შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (თავი3)


22-03-2019, 00:25
ავტორი R.M
ნანახია 5 369

მესამე თავი

-ლეილა მოვედით, სად ხარ?-შესვლისთანავე დაიძახა დემნამ.
-ჩემი ბიჭი.-გახარებული ჩაეხუტა სასიამოვნო გარეგნობის ქალი დემნას.
-ლეილა როგორ ხარ? ზაირა როგორ არის?
-უკეთ არის და გამომაგდო, ბავშვს მიხედე მშიერი არ იყოსო.
-მშიერი არ ვყოფილვარ. ნატა მივლიდა.-ხელი მომკიდა და ახლოს მიმიყვანა.
-ნატა? რა საყვარელი ბავშვია, ცოლი მოიყვანე?-გაკვირვებული გვიყურებდა.
-არა, ჩემი თანაშემწეა და ჩვენთან ერთად იცხოვრებს.-ჩაილაპარაკა დემნამ.
-აქ იცხოვრებს? მართლა?-გახარებულმა შემოგვხედა.-დემნა რას ხლართავ?-მერე დასერიოზულდა, დემნას ხელი მოჰკიდა და სამზარეულოში წაიყვანა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდნენ, ლეილა ბედნიერი იღიმოდა.-მოდი შვილო,-გულში ჩამიკრა. -ძალიან მიხარია, რომ ამ უჟმურის გარდა შენც იქნები აქ.
-მეც გამიხარდა, რომ დაბრუნდით.-გავუღიმე.
-რაო ნატა, როგორ მოგწონს ლეილა?-გამიღიმა დემნამ, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-ასაკშია და კაპრიზია არა?-ახლოს მივედი და ხელზე ვუბწკინე.-გაერთეთ ხომ? მაკიაჟი არ გამოგივიდა.-ვეჩურჩულებოდი დემნას. ის კი იცინოდა და ხელს იზელდა.
-რა გითხრა ჩემზე? ბუააო.-ლეილა მიგვიხვდა ჩურჩულის მიზეზს და გამიღიმა.-მითხარი საყვარელო, მიჩვეული ვარ ამისგან მსგავს მაიმუნობებს.
-ასაკშია დეიდაჩემი და კაპრიზნიაო, მაკიაჟი გაიკეთე ისე არ მოეწონები, ზედმეტად გაპრანჭული გოგონები მოსწონსო.-უცებ ჩავუშვი დემნა.
-ასაკში ხომ.-შეხედა გაბრაზებულმა ლეილამ.-გავთხოვდები და აღარ შეგაწუხებ ჩემი კაპრიზებით.-გამოუცხადა დემნას.-გაპრანჭულებში ვინ იგულისხმე, ხატია, თუ მეორე. აქ მსგავსი არავინ მოიყვანო, თორემ გაჩვენებ შენ კაპრიზებს.
-კარგი რა ლაილა? ვიხუმრე, მართლა არ გათხოვდე დავიღუპები.-მე კი გაბრაზებულმა გადმომხედა.
-რას მიბღვერ, მთელი გზა მოვკვდი ნერვიულობით.-შევხედე დემნას.
-ნატა შვილო, ზუსტად ისეთი ბავშვი ხარ როგორიც მე მომწონს. არ იდარდო დედი შენ მაგაზე. ამას ყური არ უგდო. ხვალ ლევანს ვხვდები და კაბის შერჩევაში დამეხმარე.-თვალი ჩამიკრა ლეილამ.
-ლევანი ჩამოვიდა? რაო რა მინდაო, რატომ ხვდები?-გაბრაზებულმა შეხედა დემნამ.
-შევხვდები და გავიგებ?-მკაცრად ჩაილაპარაკა ლეილამ.
-ლევანი ვინ არის?-მორიდებულა ვიკითხე.
-მისი ყოფილი ახალგაზრდობის სიყვარულია. თხუთმეტი წლის წინ მიატოვა და სხვა შეირთო, ახლა დაბრუნდა და ხვდება ქალბატონი.-გაბრაზებული ლაპარაკობდა დემნა.
-დემნა ლეილა „ასაკშია“ და თავად გადაწყვეტს ვის შეხვდეს. რა საქმეებს ურჩევ?-გაბრაზებულმა შევხედე დემნას.
-შენ ნუ ერევი რაც არ გეხება!-დამიყვირა და წამში გავჩუმდი.
-არც შენ გეხება ჩემი ცხოვრება.-გამოუცხადა ლეილამ და ზედა სართულისკენ წავიდა.
-ამის დედაც.-მაგიდას ხელი დაარტყა დემნამ, ასეთი გაბრაზებული არ მინახავს.
-დემნა არ იქცევი სწორად.-ვეცადე დამემშვიდებინა.
-შენ ნუ მითითებ რა არის სწორი და რა არა!-დამიყვირა. თვალზე ცრემლი მომადგა და ლეილასკენ წავედი. მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-შეიძლება?-ლეილაც თვალცრემლიანი დამხვდა.
-მოდი საყვარელო.-ხელით საწოლზე მიმითითა ჩამოჯექიო.
-ვიცი არ მიცნობთ, მაგრამ ახლა ვიცი ყველაზე მეტად გინდათ ვინმეს გული გადაუშალოთ. მომიყევით და თავს უკეთ იგრძნობთ.-მკლავხე ხელი მოვკიდე.
-არ მინდა დემნამ იცოდეს, თხუთმეტი წლის წინ მე თავად მივატოვე ლევანი, რადგან დემნა ვერ დავტოვე. ისეთ ასაკში იყო ყურადღება სჭირდებოდა, ზაირა ვერ დაიჭერდა და ცუდ გზას დაადგებოდა. მეშინოდა და ლევანს არ გავყევი გერმანიაში. ამ წლების მანძილზე სულ მეხმარებოდა, გაბრაზებულ გულზე ცოლი მოიყვანა, თუმცა მალე დასცილდნენ. შვილი ჰყავს, გოგონა. მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. დემნას მე აღარ ვჭირდები ახლა და მინდა ჩემს ცხოვრებასაც მივხედო.
-სწორად იქცევი. ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს. დემნას გადაუვლის. ეხლა გაბრაზებულია, მერე ვეცდები დაველაპარაკო და ავუხსნა, რომ სწორად იქცევი.-ვამშვიდებდი ლეილას.
-არ უთხრა, რომ მის გამო მივატოვე ლევანი.
-არ ვეტყვი. იცით ძალიან დიდი გული გაქვთ.-ლეილას მოვეხვიე, როგორ მინდოდა მეც მყოლოდა მასავით ძლიერი ადამიანი გვერდით.
-შეიძლება?-ცოტა ხნის მერე კარზე დემნამ დააკაკუნა.
-შემოდი.-ლეილამ გასძახა.
-ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ორივეს, გავბრაზდი.-დამნაშავე ბავშვივით იდგა კარში და გვიყურებდა.
-მიღებულია.-უთხრა ლეილამ. მე კი მხარი გამკრა.
-კარგი, მივეჩვიე უკვე შენს ფეთქებად ხასიათს. წამოდით ვივახშმოთ და მერე ისაუბრეთ.-ლეილას ხელი მოვკიდე და ოთახიდან გავედით, დემნა დამნაშავე ბავშვივით იდგა კარში.-გაბრაზებულმა შევხედე, ეგოისტი ბავშვივით იქცეოდა.
-ნატა უნდა დაგელაპარაკო მერე.-გასვლისას ჩამჩურჩულა დემნამ.
-კარგი.-მეც ჩუმად ვუთხარი და სამზარეულოში წავედით.
ლეილას იმდენი რამ გაემზადებინა, გემრიელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მშვიდად ვივახმშმეთ, მე ყავა გავამზადე.
-ყავას დალევთ?-შევხედე დემნას და ლეილას.
-მე ჩაის დავლევ.-მითხრა ლეილამ.
-მე დავლევ ყავას.-დემნამ შემომხედა და რატომღაც გაეღიმა.
ყავა დავლიეთ, ლეილამ ჩემი კექსი იპოვა და დაჭრა.
-შენ გამოცხვე?-გამიღიმა.
-გასუქებას მიპირებდა.-გაეცინა დემნას.
-ტყუილად ეცდები შვილო, მე ხელი ჩავიქნიე, მარტო ბოსტნეულზე შეიძლება იყოს ამხელა კაცი?-ხელი ჩაიქნია ლეილამ.
-კექსი ჭამა. შემწვარი ქათამიც.
-ხოო? აი ეს მესმის.-გაეცინა ლეილას.
-ჩემი ჭამა უნდა განიხილოთ კიდევ?-შემოგვხედა ორივეს.-ნატა თუ მორჩი წამოდი პროგრამის ხარვეზები მაჩვენე.
-მოვრჩი, მივალაგებ და წავიდეთ.-თავი დავუქნიე და მაგიდის ალაგება დავიწყე.
-თავი დაანებე, მე რისთვის ვარ.-ლეილამ თაფშები ხელიდან გამომართვა.
-თქვენ მოწესრიგდით და ხვალისთვის მოემზადეთ.-თვალი ჩავუკარი.
-კარგი.-დამთანხმდა და ზედა სართულისკენ წავიდა.
-მე მოგეხმარები.-დემნა დამიდგა გვერდით.
-შენ? რატომ? მკითხე!
-რა?
-რაც გაინტერესებს! ხარვეზი მიზეზი იყო ხომ?
-რა გითხრა, ისევ უყვარს?-მაგიდას მიეყუდა და ინტერესით დამიწყო ყურება.
-ყოველთვის უყვარდა, ლევანსაც უყვარს. უბრალოდ შენ უფრო უყვარხარ.
-რას გულისხმობ?
-თავად მიხვდი. ლევანმა იქნებ არც კი მიატოვა, არ გიფიქრია, რომ პირიქით მოხდა?
-რას გულისხმობ?
-იქნებ შენ ვერ დაგთმო და ვერ დაგტოვა? არ გიფიქრია ამაზე? ძალიან უყვარხარ და ეგოისტი ბავშვივით ნუ იქცევი.
-მეც მიყვარს და არ მინდა დაიტანჯოს.
-მე გპირდები, რომ არ დაიტანჯება და ბედნიერი იქნება.
-რაღაც იცი და არ მეუბნები.
-ბედნიერი იქნება და ხელი არ შეუშალო.
-კარგი. თუ იტირებს იცოდე შენ მოგთხოვ პასუხს.-თითი დამიქნია.
-არის უფროსო, მზად ვარ სასჯელისთვის.-თვალი ჩავუკარი.
-ერთხელ მართლა დაგსჯი, განსაკუთრებით მაგ ეშმაკური ღიმილისთვის. აბა რა მოიფიქრე, რევანშის აღებას არ გეგმავ?-ინტერესით ჩამაჩერდა თვალებში.
-რა მოვიფიქრე? საიდუმლოა. რევანშის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია.-გავუღიმე.
-მითხარი. ალექსთან რა გინდოდა? ისიც ჩართე ხომ თამაშში?-წარბაწეული მიყურებდა.
-რა თამაშში? უბრალოდ მომავალ კვირას ბარში მივდივართ და ვრეპეტიციობდით.-ისევ მისი გაბრაზება ვცადე.
-სად მიდიხართ? რას რეპეტიციობდით?-ძარღვები დაეჭიმა და ისე შემომხედა.
-შეყვარებულებს ვთამაშობდით. ლენკა უნდა ჩამოვაცილო.-თვალი მოვარიდე, ვითომ არაფერი ისეთი სახე მივიღე.
-სულ გაგიჟდი ხომ?-ხმას აუწია.
-შენ რა გაყვირებს? რა ხდება? ვთამაშობთ, მე კი არ მივყვები ცოლად.-შევხედე გაბრაზებულმა.
-რას რეპეტიციობდით?-ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამაცქერდა.
-ვგეგმავდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბარში კი ვითამაშებთ შეყვარებულებს. -ვეცადე გამომესწორებინა ნათქვამი, რადგან ძალიან გაბრაზდა.
-არ წახვალ.-ახლოს მოვიდა და მაცივრის კართან ამაკრა.
-რატომ? თქვენ რატომ ღელავთ ასე?-შევხედე და ირონიულად ჩავიღიმე.
-არ წახვალ.-თითი ცხვირზე დამკრა და ხელზე ხელი მომკიდა.-წამოდი ხარვეზები გავიაროთ.
-არ ხუმრობდი?-საწყალი თვალებით შევხედე.
-არა!-მკაცრად ჩაილაპარაკა და მისაღებში გამიყვანა.
ღამის პირველ საათს აჩვენებდა საათი, ისევ ვიჯექით და ხარვეზებს ვასწორებდით.
-დემნა ეს ამდენი ხარვზი მართლა გაგეპარა თუ მე მაწამებ?-შევხედე დემნას.
-შენ გაწამებ.-ჩაილაპარაკა და გაეცინა.-წადი დაიძინე, ხვალ პრეზენტაციაა.
-ნანიკო შემოვა, მე უნდა გავიდე შუადღით საქმე მაქვს.
-სად მიდიხარ?
-ლიკამ მთხოვა, მკერავთან უნდა მივყვე, საპატარძლო კაბა უნდა შეიკეროს.
-თავად ვერ წავა? ახლა ასე უნდა ირბინო?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-მეც უნდა ავიღო ზომები. მეჯვარე ვარ. მერე კიდევ ერთხელ მივალ მოვიზომავ და მორჩა.
-კარგი წადი!-ჩაილაპარაკა.-წადი აღარ იძინებ?-შემომხედა.
-კარგი, შენც დაიძინე, გადაიწვები.-გავუღიმე დემნას.
-კარგი დავიძინებ.-წამოვედი და ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ დამიძახა.-ნატა.
-გისმენ უფროსო.-შემოვბრუნდი და შევხედე.
-არაფერი. მერე გეტყვი. დაიძინე.-გამიღიმა.
-ტკბილი სიზმრები მაინც მისურვე, „არაფერი“.-გამოვაჯავრე და ოთახში შევიკეტე.
დილით ხმაურმა გამაღვიძა, ლეილას და დემნას ხმა მესმოდა.
-არ შეხვიდე მე გავაღვიძებ.-ეუბნებოდა ლეილა.
-ძლივს ადგომა დავასწარი და მაგის გაღვიძებას ხელიდან გავუშვებ.
-არ შეაშინო ბავშვი.-უბრაზდებოდა ლეილა.
-ლეილა ნახშირი გაუმზადე და ახლავე მოვიყვან.-კარების სახელურის ხმაც გავიგე და თავი მოვიმძინარე. ფრთხილად მომიახლოვდა და საწოლთან გაჩერდა, მის სუნთქვას ვგრძნობდი.-გღვიძავს, წამწამებს ახამხამებ.-სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-რას მიპირებდი?-უცებ გავახილე თვალები.
-ძილისგუდა, ადექი ბევრი საქმე გვაქვს. ათ წუთში მანქანაში იჯექი.
-ვერ მოვასწრებ დემნა.-საწოლიდან წამოვხტი და წინ დავუდექი.
-ცხრა წუთი და ორმოცი წამი, დრო იწურება.-ბოროტულად გაიღიმა და მეც სააბაზანოში გავიქეცი. უცებ გადავივლე წყალი და სასწრაფო წესით ჩავიცვი. მისაღებში სველი თმით გავიქეცი.
-შებრუნდი და თმა გაიშრე!-გაბრაზებულმა შემომხედა.
-აბა ათ წუთშიო?-შევხედე გაკვირვებულმა და დემნამ და ლეილამ ერთდროულად დაიწყეს სიცილი.
-ხომ გითხარი ლეილა, სანეძლაო მოვიგე.-ლოყაზე აკოცა დეიდას და კმაყოფილი სახით შემომხედა.
-მეკაიფე? მაცადე.-დავემუქრე და საძინებელში შევედი თმის გასაშრობად. მალე უკან გამოვედი.
-მიდი ყავა დალიე და ისაუზმე, დაგელოდები.-თვალი ჩამიკრა და კომპიუტერს მიუჯდა მისაღებში.
-გაბრაზებს არა?-გამიღიმა ლეილამ.
-დღეს ისეთ სურპრიზს უმზადებ ვინ ვის გააბრაზებს ვნახოთ.-ჩავილაპრაკე კმაყოფილმა.
-ძალიან არ გააბრაზო. სვანია და თუ გაბრაზდა მტრისას.-გამიღიმა ლეილამ.
-მე რომ მაბრაზებს სულ, დამაწყვიტა ნერვები.-შევხედე გაბუსხულმა.
-მოგწონს?
-რა.-ყავა გადამცდა და ხველა ამივარდა.
-არ დაიხრჩო. ერთმანეთი მოგწონთ და ამიტომ აბრაზებთ ერთმანეთს. მეც ვიყავი თქვენი ტოლი.
-მე არ მომწონს, ის ჩემი უფროსია და მორჩა.-თავის დაღწევა ვცადე.
-მართალი ხარ, ისეთი თვალებით უყურებ კი არ მოგწონს გიყვარს.-გაეღიმა ლეილას.
-არ უთხრათ, სამსახურიდან გამიშვებს.-შევხედე საწყალი თვალებით.
-არ ვეტყვი, ჩემი იმედი გქონდეს. მომწონხარ, ისეთი ხარ ზუსტად, როგორი გოგოც სულ მინდოდა დემნას გვერდით მენახა. ის კი ისეთებს დასდევდა ჩემს მტერს.-თვალები აატრიალა ლეილამ.
-როგორებს?-შევხედე ლეილას ინტერესით.
-მარტო ბოტოქსი, სილიკონი და მაკიაჟი, რომ არიან ისეთებს.
-ხო, შანსი არ მაქვს. არც ბოტოქსი მაქვს, არც სილიკონები და მაკიაჟსაც არ ვიკეთებ. წასულია ჩემი საქმე.-ვთქვი და ყავა მოვსვი.
-სიყვარული. სიყვარულზე რას იტყვი? მოწონება სხვაა და სიყვარული სხვა. სულ სხვანაირი ბიჭები მომწონდა. ლევანი, რომ დავინახე საერთოდ არ მომეწონა. მაგრამ ისე შემიყვარდა მოწონების კრიტერიუმებიც შემეცვალა. მინდა შეუყვარდეს და ისე შექმნას ოჯახი. არ მინდა მოეწონოს და ისე მოიყვანოს ცოლი. მოწონებით დაწყებული ურთიერთობა არ ამართლებს. მერე აღმოაჩენ, რომ ისეთი არ არის, როგორი იდეალიც შექმენი.
-რთული თემაა. ჯერ ვერ გამირკვევია მართლა მიყვარს თუ მოწონებაა.
-გიყვარს. ეს მოწონება არ არის. დემნა სიმპატიურია, გოგონების ყურადრებით სულ განებივრებულია, მაგრამ ის რასაც შენს მზერაში ვხედავ არავის თვალებში არ დამინახავს.
-ბევრინი იყვნენ? -შევეკითხე ლეილას, მან კი გაოცებულმა შემომხედა.-ბევრი ქალი იყო მის ცხოვრებაში?
-საკმაოდ. რთული იქნება, მაგრამ უნდა მოიგერიო ისინი.
-სჯობს დავივიწყო და აქედან წავიდე. სხვა სამსახურს მოვძებნი და ყველაფერს უკან მოვიტოვებ.
-ასე იოლად უნდა დანებდე?
-არ ვარ მტაცებელი და არც არავის მოგერიებას ვაპირებ. უბრალოდ წავალ და დავასრულებ.
-სად მიდიხარ?-დემნა შემოვიდა სამზარეულოში.
-სხვა სამსახურს მოვძებნი და...-თავი ჩავხარე.
-რა სხვა სამსახურს? გაგიჟდი? ძლივს დალაგდა ყველაფერი. გამოსაცდელი ვადა გასულია. დღესვე გაგიფორმებ ხელშეკრულებას და ერთი წელი ვერსადაც ვერ წახვალ.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.-მჭირდება ეს სამსახურიო და რა მოგელანდა?-ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-დამშვიდდი, ჯერ არსად არ მივდივარ.-ხმას ავუწიე მეც.
-აბა მე მაგიჟებ?-ისევ მიყვიროდა.
-არ ვიცი. არაფერი არ ვიცი.-თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
-რა გჭირს? რა გატირებს? სულ ნუ გადამიყვანე ჭკუიდან.-მოვიდა და ხელები მომხვია.
-არ ვიცი.
-რატომ გინდა წასვლა?-ხმა დაუთბა.
-მგონია რომ ვიკარგები და იმიტომ, საკუთარ თავს ვკარგავ და იმიტომ.-ამოვიტირე. ლეილა კი ამ დროს იდგა და ორივეს დაგვცინოდა.
-ლეილა შენ რაღა გაცინებს?-ახლა ლეილას გაუბრაზდა.
-ორი ჩერჩეტი ბავშვი.-ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან გავიდა.
-ნატა, რა გაწუხებს?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შემიმშრალა.
-არ ვიცი დემნა.-თვალი მოვარიდე.
-კარგი. ადექი წავიდეთ ოფისში.-ფეხზე წამომაყენა და ხელჩაკიდული გამიყვანა სამზარეულოდან.
-დემნა არ წავალ, ვერ წავალ, არ შემიძლია, მინდა მაგრამ არ შემიძლია.-ჩავილაპარაკე როცა მანქანაში ჩავჯექით.
-ძალიან კარგი თუ ვერ დამტოვებ.-გამიღიმა და მანქანა დაქოქა. ოფისამდე არცერთს ხმა არ ამოგვიღია. მანქანის სავარძელს თავი მივადე და ფანჯარაში ვიყურებოდი. შავი ტოიოტას მარკის ჯიპი მოგვყვებოდა უკან, გზა არ შუცვლია, სარკეში ვუყურებდი, შუშები დაბურული ჰქონდა, გვერდით ამოგვიდგებოდა და მერე ისევ უკან მოგვყვებოდა. გვერდით რომ დგებოდა თვალს არ ვაცილებდი მძღოლის ფანჯარას. ვინც არ უნდა მჯდარიყო იქ დააფიქსირებდა, რომ მისი თვალთვალი შევნიშნე. რატომღაც მეშინოდა, მოდულში ჩემი სტუმრობა გამახსენდა და ხასიათი გამიფუჭდა. რაღაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ და მე ჭურში ვიჯექი.
შუადღით გავიპარე ოფისიდან, ალექსმა კი ვიდეო გადმომიგზავნა. დემნა პრეზენტაციის ბოლოს გაგიჟებული უყვირის ნანიკოს გამორთოს სლაიდშოუ, ეკრანზე კი ციფრების ფიფქები ცვივა და თოვს. მყიდველები კი გაკვირვებულები უყურებენ პროგრამას. ნანიკო რომ ვერაფერს ახერხებს, მერე თავად თიშავს დემნა პროგრამას.
-ნატა მოგკლავ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ბოლოს და ალექსის ზარიც გაისმა.
-ძალიან გაბრაზდა?-შევეკითხე ალექსს.
-ნანიკო ლამის ადგილზე მოკლა, მან კი უთხრა, რომ შენ დაავალე მაგ ფაილის ჩართვა.-სიცილს ვერ იკავებდა ალექსი.
-ჩამშვები.-ჩავილაპარაკა გაბრაზებულმა, ტელეფონზე ზარი შემოდიოდა, დავხედე და იდეალური ეწერა.
-ალექს მირეკავს უნდა გაგითიშო. მადლობა.
-ნატა სად ხარ?-ჩამყვირა ტელეფონში დემნამ.
-ხომ დაგეთხოვე, მკერავთან ვარ კაბას ვიზომავ. -საწყალი ხმით ვუთხარი.
-მკერავთან არა? ათ წუთში აქ გაჩნდი!-მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
ლიკას დავურეკე.
-ლიკა ვერ მოვდივარ საყვარელო, დემნა გამიგიჟდა.
-კარგი რა ნატა. შენ კაბას მე ხომ არ მოვიზომავ?-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ლიკამ.
-ვიყიდი, არ მინდა შეკერვა. მაპატიე საყვარელო, დიდი ბრძოლა მელის, თუ მომკლა ილოცე ჩემთვის.
-რა ჩაიდინე?-მკითხა ლიკამ.
-ძალიან გავაბრაზე.
-ოხ ნატა, რა ცუდი გოგო ხარ. იმის მაგივრად, რომ მისი გული მოიგო, სულ ეჩხუბები და აგიჟებ.
-მე რომ მაგიჟებს ის შეიძლება?-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-არ იცი კაცებთან მოქცევა, მერე გამოდი მასტერ კლასი უნდა ჩაგიტარო.
-წავედი.-გავუთიშე ტელეფონი და ტაქსში ჩავჯექი. ოც წუთში ძლივს მივაღწიე ოფისამდე და კაბინეტში შევედი.
-მე ვთქვი ათ წუთში აქ იყავითქო.-მაგიდას ხელი დაარტყა და მე შემომხედა. შიშისგან შევხტი.
-ვერ მოვედი მალე, შორს ვიყავი. ხომ დაგეთხოვე, რა მოხდა, ჩემი ინიციატივით ხომ არ წავსულვარ.
-ფიფქები არა? სულ გაგიჟდი? შეხვედრაზე იმდენ ხალხთან თავი მომჭერი. რას იფიქრებენ?
-რა ფიფქები?-შევხედე გაკვირვებული სახით.
-ნატა მორჩი თამაშს!-ხელი ახლა ჩემს მაგიდაზე დაარტყა.-ჩემს პროფესიას შეეხე, არასერიოზულ კაცად გამომიყვანე. რა გიყო ახლა, როგორ დაგსაჯო?-ახლოს მოვიდა და თვალებში დამიწყო ყურება. უჯრა გამოვაღე და ფურცელი გამოვიღე, თარიღი დავაწერე და ხელი მოვაწერე, მერე კი წინ დავუდე. სამსახურის დაწყების დღიდან მაქვს აკრეფილი სამსახურიდან წასვლის განცხადება და უჯრაში ვინახავ. ალექსის და დემნას დიალოგები, ალექსის რჩევა, რომ გავიქცე. ალბათ ამ ყველაფერმა დამაწერინა.-ეს რა არის?-ჩემი სამსახურიდან წასვლის განცხადებას დახედა და ისე გაბრაზდა, მგონი ახლა ნამდვილად მომკლავდა.
-სამსახურიდან მივდივარ. არ მინდა ასეთ სტრესულ გარემოში მუშაობა.-ვუთხარი მშვიდი ტონით.
-სამსახურიდან მიდიხარ.-უცებ მომკიდა ხელი და სავარძლიდან ძალით წამომაყენა.-არ მიდიხარ, არსადაც არ მიდიხარ.-ისე ღრიალებდა მეგონა მომკლავდა.
-მივდივარ.-უტეხად ვუყურებდი და თან ხელები მიკანკალებდა.
-დაჯექი.-თავის მაგიდასთან დამსვა და წინ ხელშეკრულება დამიდო.-მოაწერე ხელი!-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
-ეს რა არის?
-სამ წლიანი კონტრაქტი, მოაწერე ხელი!-დამიყვირა ისევ.
-არა! მივდივარ.-არ ვიცი ძალას საიდან ვპოულობდი, რომ მისთვის წინააღმდეგობა გამეწია.
-დღევანდელს დავივიწყებ, მოაწერე ხელი!-მაგიდას ხელი დაარტყა და დამიყვირა.-შეშინებული შევხტი.
-რა ხდება?-კარში ალექსი გამოჩნდა და ორივეს გაკვირვებულმა შემოგვხედა.-გაგიჟდი? მთელს ოფისში შენი ღრიალი ისმის.
-გადი ალექს, ეს შენ არ გეხება.-კარისკენ მიუთითა ალექსს.
-მეხება, რადგან მართლა გაგიჟდი. რა მოხდა ასეთი, ხელშეკრულება გააფორმეს და კმაყოფილები წავიდნენ. მეტიც გამხიარულდნენ და სულ სიცილით დატოვეს ოფისი. ასეთი რა მოხდა, ყველაფერს სერიოზული თვალით რომ უყურებ არ შეიძლება. ამ მოჟამულ ოფისში ერთადერთია ნატა ვინც ხალისი შემოიტანა. იცი რამდენჯერ მიფიქრია წასვლაზე? ამ დაყენებულ სახეებს უკვე ვეღარ ვიტან.-ხელი კარისკენ გაიშვირა.
-ხო და წადით, ორივე წადით.-ხელი მაგიდას დაარტყა და კაბინეტიდან გავარდა.
-კარგად ხარ?-ალექსი მომიახლოვდა.-ნატა მგონი ჯობია მართლა წახვიდე.
-არ მინდა წასვლა, მაგრამ.-ამოვიტირე, სულ ვკანკალებდი.
-ნატა ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. ეს ოქროა?-ხელი ჩემს სამაჯურს მოკიდა.
-არა ფრანგული ბიღუტერიაა.-ტირილით ვუთხარი.
-ოქროს გავს და ბიღუტერიაა. ადამინებიც ასე არიან, გარედან იდეალურები არიან, შინაგანად კი სულ სხვა.
-დემნას გულისხმობ? რამე იცი და მიმალავ.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ნატა, სულერთი იყო ჩემთვის აქ რომ მოხვედი, ახლა კი შეგეჩვიე, მეტიც ძალიან შემიყვარდი. არ მინდა დაიტანჯო, არ მინდა გული გეტკინოს. ცხოვრებას ნუ დაინგრევ, გაიქეცი აქედან.-მითხრა ალექსმა.-მეტს ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ წადი.
-შემეშინდა, მე ასეთი დემნა არ მინახავს.-ჩავილაპარაკე თან ცრემლები მომდიოდა, მართლა შემეშინდა, მეგონა მომკლავდა. იქნებ არც კი ვიცნობ, მგონი დროა გავიქცე აქედან.
-მისი ყვირილი არავის გაუგია ოფისში. ერთხელ იტყვის და ყველა ყველაფერს ასრულებს. შენ კი გადარიე, ვერ დაგიმორჩილა და გაგიჟდა. ვეცდები დავამშვიდო, შენ კი იფიქრე ჩემს ნათქვამზე, ახალგაზრდა ხარ და ცხოვრებას ნუ დაინგრევ.
-ვერც დამიმორჩილებს. -ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-კარგი მე დემნას მოვძებნი. შენ დამშვიდდი.-თავზე ხელი გადამისვა ალექსმა და კაბინეტიდან გავიდა.
ის დღე აღარ გამოჩენილა. ხელშეკრულება ჩანთაში ჩავდე, განცხადება მაგიდაზე დავუდე და სახლში წამოვედი დღის ბოლოს.
-ჩემი გოგო, როგორ ხარ?-ლეილა მომეგება.
-ცუდად ლეილა.-ლეილას ჩავეხუტე.-მეჩხუბა და სადღაც წავიდა.
-გეჩხუბა?-გაკვირვებულმა შემეკითხა ლეილამ.
-იცი როგორ ყვიროდა? მისი ღრიალი მთელს ოფისში ისმოდა.-ამოვიტირე.
-დემნა ყვიროდა? -გაკვირვებულმა შემომხედა.-ძალიან გულთან ხარ და ვერ ხვდება.-გაიცინა.
-კარგი რა ლეილა, რა გულთან. რომ უყვართ ასე არ ექცევიან. ვიხუმრე. ამაზე ყვირილი შეიძლება?
-ჩემი გოგო. დაწყნარდი, ყველაფერი დალაგდება.-ჩამეხუტა ლეილა.-მე მივდივარ, ლევანს უნდა შევხვდე და შეიძლება არც მოვიდე.
-კარგი. ძალიან ლამაზი ხარ. მე კი ისე ვარ განერვიულებული კარგად ვერც შემოგხედე. -მერე ლეილა შევათვალიერე.-რაღაც გაკლია.
-რა?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ყელსაბამი, კაბა დეკოლტეა და ყელსაბამი გჭირდება. დამელოდე.-ჩემს ოთახში გავედი და ყელსაბამი გამოვუტანე.-ახლა სრულყოფილება ხართ.-გაღიმებულმა შევხედე ლეილას.
-წავედი მე, ლევანი მოვიდა.-გამიღიმა და კარში გაუჩინარდა. ლეილა 45 წლის სასიმოვნო ახალგაზრდა ქალი იყო . ძალიან ლამაზი და მიმზიდველი. დემნა და ლეილა ძალიან გავდნენ ერთმანეთს. დემნაზე ფიქრებმა მომიცვა და ალექსს დავურეკე.
-იპოვე?-ვკითხე ალექსს.
-ვერ ვიპოვე. სადმე ერთობა ქალებში ალბათ. დაწყნარდება და მოვა, შენ არ იდარდო ვნახავ და დაველაპარაკები.-ალექსმა ტელეფონი გამითიშა და გულში რაღაც ჩამწყდა. ქალთან ერთობა. ექოსავით ჩამესმოდა ყურში. მერე კი ვეღარ მოვითმინე და მისი ნომერი ავკრიფე. ხანგრძლივი ზუმერის მერე ტელეფონი აიღო.
-დემნა სად ხარ? კარგად ხარ?-ჩავძახე ტელეფონში.
-კარგად არის საყვარელო.-ქალის ხმა გაისმა.-სძინავს.
-კარგი.-ტელეფონი გავთიშე და გული შემეკუმშა. ტკივილისგან გული ყელში მომებჯინა. სამზარეულოში გავედი, დამამშვიდებელი ვიპოვე და დავლიე. ადგილს ვერ ვპოულობდი, კედლებს ვაწყდებოდი სახლში. მერე დივანზე დავწექი და ჭაღის ბროლის თვლებს დავუწყე დათვლა, რომ დემნაზე აღარ მეფიქრა. თუმცა მაინც ის მიდგა თვალწინ. ვიცოდი ეს დღე დადგებოდა, ის სხვა ქალთან წავიდოდა, ან სულაც სახლში მოიყვანდა და მე სულიერად მოვკვდებოდი. უნდა გავქცეულიყავი, აქედან უნდა წავსულიყავი. საძინებელში შევედი, ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. მერე ტირილი ამივარდა, იატაკზე ჩავიკეცე, თავი საწოლს ჩამოვდე და მთელი ხმით ავღრიალდი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, ხელის შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-აქ რატომ ზიხარ?-მისი მკაცრი ხმა გაისმა და ალკოჰოლის სუნმა ცხვირის რეცეპტორებამდე მიაღწია.
-შენ რატომ ზიხარ?-შევხედე ნამტირალევი და დასიებული თვალებით.
-იტირე?
-არა.
-იტირე. რატომ იტირე?
-არ ვიცი, სულელი ვარ და ვიტირე.
-გეტკინა? -ხელი მომხვია და მკერდზე ამიკრა. ქალის სუნამოს სუნი ვიგრძენი და ხელი ვკარი.
-მეტკინა. ძალიან მეტკინა, რადგან ჩემთვის არავის უყვირია არასდროს. რადგან მამა არავის მისცემდა უფლებას ჩემთვის ვინმეს ეყვირა. ის აღარ არის რომ დამიცვას, მაგრამ მე დავიცავ ჩემს თავს. განცხადება ოფისში მაგიდაზე დაგიტოვე, ხვალ დილით წავალ. გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-ეს განცხადება?-ჯიბიდან ჩემი განცხადება ამოიღო და წვრილ ნაკუწებად დახია ჩემს თვალწინ.
-ახალს დავწერ.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-არ დაწერ.-ჩემსკენ წამოვიდა და წელზე ხელი მოხვია. თავბრუს მახვევდა მისი სიახლოვე.-მაპატიე.-გულზე მიმიხუტა და მეორე ხელით თმაზე მეფერებოდა.
-რა გაპატიო?-ამოვისლუკუნე მის მკერდზე.
-ყველაფერი. გთხოვ არ წახვიდე, დარჩი და გეფიცები აღარ გაგიბრაზდები.
-არ შემიძლია, გამიბრაზდები თუ არ გამიბრაზდები მაინც...-გავჩუმდი და თავი ჩავხარე, რომ ჩემი გრძნობები არ გამემჟღავნებინა.
-მაინც?-თავი ამაწვინა და ჩაეღიმა.-კარგი დარჩი და გპირდები ყველაფერს მალე დავარქმევ თავის სახელს.
-რას გულისხმობ?-შევხედე გაკვირვებული თვალებით.
-მალე გაიგებ.-გულზე მიმიკრა და საფეთქელზე მაკოცა.
-ნავსამი საყვარელი ხარ, თუმცა იაფ ფასიანი სუნამოს უნი გიდის და ჯობია მომცილდე. სად იპოვე, ცირკთან?-ხელი შევაშვებინე და გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-გაბრაზდი? გაბრაზდი. ნეტავ რატომ?-იცინოდა.
-გადი ჩემი ოთახიდან.-გაბრაზებულმა შევხედე.
-დამშვიდდი.-ხელი მომკიდა და ისევ გულზე ამიკრა.-დამშვიდდი. ბარში ვიჯექი და ვსვავდი. არც მძინებია, უბრალოდ შენს გასაბრაზებლად ვთხოვე ტელეფონზე ეპასუხა.
-და რატომ გგონია, რომ გავბრაზდი? თავისუფალი კაცი ხარ, ქალებში თუ წახვედი მე რა შუაში ვარ? -მხრები ავიჩეჩე.
-თუ შუაში არ ხარ რატომ გაბრაზდი?-შემომხედა და გაეღიმა.
-არ გინდა გახვიდე აქედან? აქ რატომ ხარ? რატომ მიხსნი რაღაცეებს?-შევხედე ნიშნის მოგებით.
-ხელშეკრულებას მოაწერე ხელი.-სერიოზული სახით ჩაილაპარაკა.
-კარგი.-ჩანთიდან ხელშეკრულება და კალამი ამოვიღე, ხელი მოვაწერე და ხელში დავაკავებინე.-დაწყნარდი? იმედი მაქვს არ ვინანებ?
-კარგი გოგო ხარ. -კმაყოფილმა დახედა ხელშეკრულებას და გაეღიმა. მისი ღიმილი არ მომეწონა, რაღაცას ხლართავდა. მერე ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
-დამსვი. ნამდვილი სასწორი ხარ. შუადღით ისე ყვიროდი, ახლა კი ისეთი...-გავჩუმდი.
-საყვარელი ვარ?-დააბოლოვა.
-არც ისე, ნუ შეიფერე და ნუ იცინი. მე ლამის მოვკვდი შიშით, მეგონა მომკლავდი. ასე აღარასოდეს მიყვირო, თორემ ეგ კონტრაქტი ვერ გამაჩერებს ისე გავიქცევი, თვალსაც ვერ მომკრავ.
-ნატა ცუდად ვარ.-საწოლზე ჩამოჯდა.
-რა გჭირს?-შეშფოთებულმა შევხედე.
-ცუდად ვარ, ბევრი დავლიე. პულსი მინახე, მგონია გული გამიჩერდება.-პერანგის საყელოს მოკიდა ხელი და გამოსწია.
-მოიცადე.-მის წინ დავდექი და პერანგის ღილები ყელთან შევუხსენი, მერე ფანჯარა გამოვაღე.-როგორ ხარ? სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?-შევხედე შეშინებულმა და თან მისი მაჯა მეჭირა ხელში. პულსი აჩქარებული ჰქონდა.
-არა აქ დავწვები, არ გამაგდო, შეიძლება მოვკვდე.-ჩაილაპარაკა.
-სად დარჩები? კარგი წამოწექი.-შეშინებულმა ბალიში გავასწორე და ისიც ჩემს საწოლზე დაწვა.
-აქ მოდი შენც.-ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამომსვა.
-რატომ დალიე ამდენი, ასე როგორ შეიძლება?-გაბრაზებული ვუყურებდი.
-თან მანქანით მოვედი.-ჩაილაპარაკა.
-გაგიჟდი? პატარა თინეიჯერი ბიჭივით იქცევი.-ვუსაყვედურე.
-რომ მოვკვდე იტირებ?-შემომხედა და გაეღიმა.
-არა, ბრჭყვიალა კაბას ჩავიცმევ და ვიცეკვებ. ტირან უფროსს თავიდან მოვიცილებ.-ვუთხარი და მის სახეზე გულიანად გამეცინა.
-არა, მართლა. ძალიან იდარდებ?-ხელი მომკიდა და მეორე ხელით ჩემს ხელს მოეფერა.
-არ მოკვდები დაწყნარდი. მაგარ ყავას გაგიკეთებ და დალიე.
-აქ იყავი, არ მინდა ყავა.
-მალე მოვალ.-ხელი შევაშვებინე და სამზარეულოში გავედი. ყავას ვამზადებდი, რომ მისაღებში ფეხის ხმა გავიგე, გამოვიხედე და ლეილა იყო. ფეხაკრეფით იპარებოდა ზედა სართულისკენ.
-გამოგიჭირე.-უცებ მივაძახე და შეშინებულმა შემომხედა.
-ნატა რა საძაგელი გოგო ხარ, შემეშინდა.-ჩაილაპარაკა და გამიღიმა.
-მოდი აქ.-ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევიყვანე.-ყავას დალევ?
-არა, ისეთი აფორიაქებული ვარ ახლა ძილის წამალი მინდა, რომ დავიძინო.-გულზე ხელი მიიდო და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.
-აბა რაო ლევანმა?-ეშმაკურად აუფახულე თვალები.
-ცოლად გამომყევიო.
-რა მაგარია.-შევკივლე სიხარულისგან, მართლა ძალიან მიხაროდა ლეილას ამბავი.-შენ რა უთხარი?
-დავთანხმდი. ერთხელ უკვე გავისტუმრე უარით და მთელი 15 წელია ვნანობ. შვილი მაინც მეყოლებოდა.-სევდიანად ცაილაპარაკა ლეილამ.
-არც ახლაა გვიან, გეყოლება, ხელოვნურ განაყოფიერებას გაიკეთებთ. რავი ათასი საშუალებაა. ისეთი კეთილი ხარ და საყვარელი დიდ ბედნიერებას იმსახურებ.-ის ვთქვი რაც გულიდან მოდიოდა, ეს ქალი ძალიან მალე მოვიდა ჩემს გულთან. ძალიან შემიყვარდა და მისთვის მხოლოდ სიკეთე მინდოდა.
-შაბათს გრიგოლეთში მიდის და მეც დამპატიჟა. თავის შვილს გამაცნობს.
-მაგარია, ხომ მიდიხარ?-შევხედე ინტერესით.
-მოვიფიქრებ მეთქი.
-რაა აქ საფიქრალი?-გავუბრაზდი.-უკან არ დაიხიო და ბედნიერი იყავი.
-კარგი წავალ. იცი ძალიან კარგი გოგო ხარ. ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ.
-მეც. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხანია გიცნობ. ალბათ წინა ცხოვრებაში მეგობრები ვიყავით.-გამეცინა.
-დემნას სძინავს?
-არა არ სძინავს. ჩემს ოთახშია, ბევრი დალია და ცუდად ვარო ჩემს საწოლზე წევს.
-შერიგდით?
-ხელშეკრულებაზე მომაწერინა ხელი, სამი წელი ვერ წავალ სამსახურიდან. ახლა კი კმაყოფილი წევს და იფერებს. ცუდად ვარო, ყავის მოსამზადებლად გამოვედი. ბევრი დალია და თან მანქანით მოვიდა ნასვამი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-მაგ ყველაფერს დემნაზე ყვები თუ გესიზმრა.-შემომხედა ლეილამ გაოცებული სახით.
-დემნაზე ვყვები.-დავუდასტურე და ყავა ორ ფინჯანზე დავასხი.
-შეყვარებულია. ასეთ სიგიჟეებს არასდროს აკეთებდა. უყვარხარ ნამდვილად.-თვალი ჩამიკრა ლეილამ.
-ვითომ? ხან და ხან მეც მგონია, რომ ვუყვარვარ, ხან კი ისე იქცევა.-სახე დამისევდიანდა.
-შენ უთხარი, რომ გიყვარს. ეგ სვანია, სანამ ეგ მოიფიქრებს რამის თქმას ერთმანეთს დახოცავთ.
-რომ არ ვუყვარდე და ვცდებოდე? არ შემიძლია.-ყავის ჭიქები ავიღე ხელში.-დაისვენე შენ, დემნას მე მივხედავ.-ამოვიოხრე და სამზარეულოდან გამოვედი.
-ნუ გაურბიხარ და მეტი სითბო გამოიჩინე.-სიცილით დამაწია ლეილამ.
-ვის ელაპარაკებოდი?-საძინებელში შესულს დემნა ამდგარი დამხვდა.
-შენ მგონი კარგად ხარ უკვე.-გავუღიმე, ლეილას ნათქვამი გამახსენდა და გამეცინა.
-რა გაცინებს? ვის ელაპარაკებოდი?-გაკვირვებული მიყურებდა.
-ლეილას.
-ღამის სამ საათზე ლეილას რატომ ღვიძავს?-ეჭვიანი ქმარივით მომიწყო დაკითხვა.
-წყალი დალია სამზარეულოში.
-ჩემი მდგომარეობით არ დაინტერესდა?-შემომხედა ეგოისტი ბავშვივით.
-დაინტერესდა და მე ჩამაბარა შენი თავი.-შევხედე და ისევ გამეღიმა.-დალიე და ცოტა უკეთ გახდები.-ყავის ჭიქა მივაწოდე.
-შენ რატომ იღიმი კმაყოფილი?-წარბი მაღლა ამიწია.
-მეორე პინა, ეჭვიანი და გაბრაზებული დემნა დაბრუნდა.-ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი.-ისე თუ კარგად ხარ წადი შენს ოთახში და მშვიდი ძილის საშუალება მომეცი.
-წავალ. მაგრამ გავარკვევ თქვენ ორი რას ხლართავთ.-თითი დამიქნია.
-შარზე ხარ? რა სიზმარი ნახე ამ ათ წუთში?-შევხედე გაბრაზებულმა.-მგონი მარტო მაშინ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი თუ ვტირი და ვიტანჯები.
-კარგი, ნუ გაუტიე ახლა.-ხმას აუწია და ოთახიდან გავიდა.
-ღმერთო გაძლება მომეცი. სამი წელი კი არა სამი საათითაც ძნელი გასაძლებია. რა მოგეწონა ამ კაცში? სულელი ხარ ნატა.-ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს. დავწექი, თუმცა ვერ მოვისვენე, მთელი ერთი საათი ვიწრიალე, მერე კი ავდექი, ხალათი მოვიცვი და ზედა სართულისკენ დავიძარი. სულელურად ვიქცეოდი, მაგრამ ვნერვიულობდი. დემნას ოთახში შევიპარე და მძინარეს ჩუმად მივუახლოვდი. მშვიდად სუნთქავდა, ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ ხელზე ხელი წამავლო და საწოლზე აღმოვჩნდი.
-აქ რა გინდა?-ზემოდან დამყურებდა და იღიმოდა.
-შემაშინე, გამიშვი.-ავფართხალდი.
-ნუ ფართხალებ და მითხარი რა გინდა ჩემს ოთახში?-მკაცრად ჩაილაპარაკა, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-ვერ მოვისვენე, შემეშინდა ცუდად არ გამხდარიყავი. ერთი საათის წინ ცუდად იყავი და ვნერვიულობდი.-ამოვიტირე.
-კარგი.-გაეღიმა.
-მე წავალ, კარგად ხარ.-ამოვხედე ქვემოდან.
-დარჩი.
-არა.-შეშინებულმა წამოდგომა ვცადე.
-რატომ? ერთად დავიძინოთ.-გაღიმებული მიყურებდა.
-გეყოფა, ნუ მეთამაშები.-გაბრაზებულმა გულზე ხელი მივკარი და საწოლიდან ავდექი. უცებ წამოხტა საწოლიდან და წინ დამიდგა. მხოლოდ ტრუსები ეცვა, საშინლად დავიბენი.
-არ წახვიდე.-ხელი თმაში შემიცურა და ჩემი სახისკენ დაიხარა. ამ დროს ჩაირთო განგაშის სიგნალი ტვინში, ხელიდან დავუსხლტი და სულ სირბილით გამოვიქეცი მისი ოთახიდან. ჩემს საძინებელში შევარდი და კარი გადავკეტე.
-ღმერთო ეს რა იყო.-გულზე ხელს ვიჭერდი.-ლამის მაკოცა, ეხლა გული გამიჩერდება.-ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა.
-ნატა კარი გააღე.-კარის სახელური დაიწია და დემნას ხმაც გაისმა.
-წადი.
-გამიღე.-მკაცრი ხმა ჰქონდა.
-არა, წადი.-საკეტი გაჩხაკუნდა და ოთახში შემოვიდა.
-რატომ გამოიქეცი?-ირონიულად იღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
-დემნა წადი.-შევხედე მუდარის თვალებით.
-რატომ გამოიქეცი? შეგეშინდა? არაფერს დაგიშავებ.-ახლოს მოდიოდა, მე კი უკან ვიხევდი და საბოლოოდ კედელზე ამაკრა.
-დემნა გთხოვ წადი. ნასვამი ხარ და ამ ყველაფერს გავატარებ. დავივიწყებ, წადი!-ხმას ავუწიე.
-მხოლოდ ეს მინდოდა.-დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.-ეს იმისთვის, რომ ჩემზე დარდობდი.-მეორე ლოყაზეც მაკოცა.-ეს კი იმისთვის, რომ საყვარელი ბავშვი ხარ. ეხლა კი დაიძინე.-მითხრა და ოთახიდან გავიდა. მე კი დიდხანს ვიდექი გაშეშებული და ვერ ვინძრეოდი.
-რა გინდა დემნა? რა გინდა ჩემგან?-ვჩურჩულებდი და ბალიშს ვეხუტებოდი.
მალე დამეძინა. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. სწრაფად ავდექი და მოვწესრიგდი. სამზარეულოში ლეილა დამხვდა, უკვე ფუსფუსებდა და საუზმეს ამზადებდა.
-ლეილა როგორ ხარ? ასე ადრე რატომ ადექი?
-საუზმე ხომ გინდათ?-გამიღიმა.
-ისე მივეჩვიე ადრე ადგომას და დემნაზე ზრუნვას, არ ველოდი, თუ დილით საუზმე დამხვდებოდა. არ ამდგარა?
-შენთან არ იყო?-გაეღიმა ლეილას.
-არა, გამოვაგდე.
-მოუხდება, ცოტა გააწვალე. რაც უფრო მეტად გააბრაზებ მით მალე იტყვის სათქმელს.-თვალი ჩამიკრა ლეილამ და ყავა მომაწოდა.
-ნატა. ნატა!-დემნას ხმა გაისმა.
-მშვიდობაა?-ორივემ ერთდროულად გავხედეთ კარში შემოსულ დემნას.
-ნატა ის წამალი მინდა.-ამოილაპარაკა და საფეთქლები დაიზილა.
-მოგიტან,-გვერდი ავუარე და საძინებელში გავიქეცი. წამალი მივეცი და წყალიც მივაყოლე.
-შემ მომკლავ და შენვე გადამარჩენ.-ამოილაპარაკა და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. ლეილამ კი გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ცოტა ხანში გაგივლის.-ვუთხარი და ყავა მოვსვი. ის კი წამოდგა და მომიახლოვდა, ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა თვალებით მომკლავდა. ყავის ჭიქა ხელიდან წამართვა და თავად მოსვა.
-წადი და ეგ ზედა გამოიცვალე.-ბოლოს დააყოლა.
-რა წესია, ჩემი ყავა.-გაბრაზებულმა შევხედე.
-წადი და ეგ ზედა გამოიცვალე.-ისევ გამიმეორა.
-არა! -ჩავილაპრაკე და მორიგ ჭიქაში ჩამოვისხი ყავა. ზედმეტად დეკოლტე მაისური მეცვა.
-ხოო.-ჩემსკენ წამოვიდა ისევ. თვალები უელავდა. ყავის ჭიქით მოვიდა და ყავა გადამასხა მაისურზე.
-გაგიჟდი?-შევყვირე, სანამ მე ხელსახოცი ავიღე მან ჩემს მეორე ყავის ჭიქას დაავლო ხელი და სამზარეულოდან გავიდა. ლეილა კი გაგუდვამდე იცინოდა.
-წადი გამოიცვალე.-ისევ იცინოდა ლეილა.
-შენ რაღა გაცინებს?-შევხედე გაბრაზებულმა.
-თვალებით გჭამს.-ცერა თითი ამიწია მაგარი ხარო.-ისევ რამე გამომწვევი ჩაიცვი, არ დანებდე.
-დამაცადოს.-დავიმუქრე და მისაღები გადავჭერი. დივანზე იჯდა და ყავას სვავდა, გაბრაზებულმა ჩავუარე გვერდზე. მან კი ირონიულად გადმომხედა და ჩაეცინა.
კარადა გამოვაღე და ნახევარი ტანსაცმელი გამოვაწყვე, რომ რამე სექსუალური მეპოვნა. მოკლე შავი კაბა ავიღე. ძალიან მოკლე იყო, ლიკამ მაჩუქა. ლიკაზე საკმაოდ მაღალი ვარ და მისი კაბები სულ მოკლე მაქვს. დეკოლტე არ იყო, სამაგიეროდ ჩემს გრძელ ფეხებს უხდებოდა. კაბა ჩავიცვი, კმაყოფილი სარკის წინ დავტრიალდი და მისაღებში გამოვედი. თვალი გამომაყოლა და უკან გამომყვა.
-გამოიცვალე.-მკლავში ხელი მომკიდა და მკაცრად ჩამხედა თვალებში.
-რას გადამეკიდე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ნატა, გამოიცვალე, თორემ გეფიცები საცვლების ამარა დაგტოვებ.-ხარბად შემათვალიერა და კაბის ელვა ზუგს უკან წამში შემიხსნა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?-შევხედე შეშინებული თვალებით.
-გაჩვევ.-თვალი ჩამიკრა და გვერდი ამიარა.-მე გაგაფრთხილე.-თითი დამიქნია.-შეშინებული გავიქეცი საძინებელში და დახურული გრძელ მკლავიანი პერანგი და მუხლამდე შავი ქვედაბოლო ჩავიცვი. სამზარეულოში გამოვედი გაბრაზებული.
-ლეილა ყავა დამისხი გთხოვ.-შეშინებული ვიყურებოდი, დემნა არ იყო იქ.
-რა ჩაიცვი ეგ? სექსუალური რამე ვერ ნახე? მეც კი აღარ ვიცმევ ასეთ ზედებს.-გაკვირვებული მიყურებდა ლეილა.
-ჩავიცვი და ლამის ტანზე შემომახია დემნამ.-შეშინებულმა ჩავილაპარაკე.
-კარგია. დღეისთვის ეყოფა. მაგრამ მომავალშიც გააგიჟე.-თვალი ჩამიკრა.
-ლეილა გთხოვ. ცუდად მაქეზებ, ერთხელაც შემოვაკვდები.-გაბრაზებულმა შევხედე.
-ნატა წავედით.-მისაღებიდან გაისმა ტირანის ხმა და მეც უკან ავედევნე.
მანქანაში ორივე ჩუმად ვიყავით. მე გაბრაზებული ვიჯექი. ის გადმომხედავდა და კმაყოფილს ეღიმებოდა.
-მოვედით, გადმოდი.-ოფისთან მისული ფიქრებიდან დემნას ხმამ შემაფხიზლა. სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ოფისისკენ წავედი. ლიფტი გამოვიძახე და ცოტა ხანში ისიც გვერდით დამიდგა. ლიფტში შევედით და სანამ კარი გაიღებოდა და ჩვენს სართულზე მივიდოდით ლიფტი გააჩერა.
-რას აკეთებ?-შევხედე გაბრაზებულმა.
-გაკვეთილი მეორე. კაცის მოხიბვლა შიშველმა კი არა ჩაცმულმა უნდა სცადო. ჩვენ კაცებს რაც უკვე ჩანს მის მიმართ ინტერესს ვკარგავთ, ხოლო რაც დამალულია გვიზიდავს.-თვალები ჩემი მკერდისკენ გააპარა, რომელსაც ყელამდე შეკრული პერანგი ფარავდა.
-და ვინ გითხრათ, რომ ვინმეს მოხიბვლა მინდა?-ირონიულად ჩავიღიმე.-ეს არ მჭირდება, ისედაც ბევრი დამდევს პირდაღებული.-თვალი ჩავუკარი.
-ესე იგი ბევრი არა.-გაბრაზებულმა შემომხედა და ლიფტი დაძრა. ლიფტიდან გამოვდიოდით, მიმღებში სამი გოგო იჯდა და ყავას სვავდნენ, ვერ დაგვინახეს და ჭორაობას აგრძელებდნენ.
-არ მოვა, არც ქალბატონი ჩანს.-ამბობდა ქეთუნა.-გუშინ როგორ უყვიროდა.
-კაბინეტში გადააბძანა, ჩაუგორდა ლოგინში ალბათ.-დაუდასტურა ანუკიმ.
-რა აქვს ასეთი, მე შიმშილით თავს ვიკლავ და ეგ იმ დღეს ხაჭაპურს ჭამდა. არც ცდილობს გახდეს. ამ კაცებს თვალები არ აქვთ საერთოდ.-დასკვნა დადო მარიკამ. მე და დემნამ კი ერთმანეთს გადავხედეთ, გულში რაღაც ჩამწყდა, უკვე ჩვენზე ჭორაობდნენ და მისი საყვარლობაც დამაბრალეს.
-ფეხები აქვს გრძელი და კარგად გაუშალა, ალბათ სხვასაც და ამიტომ ყვიროდა დემნა.-დასკვნა დადო ანუკიმ. დემნა სახეზე წამოენთო.
-გამარჯობათ გოგონებო, სამუშაო არ გაქვთ?- დაადგა თავზე და გაბრაზებულმა შეხედა.
-გამარჯობათ.-შეშინებულებმა ჩაილაპარაკეს.
-მოდით ინტერესს დაგიკმაყოფილებთ და აგიხსნით რატომ გადმოვიდა ნატა ჩემს კაბინეტში. ნატა იმდენ საქმეს აკეთებს და მეხმარება, რასაც თქვენ თქვენი თავებით სამივე ერთად ერთ კვირაში ვერ გააკეთებთ. ჩემი სამსახურში მოსვლა არ მოსვლა კი თქვენი საქმე არ არის. ნატა ჩემი თანაშემწეა და სადაც მივდივარ ისიც იქ არის. ახლა კი საქმეს მიხედეთ და საკუთარ ცხოვრებას.-მერე შემობრუნდა და თვალებით მანიშნა კაბინეტში წადიო და ისიც უკან გამომყვა.
-ასეც ვიცოდი.-ჩანთა მაგიდაზე დავაგდე.
-რა იცოდი?-შემომხედა და გაეღიმა.
-არ უნდა გადმოვსულიყავი აქ, ხომ გითხარი. მოაბეს კუდები, თურმე შენი საყვარელი ვარ.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი.-თანაც გღალატობ.-ნერვიულად დავდიოდი კაბინეტში და კედლებს ვაწყდებოდი.
-გეყოფა. რაში განაღვლებს ეგ სამი უტვინო ქალი შენზე რას ჭორაობს.-გამიბრაზდა დემნა.
-რაში მანაღვლებს? ეგ სამი უტვინო მთელს სამსახურში იჭორავებს და რეპუტაციას შემილახავენ. გავიწყდებათ, რომ გასათხოვარი ვარ და მომავალში ვაპირებ ოჯახი შევქმნა?-გაბრაზებული ვლაპარაკობდი.
-არ მავიწყდება.-ჩემსკენ წამოვიდა, მკლავზე ხელი მომკიდა და სავარძელზე დამსვა.
-რატომ არ უარყავი, რომ შენი საყვარელი არ ვარ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-რატომ უნდა უვარყო? ეს ასე გაწუხებს? რაც სიმართლე არ არის რატომ გაწუხებს ასე? ყურადღებას რატომ აქცევ?-ეღიმებოდა.
-შენ რა გენაღვლება. კაცი ხარ და რეპუტაცია არ შეგელახება. მე? მე რა ვქნა?-ისევ ვქოთქოთებდი.
-დაწყნარდი. შურისგან ლამის გასკდნენ. შენი შურთ და ამიტომ ჭორაობენ. მე თუ მაგიჟებ და მაბრაზებ ისინიც გააგიჟე და შეწყვეტენ ჭორაობას. ქალი შენ ხარ და მიდი, გააგიჟე უარესად.-მაქეზებდა დემნა.
-ისევ ჩემს ოთახში გადავალ.
-არა! მათ ეჭვებს გაამყარებ.-თვალებში მიყურებდა და რატომღაც ეღიმებოდა.
-დემნა კმარა! რატომ იცინი, სასაცილო რა არის?-შევხედე გაბრაზებულმა.
-შენ ხარ სასაცილო. უცებ აგაგდეს, თავი გააკონტროლე და გააგიჟე ის უტვინო ქალები.-თვალი ჩამიკრა და თავის მაგიდას მიუჯდა. -ახლა კი იმუშავე, ბევრი საქმე გვაქვს.-ბოლოს უფროსული გაუშვა.
შუადღემდე იმდენი საქმე მქონდა ვერ ავწიე თავი მაღლა. მერე კი შესვენებაზე გავედი. კაფეში ჩავედი და უტვინო სამეული ერთად სადილობდა. ქათმის შაურმა შევუკვეთე და მათი მაგიდისკენ დავიძარი.
-გოგონებო შეიძლება?-გავუღიმე.
-კი.-ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებულებმა.
-რაღაც გაინტერესებთ და ვერ მეკითხებით. მკითხეთ და გიპასუხებთ.-თვალი ჩავუკარი და ქათმის შაურამა მადიანად ჩავკბიჩე.
-დიეტაზე არ გიფიქრია?-შემომხედა მარიკამ.
-დიეტაზე? არასდროს ვყოფილვარ. იმდენ ენერგიას ვხარჯავ დიეტა რომ დავიცვა გული წამივა სადმე.-ვუთხარი და ჭამა გავაგეძელე.-თქვენ რატომ იკლავთ თავს? კაცებს ხმელი ქალები არ მოსწონთ. ფიცარი რომ მოკვდებიან საფლავშიც ეყოფათ.
-ხოო. შური გალაპარაკებს.-ჩაეღიმა ქეთუნას.
-არა საყვარელო. ბედნიერი ვარ, ცხოვრებით ვტკბები, იმას ვაკეთებ რაც მინდა და საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, რადგან საკუთარი ცხოვრება მაქვს. არავისი არაფერი არ მშურს, რატომ უნდა მშურდეს?-მხრები ავიჩეჩე.
-შენ და დემნა ერთად ხართ?-მკითხა ანუკიმ.
-ერთად? რას გულისხმობ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-საყვარლები ხართ?-კითხვა დამიზუსტა ქეთუნამ.
-არა რა საყვარლები. აქ არ მეყოფა მაგის კოპები?
-არ თქვა არ მომწონსო. ეჭვიანობს შენზე?-არ ცხრებოდა ქეთუნა.
-იცი საყვარელო ნდობა რას ნიშნავს? არ იცი, რადგან ყველა კაცს კლიენტის თვალით უყურებ. იცით რამდენი მეგობარი მყავს? 20 მეგობარი და მათ შორის მხოლოდ 2-ია გოგო. დანარჩენი ბიჭები არიან და არასდროს არცერთისთვის არ შემიხედავს ისე როგორც თქვენ უყურებთ კაცებს.-თითი მოვატარე, რომ ყველას ვგულისხმობდი.-ყველას საკუთარი საზომით ნუ ზომავთ და ჭრით. ისე თუ ძალიან გინდათ დემნას საყვარლობა ხელს შეგიწყობთ და გაქებთ მასთან. ოღონდ ჯერ შეთანხმდით, რომელი და იმედი მაქვს არჩევისას ერთმანეთს არ დახოცავთ. თუ გინდათ გაიყავით, დღეების მიხედვით იჟი*ვეთ მასთან. მაინც განრიგს ვუდგენ და ჩაგსვავთ განრიგში თქვენც.-თვალი ჩავუკარი და მაგიდა დავტოვე. პირდაღებულები მიყურებდნენ და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხეს. მე კი კმაყოფილი ვბრუნდებოდი უკან რომ დემნამ დამირეკა.
-ნატა რამე გამომიყოლე საჭმელი.
-არის უფროსო.-ჩავძახე ტელეფონში და ბარმენს ქათმის შაურმა შევუკვეთე.
-მეორე შეუკვეთა.-გადაულაპარაკა დანარჩენებს და პირდაღებულმა შემომხედა ანუკიმ.
ყავის აპარატს ორი ყავა შევუკვეთე და ხელდამშვენებული შევედი კაბინეტში.
-ეს ყავა, ეს საჭმელი.-წინ დავუდე დემნას.
-ეს რა არის?-ინტერესით შეხედა საჭმელს.
-ჭამე რა, მაგარია.-თვალი ჩავუკარი. მანაც ხელი მოჰკიდა და მადიანად ჩაკბიჩა.
-გემრიელია, გამასუქებ შენ.-გამიღიმა.
-ცოტა გასუქება არ გაწყენს.
-რა არის ეს?
-ქათმის შაურმა. მოგეწონა?
-მაგარია.-ცერა თითით მანიშნა და ჭამა გააგრძელა, მე კიდევ მეღიმებოდა.-რატომ იცინი?
-ის სამი უტვინო გავაგიჟე. მათ თვალწინ შევჭამე შაურმა და მეორეს ზემოთ შევჭამთქო აქ წამოვიღე და პირდაღებულები მიყურებდნენ.
-შენ მაგათ გაგიჟებაში გასუქდები.-თითი დამიქნია.
-ვივარჯიშებ, მაგრამ დიეტას ვერ დავიცავ, არ შემიძლია.-ხელები მაღლა ავწიე.
-კარგი. ერთად ვივარჯიშოთ, მე ვიქნები შენი ტრენერი.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი.-დავეთანხმე და მუშაობა გავაგრძელე.-დემნა ისევ არ არის სწორი.
-რა?
-ის ხარვეზი გუშინ, რომ გაჩვენე.
-ფორმულა ნახე აბა. გადმოგიგზავნი და მოიფიქრე როგორ ჩავსვათ.
-კარგი, გამოუშვი.-მხიარულად შევძახე. ისე მიხაროდა, როცა თავსატეხებს მაძლევდა დავალებად ვბედნიერდებოდი.
-პირველად ვხედავ ადამიანს ამის მოგვარება უხაროდეს.-თავი გაიქნია და მეილით ფაილიც მომივიდა. საღამომდე ჩავკირკიტებდი და ბოლოს გამომივიდა. დემნას გადავუგზავნე, პროგრამაში გაწერა ფორმულა და იმუშავა.-ნატა დავიღალე არ წავიდეთ?-ახლა უკვე ის მეხვეწებოდა, რომ სამსახურიდან სახლში მალე წავსულიყავით.
-წავიდეთ.-სამუშაო ფაილები ჩავხურე, კომპიუტერი გამოვრთე, ჩანთას ხელი მოვკიდე და დემნას ავედევნე.
6 საათზე პირველად ვტოვებდით ოფისს, ყოველთვის გვიან გავდიოდით.
-დემნა ლეილა გელაპარაკა?-შევხედე დემნას.
-რაზე?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ლევანმა ცოლობა სთხოვა და დასთანხმდა.-ვუთხარი დემნას და მანქანა ისე სწრაფად დაამუხუჭა ლამის მანქანის წინა მინა გავიტანე თავით.-გაგიჟდი?
-როდის გითხრა?
-გუშინ და შაბათს ერთად მიდიან გრიგოლეთში. არ გაბედო ჩარევა, ეჭვიანი ბავშვივით იქცევი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ლეილა ჩემთვის ყველაფერია. შენ კი მეუბნები არ ჩავერიო. -დამიყვირა დემნამ.
-დენმა გთხოვ.-ხელზე ხელი მოვკიდე.-ვერ გეტყვი რატომ? დავპირდი, რომ არ გეტყვი. მაგრამ ლეილა სწორად იქცევა.
-რას არ მეტყვი? გინდა სულ გამაგიჟო? მომიყევი ნატა.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-დემნა დამშვიდდი. მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ ლეილა ბედნიერი იქნება. იცოდე გისაყვედურებს მერე და ერთმანეთს ატკენთ, თუ ცუდად ჩაერევი. მას სჭირდება ლევანი, უყვარს და უჭირს მის გარეშე.
-ვიცი. თხუთმეტი წელია მისტირის!-დაიყვირა და საჭეს დაარტყა ხელები.
-თუ იცი გაუშვი. გაუშვი, რომ ბედნიერი იყოს.-მეც დავუყვირე.-დემნა სადმე წავიდეთ, უნდა დაწყნარდე, ასეთი სახლში არ უნდა მიხვიდე.
-სად წავიდეთ? ლეილას უნდა დაველაპარაკო.-გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში.
-დემნა გთხოვ.-შევხედე მუდარის თვალებით და მისი ხელი ხელებში მოვიქციე.-ქალაქ გარეთ გავიდეთ სადმე. უნდა დამშვიდდე, გთხოვ.-ვეხვეწებოდი.
-კარგი. -დამთანხმდა, მანქანა დაქოქა და ქალაქის ცენტისკენ დაიძრა.
-სად მივდივართ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ბომბორაზე, შენ სხვაგან სად წაგიყვან?-გაეღიმა.
-ნუ დამცინი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მართლა ბომბორაზე მიმყავხარ, ოღონდ რესტორანში.-თვალი ჩამიკრა.
მალე ფუნიკულიორთან მივედით.
-გადმოდი ფუნიკულიორით ავიდეთ.-სალაროსთან მივიდა და ბარათი იყიდა. მერე კი ავედით მთაწმინდის პარკში.-ცოტა გავიაროთ, ვისეირნოთ.-ჯერ კიდევ არ იყო დაღამებული, პარკში ისევ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. პარკში ხელი ხელ ჩაკიდებულები ვსეირნობდით.
-რა კარგია ბავშვობა. შვილები რომ მეყოლება ხშირად ვატარებ აქ. ისე ბედნიერდებიან ატრაქციონებზე, როგორ შეიძლება ვერ მოიცალო და არ მოიყვანო აქ.
-ყველას არ აქვს საშუალება აქ ატაროს შვილები. ყველაფერი ისეთი ძვირია.-ჩაილაპარაკა დემნამ.
-არ გავთხოვდები მანამ, სანამ ისეთი შემოსავალი არ მექნება, რომ თვეში ერთხელ მაინც შევძლო ჩემი შვილებისთვის ამ ბედნიერების მინიჭება.-ჩავილაპარაკე დამაჯერებლად.
-რა ბავშვი ხარ.-ხელი მომხვია და გულზე ამიკრა.-შენი შვილები ნამდვილად ივლიან აქ.
-შენ რა იცი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ვიცი.-ცხვირზე მომჩმიტა.
-დემნა, დაანებე ჩემს პატარა ცხვირს თავი, გადიდდება.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მართლა ძალიან პატარაა და ლამაზი.-გაეღიმა.
-ჩემი ცხვირი?-გამეცინა.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და კლუბ ანდერვილში შემიყვანა. ეშმაკის ბორბალის ქვემოთ იყო რესტორანი, სასიამოვნო გარემო იყო. მსუბუქი ვახშამი შეუკვეთა და წითელი ღვინო.
-დემნა მანქანით ხარ, უნდა დალიო?-შევხედე გაკვირვებულმა.
-მე არა, შენ კი.-თვალი ჩამიკრა.
-დემნა გადაგიარა?
-რა?
-სიბრაზემ გადაგიარა? ლეილას ხომ არაფერს ეტყვი?-შევხედე ხვეწნის თვალებით.
-როგორ ახერხებ ჩემს დარწმუნებას? იცი შემცვალე.-გაეღიმა.
-კარგი ბიჭი ხარ.-ხელზე ხელი მოვკიდე.
-ხოო? დილით რომ გაგაბრაზე?-შემომხედა.
-მეც ხომ გაგაბრაზე. ისე მივეჩვიეთ ერთმანეთის გაბრაზებას, რომ სულ ვჩხუბობთ. ახლაც მგონია, რომ ისევ ჩხუბს დავიწყებთ.-გამეღიმა, შემომხედა და მასაც გაეღიმა.
-ახლა მე მინერალურ წყალს დავლევ, შენ ღვინოს და სადღეგრძელოსაც შენ შემომთავაზებ.-გამიღიმა და წითელი ღვინო ჭიქაში ჩამომისხა.
-ლეილას გაუმარჯოს, ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება. მისი მიზეზით მოვხვდით აქ და მას დავლოცავ.-ჭიქა ავწიე და გამოვცალე.
-მაინტერესებს მთვრალი როგორი ხარ?-თვალი ჩამიკრა.
-შარიანი. არ გირჩევ ჩემს დათრობას. ორი ტიპი მყავს გათიშული მთვრალს ჩხუბისას.
-როგორ არ მომიყვები?-იცინოდა.
-ზეზვას დაბადების დღე იყო. სასწავლებლიდან ბიჭები და რა თქმა უნდა მეც რესტორანში წავედით.
ორი სქელყდიანი წიგნი მედო ჩანთაში და სუნამო. ვიღაც ძველი ბიჭები ქეიფობდნენ და ჩემზე რაღაც ცუდად თქვეს. ჩემს გიჟებს ეგ უნდოდათ? წამოხტნენ და დაიწყეს ჩხუბი. ზეზვა გაიფინეს, მაგარი ნავაჯიშები ჩანდნენ. ნიკა, დემე და ლევანიც დალურჯებულები ეყარნენ. ის ორი გორილა ბიჭებს მიხოცავდა, ჩანთას ხელი მოვკიდე და ორივეს მოვუქნიე. ერთი დატრიალება და ორივე გაითიშა. ერთი დარტყმით შვიდი მოვკალიო, ზღაპარი რომ არის, ისე გამოვიდა ზუსტად. სამაგიროდ სუნამო გავტეხე და ყელში ამოვადინე ზეზვას. შენს გადარჩენას შეეწირათქო. მერე გამოვიქეცით რესტორნიდან, სანამ პატრული მოვიდოდა. სულ იმ რესტორანში ვიკრიბებოდით და ერთი კვირის მერე, რომ მივედი ბარმენი იცინოდა. შენი დათრობა შარიაო. ძლივს მოასულიერეს ის მუტუკებიო.-გიორგი გამახსენდა და სევდამ გადამიარა სახეზე.
-მართლა შარი ყოფილა შენი დათრობა.-იცინოდა დემნა.-წამოდი ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა და სცენიკენ წამიყვანა. ნაზი მუსიკა ისმოდა, გულზე მიმიკრა და ვალსის ცეკვა დავიწყეთ. ნელ-ნელა ვთბებოდი, მთელი ჩემი არსება დემნამ მოიცვა. ისე ვყვებოდი ცეკვაში, თითქოს ერთი მთლიანობა ვყოფილიყავით. როგორ მინდოდა სულ ასე ყოფილიყო, როგორ მინდოდა მის გულში შემეღწია და მისი გრძნობები წამეკითხა. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ მისი ქცევები მაეჭვებდა. ახლა ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვუყვარდი. თითქოს ჩვენი გულებიც რიტმულად ერთ ხმაში ფექთავდნენ. მუსიკა დასრულდა და ზღაპრიდანაც გამოვფხიზლდი. -ასე რატომ მიყურებ?-თვალებში ჩამხედა.
-როგორ გიყურებ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-თითქოს ჩემი აზრების წაკითხვა გინდა.
-იქნებ მინდა კიდეც.
-მკითხე და გიპასუხებ.-გამიღიმა.
-არა მადლობა. მე წაკითხვა მინდა.-გავუღიმე.
-კარგი მაშინ წაიკითხე.
-ძნელია.
-რატომ?
-ისე სწრაფად გეცვლება ხასიათი, რომ აზრებსაც ვეღარ ვკითხულობ. ახლაც მგონია უცებ ჩხუბს დამიწყებ და რამეზე ამიშარდები.-თვალები გადავატრიალე.
-ასე გგონია? რაც ორი კაცის გათიშვის ამბავი გავიგე ვეღარ გავრისკავ.-გაიცინა.-ისე არც ისე კარგი ვარ, შენ ჩემს ნათელ მხარეს ხედავ მხოლოდ, ადამიანს კი ბნელი მხარეც აქვს.
-შენ, ბნელი? ძნელი დასაჯერებელია.
-ყველაფერი ოქრო არ არის რაც ბრწყინავს.-ჩაილაპარაკა ირონიულად. მე რომ კარგი ვიყო გაგიშვებდი, მაგრამ ეგოისტი ვარ.
-შენ რა ალექსივით ლაპარაკობ.
-ალექსმა რამე გითხრა?-უცებ შეცბა.
-მითხრა, რომ ..-უცებ გადავიფიქრე სიმართლის თქმა.-რაც შენ მითხარი. ყველაფერი ოქრო არ არისო.-არ მოეწონა, ძარღვები დაეჭიმა.
ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრეთ.
-აბა მორიგი სადღეგრძელოს დროა.-გამიღიმა.
-შენ გაგიმარჯოს, მინდა, რომ ჯანმრთელად და კარგად იყო. -ჭიქა ავწიე მაღლა და გამოვცალე.
-პირველად მადღეგრძელებს გულწრფელად ჩემი ქვეშევდომი.-გაეცინა.
-მე შენ გადღეგრძელე. ის ტირანი არა კაბინეტში რომ მიზის.-გავუღიმე.
-ახლა გასაგებია.-გაეცინა.
-რა არის გასაგები? ვერაფრიც ვერ გაიგეთ ბატონო დემნა, საერთოდ ვერაფერი.-თითი გავუქნიე, მან კი მორიგი ჭიქა შემივსო.-კიდევ უნდა დავლიო?
-ერთიც და მერე გავიდეთ და ვისეირნოთ.-თვალი ჩამიკრა.
-ხელს არ გამიშვებ, უკვე ვბარბაცებ.
-არ გაგიშვებ, არასდროს.-გამიღიმა და მინერალური წყალი მოსვა.-მესამეს რა სადღეგრძელოს შემომთავაზებ?
-მე გამიმარჯოს და ჩემს გარშემო ყველა კარგ ადამიანს, ყველა გაჭირვებულს, ყველა შეყვარებულს, ყველა გულგატეხილს, ყველა ბავშვს, ყველა მოხუცს და მთელს საქართველოს გაუმარჯოს. ისეთი საქართველო მინდა, სადაც მეტროში მათხოვარი არ იქნება, ისეთი საქართველო მინდა, სადაც ყველა ბავშვი სკოლაში ივლის და სახლში თბილი სადილი დახვდება, ისეთი საქართველო მინდა სადაც ამდენი დაავადებული ადამიანი არ იქნება. იცი რამდენი ბავშვი იღუპება სიმსივნით, იცი რამდენი ახალგაზრდა იბრძვის სიცოცხლისთვის? არ იცი. არც მე ვიცოდი, სანამ ჩემს სახლშიც არ მოვიდა წყეული დაავადება. მაშინ ოცნებები გაქრა, მაშინ ცხოვრების პირისპირ მარტო აღმოვჩნდი.-თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.-მენატრება, ძალიან მენატრება.-მორიგი ჭიქა გამოვცალე.-მაპატიე, ცუდი გოგო ვარ, ბედნიერი საღამო გავაფუჭე.
-კარგი გოგო ხარ. საუკეთესო ვისაც კი ვიცნობ. შენ სიყვარული შეგიძლია, ბევრმა უბრალოდ არ იცის ეს რა გრძნობაა.-ჩემი ხელი ხელში მოქცია და გამიღიმა.-შენ შენი თავი ვერ ადღეგრძელე, რაგან ეგოისტი არ ხარ. საკუთარ სადღეგრძელოში მთელი სამყარო ჩატიე, რადგან შენს გარშემო თუ არ იქნება ყველა კარგად, ვერც შენ იქნები კარგად. შენ დიდი გული გაქვს, ეს დიდი ნიჭია.
-ასე ფიქრობ? მგონი ჩემი სული დაინახე.-გამეღიმა.-ლიკამ მითხრა ერთხელ, ადამინები გარეგნულად გაფასებენ, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ამიტომაც არ გამოგდის ურთიერთობა მათთანო. შენს სულს ვინც დაინახავს აუცილებლად შეგიყვარებს და შენი მეგობარი გახდებაო.
-მე შენი მებრძოლი სული დავინახე პირველი შეხვედრისას. მერე კი დაუცველი ბავშვი. ახლა კი..-გაჩუმდა და გაეღიმა.
-ბოლოს რა დაინახე?-შევხედე ინტერესიანი თვალებით.
-წამოდი გავიაროთ. კარგი საღამოა და სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.-მითხრა და წამოდგა.
-არ მეტყვი?-შევხედე ნაწყენმა.
-არა. წამოდი.-ხელი მომკიდა და რესტორნიდან გარეთ გამიყვანა.-სურათებს გადაგიღებ, ნახე რა ლამაზი ხედია.-ტელეფონით რამდენიმე სურათი გადამიღო.
-დემნა არ მიყვარს სურათები.
-რატომ, ნახე რა ლამაზი ღიმილი გაქვს. -ტელეფონში ჩემი ფოტოები დამანახა.
-ჩემი საფირმო ღიმილი.-გამეცინა.-ყველას ჩემი ღიმილი რატომ მოგწონთ. სხვა არაფერი მაქვს ლამაზი?-ხელები მაღლა ავწიე და ტრიალი დავიწყე შუა პარკში.
-წაიქცევი.-ხელი მომკიდა წელზე, მართლაც წავბორძიკდი და დამიჭირა.
-პირობას ასრულებ. ხელს არ გაგიშვებო.-დავუზუსტე. მას კი გაეღიმა. -გაიღიმე, მეც უნდა გადაგიღო ფოტოები. -ტელეფონი მოვიმარჯვე და დაბღვერილ დემნას სურათები გადავუღე, თან მეცინებოდა.
-რა გაცინებს?
-შენი საფირმო კოპები. გამიღიმე.-შევეხვეწე და მანაც გამიღიმა.-ნუ მიყურებ ასე, სოციალურ ქსელში არ ავტვირთავ.
-მოდი სელფიც გადავიღოთ. -ხელი მომხვია და სელფი გადავიღეთ. ფოტოს დახედა და გაეღიმა.
-რატომ იცინი?
-გინდა გამოგიგზავნი სოციალურ ქსელში ამ სურათს და გულებს დაგიხატავ.
-გაგიჟდი? მეტი კი არ უნდათ იმ სამ უტვინო ქალს.-შეშფოთებულმა შევხედე. მერე კი მისი ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ ლეილა.-ჩასძახა ტელეფონში.-სამსახურში არ ვართ. მთაწმინდის პარკში წამოვიყვანე ბავშვი გასართობად.-გაბრაზებულმა შევხედე, ის კი იღიმოდა.-ატრაქციონები არ სჭირდება ისე ტრიალებს მის გარშემო ყველაფერი.-ცოტა ხანი ჩუმად იყო, მერე კი ისევ გააგრძელა.-დაიძინე გვიან მოვალთ. -უთხრა და ტელეფონი გათიშა.
-რაო ლეილამ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ზაირამ არ დამირეკა და გაიგე ბავშვი როგორ არისო. კვირას ჩამოვიდესო დამიბარა.
-მიდიხარ?
-ჩავალ, მეც მომენატრა ჩემი ბებო. ლეილამ ბავშვი არ გადამირიოო.-თვალი ჩამიკრა.
-გვიანიაო ვერ უთხარი?-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-რატომ უკვე გადაგრიე?-იცინოდა.
-ჩემი ჩურჩული როგორ გესმის?
-კარგი სმენა მაქვს. წამოდი.-ხელი მომხვია და პარკში სეირნობა დავიწყეთ. მერე დავიღალეთ და ცოტა ხანი სკამზე ჩამოვსხედით. ჩვენ წინ ორმა გოგომ გაიარა და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რომ ფუნიკულიორი მალე დაიკეტებოდა.
-ესეც გაიგონე? დროა წავიდეთ, თორემ დავრჩებით აქ.-გავუღიმე და ხელი მოვკიდე. ბოლო რეისი იყო, ძლივს მივუსწარით, სირბილით მივედით ფუნიკულიორთან.
-სწრაფად დარბიხარ.-გულზე ხელს იდებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-ბერდებით ბატონო დემნა.-მხარი გავკარი.-ჯერ გული აგიჩქარდებათ, მერე სახსრების ტკივილი დაგეწყებათ და ჰა, გაფრინდა ახალგაზრდობა.-ხელები მაღლა ავწიე თეატრალურად. ქვედა ვაგონიდან მგზავრებმა გაკვირვებულებმა ამოიხედეს მაღლა.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-მიგიყვან სახლში და გასწავლი მოქცევის წესებს.-ჩამჩურჩულა ყურში და კბილები ჩემს ყურის ბიბილოს მოსდო. გამაჟრჟოლა და თვალები დავხუჭე. ჩემს რეაქციაზე ჩაეღიმა.-მაშ ვბერდები არა?
-ლეილამ რა გითხრა დაგავიწყდა? ბავშვი არ გადამირიოო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-თუ უკვე გადავრიე?-თმაზე მომეფერა. სიმთვრალე კარგი რამ არის, იმას ამბობ რაც გულიდან მოდის. ისე ვიყავი ახლა მინდოდა ჩავხუტებოდი და კოცნით დამეხრჩო, მაგრამ. ეს მაგრამ რომ არ იყოს რა კარგი იქნებოდა ცხოვრება.-რაზე ფიქრობ?-ისევ თმაზე მეფერებოდა.
-ჩვენზე, კარგი დღე იყო, მაგრამ უკვე სრულდება ზღაპარი.-თავი მხარზე ჩამოვადე და სივრცეს გავუშტერე თვალი.
-არ დასრულდება. სხვა დროსაც ამოვალთ აქ თუ შენ გენდომება.-თმაზე მეფერებოდა.
-ეჰჰ.-ამოვიოხრე და გულიც ამოვაყოლე.
-არ გჯერა? კიდევ ამოგიყვან და ატრაქციონებზეც დავჯდებით.-ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა. მანქანამდე ჩახუტებული მიმიყვანა, კარიც გამიღო და მომიხურა. მერე საჭესთან დაიკავა ადგილი და ქალაქის ცენტრისკენ დავეშვით მანქანით.
-დემნა გყვარებია? ოდესმე ვინმე ძალიან გყვარებია?-შევხედე თვალებში.
-არა. არც შეყვარებული არ მყოლია. მხოლოდ ფლირტი, რომელიც ერთ ღამეს და რამდენიმე საათს არ გასცდენია.
-მეორედ აღარ ხვდებოდი?
-არა.
-ის ქალები სოციალურ ქსელში?
-თავად მიგზავნიდნენ მაგ ფოტოებს და მეც არ ვწყვეტდი გულს. ისე სხვა სოციალური ქსელიც მაქვს ახლობლებისთვის მხოლოდ. დაგიმატებ, შენ ვერ მომძებნი.-თვალი ჩამიკრა.
-მე ახლობელი ვარ?-შევხედე გაბრწყინებული თვალებით.
-აბა არ ხარ? ჩემს სახლში ცხოვრობ, ჩემზე ზრუნავ.-გაიღიმა.-სოციალურ ქსელში მათვალიერებდი?
-მე არა ლიკა.
-ლიკა რა პონტში მათვალიერებდა, ეგ არ თხოვდება?
-ხო ეგ თხოვდება. შეგამოწმა, აინტერესებდა როგორი უფროსი მეყოლებოდა.
-შენც მათვალიერე?
-არა, ლიკამ დამანახა შენი ფოტოები, ნახე რა გოგოებში გულაობსო.-გამოვაჯავრე ლიკას.
-მერე შენ?
-რა მე? მაშინ არც კი გიცნობდი ნორმალურად.
-რატომ მკითხე გიყვარდა თუ არაო?
-რა ვიცი დემნა. მთვრალი ვარ და ვბოდიალობ. მეძინება.-ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. დედაჩემი მირეკავდა.
-გისმენ დედა.-ჩავძახე ტელეფონში.
-ფატი საავადმყოფოში დავაწვინეთ, ინსულტი დაემართა, რესპუბლიკურში ვართ მალე მოდი.-მითხრა და გამითიშა. ცრემლები თავისით წამომივიდა, უცებ გამოვფხიზლდი.
-ნატა რა მოხდა? კარგად ხარ?-მანქანა გადააყენა და შემომხედა დემნამ.
-ბებო. ინსუტი დაემართა, რესპუბლიკურში არიან. წამიყვანე გთხოვ.-შევხედე დემნას და თან ცრემლები მომდიოდა.
-დაწყნარდი.-ცრემლები შემიმშრალა.-გთხოვ ნუ ტირი.-მანქანა დაქოქა და მალე რესპუბლიკურში მიმიყვანა. დერეფანში მამიდაჩემი დამხვდა.
-ოლიკო, როგორ არის ბებო?-მოვეხვიე მამიდას.
-ჩემი გოგო, დაწყნარდი, ნუ ტირიხარ. რეანიმაციაშია. გათიშულია, გადარჩენის იმედს არ გვაძლევენ.-ამოიტირა ოლიკომ.
-დღეს ველაპარაკე, კარგად ვარო.-ისევ ვტიროდი.
-უცებ დაემართა, წაიქცა და თავი დაარტყა ეზოში.-დემნას გავხედე, იქვე იყო, მე მიყურებდა და დერეფანში სკამზე იჯდა.
-მამიდა დანარჩენები სად არიან?
-ვერაფერს გაუკეთებდნენ და სახლში გავუშვი. მე დავრჩები შვილო, შენც წადი, რატომ დაგირეკა ამ ღამით ნანამ.-ბრაზობდა ოლიკო.
-ნანა სად რჩება?
-დათომ წაიყვანა ნიკაც და დედაშენიც. ჩვენთან დარჩებიან.
-მე დავრჩები შენთან.
-არა შვილო, წადი. თუ რამეა დაგირეკავ. -დამამშვიდა ოლიკომ, მერე დემნას გახედა.-ის ახალგაზრდა ვინ არის?
-ჩემი მეგობარია, მან მომიყვანა აქ.
-კარგი ბიჭია. ნუღარ ალოდინებ გაიქეცი, წადი.-მითხრა ოლიკომ და მეც წამოვედი.
-როგორ არის?-დემნა წამოდგა ფეხზე, როგორც კი მივუახლოვდი.
-კომაშია. რეანიმაციაში აპარატზეა შეერთებული. მამიდა დარჩება აქ, მაინც არ გვანახებენ, თუ რამეა დამირეკავს. სახლში წავიდეთ.-ხელი მოვკიდე დემნას და დერეფანს გავუყევით.
სახლში გამოფიტული დავბრუნდი. თითქოს სხეულის ნაწილი დავკარგე, თითქოს გულის ნაწილი აღარ მქონდა და ვეღარ ვსუნთქვდი. ჩემს ოთახში შევედი პირდაპირ და საწოლზე დავემხე. ბალიშში თავი ჩავრგე და ავტირდი. თმაზე შეხება ვიგრძენი, დემნა იყო.
-გთხოვ, დაწყნარდი.-ხელი დამავლო და გულზე მიმიხუტა.-ნუ ტირიხარ. ჯერ ცოცხალია, შენ კი გამოიგლოვე.
-დემნა ჩემთან დარჩი გთხოვ.-ხელები მოვხვიე და გულზე მივეხუტე.
-აქ ვარ.-გაეღიმა.-რომც გამაგდო არ წავალ და ასეთ მდგომარეობაში არ დაგტოვებ.-მასზე მიხუტებულს დამეძინა. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ოლიკო მირეკავდა.
-ხო ოლი, გისმენ.-ჩავძახე შეშინებულმა.
-ნატა შვილო, გარდაიცვალა, მოდი გთხოვ.-ამოიტირა ტელეფონში.
-ახლავე.-ტელეფონი გავთიშე და გაკვირვებულ დემნას შევხედე.-გარდაიცვალა, გამიყვან?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ვწუხვარ.-გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა.-გაგიყვან, მოწესრიგდი და გავიდეთ. ტანსაცმელს გამოვიცვლი.-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
შავი შარვალი და შავი ზედა ჩავიცვი. მოვწესრიგდი და მისაღებში გამოვედი. დილის 7 საათი იყო. დემნაც კიბეებზე ჩამოდიოდა უკვე. მუქი ლურჯი პერანგი და შავი ტილოს შარვალი ეცვა. ფეხზეც მუქი ლურჯი ფეხსაცმელი.
-წამოდი.-ხელი მომკიდა და სახლიდან გამოვედით. თხუთმეტ წუთში საავადმყოფოში ვიყავით. ოლიკო დერეფანში იჯდა და ტიროდა.
-ოლი.-ჩავეხუტე მამიდას და ავტირდი.
-გამარჯობათ. ძალიან ვწუხვარ-ხელი გაუწოდა დემნამ ოლიკოს.
-მადლობა შვილო.-თავი დაუკრა ოლიკომ.
-გადასვენების ამბებს მოვაგვარებ.-გვითხრა დემნამ ორივეს.
-შვილო ჩემი ბიჭი გზაშია, ის მიხედავს. მადლობა, არ მინდა შეგაწუხოთ.
-რა შეწუხებაა. მოვაგვარებ ყველაფერს.-გვითხრა და მიმღებისკენ წავიდა. სანამ დათო, დედა და ნიკა მოვიდნენ დემნამ ყველა პროცედურა მოაგვარა. მიცვალებულისთვის მანქანაც მოიყვანა და ჩემი ბებო უკვე გადასვენებული დახვდათ მანქანაში.
-ნატა რა ურთიერთობა გაქვს ამ კაცთან?-მკითხა ოლიკომ.
-ჩემი უფროსია და საუკეთესო მეგობარი.
-იმედი მაქვს ამ ყველაფერს მხოლოდ მეგობრულად აკეთებს.
-კარგი რა ოლიკო, ლექციების თავი არ მაქვს. მისი საყვარელი არ ვარ დაწყნარდი.
-ცოლი ყავს?
-არ ყავს. ერთი დეიდა ყავს და ერთი ბებო. მათთან ერთად ვცხოვრობ.
-ნატა არ მომწონს ეს ამბავი, გადმოდი ჩვენთან.
-ოლიკო. ორ ოთხიან ბინაში თქვენ ძლივს ეტევით, მე სად გადმოვიდე?
-ნატა, ნატა. ზედმეტად გენდობი და მჯერა შენი, რომ ცუდს არაფერს გააკეთებ, მაგრამ მას არ ვენდობი. თვალებით გჭამს.-დემნაზე მანიშნა.
-მგონი ვუყვარვარ. ცუდად არ იქცევა დამიჯერე, კარგი ადამიანია. რომ ინატრო ისეთია.
-გიყვარს?
-მგონი კი, ვგრძნობ მასაც ვუყვარვარ და ველოდები როდის გამომიტყდება.
-იმედია ცოლად მოგიყვანს და სხვა აზრები არ უტრიალებს.
-სხვა აზრებისთვის ეხვევიან სხვა ქალები გარს. ოლიკო დედა მოგიკვდა და ახლა ამის თავი გაქვს?-შევხედე გაბრაზებულმა, ისეთი დაკითხვა მომიწყო.
-მკვდარს არაფერი ეშველება და შენ ცოცხალი მყავხარ პატრონს ჩასაბარებელი.
-ჩათვალე, რომ ჩამაბარე.-დემნას გავხედე მადლიერი თვალებით.
-წამობრძანდით, ჩემი მანქანით წაგიყვანთ. მიცვალებულს წამოიყვანენ.
-დათოც ეზოშია, წამოდი ოლი.-ხელი მოვკიდე მამიდას და დემნას უკან ავედევნე. ეზოში გასულებს დათო და ნიკა მოსულები დაგვხვდნენ.
-დემნა წამოდი.-ხელი მოვკიდე და დათოსკენ და ნიკასკენ წავიყვანე.-დათო, ნიკა, ეს დემნაა ჩემი მეგობარი.-გავაცანი ორივეს.
-ვიზიარებ.-ორივეს ხელი ჩამოართვა დემნამ.
-მე რატომ არ ვიცნობდი?-შემომიბღვირა ნიკამ.
-ვერ მოვასწარი გამეცნო.-გაბრაზებულმა შევხედე.-ახლა ამის დროა?-შევხედე ნიკას გაბრაზებულმა და ნიკაც მანქანისკენ წავიდა.
-ოლიკო და მე დემნას გამოვყვებით.-დათოს ვუთხარი.
-კარგი საყვარელო.-დათო მომეხვია და მერე მანქანისკენ წავიდა. დედაჩემი არც კი გადმოსულა მანქანიდან. მე და ოლიკო დემნას მანქანაში ჩავჯექით. მე წინ დავჯექი, ოლიკო უკან.
-კარგად ხარ?-ხელზე ხელი მომკიდა დემნამ.
-კარგად ვარ, მადლობა.-სევდიანად გავუღიმე და სოფელში წავედით.
გზაში ოლიკომ დეტალური მოკვლევა ჩაატარა დემნას შესახებ. იმდენი კითხვა დაუსვა სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. დემნაც მოთმინებით ყველა კითხვას პასუხობდა და ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებდა მამიდას. ასე ლაპარაკში ჩავედით სოფელში.
-ნატა მე წავალ.-მანქანიდან გადმოვიდა დემნა და სახლში არ შემოსულა.
-შემოდი, ამხელა გზა გაიარე. ყავას დაგალევინებ.-გავუღიმე.
-არა მადლობა, დალაგდით, გასვენებაში ჩამოვალ.-ლოყაზე მაკოცა.-კარგად.
-კარგად.-დავემშვიდობე და ისიც წავიდა. თიოთქოს გავცივდი, რაღაც დამაკლდა. თავს ძლიერად ვგრძნობდი გვერდით, რომ იყო. ახლა კი მეგონა ტრიალ მინდორზე ვიდექი და გარშემო არავინ და არაფერი იყო. მერე ლეილა გამახსენდა და დემნას დავურეკე.
-გისმენ ნატა.-ტელეფონზე მიპასუხა.
-დემნა ლეილას არ უთხრა არაფერი. წავიდეს გრიგოლეთში ლევანთან ერთად. არ მინდა გეგმები შეცვალოს. ვიცი ერთი სული გაქვს გამგზავრება ჩაუშალო, მაგრამ გთხოვ არ უთხრა.
-გაგიჟდი? მერე მე მეჩხუბება.
-მე დამაბრალე. გთხოვ გაუშვი გრიგოლეთში. რამე მოიფიქრე და უთხარი, რომ ბებიის სანახავად წავედი. გთხოვ.-ვეხვეწებოდი დემნას.
-კარგი არ ვეტყვი.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ვის ელაპარაკები ქალბატონო?-თავზე წამომადგა ნიკა.
-დემნას და ამ ბღვერებს მორჩი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მე შენი ძმა ვარ და იქნებ უნდა ვიცოდე ვინ არის ან რა სტატუსი აქვს ამ შენს დემნას.
-საკმარისია! სცენებს ნუ დგამ და ნუ ყვირი. ხალხი მოდის სამძიმარზე. სხვათაშორის დემნამ მოაგვარა შენი მოსაგვარებელი უმადურო.-შევხედე გაბრაზებულმა და სახლში შევედი. ჩემს ოთახში შევედი, მამას სურათი ავიღე და ავტირდი.-მამა მჭირდები, შენ ერთადერთი ხარ ვისაც ყოველთვის ესმოდა ჩემი.
-ნატა უნდა დავილაპარაკოთ.-ახლა დედაჩემი შემომივარდა ოთახში.-ნიკას რა სჭირს?
-დემნა არ მოუვიდა თვალში.
-შენი უფროსი?
-ჩემი უფროსი.
-რა ხდება? იმიტომ მომიცილე თავიდან რომ ფრთები გაგეშალა?
-საკმარისია! ყველა გაგიჟდით. დემნა ჩემი უფროსი და ჩემი საუკეთესო მეგობარია. რატომ გაწუხებს დემნასთან ჩემი მეგობრობა? აქამდე არასდროს გამოგითქვამს პრეტენზია არცერთ ჩემს მეგობარ ბიჭზე.-შევხედე გაბრაზებულმა.-თუმცა მაშინ ყველა სურვილს მასრულებინებდი და რატომ იქნებოდი პრეტენზიული.
-შენზე ვნერვიულობ, დედა ვარ შენი.
-ნუ ნერვიულობ, ცუდს არაფერს ჩავიდენ. არასდროს.-მამას სურათს ვეფერებოდი.-ცუდია, რომ საკუთარი დედა და ძმა საერთოდ არ მიცნობს. რა გაწუხებთ, ის რომ გავთხოვდები და ფინანსურად ვეღარ დაგეხმარებით? მითხარი შენი წუხილის ნამდვილი მიზეზი.
-შემოსავლის გარეშე დავრჩით. კარგად იცი, რომ ფინანსურად ცუდ დღეში ვართ. ახლა გათხოვების დრო არ არის.
-არც ვაპირებ და თუ დავაპირებ გეტყვით!-დავუყვირე დედაჩემს.
-რა ხდება? რა გაყვირებთ?-ოლიკო შემოვიდა.
-ოლი გთხოვ უთხარი რამე. ნუ მირევს ტვინს და ცხოვრებას.-შევხედე მამიდას და ისევ დედაჩემს მივუბრუნდი.-შემეშვით. ორი ხელი გაქვს და ორი ფეხი, თუ მექნება დაგეხმარები, თუ არ მექნება ვერ დაგეხმარები. იქნებ ნიკასაც სთხოვო ფინანსური დახმარება. მის სწავლაში იხდიდით უამრავ ფულს, მე რა გადამიხადეთ? იმუშაოს კაცი არ არის? რაც შემიძლია გეხმარებით. აღარაფერი მაქვს, ჯერ არ ამიღია ხელფასი და ნუ შემჭამე.
-ნანა მართალია ბავშვი. ბავშვია და მთელი ოჯახის სიმძიმე მას წამოკიდეთ, ცოდოა. მაღაზიები სოფელშიც არის და აქაც უნდათ გამყიდველი. რესტორნებია, იქ შეგიძლია სამზარეულოში იმუშაო. რა ქნას მეტი ამ გოგომ. რასაც იღებს ფულს ნახევარს თქვენ გაძლევთ. იდელაური შვილი გყავს და სულ რაღაც ცუდს ეძებთ მასში. ბოლოს, როდის მოეფერე? როდის ჩაეხუტე როგორც დედა. რადგან ოჯახს არჩენს არ ნიშნავს, რომ გაიზარდა და ის ბავშვი აღარ ცოცხლობს მასში. დათოს ცოლ შვილი ჰყავს, 30 წლის ხდება და ისევე ვეფერები როგორც ორი წლის ბავშვს. ის ჩემთვის ბავშვია მუდამ, ხანდახან, ასეთ მძიმე წუთებში მაინც მოჰხვიე ხელი და მარტოსულად არ აგრძნობინო თავი.
-ყველანი გადით. მარტო დამტოვეთ.-გამოვუცხადე ყველას.
-კარგი საყვარელო.-ოლიკო ჩამეხუტა, ნანას ხელი მოჰკიდა და გაიყვანა გარეთ.
ცოტა ხნის მერე ნიკა შემოვიდა ჩემს ოთახში.
-შეიძლება ცოტა ხანი დავრჩე მარტო?-გაბრაზებულმა შევხედე.
-საჩხუბრად არ მოვსულვარ.
-რამდენი? რამდენი გინდა?
-ასი ლარი. აიფონის განვადება გადამიცდა.-ჩაილაპარაკა ნიკამ.
-კარგი, მაგრამ იცოდე მხოლოდ ოცი ლარი მრჩება და მეტი არ მთხოვო.-ჩანთა გავხსენი და ასი ლარი მივეცი. რას ვიზავთ, მე უბრალო ტელეფონით დავდივარ, რომელიც ლიკამ მაჩუქა, როცა თავად ახალი ტელეფონი იყიდა. სამაგიეროდ დედაჩემმა ამ ზამთარს შუბა მოირგო, ნიკამ ბოლო მოდელი აიფონი. ფულს კი ნატა იხდის, ნატას რაში სჭირდება ფული? ლიკას ნაჩუქარი ტანსაცმელიც ეყოფა. სურვილი მიჩნდება, რომ რაც შეიძლება შორს გავიქცე, გავიქცე და აღარასოდეს დავინახო არავინ. რომ მქონდეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ ოჯახს დაეხმარო, მაგრამ ღამის 10 საათზე შევდიოდი სახლში, მოსწავლიდან მოსწავლის სახლში დავდიოდი და წვალებით აღებულ კაპიკებს სისულელეებში მახარჯინებდნენ.-დავიღალე მამა, ძალიან დავიღალე.-სურათი ჩავიხუტე და ჩამეძინა. უკვე შებინდებული იყო რომ გამეღვიძა, სიცივემ გამაღვიძა, დედაჩემი დადიოდა ოთახში და რაღაცას ეძებდა.
-რამე დაკარგე?-შევხედე დედას.-ისე შეგეძლო მოგეფარებინა რამე, გავიყინე.
-შენი საყურეები სად არის?
-რად გინდა?
-უნდა დავალომბარდო, ფული მჭირდება.
-დედა ის ერთადერთია რაც მამასგან დამრჩა და არ დაალომბარდებ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-გაგზარდე, არაფერი დაგაკელი და ასე მიხდი ხომ.-შემომხედა გაბრაზებულმა.
-შენ არა დედა. იმ ქალმა გამზარდა ახლა კუბოში, რომ წევს, ამ კაცმა გამზარდა ცივ მიწას, რომ მივაბარე. შენ არა დედა, შენ ნიკას აღზრდით იყავი დაკავებული და ზუსტად ისეთი გაზარდე, როგორიც შენ ხარ. ორი კვირის წინ თბილისიდან რომ გამოგიშვი ხუთასი ლარი მოგეცი, სად წაიღე? რა ფული გჭირდება?
-ხუთასი ლარი ფულია?
-წადი იშოვე და მერე ილაპარაკე, არის თუ არა ფული. საჭმელი არ გიყიდია და არაფერი. პაპა იყიდდა ყველაფერს თავის და ბებოს პენსიით. შენ სად წაიღე?
-საბუთები გავაკეთე, ისრაელში მივდივარ სამუშაოდ. სახლს ბანკში ჩავდებ და წავალ, აღარ ვაპირებ შენი უმადური სახის ყურებას. იმედი, ნუ გექნება, რომ გამოგიზავნი რამეს.
-არა დედა, მაგის იმედი არ მაქვს. უბრალოდ ვიცი იქით მექნება გამოსაგზავნი და მეცინება.
-წავალ და მოგცილდებით.
-წადი. სახლს კი არსადაც არ ჩადებ. უვიზო მიმოსვლაა და წადი, ვინ გიჭერს. ბილეთს მე გიყიდი, გულს არ დაგწყვეტ.-გაბრაზებული გამოვარდი ოთახიდან.
-ნატა მოდი.-მიცვალებულის თავთან ოლიკო იჯდა და მეძახდა. მის გვერდით დავჯექი და ბებოს უსულო სხეულს ვუყურებდი. არ მეცოდებოდა, რადგან მალე მამასთან იქნებოდა. მამას სიკვდილის მერე მისი სიცოცხლე ჯოჯოხეთი იყო. ძალიან უყვარდა მამა, ახლა კი მალე მასთან იქნებოდა.
სამძიმარს მე და ოლიკო ვიღებდით მიცვალებულთან, გარეთ კი პაპა, დათო და ნიკა. თემური ძია, დათოს მამა კი დაკრძალვის ამბებს აგვარებდა. ლიკას შევატყობინე ბებოს გარდაცვალება. მეორე დღეს ჩემი გიჟები მოვიდნენ სამძიმარზე. მეგობრებში ძალიან გამიმართლა. ბიჭები დარჩნენ და თემურის დაკრძალვის საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდნენ. ყველაზე ძალიან პაპა მეცოდებოდა, მიუხედავად უძლურებისა და სიბერისა, მაინც იდგა და სამძიმარს იღებდა. არ იმჩნევდა, მაგრამ ყველაზე მეტად მას სტკიოდა. ღამით წყლის დასალევად გამოვედი, ხმაური შემომესმა და მიცვალებულის ოთახში შევედი, პაპა მუხლებზე იდგა და ტიროდა.
-პაპა.-მივედი და ჩავეხუტე.
-ჩემი გოგო. მე და შენ ყველაზე მეტად გვტკივა.-ატირებულს ცრემლებს მიმშრალებდა პაპა.
-მტკივა, მაგრამ ვფიქრობ იმაზე, რომ მალე მამასთან იქნება და მისთვის ასე სჯობია. შენ მეცოდები, მეც არ ვარ შენს გვერდით. როგორ იქნები? იმედი მქონდა, რომ ერთმანეთზე იზრუნებდით, თუ ერთი გახდებოდა ცუდად მეორე დამირეკავდით და მეტყოდით. ახლა კი მეშინია, რომ შეიძლება ცუდად გახდე და მე ვერ დაგეხმარო, ვერ აღმოვჩნდე შენთან. მტკივა, რომ მის გვერდით არ ვიყავი, როცა წაიქცა, ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ ძალიან მიყვარს. შენც მიყვარხარ, ხომ იცი. მამას ადგილი ჩემს გულში შენ და ბებომ ჩაანაცვლეთ. ძალიან მიყვარხარ ოთარ, ძალიან.
-ვიცი შვილო. ვიცი დიდი ტვირთი გაქვს, შენ მამაშენის ღირსეული შვილი ხარ. ფატიმაც იცოდა, რომ ძალიან გიყვარს. მეც ვიცი. ხანდახან მგონია შენ ხარ ბიჭი და შენი ძმა გოგო. რა იქნებოდა ისიც შენ დაგმსგავსებოდა. -სევდიანად ჩაილაპარაკა პაპამ.
-ბავშვობა მენატრება. ის დრო, როცა მამა ყველაზე ზრუნავდა და ყველას გვიცავდა. რამხელა ტვირთს ატარებდა ახლა ვხვდები.-ტირილით ჩავილაპარაკე.
-შვილო ის ბიჭი მომეწონა. ოლიკო აქებდა კარგი ახალგაზრდააო. მინდა შენ ჩაგაბარო პატრონს, რომ მშვიდად წავიდე, ნიკას რომ არაფერი ეშველება დიდი ხანია ვიცი.
-ჩემი უფროსია და კარგი მეგობარი. რატომ გონია ყველას, რომ რამე ხდება.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-იქნებ იმიტომ, რომ შენი თვალები ისევ ისე აენთო, როგორც ბავშვობაში ანათებდა.
-ხოო? ასე მეტყობა?
-გეტყობა შვილო. გეტყობა, რომ გიყვარს. შენმა ბედნიერებამ კი დედაშენი და ნიკა გადარია. დათო ეჩხუბა ორივეს, ბავშვს ტვინი არ აურიოთო. ოლიკოს გამოუკითხია მთელი ისტორია.-გაეღიმა პაპას.-დათომ კი საერთო ნაცნობები გამოჩხრიკა. ყველამ მიქო მაგაზე კარგს ვერავის გაყვება ნატაო.
-გადამრევენ ესენი. მე მიყვარს, მასაც კი არ ვუყვარვარ უკვე ჯვარი რომ დაგვწერეს.
-უყვარხარ პაპი, უყვარხარ. მისი თვალებიც ბწრყინავდა.-გულში ჩამიკრა პაპამ.
-დაიძინე, ხვალ ბებოს გასვენებაა. ძალა უნდა მოიკრიბო.
-აქ დავწვები, ჩემს ფატისთან.-დივანზე მიწვა, პლედი მივაფარე და ჩემს ოთახში გავედი.
კვირა დღე იყო, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მალე გამოსვენება დაიწყებოდა და უამრავი ხალხი იყრიდა თავს ჩვენს ეზოში. გამოფიტული ვიყავი, თითქოს კიდევ ერთი საყრდენი გამომაცალეს და ახლა უკვე მიწაზე მივხოხავდი. ალექსანდრე და დემნა, რომ დავინახე, მეგონა გავძლიერდი. კიდევ ერთხელ მომისამძირა.
-როგორ ხარ?-ჩამჩურჩულა. მე კი თვალებით ვანიშნე, რომ კარგად ვიყავი.
-ვიზიარებ.-ალექსმაც მომისამძიმრა.
-მადლობა.-ჩავილაპარაკე ჩუმად.
თხუთმეტი წუთის მერე გამოსვენება დაიწყო. სამგლოვიარო პროცესიამ ბებო გაყინულ მიწას მიაბარეს. მერე კი რესტორანში გადაინაცვლეს. ჩემი მეგობრები, დემნა და ალექსი ერთად დასხდნენ, მეც მათთან დავჯექი. რამდენიმე ჭიქა დალიეს და მიცვალებულები მოიხსენიეს.
-ძალიან საყვარელია, სულ არ არის ტირანი.-ლიკამ გადმომიჩურჩულა.
-ლიკა ამის განხილვის ადგილია აქ? ისედაც თვალებით კლავს ჩემი ძმა.
-მაგ მუტრუკს რაღა უნდა?
-არ ვიცი, ძალიან დამღალეს. ნანამ ისრაელში მივდივარო, ბილეთის ფული მინდა და მაღაზიის ფულიდან გადმომირიცხე. ცოტა ხანი იმედია დავისვენებ მისგან.
-წავა და დაისვენებ? არ გქონდეს მაგის იმედი. სამოგზაუროდ მიდის ალბათ.
-დავიღალე, ძალიან დავიღალე.
-ვიცი.-ჩამეხუტა ლიკა.-დემნამ მგონი შენი სული დაინახა.
-რაა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-უყვარხარ შტერო.-საფეთქელზე თითით მომიკაკუნა.
-კარგი რა ლიკა.-თვალები გადავატრიალე.
მერე ბიჭები წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ. გარეთ ლაპარაკობდნენ, მათ შორის ალექსიც და დემნაც. დათოც მივიდა მათთან, მერე ფანჯრიდან დავინახე დემნა და დათო ლაპარაკობდნენ. დათომ მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე და გაუღიმა. დემნამ ფანჯარაში ჩემი მზერა დააფიქსირა და გამიღიმა.
-ნეტავ რას ელაპარაკება?-შევხედე ლიკას.-გამაგიჟეს ყველამ. უკვე ჯვარი დაგვწერეს მე და დემნას.
-წარმომიდგენია.-გაეცინა ლიკას.-დღეს მოდიხარ თბილისში?
-ხვალ წამოვალ. დღეს დავრჩები.
-კარგი საყვარელო. მე და ზეზვა გავალთ, ამ გიჟებსაც წავიყვანთ.-ხელი ბიჭებისკენ გაიშვირა.
-კარგი.-ლიკა დამემშვიდობა და გავიდნენ, მანქანამდე მივაცილე.
-კარგი მეგობრები გყავს.-დემნა ამომიდგა გვერდში.
-ნამდვილად.-სევდიანად გავუღიმე.-რაზე ლაპარაკობდით შენ და დათო?
-საიდუმლოა.
-დემნა გთხოვ მათ ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციო, სამი დღეა გამაგიჟეს. იცოდე მე სხვანაირი ვარ და მათსავით არ ვფიქრობ.
-ცუდია.
-რა არის ცუდი?
-მათსავით, რომ არ ფიქრობ.
-რა გითხრა?
-მითხრა, რომ გაგიფრთხილდე. რა მოხდა, რატომ ნერვიულობ?-ხელები გაშალა.
-იმიტომ, რომ უცნაურები არიან. გონიათ, რომ ერთმანეთი გვიყვარს და ათასი სისულელე იალაპარაკეს. უკვე გაძლებაზე ვარ. ხვალ საღამოს ჩამოვალ თბილისში.-თვალებში არ ვუყურებდი ისე ვლაპარაკობდი.
-კარგი, ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად არის. მეც სოფელში გავიზარდე და ვხვდები რაც ხდება.-გამიღიმა.-მე და ალექსიც წავალთ, ხვალ ჩამოვალ და წაგიყვან.
-არა, მე თვითონ ჩამოვალ. ამათ კიდევ ეგ უნდათ?-რესტორნისკენ გავიხედე, დედაჩემი და ოლიკო ფანჯარაში იდგნენ და გვითვალთვალებდნენ.
-ხოო, რთული სიტუაციაა, მართლა მეცოდები.-გაეღიმა დემნას და ჩემსკენ წამოვიდა, რომ დამმშვიდობებოდა.
-ახლოს არ მოხვიდე, შეკითხვებით მომკლავენ. ისე დამემშვიდობე როგორც უფროსი. ცოტა დაიბღვირე სად გადამალე ის ტირანი თავიდან რომ მაშინებდა.-ჩუმად ვუთხარი დემნას.
-კარგი, თავს გაუფრთხილდი. გელოდები.-სერიოზული სახით მითხრა და წავიდა.
-კარგად ნატა.-ალექსმა მეგობრულად ჩამიხუტა და დემნას აედევნა.
რესტორანში შევბრუნდი, უკვე ღრეობა იყო, გული მომეწურა. მთვრალი ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა.მაშინვე დავტოვე რესოტორანი და სახლში ჩემს ოთახში განვმარტოვდი.
მეორე დღეს ბებოს სასაფლაოზე ავედით. ოთარი პაპა მეცოდებოდა, ისეთი სევდიანი იყო გული მომიკვდა.
-პაპა ვიცი ძნელია, მაგრამ გთხოვ ნუ ნერვიულობ ასე. ცუდად გახდები და მეც ვინერვიულებ.-ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე ჩემს უსაყვარლეს მოხუცს.
-რაც მალე წავალ მეც მით უკეთესი. ზედმეტად ვგრძნობ ამ დედამიწაზე თავს.
-ზედმეტი არ ხარ. ამას ნუ ამბობ. ჩემი შვილები არ გინდა ნახო როგორები იქნებიან?
-მინდა შვილო, ვის არ უნდა შვილიშვილებში და შვილთაშვილებში გახარება. მაგრამ სახლი დაცარიელდა. აღარავის უნდა აქ გაჩერება.
-პაპა სახლი რომ მექნება წაგიყვან შენც.
-არა შვილო, მე აქედან არსად არ წავალ. ნიკასაც არ უნდა აქ გაჩერება, დედაშენი კი.-ხელი ჩაიქნია.
-გაწყენინა? რამე ცუდად გითხრა?-შევხედე პაპას.
-ყველაფერი ამაო ყოფილა. მე მინდა რომ ცოცხალი ვიყო? მამაშენის სიკვდილის დღეს მეც მოვკვდი. გავიღებდი ჩემს სიცოცხლეს, მაგრამ უფალი წყვეტს ყველას ბედს.
-არ ინერვიულო გთხოვ, ყურადღებას ნუ მიაქცევ.-ცრემლები მომადგა თვალებზე.
-შვილო შენ უნდა წახვიდე და შენს ცხოვრებას მიხედო. მე არაფერი გამიჭირდება, არ ინერვიულო. შენ აქ არ უნდა დარჩე, შენს ცხოვრებას მიხედე. ნიკას კი ნუ აძლევ ფულს და ნუ უგვარებ ყველა პრობლემას. დროა გაიზარდოს და დაკაცდეს. შენზე უფროსია და იმის მაგივრად ოჯახის უფროსობა ეთავა და მიეხედა ოჯახისთვის იქით გთხოვს უსინდისოდ ფულს.
-რას ვიზავთ პაპა, მე მამას ვგავარ, ის კი დედას. მარტო აღზრდამ ვერ უშველა, ბუნება და გენი თავისას შვრება.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-ფულს რომ არ მისცემ გაინძრევა და მიხედავს თავისთავს მაინც.
-პრობლემებში გაეხვევა, ბანკის ვალი აქვს.
-არაფერი აბადია და რას წაართმევს ბანკი?
-არ ვიცი პაპა? ძალიან დავიღალე. ახლა ვხვდები რამხელა ტვირთს ზიდავდა მამა. ოჯახში პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია.
-ნამდვილი კაცებისთვის არა. ნეტავ შენ ყოფილიყავი ბიჭი.-შემომხედა პაპამ.
-იცი რამდენჯერ მინატრია რომ ბიჭი ვყოფილიყავი? ვერავინ დამიდგებოდა წინ, ყველა პრობლემას მოვაგვარებდი.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-შენ ისედაც ყველაფერს აგვარებ. -მომეხვია პაპა.-შენი მაღაზია რას შვრება?
-არ წამოგცდეს დედასთან არაფერი.
-არა არ ვიტვყვი. მერე ნახე მაგათი მოთხოვნები.-პირზე თითი მიიდო პაპამ სიჩუმის ნიშნად. დედამ იცის, რომ ლიკასია და ლიკა აკეთებს სამკაულებს. რეალურად კი ორივესია და ზაფხულში ტურისტულ სეზონზე საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მაქვს. უბრალოდ ეს ფული სახლისთვის მინდა, მშენებარე კორპუსში ბინას ვიშენებ, ბანკის ვალი კი წლობით უნდა ვიხადო. რომ გაიგონ, რომ მაღაზია მაქვს არ მომასვენებენ.
-წავიდეთ. ყველა წავიდა უკვე.-მივიხედ მოვიხედე და ყველა წასული დაგვხვდა, არავინ აღარ იყო სასაფლაოზე. მე და პაპა ერთად დავბრუნდით სახლში. საღამოს დავემშვიდობე პაპას და დანარჩენებს და თბილისში წამოვედი.
-„მოდიხარ“-გზაში დემნას შეტყობინება მივიღე.
-„გზაში ვარ, თხუთმეტ წუთში თბილისში ვიქნები.“
პასუხი აღარ მომსვლია, დიღომში შემოვედი და გაჩერებაზე ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან. სახლი გაჩერებიდან ახლოს იყო და ფეხით გავუყევი გზას, უკვე ბნელოდა. ფეხის ხმა გავიგე და შეშინებული შემოვბრუნდი.
-დემნა? შემაშინე.-გულზე ხელი მივიდე და მონატრებულს შევხედე.
-უკან მოგყვებოდი. რატომ არ დამირეკე? ამ დროს სეირნობა სახიფათოა. დაცვა არის უბანში მაგრამ მაინც.-შემომხედა კოპებშეკრულმა.
-როგორ ხარ?-გაღიმებულმა შევხედე და მოვიკითხე.
-კარგად.-თვალი მომარიდა და გვერდზე გაიხედა.-შენ? როგორ ხარ?
-ნორმალურად.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
გვრდით მომყვებოდა და არ ლაპარაკობდა, რაღაც აწუხებდა. არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც აწუხებდა.
-რამე მოხდა?-შევეკითხე დემნას როცა უკვე სახლში მივედით.
-არაფერი. გშია?-შემომხედა.
-არა, ჩაის დავლევ მხოლოდ.-უკან ავედევნე სამზარეულოში წასულს.
ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და თავად დაიწყო ჩემთვის ჩაის გამზადება.
-დემნა.-ხელზე ხელი მოვკიდე.-რამე ხდება? გთხოვ მითხარი. ჩემებმა რამე არასწორად ხომ არ გითხრეს? რაღაც მოხდა.
-დათო მართალია.
-რაშია დათო მართალი?
-შენ ძალიან სუფთა ხარ. მე კი სიმართლე არ გითხარი.
-რა სიმართლე?
-ცოლი მყავდა. შვილიც მყავს უკვე ექვსი წლის არის. კვიპროსში ცხოვრობენ. -ეს ნამდვილი შოკი იყო, არ მოველოდი.
-შენ. -სკამზე ჩამოვჯექი და ვერაფერი ვერ ვთქვი. ცოტა ხანი სიჩუმეში ვისხედით, მერე ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი.-რა მოხდა მერე. ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ.-ვცდილობდი მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა.
-ასე ფიქრობ?-თვალებში შემომხედა.
-კი. -თავი დავხარე ტყული რომ არ ამოეკითხა ჩემს თვალებში.-ჩადიხარ ხოლმე მათთან?
-ყოველ ზაფხულს. ახლა დამირეკეს, ერთ კვირაში ჩამოვლენ. აქ იცხოვრებენ და მინდა იცოდე. არ მინდა დისკომფორტი შეგექმნას, თუ გინდა ბინას გიქირავებ, მხოლოდ ერთი კვირა დარჩებიან.
-არ არის საჭირო, დათოსთან გადავალ.
-დორას 5 წლის წინ დავცილდი. ანა უკვა 6 წლის არის. კვიპროსში რომ ვცხოვრობდი მაშინ გვქონდა ურთიერთობა. არაფერი სერიოზული, ერთი ღამის გართობა იყო მხოლოდ. რატომღაც თავი არ დაგვიცვია და ანა დაიბადა. ბავშვის გამო ოჯახი შევქმენი, მაგრამ ერთ წელში მაინც დავცილდით. იცი ძნელია ადამიანთან რაღაც ვალდებულების გამო იყო მხოლოდ. მე არც კი ვიცნობდი მას. სიყვარული არ იყო, აღარც ვნება, მოვალეობის გრძნობამ კი ოჯახი ვერ შეგვინარჩუნა.
-ცუდია. მას მერე აღარ გიცდიათ ურთიერთობის მოგვარება?-იმხელა ტკივილი იგრძნობოდა ჩემს ხმაში, რომ დემნასაც გადაედო სევდა.
-არა. დორა ცდილობდა და სულ ცდილობს, მაგრამ მე არ მიყვარს და არ მინდა ფუჭი იმედი მივცე.
-თუ დაცილებულები ხართ, მე შეიძლება დავრჩე? თუ შენ არ გინდა გადავალ, არ არის პრობლემა.-თითქოს ვცდილობდი საკუთარი ტერიტორია და დემნა დამეცვა დორასგან.
-არა, პირიქით.-სახე გაუბრწყინდა.-მიხარია რომ შენც აქ იქნები.-ჩემი ხელები ხელებში მოიქცია.
-დემნა რატომ არ მითხარი? მაშინ რომ გკითხე ოდესმე გყვარებიათქო, რატომ არ მითხარი?-შევხედე დემნას.
-სიმართლე გითხარი, არასდროს მყვარებია, არც დორა და არც არავინ.-თვალებში მიყურებდა და გულწრფელი მომეჩვენა.
-მაგრამ ცოლად მოიყვანე, შვილიც გყავს. რატომ მალავდი?-შევხედე დემნას.
-არ ვიცი. პირველად ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და მეშინოდა რომ დაგკარგავდი.
-მე. რატომ? მე რა შუაში ვარ შენს რომანებთან?-გაკვირვებული სახე მივიღე.
-ხოო? ნატა ეს ყველაფერი რაც ხდება...
-დემნა არაფერი არ ხდება. გთხოვ ისე მოვიქცეთ, როგორც მეგობრები. დავიღალე, ჩემებმა უკვე დაგვაქორწინეს, სახლშიც ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ყველაფერი გარკვეულია, მე და შენ კარგი მეგობრები ვართ და მორჩა.-შევხედე დემნას, თუმცა არ მინდოდა მხოლოდ მეგობრები ვყოფილიყავით. უბრალოდ თავს ვიცავდი და საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებოდი.
-კარგი. შევთანხმდით, შენ არსად არ გადახვალ.
-ანაზე მომიყევი. როგორია?-ვცდილობდი დემნას ისევ ჩვენზე არ დაეწყო საუბარი.
-ძალიან კარგო გოგოა. ქართული კარგად იცის. შენც ხომ ბავშვი ხარ, გაუგებთ ერთმანეთს.-თვალი ჩამიკრა და ჩაის ჭიქა წინ დამიდგა.-გაცივდა, ჩემს გამზადებულს არ სვავ?
-ისეთი რამ მომიყევი დამავიწყდა.-ჩაი მოვსვი და დემნას შევხედე,
-ნატა იცი მინდა დავილაპარაკოთ, მე..
-გთხოვ დემნა.-საუბარი შევაწყვეტინე.-ჯერ არ არის ამის დრო. ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, სულ ორი კვირაა რაც გიცნობ. ძალიან მოგეჩვიე, არ ვიცი ეს ერთად ცხოვრების ბრალია, თუ რა ხდება. უნდა გავერკვე, გთხოვ შენც ნუ გამოიტან ნაადერვ დასკვნებს. ჯერ ჩამოვიდნენ დორა და ანა და ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
-კარგი. დღეს ერთად ფილმს ვუყუროთ? თუ აღარც ფილმის ყურება გინდა ჩემთან.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-ვუყუროთ.-გამეღიმა.-მე შენდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია.-სახე გაუბრწყინდა.-შენ უფროსი ხარ მე ხელქვეითი და თქვენს სამსახურში მიგულეთ.-ისეთი სახე მიიღო შემეცოდა და სიცილი ავიტეხე.
-მაშაყირებ?-დაბღვერილმა შემომხედა და მტაცებელივით წამოვიდა ჩემსკენ. უცებ ხელი დამავლო და ზურგზე გადამიკიდა.
-დემნა დამსვი.-შევკივლე შეშინებულმა.-რას აკეთებ?-მისაღებში დივანზე დამაგდო და ზემოდან დამაცქერდა.-დემნა რას აკეთებ?-შეშინებული ვუყურებდი, ცოტაც და მაკოცებდა და რა მოხდებოდა არ ვიცი.
-ძალიან მძიმე ხარ, წელი მეტკინა, უნდა გახდე, თორემ ვერ გაგათხოვებ.-მომცილდა და ჩაილაპრაკა.
-ნუ იდარდებ ჩემი გათხოვების ამბავს.-არ ჩამოვრჩი ირონიაში.-მთხოვნელები არ მაკლია, მთავარია სურვილი გამოვიჩინო.
-ხოო, მაინც ვის სჭირდები ასეთი პუტკუნა?-ლოყაზე მიბწკინა.
-გემოვნებაზე არ დაობენ. ისე დორა გამხდარია?
-კი.
-რატომ არ მოგწონს მერე?
-ვინ გითხრა რომ არ მომწონს? ძალიან მომწონს, საწოლშიც იდეალურია. მაგრამ..-გაჩუმდა.
-მაგრამ არ გიყვარს. მთავარი სიყვარულია და არა ფიზიკური მონაცემები.
-ერთი მეორეს არ უშლის ხელს. როცა არ მოგწონს შეიძლება სიყვარულიც დაინგრეს.
-ამიტომაც უნდა ჩამოყალიბდე. ლეილა წავიდა?-საუბრის თემა შევცვალე.
-ხო, წავიდა და ვერ გადავურჩები ვიცი შენი ბებიის გარდაცვალების ამბავს რომ გაიგებს.
-მე მოვაგვარებ, მთავარია ბედნიერია.-გამეღიმა ლეილას გახსენებაზე.
-მე არ მომწონს ეგ ამბავი.-შემომხედა გაბუსხულმა.
-იმიტომ, რომ ეგოისტი ბავშვი ხარ.-ენა გამოვუყავი.
-შენ ნუ გავიწყდება, რომ შენი უფროსი ვარ.-კოპები შემიყარა.
-ბოდიში.-ირონიულად ჩავილაპარაკე.-ფილმს ვუყუროთ?
-ვუყუროთ.-ტელევიზორში ფილმი ჩართო და დივანზე მოკალათდა ჩემს გვერდით.-შორს რატომ ზიხარ.-ხელი მომკიდა და თავისკენ მიმაჩოჩა.-აი ასე.-ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-დამცხა.-მოვცილდი.
-არ ცხელა. კონდიციონერია ჩართული.-ისევ მიმიხუტა.
აღარ შევწინააღმდეგებივარ, მეც მინდოდა მასთან ჩახუტება, თითქოს გარიყული ვიყავი საკუთარი ოჯახისგან და დემნას ვაფარებდი თავს. ფილმის ყურებში ჩამეძინა. თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი მასთან, ისეთი ძლიერი ვიყავი და თან ისეთი სუსტი.
-ნატა.-გამაღვიძა.-წადი დაიძინე.-მითხრა და გაეღიმა.
-დავიღალე და დამეძინა. მერე მომიყევი როგორ დამთავრდება.-თითი დავუქნიე და თავი გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან.
-მეც დავიძინებ. სხვა დროს ვუყუროთ დასასრულს.-მითხრა და ტელევიზორი გამორთო.
-კარგი.-საძინებელში შევედი და მერე დავაფიქსირე, რომ მელოდრამას ვუყურბდით მე და დემნა. –„სხვა დროს ვუყუროთ დასასრულს“-გავიმეორე მისი სიტყვები.-რატომ ჩართო მელოდრამა?-ვეკითხებოდი საკუთარ თავს. მსუქანი ვარ და ვერ გავთხოვდები. არ მოვწონვარ მაგრამ გიჟდება ჩემზე. ვგრძნობ დემნა, არ არის გულგრილი ჩემს მიმართ.
დილით ადრე ავდექი, სპორტულად ჩავიცვი და სარბენად წავედი. ერთი საათი ვირბინე და ზუსტად შვიდ საათზე დავბრუნდი სახლში. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოს მივაშურე. დემნა სალათს იმზადებდა.
-მეც მაჭმევ სალათს?-ყავის აპარატთან მივედი.
-სალათის ჭამა როდიდან დაიწყე?-გაეღიმა.
-ვერ გათხოვდებიო და გადავწყვიტე ფიგურას მივხედო.-ყავა დავისხი, მისთვის არ შემიხედავს.
-მოდი.-თეფშზე სალათი გადმომიღო, მეც მაგიდასთან დავჯექი.-ვარჯიშიც ამიტომ დაიწყე?
-შენ რა იცი?
-დაგინახე, სხვათაშორის ჩემს ფანჯარასთან ჩაირბინე ათჯერ.
-შენ რა ითვლიდი?
-თვალი ვერ მოგწყვიტე ისე საყვარლად მოძუნძულებდი.-მითხრა და ჩემი სახის დანახვაზე ხმამაღლა გაიცინა. თეფში უკან გავწიე და გაბრაზებული გამოვედი მისაღებში.-კარგი ხო, წამოდი. გეხუმრე.-ისევ იცინოდა და უკან მომყვებოდა.
-ფეხებზე მკი*ია რას ფიქრობ. მე მომწონს ჩემი გარეგნობა და მორჩა. არც ვივარჯიშებ და არც სალათების ჭამას არ დავიწყებ. თავს მშვენივრად ვგრძნობ და არ დავძუნძულებ, დავრბივარ. ეს შენ დაძუნძულებ სიბერისგან.-ვუთხარი გაბრაზებულმა და საძინებელში შევიკეტე.
-წამოდი მივდივართ.-დამიკაკუნა კარზე და მეც გამოვედი. კოპებ შეყრილი დამხვდა, შეურაწყოფა მომაყენა და იქით მებუტება. წინ წავიდა მე კი უკან მივყვებოდი.
-„უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი“.-უკან მივყვებოდი მოშორებით და ვბუტბუტებდი, თან ჩემივე სიტყვებზე მეცინებოდა.
-შენ ხუმრობა არ იცი ჩემს თანამდებობას რას ერჩი?-მანქანაში ჩაჯდომისთანავე მკითხა.-ვერ დაიმახსოვრე, რომ კარგი სმენა მაქვს?-გაეღიმა.
-რა ვიცი ისეთი ასაკი გაქვთ, მგონია, რომ ცუდი სმენა გექნებათ და..-მხრები ავიჩეჩე.
-ასაკი ხომ. დრო მოვა და გაგაკვირვებს ეგ ასაკი.-თვალი ჩამიკრა და მე გავწითლდი.-რა წარმოიდგინე?-იცინოდა.-რატომ გაწითლდი?
-გეყოფა, ნუ მაიმუნობ. არ შეგეფერებათ მაინც ასაკში ხართ.-გაბრაზებულმა ისევ მის ასაკზე გავამახვილე ყურადღება.
ლიკა მირეკავდა ამიტომაც ჩვენი კინკლაობა დავამთავრეთ.
-გისმენ ლიკა.-ჩავძახე ტელეფონში.
-ნატა ნანა მოვიდა ჩემთან ფული მასესხე სამიათასი დოლარი მჭირდება ისრაელში სამსახური რომ დამახვედრონო. გამოსული ვარ, რა ვუთხრა?
-უთხარი, რომ არ გაქვს. რატომ მირეკავ? ბანკის ფულს ვერ შევიტან. ვიღაც ატყუებს, გასეირნება უნდა ისრაელში ჩემს ხარჯზე. უარი უთხარი.-ჩავძახე ლიკას.
-უკვე ვუთხარი, რომ მხოლოდ სახარჯო ფული მაქვს.
-უთხარი ვალი მაქვს ქორწილისითვის ბევრი დავხარჯე და ის უნდა გავისტუმროთქო. რამე მოიგონე და არ მისცე ფული.
-მაინც დაგირეკე. კარგი ვეტყვი.-ჩაილაპარაკა ლიკამ და ტელეფონი გათიშა.
-პრობლემაა რამე? ფული თუ გჭირდება მოგცემ.-ანერვიულებული რომ დამინახა დემნამ მანქანა გააჩერა და შემომხედა.
-არაფერია. ფული მე არ მჭირდება. დედაჩემმა ისრაელში მივდივარო, ლიკას სთხოვა ფული.
-გინდა მოგცემ და მიეცი.
-არა. ფული მეც მაქვს. უბრალოდ არ მინდა წყალში გადავყარო, წავიდეთ.-შევხედე დემნას.
-გინდა ვილაპარაკოთ? განერვიულდი.-ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და თვალებში შემომხედა.
-ისრაელში უნდა წასვლა. ვუთხარი გზის ფულს მოგცემთქო. ლიკას მიაკითხა მაღაზიაში და სამიათასი დოლარი სთხოვა. მე არც კი მეუბნება არაფერს. ლიკას გამოართმევდა და მერე ნატამ უნდა გადაიხადოს. -გაბრაზებული ვლაპარაკობდი.-მაპატიე, არ მინდა ჩემი პრობლემები მოგახვიო თავზე.
-ბანკის ვალიც გაქვს?
-ბინა ვიყიდე იპოთეკით.
-ბინა? შენ? რითი იყიდე?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მინანქრის სამკაულებს ვაკეთებ და მცხეთაში მაღაზია მაქვს. ლიკა ამუშავებს, მე კი ვამარაგებ. კვირას ახალ კოლექციას შევქმნი და შევიტან მაღაზიაში. ესკიზები დავხატე უკვე და მასალაც შევუკვეთე. დედამ და ნიკამ არ იციან. ნანას გონია ლიკასია და მიადგა ლიკას ფულზე.
-არ იცის რომ შენია და მაინც?
-ასეთია. იცის მე მაინც მოვაგვარებ, როგორ არ კითხულობს.
-ბევრი საერთო გვაქვს. ბრძოლის უნარი და პრობელემების გადალახვის ნიჭი. მესმის შენი, თბილისში, რომ ჩამოვედით მე და ლეილა არაფერი მებადა. ახლა კი ყველა ოცნება ავისრულე, ერთის გარდა.
-რა ვერ აისრულე?
-ავისრულებ და მერე გეტყვი.-თვალი ჩამიკრა.-შენც იბრძვი, გინდა დაგაფინანსებ და გააფართოვე შენი ბიზნესი.
-არა მადლობა. საკმარისად გავფართოვდით. ბედს არ ვემდური, მთელი წლის იპოთეკას მიფარავს. მალე ბინას ჩამაბარებენ და ჩემს მეორე ოცნებას ავისრულებ.
-პირველი რა იყო?
-მაღაზიის გახსნა.
-კიდევ რა ოცნება გაქვს?
-დედაჩემი ისრულებს ერთერთ ჩემს ოცნებას. ისრაელში მიდის სამოგზაუროდ.-გამეცინა, დემნასაც გაეცინა. მანქანა დაძრა და მალე ოფისში მივედით.
დღე ისე გავიდა ვერც კი გავიგე, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. მთელი დღე ცხრილებში ვმუშაობდი და ძალიან დავიღალე.
-რატომ არ გახვედი შესვენებაზე?-ყავა დამიდგა დემნამ მაგიდაზე.
-ბევრი საქმე დაგროვდა.-ტელეფონი მირეკავდა.-გიმენ დედა.-ჩავძახე ნანას ტელეფონში და კაბინეტიდან გამოვედი.
-ფული მჭირდება.-არც მოკითხვა არც არაფერი.
-დედა ფულის საჭრელი აპარატი მაქვს? როგორ ფიქრობ?-ჩავძახე გაბრაზებულმა.
-ისესხე, რამე ქენი და გამოგიგზავნი.
-დედა ვიღაცა რაღაცას გატყუებს. ახლა არც მაგის დრო მაქვს და არც შენი გაფუჭებული საქმის მოგვარების თავი. რას აიტეხე ეს ისრაელი. აქ რომ იმუშაო და რამე ნახო არ შეგიძლია? იქ კაბინეტში კი არ დაგსვავენ.
-არ მიწყობ ხომ ხელს. მაინც წავალ და ნიკას დავეხმარები იქიდან. შენ კი ჩათვალე, რომ დედა მკვდარი გყავს, აღარაფერს გთხოვ.-ტელეფონი გამითიშა. საპირფარეშოში შევედი და ავტირდი. რატომ ცდილობს სულ მატკინოს, რატომ არასდროს არ არის მადლიერი. რატომ მაყვედრის ამ გაზრდას, თუ შვილი არ უნდოდა რატომ გამაჩინა. დიდი ხანი ვიყავი საპირფარეშოში. დემნა მირეკავდა ტელეფონზე.
-ყველა წავიდა. გამოდი, რამდენი ხანი უნდა იყო საპირფარეშოში.-ტელეფონი გავთიშე და გამოვედი. საპირფარეშოსთან ფანჯრის რაფაზე იყო მიყრდნობილი და მიყურებდა.-იტირე?
-ხო. -ამოვიტირე.
-მოდი.-გულში ჩამიკრა და მეც ეგ მინდოდა. უარესად ავტირდი და მის მკლავებში გული ვიჯერე ტირილით.-რა გითხრა ასეთი?-გაკვირვებული მიყურებდა.
-არაფერი. უბრალოდ დავიღალე.
-მე ნუ დამიმალავ. მითხარი და გულზე მოგეშვება.-თავი ამაწვინა და თვალებში ჩამხედა.
-ფული მთხოვა და უარი რომ ვუთხარი ჩათვალე დედა მკვდარი გყავსო. როგორ შეუძლია საკუთარ შვილს ასეთი რამ უთხრას და მერე მშვიდად შეძლოს ძილი.-ისევ ვტიროდი.
-დამშვიდდი. ასე არ ფიქრობს, უბრალოდ შენი გრძნობებით მანიპულირებს. შენი ძმაც ასე არ იქცევა? კარგად შეგისწავლეს და ცდილობენ მიზანს ადვილად მიაღწიონ. არ დაურეკო და არც ფული არ მისცე. იქით დაგირეკავენ და შეგეხვეწებიან შეურიგდე, რადგან შენს იქით გზა არ აქვს.
-შენ საიდან იცი? საიდან იცი რომ ჩემი ძმაც ასე იქცევა?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ოლიკომ მომიყვა. ვიფიქრე რძალი არ ეხატება გულზეთქო და ამიტომ ლაპარაკობდა.
-ოხ, ოლი, ოლი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-დამშვიდდი. ასე ნუ განიცდი გთხოვ. წამოდი წავიდეთ სახლში.-ხელი მომკიდა და კაბინეტში შემიყვანა. ჩანთა ავიღე, მანაც კომპიუტერი წამოიღო და ოფისი დავტოვეთ. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია.-გინდა მთაწმინდაზე ავიდეთ? ცოტა განიტვირთები.-შემომხედა დემნამ.
-არა სახლში მირჩევნია.-სევდიანად გავუღიმე. სახლში მალე მივედით. ლიკას დავურეკე, ყველაფერი მოვუყევი, ისიც ძალიან გაბრაზდა დედაჩემზე. სამზარეულოში შევედი, დემნას მსუბუქი ვახშამი მოემზადებინა.
-ჩემი ფუნქციები შენ შეითავსე.-გავუღიმე.
-დიდხანს ნუ შეიფერებ, არ მიყვარს სამზარეულო.-თვალი ჩამიკრა.
-ფორმებზე გეტყობა.-ხელით ვანიშნე, რომ იდეალური ფიგურა ჰქონდა.
-შენ მართლა გეწყინა? ხელები მომხვია ზურგიდან და გულზე მიმიკრა.
-ქალებს ზოგადად სწყინთ მასეთი ხუმრობები. მეც კი რომელსაც გარეგნობა არ მაინტერესებს, ან შეიძლება შენგან მეწყინა.-მხრები ავიჩეჩე.
-იცი ძალიან სექსუალური და მადიაღმძვრელი ხარ.-ყურში ჩამჩურჩულა და უცებ მომცილდა. თითქოს ცეცხლი წამეკიდა. სამზარეულოს კარი გავაღე და ეზოში გავედი.
-ჯობდა ისევ ჩემს ძუნძულზე გეხუმრა.-ნერვიულად ვისვავდი ყელზე ხელს და ჩემთვის ვლაპარაკობდი. ის კი კარში იდგა და კმაყოფილი იღიმოდა.-რა გაცინებს?-შევხედე გაბრაზებულმა.
-შემოდი ვივახშმოთ.
-არ მინდა, გვიანია.
-მთელი დღეა მშიერი ხარ. შემოდი და შეჭამე.-გაბრაზებულმა შემომხედა.
-მართლა მშია.-მაგიდას მივუჯექი და ვახშამს გემრიელად შევექეცი.-ამაზე უარი როგორ შეიძლება თქვა?-შევხედე დემნას.
-ვინ გეუბნება უარი თქვიო? ხომ გითხარი წეღან..
-აღარ დაასრულო, მაცადე ჭამა.-სიტყვა შევაწყვეტინე.
-კარგი-გაეღიმა და თავადაც დაიწყო ჭამა.
სამზარეულო მივალაგე, ძალიან ვიყავი დაღლილი ემოციებით და დასაძინებლად წავედი.
ერთი კვირა ისე გავიდა საინტერესო არაფერი მომხდარა, დემნა ისევ აგრძელებდა ჩემს ნერვებზე დაკვრას, არც მე ვაკლებდი. ახალ პროგრამაზე ვმუშაობდით და ბევრი საქმე გვქონდა. სახლში ძალიან დაღლილები ვბრუნდებოდით. რამდენჯერმე ლეილას დავურეკე, ის და ლევანი კარგად ისვენებდნენ და ჩვენც დაგვპატიჟეს გრიგოლეთში, თუმცა უარი ვუთხარით.
-დღეს რა გეგმები გაქვს?-შაბათს დილით შემეკითხა დემნა.
-შაბათ კვირა ლიკასთან მივდივარ. სამკაულები უნდა გავაკეთო. ყავა გინდა?-ვუთხარი და ყავის გამზადება დავიწყე.
-დავლევ. მეც პროგრამაზე ვიმუშავებ.-ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა.-ნატა გინდა ქვედა სართულზე მოვაწყოთ შენი სახელოსნო? როცა გინდა მაშინ გააკეთებ სამკაულებს.
-არა დემნა. შენ ისედაც ძალიან მეხმარები აქ რომ დამრთე ცხოვრების უფლება, მეტად ვერ შეგაწუხებ.
-ნატა! მეორედ აღარ გაიმეორო ეგ.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.-სახელოსნოს კი მოვაწყობთ. ქვედა სართულზე მხოლოდ ტრენაჟორებია და ბილიარდი. დიდი ფართია აუთვისებელი.
-ტრენაჟორები?-შევხედე გაკვირვებულმა.
-არასდროს არ ჩასულხარ?
-არა. მეგონა სარდაფი იყო.
-შეგიძლია ივარჯიშო.-გამიღიმა.
-ვიძუნძულო?-წარბი მაღლა ავუწიე.
-ვერ დაივიწყე ხო.-გაეღიმა.
-შენი ყავა-ყავის ჭიქა წინ დავუდგი.-მე წავედი.
-გაგიყვან, მაცადე დავლიო ყავა.
-არ გაწვალებ, თავად წავალ.
-დამელოდე!-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და მეც ადგილზე გავშეშდი.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaa. Ubralod martla ver vxvdebi ra chaifiqre. Imedia demnas bneli mxare natas ar daazaralebss. Minda es ori ertad darchnen. Tumca es sheni prerohativaa. Rac mtavaria kargad cer. Yocjagg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ნინ ია

მომწონს ისტორია და დემნას მიმართაც საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ ამ თავის კითხვა ცოტათი მომწყინდა რატომღაც, არ ვიცი ალბათ შვილის ამბებზე გავცოფდი და მეზედმეტა ახლა ყოფილი ცოლის შმოსახლების ამბავი, ან ისიც რომ ახალი ვრაფრი გავიგე გიორგიზ და დემნა ალქსის საიდუმლოებებზე იმ ზვიადიზე, მოკლედ ათასი კითხვაა და თითქოს ერთ ადგილას ვართ და წინ არ მიდის არაფეი... იმედია არ გეწყინბა, უბრალოდ ის ვთვი რაც მომვდა თვალში

 


№3  offline წევრი american boy-:d :d

მაგარია ველოდებიიიი

 


№4 სტუმარი Nia

უმაგრესი ისტორიაა თავის ინტრიგებით . მიხარია რომ წერ და აქ ხარ. წარმატებები და გელოდები მოუათ
მენლად

 


№5  offline წევრი PARVENU

Es gogo chveulebrivi, provincieli shteria.
Es bichi cxoveli.
Am gogos natesaveb-megobreb-daqali dzaan amchemfexeba xalxi.
Ver mivxvdi am bichtan rato gadmovida sacxovreblad. Nu gasagebia ro adre unda mivides da gvian unda wavides saxlshi, magistvis transporti arsebobs da chveulebrivad sheedzlo moetxova mdzgoli rac logikuri da aprobirebulia daje saqartveloshic ki.
Mere, erti dgis gacnobils auzshi uxtebi da kocni, chemi azrit bavshvoba ki ara gamousvlelobaa.
Gesmis, naxulob da ar fiqrob-sibece.
Qmis daqalis ar iyos, nitas martla kaci unda da yvelaferze siraqlemis pozicias ichers ogond ragac ar dainaxos rac ar unda. Cota gamoaxede tvalebshi tore vijereb rom aseti qalebi martla arseboben da maaaartla mowont mere kacebs.
Warmatebebi^^
--------------------
Parvenu

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

მიეჩვივნენ ერთმანეთს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent