Love me till the end თავი 5
დაახლოებით ღამის პირველი საათია, თუმცა ძილი არ მეკარება. გვერდზე ვიხედები და მძინარე მეგობრებს ვუყურებ. შემდეგ ფეხზე ვდგები, გარეთ გავდივარ. სიცივე უსიამოვნოდ მივლის სხეულში და მხრებს ვიჩეჩ. ახლო-მახლო ქუჩებში ვსეირნობ, ღამის სიჩუმით ვტკბები. -უკნიდან მანქანის სიგნალი მესმის და ვგრძნობ, როგორ ამუხრუჭებს ჩემს უკან. მიტრიალების მეშინია და ნაბიჯს ვუჩქარებ. ვხედავ, მანქანა როგორ მომყვება, მცირე მანძილით მისწრებს და ჩერდება. ნელ-ნელა ვუახლოვდები, და ჩამოწეულ ფანჯარაში ვიხედები. გული სიხარულით მეკუმშება, როცა ‘’სიზმრის ბიჭს ‘’ ვხედავ -დაჯექი- მშვიდი ხმით მეუბნება არვიცი ასე ძალიან რატომ ვენდობი, მაგრამ მის სიტყვებს დავემორჩილე, -ასე გვიან სად მიდიხარ- კვლავ მშვიდია მისი ხმა -არსად -ადამიანები ყოველთვის სადღაც მიდიან -ჩემსკენ ბრუნდება და თვალებში მიყურებს -მე კი არსად მივდივარ, უბრალოდ ვსეირნობდი -ასეთ დროს? -ჰო, არ მეძინება -ჩემს მანქანაში რატომ ჩაჯექი? -ჩემსკენ ახლოს იწევა, თან თვალს არ მაცილებს -შენ მითხარი და იმიტომ -მაგას არ ვგულისხმობ, იქნებ რამე დაგიშავო, რატომ მენდობი? -ვიცი, რომ არაფერს დამიშავებ -საიდან იცი? -კიდევ უფრო ამცირებს მანძილს ჩვენ შორის -უბრალოდ ვგრძნობ ამას -ეს გეუბნება? -მიღიმის და გულზე ხელს მადებს. ხმას არ ვიღებ, უბრალოდ თავს ვუქნევ. -გინდა იცოდე მე რას მეუბნება გული? -ხელი არ აუღია ისე განაგრძო ლაპარაკი -კი, მინდა -ჩემი გული ამბობს, რომ ლამაზია შენი ღრმულები ლოყებზე, რომლებიც ღიმილის დროს გიჩნდება- თავზე ხელს მისვამს და თვალებში მიყურებს თვალს ვარიდებ და სივრცეს გავსცქერი, უხერხულ სიჩუმეს კვლავ მისი ჩახველება არღვევს, საჭისჯენ ბრუნდება და მანქანას ძრავს. -ასეთ დროს გარეთ სიარული საშიშია-ხმა უმკაცრდება მანქანას ჩემს სახლთან აჩერებს -მადლობა -არაფერს, წადი და დაიძინე მანქანის კარს ვაღებ და გადასვლას ვაპირებ, თუმცა მისი ხმა მაჩერებს -მე ალექსანდრე მქვია -მია -სასიამოვნოა შენი გაცნობა მია -ჩემთვისაც ‘’სიზმრის ბიჭო’’ -სიხარულით წამოვიყვირე და გავუღიმე, მის გაოცებულ მზერას ვაწყდები, თუმცა ვაიგნორებ. კარს ვხურავ და სახლში სირბილით შევდივარ. ვისაც არ ჰყვარებია ალბათ ვერ გაიგებს ახლა რას ვგრძნობ. ბედნიერებაა, იმის გაცნობიერება, რომ იპოვე შენი ადამიანი. იმ ღამეს საოცრად კარგად მეძინა, ბევრი ფერადი სიზმარი ვნახე, თუმცა მათში სიზმრის ბიჭი არ იყო. მიუხედავად ამისა, არ ვდარდობი, აღარ მაღელვებადა იგი მოვიდოდა თუ არა ჩემს სიზმრებში, რადგან ამ წუთას რეალობა უკეთესი იყო, ვიდრე ჩემი რომელიმე სიზმარი . *** მაღვიძარას უსიამოვნო ხმა მაფხიზლებს, თვალებს ვახელ და სწრაფად ვთიშავ, რათა მეგობრები არ გავაღვიძო. ვემზადები და გარეთ სწრაფად გავდივარ. კარის გაღებისთანავე ნაცნობი მანქანა მხვდება თვალში -მია -მიძახის და ხელს მიქნევს -შენ აქ რას აკეთებ? -სირბილით მივდივარ მისკენ -უბრალოდ სამსახურში მივდიოდი და ვიფიქრე უნივერსიტეტში გავიყოლებ-მეთქი -საიდან იცი, რომ დღეს მაქვს ლექციები? -გუშინ მითხარი -თვალი ამარიდა და ხმა დაუსერიოზულდა -არ მითქვამს-თავი ბავშვურად გავაქნიე ჩემს ქმედებაზე ეღიმება -კარგი , ჰო გამომიჭირე,-წარბებს ჭმუხნის და ისედაც მოჭუტული თვალები კიდევ უფრო უწვრილდება-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და გამოგიარე. სხვათაშორის დიდი ხანი გელოდე-ახლოს მოიწია და გამომცდელი მზერა მომაპყრო. გულმა გამალებით დაიწყო ცემა -რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? -ამოვილუღლუღე -იმიტომ, რომ დიდი საფიქრალი დამიტოვე, თავიდან ვერ ვიგდებ შენზე ფიქრებს -მეე... რატომ? -ჩემი ხმა თავადათ ძლივს გავიგე -რას ნიშნავს ‘’სიზმრის ბიჭი’’ მია? -მხოლოდ ამიტომ ფიქრობდი ჩემზე? -ნირწამხდარმა უგულოდ ჩავიბურტყუნე -ხო აბა სხვა რატომ? - კვლავ ახლოს მოიწია და თვალებში ჭინკები აუთამაშდა -მართალი ხარ , სხვა რის გამო უნდა გეფიქრა. -ნაძალადევი ღიმილით შევხედე . -როგორი საყვარელი ხარ როცა ბრაზდები და თან ცდილობ არ შეგეტყოს- ბოლო ხმაზე გადაიხარხარა -სულაც არ ვარ გაბრაზებული გაბუტული ბავშვივით გადავაჯვარედინე ხელები -უნდა ვიჩქაროთ, თორემ ლექციაზე დაგაგვიანდება-კვლავ დაუსერიოზულდა ხმა და მანქანა დაძრა. აღარაფერი მითქვამს, არც იმას უთქვამს რამე. უბრალოდ ვიჯექით და ერთმანეთის სიახლოვით ვტკბებოდით. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა, ჩახუტების სურვილს მიღვივებდა -მადლობა-ვუთხარი, -არაფერს-ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე თბილი კოცნა დამიტოვა. ვიგრძენი, როგორ ამიხურდა, ინსტიქტურად ხელი მივიდე. ხემს ხელს თავის მტევნებში იქცევს, ლოყიდან ქვემოთ ასრიალებს და კვლავ მკოცის იმ ადგილას. ვგრძნობ, როგორ იღვრება ჩემს სხეულში სასიამოვნო სითბო და მალე მთელს სხეულში იფანტება -გაგვიანდება მია - ირონიულად უყურებს ჩემს აწითლებულ სახეს -ნახვამდის სიზმრის ბიჭო-მეც ლოყაზე ვკოცნი, თვალს ვარიდებ და სწრაფად გადავდივარ მანქანიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.