ერთადერთი? ( VIII თავი )
ისევ ის ადგილი, დამწვარი საბურავების სუნი, ბოლი და საშინელი ხმაური. ისევ იქ იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ახლა სანდრო ედგა გაფითრებული სახით და საჭესთან კი გაბრიელი. სახეს კარგად ვერ ხედავდა მაგრამ მაინც ხვდებოდა რამდენ სიამოვნებას იღებდა საჭეზე ჩაფრენილი ლიპარტელიანი. თვალები უნათებდა და ახლა ნამდვილად შეეიძლებოდა გვეთქვა რომ უბედნიერესი იყო. ფანჯრიდან ხედავდა ანნას შეშინებულ სახეს, სანდროს რომ ჩაფრენილიყო მკლავზე და ეგოისტურად სიამოვნებდა მის გამო აღელვებული გაბტიჭიძის ყურება. რბოლა დაიწყო და იქ მყოფთა ურავლესობას სუნთქვა შეეკრა. ასვალტზე საბურავების კვალი შავად ეტყობოდა, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა მკრთალი ბოლი. სუნი უფრო მკვეთრად იგრძნო და გაბრიელის მანქანას გაჰყვა თვალებით. უჭირდა თვალის მიდევნება, მანქანებში იკარგებოდა ხან მოსახვევებში, შეჯიბრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გადაუსწო კიდევ ერთ მანქანას და პირველ ადგილზეც გავიდა. ხალხი ახმაურდა, ყვიროდნენ და გამარჯვებულს ეხუტებოდნენ, უამრავი გოგო ჩამოეკიდა კისერზე და ერთი ორი ტუჩებისკენაც გაიწია მაგრამ ლიპარტელიანმა ტექნიკურად შეძლო მათი ჩამოშორება და უძრავად მდგომ სანდროსკენ და ანნასკენ წავიდა ⁃ გილოცაავ კიდევ ერთხელ ⁃ მადლობა, ცოტახანში წავიდეთ ხო? ⁃ კი წავიდეთ, ავღნიშნოთ თან ხვალ დასვენების დღეა და იმდენი უნდა დავლიო ჩემი თავი ვეღარ ვიცნო ⁃ რამ გაგამწარა სანდრო?- სიცილით კითხა ანნამ ⁃ გუშინდელი გაბრაზება არგადასვლია ამას აშკარად ⁃ უბრალოდ დალევა მინდა ხალხნო რა გჭირთ? ⁃ წავიდეთ სანამ ჩვენი სისხლის დალევა დაიწყო ამან საღამოს ძალიან კარგად ატარებდნენ სანამ სანდრომ ელენე არ შეამჩნია ბარში. თავიდან შორიდან აკვირდებოდა როგორ მხიარულობდა, ცეკვავდა და გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევდა, ბიჭებიც თვალშისაცემად აქტიურობდნენ. სიბრაზე უკვე ტვინში ასხავდა, რატომ ბრაზდებოდა არ იცის. რა უნდოდა სკოლის მოსწავლეს ბარში? ალკოჰოლის მიღებასაც კი არ ერიდებოდა. - ნიკო გამარკვევ არასრულწლოვნებზე რატომ ყიდი ალკოჰოლს? ⁃ რას ვშვები?? მეღადავები? ⁃ ბიჭო რას გეღადავები, ის შავთმიანი გოგო რომ იჭყიპება ვერ ხედავ? ⁃ პირადობა მანახა.. სრულწლოვანია ⁃ ჰმ სრულწლივანი? იცოდე წყლის გარდა არაფერი მისცე მაგას გაფრთხილებ ⁃ ანუ დამაგოიმა? ⁃ კიი საკმაოდ კარგადაც ⁃ - ⁃ გამარჯობა ღლაპო ⁃ შენც არ მყავდე მხცოვანი რაა ⁃ ნუ საკმარისად დიდი ვარ იმისთვის რომ ყალბი პირადობებით სასმლის ყიდვა აღარ მომიწიოს- მის სიტყვებზე ფერები გადაუვიდა ⁃ რეებს ბოდავ ⁃ ჩემზე უკეთ იცი ⁃ შენი საქმე არაა რაცარუნდა იყოს ⁃ უკვე ყელშია შენი ქცევები- ხმა ვერ გააკონტროლა ბერიძემ ⁃ შენ ნორმალური ხარ საერთოდ? როგორ ფიქრობ ყვირილის უფლება გააქვს? ⁃ წყობილებიდან რატომ გამოგყავარ? ⁃ შენს გამო სახლში ვერ დავჯდები მშვიდათ რომ იყო ⁃ მაგას არავინ გეუბნება. კაი დაემშვიდობე ყველას.. მივდივართ ⁃ უკაცრავად??? ⁃ არ მინდა ყვირილი კამათი და ქაჯივით მოქცევა, უბრალოდ წავიდეთ, ფხიზელი არ ხარ და არც ამ ვიღაცეებთან ერთად დარჩები ⁃ ჩემი მეგობრები არიან ⁃ შენი მეგობრები რომ იყვნენ ასე დათრობის ნებას არ მოცემდნენ და კაბისქვეშ ფათურის მცდელობებიც არ ექნებოდათ ⁃ მასე არაა!!! ⁃ არაა და ნუ არის... ანნაც აქაა არ ნახავ? ⁃ ვაპირებდი სხვათაშორის მაგრამ შენ და შენი ძმაკაცი რომ იყავით გადავიფიქრე ⁃ ანუ ჩემს გამო მასაც არ ნახულობ?-გაეცინა პასუხისგან გაკვირვებულმა ⁃ არა შენი ძმაკაცი არ მომწონს ⁃ და მე მოგწონვარ ანუ ⁃ არა! ისე ნუ იგებ როგორც გაწყობს ⁃ აბა როგორ გავიგო ⁃ შენს ძმაკაცს ანნა მოსწონს ⁃ საიდან მიხვდი? ან რა შუაშია ეგ ⁃ ნახე როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს- მათი სასაუბრო თემა ისე შეიცვალა თავადაც ვერ მიხვდნენ. ახლა ოროვეს წყვილისკენ ჰქონდათ მზერა და აკვირდებიდნენ, მართლაც შორიდანვე შეამჩნევდით გაბრიელის თვალებს და ანნას გულწრფელ ღიმილს, აშკარად ერთმანეთს გაუგეს ძალიან კარგად- გიგა ვერ შეძლებს ყურებას ⁃ შენმა ძმამ არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა ⁃ დებილია! და უარეს დებილობებს აკეთებს ⁃ არაა დებილი, იცის რომ ანნა ბედნიერებას იმსახურებს ⁃ და გგონია ანნა მასთან ბედნიერი იქნება? ⁃ მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი და მისი გადასაწყვეტია თავის ცხბრებაში ვინ ეყოლება ⁃ ისიც ატკენს! გიგაზე მეტად! ⁃ მგონი ცდები! ბავშობ, ნასვამიც ხარ და უბრალოდ აღიარე რომ ანუშკი მხოლოდ შენი ძმისთვის გემეტება და ასე მაგიტომ ამბობ ⁃ არა არ მემეტება, ახლა არა, ყოველშემთხვევაში ⁃ კარგი წამოდი ჩვენს მაგიდასთან და მე წაგიყვან სახლში ⁃ თავად წავალ ⁃ თავიდან დავიწყო? ⁃ ქაჯი! ⁃ ღლაპი! ყველას დაემშვიდობა და ანნას მაგიდასთან გადაინაცვლა ⁃ ელე როგორ ხარ?- თბილად მოიკითხა ⁃ კარგაად შენ? უნივერსიტეტი როგორ მოგწონს? ⁃ ძალიან კარგია. ცოტახანში შენც მიხვდები რამხელა ნახტომია ცხოვრებაში ⁃ ხომ იმედია მივხვდები- გაბრიელს კულტურულად არ იმჩნევდა- აშკარა იყო ბავშურად ბრაზობდა მასზე, თითქოს მის ძმის მეტოქე და მტერი ეჯდა წინ. ნერვები ეშლებოდა ასეთი მხიარული და კარგი ადამიანი რომ აღმოჩნდა, ანნას ასე თბილად რომ ექცეოდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა იქნებოდა მის ადგილას გიგა რომ ყოფილიყო? ერთხელ მაინც მოქცეულიო ანნასთან გაბრიელის მსგავსად, დაენახებინა რომ ტირანი არაა... ცოტახანს კიდევ იყვნენ, მეტწილად ანნა და ელენე ლაპარაკობდნენ, ტელეფონის ხმა რომ გაიგო, გიგა ურეკავდა მოვალ და წამოგიყვანო მაგრამ სასწრაფოდ უარყო სანდროს მოვყავარო- არ უნდოდა იქ მისულიყო მისი ძმა, თითქოს იცავდა, რომ არ ენახა გაბრიჭიძე და ლიპარტელიანი ერთად. არაფერს შეიმჩნევდა მაგრამ ეს ფაქტი გაანადგურებდა მას, რაცარუნდა უარყოს დასთან ანნას სიყვარული, მან უკვე წლებია იცის როგორ უყვარს. ვერასდროს ხსნიდა მის ქცევებს, პირველად ორი წლის წინ ნახა ანნას ფოტო კომპიუტერში, თავის ძმას საიმედოდ რომ ქონდა ფაილებში გადამალული... აშკარად კლასში იყო გადაღებული ცოტა შორიდან. ჭერისკენ ჰქონდა თვალები აწეული და ფოტოშიც კარგად ხედავდა მის აცრემლებულ თვალებს... შემდეგ კიდევ ორი ფოტო შეემატა, იქაც ანნას თვალებზე კარგად შეამჩნევდით ცრემლებს... სამივე ჩუმად გადაღებული ჰქონდა აშკარად, ვერ ხვდებოდა მხოლოდ ამ ფოტოებს რატომ ინახავდა მისი ძმა, არაფერი უთქვამს ელენეს, იცოდა უფრო გაამწვავებდა სიტუაციას და უფრო ეცდებოდა გრძნბების დამალვას რაც ანნას მეტად ატკენდა. --/ პატარაა ვიცი, უბრალოდ მეტს ვეღარ შევძლებდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.