შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (თავი 4)


22-03-2019, 00:08
ავტორი BvBArMy
ნანახია 10 020

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც მთელი ძალით მირტყავდა ჩაქუჩს. ჩემი და არაბულის გუშინდელი დიალოგი გამახსენდა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. მერე ჩემს ბალიშს გადავხედე, რომელსაც ცრემლებისგან დარჩენილი სისველე ისევ შერჩენოდა და საკუთარ თავზე გავბრაზდი ასეთი სუსტი რომ ვიყავი. ისე შემომეპარა ბერდიას მიმართ გრძნობა, რომ ვერაფერს ვერ მივხვდი.გაურკვევლობაში ვიყავი ცოტაც და შევიშლებოდი. ვერ ვხვდებოდი, რის თქმას ცდილობდა გუშინ არაბული და რატომ ვიყავი საფრთხეში, ან თვითონ რა დააშავა და რატომ იყო ასეთი აღელვებული. ფიქრებიდან ნატუკას ხმამ გამომიყვანა.
-ირინა.-კარზი მიკაკუნებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. უცბათ წამოვდექი და კარი გავაღე.
-გიჟი ხარ? რა გაღრიალებს? -გაბრაზებულმა ვუპასუხე და ტელეფონს დავწვდი.
-გოგო, ცოტა ხანში მივდივარ. მოემზადე, ვჭამოთ რამე და წავალთ.-საწოლზე ჩამოჯდა და მივხვდი გასვლას არ აპირებდა.
-მე უკვე მზად ვარ.-რაც შემეძლო მხიარულად ვუთხარი და თმა ავუჩეჩე. დემნა სულ ასე მიკეთებს ხოლმე და მეც იმდენად შევეჩვიე ნატუკა გაგიჟებული მყავდა. ჩემი ძმის გახსენებაზე მონატრებამ შემომიტია და იმდენად მომინდა ჩავხუტებოდი ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. მე და დემნას შესაშური ურთიერთობა გვქონდა. და-ძმა კი არა ძმაკაცები ვიყავით. არასდროს არ დაგვიმალავს ერთმანეთისთვის რამე. არ არსებობდა თემა, რომელზეც შეგვრცხვებოდა ერთმანეთთან საუბარი. ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, მაგრამ, როცა ერთად ვიყავით პატარა ბავშვები ვხდებოდით. ახლა უკვე 2 თვე იყო გასული, რაც მივლინებით გერმანიაში იყო წასული და მალე თუ არ ჩამოვიდოდა, ალბათ ფეხით ჩავაკითხავდი.
-ირინა, გესმის? -ხელი თვალებთან ამიფრიალა ნატუკამ და გაბრაზებულმა შემომხედა.
-ბოდიში. დემნა მომენატრა და ჩავფიქრდი. რას მეუბნებოდი? -ღიმილით შევხედე და ისევ თმა უნდა ამეჩეჩა ხელი, რომ დამიჭირა. გამეცინა.
-ვაიმე, ჰო იცი, რომ არ მიყვრს თმას რომ მიჩეჩავ? -გაბრაზებულმა შემომხედა და თავზე ხელი გადაისვა.-რა ხდება ბერდიასთან? -გამომცდელად შემომხედა.დავიბენი. არ ვიცოდი რა მეთქვა. გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა.
-არაფერი. თუმცა შეიძლება მომხდარიყო…-თვალები მაღლა ავატრიალე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-რაა? -თვალები გაუფართოვდა ნატუკას. -სასწრაფოდ მოყევი რა და როგორ იყო. -თითი დამიქნია.არაფერი არ დამიმალავს. ყველაფერი მოვუყევი და რეაქციას დაველოდე. გამოშტერდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირი ღია ქონდა და თვალები დაქაჩული.
-გიყვარს.-ჩუმად ჩაიჩურჩულა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო ჩაფიქრებულმა გამომხედა. -გუშინ, საპირფარეშოში, რომ გავედი ბიჭების ლაპარაკს მოვკარი ყური. ბიჭები ბერდიას ელაპარაკებოდნენ რაღაცებს.გიყვარს და ასე მარტივად არ უნდა დათმო და უარი არ თქვა შენს ბედნიერებაზეო. -თვალებ გაფართოებული ვუსმენდი ნატუკას.-მერე ბერდიამ ცხოვრებაში ასე არავინ მყვარებიაო, სულ მინდა ჩემთან იყოს, მაგრან ჩემს სუსტ წერტილად ვერ გავხდი, ის გაიგებს და საფრთხეში იქნებაო. ირაკლიმ ისეთი რაღაცები გაქვს მაგ ახვა*ზე მალე ციხეში ჩავაყუდებთ, მთავარია ცოტა მოვიცადოთო, ამიტომ არ თქვა სიყვარულზე უარი დარწმუნეული ვარ გაუფრთხილდებიო. ირინა, შენზე ლაპარაკობდნენ უეჭველი. -შეშინებული სახით მიყურებდა ნატუკა. იგივე მითხრა წინა საღამოს ბერდიამ. რაში იყო გარეული არაბული ვერ ვხვდებოდი და შიში მიპყრობდა. არ მინდოდა რამე დამართნოდა. ამას ვერ დავუშვებდი. მაგრამ რა უნდა მექნა? საერთოდ არ ვიცოდი რა ჯანდაბა ხდებოდა. ტვინი მიდუღდა ამ ყველაფერზე ფიქრით. ამდენი უკვე აღარ შემეძლო.
-ბერდია მიიღებს იმას, რაც უნდა. მე მის ცხოვრებაში აღარ გამოვჩნდები. -განაჩენივით გაისმა ჩემი ხმა ოთახში. ნატუკა მოვიდა და ჩამეხუტა. იცოდა უაზრო სიტყვების თქმას აზრი არ ქონდა და ამით მაგრძნობინა, რომ ჩემ გვერდით იყო.
-წამოდი საჭმელად ჩავიდეთ.-მოვწესრიგდი და ნატუკასთან ერთად პირველ სართულზე ჩავედი. არ ვაპირებდი დაღვრემილი სახით ჯდომას. როცა რაიმეს გამო თავს ცუდად ვგრძნობდი, გარშემო მყოფებს ამას არასდროს ვაგრძნობინებდი. ახლაც იგივეს ვაპირებდი. ჩემი ოთახიდან გავდიოდით ნატუკას ფეხი, რომ აებლანდა ოდნავ წამოწეულ ხალიჩის ბოლოზე და ძირს დაეცა. ისტერიკული სიცილი ამივარდა. დაბღვერილი ნატუჯას შემყურე უფრო და უფრო ვუმატებდი ხარხარს. წამოდგა ნატუკა და კარისკენ წავიდა. მე უკან მივყევი და უცბათ ნატუკას ილეთი გავიმეორე. ახლა მე აღმოვჩნდი იატაკზე გაშოტილი და ნატუკა მუცელზე იჭერდა ხელს სიცილისგან. მეც ავყევი და ასე ხარხარით ჩავედით ქვემოთ. ბიჭები უკვე სამზარეულოს მაგიდასთან იჯდნენ. მე და ნატუკას შემოგვხედეს, ერთმანეთს ჩაფსკვნილები გაგუდვამდე, რომ ვიცინოდით და მაგიდისკენ მივდიოდით.
-გამარჯობა, ხალხო.-ძლივს მოვითქვი სული და ყველას მივესალმე. წამში ვიგრძენი დაჟინებული მზერა. არაბული მიყურებდა და წამით არ უნდოდა თვალის მოშორება. კვლავ გუშინდელი საუბარი გამახსენდა, სიყვარულში, რომ გამოვუტყდი. ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რამ, ოდესმე თუ დამემართებოდა. ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და გაზქურასთან მივედი. ყავის გაკეთება დავიწყე. 7 ჭიქა გადმოვიღე და ყავა სათითაოდ ჩავყარე. არ ვიცოდი ვინ როგორს სვამდა, ამიტომაც შაქარი მაგიდაზე დავუდე, წყალი ჭიქევში ჩავასხი და სათითაოდ მივუტანე ყველას. ბერდიასთვის, რომ მიმქონდა ცოტა ავღელდი, მასთან სიახლოვე არ მინდოდა, რადგან სადინლად მქმედებდა ჩემზე. არაბულს ყავა წინ დავუდგი და ჩემი ადგილი დავიკავე. თვალს არ მაშორებდა და ეს ფაქტი საერთოდ არ მსიამოვნებდა. ცოტაც და ალბათ თვალებს დავთხრიდი.
-რა ცუდია თბილისში, რომ ვბრუნდებით.-ლაპარაკი დაიწყო თორნიკემ. ცუდი კი არა გონებაში უკვე 18 შამპანიური გავხსენი და ეს ფაქტი აღვნიშნე. სასწრაფოდ მინდოდა სახლში დაბრუნება. არ შემეძლო არაბულთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა, მაშინ, როცა არ შემეძლო შევხებოდი, დავლაპარაკებოდი ან ჩავხუტებოდი.
-ჩამოვიდეთ ზამთარში ისევ. -ბოხი ხმით ამოილაპარაკა ბერდიამ და თვალებში ჩამაშტერდა. მე თვალი ავარიდე და მაგიდიდან ატამი ავიღე. მიყვარდა მისი ხმა ოდნავ ხრიწიანი და დაბოხებული, მაგრამ მაინც სასიამოვნო. მინდოდა გაუჩერებლივ ელაპარაკა.
-ირინა, დემნა როდის ჩამოდის? -ჩემი ძმის გახსენებაზე ცოტა მოვიწყინე და ისევ მონატრებამ შემომიტია.
-აუ არ ვიცი. საშინლად მომენატრა. ცოტაც და ფეხით ჩვაკითხავ გერმანიაში. -ამოვიბურტყუნე და ატამი ჩავკბიჩე. დავინახე, როგორ დაებერა ბერდიას ძარღვები. მუშტები შეკრა, სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. არ შემეძლო ვყოფილიყავი მასთან ასე ახლოს, მაგრამ ამავე დროს საშინლად შორს.

სახლში დაბრუნებულს საშინელი არასრულფასოვნების გრძნობა მაწუხებდა, თითქოს რაღაც მაკლდა, უფრო ვიღაც… მთელი ოთხი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ნატუკა დედამისს გაყვა სოფელში და მარტო დარჩენილმა არ ვიცოდი რა მექნა. ჩემებთანაც არ მინდოდა წასვლა. მუცოდან ჩამოსვლის მეორე დღეს, რომ მივედი ისევ ბერაიების ოჯახზე და 1 თვის განმავლობაში თავისუფლად მყოფ მძარცველებზე მელაპარაკებოდა, მე კი საშინლად არ მქონდა ამ ყველაფრის თავი. ღამის თორმეტის ნახევარი იყო საშინლად მშიოდა, თან ყავა და შოკოლადები მინდოდა. საფულე ავიღე, ფეხზე კეტები ამოვიცვი და 24 საათიან მაღაზიაში ჩავედი. კალათი ავიღე და უამრავი რამ ვიყიდე. უამრავი პარკით გამოვდიოდი.იქვე პარკში უბნის ბიჭები ისხდნებ. უცბათ ნაცნობი სხეული ჯგუფს გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. ოღონდ ეს არა.
-ვააა, ირინა? როგორ ხარ? სად დაიკარგე? -სიცილით მითხრა ჩემმა მეზობელმა ნიკამ, რომელსაც უკვე ერთი წელი იყო მოვწონდი. უამრავჯერ ავუხსენი, რომ მე მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. ახლაც მობეზრებულმა გადავხედე.
-კარგად, ნიკა. შენ როგორ ხარ? -მოვიკითხე მეც.
-კარგად.წამოდი აგატანინებ.-მითხრა და პარკებისკენ გამოიწია.მე უკან გავიწიე. უბნის გოგოებს ძალიან მოსწონდათ ნიკა. გარეგნობით კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ხასიათით და ქცევებით საშინლად მაღიზიანებდა. ისეთი ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნებოდა ოცდაოთხი საათი საკუთარ დედას, რომ იგინებიან და შეყვარებულს კოჭების დახვრეტით ემუქრებიან.
-არ არის საჭირო. მე თვითონაც მოვახერხებ.-ისევ უკან დავიხიე და სახლისკენ წავედი. გამაჩერა.
-წაგაღებინებ მეთქი.-ისევ გამოიწია ჩემკენ. მახსოვს ერთხელაც ასე შემომთავაზა პროდუქტების სახლში ატანა, მეც დავთანხმდი. სახლში ასულებს არც შემიპატიჟია ისე შემოვიდა სახლში და ღამის 2 საათამდე არ წასულა. თანაც ზალიან უხამსად იქცეოდა. ახლაც არ მინდოდა იგივე გამეორებულიყო, ამიტომაც ვეუბნებოდი უარს.ისევ უკან დავიწიე და ვიღაცას შევეჯახე. ვიცანი. თავბრუ დამეხვა. ცოტაც და წავიქცეოდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გავსწორდი.
-მე წავაღებინებ.-დაიჭექა ბერდიას ხმამ და პარკები ისე გამომართვა აზრზე ვერ მოვედი. მერე ხელით მიბიძგა კორპუსისკენ და მეც დაპროგრამებულივით გადავდგი ერთი ნაბიჯი.
-შენ ვინ ხარ ჩემი ძმა? -გაბრაზებულმა გაგვაჩერა ნიკამ.
-ის ვარ, ვინც თავ-პირს გაგიერთიანებს, თუ ირინას კიდევ გაეკარები.-კბილებიდან გამოსცრა არაბულმა და ისე წამიყვანა კორპუსისკენ გააზრებაც ვერ მოვასწარი. დაპროგრამებულივით მივყვებოდი უკან და ხმას ვერ ვიღებდი. საშინლად მომნატრებია. მინდოდა ჩავხუტებოდი. მიჭირდა მასთან ასე ახლოს ყოფნა. წინ მიდიოდა. ჩემი პარკები ეჭირა და ხმას არ მცემდა. ლიფტში, რომ შევედით მხოლოდ მაშინ მკითხა.
-რომელ სართულზე ცხოვრობ? -ჩახრეწილი ხმით ჩუმად მკითხა და შემომხედა.
-მეშვიდეზე.-ჩავარდნილი ხმით ძლივს ამოვილუღლუღე. მანაც თავისი გრძელი თითებით მიაჭირა შვიდიანს. მთელ ლიფტში მისი სუნი იდგა. ცოტაც და გული წამივიდოდა. სანამ მეშვიდეზე ავედით კედელს მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა. კარი გაიღო და რეტდასხმულივით გავვარდი გარეთ. გასაღები საკეტს ძლივს მოვარგე და კარი გავაღე. არ შევსულვარ.არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დაუკითხავად შევიდა პირველი სახლში. მეც შევყევი. კარი დავხურე და მისკენ შევტრიალდი. პარკები დაბლა დაყარა, უცბათ მეცა და მთელი ძალით ჩამიხუტა. სუნთქვა შემეკრა. გახევებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის მთელი ძალით მიხუტებდა, თითქოს ვინმე ჩემ თავს წაართმევდა.მეც მოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავმალე. გააჟრჟოლა და ბუსუსებმა დააყარე.
-ღმერთო, როგორ მომენატრე.-ჩუმად ამოილაპარკა და უფრო ძლიერად ამაკრა თავის სხეულზე.



№1  offline წევრი Rania

Axla eseni momishlian nervebsssss. Rodis daadgebat sashveli
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent