შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( IX თავი )


22-03-2019, 22:04
ავტორი shany shany
ნანახია 1 211

ანნას ცხოვრება უფრო და უფრო იცვლებოდა, ბედნიერი დღეები მრავლად გაჩნდა, გაბრიელთან ურთიერთობას ნაბიჯ ნაბიჯ აწყობდა, ბიჭი ისეთი ყურადღებიანი და თბილი იყო მასთან, როგორც არავინ, შეყვარებულების სტატუსიც რამდენიმე თვეში მიიღეს კიდეც, ყველა შეჯიბრზე ანნა მის გვერდით იყო და ყოველ ჯერზე ნერვიულობისგან გიჟს ემსგავსებოდა. ერთხელ გაბრიელის მანქანა ამობრუნდა და სერიოზული დაზიანებებიც მიიღო, პირველად მაშინ გაანალიზა ასე მძაფრად მისი დაკარგვის საფრთხე. კვირებს სავადმყოფოში ატარებდა და ვერ ტოვდა ვერცერთი წუთით. გაბრიელი კი ეგოისტურად ბედნიერდებოდა მისი შეშინებული სახის ყურებით. უყვარდა ეს გოგონა, უკვე დარწმუნებული იყო რომ მის ცხოვრებაში არავინ იარსებებდა ანნას გარდა, მზად იყო ყველაფრისთვის მასთან ყოფნის გამო, მისთვის გაბრიჭიძის აცრემლებული თვალები სამყაროს უდრიდა. ეს ის სიყვარული იყო რომელზეც თინეიჯერობის ასაკში ალბათ ყველას რომ გვიოცნებია, რომანტიკით სავსე, კამათებით და ტკბილი შერიგებებით, ერთმანეთზე ზრუნვა და გვერდში დგომა. ანნას არასდროს დაავიწყდება ლიპარტელიანის ბებიის გასაცნობად რომ მივიდნენ, მგონი მასზე მეტად გაბრიელი ნერვიულობდა, თვალები უბრწყინავდა და ერთადგილას ცქმუტავდა, მისი შემხედვარე თავისი ღელვა დაავიწყდა და სიცილის შეკავებაზე კონცენტრირდებოდა. უთბილესი იყო ქალბატონი ლილი, თავიდანვე იმდენ სითბოს ანახებდა რომ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა.
ერთი წელი ისე გაფრინდა გააზრებაც კი ვერ მოასწრეს. გასვიანთან შეხება ამ დროის მანძილზე არავის ჰქონია, მხოლოდ კლასის შეკრებაზე შეხვდნენ ერთმანეთს, უფრო მეტად გამხდარი, დასუსტებული და თვალებ ჩაცვენილი იყო. ანნამ როგორც სხვა დანარჩენი ისე მოიკითხა და ძველი წყენა თითქოს აღარც ახსოვდა ისე გაუღიმა. სანდროს თვალში მოხვდა მისი ვიზუალი, გულში ჩაწყდა რაღაც, შეეცოდა, ისე შეეცოდა რომ თვალის გასწორებას ვერ ბედავდა, განა რა მიზეზი ჰქონდა რომ თამამად არ შეეხედა მისთვის მაგრამ ამოუხსნელი, გულში გაჩენილი წიწკვნა არ აძლევდა ამის უფლებას. რესტორანში არაჩვეულებრივ დროს ატარებდნენ, იხსენებდნენ კარგ მომენტებს და იცინოდნენ, მხოლოდ ანნა იჯდა ჩუმად, ფიქრობდა რომელი მომენტი იყო საუკეთესო მისი სკოლანდელი ცხოვრებიდან მაგრამ ვერაფერს იხსენებდა, გარდა სანდროსთან გატატრებული დროისა. გიგას კი ისე მწარედ ტკენდა გულს მისი დუმილი, გრძნობდა წვეთებად როგორ ედინებოდა მის სულს სისხლი. დიდხანს ვეღარ გაუძლო და საპირფარეშოში გავიდა. არ უნდოდა ვინმეს მსგავს სიტუაციაში ენახა მაგრამ უკვე ვეღარ უძლებდა. სჭირდებოდა თუნდაც ნახევარი დოზა, "გონზე მოსასვლელად" . დაბაზში აღარ დაბრუნებულა, გარეთ გავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, იქვე სკამზე ჩამოჯდა და წარსულში გაეშვა. ყოველ ჯერზე როდესაც წამლისგან გაბრუებული მიესვენებოდა, ანნას აცრემლებული თვალები უდგებოდა წინ, პირველად გასინჯვისასც ხომ ეს მოეწონა წამალში, ხედავდა იმას რაც ასე სჭირდებიდა და ენატრებოდა, თუ გაუმართლებდა მის შეხებასაც კი გრძნობდა, მისი ტუჩების გემოს მკვეთრად შეიგრძნობდა ხოლმე, ორჯერ ჰქონდა მისთვის ნაკოცნი, მისი პირველი და მომდევნო კოცნა მას ეკუთნოდა და ამაზე ფიქრიც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ახლა კი უკვე სხვისი შეყვარებული იყო და ვეღარ წაართმევდა კოცნას, ვერც მის თვალებს დაკოცნიდა უკვე წლებია რომ ოცნებობს, კვდებოდა ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც გაანალიზებდა რომ მისი ვეღარ იქნებოდა, არ სჭირდება ნარკომანი ადამიანი რომლისგან მხოლოდ დამცირება ახსოვს, მითუმეტეს ახლა როდესაც ნდვილად ღირსეული ადამიანი უდგას გვერდით.
თავი სკამზე ჰქონდა გადაგდებული და "თვალებს" უყურებდა, ნელნელა უფრო და უფრო უჭირდა მკვეთრი გამოსახულების დანახვა მაგრამ ბოლომდე ვერ თმობდა, შემდეგ კი გაქრა საერთოდ, ცოტახანში შეგრძნებებიც დაუბრუნდა და აღიქვა რომ იქ მარტო არ იჯდა
⁃ კაიფში ხარ?
⁃ არ ვაპირებ შენ გიპასუხო
⁃ ნახევარი საათი აქ ვზივარ და ახლა აღმიქვი
⁃ მერე რა გადარდებს ვერ ვხვდები
⁃ არვიცი
⁃ გაბრიელ, შენ ანნაზე ზრუნვა გევალება და არა ჩემზე
⁃ ანნაზე ვზრუნავ!
⁃ ვხედავ, არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი, მე არ ვაძლევდი მაგის ნებას
⁃ წარსულზე არ გვინდა, გამიჭირდა იმის გადახარშვა როგორ აწაებდი ანას
⁃ და რატომ არ აისრულე სურვული და არ გამიფინე წიხკქვეშ, დამიჯერე არცკი შეგეწინააღმდეგებოდი
⁃ შენ თას რაც დამართე უარესს მე ვერ გიზადი
⁃ არ გინდა რაა... შენი საქე გააგრძელე, არ დაუშვა ჩემნაირი ნარკომანი მას გაეკაროს
⁃ დამოკიდებულება სასიკვდილოა! არ აქვს მნიშვნელობა რაზე ხარ დამოკიდებული, საბოლოო შედეგი სიკვდილია, შენ წამლით იკლავ თავს, მე გადაჭარბებული ადრენალინით.
⁃ სხვადასხვა რამეა ეგენი, შენ ანნას არ ავნებ არაფრით
⁃ ხანდახან ვფიქრობ მე როდესაც სარბოლო ტრასაზე მოვკვდები ანას რას დავმართებ
⁃ გაბრიელ! ისე ლაპარაკობ თითქოს სიკვდილს აპირებ
⁃ არ ვიცი ყველაფერი ხდება მაგრამ ჩემნაირების ბოლო ხვედრი ეგაა ხოლმე
⁃ არ დატოვო ანნა მარტო! ნუ იქნები ეგოისტი ჩემსავით
⁃ შენსავით? ნეტავ შენსავით ვიყო
⁃ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, შენ ანნას შეყვარებულიხარ, მისი ბედნიერების მიზეზი მე კი მისი ბავშობის კოშმარი. ყველამ ჩვენ ჩვენი სახელები დავირქვათ! მივდივარ საქართველოდან მაგრამ თუ... თუუ ის დაიტანჯება შენი მიზეზით... მე მართლა შემიძლია მოგგკლა და ეგეც შენი ბოლო ხვედრი იქნება
⁃ კარგი. ამ სიტყვებით მართლა დამამშვიდე- გულღიად გაეცინა ლიპარელიანს. შემდეგ კი მანქანისკენ წავიდა და ანნას დაურეკა იმის გასაგებად რომ უკვე გარედ ელოდებიდა.
სანდრომ ბოლოსდაბოლოს ელენეს თავი დაანება, ( ეს სხვისთვის დაანება თავი თორემ, ისე ყოველთვის აკონტროლებდა ჩუად) გოგოებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არასდროს გასჭირვებია მათი გულის დაპყრობა, იცოდა სად ვისთან ერთად უნდა წასლიყო. ელენე მეგიბრებთან ერთად სადაც არ უნდა ყოფილიყო, სანდრო იქ ჩნდებოდა სხვაასხვა გოგოებთან ერთად, თავიდან არ იმჩნევდნენ ერთმანეთს, უკვე ჭკუიდან იშლებოდა პატარა გასვიანი, ამდენ უყურადღებობას ვეღარ უძლებდა, ისე უტიფრად კოცნიდა მის თვალწინ გოგოებს თითქოს არცარაფერი, შემდეგ ხედავდა ქალთა ოთახში როგორ მიჰყავდა და ფიქრიც არუნდოდა რას აკეთებდა ამდროს იქ.
ბევრჯერ წასულა ტირილით სახლში, რა ატირებდა თავადაც არ იცოდა, ვერავის უყვებოდა სანდროზე, ესმის ერთი წლის წინ ბიჭმა მომწონარო უთხრა და ეს როგორ მოექცა ყველას კარგად მოეხსენბა, აშკარამ ამ დროის განმავლიბაში ყველა სიმპათია დაკარგა მის მიმართ მაგრამ ბედი რატომ დასცინოდა ისე რომ ყველგან თვალში ეჩხირებოდა ვიღაცის *რაკზე ჩაფრენილი. მეტნაკლებად შეეჩვია ბერიძის ქცევებს, ბარში მისული უკვე დარწმუნებული იყო რომ ამჯერადაც მალე შემოვიდოდა სანდრო ქერასთან ერთად ან შავგვრმანთან, ნუ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც შემცდარა და ცოტახანში დაინახა მივარდნილ ადგილას მსხდომი წყვილი. ელენეს იმდენად მოუნდა დალევა, რომ მთელი ბოთლი შავი ღვინო შეუკვეთა და თავისი ადგილი დაიკავა. სანდრო ხედავდა მოშორებით მჯდომ გოგონას, თვალებით რომ ჭამდა მას და მის გვერდით მჯდომს ამრეზით როგორ გადახედავდა ხოლმე. მაშინ გაიფიქრა რომ სწორი დრო იყო შური ეძია ელენეზე, იმ დაცინვის გამო(თითქოს მანამდე მაგას არ აკეთებდა) გოგო რომელიც მთელი ენთუზიაზმით რაღაცას უყვებოდა, გააჩუმა და ნელა დაიხარა მისკენ, ტუჩებს მიუახლოვდა მაგრამ არ კოცნიდა, ყელისკენ წაიღო ტუჩები და ნელა გაუხახუნა კანს. ქერა უკვე გონებას კარგავდა, თვალები მიელულა, პირი გააღო და შორიდანაც კი კარგად გაიგო მისი კვნესის ხმა. სანდრო კი არ წყვეტდდა მის წამებას, თავალები ელენეზე გაეშეშებინა და ტკბებოდა გასვიანის რეაქციებით. მის სახეზე იმდენი რამ იკითხებოდა... გაბრაზება, წყენა, აღგზნება... წამით უნებურად იმ გოგოს ადილას წარმოიდგინა თავი და გონება სულ დაკარგა. ცივი ხელები ლოყებზე მიიდო და ყელისკენ ჩაასრიალა. სანდრო გაშრა, ქერას სწაფად მოშორდა და სკამზე აეკრო, უკვე ნერვებს უშლიდა გვერძე მჯდომი აღგზნებული გოგოს ყურება. სამაგიეროდ ელენეს თვალები იწვევდა მაცდურად. ერთი წამი ისიც კი იფიქრა, რომ მასთან მივიდოდა,უცბათ გასვიანის საფირმო ღიმილსაც წააწყდა. დამცინავი " ხომ მაინც გაგფაქტეს" ყვიროდა. სიბრაზე ყელში მოაწვა, უკვე ვეღარ ხვდებოდა რას აკეთებდა, ცოტა გონზე მოსასვლელად წყლის შესასხმელად გავიდა. უკან რომ გამობრუნდა კართან მისი პარტნიორი დახვდა
⁃ აქ რას აკეთებ?
⁃ მივხვდი რომ ახლა ცოტა დაწყნარება გჭირდება, თავს რატომ იკავებ ვერ ვხვდები
⁃ დავბრუნდეთ დალევა მინდა
⁃ ცოტა მოდუნდი საან... უბრალოდ შენს შარვალს შეხედე, შემიძლია დაგეხმარო
⁃ და რას მთავაზობ- თვალები ისევ აენთო, მერე მიხვდა რომ სიამოვნებაზე უარი არ უნდა ეთქვა იმ ღლაპის გამო და ქერას მიჰყვა გასასვლელისკენ. მანქანაში ჩაჯდომა ძლივს მოასწრო, ქერამ რომ მაშინვე ქამრის გახსნა დაუწყო, ამდენსაც არ ელოდა. გოგონამ სწრაფად გაუხსნა შარვლის ელვა და "საქმეს" შეუდგა. სიამივნებისგან თავი უკან გადაწია და თვალები დაეხუჭა, თან ქერას თმაზე ეფერებოდა. ალბათ კიდევ დიდხანს არ გააჩერებდა ქერას, ფანჯარაზე რომ არ დაეკაკუნებინა ვიღაცას. დაფეთებულები გასწორდნენ. ბურუსიდან უჭირდა გამოსვლა, ძლივს მოიფიქრა ფანჯარა ჩაეწია, და ნეტავ არ ჩაეწია...გაფითრებული ელენე რომ დახვდა უარესი დაემართა. მომენტალურად მოწყდა ადგილს და გზა გადაკვეთა სირბილით, სანდროც უცბათ მიჰყვა ფეხდაფეხ, ძლივს მოახერხა მისი გაჩერება
⁃ ელენეე... ელეე გაჩერდი ერთი წუთით... ელეეე
⁃ ბოდიში, ბოდიში რაა მხოლოდ შენ ჩანდი ფანჯარაში, ბოდიში რაა
⁃ ელეე
⁃ მართლა არ ვიცოდი, ღმერთო მომკალი აქვე, ღმერთო ეს რა დავინახე
⁃ კაი დაწყნარდი!
⁃ როგოორ?? ვაიმე ახლა მოვკვდები!
⁃ ხო ახლა ეს კადრი ბავშობის ტრამვად დაგჩება- გახალისდა ბერიძე
⁃ შენ მანიაკო! მეხუმრებაა?
⁃ კაი რაა.. რაღა შეიცვლება ახლა
⁃ არაფერი, წავედი მე, შენ შეგიძლია გააგრძელო დაწყებული თორემ იმ ქერას პირი უსაქმოდ აქვს დაფჩენილი და გიყურებს გაფართოვებული თვალებით
⁃ ელენე! მე უკეთ ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ახლა შენ ის მითხარი რა გინდოდა ჩემთან
⁃ რა უნდა მდომოდა, ვიფიქრე მივესალმები და სახლში წავაყვანინებ თაავს თქო
⁃ ეფექტური მოსალმება გამოგივიდა ნამდვილად, კაი წამოდი გაგიყვან
⁃ და რა გგონია რომ იმ მათხოჯდან ერთად ჩავჯდები?
⁃ არა, ტაქსით გავუშვებ
⁃ არ მინდა! მაგ მანქანაში ჩემი ფეხი აღარასდროს იქნება, მე წავედი სანამ გულისრევას ვიკავებ
⁃ ელე... კაი ტაქს გავაჩერებ
⁃ მიხედე იმ მათხოჯს , მე ჩემ თავს მივხედავ
ვინმემ მოუსმინა უმცროს გასვიანს? ტაქსში ჩასვა ფულიც გადაუხადა და ისე გააცილა ქალბატონი. შერცხვა! არ შეიმჩნია მაგრამ იმის გაფიქრებაზე, რა მდგომარეობაში ნახა, მიწის გასკდომას და შიგ ჩატანებას ანატრებდა.
--
არ ვიცი რა გამოვიდა, მინდა გაგახაროთ აგრამ ალბათ არ გამომდის, ვიცი გიგას ძალიან გიტანჯავთ, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოდის. გელით და თითოეულის შეფასება და კომენტარი საშინლად მნიშვნელოვანია, თქვემს გამო ვაგრძელებ ამ ისტორიის დადებას. თქვენ რომ არა ალბათ კარგახნის შეწყვეტილი მენებოდა❤️❤️❤️



№1 სტუმარი Melusi

Zalian kargia magram gabrielis da anas urtiertobaze cota informacia giweria

 


№2  offline წევრი shany shany

Melusi
Zalian kargia magram gabrielis da anas urtiertobaze cota informacia giweria

kii vicii... axla magaze vmushaoob zustaad... ❤️

 


№3 სტუმარი Melusi

ახალს როდის დადებ??

 


№4  offline წევრი shany shany

Melusi
ახალს როდის დადებ??

სავარაუდოთ შუაღამისაას, ზუსტად ვერ ვეტყვით :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent