შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ნიუტონი /1/


17-03-2019, 13:38
ავტორი Tamta.k
ნანახია 2 333

ჯერ მარჯვენა თვალს ვახელ, შემდეგ კი მარცხენას ვაიძულებ, რომ კარგად დავინახო გარეთ ბნელა თუ არა, არ შევმცდარვარ, ძილში დრო საშინლად მალე გადის.
სანათს ცალი ხელით ვანთებ და თავს ვაიძულებ ავდგე, ფანჯრიდან ცივი ნიო კანს მიხორკლავს და ატლასის ღია კრემისფერ ხალათს ვიცმევ, თმებს ვიკრავ და ტელეფონს ვიღებ, რომ გავარკვიო რომელი საათია, თუმცა პირველი მამის ხუთი გამოტოვებული ზარი მხვდება თვალში, ვიძაბები და საათს ვუყურებ, თერთმეტი სრულდება, ესეიგი რვა საათი მეძინა... შემდეგ ტელეფონს საწოლზე ვისვრი და წითელი მალბოროს კოლოფს ვწვდები, ერთადერთ სიგარეტის ღერს ვუკიდებ და აივანზე გავდივარ, ხის პატარა სკამზე ვჯდები და ბოლომდე ვეწევი, შემდეგ დაუფიქრებლად ვისვრი მეორე სართულიდან დარჩენილ სიგარეტის ღერს
- ჰეი იდიოტო. - მესმის ხმა და ვცდილობ სახლში ისე შევიდე, რომ ვერ დამინახოს.
ჩემი მოკრძალებული სახლი რომელიც ერთი ოთახისგან, პატარა მისაღებისგან და სამზარეულოსგან შედგება, ჩემთვის ზედგამიჭრილია. რადგან სახლში მარტო ყოფნის ყოველთვის მეშინოდა, ყველა ზებუნებრივი არსების-არსებობის მჯერა, ფინჯრებს ყოველთვის საგულდაგულოდ ვკეტავ, ზაფხულის ჩამხუთავ ჰაერშიც კი, საწოლში ოთხად ვიკეცები რადგან მგონია ფეხებზე ვინმე ხელს წამავლებს, ან ყურჩი ჩამჩურჩულებს რაიმეს.
მოკლედ, მურაბიან ჩაის ვიდუღებ და სანამ შეგრილდება, შავი ჯინსის შარვალს, კაპიუშონს და კონვერსის კედებს ვიცმევ, ჩაის ბოლომდე ვცლი და უკვე ნახევრად გამხმარ კრუასანს ვაყოლებ,დრო აღარ ითბენს, ამიტომ ტელეფონს ვიღებ და სახლიდან გავდივარ, კარებს ვკეტავ და კაპიშონს ვიხურებ. ჩემი საარსებო წყარო, მოკრძალბული სადღეღამისო კაფეა, სადაც შვიდი მაგიდა დგას, რომ შევდივარ პირველ რიგში ნატას დაღლილი სახე მხვდება.
- მოხვედი? იცი როგორი გათიშული ვარ - უპეები ჩალურჯებოდა, თვალებს ყოველ წამს ახამხამებდა.
- მოვედი, წადი მიდი - ვიხდი და თეთრი მკლავიან მაისურზე წინსაფარს ვიკეთებ - ბევრი ხალხი იყო?
- ძალიან, არ ვიცი რა ჯანდაბაა - ჩანთას იღებს და კუთვნილ ფულს საფულეში დებს - ახლაც არ არის ცოტა, ორი დღე ვისვენებ, დილის ათზე ნინი მოვა.
ვემშვიდობები და ისიც მიდის, ტაქსში ისე ჯდება მიკვირს კარებს როგორ კეტავს.
მობეზრებით ვუყურებ ორ გამომთვრალ კაცს კიდევ რომ ითხოვენ არყით ჭიქების გავსებას
- შენ ახალი ხარ? - მეკითხება ორმოცწლამდე კაცი და თვალებს ისრისავს, საშინელი ალკოჰოლის სუნი აქვს ამიტომ ცოტა შორს ვდგები.
- არა სამი წელია აქ ვმუშაობ, ერთი ბოთლი ისევ? - უნდა ჩავინიშნო და კალამს ვიღებ
- არა, არა შვილო - მეორე ქურთუკს იღებს - უკვე გვიანია, წამოდი წავიდეთ რა, რაღა დროის ჩვენი დილამდე გამოთრობაა.
ეს კაცი აშკარად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, მეორეს ხელი გადახვია და ერთი ვაი ვაგლახით დატოვეს კაფე. არადა ეს ადგილი დუქანს ნამდვილად არ ჰგავს, უკვე მივეჩვიე აქაურობას, თუმცა "მისის დრაკულა" მის კაფეზე ძალიან ზრუნავდა.
ახალ აშენებული იყო ეს ადგილი, რომ მოვედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, გათამამებულ გოგოს. თუმცა მალევე ავითვისე ყვლაფერი, ახლა დღის და ღამის დღეებს, ვის როგორ უწევთ მე ვადგენ თუმცა უფროსი მაინც უფროსია და ამის გამო სულ ვკამათობთ.
ღამის სამ საათზე, ახალგაზრდა წყვილი შემოდის, კუთხის მაგიდასთან სხდებიან
- რას მიირთმევთ? - ვუახლოვდები ორივეს და ღიმილით ვეუბნები
- ცეცხლს. - ამბობს გოგო, გაკვირვებული ვუყურებ, შემდეგ გულიანად მეცინება.
- ბოდიშით, ორი რძიანი ყავა - მებოდიშება ბიჭი და გოგოს გაბრაზებული უყურებს.
- შენ დებილი გგონივარ? ამ დროს სახლიდან რომ გამომიყვანე, მაგის დრო იყო ახლა? - მესმის გოგოს გაბრაზებული ხმა როდესაც ყავაში რძეს ვუმატებ.
- მომისმინე, რა დაშორებაზე ლაპარაკობ აბა მარიამ? სულ გადაირიე? ხომ აგიხსენი არაა?
- მეუბნები რომ სახლში ხარ, ამ დროს კი იმ ძუ'კნას ინსტაგრამზე ახალ ფოტოს მიდგებს, შენც ჩანხარ ფოტოში, ვიცი რომ ეს ძალით გააკეთა, იცოდა რომ ვნახავდი. გგონია რომ ამას შეგარჩენდი?
- ხომ გითხარი ეგ ორი საათის წინ იყო, არ გითხარი ნიკუშა ვნახე, ვიცოდი ისტერიკას მომიწყობდი, როგორც ახლა იქცევი.
- ამით რის თქმას ცდილობ?
- არც არაფრის. არ ვაპირებ დაშორებას, რაღაც სულელური ფოტოს გამო...
ამ დროს ყავა მიმაქვს და ჩუმდებიან, ორივეს ღიმილით ვუყურებ და ვცილდები.
წყვილი ერთ საათიანი კამათის შემდეგ მიდიან, ბოლოს როგორც დავასკვენი გოგო ბიჭის მახეში გაება და შეურიგდა. არ მესმის ასეთი ჭკუა სუსტი გოგონების, თუ ის ბიჭი ეტყვის გადახტიო გადახტება? როგორ უბრმავდებათ თვალები სიყვარულის დროს, ნუთი ესეთი უძლურები არიან ამ უბადრუკი გრძნობის მიმართ?
დამღლელი ღამის შემდეგ, დილის ცხრაზე მამაჩემის მრჩეველი მირეკავს, გაუჩერებლად,ამის გამო ტელეფონის გამორთვა მიწევს.
- როგორ ხარ ლეა? როგორ მიდის საქმეები - "მისის დრაკულა" შემოდის კაფეში, წითელი პომადის წასმა და მწვანედ თვალების შეღებვა როგორ არ შეეზარა?
- მშვენივარად. - მოვიჭერი მოკლედ და საათს დავხედე, წუთი-წუთზე ჩემი შემცვლელიც მოვიდოდა და მეც დავისვენებდი.
- მართლა კარგად ხარ? - დაეჭვებით მეკითხება, ვერ ვხვდები რაში აინტერეებს ჩემი კარგად ყოფნა.
- კარგად ვარ, წავალ მე რა, მოვა ანა ახლა. - ველოდები როდის დაიწუებს წუწუნს თუმცა თავს მორჩილად მიქნევს და მეც ჩანთას ვიღებ.
- წადი, წადი ლეა. - ასე მგონია ამ ქალში უცხო სხეული ჩასახლდა, ნავაჭრ ფულს ვაწვდი და ჩემს წილს ვიღებ.
ალიონია, ალბათ სოფელში, რომ ვიყო მამლის ყივილი ყოველი კუთხიდან დამაყრუებდა, მაგრამ ქუჩებში მანქანები ალაგ-ალაგ დადიან, ჩემს სახლამდე ორიოხე მოკლე ქუჩა მაშორებს, გზას ნელ-ნელა მივიკვლევ, მაღაზიაში სიგარეტს, ლორს და დაჭრილ პურს ვყიდულობ, ფორთოხლის ცივ წვენს და კმაყოფილი შორიდან ჩემს სამ სართულიან ბინას ვუყურებ, ქუჩის ბოლოს ქალი პატარა ხის მაგიდაზე მზესუმზირას ალაგებს, რომელიც ეთრდჯერად ჭიქებშია, იქვე იდგამ ხის სკამს და ჩემი შავლისას მეუბნება
- არ გინდა შვილო? ოცი თეთრი - გული მეწვის და ღიმილით ვეკითხები
- აქ სულ რამდენისაა, ყველა ერთად? - ჯერ მე მიყურებს, შემდეგ მაგიდაზე განლაგებულ ჭიქებს.
- ათ ლარამდე, ქვევით პარკებში ჩაყრილს თუ მივათვლით, რა არის შვილო? - საფულეს ვხსნი და სამ ხუთ ლარიანს ვაწვდი
- ესეც დღის ავანსი, მზესუმზირა არ მინდა, აკნე საშინლად მაწუხებს ხოლმე - თვალები უნათდება და ხელის კანკალით, ნაოჭებისგან დაბერებულ ხელით მართმევს ფულს.
- ღმერთმა გაგახაროს, შენ არ გჭირდება შვილო? წავალ ახლა ჩემს ქმარს რძეს ვუყიდი, ერთი დღე სახლში გავატარებ დღეს.
სახე მომღიმარი ვკვეთ ქუჩას, როგორი ბედნიერებაა ადამიანის ოდნავ მაინც გახარება, მითუმეტეს თუ ეს წვრილმანებისგან გამოგდის.
სახლის ვუახლოვდები, კიბეებზე ცოტა დაღლილი ავდივარ, შევდივარ და სიგარეტს ვხსნი, პარალელურად ყავას ვადუღებ, აივანზე გავდივარ და დილის წესს არ ვარღვევ. ცოტა ძილი მომერია, გული ამიჩქარდა თუმცა არ ვიცი რატომ... ტელეფინს ჯიბიდან ვიღებ,დამტენზე ვაერთებ და წყლის გადასავლებლად შევდივარ, გამოსულმა როდესაც წესისამებრს პიჟამა უნდა ჩავიცვა, კარზე ზარია ამიტომ ატლასის ხალათს ვიცმევ და კარს ვაღებ.
- ბატონო ნიკო? - მამაჩემის მრჩეველი მიყურებს, ალბათ ძალიან გაოცებული სახე მაქვს.
- დილა მშვიდობის ლეა, გაგაღვიძე? იცით, ტელეფონს არ პასუხობდით.
ბატონი ნიკო, მამაჩემის მრჩეველია რაც კი თავი მახსოვს, სამოც წლამდე კაცი, ჭაღარა თმით და მუდამ ერთი მიმიკით, თუმცა ძალიან კარგი ადამიანია...
- არა სამსახურიდან ახლა მოვედი - წამომცდა, არავინ იცოდა ჩემი სამსახურის ამბავი.- მობრძანდით
- არა, ამის დრო არ არის... - უკან გაწვდენილ ხელს ვაბრუნებ
- თქვენ ჩემთან უბრალოდ არ მოხვიდოდით, რა მოხდა? - ვგთძნობ როგორ მიკანკალებს ორივე ხელი.
- მამათქვენს შუა ღამით გულის შეტევა ჰქონდა.
- რომელ საავადმყოფოშია?ახლავე წავიდეთ!- სახლში გიჟივით ვარები თუმცა მისი ხელი მაჩერებს.
- ლეა, ის გარდაიცვალა.

***
- მამიკო, დედიკო სად არიის? - პატარა გოგონა მამის კალთაში კომფორტულად წის, მამის დასიებულ თვალებს უყურებს და ნაღვლიანად ატრუალებს ქვედა ტუჩს. - ტირი მაა?
- არა ლეაკო, იცი დედიკო, დედიკო... - წინადადებას ვერ ამთავრებს - დედიკო შენთან არის, აი აქ - ხელს გულთან ადებს - ხომ გიყვარს არა ის?
- აბა გარდაიცვალაო? - კაცი უფრო მჭირდროდ ეკრობა გოგონას სხეულს.
- დედიკოს ეს არ უნდოდა, იცი ძვირფასო გაიზრდები და უკეთ შემეძლება შენთვის ახსნა, ამ ყველაფრის.
- ესეიგი დედიკო თმას ვეღარ დამიბრწნის? - გოგონას ხმა უტყდება
- იცი ლეა...
- მამიკო შენ იცი თმების დაბრწნა? - კაცს უნებურად ეცინება და გოგონას შუბლზე კოცნის.
- ვისწავლი, თუმცა მე რომ აღარ ვიქნები, დამპირდი, რომ სხვას აღარ მისცემ თმებზე ხელის მოკიდების უფლებას.
- შენც მიმატოვებ მა? - გოგონას თვალები ემღვრევა.
- ოდესღაც,თუმცა იმედია უკვე დიდი გოგო იქნები.
- მამაა ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის?- ეკითხება და თითებს სახეზე უსმევს.
- " რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. "

***
სამი დღის შემდეგ, შავი სამოსით,უძილარი და სუნთქვა შეკვრული დადის სახლში. ტელეფონს რომელიც მესამე დღეა არ ჩაურთავს, იღებს და ერთადერთს იმედს ურეკავს.
- დიმა. - ეუბნება როდესაც ვხვდება, რომ უპასუხა.
- ლეა, გირებავდი, ვწუხვარ... ბოდიში რომ შენს გვერდით არ ვიყავი, ფრენა ხვალ არის, მოვდივარ შენთან ძვირფასო... - დიმა, ჩემი მეორე, მე. ყველაზე "ზე" ადამიანი, სამი წლის წინ გავიცანი, ყველაზე მძიმე ჩემი ცხოვრების პერიოდში.
- არ გინდა დიმა, ვიცი მანდ ბევრი საქმეები გაქვს, იცი... განადგურებული ვარ, არ მეგონა ასე ძალიან თუ მეტკინებოდა. - დიმა პრაღაში იყო, მის შეყვარებულ ანდრეის ჩააკითხა, სწავლის გაგრძელებას იქ აპირებდა, თუმცა გამოცდებზე პასუხი უარყოფითი მიიღო და მეორე წელს ჩასვეს სიაში. დიმას საქართველოდან "გაქცევა" უპირველეს ყოვლისა ჰქონდა გეგმებში, მისი სექსუალური ორიენტაციის გასაქანი არ არაფერი მეგულებაო იტყოდა, პრაღაში და სხვა ქვეყნებში კი თითით საჩვენებელი არ გახდებოდა.
- ზედმეტს ლაპარაკობ, მარტინი მომაქვს, აი ისეთი მაგარიაა... - მეღიმება, სამი დღის შემდეგ. - იცი ახლა უნდა წავიდე, ანდრეის ვემშივდობები რადგან ხვალ ვერ ვნახავ, დილით მოვდივარ, სახლში მივალ თუ არა შენთან გამოვიქცევი.
ერთი კოლოგი სიგარეტი გამოცალა, ბოლოს წყალი გადავლო და სარკეში მის გამოსახულებას დააკვირდა.
- ერთი ცრემლიც კი არ გადმოგვარდნია ლეა! ერთი ცრემლიც კი! არადა გულში რა ხდება, არადა სული როგორ მეწვის... ერთი ცრემლის კი არა ლეა! გირეკავდა, ის გირეკავდა შენ კი არ უპასუხე.
ზარზე ხმა გაისმა, უკვე ჩაცმულმა გაუღო
ნიკოს კარები.
- წასვლის დროა. - გოგოს თანაგრძნობით შეხედა.
- მე არ მინდა, ხომ გითხარით...
ის დღე დადგა, რომელსაც ყველა ელოდა, ჩემს გარდა. დღე რომელიც მამაჩემი ქონებას ანაწილებდა, თუმცა ეს ქონება კი არა მთელი განძი იყო...
- მამათქვენს ეს არ მოეწონებოდა, უნდა გაიგოთ ხართ თუ არა ანდერძში მოხსენიებული.
- და თუ არ? ან რომც ვიყო რა? თქვენც კარგად იცით ყველაფერი.
ხუთი წლის ასაკში დედას ავტო კატასტროფა მოუვიდა, ადგილზე გარდაიცვალა. მამა ჩემი ყველაფერი იყო, სანამ, როგორც ზღაპრში ხდება, კონკიას თავისი მამა არ მოჰპარეს. ჩვენს ცხოვრებაში, ელენი არ გამოჩნდა. ლამაზი, ჭკვიანი და ზედმეტად მკაცრი, მამაჩემთან კი ლმოვიერი. ექვვსის ვიყავი როდესაც პირველი ნახევარ და შემეძინა, ორი წლის შემდეგ ორი ტყუპი ძმები და მამაჩემი, მამაჩემი აღარ იყო. სახლიდან თვრამეტი წლის წამოვედი, როდესაც მამაჩემის სიტყვები მოვისმინე,ელენს,რომ ეუბნებოდა.
- ნეტავ საერთოდ არ გამეცნო ნინო, თავიდანვე შენ ყოფილიყავი ჩემი ცოლი.
ძალით დავენახე, სახეზე მიტკალივით გათეთრდა, თუმცა სახლიდან უკან მოუხედავად წამივედი.

ბოლოს დამითანხმა ნიკომ და სახლის დანახვისას რომელშიც ბევრი ბედნიერი წუთი გავატერე გული ამიჩქარდა, ამ სახლში მამაჩემი სული მეფობდა.
პირველ რიგში ანა, ჩემი ნახევარ და მომხვდა თვალში რომელიც ყველასთან ერთად დივანზე იჯდა, მის მარჯვნის ტყუპები ვატო და ვასო. ვატო ყველაზე თბილი და გამგებიანი იყო, გადამეხვია და მის გვერდით დამაჯინა, ჩემს წინ კი ის იჯდა, ელენი. ამაყი, ძიძებით შემოსილი.
- შენ გელოდებოდით. - არაფერი ვუპასუხე, ადვოკატმა კი ლაპარაკი დაიწყო.
- მე თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს - ტელევიზორის ეკრანი განათდა, ყველა გაოცებული ვუყურებდით, ამ კაცს სერიალების ყურება ახლა მოუნდა? - ვიდეო-ანდერძი.
- დავიწყე - უცებ ეკრანზე მამაჩემის სახე ჩნდება, მის კაბინეტში ზის, წითელ დივანზე, მწვანე თვალები უციმციმებს და ხმას იწმინდავს. - ესეიგი უკვე მოვკვდი და ამოიწურა ჩემი სიცოცხლის დროს დედამიწაზე, არ მინდოდა, რომ ბოლო სიტყვები თაბახის თეთრ ფურცელზე წაგეკითხათ. ელენ ვწუხვარ რომ დაგტოვე - ელენს ვუყურებ რომელიც ცრემლებს იწმენდს, სიმწრით მეღიმება თუმცა ვხვდები რომ ვკანკალებ და მინდა მამაჩემს ახლიდან დავაკვირდე და ეკრანს ხელები შემოვხვიო.
- მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ოთხი შვილი მყავს, ცოლი რომელდაც ვუყვარვარ, ახლა კი ჩემი საქმე უნდა გააგრძელოთ, ღირსეულად, ძლიერად ისე როგორც მე, მამაჩემი და ბაბუაჩემი... - მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა ყურებში, თურმე როგორ მომნატრებია... - სახლის სამოცდაათი პროცენტი ჩემს მეუღლეს ელენს რჩება, ოცდაათი კი ლეას. კომპანის ას პროცენტს ოც-ოცი პროცენტით ინაწილებენ ტყუპები, ანნა,ლეა და მრჩეველი ნიკო. დაჩები, ყველას პატარ-პატარა კაფეები და სოლიდური თანხაც, დანარჩენზე ნიკოს ჰკითხეთ. გთხოვთ გიყვარდეთ ერთმანეთი, მიყვარხართ... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.
აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე მახტება ანნა თავზე, ბოლოს რაც მესმის ბოთლის ხმაა, რომელიც თავზე მატყდება.



№1  offline წევრი Maryam_

ძალიან კარგი სახელი აქვს და პირველ რიგში მაგიტომ მომინდა წაკითხვა❤ ჯერ ვერ მივხვდი ასე რატომ ჰქვია და ზუსტად ეგ არის საინტერესო❤
კიდევ, ძალიან ინტრიგულად დაასრულე... ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები❤
იმედი მაქვს განაგრძობ^^

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

საინტერესოა...
ბოლოში რა მოხდა ? ცოტა დავიბენი, მაგრამ გავიგებ, ალბათ შემდეგ თავში.
მოკლედ აქ ვარ და ვიმედოვნებ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები.

 


№3  offline მოდერი Tamta.k

Maryam_
ძალიან კარგი სახელი აქვს და პირველ რიგში მაგიტომ მომინდა წაკითხვა❤ ჯერ ვერ მივხვდი ასე რატომ ჰქვია და ზუსტად ეგ არის საინტერესო❤
კიდევ, ძალიან ინტრიგულად დაასრულე... ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები❤
იმედი მაქვს განაგრძობ^^

გამახარე ძალიააან, მადლობა! სახელი, რომ მოგეწონა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა რადგან დიდ ხანს ვფიქრობდი... ❤️

 


№4  offline წევრი american boy-:d :d

ძალიან მომეწონა ალბათ ანამ გადაატეხა ბოთლი,ეგ გადატყდა ხერხემალში,ეჰჰ მე ველოდებიიიი ძალიან მომეწონააააააააააა

 


№5  offline მოდერი Tamta.k

ბელუ შეროზია
საინტერესოა...
ბოლოში რა მოხდა ? ცოტა დავიბენი, მაგრამ გავიგებ, ალბათ შემდეგ თავში.
მოკლედ აქ ვარ და ვიმედოვნებ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები.

მიხარია მე შენი გამოჩენაა❤️იმედია ბოლომდე მოგეწონებაა❤️მადლობაა

american boy-:d :d
ძალიან მომეწონა ალბათ ანამ გადაატეხა ბოთლი,ეგ გადატყდა ხერხემალში,ეჰჰ მე ველოდებიიიი ძალიან მომეწონააააააააააა

ვაიმე:დდდ რა საყვარელი ხააარ❤️ მადლობააა

 


№6 სტუმარი markusi

ძალიან მაგარიაა, მიყვარს შენი ისტორიები, განვითარებას ველოდები ისტორიის. წარმატებები❤️

 


№7  offline მოდერი Tamta.k

markusi
ძალიან მაგარიაა, მიყვარს შენი ისტორიები, განვითარებას ველოდები ისტორიის. წარმატებები❤️

მიხარია რომ მოგეწონაა❤️

 


ძალიან კაია, გელოდები

 


№9  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კაია, გელოდები

მადლობაა❤️

 


№10  offline წევრი nina kupradze

დაბრუნებულა ჩემი გოგოო, გელოდებოდი.
მომანატე შენი ისტორიები.
მე, შენ და ნიუტონი? ისე მომეწონა სახელი, ისე მაინტერესებს რა შიაშია ნიუტონი.
ყოველთვის ჩემი ორიგინალური გოგო იყავი.
გელოდები❤️

 


№11  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
დაბრუნებულა ჩემი გოგოო, გელოდებოდი.
მომანატე შენი ისტორიები.
მე, შენ და ნიუტონი? ისე მომეწონა სახელი, ისე მაინტერესებს რა შიაშია ნიუტონი.
ყოველთვის ჩემი ორიგინალური გოგო იყავი.
გელოდები❤️

ჩემი ნიიი,უთბილესი და უსაყვარლესი❤️
მადლობა რა, მართლა!

 


№12  offline წევრი Rania

Zalian kargi dasacyisiaa. Moutmenlad velodebi gagrzelwbass
--------------------
Q.qimucadze

 


№13  offline მოდერი Tamta.k

Rania
Zalian kargi dasacyisiaa. Moutmenlad velodebi gagrzelwbass

მადლობა საყვარელო, მიხარია შენი გამოჩენა❤️

 


№14  offline წევრი Gemini mood

Dzaan momwons ❤❤

 


№15  offline მოდერი Tamta.k

Gemini mood
Dzaan momwons ❤❤

გამახარეე, მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent