შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გახდები (6)


21-03-2019, 00:53
ავტორი truelove
ნანახია 1 814

ვატო გაშეშდა და ნელა მოტრიალდა ჩემსკენ.
-მე..მე არვიცი..
-არგინდა?
-კი რათქმაუნდა მინდა,მაგრამ თვითონ თუ უნდა?
-ძალიან..დედაშენი ძალიან უყვარდა ვატო..
ვატოს სევდიანად გაეღიმა და თავი დამიქნია.
-მაშინ წავედით.-ვუთხარი და მეტროსკენ წავედით.

კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე და ნათიამ გაგვიღო.
-გამარჯობა ქალბატონო მარიამ,მობრძანდით.
-გამარჯობა ნათია,მიდი შედი-გზა ვატოს დავუთმე.
სასტუმრო ოთახში შევედით და ბაბუა დავინახეთ,რომელიც წიგნს კითხულობდა ისე,რომ არც ამოუხედავს ჩვენსკენ.
-მარიამ მოხვედი შვილო?
-კი ბაბუა და თან ვიღაც მოგიყვანე.
-ვიინ?-წიგნი დახურა და ამოგვხედა.
ვატომ გაუღიმა..ბაბუა გაშტერებული უყურებდა რამოდენიმე წამი..ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა.
-ვიცი ვინც ხარ შვილო.-ხელები სახეზე გადაუსვა-ჩემი ლალიკოს შვილი ხარ..მასავით ზღვისფერი თვალები გაქვს..ვატო ხო? მარიამმა ბევრი რამ მიამბო შენზე.-პატარა ბავშვივით მოსდიოდა ცრემლები ბაბუას.
ვატოს შევატყვე,რომ თავს უხერხულად გრძნობდა ამ სცენის მომსწრემ ვერც მე შევიკავე ცრემლები..
-ბაბუა ნუუ აატირებ ამხელა ბიჭს-გავიცინე და ცრემლები მოვიწმინდე.
-მე..მე ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა.
-პავლე..პავლე ბაბუა დამიძახე ან უბრალოდ ბაბუა.
-წავალ ნათიას დავეხმარები თქვენ ისაუბრეთ ბევრი გექნებათ სალაპარაკო..-ღიმილით დავტოვე ახლადგაცნობილი ბაბუა და შვილიშვილი.
-ნათია ლეპტოპი შეგიძლია მომიტანო?
-რათქმაუნდა.
მეილი შევამოწმე უტელეფონობა მაწუხებდა...ირაკლის მეილზეც კი ქონდა მონაწერი. არცერთი წერილი არ გავხსენი. საათს დავხედე სამის წუთები იყო და იმ მაღაზიაში უნდა ვყოფილიყავი,რომელშიც გადამანაწილეს.
ყავა დავლიე და სასტუმრო ოთახში გავედი.
-მარიამ სად ხარ მოდი ჩვენთან-ბაბუაც და ვატოც ძალიან ბედნიერები იყვნენ.
-ბაბუა უნდა გავიდე რაღაც საქმე მაქვს-მივედი და ლოყაზე ვაკოცე.-კარგად მამიდაშვილო-ხელი ავუქნიე ვატოს და სახლიდან გამოვედი.
ნომრების მიხედვით მივუყვებოდი ქუჩას,რომ მივაგენი სიხარულისგან რამექნა არვიცოდი,თუმცა სიხარული მაშინ გაქრა,როდესაც იმ მარკეტში აღმოვჩნდი,სადაც კარის გამოჯახუნებით ვთქვი აღარმოვალთქო. ალბათ ის ბიჭიც აქ არის ვაკანსიები არგვაქვსო,რომ მითხრა და პანიკები ავუტეხე.
ღმერთოჩემო. კარი შევაღე და დაქირავებული დეტექტივივით ფრთხილად მივუყვებოდი გზას.
-გამარჯობა-ხმა დავიწვრილე და მოლარეს მივმართე-სტაჟირებაზე ვარ მოსული.
-ლიკა სტაჟირებაზე არიან-გასძახა და ვიღაც გოგო გამოჩნდა.
-გამარჯობა,ჯაბა ფორმა მიეცი-ერთერთ კონსულტანტს მიმართა.
-გამომყევი-დაბნეული მივყვებოდი და თვალებით იმ ტიპს ვეძებდი.
ისევ იგიგე კაბინეტში შევედით და რაღაც მაისური მომცა,რომელიც საშინელი ფერი იყო.
-ჩაიცვი და დარბაზში გამოდი.-მომაძახა და გავიდა.
-კარი ჩავკეტე და ძვლივს გადავიცვი,ღმერთო ეს რა ჯანდაბააა?-საკუთარ თავს სარკეში ჩავხედე და რამის ვიტირე.
დარბაზში გავედი და აქეთ იქით დაბნეული ვიყურებოდი ყველას თავისი საქმე ქონდა და ჩემთვის არავისეცალა.
-ხაზში შედი-მითხრა ლიკამ.
-საად?-თვალები დავაჭყიტე და მიმოვიხედე.
-გასტრონომიაში-მიმანიშნა ძეხვეულის დახლზე.
-კარგი-როგორც ეძახდნენ “ხაზში” შევედი და ქერა თმიანი ქალი დამხვდა.
-გამარჯობა-მივესალმე და ქუდი დავიხურე,რომელიც ყუთებზე იდო.
-გამარჯობა,სტაჟიორი ხარ ხო?
-კი.
რაღაცეები მასწავლა,მაგრამ ეს იყო კატასტროფა სერიოზულად,ძეხვებს,რომ ჭრიან სლაისერი ქვია..რამის თითი მოვიჭერი,თუ ეგრევე არ გამოწევ იმ ძეხვის ნაჭერს იხვევს და აქეთ იქით ჰაერში ისვრის.
დანა გავწმინდე,რომ ძეხვი გამეჭრა,ავწონე და შემოვტრიალდი,მომხარებლისთვის უნდა მიმეწოდებინა,რომ ის ბიჭი დავლანდე...ადმინისტრატორი.
ვაიმე დედა..ცელოფანი მივაწოდე და ზურგით შევტრიალდი..შემდეგ კი ძირს დავიხარე ვითომ თასმას ვიკრავდი.
-თეო აღრიცხვის ფურცელი მომაწოდე რა-ნაცნობი ხმაჩამესმა და უფრო დავიხარე.
-მარიამ მიაწოდე რა-თეომ გამომიწოდა და მეც დაჭყანული სახით წამოვდექი თავი ჩავხარე და ფურცელი გავუწოდე.
-ერთი ამათვალიერა და კაბინეტში შევიდა.
-თეო ეს ვინარის?-ვითომ არვიცოდი ისე ვკითხე.
-ადმინისტრატორი აკაკი ქვია,თუმცა კაკის ვეძახით..მას უნდა შეუთანხმო როდის მოხვალ როდის წახვალ და ა.შ. ერთი სიტყვით შენი უფროსია.
თითოეული სიტყვა გულს მიწვრილებდა.
კაბინეტიდან გამოვარდა და უცბად მომაძახა ისე,რომ არც შემოუხედავს.
-შენ საიდანღაც მეცნობი-შემდეგ შეუხვია და იქვე რაღაცეების გასწორება დაიწყო და გამომხედა.
ვსო მორჩა წავედი აქედან.
-მე?-ნერვიულად გავიცინე და მეორე მხარეს გავიხედე-ჩემს წინ დადგა და თვალებში გამომწვევად მომაშტერდა.
-ხო შენ-მწვანე თვალები მომანათა და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.
-მე..არვიცი..-თვალებში ვერ ვუყურებდი და ალბათ პომიდორივით წითელი ვიყავი იმწამს.
-კარგი.-უცბად მომაშორა თვალბი და თავის საქმეს დაუბრუნდა.
საშინელი დღე იყო ისე დავიქანცე,როგორც არასდროს. კაკი თავის საქმეს აკეთებდა..გადავიცვი და კარისკენ წამოვედი.
-ხვალ 3 ზე მოდი.-არც შემოუხედავს ისე მითხრა.
-ვერ მოვალ-ინსტიქტურად მივახალე არვიყავი მიჩვეული მბრძანებლობას.
-უკაცრავად-სკამიანად შემოტრიალდა.
-ხო ვერ მოვალ სკოლა მაქვს.
-აჰ კარგი,მაშინ როდის?
-4 ზე მოვასწრებ.
-კარგი.
სახლის გზას დაქანცული მივუყვებოდი ისევ ის შავმინებიანი მანქანა დამხვდა უკვე ყელში ამომდიოდა ეს ყველაფერი მანქანისკენ წავედი და ფანჯარაზე დავაკაკუნე შუშა ვიღაც კაცმა ჩამოწია.
-გისმენთ.
-მისმენთ? 2 დღეა ჩემს სახლთან “აბირჟავებთ” ლადო ჭავჭავაძეს გადაეცით,რომ არანაირი უფლება არაქვს ასე მითვლათვალოს თუ ასე გაგრძელდება მე მას ვუჩივლებ.
-ჩვენ ლადო ჭავჭავაძეს არ გამოვუგზავნივართ ქალბატონო მარიამ.
-ოჰ მართლა? აბა ვინ?
-მე-უკანა შუშა ჩამოიწია და ირაკლი დავინახე.
-ო ღმერთო! რათქმაუნდა ისევ შენ!-ხელები ავიქნიე და სახლისკენ წავედი.
ირაკლი მანქანიდან გადმოვიდა და გამომყვა.
-მარიამ უბდა გელაპარაკო თან სასწრაფოდ.
-მომისმინე ირაკლი!-შევტირალდი და დისტანციისთვის ხელით შევაჩერე.-ეს შენ არგეხება გასაგებია?ეს ჩემი ოჯახის საქმეა,მე შენთვის არასდროს მითქვამს,რომ ცოლად გამოგყვებოდი და არც იმის იმედი მომიცია,რომ შემიყვარდებოდი და საერთოდაც იმიტომ შეგხვდი,რომ ნირმალური ცხოვრება მსურდა,ისეთივე,როგორიც სხვა გოგონებს აქვთ.
-ვიცი მარიამ,მაგრამ მაინც მინდა,რომ გელაპარაკო ყველაფერი იმაზე რთულად არის ვიდრე გგონია.
-კარგი ვილაპარაკოთ.
სახლის კარი გავაღე და შიგნით შევედი.
ირაკლიმ უკან მიიხურა კარები და შემომყვა.
-ყავა გინდა?
-დიდი სიამოვნებით დავლევ შენს გაკეთებულ ყავას.
ყავა დავასხი და მაგიდასთან დავსხედით.
-გისმენ ირაკლი.
-ყველაფერი დაახლოებით 5 თვის წინ დაიწყო მამაშენი მაშინ გავიცანი. ჩემს ოფისში მოვიდა და დახმარება მთხოვა არმინდა არასწორად გაიგო,მაგრამ “კრიმინალურ ავტორიტეტებთან” შეთანხმება მაქვს დადებული რის საფუძველზეც ისინი მიცავენ და მიგვარებენ სხვადასხვა საქმეებს. მამაშენს ერთ-ერთი კრიმინალი დიდიხანი ემუქრებოდა ბიზნესებში ეჩრებოდა და ბოლოს ოჯახზე კონკრეტულად კი შენზე გადმოვიდა. ქუჩებში დაგყვებოდა ყველგან იყო შენს გარშემო. ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღეთ,რომ ცოლად თუ გამომყვებოდი ვეღარ გაბედავდა შენს კუდში დევნას. იმდღესაც რესტორანში მითხრეს,რომ სკოლაში შენი საბუთები მოიპარა და სადღაც ახლომახლოს იყო შენთან. მარიამ საფრთხეში ხარ,მაგრამ თუ უფლებას მომცემ მე შენ დაგიცავ.
ამ ისტორიას ვუსმენდი და თავში უამრავი რამ ამომიტივტივდა. შავშუშებიანი მანქანები,შავებში ჩაცმული მამაკაცები,რომლებიც მეგონა,რომ ლადომ დაიქირავა. რამდენიმე წამი შიშმა ამიტანა.
-ჩემი მოკვლა უნდა?!-ირაკლის გადავხედე და ნერვიულობისგან ხელები გამეყინა.
-არა,შენით არის შეპყრობილი. ავადმყოფია მარიამ.
-გასაგებია.
ყავა მოვსვი და აივანზე გავედი. ძალიან დიდი შიში ვიგრძენი.
ირაკლი უკან ამომიდგა და ხელები წელზე შემომხვია.
-მომისმინე მარიამ-ყურში ჩამჩურჩულა და თავი ჩემს მხარზე ჩამოდო-მთავარი მიზეზი,რატომაც დავთანხმდი მამაშენს შენხარ.
თითქოს თავში მძიმე,რაღაც ჩამცხესო ირაკლის ხელები მოვიშორე და მისკენ შევტრიალდი ძალიან ახლოს იდგა.
-და,რომ მომაგნოს? სადმე რომ გამომიჭიროს? მერე რავქნა ირაკლი? შიშში ცხოვრება არმინდა.-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-სისულელეებს ნუ ამბობ მარიამ-თან ცრემლებს მწმენდდა-დამშვიდდი,კარგი?-ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.-ვიცი,რომ ძლიერი გოგო ხარ ახლა გამოიჩინე ის სიკაპასე ჩემს მძღოლს,როგორც ეჩხუბე წეღან-გამიცინა.
-თან წიწაკის სპრეიც აქ მაქვს.-გავიცინე და ჯიბიდან ამოვიღე.
-კარგი წავალ ახლა მე-ჭიქა მაგიდაზე დადო და კარისკენ წავიდა.-მართლა მარიამ..გავიგე ტელეფონი მოისროლაო და სასტუმრო ოთახში,რაღაც დავტოვე-თვალი ჩამიკრა და კარი მიიხურა.
-ირაკლი არმჭირდება საჩუქრები!-მივაძახე გამეცინა და ეგრევე სასტუმრო ოთახში გავარდი..ტელეფონის ყუთი იდო ძვლივს ჩემი მობილური ისევ iphone x მშვენიერია. ხელში ავიღე და ამჯერად შავი იყო.
ირაკლის მესიჯი მოვიდა და გავხსენი.
-იმედიმაქვს მოგეწონა,ზარებს უპასუხე ჩემი დაცვა 24 საათის განმავლობაში შენგარშემო ტრიალებს,ძილინებისა.
გავიღიმე და გულში სითბო ჩამეღვარა.
ნეტა ვატო და ბაბუა რას შვრებიან?
მესენჯერში შევედი და ვატოს მივწერე.
-“ვატო რასშვრები?”
-“რავიცი პიცას ვჭამ შენ?”
-“რავიი არაფერს რაქენით შენ და ბაბუმ?” პ.ს პიცა მეც მინდა.
-“რავიცი ძალიან მაგარი კაცია ძალიან მიყვარს უკვე,გამო ჩემთან და ვჭამოთ”
-“მაინტერესებს თქვენი ამბები მეც ბევრი მაქვს მოსაყოლი და პიცაც მინდა”
-“წერეთლის 34.”
პალტო ჩავიცვი და გარეთ გამოვედი.
-ქალბატონო მარიამ-მანქანიდან ერთი კაცი გადმოვიდა.
-გისმენთ-ვიცანი,რომ ირაკლის დაცვა იყო.
-დაბრძანდით წაგიყვანთ.
-მადლობა მაგაზე დღეს უარს ვერ გეტყვით.-გავიცინე და მანქანაში ჩავჯექი.
ვატოსთან,რომ მივედი კარზე დავაკაკუნე და კარი ვატომ გამიღო,რომელსაც პირი მოსვრილი ქონდა.
-გამარჯობა-გავიღიმე და სახლში შევედი-ძალიან მოუწესრიგებელი სახლი იყო.
-შენი სახლია?
-არა,ნაქირავებში ვარ.
-რატომ?
-დედაჩემი,რომ გარდაიცვალა იქაურობა გადავწვი.
-ხო მესმის.
-მოდი აქეთ-დივანზე დავჯექით და პეპერონის ყუთი გავხსენით.
ჯოისტიკები ავიღეთ და ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.
-ბაბუმ რაო?
-თუთქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ სათევზაოდაც ვაპირებთ წასვლას შენ არწამოხვალ?
-არაა თევზაობა არაა ჩემი სტილი.
კარზე ბრახუნი ატყდა თამაში დავასტოპეთ და შიშისგან ფეხზე წამოვხტი მომაგნეს?!

პ.ს ესეც მეექვსე თავი იმედიმაქვს მოგეწონებათ.



№1  offline წევრი დარინა

იმედია ირაკლია და მარიამის დაცვას შეძლებს, რა ვქნა მე რატომღაც მომეონს ირაკლი, მინდა ვატოსთანაც გამოასწოროს ურთიერთობაა.

 


№2  offline წევრი Takk.22

ირაკლის და მარიამის სიყვარულს ველი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

უბრალოდ ვერ გავიგე ამ მარიამს ვინ მოსწონს :დ თუ ირაკლისთან აპირებს ყოფნას ცოტა გამოკვეთე მათი ურთიერთობა, თუ სხვა უნდა გააცნო და შეაყვარო მაშინ ეგეც გამოკვეთე. :დ <3

 


№4 სტუმარი გცხ

სტუმარი ნათია
უბრალოდ ვერ გავიგე ამ მარიამს ვინ მოსწონს :დ თუ ირაკლისთან აპირებს ყოფნას ცოტა გამოკვეთე მათი ურთიერთობა, თუ სხვა უნდა გააცნო და შეაყვარო მაშინ ეგეც გამოკვეთე. :დ <3

ზუსტად მაგას ვფიქრობ :დ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent