შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 9)


17-03-2019, 18:41
ავტორი naattii
ნანახია 1 833

-ახლა დავლევდი_დანანებით ჩაილაპარაკა ნანომ.
-კარგი იდეაა, მაგრამ ჯერ ადრეა_ ფანჯარას მოაშორე მზერა ყიფიანმა
-ეს ყველაფერი კარგი, მარამ საიდან? არ მითხრა ახლა ვიჯადოქრეო_გახარებული იღიმოდა ანდრია.
-დაახლოებით, რომ დაგიბარა მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა, ადრე ერთ-ერთი დიდი საქმის გამოძიებისას თბილისში ჰაკერების პატარა ჯგუფს მივაგენი, მე მათ დანაშაულზე დავხუჭე თვალი, ისინი კი დღემდე მეხმარებიან, გადავურეკე და შენი უფროსის_ჰაერში ორი თითი მოხარა დაჩიმ ბრჭყალების გამოსახატად -კომპიუტერს ესტუმრნენ.
-მოიცა, ანუ ღავთაძეს კომპიუტერი გაუტეხე და მის მასალებს თავისსავე წინააღმდეგ იყენებ? ეს საერთოდ ნებადართულია?_დაბნეული ჩანდა ყიფშიძე.
-ჩემო გიორგი, თუ ფოსტიდან უფროს გამომძიებელს ანონიმურად ასეთი კონვერტი მოდის, რასაკვირველია გვერდს ვერ აუვლის, ვინ თქვა რომ მე მოვიპოვე?_მხრები აიჩეჩა დაჩიმ და სიცილით დადო მაგიდაზე ფოსტაში გატარებული დიდი მუყაოს კონვერტი.
-მოიცა, შენ რა შენ თავს გაუგზავნე წერილი?_სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა ჯაბა და ნათიას ეყრდნობოდა.
-ასე გამოდის.
-ეს ყველაფერი კარგი და ახლა?
-ახლა დაიწყება ჩემო ანდრია ყველაფერი, სახლს შეამოწმებენ, სამსახურში კომპიუტერსა და საბუთებს, მოკლედ ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე, მე თბილისში მივდივარ იქ უფრო საჭირო ვიქნები.
-მეც წამოვალ_მაშინვე წამოიწია ანდრია.
-მეც შემიძლია, ოფიციალურად ამ საქმეში ვარ_ნენეს ყურებაში წარმოთქვა ყიფიანმა.
-მაშინ მეც თქვენთან ვარ_ყიფშძემაც მიიდო ორი თითი შუბლთან.
-მეც_წყლის ჭიქა დადო ნანომ.
-როგორ, რომ გამოგიძახონ? _გაკვირვებულმა ამოხედა ანდრიამ ცოლს.
-რადგან ვთქვი ესეიგი შემიძლია.
-მაშინ ხვალ გამთენიისას გავდივართ_თავი დააქნია დაჩიმ და სახლი დატოვა.
-ლიზას გავაფრთხილებ_მობილური მოიმარჯვა გენერალმა.
-ოჰ, ისე როგორ შეიძლება_ფრუტუნით წამოდგა ნანოც ბარგის ჩასალაგებლად.
ხუთ წუთში სახლში აღარავინ დარჩენილა, მორიგი ჩხუბის ასარიდებლად ანდრია დივანზევე დარჩა და საქმეზე განაგრძო ფიქრი, თუმცა არ გამოდიოდა, ვერაფრით ხვდებოდა როდის გაუცხოვდა მათი ურთიერთობა ასე, ნუთუ მარტო ნანოს მოგზაურობის ბრალი იყო ყველაფერი? იქნებ მასაც მიუძღოდა წვლილი? ამ ორ კვირაში რაც ნანო სახლში იყო, ავიწყდებოდა კიდევაც იმდენად მიჩვეული იყო მარტოობას, ახლა ხალხმრავლობას მიეჩვია და ისევ მარტო რომ დარჩებოდა რა იქნებოდა? სასოწარკვეთილ ფიქრებში ჩაეძინა და ვერც კი იგრძნო როგორ გადააფარა ადიელა ნანომ აცრემლებული თვალებით.

უხასიათოდ შეეგება დედაქალაქი დროებით სტუმრებს, მთელი დილა კოკისპირულად წვიმდა, თითქოს წინასწარ გრძნობდა ქალაქი მომავალ უბედურებას და ცრემლებით იოხებდა გულს. ქუჩაშიც კი კანტი კუნტად შეინიშნებოდა ხალხის გადაადგილება, მსხვილ კაშნებში ჩაერგოთ გაყინული ცხვირი და მთელი ძალით ცდილობდენ აჩქარებული ნაბიჯით მალე მიახლოებოდნენ დანიშნულების ადგილს.
სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა მანქანიდან სადარბაზომდე გზა ხუთმა ადამიანმა.
-ჩავედით ნენე, ჩავედით, კიი ფრთხილად ვიქნები_სიცილით პასუხობდა ყიფიანი აღელვებულ გოგოს. ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები და რამდენიმე სიტყვა თვალებ მილულულმაც კი მოისმინა.
-მისმინე, რადგან ახლა ოთხივე ისე მიაბიჯებს თითქოს არ მისმენენ, არადა ჩემი ყოველი სიტყვა ესმით, მოგვიანებით დაგირეკავ კარგი? კოდი დაგიტოვა ანდრიამ და არ დაგავიწყდეს სიგნალიზაციის ჩართვა, ყურადღებით იყავი და თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ.
-მომესწრო ბიჭი_თავის გადაქნევით შევიდა ანდრია გაღებულ კარში, თუმცა ბოლოს სიცილი მაინც ვეღარ შეიკავა.


-სამწუხაროდ გენერალთან შეხვედრა დროებით შეუძლებელია, ამჟამად ქალაქგარეთ იმყოფება, თუ შეიძლება რამდენიმე დღეში ისევ დაგვიკავშირდით, გმადლობთ_დაღლილმა გათიშა ლიზამ ტელეფონი და კისერი თითებით დაიზილა.
-რა გნებავთ?_მაინც სწრაფად შეატრიალა თავი უცაბედად გაღებული კარისკენ და უსიამოვნოდ გასცრა სხეულში სამი, უცხო, ძვირადღირებულ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ კაცებზე.
-წყნარად იჯექით, მეტი არაფერი_ერთ-ერთმა გაუღიმა, დანარჩენმა ორმა კი პირდაპირ ანდრიას კაბინეტს მიაშურეს.
-რა აკეთებთ? ეს გენერლის პირადი კაბინეტია, როგორ ბედავთ, ახლავე დატოვეთ შენობა, ხვდებით რას აკეთებთ?_ლამის ბოლო ხმაზე გაკიოდა ქალი და ხელი შეშლას ცდილობდა, თუმცა თავზე წამომდგარმა ერთი ხელის კვრით მიაგდო თავის სავარძლში და მკაცრი მზერით უბრძანა გაჩუმება.
-ახლავე დაცვას დავურეკავ_მობილური მოიმარჯვა ლიზამ, თუმცა მეორე წამს მისი ტელეფონი კედელზე მიფშვნილი უკვე იატაკიდან უმზერდა.
-თქვენ რა მართლა ვერ ხვდებით რას აკეთებთ?
-ეს შენ ვერ ხვდები ვის უპირისპირდები და უშლი ხელს, ამიტომ ჩუმად იჯექი და გვაცადე მშვიდად წავიდეთ_თვალები დაუბრიალა კაცმა და თითის დაქნევაც არ დაიზარა.სხვა გზა აღარ იყო, უნდა დალოდებოდა მათ გასვლას და ანდრიასთვის დაერეკა.


-აბა რა ხდება? არის რამე ახალი?_დაჩის დანახვაზე მაშინვე წამოდგა ანდრია
-ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, ყველანაირი მონაცემი აქ არის გადმოგზავნილი და იკვლევენ, რამდენიმე საათში ყველაფერი გვეცოდინება. ახლა ყავამ გამომაფხიზლოს ჯობია_დაღლილი სახე ხელით მოისრისა და სამზარეულოში გაქრა.

-ლიზაკო გირეკავს_ტუჩებ გამოწეულმა მოაწოდა ტელეფონი ნანომ სამზარეულოში მდგომ ქმარს.
-გისმენ ლიზ_ომახიანად ჩასძახა კაცმა და მთელი ძალით ეცადა ცოლის სახეზე არ გაცინებოდა.
-გენერალო, შეგიძლია მოხვიდეთ?_ათრთოლებული ხმა ქონდა მდივანს.
-რა მოხდა ლიზა?
-აქ ვიღაცეები იყვნენ, მთელი თქვენი კაბინეტი ყირაზეა, არც კი შემომიშვეს, ლამის სკამზ დამაბეს ხელი არ შეგვიშალოო, რახდება გენერალო?
-*************_მთელი ძალით მიახეთქა კარადის კარები კედელზე კაცმა და ბოლთის ცემას მოყვა.
-რა ხდება ბატონო ანდრია?_ხმა დაუდაბლდა ლიზას.
-შენ ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავეს?_უკვე ყველა სამზარეულოში შეკრებილიყო ანდრიას ბღავილზე.
-მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯება, ისე კარგად ვარ.
-კარგი ლიზა, ყველაფერს გავარკვევ, სანამ არ დაგირეკავ მანამდე სახლი არ დატოვო_მალევე გათიშა ტელეფონი და სანამ ახალ ნომერს აკრებდა კიდევ მიაყოლა გინება.
-გენერალი ანდრია არსენიძე, მაინტერესებს დღეს რა მოხდა? გენერლის კაბინეტს თავდაყირა აყენებენ, მის თანაშემწეს ატერორებენ და თქვენ სად ხართ ამხელა განყოფილებაში ამ დროს? ასე როგორ მოხდა?
-............
-რას ნიშნავს ოფიციალური საბუთი ქონდათ?
-..................
-ესეიგი სამინისტროდან არა? მერე კანონში არ წერია, რომ ჩხრეკას რამდენიმე გარეშე პირი დაესწროს? ვინ არის პასუხისმგებელი იქ ამოღებული ნივთებიდან რომელი იქნება ნამდვილად ჩემი და რომელი დამატებული? არაფრის მაქნისები ხართ, მალე ვისაუბრებთ ამ თემაზე._ნერვიულად მოსიარულემ გათიშა ტელეფონი და მეგობრებს გადახედა.
-როგორც ჩანს მარტო ჩვენ არ გადავსულვართ მოქმედებაზე_ყავა მოსვა ყიფშიძემ.
-დემნამ დარეკა, დაკითხვაზე ღავთაძე არ გამოჩენილ და არც სახლშია.
-ამის დედაც ........, აი*ესა?
-ასე გამოდის_თავი დაუქნია დაჩიმ და კიდევ უპასუხა აზუზუნებულ ტელეფონს. -მოკლედ ჩვენთვის მოვძებნოთ ჯობია, რამდენიმე ადგილი მოგვინახა ელენემ._გათიშა თუ არა გუნდს მოუბრუნდა.
-სულ რამდენია?
-ექვსი,
-მაშინ ზუსტად ვეყოფით, მეექვსეს თუ ის შენი მეგობარი აიღებს_მხრები აიჩეჩა ყიფიანმა.
-კარგი, მოკლედ, ანდრიას - ცოლის სახელზე გაფორმებული აგარაკი, ყიფიანი - თბილისიდან გამავალ გზაზე აქვს ერთი უშველებელი სახლი, ის შეამოწმე, აი ზუსტი მისამართი, ნანო......
15 წუთში ყველა თავისი ობიექტისკენ მიიწევდა. შეხვედრის დროთ ორ საათში ისევ ბინაში შეკრება მოიფიქრეს.
პირველი ყიფშიძე დაბრუნდა ხელცარიელი, მალევე მოყვა ყიფიანი, ანდრიაც დაბრუნდა და მალევე შეიკრიბნენ, მხოლოდ ნანო აკლდათ.
-უკვე ერთი საათი გავიდა, რაღაც ვერაა რიგზე, სად გაუშვი მომეცი დაჩი მისამართი_მორიგი უპასუხო ზარის შემდეგ ნერვიულად წამოდგა ანდრია.
-რასაკვირველია, _ფურცლები გადაშალა დაჩიმ, თუმცა არ დასცალდა ისე აზუზუნდა გენერლის მობილური.
-38 გამოტოვებული ზარი გენერალო ერთ საათში, ნუთუ ცოლს აკონტროლებთ?_ირონიულად გაისმა ტელეფონში და ანდრიასაც წამიერად დაასხა ცივმა ოფლმა.
-ჯანდაბა, გიორგი_ძლივს გამოცრა კბილებს შორის.
-მიცანი რა კარგია, როგორი ახლობლები ვყოფილვართ, უკვე ხომ არ მოგენატრე? შენ ცოლს მგონი ჯერ არა.
-ნუ სულელობ, ნანოს ასაყვანად მთელი არტილერია დაგჭირდებოდა, ალბათ მხოლოდ მისი მობილური დაგრჩა._ბოლო იმედს ებღაუჭებოდა ანდრია.
-ხოო, იცი მეც მასე ვფიქრობდი და საკმაოდ ბევრი ხალხი გავგზავნე, მაგრამ რატომღაცსულ იოლად აიყვანა ორმა კაცმა.
-სად არის?_ძლივს ამოცრა გენერალმა.
-ვითომ გეტყვი_ბავშვივით ჩაიფრუტუნა ღავთაძემ -არ ველოდი ასე მალე თუ მიხვდებოდით ჩემ ვინაობას, ალბათ შენთან საუბარი შეცდომა იყო, ახლა ვხვდები ამას, მაგრამ სამაგიეროდ მომავალი უკვე დავკარგე, ამიტომ გავიფიქრე, შენც რატომ არ უნდა დაკარგო?
-გიორგი, რა გინდა?_მეგობრების დაძაბულ სახეებს მოავლო თვალი ანდრიამ.
-ნანოს სანაცვლოდ ჩემი ყველა საბუთი, ყოველგვარი დარჩენილი ისტორიის გარეშე.
-ნანო ამის უფლებას არ მომცემს, თანაც დარწმუნებული არ ვარ რომ ნამდვილად გყავს.
-ხოო, ნანომ შეიძლება უარი გითხრას, მაგრამ აი შენი ხუთი კვირის შვილს რომ ამოვაცლი მუცლიდან და ისედაც პატარა ნაწილებს სათითაოდ გამოგიგზავნი აი მერე მომიტან.
-რაა?_ხმა ჩაუწყდა გენერალს.
-გამთენიისას დაგირეკავ და შეხვედრის ადგილს შეგატყობინებ_უპასუხოდ გათიშა ტელეფონი და ერთ ადგილას მიყინული, გაშეშებული ანდრია სასოწარკვეთილი დატოვა.


--------------------------------------------
მაპატიეთ მეგობრებო, ჯამრთელობის ისეთი პრობლემები შემექმნა დაწერის დრო კიარა ხალისიც არ მქონდა დიდად, თანაც თუ თქვენს აქტიურობასაც გავითვალისწინებთ სავარაუდოდ მალე დავასრულებ, მადლობა ვინც ჯერ კიდევ ჩემს გვერდით ხართ <3



№1  offline წევრი ლილილი

აუ როგორ ამ მყოფნის.ვერ ვკმაყოფილდები(((.
იმედია მალე გამოჯანმრთელდები.

 


პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ ნათი❤
დაჩიზე რომ ვგიჟდები გითხარი უკვე? საოცარი ვინმეა❤❤
კი მიკვირდა ასე მარტივად როგორ თმობს ნანო პოზიციებს თქო და ეჭვიც მქონდა მის ფეხმძიმობაზე.
სულელი გოგო, შვილი როგორ ჩააგდო საფრთხეში, ვერ დაეტია ქუთაისში, რა უნდოდა თბილისში? მომინდომა გმირობანას თამაში.
იმედია ბიჭები ისე მოაგვარებენ ამ პრობლემას, რომ საბუთების დათმობა არ მოუწევთ. დროა უკვე საბოლოოდ დამშვიდნენ და დატკბენ ერთმანეთით❤
იმედია მალე შემოგვთავაზებ ახალ თავს❤

 


№3  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა მეგობრებო, მეც დიდი იმედი მაქვს მალე გამოვჯანმრთელდები და მიხარია რომ ჩემთან ხართ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

გამოჯანმრთელების გისურვებთ, ველოდები ახალ თავს წარმატებები

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი მანანა
გამოჯანმრთელების გისურვებთ, ველოდები ახალ თავს წარმატებები

დიდი მადლობა ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

გამოჯანმრთელდი და რომ არ ვწერ კომენტარს არ ნიშნავს რომ არ ვკითხულობთ

 


№7  offline მოდერი naattii

სტუმარი მაკო
გამოჯანმრთელდი და რომ არ ვწერ კომენტარს არ ნიშნავს რომ არ ვკითხულობთ

მადლობა, ნახვების რაოდენობამაც იკლო და მიტო ვთქვი :))

 


№8  offline წევრი nini :)

ვიცი დავიკარგე მაგრამ ვერ მვახერხე კომენტარის დაწერაა.... მართლა კარგია... აღარ აპირებ დადებას ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent