უკანასკნელი ღიმილი
ეძღვნება ბიჭს , რომელმაც შეცვალა ჩემი სამყარო... შენ დგახარ მთის მწერვალში , იყურები სადღაც შორს , გაუზრებლად და იცი , რომ იქ ხარ , სადაც ხარ , ის ხარ , ვინც ხარ , მაგრამ არ ფიქრობ იმაზე , რომ შეიძლება ერთი წამი დასჭირდეს შემთხვევას , დაგიცდეს ფეხი და აღარ იყო , შეიძლება ერთი წამი დაგჭირდეს და აღარ იყო ის , ვინც ხარ... ვინ იცის?! ირგვლივ ყვავილების სუნი დგას , ჰაერი ისე უბერავს , რომ არ გცივა , პირიქით გსიამოვნებს. ფიქრობ , რომ გაშლი ხელებს და წაგიყვანს არარეალურ სამყაროში. გაზაფხულის მეოთხე , მშვენიერი დღეა , ამ დროს რაღაც განსაკუთრებლი გრძნობები მოაქვს. გინდა იფრინო ...გაუჩერებლად. თითქოს მარტო ხარ ამ ქვეყანაზე , მხოლოდ შენ , ბუნება და მუსიკა. და რა არსებობს ამაზე კარგი ცხოვრებაში? ცხოვრება სასწაულია .... ღმერთის ნაბოძები სასწაული. ******************* ფეხის ნაბიჯს აუჩქარა ,თითქოს მუსიკის ტემბრს აყვა ამით. გოგონა მიდიოდა და მიჰქონდა კარგი ენერგია , როგორიც უხდება გაზაფხულს , იღიმოდა და ხალხი უცნაურად უყურებდა. დღეს იშვიათად ვნახავთ მარტო მიმავალ ადამიანებს ღიმილი , რომ დასთამაშებდეს სახეზე. ეს მხოლოდ ადამიანების ბრალი არაა , ალბათ ცხოვრებამ მოიტანა ასე. ალბათ არ უყვართ გაგიჟებით ადამიანებს ერთმანეთი , ბუნება , ცხოვრება , ან ვერ გამოხატავენ ამას , არადა ყველაზე სასიამოვნოა გამოხატო სიყვარული , ადამიანს გრძნობები და მათი გამოხატვა ალაამაზებთ . გოგონა მიდიოდა და მიჰქონდა ულამაზესი ღიმილი , თითქოს მთლიანად სამყაროს გრძნობდა , არცერთ გამვლელს არ გაუვლია მისთვის გულგრილად. ის იმდენად გრძნობდა მუსიკას , რომ სიარულის ნაცვლად ცეკვავსო იფიქრებდი. ეს ყველაფერი ლამაზი შესახედი იყო...ძალიან ლამაზი! მეორე ქუჩიდან ახალგაზრდა მამაკმა გადმოკვეთა გზა , ტელეფონზე საუბრობდ ემოციურად , ერთადერთი ადამაინი იყო , რომელმაც ვერ შეამჩნია მომღიმარი და სიცოცხლით სავსე გოგონა , ნიტა გართული იყო მუსიკის რითმებით ,ბიჭმა ვერ შეამჩნია და ერთმანეთს შეეჯახნენ. რაღაც მოხდა. რაღაც ახლის დასაწყისი. ირგვლივ აღარავინაა , მათ გარდა , ნიტსგოგონას და ხალაგზარდა მამაკაცის თვალები ერთმანეთს შეხვდა. თითქოს მსოფლიო გაჩერდა. ნიტამ ყურსასმენი მოიხნსნა. მუსიკა გაჩერდა. არაფერი ისმის ბიჭიც აღარ საუბრობს , მის წინ დგას გოგონა , რომელიც არაა ჩვეულებრივი ... ის სხანაირია , ყველას არ ჰგავს. ლამაზია , თანაც ძალიან და ხვდება ამას ახალგაზრდა მამაკაცი . ამიტომაც ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. ქარი ნიტას თმას არხევდა , ის კი ნაზად იშორებდა სახიდან თმას და იდგა , არ იცოდა , რატომ უყურბდა ასე დაწაფული ბიჭს , თითქოს ელოდა , რომ რაღაცას ეტყოდა : - გოგონა სახელად გაზაფხული - უთხრა ბიჭმა , ღიმილი ესროლა და ძალიან ახლოს ჩაუარა ნიტას , ისე რომ გოგონამ ბიჭის სურნელი იგრძნო , ბიჭმა კი გოგონას. ნიტა უყურებდა , როგორ მიდიოდა უცნობი ბიჭი , რომელმაც ასე მოახდინა გავლენა მასზე , პირველად ცხოვრებაში დგას ბიჭის გამო გაუნძრევლად , გაშეშებულ უყურებდა და ნელ-ნელა ახალგაზრდა მამაკაცის ანარეკლი იკარგებოდა ნიტას თვალში , მალე აღარც ჩანდა. ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები , როდესაც იცი , რომ ყველაფერი იცვლება , შენ უკვე ვეღარ აღიქვამ ისე ყველაფერს , როგორც ადრე , ამინდსაც კი სხვანაირად აღიქვამ. ნიტამ იცოდა , რომ ყველაფერი შეიცვალა , მან იცოდა , რომ ისე აღარ იქნებოდა ყველაფერი , როგორც ადრე.... ***************************** ქარი ძალიან ძლიერად უბერავდა , თითქოს სურს ორი ადამიანი მოიტაცოს და ერთმანეთშ შეახვდროსო. ანდრეა აივანზე იდგა და იყურებოდა სადღაც ჰორიზონტისკენ. იცოდა , რომ რაღაც სჭირდა , მაგრამ არ იცოდა რა. სიგარეტს მოუკიდა ...ისევ ქარი არადა არ ჩადგა . დილით მზიანი ამინდი იყო , ოდნავ ქარით. ეხლა კი სასტიკი სიცივეა. სასწაულია , როგორ მალე იცვლება ამინდი , ნუთუ ისე მალე იცვლება გრძნობები , როგორც ამინდი ,გაზაფხულის ამინდი? - ახალგაზრდა მამაკაცი ფიქრებში გაერთო. ფიქრებმა კი ქალის შეხებამ გამოიყვანა: - ანდრე , დღეს ბევრს ეწევი- უთხრა და სიგარეტი გამოართვა , ეხლა თვითონ დაიწყო ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის მოწევა , ბიჭს შეხედა და ჩაეხუტა. - ცივა , შევიდეთ საყვარელო - სასწაულია არა?- ჩაეღიმა ბიჭს - რა არის სასწაული? - ყველაფერი - თქვა ბიჭმა , კარი გამოაღო და შევიდა , ისე რომ არ შეუხედავს ქალისთვის. „მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა , თვალი გაქვს შეჩვეული კაცს , თორემ ყველაფერი სასწაულია.“. ანდრეას გაახსენდა ეს სიტყვები .... მან იცის , რომ რაღაც ჭირს , თუმცა ვერ ხვდება რა. - ანდრე!- მიმართა ქალმა გაბრაზებული ტონით- რა გჭირს დღეს? - მოდი აქ! - ქალს წელზე მოხვია ხელი და მისკენ მიიტაცა. დრო ყველაფერს შვება , შეუძლია დაგავიწყოს ტკივილი , სიხარულიც და მოგონებებიც.ყოველი დილა რაღაც ახლის დასაყისია, არც ეს დილა იყო გამონაკლისი. - ბატონო , ანდრეა სტაჟიორის ვაკანსიაზე დავიბარეთ სტუდენტები და თქვენ დაესწრებით გასაუბრებას? - მოვალ! ირგვლივ ყველას რაღაც საქმე აქვს , ფურცლები ჰაერში ვარდება , ხალხი აქეთ-იქით დაქრის, გოგონა შეშინებული ზის და იყურება , ფიქრობს „ნეტა შევძლებ ამ რიტმს ავყვე?“ მას ერთი სული აქვს გასაუბრებაზე შევიდეს და მოსწყდეს ამ ქაოტურ სამსახურს , ან პირდაპირ ხომ არ ადგეს და წავიდეს , თუმცა თავად მისივე ოცნება არ იყო ასეთი სამსახური? მისს გვერდზე გადაპრანჭულუი გოგონა ზის , მოკლე შავი კაბით , წითელი პომადითა და გრძელი ფეხებით. გოგონა უყურებდა მის გვერდით მჯდომ პოტენციურ „კონკურენტს“ და აკვირდებოდა , ის ნამდვილ ქალს ჰგავდა. ნიტა ვერ იტანდა , მარცხს, არცერთი გასაუბრებიდან გამოსულა „წაგებული“ , მაგრამ დღეს არ მოეწონა , არც გარემო და არც ეს პოტენცური კონურენტი, ერჩივნა თავიდანვე გულცრუებული შესულიყო გასაუბრებაზე, ასე თავს დააჯერებდა , რომ თვითონ არ სურდა ეს სამსახური , ამიტომაც არ აიყვანეს. ხადახამ ადამიანებს ძალიან გვიყვარს თავის მოტყუება , რადგან გვინდა ის დავიჯეროთ , რაც ჩვენთვის უკეთესია. - ნიტა აბულაძე , რომელინ ხართ?- იკითხა ქალმა რომელსაც ალბათ 15 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი ეცვა , შემოტკეცილი ქვედაბოლო და თეთრი პერამნგით , ბანკირს ჰგავდა. - მე ვარ - უთხრა და წამოდგა , ფეხებს ისე მიათრევდა თითქოს მოსაკლავად მიყავდათ. , ქალმა ოთახისკენ მიანიშნა , მიაცილა , შიგნით შევიდა და ანიშნა თუ სად უნდა დამჯდარიყო. ოთახში ორი ქალი და ერთი კაცი დახვდა. - გამარჯობა - მიესალმა გოგონა იქ მყოფ საზოგადოებას. - გაგვეცანი , ნიტა ხომ- უთხრა ერთ-ერთმა ქალმა გოგონას - დიახ - ერთი ღიმილი ესროლა მათნ და დაწყო მოყოლა , სად სწავლობს , რა საქმიანობს - რატომ გადაწყვიტეთ პიარის არჩევა ? -იკითხა ვიღაცამ , რომელიც ახლად შემოვიდა და ვერც კი მოასწრო ნიტამ შეხედვა , ისე დასვა კითხვა მამაკაცმა- გოგონა სახელად გაზაფხულო? ნიტას გულმა ფეთქვა დაიწყო , ნაცნობი ხმის ტემბრი , შეხედა . მათი თვალბი ისევ შეხვდნენ ერთამანეთს. ეს დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო , ასეთი რაღაცები ძალიან იშვითად ხდება. ანდრეა იღიმოდა , გოგონა კი გაშტერებული უყურებდა. იმ დღის შემდეგ ორივემ იცოდა , რომ ისე აღარ იქნებოდა ყველაფერი , როგორც ადრე.... იწყებოდა რაღაც ახალი.... ახალი და ძალიან კარგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.