შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი(თავი 12)


18-03-2019, 22:49
ავტორი dara
ნანახია 1 607

სახმში მისვლისთანავე ოთახში აიყვანა შემდეგ კი ანასთან დარეკა.გოგონაც მალევე მოვიდა ჭრილობა გაკერა და პრაკტიკებზე გაიქცა.ანანო კი დარჩა რადგან ტემპერატურა ეკონტროლებინა,თანაც ალექსანდრე სიგიჟემდე მოენატრა.მერე გადაწყვიტა წვნიანი მოემზადებინა.
-ალო დეე...კარგად მომისმინე იმ წვნიანის რეცეპტი მინდა ცუდად ყოფნის დროს რომ მიმზადებდი...არა!დედა ორივე კარგად ვართ უბრალოდ მომინდა და...არა დედა რა სიცხე არ შეიძლება რომ მეც გავაკეთო რამე?...კარგი ვიწერ!
ერთ საათში ყველაფერი მზად ჰქონდა,ამ დროისთვის ალექსმაც გაიღვიძა.
-აი შენი წვნიანი...გემრიელად მიირთვი!-ლანგარი საწოლზე დადო.
-შენ მოამზდე?-საცოდავი სახით შეხედა ბიჭმა.
-ხო რა იყო?
-უნდა მომწამლო?-ახარხარდა ბიჭი.
-ჭამე!
-არ შევჭამ!
-ვიმეორებ ჭამე!
-მაჭამე!
-ბატონო?!მე?
-ხო მაჭამე!-ირონიული სახით გახედა ბიჭმა.-ისე არ შევჭამ.
-კარგი ხოო!-კოვზი აიღო და პირთან მიუტანა.გაგიკვირდებათ და მართლა გემრიელი იყო თუმცა ალექსანდრე ამას მაინც არ აღიარებდა.
-უნდა ვაღიარო შენზე უარესი მზარეული მსოფლიოში არ მოიძებნება!
-რარაც ჭამის დროს არ გეტყობოდა!-შეუბღვირა ბიჭს.
-როცა ცუდად ხარ ვერ აპროტესტებ!
-ყავა სად გაქვს?-ქვემოდან ამოძახა ისე რომ წინა კომენტარზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
-კარადაში ნახე...ანანო მეც მინდაა!
-არ შეიძლება შენთვის!
-ვინ დაასკვნა?-შეუღრინა ალექსანდრემ.
-ანამ-სიზარმაცეს რა ვუთხარი მე.მშვიდად ამოვიდა ყავით ხელში.-შენს გამო აქ უნდა ვიყურყუტო!
-ეს უმადური ნახეთ რა!
-არ იყო საჭირო დამტკიცება ისედაც ვიცოდი მხეცი რომ იყავი!..მოწიე ხელი წნევა უნდა გაგიზომო.-აღმოჩნდა რომ დაბალი ჰქონდა.
-ანნნ!
-ხო რაიყო კარგადაა?-ტელეფონიდან გამოსძახა აშკარად ძალაგამოცლილმა ანამ.
-წნევა აქვს დაბალი!
-ხმამაღალზე ჩართე არ გენდობი!-უთხრა ბიჭმა ანანოც დამორჩილდა.
-ანა ახლა თქვი არ ვენდობი შენს დაქალს მომწამლავს!
-ალექსანდრე დაბალი თუ გაქვს ანანოს უთხარი ყავა დაგალევინოს დამავიწყდა დაბარება!-ყავის ხსენებაზე ანანომ თვალები დაქაჩა ალექსმა კი ბოროტული ღიმილი აიკრა.
-კარგი რძალო მადლობა!
-წავალ ყავას გაგიკეთებ!-სწრაფად აიზურწა ანანო და გასასვლელად მოემზადა.
-მიდი შე ზარმაცო მიდი!-გოგონა მალევე დაბრუნდა ყავის ფინჯნით ხელში.ალექსანდრემ მოსვა თუ არა სახე დამანჭა.
-არ მომწონს ახალი მომიმზადე!-ამაყად განაცხადა.დაახლოებით ხუთი ჭიქა ყავა მოატანინა მიზეზებით:ზედმეტად ტკბილია,ის კი არ მითქვამს შაქარი არ უქნამეთქი,რა ცივია რა არის?!,ბოლოს დასკვნაც დადო ყავის მომზადება არ იცი მიდი ხელახლა სცადეო.
-აღარ გინდა ყავა უკვე მიიღე საკმარისი დოზა!-ირონიულად გახედა ბიჭს.-ახლა კი თუ შეიძლება მითხარი სად შეიძლება დავიძინო?
-სამწუხაროდ არ მაქვს მოწყობილი ოთახები!
-მოიცა სტუმარი რომ მოგივიდეს მდედრობითი სქესის რას უპირებ?
-ჩემი დის გარდა ეგეთი არავინაა...და თუ არის მალევე მიდის.-თვალი ჩაუკრა გოგოს.
-თავხედი ხარ უზრდელი!-მიალანძღა და თან მის კარადასთან მივიდა,ერთ-ერთი მაისური აირო და სააბაზანოსკენ წავიდა.
-ისე გეკითხა მაინც რა იცი იქნებ ჩემით გაძლევდი!
-ჯინსით ვერ დავიძინებ!-მალევე გამოვიდა და პლედი მოითხოვა თუმცა ალექსანდრემ მოახერხა და იქ დაძინებაზე დაიყოლია.იმ ღამით ორივესმშვიდად ეძინა.დილით ანანოს ადრე გაეღვიძა უფრო სწორად მოწყურდა,ადგომა დააპირა მაგრამ დიდი ბარიერი ქონდა ალექსანდფრეს ხელის სახით რომელიც მის წელზე იყო მოხვეული.
-ალექსანდრეე-ბიჭის გამოფხიზლებას შეეცადა.
-მმ...რა იყო?-მძინარე ხმით კითხა ბიჭმა.
-გამიშვი!უნდა ავდგე!
-მმ...იწექი!-ხელი უფრო მაგრად მოხვია.
-ჰეი ტარიელ გეშლები მემგონი ვიღაცაში!-ხელზე დაარტყა გოგომ.
-უიმეე!რა ცუდი გოგო ხარ რა!
-სამაგიეროდ მხეცი არ ვარ!
-ყავის გასაკეთებლად თუ მიდიხარ არ დაგავიწყდეე!-მიაძახა კიბეებზე მიმავალს,კიბე სწრაფად ჩაირბინა მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართო და ცეკვა-ცეკვით დაიწყო ყავის დალევა.-დავყრუვდიი!-უეცრად ტუმბოზე დადებულმა ტელეფონმა დარეკა.ანანოს ურეკავდნენ,მობილურს დახედა „გაბრუნა<3“,გაეღიმა-მართლა გიჟია,არამგონია გაბრიელმა იცოდეს აქ რომ დარჩა!.. ანანოო...რა თქმა უნდა არ ესმის!-ტელეფონი აიღო და სამზარეულოსკენ წავიდა.უეცრად მუსიკა გამოირთო.
-ალექსანდრე მითხარი როგორი ყავა გინდა მეტს აღარ გაგიკეთებ!გესმიის?
-მესმის ხო აქ ვარ!
-მერე მიპასუხე!
-უბრალოდ უშაქრო იყოს!-ამ სიტყვის თქმა და სახლში ვიღაცის შემოვარდნა ერთი იყო!
-ალექს სიხარულო სად ხარ?-სამზარეულოში თავი შემოყო გაღიმებულმა გოგომ მაგრამ მალევე შეეცვალა სახე!-შე მოღალატე ვინ არის ეს გოგო?მე მთელი ღამე გირეკავდი შენზე ვნერვიულობ ეს კი თურმე ერთობა.-ლამის ტირილი დაიწყო,ანანო ჯერ კიდევ შოკში იყო.ძალიან ეშინოდა იმის კი არა რომ გამოიჭირეს მას ხომ არაფერი ჩაუდენია,შეეშინდა იმის რომ ალექსანდრე ვირაც სხვასთან იყო.
-ალექსანდრე-ამოიკნავლა საწყლად-აუხსენი რა...ქალბატონო მე არ...
-რა თქვენ?რა უნდა ამიხსნას?ყველა’ფერი ნათელია!-იყვირა გოგომ.
-მართაა!-უღრიალა ალექსანდრემ-ახლავე ახსენი სიყუაცია!...დროზეე!!!ახლავე მეთქი!
-კაი რა ძამიკო ვიფიქრე გავუქცევმეთქი გოგოს დიდი ამბავი!
-რაა?...შენი დაა?-გაკვირვებულმა გახედა.
-ხო!...მართა ეს ჩემი მეგობარია გუშინ ჩემს მოსავლელად დარჩა...დამჭრეს!
-ვიგრძენი და ავაფეთქე ტელეფონი მერე დემეტრემ მითხრა რომ კარგად ხარ!ვისთან იჩხუბე?
-იქნებ სხვა დროს სისხლი მოსდის!ანას დავურეკავ და გაკერავს!
-არ არის საჭირო საყვარელო ექიმი ვარ!-გაუღიმა გოგომ.
-ბატონო?!შენი და ექიმია და აქ მე მაყურყუტე ხო?არა მართლა საზიზღარი ხარ!გამოუსვლელი მხეცი!-აყვირდა ანანო.
-შენ ანანო ხარ ხო?-ღიმილით იკითხა მართამ.
-ხო რა იცი ჩემი სახელი?
-ჰმ,ჰმ სხვათაშორის მე აქ სისხლისგან ვიცლები,იქნებ მორჩეთ ჭორაობას!-თვალები დაუქაჩა მართას.
-კარგი მივხედავ ხო ადამიანს ხომ არაფერს აცლის რა!-მართამ ამლევე მოაგვარა თავიის საქმე.
-რადგან შენი და აქაა მე წავალ ხო!-კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ალექსანდრეს.
-ანანო არა!...არ დატოვი მე უნდა გავიქცე!მეჩქარება!-უცებ წამოიყვირა მართამ და გაიქცა.
-მაგარი გოგოა რა!-ჩასილაპარაკა ანანომ.
-იპოვა გიჟმა გიჟი!-არ ჩამორჩა ალექსი.
................................
ანა პრაკტიკების შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა სადაც დემეტრეს უნდა შეხვედროდა.
-როგორ ხარ?-ღიმილიანი სახით შეხედა ბიჭმა.
-მე კარგად მაგრამ ალექსანდრე არ არის კარგად!-უცებ ჩამოასხაპუნა ანამ.-მგონი ასე უცებ არ უნდა მეთქვა ხო?-უცებ იკბინა ენაზე.
-ვიცოდი!-მშვიდი ტონით მიუგო დემემ.
-რეაქცია რატომ არ გაქვს?
-მასთან ანანოა და სანერვიულო რა არის?-ეშმაკური ღიმილით გახედა გოგოს.
-ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე ალბათ დაჭამენ ერთმანეთს.-სიცილითვე უპასუხა ანამ.-ისე როდის უნდა მიხვდნენ?-კითხვა დასვა და თან ბიჭს მოეხვია.
-მიხვდებიან ალბათ!-შუბლზე აკოცა და მანაც მაგრად მოხვია ხელი.
-მშია!-დაიწუწუნა ანამ
-რა იყო გოგო რამდენს ჭამ?-სიცილით გახედა ბიჭმა.
-მე ხო?ყოჩაღ შენ რა!-„გაიბუტა“ ანა.
-კაი ხო წამო ერთად მოვამხადოთ!
-ჩვენი პირველი კულინარიული შედევრი!
კარზე ზარის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ შენ განაგრძე!-უთხრა ბიჭმა და გარი გააღო.-გისმენთ!-კარში ლამაზი ქალი გამოჩნდა.
-მაპატიეთ მგონი სხვაგან მოვხვდი!
-დემე ვინ არის?-თავი გამოყო ანამ-დედა?!-სახეზე მწარე ღიმილმა გადაურბინა და დედას მოეხვია.

ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ მართლა არ იყო ჩემი ბრალი,მუზამ მიღალატა და თან დროცა არ მქონდა.მომენატრეთ,გთხოვთ შეფასებები და შენიშვნები დატოვოთ კიმენტარებშიი.



№1 სტუმარი nuca

dzalian kargia ase gaagrdzele❤️veli shemdegs

 


№2  offline წევრი Gemini mood

Shesanishnavia.. velodi am tavs didi xani..jmedia momdevno ar daagvianebs❤❤

 


№3 სტუმარი გიჟმაჟუნა

ვაიმეეე გავგიჟდი ამ იატორიაზე.მომწონს.მიყვარხარ დარაა❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent