შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი(თავი 13)


21-03-2019, 16:00
ავტორი dara
ნანახია 1 805

-დემე ვინ არის?-თავი გამოყო ანამ-დედა?!-სახეზე მწარე ღიმილმა გადაურბინა და დედას მოეხვია.-შემოდი ...როგორხარ?
-კარგად!
-ანა გაგვაცანი ერთმანეთი ხო!...კარგი მეთვითონ...გამარჯობა ქალბატონო მაია მე დემეტრე ახვლედიანი ვარ ანას...
-დემეტრე!...მიიწვა მგონი იმან სამზარეულოში წამო!-ხელი ჩაავლო და გაათრია.-რა ვქნათ?
-რას გულისხმობ?
-ვერ ვეტყვით!
-რატომაც არა?!ყველა’ფერს ვეტყვით და ისიც გაიხარებს იმით რომ ბედნიერი ხარ!
-კარგი ...იქნებ არ ღირს?
-ღირს!-ყველა’ფერი უამბეს.
-რატო შვილო?არ გირჩევ სიცოცხლე ერთი წამიც არ დახარჯო გაგაწამებს სისხლს გაგიშრობს!-საცოდავის სახით დაუწყო ახსნა დემეტრეს.ბიჭმა კი ამაზე სიცილი დაიწყო.
-დედააა!
-კარგით ქალბატონო მაია მაშინ დავფიქრდები!-სერიოზული სახით უპასუხა ბიჭმა.
-დაფიქრდები ხო?დაფიქრდება თურმე მიდი და შეგრჩება თაკო!-ბალიში გაუქანა ანამ.
-კაი კაი ხო იცი შენ თავს არავინ მირჩევნია...წავედი ახლა და ხო იცი საღამოს ალექსთან უნდა წავიდეთ შევამოწმოთ ხო არიან ცოცხლები!-თვალი ჩაუკრა და სახლი დატოვა.
..................................................
საღამოს ალექსანდრესთან მივიდნენ კარი ბიჭმა გააღო.
-მობრძანდით!
- ალექსანდრე როგორ ხარ?ჭრილობა ხომ არ გტკივა?შენ რატო გააღე ის სად არის?-უცებ მიაყარა ანამ.
-კარგად რძალო დამშვიდდი ხო?
-აუუ...ალექსანდრე რძალოს ნუ მიძახი რა!
-კაი მოდი!
-ჩვენ მერე დავილაპარაკებთ!-გამაფრთხილებლად გახედა დემეტრემ.
-კაი რა იყო ერთხელ მიჩხუბია თუ ორჯერ!
-ბიჭო ცოტა ტეხავს ღლაპებთან რომ ჩხუბობ არა?
-გოგაც იმ ბიჭის ხელაა!
-გაა***!
-რას აკეთებ?-კითხა ანამ დაქალს რომელიც რაღაცის დაჭრით იყო დაკავებული.
-ეს არაფერს რძალო მე ვაკეთებ სპაგეტს და პომიდორი მაინც დაჭრას!
-ახლა შენ დაგჭრი დევდარიანო!
-არაა საჭირო ისედაც დაჭრილი ვარ!მიხედა შენ მაგას იქნებ ისწავლო რამე!
-ზარია მე გავაღებ!-წამოხტა ანანო.
-ვინმეს ელოდებოდი?
-ლიზა და რეზი იქნებიან!
-ჩემი მდფივანია რა გინდა ლიზა ვერ გავიგე!
-მეც მაგას გეუბნები რომ არ უნდა იყოს შენი მდივანი!
-თავისი საქმის პროფესიონალია!
-თუ მოკლე კაბები უხდება და კარგი მკერდი აქვს!
-ვის აქვს კარგი მკერდი?-ალექსანდრე მისაღებიდან გამოვიდა.
-ოჰ გაიგონა ბაბნიკმა!-შეუღრინა ანანომ.
-რა გჭირთ ხალხო?-ანანოს სიტყვები დააიგნორა და ისევ წყვილს მიუბრუნდა.
-ნერვებს მიშლის!-ორივემ ერთდროულად უპასუხა.
-როგორ?
-ეჭვიანობს-თვალები აატრიალა რეზიმ.
-რა გაეჭვიანებს?-ლოგიკური კითხვა დასვა ანამ.
-გემუდარები დემეტრეს მდივანი ნახე რა!იქნებ მასაც უმოკლესი კაბა აცვია...დარწმუნებული ვარ შენ რომ თხოვო დაუფიქრებლად გაუშვებს!-ბოლო სიტყვები უფრო რეზის გასაგონად თქვა.
-არ გავუშვებ...იმიტომ რომ პროფესიონალია და თან ახლის ძებნა მაგრად მეზარება.-დაუფიქრებლად წარმოთქვა დემეტრემ,ამაზე კი ანმ თვალები ქაჩა.
-რას არ იზამ ...ვინ არის ასეთი?ჩემზე წინ რომ დგას?
-ანამ ნამდვილი სახის გამოჩენა დაიწყოო!-ახარხარდა ანანო.მაგრამ უეცრად ალექსის ხმა მოესმა.
-შენ დაამთავრე რაც დაგავალე?
-ტირანი ხარ რა!-ამოიბუზღუნა გოგომ.
-პომიდორს მიხედე!-ანანო გაბუსხული გავიდა სამზარეულოში ალექსიც უკან გაყვა.
-რა ჭირთ ამათ?-თვალები ააჟუჟუნა რეზიმ.
-მიხვდი შენც?-იგივე სახით გახედა დემემ.
-რა მიხვედრა უნდა...-ხელი აიქნია ლიზამ-საინტერესოა თვითონ როდის მიხვდებიან?
-ისე ამბობ ჩემო ლიზაჩკა ვითომ შენ ეგრევე მიხვდი!-ხელი მოხვია რეზიმ.
-დიახაც საერთოდ მე შენ გელოდებოდი!
-აშკარად დაიგვიანე რეზიკო!-სიცილით უთხრა ანამ.
-მე ხომ მივხვდი ადრე?-უკნიდან მოეხვია დემე.
-აბა!გვრიტებო მორჩით სიხარულობანას და მოშორდით ერთმანეთს!-ოთახში შემოვარდა ანანო,უკან ისევ ალექსი მოყვებოდა.
-ბრეგაძეეეე!
-კაი ხო რა იყო? აბა რა ფილმი ვუყუროთ?
-რომანტიკული!-ერთად განაცხადეს ანამ და ლიზამ.
-საშინელებათა!-ყველა დანარჩენმა.
-კაი რა !
-ყველა თავის თავზე ფიქრობს რა!თქვენ რა გენაღვლებათ ჩაეხუტებით შეყვარებულებს,მე კიდე ამ ღამესაც ამ მონსტრთან უნდა ვიყო!-აბუზღუნდა ანანო.
ბოლოს რეზი და დემე გოგონების მხარეს გადავიდნენ.
-თქვენც კაი მოღალატეები ხართ რა!
-აბა აბა!-დაეთანხმა ალექსანდრე.
-გაიგონეს ჩახუტება და გადაიფიქრეს!-ისევ აგრძელებდა ანანო.-აი საშინელებას თუ ჩავრთავდით ჩახუტება მერე გენახათ რო შემოგახტებოდნენ შეშინებულ გულზე.იყავით ახლა ესე!
ანანოს შუა ფილმის დროს დაღლილს ჩამოეძინა,ბავშვები მალევე წავიდნენ ალექსანდრემ კი ხელში აიყვანა და ოთახში წაიყვანა ისე რომ თავისი ჭრილობა არც გახსენებია.
-რა ცუდი გოგო ხარ!ნერვებს მიშლი!...ჩემი ნანო ხარ და მაინტერესებს ამას როდის მიხვდები!-ამოიხვნეშა.ანანომ კი სახე მის ყელში ჩარგო და ცხვირი გაუხახუნა.ალექსანდრეს ჟრუანტელმა დაუარა.-ცუდი გოგო ხარ!ნუ მიწვწვ რა!-საწოლზე ფრთხილად დააწვინა გამოიცვალა და ამჯერად თავად ჩაყო სახე მის თმებში!
....................................
სანამ ბავშვები ფილმს უყურებდნენ გაბრიელი ისევ ნატასთან წავიდა.
-ისევ შენ?
-შემომიშვებ?-გაუღიმა და საყვარლად შეხედა.
-კარგი ხო!შემოდი!-გაიწია და სახლში შეატარა-ოღონდ იტყვი რა გინდა და წახვალ!
-როგორ ხარ!რამდენი ხანია არ მინახიხარ!
-იტყვი ბოლოსდაბოლოს რა გინდა?
-რა ვიცი აბა?მომწონს როცა იბნევი!-ახლოს მივიდა და ზემოდან დახედა.ნატა უკვე მართლა ცუდად იყო არ შეეძლო მასთან ასეთი სიახლოვე.
-შენ მგონი ძაან ხალისობ ხო ჩემი მდგომარეობით! რა იყო შენზე შეყვარებული ქალები შემოგელია?მიყვარხარ მაგრამ გადაგიყვარებ სულ ტყუილად გიხარია!-გაბრიელი ღიმილით უსმენდა მყვირალე გოგოს,ბოლოს ვეღარ მოითმინა,მოკვდებოდა ნატას დაბურცული ტუჩების გემო რომ არ გაეგო.ნატაც აყვა კოცნაში თუმცა ამ დროს მის ერთ ნაწილს საკუთარი თავი სძულდა ამ ბიჭის ერთი დღის გასართობად რომ გადაიქცა,მეორე კი საყვარელი კაცით ტკბებოდა!
***
დილით როცა გაიღვიძა წელზე გაბრიელის ხელი იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა ,თუმცა მალევე გაახსენდა რომ ეს მხოლოდ ერთი ღამე იყო,ამიტომ სწრაფად მოიშორა ხელი და ადგომა დააპირა.საკუთარი სახლიდან უნდოდა გაპარვა, მაგრამ ხელმა შეაჩერა.
-საით გაგიწევია?-ხრიწიანი ხმა ჰქონდა ლიპარტელიანს.
-უნდა წავიდე!...სამსახურში!
-არ გინდა დღეს გაენთავისუფლო და სადმე წავიდეთ?-საყვარლად გაუღიმა.
-რა იყო არ გეყო გუშინდელი?-ირონიულად გახედა ბიჭს.
-რაა?
-ხომ მიიღე რაც გინდოდა ხოდა მორჩა ამიერიდან აღარ შევხვდებით...ნუ ღელავ მე ხომ ეს ისედაც ვიცოდი!-თვალზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა.
-რა გოგო?!შენ ნორმალური ხარ ვაფშე?ანუ მე ვარ ცხოველი რომელმაც გამოგიყნა და ახლა მიგაგდებს ხო?-ღრიალებდა ლიპარტელიანი და თან მუშტი მიარტყა კედელს.-შენი აზრით სხვა ქალი არ არსებობს შენთან რომ არ მოვსულიყავი?მე ვარ სულელი რომ ვიფიქრე რამეს მიხვდებოდი...კარგი!როგორც გინდა!-ნატამ სასწრაფოდ აიღო ტანსაცმელი და სააბაზანოში შევარდა,იქვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.დიდხანს იდგა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ..როცა გამოვიდა გაბრიელი იქ აღარ დახვდა,ისევ განადგურებული დაეცა საწოლზე იმ ბალიშს მოეხვია რომელზეც გაბრიელს ედო თავი და ტირილი გამაგრძო.არც გაბრიელი იყო უკეთეს დღეში სწრაფად ჩაჯდა მანქნაში და ქალაქგარეთ წავიდა.
...............................
დილით ანანომ ისევ ცადა თავის დაღწევა მაგრამ ალექსანდრენ ისე დაქაჩა პირდაპირი მნიშვნელობით მასზე დავარდა.
-რას აკეთებ?-თვალები ქაჩა გოგომ.
-დაძინებას ვცდილობ!-თვალებდახუჭულმა მიუგო ბიჭმა.
-მერე მე გამიშვი და დაიძინე!
-ვერ დავიძინებ შენს გარეშე!
-რაა?!
-მიყვარხარ!-ისევ თვაელბდახუჭულმა უთხრა.
-მეღადავები?!-წამოიყვირა ანანომ.
-სრული სერიოზულობით გეუბნები და ვიცი რომ შენც გიყვარვარ ამიტომ სულ ტყუილად აპირებ წიოკს და ჩემს გაღადავებას!-ანანოს ისტერიული სიცილი აუტყდა.-რა გაცინებს გოგო?!
-ყველაზე არარომანტიული კაცი ხარ დევდარიანოო!-უთრა და ტუჩებზე დააკვდა.
ისევ ტელეფონის ზარი.ისევ ანანოს ტელეფონი.
-გეფიცები ტელეფონს დაგიმტვრევ!-ამოიხვნეშა ალექსანდრემ.
-გისმენ რა გინდაა?-ჩაყვირა ტელეფონში.
-რა გაყვირებს გოგო!ალექსანდრეს ამბავი მაინტერესებდა რა იყო?-მოისმა ანას ხმა.
-საოცარი სიზმარი გააფუჭე!..კარგად არის აღარ დარეკოო!-ჩაყვირა და გაუთშა.-ალექსანდრეე!შენი თვალებიი!
-რა სჭირს ჩემს თვალებს?
-ლურჯია!ნაცრისფერი არ იყო?
-გასაგებია გრძნობების მიხედვით იცვლება!ყველას სხვადასხვა ფერი უყვარს!
-მაშინ მე ლურჯი მიყვარს!.....კარგი ყავა მინდაა! წავედი!-უცებ წამოხტა და გავარდა.



№1  offline წევრი ნინ ია

მხიარული ისტორიაა და მომწონს ეს წყვილები <3

 


№2  offline წევრი dara

ნინ ია
მხიარული ისტორიაა და მომწონს ეს წყვილები <3

მადლობა ძვირფასო რომ იცოდეთ როგორ მამხნევებს თქვენი კომენტარები

 


№3 სტუმარი anno123

აი პირდაპირ გულს გაუხარდა ახალი თავი :დ არდააგვიანო ❤❤

 


№4 სტუმარი Melusi

ძალიან მაგარი ისტორიაა ველოდები შემდეგს❤❤

 


№5  offline წევრი sofi_sofiaa13

როგორც იქნა მიხვდნენნ რაა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent