გული გონიერი (თავი 6)
ტაქსი გავაჩერე და რესტორნის მისამართი ვუთხარი, მისვლამდე ვცდილობდი აზრები დამელაგებინა მაგრამ არაფერი გამომივიდა, არვიცოდი რაუნდა მეთქვა ქალბატონი დინასთვის, ხო შეიძლება ის ჩემი ბიოლოგიური დედაა შეიძლება მას ჩემი თავი წაართვეს , მაგრამ ეს ჩემს გრძნბებს არ ცვლის, არშემიძლია დედა დავუძახო მხოლოდ იმიტომ რომ გამაჩინა, არვიცი ჩემს ადგილას ვინ როგორ მოიქცეოდა მაგრამ იმედია გამიგებთ. -ანა მიხარია რომ მოხვედი-მეუბნება ილო რესტორანში შესვლისთანავე და ლოყაზე მკოცნის -არვიცი ბოლომდე გახარებული იქნები თუ არა-ვპასუხობ მოკლედ -წამოდი დედა გველოდება-ამბობს ილო და ცოტა არიყს მეხამუშება მისი სიტყვები. მაგიდასთან მივდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ. -ანა შვილო, ვიცი აქ რის სათქმელადაც მოხვედი, მაგრამ სანამ რამეს იტყვი იქნებ იქამდე მე მომისმინო -იწყებს საუბარს ქალბატონი დინა -რა თქმა უნდა -ვიცი რომ რთულია დედად მიიღო ქალი რომელიც მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა.ვიცი რომ რთულია მისთვის მითუმეტეს დედის დაძახება, ვიცი შენგან ამას არცუნდა ველოდო, მაგრამ ხომიცი იმედი ყველაზე ბოლოს კვდება, იმედი მაქვს დადგება დღე და შენი ბაგეებიდან წარმოთქმულ ამ სიტყვას გავიგებ. ვიცი რომ დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენას არ ნიშნავს, შენს შესახებ ბევრი რამე არ ვიცი ამიტომ მინდა ერთი შანსი მომცე, მინდა კარგად გაგიცნო, მინდა შენსცხოვრებაში მეც ვიყო , მინდა რომ თუ დედაშვილური ურთიერთობა არა , მეგობრული მაინც ჩამოგვიყალიბდეს, უბრალოდ გთხოვ , ერთი ხელის მოსმით ნუ ამომშლი შენი ცხოვრებიდან, ნუ წამართმევ შენი ყურების ბედნიერებას, -არვიცი რა გითხრათ, მართლაც ძნელია ჩემთვის ჯერ ამყველაფრის გაანალიზება მერე კი შეგუება, ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დამიდგა, თურმე ამდენი ხანი ტყუილში ვცხოვრობდი, დავკარგე მამა, რომელიც საშინლად მოგექცათ, რომლის საქციელის პატიბაც შეუძლებელია, მაგრამ ის აქ აღარ არის და თავს ვერ გაიმართლებს. ლამის დედაც მომიკვდა , ხო დედა, შეიძლება გული გატკინოთ ჩემმა სიტყვებმა მაგრამ რაცარუნდა მოხდეს მზია ყოველთვის დედაჩემი იქნება, ზაზა რაცარუნდა ცუდად მომქცეოდა მაინც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მამაჩემი იქნება, ძალიან მიჭირს არვიცი როგორ მოვიქცე, არმინდა იმ რეალობის მიღება რომელსაც თქვენ მთავაზობთ, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ვერ დაგპირდებით რომ დედას დაგიძახებთ და მასსავით შეგიყვარებთ , ვერდაგპირდებით რომ თქვენთვის სამაგალითო შვილი ვიქნები. უბრალოდ გპირდებით რომ ჩემი ცხოვრებიდან წასვლის უფლებას არ მოგცემთ. -ანა ... -ილო ვიცი ჩემი სიტყვები არ მოგწონს მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, არშემილია სახეზე ნიღაბი ავიკრა და ბედნიერი შვილის როლი ვითამაშო, რომელსაც ძალიან გაუხარდა ბიოლოგიური დედის გამოჩენა. მაგრამ შენი არსებობა ძალიან ახარებს. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა ეს ჩემი ოცნება იყო, მიხარია რომ შენი სახით ეს ოცნება უკვე ამიხდა . ხო და კიდევ არმინდა მკაცრი და ჩხუბისთავი ძმა მყავსდეს -კარგით შვილებო მე წავალ და ტქვენ გააგრძელეთ ხელს აღარ შეგიშლით-ამბობს ქალბატონი დინა და გასასვლელისკენ მიდის -ერთი წუთით -ვამბობბ და მასთან მივდივარ-თქვენვე მთხოვეთ და მეც დაგპირდით რომ ჩემი ცხოვრებიდან წასვის საშუალებას არ მოგცემთ. ვიცი ჩემი სიტყვები გეტკინათ მაგრამ სხვააირად არ შემეძლო. მინდა კარგად გაგიცნოთ, მინდა თქვენს შესახებ ყველაფერი გავიგო, მინდა სურვილი გამიჩნდეს რომ ერთის ნაცვლად ორი დედა მყავდეს , ახლა თუ წახვალთ, ახლა თუ გაიქცევით და არ მომცეთ ამის საშუალებას მომავალში ძალიან გაგვიჭირდება, მე და ილო აქ ვართ მედია თქვენც ჩვენთან იქნებით -მე მართლა ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო, მაპატიე, უჩემოდ გატარებული ყველა დღე მაპატიე, ყველა დაღვრილი ცრემლი, დამსხვრეული ოცნება მაპატიე, მაპატიე რომ არმომეცა საშუალება შენთვის დედობა გამეწია, მაპატიე რომ ახალდაბადებული ხელშიც კი ვერ აგიყვანე, მაპტიე რომ ისე წამართვეს შენითვი შენი სურნელიც კი ვერ შევიგრძენი, მაპატიე რომ ერთხელაც ვერ მოვახერე შენთვის შვილი დამეძახა, მაპატიე რომ შენთვის სახელის შერჩევის ბედნიერება წამართვეს, მაპატიე რომ ვერ ვნახე როგორ აიდგი ფეხი, ვერ ვნახე როგორ დაეცი პირველად, როგორ თქვი პირველი სიტყვები, მაპატიე რომ ამდენი ხანი დედას სხვა ქალს ეძახდი, მაპატიე რომ ვერ შევძელი დედობა დამემსახურებინა, მაპატიე რომ ერთხელაც ვერ მოვახერხე შენთვის ძილისწინ შუბლზე მეკოცნა და ტკბილი ძილი მესურვებინა-ამ სიტყვება შემძრა, ჩემს წინ იდგა დედა ნიღბის გარეშე, რეალური გრძნობებით, დედა რომელიც მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა , დედა რომელსაც იმედიც დაკარგვოდა და ერთადერთ დარჩენილ ხავსს ჩასჭიდებოდა. გავიყინე , აზრების დალაგება მიჭირდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გრძნობების ქარიშხალში მოვყევი, გაახსენდა ბავშვობა და ის ტკივილი რაც მას ახლდა თან, გამახსენდა დამსხვრეული ოცნებები და მისგან დარჩენილი სიცარიელე, ეს ყოველივე კი თითქოს ხელს მიშლიდა ახალი რეალობის მიღებაში. -არ შემიძლია. ვერ გაპატიებთ, რადგან ბრალი არ მიგიძღვით ჩემს წინაშე. ვერ გაპატიებთ რადგა დედები შვილებს პატიებას არუნდათხოვდნენ. ვერ გაპატიებთ რადგან საპატიებელი არაფერი გაქვთ-ვეუბნები და თვალებდან ცრემლებს ვწმმენდ -შეიძლება ჩაგეხუტოთ-საუბარში ერევა ილო -მოდი-ვამბობთ ორივე ერთად იოც მაშინვე გვიქცევს ორივეს მის მკლავებში რესტორნიდან მალევე დავბრუნდი სახლამდე ილომ მომაცილა სახლში მისულმა კი უბრალოდ დავიძინე , არაფერის თავი არ მქონდა , ემოციებისაგან საკმარისად დავიცალე მემგონი ზედმეტიც მომივიდა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ძლის ავდექი საწოლიდან და წამლბის ყუთს დავუწყე ძებნა, მალევე ვიპოვე გმაყუჩებელი დავლიე და დაველოდე როდის იოქმედებდა. მერე კი შხაპი მივიღე და გარეთ გავედი ლილუ უკვე მზად იყო ჩაის სვამდა და წასვლას აპირებდა -გუშინ რა მოხდა?-ლილუ -არაფერი გადავწყვიტეთ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და მერე მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება -კარგია, -რაღაც უნდა გთხოვო -რახდება? -შეგიძლია ილოს სთხოვო დღეს უნივერსიტეტში მომაკითხოს-ლილუ -კარგი რა მათეს ისედაც არ მოსწონს ილო ახლა გინდა დემეტრეც გადაკიდო -აზრადაც არ გამივლია უბრალობ...... მე . -ხო რა უბრალოდ შენ? -კარგი ხო , მერე რა იეჭვიანს ცოტა არაფერი დაშავდება -მე მაგას არ გირჩევდი, ზოადად მამაკაცების გაბრაებაა კარგი არააა, და შენ რომ გიცნობ გაბრაზებას არ დაჯერდები -ვეცდები სხვა ფაზაში არ გადავიდეს -ხო აბა ეჭვიც არ მეპარება -კარგი დაურეკე და რასიტყვის გამაგებინე ახლა უნდა წავიდე , ხო მართლა დილით დედა სოფლში გაემგზავრა მამათქვენის საფლავი მინდა ვნახოო -კიმარამ მარტო რატომ გაუშვი? -არმოისურვა ჩვენი წაყვანა , მარტო უნდა ვესაუბროო -კარგი რა -ვაიმე მე რა გამეკეთებინა -კარგი ხო წადი თორემ დაგაგვიანდება ლილუ მიდიდ მე კიდევ ილიასთან ვრეკავ და ლილუს გეგმაზე ვეუბნები ვერ გეტყვით მაშინვე დამთანხმდა თქო მაგრამ უარიც არუთქვამს -შენ რა გინდა მთელი დადეშქელიანების საგვარეულო გადამკიდოთ-ილო -კარგი რა მხოლოდ უნდა მიაკითხო და სახლში წამოიყვანო, საკუთარი დის წამოყვანა დანაშაულია?-არ ვნებდები მე -და მისმა ჯერჯერობით პოტენციურმა პრინცმა თუ იცის მისი ძმა რომ ვარ ?-ილო -არა -მეც მაგას ვამბობ თანაც არმინდა ტყუილად შემომელახოს ჩემის დის მაზლი -თუ გეშინია რომ იქით შემოელახები შენი დის მაზლს -ნუ ცდილობ მანიპულირებას -კარი რა ჩემი ხათრით -ჯანდაბას მაგრამ ამერთხელ -თუ გადარჩი ლილუს გამოყევი რაიმე ტკბილეულობაც გამოაყოლე -კიდევ რას ინებებთ -მოვიფიქრებ და დაგირეკავ, აბა კარგად - ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. დედას წასვლამ ძალიან დამამწუხრა , ვფიქრობ რომ მარტო არუნდა წასულიყო, ჯერ კიდევ არ გამოჯამრთელებული, მეშინია რაე არ აუტეოს საკუთარ თავს. რატო მოინდომა მამას საფლავზე წასვლა? არვიცი ნამდვილდ არვიცი. ბოლოს ფიქრისაგა თავბრუ რომ დამესხა მერე ავიღე მობილური და მათესთან დავრეკე. სამწუხაროდ აბონენტს დროებით ვერ დავუკავშირდი რადგან ან ოპერაციაზე იმყოფებოდა ანკიდევ ლექციაზე ანაც გასული იყო მომსახურების ზონიდან ანუ სვანეთში. რადგან საქმე არაფერი მქონდა დამათეც მობილურს არ პასუხობდა გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო "მადამ ბოვარი" გაგიგიათ ალბათ უგერიელესი გამომივიდა უნდა ვაღიარო რომ ბევრიც ვიწვალე. მალე ჩემი და და ილო დაბრუნდნე მათი სიცილი სადარბაზოდანაც კი ისმოდა -დაინახე რასახე ქონდა -ლილუ -ვიფიქრე სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ვითვლიდი-ამბობს ილო და ორივე გულიანად იცინს -არა რა ნამდვილი მსახიობი ვარ თეატრის სცენაზე უნდა ვიდგე-ლილუ -ხო აბა ისე ჩამეხუტე თავი ბრაზილიურ სერიალში მეგონა, ისეთი შერძნება მქონდა მალე მეტყოდი ილო მე დედაშენი ვარ-ამბობს და ამაზე მეც გულიანად მეცინება -აბა ვინმე ნორმალურად მოყვება რა მოხდა-ვეუბნები და ნამცხვრით ხელში გავდივარ სამზარეულოდან -კინაღამ ბომბი აფეტქდა უნივერსიტეტის ეზოში-ილო -მთლად ეგრეც არიყო ნუ აზვიადებ-ლილუ -მოიცა სიბრაზისგან ისე გაწითლდა ვიფიქრეეე ერიჰა დროა თავსვუშველოთქო-ილო -კარგი რა -ნახეთ მალე სახლში დამადგება და დამიწყებს საქმის გარჩევას-ილო -იწინასწარმეტყველა დიდმა ვანგამ თვით ილია ტვილდიანმა -ლილუ -ნუ დამცინი , უბრალოდ რაციქნება იმას ვამბობ, და კიდევ ილუშას თუ მეორედ დამიძახებ წავალ და დემეტრეს ყველაფერს მოვუყვები -რა ილუშა? - უნივერსიტეტის კარებიდან რომ დამინახა და ყვავის ხმით დაიწყო ამ სახელის ჩხავილი მეორედ ნამდვილად არმინდა ვიმემ დამიძახოს შეიძლება ჩემმა სათუთმა სმენის ორგანოებმა ანუ ყურებმა ვერ ადაიტანონ , ანუ დაფის აპკი გასკდეს -მაგით რისი თქმა გინდა-ლილუ -ანუ არ დავყრუვდეთქო , სამედიცინო ენით გიხსნი მეგონა უკეთ გაიგებდი-ილო -თუ ჩემს ხმას დასცინოდი -ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკალი ბოდიში სამი დემეტრე დამავიწყდა-ამბობს და იცინის მკლედ მთელი დღე იმაზე სიცილში გავატარეთ თუ რა სახე ქონდა დემეტრეს , როგორი კარგი მსახიობი იყო ჩვენი ლილუ და როგორ ჩავაგდეთ ორმა ქალმა სათუთუ ყურთასმენის მქონე ჯენტლმენის სიცოცხლე საფრთხეში. საღამოს დედას დავურეკეთ, გვითხრა რომ კარად იყო და არაფერზე გვენერვიულა. მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. მარტო იყო წასული და კაცმა არიცის ამამბების შემდეგ რა უტრიალებს გონებაში, არმინდა ცუდად გახდეს არმინდა რამე დაემართოს . ისედაც ბევრი ცუდი რა მოხდა დროა ჩემს ცხოვრებაშიც გამოიდაროს. დაძინება ვერ შევძელი მათე ისევ არ პასუხობდა მობილურს დემეტრესთან ვცადე დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ. ვნერვიულობდი , მისი ხმის გაგომენა მინდოდა მხოლოდ ესეც მეყოფოდა დასამშვიდებლად და ტკბილად დაძინებასაც შევძლებდი. როგორც ჩანს ლილუც ჩემს დღეში იყო, ჩემს ოთახში შემოვიდა და გვერდით მომიწვა ბევრ რამეზე ვიისაუბრეთ, თითქოს ეს ღამის საუბრები ერთგვარ ტრადიციად გვექცა -შენიაზრით დღეს ზედმეტი მომივიდა?-მეკითხება შეფიქრიანებული -არვიცი მაგრამ ერთს გეტყვი, დემეტრე ცეცხლს გავს , რომელიც გათბობს მარამ თუ გამძვინვარდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს გაანადგურებს არმინდა შენი საქციელის გამო ამ ცეცხლში დაიწვა -მიყვარს ცეცხლთან თამაში -არასოდეს შეეიცვლები არა? -არა -ხოდა ძალიანაც კარგი , მე არ მაწუხებს შენი ხასიათი დემეტრემ იჩივლოს მთელი სიცოცხლე მოუწევს შენი ატანა -ხო მართლა შეგიძლია მათეს დაურეკო და დემეტრეს შესახებ კითხო მობილურს არ პასუხობს და ვნერვიულობ -შეუძლებელია არც მათე პასუხობს -საიტერესოა რა საქმე გამოუჩნდა ორივეს ერთდროულად -არვიცი -ყველაფერზე ერთი პასუხი რატომ გაქვს -არვიცი -გაჩუმდი თორემ ვიჩხუბებთ -კარგი -ნეტა სადარიან?-ორივეს ამ ფიქრებში ჩაგვეძინა დილით ლილუ უნივერსიტეტში წავიდა მე კი საავადმყოფოში. იქ მისულს დაუკაკუნებლად კაბინეტში შესვლა არ მინდოდა იქნებ პაციენტი ყოლოდა . ამიტომ ექთანს ვთხოვე ეცნობებინა რომ მოვედი. რამოდენიმე წუთში უკან დაბრუნნებულმა ექთანმა კი მითხრა რომ მათეს ჩემი ნახვა არ უნდოდა , ეს რამე ახალია. ექთნისთვის არაფერი მითქვამს ისე შევაჭერი კაბინეში -რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს ჩემი ნახვა არ გინდა?-ვცდილობ ხმა ვაკონტროლო და ყვირილი არ დავიწყო -იმას რასაც ზოგადად ეს სიტყვები გულისხმობს -ამბობს ძალიან მშვიდად -და მაინც ვერამიხსნი რა დავაშავე -ხმაში სასოწაკვეთა მიკრთება -დაფიქრდით ქალბატონო ანა იქნებ რამე გაგახსენდეთ-ჩემსკენ არც კი იხედება ეს კი მაშინებს -კიმაგრამ რადავაშავე -რაღაც დამიმალე, ყველაფერს მიმალავ, არაფერს მიყვები შენი ცხოვრების შესახებ. მაინტერესებს შენს ცხოვრებაში რა ადგილი მიჭირავს?-მეკითხება და ახლაღა მიყურებს -მათე მე.. -შეგიძლია კითხვაზე მიპასუხო? რა ადგილი მიჭირავს შენ ცხოვრებაში? ვინ ვარ მე შენთვის?-ამბობს და სავარძლიდან დგება ხელებით კი მაგიდას ეყდრნობა -მათე ხომიცი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ხო ძალიან მნიშვნელოვანიც კი, შენი არსებობა სძენს ჩემს არსებობას აზრს, შენხარ ნათელი სხივი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ყველა ამოსუნთქვა ხარ, ჩემი წარსულიც შენ ხარ აწმყოც და მომავალიც, ჩემი ცხოვრება ხარ. მიყვარხარ მათე-ვამბობ და თვალებიდან ცრემლები იწყებს დენას მათეს ურეაქციოს სახეს შევცქერი მის გაიყინულ მზერას და ვერ ვხვდები რა მოხდა -მე კი ვფიქრობ რომ შენთვის უბრალოდ კარგი ნაცნობი ვარ-ამბობს დიდი ხნის დუმილის შემდეგ -ასე გგონია მაშინ ყველაზე სულელი ადამიანი ხარ ვისაც კი შევხვედრივარ -ვეუბნებუ გულმოსული -ანუ გინდა თქვა რომ არაფერს მიმალავ? -არა-ვეუბნები და თავს ვხრი ვერ ვეტყოდი რომ ილო ჩემი ძმა იყო ამით ლილუ დაზარალდებოდა თანაც არამგონია ესყოფილიყო მიზეზი -კარგი მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი შეგიძლია წახვიდე-ამბობს და თავს ხრის -კიმაგრამ მათე -გადი ჩემი კაბინეტიდან-ბრაზი ერევა ხმაში -მე.. -ნუ მაიძულებ ძალით გაგიყვანო -ის მაინც მითხარი რადავაშავე? ასეთი რატომ გახდი? ასე ცივად რატომ მიყურებ? -ამის დედაც გადი ჩემი კაბინეტიდან-უცებ ჭექა-ქუხილივით გაისმა მათეს ხმა. არაფერი მითქვამს , უსიტყვოდ დავტოვე კაბინეტი. არვიცი რა მოხდა. არვიცი მათე ასე ძალიან რამ გააბრაზა. ნუთუ მიზეზი ილიააა. ნუთუ მხოლოდ იმის გამო ქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია რომ ეს ამბავი დავუმალე არ ვუთხარი რომ ილია ჩემი ძმა იყო. გული საშინლად მეტკინა მივაბიჯებდი საავადმყოფოს დერეფანში და ვცდილობდი არ მეტირა რაც შეუძლებელი აღმოჩნდა , ცრემლები ჩემს დაუკითხავად იკვლევდნენ გზას. ძნელია შეეგუო ასეთ მწარე რალობას მაგრამ გიწევს რადგან აცნობიერებ რომ იმ რეალობაში რომელშიც შენ გინდა ყოფნა არავის სჭირდები. ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. საავადმყოფოდან გავედი და სახლში დავბრუნდი, ოთახში ჩავიკეტე და საღამომდე არ გამოვსულვარ, მახსენდებოდა მათეს ცივი გამოხედვა და დული მეყინებოდა , ნუთუ მართლა ისე ვიქცეოდი რომ მათე ჩემს გრძნობებს ვერ ხედავდა. ვიცოდი რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა , უნდა დამეჯერებინა ილოს სიტყვები. იცით არ ვნანობ, არ ვნანობ რომ მათე შემიყვარდა, რადგან მისით გავიგე რა იყო სიყვარული, მასთან ერთად ბედნიერი ვიყავი. ალბათ ასე იყო საჭირო ვამბობ და ილოს ვურეკავ -გისმენ დაო -ილო სვანეთში როდის მიდიხართ-ვეკითხები მე -ხვალ დილით -შეგიძლიათ მეც გამომიაროთ მეც მინდა წამოსვლა -რათქმაუნდა, ძალიან მიხარია რომ მოდიხარ-ამბობს აჟიტირებული-დილით გამოგივლი მზადიყავი -მეუბნება და მობილურს თიშავს. ბარგი მალევე ჩავალაგე ისე მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი როგორც არასდროს, თითქოს აქ უკვე სული მეხუთებოდა. არ მიძინია მთელი ღამე თეთრად გავათენე დილით კი ილოს გავყევი სვანეთში. სვანეთში ერთი თვე გავატარე, მიუხედავად იმისა რო გული ძალიან მტკიოდა და მათე საშინლად მენატრებოდა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. კარგად გავიცანი ქალბატონი დინა რომელმაც ჩემს გულში დაიდო ბინა, ილო კი უფრო შემიყვარდა მას უკვე ძმასაც ვეძახდი. ლილუ მენატრებოდა მინდოდა ისიც და დედაც ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელია. ერთი თვე სვანეთში უამრავიი რამ ვნახე, მათშორის უშგული, სიყვარულის კოშკი, ლამარია. ცხენზეც პირველად დავჯექი, საბაგიროზეც მოკლედ ძალიან კარგი დრო გავატარე. ერთის თვის შემდეგ კი დავუბრუნდი რეალობას ანუ თბილისს. თბილისში დაბრუნების მეორე დღეს გავიგე რომ მათეს ლიზა მოყავდა ცოლად ქორწილი კი ერთ კვირაში შედგებოდა. ასევე გავიგე რომ როგორც იქნა ლილუ და დემეტრე ერთად არიან. დედა თბილისში დაბრუნდა ისევ არადა მეგონა ვერ შეელეოდა მის სოფელს, მაგრამ შვცდი. მოკლედ გული სიხარულითაც მევსებოდა და ტკივილითაც. -ანა სად დაფრინავ-მესმის ლილუს ხმა -ლილუ , არაფერი რაღაცაზე ვფიქობდი-ვამბობ და სავარძლიდან ვდები -შენ რატო ჩამოგტირის სახე -დემეტრეს ვუთხარი რომ ილია შენი ძმა იყო მერე გაბრაზდა და მოკლედ დაიკიდე-ამბობს და ხელს იქნევს -კარგი რა მერე შემოირიგე მაგისგამო ხომარუნდა დაშორდეთ -არა რათქმაუნდა გადაუვლის გაბრაზება და დამირეკავს, -იმედია ეგრე იქნება. -ანა რა მოხდა შენსა და მათეს შორის, რატომ არაფერს მიყვები -მეც არ ვიცი და რა მოგიყვე , არვიცი რა მოუვუდა მათეს , მარტო ის მითხრა რომ არაფერს ვეუბნებოდო რომ არ ვენდობოდი და ჩემთვის უბრალოდ კარგი ნაცნობი იყო -და შენიაზრით მათე იმდენად იდიოტია რომ შენსმიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო დაგშორებოდა და ლიზას ცოლად მოყვანას ადაწყვეტდა -არვიცი, ეს თუ არა მაშინ რა უნდა იყოს მიზეზი -მე უნდა გავარკვიო? შენსადგილას მათეს სადმე შორს წავიყვანდი და ყველაფერზე დაველაპარაკებოდი სანამ გვიან არ არის ლილუს ნათქვამი მართლაც დამიჯდა ჭკუაში, შეიძლება ცუდად ვიქცევი მაგრამ სხვა გზა არ არის რამე უნდა მოვიფიქრო, მაგრამ ჩემს ნაოჭებიან ტვინს მეტი არ შეუძლია ... ******************** ესეც ახალი თავი ვიცი ძალიან დავაგვიანე მაგრა სხვანაირად ვერ მოვახერხე... იმედია მოგეწონებათ ... ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.