Love me till the end თავი 6
-მოიცა ანუ ის ექიმი სიზმრის ბიჭია?- თვალებგაფართოებული ტადია ოთახში ნერვიულად დადიოდა და უკვე მეხუთედ მეკითხებოდა -კი ის არის -მერე ახლა რატომ ვიგებთ ამას - ერთი კარგი მუჯლუგუნი მივიღე მარისგან -რავიცი ძაან არეული ვიყავი და ვცდილობდი გავრკვეულიყავი ყველაფერში -წავედი მე უნდა დავიძინო -ტასია რადროს ძილია -ასეთი სიმპატიური ექიმი თუ დამესიზმრება სულ არ გავიღვიძებ-შეჰყვირა და გადაიხარხარა -გიჟი ხარ -მის რეპლიკაზე მეც გამეცინა *** გოგოების წასვლის შემდეგ მარტო დავრჩი, სასიამოვნო საღამო იყო, და გარეთ გასვლა დავაპირე -სად გაგიწევია ქალბატონო მია -გარეთ გამოსვლისთანავე მომესმა ნაცნობი ხმა -მისი დაიგნორება ვცადე, თუმცა არ გამომივიდა, ხელში ძლიერად ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა სადინელი სასმლის სურნელი ასდიოდა -გიგა რას აკეთებ? -არ მიგწონს-კიდევ უფრო ახლოს მოიწია -გამიშვი -რატომ, ისეც იმ ვიღაცასთან რომ გაიქცე? რა მალე გიპოვია ჩემი შემცვლელი. პატარა ძუკნახარ მია, თუმცა ეს კიდევ უფრო მიზიდავს -გიგა ხელები გაწიე-თავი ვეღარ შევიკავე და დავიყვირე -ხმას ნუ უწევ-თვითონაც ყვირილით მიპასუხა, ჩემს ყელს ხელი ჩააყოლა და თვალებში ჩამხედა -გეყოფა მთვრალი ხარ და წადი სახლში უკვე ვხედავდი გამვლელების კითხვისნიშნიან თვალებს, რომელიც ჩავლისას უაზროდ გვაშტერდებოდნენ, მთელი სახე გამიხურდა, მკლავი გავიქნიე და გიგას ძლიერი ხელისგან თავი გავითავისუფლე -აღარასოდეს შემეხო, გასაგებია? , აღარასოდეს-თვალებში ცრემლჩამდგარმა ძლივს ამოვთქვი -მისთვის აღარც შემიხედავს, სირბილით შევვარდი სახლში. საწოლზე დავემხე და პატარა ბავშვივით ავტირდი. საშინელ სიცარიელესა გვრძნობდი და მტკიოდა, გიგასთან გატარებული ყოველი წუთი. სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულიდან დანაშაულის გრძნობა გამომეცხადა. თითქოს ‘’სიზმრის ბიჭის’’ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მისი სიყვარულის გადაფარვა ამ ადამიანთან ყოფნით გადავწყვიტე. ოდესმე ცხივრებაში თუ არასწორი ადამიანი აგირჩევიათ, მაშინ მიხვდებით როგორი დაცარიელებული ვიყავი იმ წუთში მე ხომ მას ჩემი ცხოვრების ტკივილებსა და ბედნიერ მომენტებს ვუზიარებდი. კარზე კაკუნის ხმა გავიგე კარს ვაღებ და ყველა ჩემი პრობლემა მავიწყდება, როცა სიზმრის ბიჭის ამღვრეულ მწვანე თვალებს ვაწყდები. -შეიძლება შემოვიდე-აკანკალებული ხმით მკითხა -თანხმობის ნიშნად გვერდზე გავიწიე და ოთახში შემოსვლის საშუალება მივეცი -კარგად ხარ? -არა -გინდა მომიყვე რა მოხდა? -მინდა ჩაგეხუტო -მუდარასავით ჩამესმა მისი ხმა მივუახლოვდი და მის ფართო მკერდს ავეკარი, თავისი ძლიერი მკლავები მჭიდროდ შემომახვია და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. თვალები დავხუჭე, მის გულისცემას დავუგდე ყური, გამალებით ფეთქავდა... შემდეგ უეცრად ხელი გამიშვა, -მგონი აქ მოსვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება-თავჩაღუნულმა ჩაიბურტყუნა და კარისკენ აიღო გეზი -ალექსანდე ... თუ ცუდად ხარ შეგიძლია დარჩე და მელაპარაკო, მოგისმენ -თავი მძიმედ მოატრიალა, დასალევი გაქვს? -კი მაქვს -მაშინ დავლიოთ კარადიდან სასმელი და ჭიქები გამოვიღე და წინ დავუდგი, კვლავ სამზარეულოსჯენ შევტრიალდი, თუმცა მისმა ხელმა დამიჭირა -აღარ წახვიდე -მასთან ახლოს ჩამოვჯექი -იცი რატომ მინდოდა ექიმობა ასე ძალიან? -რატომ? -იმიტომ, რომ ის შეცდომა, რაც ერთხელ დავუშვი აღარ გამემეორებინა -რა შეცდომა? -წარსულში ერთი გოგო მიყვარდა, ძალიან ლამაზი იყო, მუდამ მოღიმარი და მხიარული, ბარდიულზე იდგა და მელოდებოდა, როცა ვიღაც მთვრალი დაეჯახა, წარმოგიდგენია? ბარდიულზე დაეჯახა, ფეხით მოსიარუალეთათვის განკუთვნილ ადგილას -თვალები ცრემლებით აევსო და ვიგრძენი, როგორ დამესერა გული-ხელებში ჩამაკვდა და ვერაფერი გავაკეთე. იმ დღიდან საკუთარ თავს დავპირდი, რომ მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებდი, თუმცა დღეს კიდევ ერთი მისნაირი სიცოცხლე გამიფრინდა ხელიდან, კიდევ ერთი ჯერარაყვავებული ყვავილი მოსწყდა დედამიწას და მე კვლავ უძლური ვიყავი- ხმა ჩაუწყდა და თვალი ამარიდა. ვხედავდი კისერზე დაჭიმულ მის ძარღვებს და მისი ტკივილი საშინლად მიბზარავდა სულს. ხელი მის სახეს შევახე, ზუსტად ისე, როგორც პირველად, იგი საკუთარ მტევანში მოიქცია და თვალებშიცრემლჩამდგარმა ამომხედა -კიდევ ერთხელ ჩამეხუტები? -ჩაგეხუტები მისი სურნელი მათრობდა, მიდი ყოველი შეხება უცნაური სითბოთი მავსებდა და თავბრუს მახვევდა. ხმაამოუღებლად სვამდა და ვხვდებოდი, თუ როგორი ძლიერი იყო მისი ტკივილი -ალექსანდრე ... -მია რატომ ვარ ‘’სიზმრის ბიჭი’’? -სრულიად განსხვავებული, თბილი ტონით მითხრა -იმიტომ, რომ მე ჩემს სიზმრებში გიპოვე -და რას ვაკეთებდი იქ? -ძირითადად მეხუტებოდი ან სიტყვებს მეუბნებოდი, რომელთა მნიშვნელობაც არ მესმოდა -რა კარგია, რომ რეალურადაც მიპოვე მია-მიღიმის და თავზე ხელს მისვამს ტელეფონი მირეკავს , გვერდით ოთახში გავდივარ და ვპასუხობ. უკანდაბრუნებულს კი ‘’სიზმრის ბიჭი’’ მძინარე მხვდება ბალიშს კომფორტულად ვუდებ თავქვეშ თბილ პლედს ვაფარებ და სავარძლის წინ იატაკზე ვჯდები, მის მძინარე სხეულს ვუყურებ, შემდეგ შუბლზე ვკოცნი და ჩემს ოთახში მივდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.