის რომ ოდესღაც გიორგი საკუთარ მამაზე მეტად უყვარდა. გიორგის გარდაცვალება ალინაზე მძიმედ, რა თქმა უნდა, ნატალიმ და თორნიკემ გადაიტანეს, ნატალი გიორგის ცოლი და ალინას დეიდაა, ხოლო თორნიკე გიორგის შვილი და მაშასადამე ალინას დეიდაშვილი. მაშინ ჯერ კიდევ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ პაატა, თამარი და ალინა. უფროსი თაბუკაშვილი საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ ისიც გასააზრებელია რომ ეს მხოლოდ მერაბის, თამარისა და ნატალის მამის დამსახურება იყო. 15 წლის იყო ალინა პაატა რომ საყვარელთან ერთად უცხოეთში გაიქცა, მთელი ქონება კი რომელიც მის სახელზე იყო გაყიდა. ძალიან გაუჭირდა ალინას სახლის გამოცვლა და ნაღვლიანი დედის ყურება, მამის დაკარგვაც გაუჭირდა მაგრამ მასთან თითქმის არ ჰქონია ურთიერთობა. ამ ყველაფრის შემდეგ მერაბმა გადაწვიტა, დებისთვის უკეთესი იქნებოდათ თუ საცხოვრებლად მასთან გადავიდოდნენ და ბავშვებიც ერთად გაიზრდებოდნენ. მანამდე თორნიკეს ასე ახლოს არ იცნობდა, არ ჰქონდა ასეთი თბილი დამოიდებულება. დეიდაშვილები, რომელთა ასაკს შორის სხაობა მხოლოდ 4 წელი იყო ისე დაახლოვდნენ, ზოგ და-ძმას არ ექნება ეგეთი ურთიერთობა. 18 წლის რომ გადხა ალინამ კიდე ერთი დარტყმა მიიღო ცხოვრებისგან, ნუ არამარტო მან, მთელმა ოჯახმა, მერაბი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მოახერხეს ცხოვრების გაგრძელება. რატომღაც ყველა მოელოდა, რომ დებს შორის ფულის გამო დაპირისპირება მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა, უდედოთ გაზრდილებს ერთმანეთის გარდა არავინ შერჩენოდათ და ფულის გამო ვერ დაკარგავდნენ ყველაფერს. ბიზნესი და მთელი საქმეები თორნიკემ აიღო თავის თავზე და დღემდე არ გაუცრუებია არავის იმედი. ოდესმე, ალბათ ალინასაც ჩართავს საქმეში, მაგრამ ჯერ ადრეა, უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს. რაც შეეხება საავადმყოფოს პალატას, ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს თაბუკაშვილი, ახსოვს როგორ დაეჯახნენ რაღაც ბოძს, მაგრამ ვერ ხვდება თორნიკემ ეს როგორ მოახერხა, გზა თავისუფალი და სწორი იყო, არცნასვამი იყო და მითუმეტეს ნარკოტიკებით გაჭყეპილი. ამ ფიქრებში იყო ექთანი თავზე რომ წამოადგა, გამოკითხა როგორ გრძნობდა თავს და ისევ გავიდა. მის გვერდით კიდევ ერთ გოგონას ეძინა, გასართობად ჯერ მას აკვირდებოდა, შემდეგ კი თვითონაც თვალები დახუჭა. არც ის იცოდა რომელი საათი იყო, ტელეფონიც არ ჰქონდა, ტელევიზორის პულტიც მეორე გოგონას ტუმბოზე იდო. ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. ამ "უმძიმესი" მდგომარეობიდან გოგონას გაღვიძებამ გამოიყვანა. -გამარჯობა-მიესალმა ალინა უცნობს და გაუღიმა -გაგიმარჯოს, როდის მოგიყვანეს?-აშკარად გაკვირვებული იყო გოგონა -დღეს, შეგიძლია ტელევიზორი ჩართო?-იქვე დადებულ პულტზე ანიშნა თაბუკაშვილმა, უცნობმაც უხმოდ ჩართო ტელევიზორი. -უკვე სამი საათია, კარგია, 1 საათში ნახვის საათები იწყება-ამოისუნთქა გოგონამ და ალინას გახედა -მე ალინა ვარ-გაეცნო თაბუკაშვილი გვერდით მყოფს -სალომე, სასიამოვნოა-უთხრა მანაც და ორივე უხმოდ მიაშტერდნენ ტელევიზორს. ისე მოსაღამოვდა ალინასთან არავინ მისულა, ცოტა გაუკვირდა, არამგონია დედას ან დეიდას დავიწყებოდა. სალომესთვის აპირებდა ტელეფონის თხოვნას მაგრამ გოგოს მეგობრებმა მოაკითხეს და მთელი ორი საათუ გაუჩერებლად საუბრობდა. უკვე ცხრა საათი იყო კვლავ ეკთანმა რომ შეამოწმა -შეიძლება გავიგო ჩემი ნივთები სადაა? ან ის ბიჭი ვისთან ერთადაც ავარიაში მოვყევი-უკვე შემაწუხებელი იყო ეს გაუგებრობა. -არ ვიცი გოგონა, შემიძლია ვიკითხო და გავარკვიო-თბილად გაუცინა ქალმა და პალატა დატოვა. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული პალატის კარი თორნიკემ რომ შემოაღო. -აქ როგორ შემოხვედი აბაშიძე?-გაეცინა ალინას დეიდაშვილის გაიძვერობაზე. -ლინაკო, როგორ ხარ?-არც შეუმჩნევია გვერდით საწოლზე მწოლიარე გოგონა ბიჭს, ალინას ლოგინზე დაჯდა და შუბლზე აკოცა. -მე კარგად, შენ არ დაშავებულხარ?-აათვალიერა თაბუკაშვილმა ბიჭი. -ახლა დადა მოვა, თან ტანსაცმელს მოგიტანს და წავედით აქედან-თვალს უკრავს აბაშიძე დეიდაშვილს. -სად? გამწერეს?-გაკვირვება ვერ დამალა ალინამ -დადა აგვარებს, აქ დარჩენა არ შეიძლება-სერიოზული სახე აქვს ბიჭს. -დედა და დეიდა რას შვებიან? რატომ არ მოვიდნენ?-კითხვების დასმას არ წყვეტდა თაბუკაშვილი. თორნიკემ პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო ხელჯოხით და პატარა ჩანთით ხელში დადა რომ შემოვიდა პალატაში. დადა, იგივე ემზარ დადეშქელიანი მთელ საქართველოში ავტორიტეტით სარგებლობდა. დეიდაშვილების ბაბუასთან მეგობრობდა და ერთ ბიზნესშიც კი იყვნენ ჩაბმულნი. ბავშვობის მეგობრები იყვნენ დადა და მერაბი. აგერ უკვე წლებია დადა მშობლიურ მიწა-წყალს, სვანეთს დაუბრუნდა და ბიზნესი მანაც შვილიშვილს გადააბარა. დადა იშვიათად ჩამოდიოდა დედაქალაქში, მაგრამ ფიცს ვერ გატეხდა, იმ ფიცს სიკვდილის წინ რომ მისცა მეგობარს. სიკვდილის ფასადაც კი დაიცავდა მერაბის შვილებს და შვილიშვილებს. -ჩაიცვი ლინაკო-ჩანთა საწოლთან დაუდო მან გოგოს და პალატას თვალი მოავლო. -მადლოობა დადა ბაბუ, კარგად ვარ-გაეცინა ალინას და ჩანთა გახსნა -არ გახვალთ?-მამაკაცებს რომ გახედა, რომლებიც არც კი ფიქრობდნენ გასვლას თვალები დაუბრიალა მათ -კართან გელით-ჩაილაპარაკა თორნიკემ, მხოლოდ ახლა შეხედა გვერდით საწოლზე მწოლ აწეწილ გოგონას და როგორც ყველა ბაბნიკს შეეფერება თვალი ჩაუკრა, მხოლოდ შემდეგ დატოვა ოთახი -შენი ქმარია?-აპილპილებულმა სალომემ ძლივს ამოიღო ხმა. -არა დეიდაშვილი, რა მოხდა?-გაეცინა ალინას. იცის დეიდაშვილის ხასიათი. ალბათ ისევ რამე სისულელე მიაძახაო, გაიფიქრა და ჩანთიდან მისი საყვარელი კომბინიზონი და მაისური ამოაძვრინა. ჯერ თეთრი, წითელზოლიანი მაისური გადაიცვა, შემდეგ კი ჯინსის ფართო კომბინიზონი. ფეხზე ოლსთარის წითელი კეტები მოირგო და ფეხზე წამოდგა. -კარგად იყავი-პალატიდან გასვლამდე დაემშვიდობა სალომეს დერეფანში მიდიოდნენ და თან თაბუკაშვილი ხვეული თმის დამორჩილებას ცდილობდა. რამდენჯერმე სცადა მაღლა აეწია, ბოლოს ძლვს შეიკრა ცხენის კუდად. -სად მივდივართ?-მხოლოდ მას შემდეგ ჰკითხა ალინამ მამაკაცებს, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ. -ჯერ აფთიაქში და შემდეგ დადასთან-უპასუხა თორნიკემ და მანქანა დაძრა. -- -რა ხდება?-დადას კაბინეტში იყვნენ. ვიღაცას ელოდებოდნენ, მაგრამ ალინამ არ იცოდა რა ხდებოდა, ამიტომ წამდაუწუმ კითხვებს სვამდა. -არაფერი ვირთხა, საქმე გვაქვს-პასუხი გასცა თორნიკემ სანამ ესენი ლოდინის ამჯობინებენ. ვიტყვი ბარემ, ალინა მეტად მხიარული მაგრამ ამასთანავე ჭკვიანი გოგონაა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა ოცნებად საკუთარი ვენახი ჰქონოდა და ღვინო ეწარმოებინა. მეღვინეობა რომ აირჩია არც არავინ შეწინააღმდგებია. თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა სად გაეკეთებინა საკუთარი შატო. თორნიკე და ბაბუა მერაბი ბავშვობიდან ყველა სურვილს უსრულებდნენ, ცოტა განებივრებული იყო, მაგრამ თავხედი და თავნება ბავშვი არასდროს ყოფილა. ალინას "ლინაკოს" მთელი სანათესაო-სამეგობრო ეძახდა, თუმცა ვერ იტანდა სხვა რომ ასე მიმართავდა. ვირთხას კი მხოლოდ თორნიკე. დღემდე არ იცოდა რატომ ეძახდა ამ დამაკნინებელ სახელს. თუმცა თორნიკეს ესაყვარლებოდა "ვირთხა" ამიტომ ესეც მიეჩვია. ჩვენი ლინაკო მუდამ წუწუნებდა სიმაღლეზე. ჩვეულებრივი, საშუალო სიმაღლის, ყავისფერთვალება და ჩალისფერი თმა ჰქონდა, თუმცა მაინც საოცრად ლამაზი იყო. მისი ბუნებრივად ხვეული თმა საოცრება იყო. მისი თბილი თვალებიც ბევრ ბიჭს აჯადოვებდა. ცოტა გავერთეთ და ამასობაში კარი ვიღაცამ შემოაღო. მაღალი, ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭი, შავი კეპითა და კაპიშონწამოფარებული შემოვიდა. -რა ხდება მირიან?-მშვიდად ეკითხება დადა. ბიჭი ჯერ კაპიშონს იხდის, შემდეგ კეპს დებს იქვე სკამზე და თვითონაც ჯდება. ჯიბიდან რაღაც პატარა ნივთს იღებს და მაგიდაზე დებს, მხოლოდ შემდეგ არჩევს ალინა თუ რა არის, მეხსიერების ბარათს ნელა იღებს დადა და ნოუთბუქს უერთებს. -ცოტნე სადაა?-ამჯერად თორნიკე ეკითხება მირიანს. -ვინ ცოტნე? ჩვენი ცოტნიკო?-გაკვირვებულია ალინა -ხო, გუშინ ჩამოფრინდა-იღიმის დადაც, როგორც ჩანს ძალიან გახარებულია ერთადერთი შვილიშვილის სამშობლოში ჩამოსვლით. -1 საათში აქ იქნება-მირიანის ბოხი ხმა კიდევ ერთხელ იბყრობს თაბუკაშვილის ყურადღებას ალინა თაბუკაშვილი არასდროს ყოფილა ბიჭებზე და შეყვარებულებზე დახამებული გოგო, რა თქმა უნდა, შეყვარებული ჰყოლია და ბიჭი მეგობრებიც უამრავი ჰყავს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში "იმ" ერთადერთს შეხვდება. ვერც კი გააცნობიერა ალინამ როგორ მიაშტერდა ბიჭს, ერთი შეხედვთაც ჩანდა, საკმაოდ მოწესრიგებული რომ იყო, მირიანმა უნებურად დაიჭირა გოგონას მზერა, მანამდეც არაერთხელ ჰყავდა ალინა ნანახი. ყოველთვის ეღიმებოდა მის ბავშვურ ხმას რომ გაიგონებდა, თუმცა კარგად იცოდა საკუთარი ადგილი. -მოდი ეს ნახე-უცებ წამოიძახა დადამ და კომპიუტერს მზერა მიაპყრო. სამივე უმალვე გაჩნდა დადას სავარძლის უკან და ეკრანს მიაშტერდნენ. კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს როგორ ეჯახება უკნიდან სწრაფად მომავალი მანქანა მთელი ძალით თორნიკეს მანქანას, შემდეგ კი აბაშიძის მანქანა იქვე მდგარ ბოძს ასკდება. -ძალით მოწყობილი იყო?-გაკვირვებულმა გახედა ალინამ მამაკაცებს. -სავარაუდოდ, მირიან, ესაუბრე მძღოლს?-ჩიქოვანს გახედა დადამ -ვესაუბრე-მოკლედ მოუჭრა ბოსს მირიანმა. ამით მიახვედრა, რომ საქმე სერიოზულად იყო და ცალკე საუბარი იყო საჭირო. -ვის გააკეთა? რატომ?-კითხვები არ ასვენებდა ალინას, ხან დადას უყურებდა, ხან თორნიკეს და ხან მირიანს. ვერ გაეგო რა ხდებოდა. რატომ უნდა სდომოდა ვინმეს მათი დაშავება? -ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავარკვევ, ხომ იცი, არავის არაფერს შევარჩენ ვინც რამეს დაგიშავებთ-დაამშვიდა ანერვიულებული გოგონა დადამ და მისი პატარა ხელი მოიმწყვდია ტორებში. -დედამ და დეიდამ იციან ეს ამბავი?-შეშფოთებულმა გახედა აბაშიძეს დეიდაშვილმა -ხომ არ გაგიჟდი, მოკვდებიან ნერვიულობით, გონიათ რომ ცოტნეს ჩამოსვლას აღვნიშნავთ-გაეცინა თორნიკეს. მირიანი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა, ფარულად აპარებდა თვალს ალინასკენ. მირიან ჩიქოვანი უკვე 27 წლის იყო. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც ახლა აქვს მთლად დალაგებული საქმე. 16 წლიდან მუშაობს და თავის და-ძმას და დედას არჩენს. მძიმე იყო მისთვის სწავლის მიტოვება და მძიმე უღელში შებმა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ მის ოჯახს ლუკმა-პური ჰქონოდა. 18 წლის იყო დადასთან რომ მოხვდა და კაცმა საკუთარი შვილივით შეიფარა. მალევე მონდომების წყალობით მისი მარჯვენა ხელიც გახდა და აგერ უკვე 9 წელია დადას წყალობით ყველაფერი აქვს რაზეც ოცნებობდა. თვითონ მართალია სწავლა ვერ განაგრძო, მაგრამ მისმა პატარა და-ძმამ შეძლეს უნივერსიტეტში სწავლა და დღეს ორივე კარგ ადგილზე მუშაობს, ბინაც იყიდეს და დედას უზრუნველი მომავალი შეუქმნეს. ესეც მოკლე მოხსენება მირიან ჩიქოვანზე, რომელიც ჩუმად აპარებდა ალინასკენ თვალს.. ალინას ჯერ კიდევ ბავშვობიდან "იცნობს". ოღონდ მხოლოდ თვითონ, დარწმუნებულია, რომ გოგონას ერთხელაც არ შეუმჩნევია, სულ მოსწონდა მისი ლაღი სიცილი და ჩალისფერი, მუდამ აბურდული თმა. ძალიან გაუკვირდა გოგონას მზერა რომ დაიჭირა. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემთხვევითობას მიაწერა. თაბუკაშვილი ხელებში თავჩარგული იჯდა დივანზე, ფიქრობდა, თორნიკე და დადა ჩუმად იჯდნენ და ისინიც გოგონას აკვირდებოდნენ. -რა მოხდება ახლა?-როგორც იქნა ხმა ამოიღო ალინამ. -არაფერი, მაინც არდადეგებია და წამოდით ჩემთან, სვანეთში, ცოტნეც იქ იქნება ცოტახნით-უმალვე მოიფიქრა გამოსავალი დადამ-მეც აღარ ვიფიქრებ, თუ როგორ იქნები აქ -მერე დედა ან დეიდა?-თაბუკაშვილს არ დავიწყებია მშობელი. -მათთან დაცვას დავტოვებ, მირიანი იპოვნის ვინმე სანდოს-მირიანს გახედა დადამ. მირიანმაც თავი დაუქნია. ფეხზე წამოდგა როცა დადამ ანიშნა რომ ეს ახლავე უნდა გაეკეთებინა და ოთახი დატოვა. -წახვალ ვირთხა?-გახედა თორნიკემ დეიდაშვილს. -კარგი, წამოვალ, მაინც მენატრებიან ოლღა ბებო და ცოტნე-მხრები აიჩეჩა თაბუკაშვილმა. საუბრის გაგრძელებას აპირებდნენ ქარბორბალასავით რომ შემოვარდა უმცროსი დადეშქელიანი ოთახში. -ვაა ემზარ მოხვედი?-გაიცინა თორნიკემ და მონატრებულ მეგობარს გადაეხვია. ალინაც ჩაეფსკვნა ცოტნეს. ცოტნეს ზედმეტ სახელი დადასგან განსხვავებით ცოტა სასაცილოა. მთელი სამეგობრო ემზარს ეძახის. მოგეხსენებათ ჩვენი ტრადიცია, ბავშვებს ბაბუის სახელს რომ არქმევენ. დადას შვილმაც, ნიკოლოზმა გადაწყვიტა მამისთვის გული არ დაეწყვიტა და შვილისთვის ემზარი დაერქმია, ამაზე დადა გაგიჟდა. ბავშვს ემზარი რომ დაარქვა ან მე მოვიკლავ თავს ან თვითონ ბავშვიო. გასაგებია, რომ გიყვარვარ და გინდა პატივი მცე, მაგრამ ბავშვს აუცილებლად ნორმალური სახელი უნდა დავარქვათო და მართლაც, თვითონვე დაარქვა ცოტნე. ამაზე მთელი სამეგობრო იცინის, ამიტომაც ცოტნეს "ემზარი" შეერქვა. ეს, რა თქმა უნდა, არ წყინს დადას. ხვევნა-კოცნის შემდეგ მეგობრები ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს. -არ წავიდეთ ლინაკო?-როგორც იქნა სახლი გაახსენდა თორნიკეს. -წავიდეთ ხო, ძალიან მეძინება, თან თავი მტკივა-დაეთანხმა თაბუკაშვილიც და შუბლზე მიიდო ხელი, რომელზეც ლეიკო დაეკრათ. --- მანქანაში ოთხნი არიან. ალინა, ცოტნე, თორნიკე და მირიანი. მირიანი საჭესთან ზის. ალინა კი უკანა სავარძლდან უყურებს მის მკლავს და ცდილობს გაარკვიოს რა ახატია, თუმცა მაისური ამის საშუალებას არ აძლევს. მირიანი შორიდან აქამდეც ჰყავდა ნანახი, მაგრამ გუშინ რაღაცნაირად აეკვიატა მასზე ფიქრი. ზედმეტად ჩუმი და ჩაფიქრებული ჩანდა ბიჭი. ნახევარი საათი მშვიდად გაატარა ალინამ. შემდეგ კი აწრიალდა. ჯერ სავარძელზე აიკეცა ფეხები, შემდეგ თორნიკეს კალთაში ჩააწყო, შემდეგ თავი ჩაუდო კალთაში და ფეხები ფანჯრიდან გადაყო. ისევ წამოჯდა, გაიზმორა და მანამ იწრიალა და იწუწუნა სანამ მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე არ გააჩერეს. -ნეტა გამაგებინა რა არ გასვენებს-იცინოდა აბაშიძე. -ხომ იცი ვერ ვიტან მგზავრობას-თავი იმართლა თაბუკაშვილმა. უხმოდ მიჰყვებოდა სამ მამაკაცს უკან. მარკეტში ყავა და სასუსნავები იყიდეს, ცოტა შეისვენეს და ისევ მანქანაში დასხდნენ. -ემზარ, არ გინდა რამე მომიყვე?-წინ გადაწია თავი ალინამ და ბიჭს მიაშტერდა -არა-გაეკრიჭა ბიჭი წინიდან. -მე მოგიყვები ვირთხა, დაჯექი წესიერად-მოუსვენრად მყოფ დეიდაშვილს ხელი ჩაავლო აბაშიძემ და კვლავ უკანა სავარძელზე დასვა. -ერთხელ, ბავშვობაში, გავბრაზდი ბაბუაზე, სოფელში ვიყავით მაშინ, სადღაც 10 წლის ვიქნებოდი, შენ მაშინ 6 წლის იყავი, გამოვუცხადე ოჯახს, მარტო გადავდივარ საცხოვრებლადთქო, მოგკიდე ხელი და...-თხრობას იწყებდა თორნიკე -ოო.. ეგ ვიცი, საღამომდე სადღაც ძველ ნასახლარში რომ წაგვათრიე მე და ჩემი გოჭი-ამოიბუზღუნა თაბუკაშვილმა -კარგი, მაშინ დაიძინე, რა ვქნა? მე ვცადე-გაეცინა აბაშიძეს. -- ალინას მოუსვენრობას ბოლო არ უჩანდა, ძლივს ქუთაისამდე ჩააღწიეს, თორნიკეს უკანა სავარძელზე ეძინა, ცოტნე და მირიანი კი ჩუმად საუბრობდნენ წინ. მირიანი დროდადრო სარკის საშუალებით აპარებდა აცქმუტებული გოგონასკენ მზერას. -ხომ არ გავაჩერო?-სარკიდან გახედა ოდნავ ფერდაკარგულ გოგოს, აშკარად ეტყობოდა ცუდად რომ იყო. ცოტნემ გაკვირვებულმა გადმოხედა მირიანს, ბოლოს ალინას გახედა. -გააჩერე ცუდადაა-უთხრა მირიანს, რომელმაც მაშინვე გადააყენა მანქანა გზიდან. სწრაფად გადმოვიდა ცოტნე მანქანიდან და ალინასაც დაეხმარა გადმოსვლაში -რატომ არ თქვი ცუდად თუ იყავი?-გაბრაზებული იყო დადეშქელიანი. -გაბრაზებული ვარ და იმიტომ-ჰაერზე ცოტა რომ მოითქვა თაბუკაშვილმა სული, უპასუხა ცოტნეს და სირბილით მომავალ მირიანს გახედა. მინერალური წყლის ბოთლი რომ ეჭირა ხელში. -აიღე, დალიე-მიაწოდა ბოთლი ბიჭმა. -მადლობა-ოდნავ აუწითლდა ალინას სახე, ბოთლი ხელში დაიჭირა უხერხულად. -წინ დაჯექი მიდი, კიდევ ცუდად არ გახდე-წინა კარი გაუღო ამჯერად ცოტნემ. -ემზარ, შეშინებული რა საყვარელი ხარ-გამხიარულდა წამში თაბუკაშვილი და წინა სავარძელზე დასკუპტა. ღვედი შეიკრა და გვერდით მჯდომსაც გაუღიმა. --- მანქანიდან რასაც ქვია გადმოხტა თაბუკაშვილი. -როგორც იქნა-ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი და გაიზმორა. ცოტნე პირდაპირ სახლისკენ წავიდა, თორნიკე და მირიანი კი საბარგულთან შეჩერდნენ. -ეს სულ შენი ბარგია?-უკმაყოფილო სახე ჰქონდა აბაშიძეს და დეიდაშვილს მიმართავდა. -სამი ჩემია, ორი ცოტნესი, დანარჩენი არვიცი-მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ გოგომ -დარჩა ორი, ერთი ჩემია, ერთი მირიანის, ისიც ყველაზე პატარა ჩანთები-წარბები აწია სიცილით თორნიკემ. ორ ჩემოდანს თვითონ მოკიდა ხელი, ორიც მირიანმა აიღო. ცოტნეს საქციელი არავის გაჰკვირვებია, ბუნებით ბარმაცს თითის განძრევაც კი ეზარებოდა, ჩანთების ტარებაზე ხო ზედმეტია საუბარი. ალინამაც ერთ თავის ჩანთას მოკიდა ხელი და ნელა მიაგორებდა სახლისკენ, მირიანი რომ შეეფეთა. -გაუშვი, მე წავიღებ-არც შეუხედავს ბიჭს ისე შეეცადა გოგოსთვის ჩემოდანი გამოერთმია, თუმცა წინააღმდგეგობა რომ იგრძნო გაკვირვებულმა ახედა -წავიღებ, შენ სხვები წამოიღე-სერიოზული სახე ჰქონდა თაბუკაშვილს. ჩიქოვანიც გაეცალა და დარჩენილი ორი ჩანთიდან ერთი სახლში აიტანა, ერთი კი ეზოში, ცალკე მდგომ სახლში შეიტანა, რომელიც სპეციალურად, დაცვის ან მოსამსახურე პერსონალისთვის იყო აგებული. --- მოესიყვარულნენ ოლღა ბებოს ბავშვები. შემდეგ კი ყველა სათითაოდ წავიდა დასაძინებლად. --- დღეები დღეებს მისდევდა, თითქმის ორი კვირა სრულდებოდა რაც დადას მთის რეზიდენციაში იყვნენ და უკვე დრო მოდიოდა ბიჭების უკან დაბრუნების. ერთ დღესაც უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ, ალინას გასაკვირად მხოლოდ ცოტნე და თორნიკე. -- -წყალი აღარ გვაქვს სახლში, მიდი ბებო წყაროდან მოარბენინე-ოლღა ბებომ ხელში შეაჩეჩა ჭურჭელი ალინას. ისიც ყურსასმენებით და სიმღერ-სიმღერით წავიდა წყაროსკენ, უკნიდან მკლავზე შეხება რომ იგრძნო შიშისგან შეკივლა. უნებურად დასჩემდა ავარიის შემდეგ შიშები. როცა ბიჭები აქ იყვნენ ვერ გრძნობდა, მაგრამ რომ წავიდნენ შეამჩნია. უკან მიიხედა და მირიანი რომ დაინახა უნებურად ამოისუნთქა. -შენ ხარ? გული გამისკდა-ნერვიულად გაიცინა და ბიჭს დაბლიდან აჰხედა -დიდი ხანია გეძახი, ვერ შევნიშნე ყურსასმენები-უხერხულად თქვა ჩიქოვანმა. -წყაროზე მივდივარ, წამოხვალ?-ალინამ ყურსასმენები ჯიბეში ჩაიდო და ორივე ხელში დაიჭირა ჭურჭელი. -წამოვალ-უთხრა ბიჭმა და გზასაც გაუდნენ -დიდი ხანია დადასთან მუშაობ?-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა ეს ჰკითხა ალინამ, რატომღაც ხიბლავდა ეს ბიჭი, მოსწონდა მისი სახის ნაკვთები და მუდამ ჩუმი ხასიათი. -საკმაოდ-მოკლედ უპასუხა ჩიქოვანმა. მირიანი უკვე ხვდებოდა, რომ გოგონას მისი გული მთლიანად დაეპყრო. ამ ორ კვირაში, რაც მის სიახლოვეს გაატარა უფრო გაიცნო მისი ბავშვური ხასიათი. გულუბრყვილო და კეთილი გული. -როდის აპირებ თბილისში დაბრუნებას?-ძლივს ამოღერღა, განა იმიტომ რომ სცხვენოდა, პირიქით, იმდენად სურდა მასთან ურთიერთობა, მისი სიახლოვე, უკვე ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო. დარწმუნებული იყო, რომ გოგონა არასდროს უპასუხებდა მას გრძნობებზე. და თუ ოდესმე ეს მოხდებოდა თაბუკაშვილის ოჯახი ნამდვილად არ იქნებოდა ამ ურთიერთობის მომხრე. -მომწონს აქაურობა, ალბათ სექტემბერში-მხრები აიჩეჩა ალინამ. -შენ აქ ცხოვრობ?-დიდი ხანია გოგონას გულს ეს კითხვა ღრღნიდა. -სადაც დადა, იქაც-მე-მოკლედ მიუგო ბიჭმა, ისე რომ კვლავ გაურკვევლობა დატოვა გოგონას გულში. ამ ხანმოკლე საუბარში წყაროსაც მოიახლოვდნენ, მირიანმა ჭურჭელი ჩამოართვა ალინას, წყალი აავსო და თვითონვე წამოიღო უკანა გზაზე. -სახლში ხომ არის ჭა? აქედან რატომ მიგვაქვს დასალევი წყალი?-უცებ გაახსენდა გაკვირვებულ ალინას. -ოლღა ბებოს ამ წყაროს წყალი უყვარს-ოდნავ გაეღიმა მირიანს, რაც არ გამოპარვია თაბუკაშვილს. აქამდე ბიჭის სახეზე ღიმილი არ ენახა, და თითქოს ორმაგად ესიმპატიურა. მართლაც საოცრად სიმპატიური იყო ჩიქოვანი. მაღალი, დაკუნთული, მუქი ლურჯი თვალებითა და დაბალზე გადაპარსული თმით. გზა უხმოდ განაგრძეს.... --- -ჩემს დასთან უნდა წავიდე, ცუდად ყოფილა, წამოხვალ ბებო?-ტელევიზორის წინ მჯდომს მიუახლოვდა ანერვიულებული ოლღა. -არვიცი, მცხვენია-უხერხულად აიწურა ალინა. -წამოდი, რის გრცხვენია, მირიანი წაგვიყვანს-წამოაგდო გოგონა ფეხზე ქალმა. ოთახში აირბინა ლინაკომ. სპორტული შარვალი გამოიცვალა და შავი ჯინსი ჩაიცვა ზოლიან მაისურთან ერთად. მუქი ლურჯი დიდი ჟაკეტი მოიცვა, რადგან გარეთ საშინლად ციოდა და კოკისპირულად წვიმდა. ფეხზე ბათინკები ამოიცვა და სირბილით ჩავიდა ქვემოთ. მირიანი უკვე მისაღებში დახვდა, ბებო ჯერ არ გამოსულიყო. ჩიქოვანს მიესალმა და სარკესთან თმების სწორება დაიწყო. ძლივს მოიყვანა ფორმაში თმა, ამასობაში ბებოც გამოვიდა. მთელი ამ დროის განმავობაში ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა გამხდარი სხეულისთვის მირიანს. უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზითა და სისადავით. რაღაც ამოუცნობს მართებდა ეს გოგო, თვითონაც ვერ ხვდებოდა. მთელი დღე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ ამოეგდო გონებიდან ის, თუმცა როცა თვალს მოკრავდა წამში ავიწყდებოდა ეს ფიქრები და მხოლოდ მისი ტუჩები და მიმზიდველი სხეული ახსენდებოდა. -წავედით?-ფეხზე წამოდგა და ისე იკითხა მირიანმა -მე მზად ვარ-უთხრა ბებოს გოგონამ, ოლღამაც თავი დაუქნია, კარებები საგულდაგულოდ ჩაკეტეს, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად დაჯდნენ მანქანაში. -- ეზოში უცხო ხალხი რომ დაინახა ცოტა შერცხვა, წამოსვლაც კი ინანა წამით. ოლღა გადასული იყო და მანქანასთან ელოდა -შენ არ მოდიხარ?-ჰკითხა ბიჭს ალინამ -არა, მანქანაში დაგელოდებით-უპასუხა ღიმილით მირიანმა, რადგან მიხვდა თაბუკაშვილს ეუხერხულებოდა უცხო ხალხში გადასხვა. ალინა მანქანიდან გადავიდა თუ არა ბებოს ხელკავი გამოსდო და ისე მივიდა სახლამდე. შემდეგ ბებომ ღუმელთან დააჯინა და თავის დის სანახავად წავიდა. უხერხულად იყო ატუზული ღუმელთან და გარშემო უცხო საზოგადოებას უყურებდა, ყველა თავისთვის იყო მოულოდნელად საშინელი ტირილის და კივილის ხმები რომ გაისმა. თავიდან ვერ მიხვდა რა მოხდა, გაკვირვებული უყურებდა ხალს, ბოლოს რომ გაიაზრა, ალბათ ოლღას დაგარდაიცვალაო, უფრო მოიკუნტა სავარძელში. ვერ ხვდებოდა ასეთ სიტუაციებში რა გაეკეთებინა, სულ იბნეოდა. კარში შემოსულ ჩიქობავას სხეულს რომ მოკრა თვალი ფეხზე წამოხტა. -აქ იყავი და ორ წუთში მოვალ-დასვა კვლავ გოგონა იგივე ადგილზე და თვითონ კარში გაუჩინარდა. გარეთ გასულმა მირიანმა ჯერ დადას დაურეკა და შეატყობინა ყველაფერი. შემდეგ მეორე სართულზე ავიდა ოლღასთან. გაიგო დახმარება ხომ არაფერში სჭირდებოდათ და კვლავ თაბუკაშვილთან დაბრუნდა. -რა ხდება ზემოთ?-ჩუმად იკითხა გოგონამ და გვერდით მჯდომ ბიჭს გახედა. -არაფერი, ყველა გლოვობს ქალბატონ მაიას-მირიანმა აუხსნა სიტუაცია და გაყინული ხელები ღუმელზე გაითბო -სახლში როდის წავალთ? აქ ხომ არ დავრჩებით?-აშკარად შეშინებული იყო სიტუაციით ალინა. -დადა ჩამოვა და მერე წაგიყვან, ოლღა ბებოს რამე რომ დასჭირდეს აქ უნდა ვიყო-აუხსნა ბიჭმა სიტუაცია დიდხანს ისხდნენ ღუმელთან, ხალხი კი მიდიოდა და მოდიოდა, არეული სიტუაცია იყო. მირიანი არ შორდებოდა გოგონას, ამ სიტუაციაში ნამდვილად გარეთ ყოფნა ერჩივნა, მაგრამ ხვდებოდა ალინა შეშინებული იყო და ვერ დატოვებდა. გაკვირვებულმა და სითბოჩამდგარმა გახედა გოგონას, რომელსაც უკვე მის მხარზე თავდადებულს ეძინა და მშვიდად ფშინავდა. მხოლოდ ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გამოაფხიზლა -გისმენ-უპასუხა დადას -სად ხარ?-მკაცრი იყო კაცის ხმა -პირველ სართულზე ვარ, ალინას ძინავს და ვერ ვტოვებ, რა ხდება?-ჩუმად საუბრობდა ჩიქოვანი -არაფერი, 2 წუთში მანდ ვიქნები, შეგიძლია წაიყვანო სახლში, თუ რამე დაგიკავშირდები-უთხრა უფროსმა და პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა. არ უნდოდა გოგოს გაღვიძება, შეეძლო ხელში აყვანილიც წაეყვანა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა. -ალინა, გაიღვიძე-ნელა შეარხია გოგონა და მანაც უმალ ჭყიტა თვალები. -წავიდეთ სახლში-უთხრა და ფეხზე წამოდგა, გოგონაც თვალების ფშვნეტით ადგა. გარეთ გასვლას აპირებდნენ უკვე ბიჭმა რომ შეაჩერა. -ჩაიცვი, არ გაცივდე-თავის თხელი ქურთუკი მიაწოდა და დაელოდა, ალინაც მალე გაეხვა ქურთუკში, რომელიც საკმაოდ დიდი ჰქონდა და მირიანთან ერთად წავიდა მანქანისკენ. -- -თორნიკეც ხომ არ ჩამოსულა?-ჰკითხა გზაში ალინამ ბიჭს -არა, მხოლოდ დადა და ნიკოლოზი იყვნენ-დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა ნიკოლოზმა. როგორც კი ეზოში მანქანა გააჩერა მირიანი მანქანიდან გადავიდა, ჯერ ეზოში აანთო შუქები, შემდეგ კი სახლში შეუძღვა გოგონას. -მარტო ვერ გავჩერდები, ხომ დარჩები?-კითხა ალინამ მირიანს და მისი ქურთუკი მიაწოდა. -დავრჩები-თავი დაუქნია ბიჭმაც. თაბუკაშვილი სამზარეულოსკენ დაიძრა, უკვე საღამოს ათი საათი იყო და მას დილის მერე არაფერი ჰქონდა ნაჭამი, დარწმუნებული იყო რომ არც მირიანს ექნებოდა კუჭი სავსე. მირიანი სამზარეულოს მაგიდასთან მოთავსდა, ალინამ კი მაცივრიდან საჭმლის გამოლაგება და გაცხელება დაიწყო. სამზარეულოში მოფუსფუსე რომ დაინახა ბიჭმა გრძნობები ვეღარ მოთოკა, ფეხზე წამოდგა და გაზქურასთან მდგარს მიუახლოვდა. წინ აესვეტა და თვალებში ჩააშტერდა -რას აკეთებ?-ალუღლუღდა თაბუკაშვილი მირიანს პასუხი არ დაუბრუნებია, ნელა მოკიდა ნიკაპზე ხელი და ნანატრ ბაგეებს მიაწება თავისი ტუჩები. გრძნობდა, რომ ვეღარ ელეოდა, არ შეეძლო მის გარეშე ყოფნა და თუ აქამდე ცოტას მაინც ორჭოფობდა, უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს გააკეთებდა მისი გულის მოსანადირებლად. ალინა კი ჯერ კიდევ გაოცებული იყო მირიანის ქცევით, მართალია ხანდახან თვალი გაურბოდა ბიჭისკენ, მაგრამ მისგან არასდროს უგვრძნნია რაიმე განსხვავებული, მისთვის ისეთი მოულოდნელი იყო თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა მინაბულ ბიჭს. -მირიან, რას აკეთებ?-როგორც კი ბიჭი ოდნავ მოშორდა ჩურჩულით კითხა და მის ლურჯ თვალებს მიაშტერდა. -ისეთს არაფერს-უპასუხა კვლავ ძველებური ტონით ბიჭმა და თავისი ადგილი დაიკავა. დაბნეულმა გააგრძელა საქმიანობა გოგონამ. ძლივს შეძლო თავი ხელში აეყვანა და საჭმელი მაგიდასთან მიეტანა. უხმოდ მიუჯდა წინ ბიჭს და თავდახრილმა დაიწყო ჭამა. რამდენიმე წუთში მირიანს ახედა, ბიჭი ისევ გაუნძრევლად იჯდა, მისი თეფში კვლავ ცარიელი , მზერა კი ალინასკენ მომართოლი იყო. ლუკმა ყელში გაეჩხირა, ძივს გადაყლაპა და ბიჭს მზერა გაუსწორა. -რატომ არ ჭამ?-პირველი რაც მოაფიქრდა ის ჰკითხა და ჩანგლით თეფშზე საჭმლის წვალება დაიწყო. -არ მშია-ისე უპასუხა ბიჭმა, მზერა არ მოუშორებია. -კარგი-ვითომ არაფერი მომხდარა ისე განაგრძნო ალინამ ჭამა. კარგად დანაყრდა, შემდეგ მაგიდა აალაგა და მისაღებში გავიდა, ბიჭიც მას გაჰყვა. ----- მთელი ღამე მისაღებში გაატარეს, ალინა ცოცხალი თავით არ მიდიოდა დასაძინებლად. საშინლად ეშინოდა მარტო მეორე სართულზე დაძინება, აქამდე ოლღას ოთახში ეძინა, რადგან დადა არ იმყოფებოდა სახლში. მარტო ძილის ფობიაც იმ ავარიის შემდეგ დასჩემდა. რამდენჯერმე ჩაეძინა დივანზე, თუმცა მალევე გამოფხიზლდა. ვერც მირიანს თხოვდა მეორე სართულზე მასთან ერთად დაძინებას, პირველი მიმეზი იყო ის იყო, რომ ამ რამდენიმე კვირაში მიხვდა, ბიჭს დიდად არ მოსწონდა ამ სახლში შემოსვლა, ძალძე იშვიათად სტუმრობდა, მუდამ ეზოში საქმიანობდა ან მის პატარა სახლში იყო. მეორე კი რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტი იყო. სამაგიეროდ გამთენიას ჩაეძინა და თან ისე ღრმად, ისიც ვერ გაიგო როგორ აიყვანა საძინებელში ჩიქოვანმა. რომ გაიღვიძა შუადღე იყო. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა მაშინვე. კარგი ამინდი იყო, მზე ანათებდა, იქვე ეზოში მირიანიც შენიშნა, მანქანის ქვეშ შემძვრალიყო და ალბათ რაღაცას აკეთებდა. გუშინდელი ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა და სპორტულები ჩაიცვა, ფეხზე ოლსთარის კეტები მოირგო და დაბლა ჩავიდა. თმაც მოიწესრიგა. ყავა მოამზადა და სინით ხელში გავიდა გარეთ. -დილამშვიდობის-მიესალმა ხმამაღლა და იქვე სკამზე დაჯდა თავის სინიანად. -შუადღემშვიდობის-გამოძახა ქვემოდან და რამდენიმე წამში გამოძვრა კიდეც -დადა მოვა?-იმედიანად კითხა გოგომ და ყავის ფინჯანი გაუწოდა. -კი გამოივლის-დაეთანხმა გოგონას ჩიქოვანი და ყავა მოსვა. დიდხანს უყურებდა მირიანი გოგონას, რომელიც ყავას მიირთმევდა და აშკარად ბიჭის მზერის ასარიდებლად უყურებდა ბუმბერაზ მთებს. -სახლში ვიქნები-საციელი ჭიქები კვლავ სინზე დააწყო და სახლში შევიდა. ვერ გაეგო რა გაეკეთებინა, ჯერ სახლი მიალაგა, შემდეგ წიგნი გადმოიღო მაგრამ კითხვას გული ვერ დაუდო და კვლავ ფანჯრიდან გადაიხედა. მირიანი ამჯერად რეცხავდა შავ ჯიპს. სამზარეულოში ჩავიდა, ახალი საჭმლის მომზადება არც უფიქრია, მაცივარი ისედაც სავსე იყო საკვებით, კვლავ შეათბო და მაგიდაზე დააწყო -შეჭამ?-ბიჭთან გასულმა კითხა და უხერხულად გახედა. წინა ჭამის მცდელობა არც ისე კარგად დაიწყო, ნუ ვისთვის როგორ. -მოვალ-მოკლედ უპასუხა მირიანმა ათი წუთი ელოდა მაგიდასთან მჯდარი ბიჭის მოსვლას. ბოლოს როგორც იქნა ინება და მოვიდა. ტანზე გამუცვლია, მოწესრიგებულა და ამაყად მოაბიჯებდა ჩიქოვანი. უხმოდ მიირთვეს. -საღამოს თორნიკე ჩამოვა-მირიანის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა გააღიმა ალინა. დიდი ხანია არ უნახავს დეიდაშვილი, თან ამ უხერხული სიტუაციიდან თავის დახსნის შანსი მიეცა. -ავალაგებ-ფეხზე წამოდგა და მილაგება დაიწყო -დაგეხმარები-მირიანიც ყოველთვის მზად იყო გოგონას დასახმარებლად. ერთად დაალაგეს სამზარეულო და მისაღებში გავიდნენ ტელევიზორი ჩართო ალინამ, რაღაც კომედია გადიოდა, ორივე ჩუმად უყურებდა ფილმს სანამ მირიანი მოულოდნელად არ დაეტაკა ტუჩებზე თაბუკაშვილს. იქამდე კოცნიდა, სანამ წინაარმდეგობა არ იგრძნო გოგონასგან. -რას აკეთებ? თავი ვინ გგონია?-აშკარად გაცხარებული იყო ალინა. -არავინ არ მგონია, მომწონხარ და გკოცნი-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ალინას ძალზე გაუკვირდა ჩიქოვანის პირდაპირობა, დააბნია და დაადუმა მისმა სიტყვებმა. -მაგ არ ხსნის თუ რატომ მეტაკები ცხოველივით ტუჩებზე-პოზიციების დათმობას არც თაბუკაშვილი აპირებდა. -მომწონხარ და გკოცნი-ამჯერად ღიმილით გაუმეორა ბიჭმა და გოგონას სახეს დააკვირდა. ალინა აფორიაქებული და აღელვებული იყო. თვითონაც მშვენივრად იცოდა, რომ არ იყო ბიჭის მიმართ გულგრილი, განსაკუთრებით პირველი კოცნის შემდეგ, გამუდმებით მასზე ფიქრობდა და მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. -ეგ ცივილურად რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა-არ ნებდებოდა თაბუკაშვილი. -ჩათვალე რომ ეს ყველაფერი ცივილურად მოხდა, შენი პასუხი რა იქნება?-მისკენ იხრება ბიჭი და რაც უფრო უახლოდება ალინას მღელვარება უფრო იზრდება. -ცივილურად არ მომხდარა-გაიცინა თაბუკაშვილმა და მირიანი რაღაცის თქმას აპირებდა გარედან სიგნალის და მანქანის ხმა რომ მოისმა. სწრაფად წამოდგა მირიანი ფეხზე და ალინასთან ერთად შეეგება შემოსულ მანქანას. -ვირთხაა-მანქანიდან გადმოსულმა დაიყვირა აბაშიძემ და დეიდაშვილები მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს. -რას შვები ვირთხა? აწვალებ ამ ანგელოზივით ბიჭს?-გაიცინა და მირიანს გახედა -არა, ძალიან დამჯერია-გაუცინა ჩიქოვანმაც. სახლში შევიდნენ, ცოტნე როგორც ჩანს გვერდით სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან დარჩენილიყო და საღამოს მოვიდოდა. -სერიოზული საქმე მაქვს ლინაკო შენთან-თორნიკემ წინ დაისვა დეიდაშვილი. -რა ხდება?-არ მოეწონა მისი სერიოზული ტონი ალინას -მამაშენი დაიჭირეს-პირდაპირ უთხრა საჭმელი აბაშიძემ, თუმცა ამაზე რეაქცია არ ჰქონია თაბუკაშვილს -დიდი ხანია პაატა ჩემთვის მკვდარია-ისე ცივად თქვა ალინამ, მაშინვე იგრძნო მირიანმა, მამის გაქცევას დიდი კვალი დაეტოვებინა გოგონას ცხოვრებაზე. -არ გაინტერესებს რატომ?-თორნიკეს ლინაკოს პატარა ხელები თავის ტორებში მოექცია. -კი-გაუბედავი იყო თაბუკაშვილი -ფულის გამოძალვის, მკვლელობის მცდელობის და გატაცების მცდელობისთვის-თორნიკე თვალებში უყურებდა დეიდაშვილს, ალინამაც მალე გააცნობიერა, რომელ მკვლელობის მცდელობაზე იყო საუბარი -კიდევ ცდილობდა ჩვენთვის ფული გამოეძალა, მაგრამ დადას დახმარებით ყველაფერი მოვაგვარე, შენს გატაცებას გეგმავდა გამოსასყიდის სანაცვლოდ, მაგრამ მოვახერხეთ მისი მანამდე გამოაშკარავებდა სანამ ამას გააკეთებდა-ხმა რომ აღარ გაიღო გოგონამ აბაშიძემ თხრობა განაგრძო. მეტად მძიმე აღმოჩნდა ალინასთვის ეს ყველაფერი, ცდილობდა შეეკავებინა ემოციები, მითუმეტეს მირიანის წინ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ფულამოსკვნით ატირდა და დეიდაშვილს ჩაეკრა გულში. ----- -სერიოზული სალაპარაკო მაქვს-დადას კაბინეტში, მის წინ იჯდა მირიანი -რა ხდება?-გაუკვირდა დადას ჩიქოვანის ტონი. არ იფიქროთ,რომ დადეშქელიანი არ აფასებდა მირიანის შრომას და მის თავდადებას. ამ ცხრა წელში რაც მირიანმა მისთვის გააკეთა, ბევრიც გადაუხდია ბევრიც კი მომავლისთვის გადაუდია. ეს ბიჭი, რომელიც ფაქტობრივად მასთან გაიზარდა ისე უყვარდა როგორც შვილიშვილი. ხშირად უთქვამს მისთვის, რომ მის დაწინაურებას, თუნდაც სერიოზულ სამსახურში გადაყვანას აპირებდა, მაგრამ ჩიქოვანი სულ უარზე იყო. -ერთი გოგო შემიყვარდა-გულღიად ესაუბრებოდა მოხუცს, იცოდა რაც არ უნდა ყოფილიყო გაუგებდა დადა ყველაფერში. ის არ იცოდა ამ გოგოს ვინაობას რამდენად შეეგუებოდა. -დროა უკვე-გაეღიმა დადას -არ მკითხავ ვინაობას?-ნერვიულობას ვერ წყვეტდა მირიანი -ალინა?-ვითომ აქ არაფერიო ისე დასვა კითხვა მოხუცმა. მირიანს თვალები გაუფართოვდა. ვერ მიხვდა, საიდან გაიგო მოხუცმა. ორი კვირაც არ იყო სვანეთის ინციდენტიდან გასული და მას შემდეგ არც უნახავს სატრფო ბიჭს -საიდან იცით? -კამერები მაქვს სახლში-მშვიდად უპასუხა მოხუცმა, ეს თქვა თუ არა კიდევ უფრო დაიძაბა ჩიქოვანი. ჯერ კიდევ ვერ გაიცნო ბიჭმა ეს საოცარი მოხუცი და არ იცის მისგან რას უნდა ელოდოს კაცი. ვის მოეწონება მის "შვილიშვილს" მის სახლში კოცნიდე? -და? -ჯანდაბას, შენზე უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებ-გაეღიმა დადას, ფეხზე წამოდგა და ბავშვივით ჩაიხუტა ბიჭი გულში -იმედია იცი რა მოგელის თუ მას გულს ატკენ-დაასერიოზულა ხმა დადეშქელიანმა -იმედია ჩემი თავის ცემას არ დამავალებ-ხუმრობაში აჰყვა დადას მირიანი --- საშინლად ცხელა თაბუკაშვილს, კონდინციონერიც კი ვერ აგრილებს, მეორე ოთახიდან ტელეფონის ზარი ესმის, მაგრამ ეზარება გასვლა. ბოლოს მაინც წამოიზლაზნა და უცნობ ნომერს უპასუხა -როგორ ხარ ალინა?-ნაცნობი ხმა ესმის ტელეფონიდან და ცოტა გაოცებულია, შემდეგ კი ეღიმება -კარგად მირიან შენ?-ოფიციალური ტონი შეინარჩუნა თაბუკაშვილმაც. -გამომყვები ცოლად ალინა?-სერიოზული, მაგრამ ღიმილნარევი ტონი ჰქონდა ჩიქოვანს -არა, არ გამოგყვები მირიან-სიცილით პასუხობს და ტელეფონს უთიშავს. ნომერი კონტაქტებში საპატიო ადგილზე შეჰყავს და ღიმილიანი სახით ეშვება სავარძელში. --- ალინას და მირიანს რაღაც, სხვანაირი და გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ. თითქმის 1 წელი იყვნენ შეყვარებულები და ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენად შეეჩვივნენ, შეეგუვნენ და აივსნენ ერთმანეთით, თითქმის ვეღარც წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე თავი. --- ზუსტად ის დღე იყო, 20 აგვისტო, ზუსტად იგივე დრო, საღამოს 6 საათი, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა. ამჯერად პირველივე ზარზე უპასუხა ალინამ -ალინა, ცოლად გამომყვები?-ამჯერად პირდაპირ კითხა ჩიქოვანმა -გამოგყვები მირიან-კისკისებდა თაბუკაშვილი. --- ალინამ რომ თქვა ქორწილი არ მინდაო, მირიანმა გადაწყვიტა რაღაც სხვანაირად მაგრამ მაინც ბანალურად მომხდარიყო მათი შეუღლება, რადგან საცოლის თანხმობა ჰქონდა, მოკიდა ალინას და მის ბარგს ხელი და წაიყვანა სვანეთში, დადასთან, სადაც დაიწყო ყველაფერი. კარგი თაფლობის თვე გამოუვიდათ სვანეთში. --- -ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება მირიან, იცოდე-ართხილებდა ქმარს ალინა და თან ნელი ნაბიჯით მიდიოდა წინ, მირიანი უკნიდან მოხუტებულიყო მასზე, ცალი ხელი თვალებზე აეფარებინა, ცალი კი გამობურცულ მუცელზე მოეხვია -მოვედით-კიბეზე ჩავიდნენ თუარა მირიანმა თვალებიდან ხელი მოაშორა ცოლს. ალინამ გაოგნებისგან კინაღამ ენა გადაწყლაპა. მარანში იყვნენ სადაც უამრავი ბოთლი იყო. ყველას ეტიკეტზე მისი სახელი ეწერა. მირიანმა დადას დახმარებით ცოლს ოცნება აუხდინა. მოიხედავად იმისა, რომ ალინას თვითონაც საკმაოდ ჰქონდა შემოსავალი, საკუთარი მემკვიდრეობიდან, მირიანი მაინც ორმაგად შრომობდა, დათანხმდა დადას მოთხოვნას, მისი ერთ-ერთი ბიზნესი გადაიბარა და ავანსიც წინასწარ აიღო, რათა ცოლისთვის სიურპრიზი მოეწყო. უცებ მომაწვა მუზა :დ ახალი ისტორიის დაწერის თავი არ მქონდა, ძველი დავასრულე სადღაც გადანახული ვიპოვე, რას ფიქრობთ? ?;დ ;დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.