შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (თავი 4)


23-03-2019, 00:55
ავტორი R.M
ნანახია 5 046

მეოთხე თავი

ლიკა მცხეთაში ცხოვრობდა, მალე მცხეთაში ვიყავით, დემნას მაღაზიაც ვანახე.
-ლიკა მე სახელოსნოში ვიქნები. მასალები ხომ მოიტანეს?
-კი ყვალეფერი სახელოსნოშია. მეც წამოვალ.
-დემნა დღეს ლიკასთან დავრჩები.-დემნას შევხედე, მანაც წასვლა დააპირა, რომ მაღაზიაში ზეზვა შემოვიდა.
-დემნა? ნატა? როგორ ხართ?-ორივე მოგვიკითხა.
-კარგად სიძე. შენ როგორ ხარ?-გავუღიმე და ჩავეხუტე ზეზვას.
-რადგან გვიკადრე კარგად. დემნა წამოდი.-ხელი მოკიდა დემნას და სახლისკენ წაიყვანა.
-სად მიყავს?-ლიკას შევხედე გაკვირვებულმა.
-სად წაიყვანს? ბიჭები ყავს დაბარებული მწვადი უნდა შეწვან და ილოთაონ.
-დემნა მწვადს არ ჭამს.
-კაი ერთი, რომელი კაცი არ ჭამს მჭვადს
-სანეძლაო მაქვს დადებული ალექსთან, არ ჭამს. თუ შეჭამა გთხოვ სურათი გადაუღე სანეძლაო მაქვს მოსაგები.
-რა?-გკვირვებული მიყურებდა ლიკა.
-დემნა მწვადს რომ შეჭამს ჩუმად სურათი გადაუღე. ახლა კი წამოდი ბევრი საქმე გვაქვს.
სახელოსნოში მივედით, ძალიან ბევრი ვიმუშავე. ლიკა ბიჭებს მასპინძლობდა, მე კი მარტო ვმუშაობდი. ბევრი სამკაული გავაკეთე, ღუმელშიც გამოვწვი, გაპრიალებაღა დამრჩა. დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე, გამწოვი მქონდა ჩართული და ნიღაბი მეკეთა, რომ დემნა შემოვიდა.
-ეს გაიკეთე.-ნიღაბი მივაწოდე დემნას.
-რად მინდა?
-საჭიროა.
-რა ლამაზებია.-სამაკულებს დაჰყურებდა.
-ჯერ არ დასრულებულა, გასაპრიალებელია. ხვალ გავაპრიალებ.
-დღეს არ წამოხვალ სახლში?
-წამოვალ და ხვალ ჩამოვალ ისევ, არ მინდა ლიკამ გააპრიალოს. ფეხმძიმესთვის არ შეიძლება, ფეხმძიმედ რომ იყოს ხომ არ მაპატიებს ჩემი მომავალი ნათლული.-ვუთხარი დემნას.-წამოდი გავიდეთ გარეთ.
-გამწოვს არ თიშავ?
-მერე გავთიშავ, ჯერ გაიწოვოს მავნე ნივთიერებები. დემნა ეს ანასთვის მომაქვს, მოეწონება?-დემნას მინანქრის საყურეები დავანახე ქართული ორნამენტით.
-ძალიან ლამაზია.-გაღიმებული დაჰყურებდა საყურეს.-ესენიც მომწონს, სულ ეს რატომ გიკეთია?-ჩემს საყურეს მოჰკიდა ხელი.
-ჩემი პირველი ნამუშევარია, ჩემი იეროგლიფებია აქეთ N და აქეთ M.
-არ გინდა მსგავსი კიდევ გააკეთო? ყველა ასო გააკეთე და მყიდველს აუწყობ პირად საყურეს.
-კარგი აზრია.-ლოყაზე ვაკოცე.-ჭკვიანი ხარ. მაგრამ ქართული ორნამენტებიანი გადის უკეთ, რადგან ტურისტს უნდა ქართული წაიღოს აქედან და არა ის რასაც სხვაგანაც იყიდის.
ეზოში გამოვედით, ბიჭები უკვე კარგად იყვენე შემთვრალნი.
-ნატა მოსულა.-მომეხვივნენ გარშემო.
-მე თქვენ რა გითხარით?-შევხედე ჩემს გადარეულ ბიჭებს.
-კარგი რა ნატა. დაღამდება თუ არა წავალთ და მიხედონ ამათ ბავშვის ამბებს.-ლოყაზე მიბწკინა ზურამ.
-ზურიკოოო.. შენ რომ მოიყვან ცოლს მე უნდა დაგიჯდე სახლში. შენც დალიე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-არა გაგიჟდი. არც მწვადი არ მიჭამია.-წამალი დამანახა.-ეს არის ჩემი ლუდიც, ღვინოც და კონიაკიც.
-კარგი ბიჭი ხარ, თავს გაუფრთხილდი.-ლოყაზე ვაკოცე ზურას.
-შენც, მადლობა.
-რისთვის?
-იმ ფულისთვის.
-ტოტალიზატორში მოვიგე, ხომ მაგარი ვარ.-თვალი ჩავუკარი ზურას. ლიკას კი ნიკა რაღაცას ეჩურჩულებოდა.
-ნატა რა უთხარი ამათ?-ახლა ლიკა გამოენთო.
-ნათლული მინდა და იმუშავეთ.-თვალი ჩავუკარი ზეზვას, ლიკა კი ყურებამდე გაწითლდა. დემნა კი გაღიმებული გვიყურებდა ყველას.
ცოტა ხანი ჩმეს მეგობრებთან გავჩერდით, ძველი ამბები გავიხსენეთ.
-წავიდეთ?-დემნამ მკითხა.
-წავიდეთ. ბავშვებო დავიღალე, მე წავედი.-გამოვუცხადე ყველას.
-კარგი რა ნატა, საერთოდ ვეღარ გხედავთ. ისევ ბავშვები ამეცადინე რა, ყოველ დღე გხედავდით, ეხლა კი სულ საქმეში ხარ.-დაიწუწუნა ნიკამ.
-ლიკა გამწოვი გათიშე. ხვალ მოვალ და გავაპრიალებ.-ლიკას დავუბარე.
-კარგი საყვარელო.-ლოყაზე მაკოცა.
-კარგად.-ყველა ჩავკოცნე, დღეს ადგილზე ხუთნი იყვნენ. ზეზვა, ზურა, ნიკა, დემეტრე და ერეკლე. დემნამ ყველა გაიცნო ბებოს გასვენებაში. დემნაც დაემშვიდობა და წამოვედით.
მეორე დღეს ისევ მცხეთაში წავედი. სამკაულები გავაპრიალე.
-წამოდი ყავა დავლიოთ.-ლიკა დამადგა თავზე და ცოტა ხანი შევისვენე.
-როგორ ხარ?-შევხედე ლიკას.
-კარგად, ბედნიერი ვარ.-გაინაბა.-შენ როგორ ხარ?
-კარგად.-ყავის ჭიქას მივაშტერდი და სევდიანად ჩავილაპარაკე.
-რა გაწუხებს, მოყევი.-შემომხედა ლიკამ.
-ცოლი და შვილი ყავს, ყოფილი ცოლი.
-რაა? რატომ არ აქვს ფეისბუკზე სურათები.
-სხვა სოციალური ქსელიც აქვს და იქ აქვს.
-მუსუსი.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ლიკამ.
-არ არის მუსუსი. არ გაუმართლა და დაშორდნენ.
-უკვე იცავს. რატომ არ გითხრა?-ბრაზობდა ლიკა.
-არ ვიცი ლიკა, ან რატომ უნდა ეთქვა თავის თანამშრომლისთვის თავის ოჯახურ მდგომარეობაზე?-მხრები ავიჩეჩე.
-თანამშრომლისთვის? შენ რა ბრმა ხარ? აშკარად გიჟდება შენზე და წესით უნდა ეთქვა.-არ ცხრებოდა ლიკა.
-მითხრა და ორ დღეში ჩამოდიან. ძალიან ვნერვიულობ. ანა ექვსი წლის არის. მითხრა, რომ იქ ვიყო და არ გადავიდე მათი იქ ყოფნის დროს. არ ვიცი რა მოხდება, ძალიან ვნერვიულობ. შემიყვარდა ლიკა.-ცრელმებმა სახე დამისველა.
-ჩემი გოგო. მასაც უყვარხარ.-ლიკა მომეხვია.-არ იდარდო და იბრძოლე შენი სიყვარულისთვის.
-ვეცდები.-ცრემლები შევიმშრალე.-ლიკა სურათი გადაუღე?
-გაგიჟდი? ზეზვა მომკლავდა. ან როგორ გადამეღო? ისე შეჭამა მწვადი, ვუყურებდი.
-რა ბატი ხარ. ვიდეო ჩაგერთო რას მიხვდებოდა.
-კარგი რა.-შემომხედა გაბრაზებულმა.
-კარგი მე წავალ. ზეზვა ჩავიდეს სახელოსნოში და გამწოვი გათიშოს. შენ არ ჩახვიდე.
-კარგი. როგორი მზრუნველი მყევხარ.-ლოყაზე მაკოცა და მეც წამოვედი. გზაში ვიყავი, რომ ბიძაჩემმა, დედაჩემის ძმამ, გიამ დამირეკა.
-გისმენ გია. როგორ ხარ?-ჩავძახე ტელეფონში.
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?
-ვარ რა.-შევეცადე ხალისიანი ხმა მქონოდა.
-დედაშენი სულ გამოქლიავდა? სად ჯანდაბაში მიდის?-შემეკითხა გაბრაზებული გია.
-ისრაელში. ვერ გადავაფიქრებინე.
-აქ რისი მაქნისია იქ რა უნდა აკეთოს? სამსახურიდან გამოვალ და მნახე რა უნდა დაგელაპარაკო.
-კარგი. დიღმის მასივში დაგელოდები მაიაკოვსკის ძეგლთან.-ჩავძახე გიას და ტელეფონი გავუთიშე. დიდი ხანი არ მიცდია, მალე მოვიდა და მანქანაში ჩავჯექი.
-აბა კარგად მომიყევი რა უნდა? ფული მთხოვა?
-ვიღაცამ უთხრა სამსახურს დაგახვედრებო და სამიათასი დოლარი ჩემს დაქალსაც სთხოვა, იმ იმედით, რომ მე გადავიხდი. არ ვიცი გია, დამღალა. ბოლოს მითხრა დედა მკვდარი გყავს ჩათვალეო.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-დიდი ხანია მკვდარია და არაფერში ვარგა. მარა მკვდრები პრობლემებს არ ქმნიან თავისი კაპრიზებით.-საჭეს ხელი დაარტყა გაბრაზებულმა გიამ.
-ნიკა ცალკე მიშლის ნერვებს. დაელაპარაკე გთხოვ, სულ გაბრუებულია, ყოველ დღე ს უქიშინებს. -ცრემლები მომდიოდა უკვე.-სამსახურიდანაც გამოგდებენ ასე თუ გააგრძელა.
-ვნახავ და ვაჩვენებ მაგას ს.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-ფატის გასვენებაშიც გაბრუებული დამხვდა, მერე მემალებოდა. მალე წამოვედი და ვეღარ ვიპოვე წამოსვლისას, რომ მეჩხუბა. მივცემ ფულს და გავუშვებ ქალბატონს. გადაყირავდება და თავის თავს დააბრალოს. შენ არ იდარდო ჩემი გოგო, მეცოდები ამათ ხელში მაგრამ რა გიყო?
-მე კარგად ვარ, მაღაზიაც კარგად მუშაობს. ასე თუ გავაგრძელე შეიძლება კრედიტი ხუთ წელში დავფარო. შენი მადლობელი ვარ, რომ მინანქარი შემასწავლე. ყველაზე დიდი საქმე გამიკეთე, სწორი მიმართულება მომეცი ცხოვრებაში.
-ძალიან ვნერვიულობ შენზე, სულ მედარდები, მაგრამ ვიცი რომ სწორი გზით მიდიხარ და ასე გააგრძელებ. შენ განსხვავდები ამ ბედოვლათებისგან. ჩემებიც ისე მიშლიან ნერვებს. საიდან მოდის ფული არ აინტერესებთ, ხომ შეუძლიათ წეროვნიდან ერთი მანქანით იარონ და ორივემ ცალ-ცალკე არ წვას ბენზინი. ცალ ცალკე დაბრძანდებიან ქალბატონი ცალკე და შვილი ცალკე.-საკუთარ ცოლ შვილზე ბრაზობდა გია. გიასაც მინამქრის სახელოსნო ჰქონდა, მეც მან მასწავლა მინანქრის გაკეთება. ლია, გიას ცოლი სკოლის მასწავლებელი იყო, ვაკო კი სტუდენტი. ორივე მანქანებით დადიოდნენ წეროვნიდან თბილისში. ლიამ არ მიმიღო სტუდენტი, ისეთი სახით მხვდებოდა მათთან თუ დავრჩებოდი სჯობდა საერთოდ არ მივსულიყავი. ამიტომაც დავშორდით, აღარ მივდიოდი მათთან, გიამაც სამსახურთან დამიბარა და მანქანაში ვსაუბრობდით, ისიც ერიდებოდა ცოლის გაღიზიანებას.
-ნუ ნერვიულობ გია, მე კარგად ვარ. მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდი, მე უნდა წავიდე.
-მიგიყვან, სად ცხოვრობ?
-დიღომში.
-წამოდი მიგიყვან და შენზე მომიყევი. დედშენმა სადაც მუშაობს სამსახურმა გამოუყო საცხოვრებელიცო. აბა მომიყევი.-შემომხედა გიამ.
-დემნა ავალიანია ჩემი უფროსი. მისი თანაშემწე ვარ, ბებოს გასვენებაშიც იყო, ჩემს ბიჭებთან ერთად იჯდა.
-ხო შევნიშნე, ორი უცხო ბიჭი იყო.
-დემნა და ალექსი. ალექსიც კომპანიაში მუშაობს. დემნას ბებო და დეიდა ჰყავს, დიდი სახლი აქვს და რადგან ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ და სახლშიც გვიწევს მუშაობა მასთან ვცხოვრობ.
-ნატა ძალიან გენდობი, მაგრამ ნუ ენდობი ყველას. არა მგონია სწორი იყოს მის სახლში ცხოვრება.
-არაფერი არ ხდება. კარგი მეგობრები ვართ. მისი დეიდაც იქ ცხოვრობს.-ვცდილობდი თავი დამეხსნა გიასგან.
-კარგი.-თმაზე მომეფერა გია და ამ თემაზე საუბარიც შევწყვიტეთ. მალე მიმიყვანა სახლში.-დიდი სახლია.-მანქანიდან არ გადმოსულა ისე გაიხედა სახლისკენ.
-ხო ძალიან დიდი სახლია. ცალკე ოთახი და ცალკე სააბაზანო მაქვს. მე ქვედა სართულზე ვცხოვრობ, დემნა და ლეილა ზედა სართულზე.
-კარგი საყვარელო. გამოიარე როცა მოიცლი, ლიას ყურადღებას ნუ მიაქცევ.
-კარგი, როცა მოვიცლი გამოგივლით.-ლოყაზე ვაკოცე გიას და მანქანიდან გადავედი. სახლში შევედი, დემნა ფანჯარასთან იდგა და გზას გადაჰყურებდა.
-მოვიწყინე, ძალიან შეგეჩვიე.-ჩაილაპარაკა დემნამ.
-ხოო? დავიღალე. ყავას დალევ?-ჩანთა დივანზე დავდე და დემნას შევხედე.
-ვინ იყო?-ნერვიულობდა და ცდილობდა არ შეემჩნია ნერვიულობა.
-დედაჩემის ძმა, გია.-ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილე და გაღიმებულმა შევხედე.
-მეც დავლევ ყავას. რა ქენი გაამზადე სამკაულები?-განწყობა გამოუსწორდა, ეს რა ეჭვიანობს?
-კი მოვრჩი, ორი კვირა ეყოფა. რეზერვი შევსებულია.
-კარგია. ორი კვირა აღარსად წახვალ.
-შაბათ კვირა ვისვენებ. წავალ, ცოტა ხომ უნდა დავისვენო შენგან.-გაღიმებულმა ჩავილაპარაკე.
-იცი სახლი თითქოს დაცარიელდა.-დივანზე ჩამოჯდა და სევდიანად ჩაილაპარაკა.
-მერე ვერ წახვედი სადმე? ალექსისთვის დაგერეკა და გასულიყავი. სულ სახლში რატომ ხარ?
-დავიღალე. აღარ მსიამოვნებს ბარებში ლოთობა და ხმაური.
-დაბერდით ბატონო დემნა?-თვალი ჩავუკარი და გავიქეცი. გამომეკიდა და სამზარეულოში დამიჭირა.-დემნა გეხუმრე.-შევხედე საწყალი თვალებით.
-მეხუმრე არა?-ირონიულად ჩაიცინა, ზუგზე გადამიკიდა და ეზოში გამიყვანა.
-დემნა რა ჩაიფიქრე, არა დემნა.-ვფართხალებდი, ის კი ჩემთან ერთად გადახტა აუზში.-სულ გაგიჟდი?
-აბა გაიმეორე კიდევ.-წყალი შემასხა სახეზე.
-დამეხმარე ასვლაში.-შევხედე გაბრაზებულმა.
-წამოდი.-ისევ ზურგზე გადამიკიდა და ისე ამომიყვანა წყლიდან.
-დემნა როგორ იქცევი?-გაბრაზებულმა დავიხედე ტანზე. ჩემი შიფონის კაბა ტანზე მქონდა მოწებებული.
-როგორც თინეიჯერი ბიჭი.-ხარბად შემათვალიერა და თვალი ჩამიკრა.
სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი. დემნას უკვე გამოეცვალა და ყავაც გაემზადებინა.
-ხან და ხან კარგი ბიჭი ხარ, ხან კიდევ მაბრაზებ.-ყავის ჭიქა ავიღე და ყავა მოვსვი.
-ბიჭი ვარ ხომ?-გაეღიმა.
-სვანი ხარ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ვარ და ვამაყობ რომ სვანი ვარ.-ლოყაზე მიბწკინა.
-ლეილას ხომ არ დაურეკავს?
-დარეკა, ჩემი გოგო არ გააბრაზოო. კიდევ ერთი კვირა დავრჩებიო.
-მომენატრა.-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-მეც.-ყავა მოსვა დემნამ.-დორამ დარეკა, დღეს ღამე ჩამოფრინდებიან.
-ხოო? კარგია.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-ნატააა..-საუბრის დაწყებას ცდილობდა და არ იცოდა როგორ.
-დემნა. ყველაფერი კარგად არის.-ხელზე ხელი დავადე და გავუღიმე.
-კარგი.-მანაც გამიღიმა.
-აეროპორტში უნდა დახვდე?
-კი, სამ საათზე გავალ.
-გინდა გამოგყვე?-შევხედე დემნას.
-არა შენ დაიძინე, მარტო წავალ.
-თუ გინდა გამოგყვები, არ მეზარება.-ისევ მქონდა იმედი, რომ წამიყვანდა.
-არა.-მითხრა მკაცრად.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, სამსახურზე ვლაპარაკობდით. მერე კი დასაძინებლად წავედი ჩემს ოთახში. თუმცა ვერ დავიძინე, ვერ შევძელი. მერე ხალათი მოვიცვი და ღამის სამ საათზე სამზარეულოში გავედი.
-რატომ არ გძინავს?-დემნა ჩამოდიოდა ზედა სართულიდან.
-წყალი მომწყურდა.-თავი გავიმართლე და დასტურად წყლით სავსე ჭიქა დავანახვე.
-ხოო?-ეჭვით შემომხედა და ხელი მომკიდა.-მისმინე, შენ ნუ ნერვიულობ და ნუ ღელავ გთხოვ.
-არ ვნერვიულობ?
-აბა რატომ არ გძინავს?
-კარგი რა დემნა, უბრალოდ ვერ დავიძინე. წამოგყვები.-ისევ შევაპარე.
-დაიძინე და თავი გაანთავისუფლე ზედმეტი ფიქრისგან.-მითხრა და კარში გაუჩინარდა. მთელი ორი საათი ვერ დავიძინე, ჩემს ოთახში ვიყავი და კედლებს ვაწყდებოდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო ანა და დორა. თან საშინლად ვეჭვიანობდი, რომ წარმოვიდგენდი, რომ დორა მისი შვილის დედა იყო, ერთად ცხოვრობდნენ, სარეცელს იზიარებდნენ. მერე კი დემნას სიტყვები გამახსენდა. „ვინ გითხრა რომ არ მომწონს? ძალიან მომწონს, საწოლშიც იდეალურია.“ ექოსავით მესმოდა და მეორდებოდა დემნას სიტყვები ჩემს თავში.
კარის ხმა გავიგე და ეზოში გავიხედე ფანჯრიდან. დემნას მძინარე ბავშვი ეჭირა ხელში, უკან კი ძალიან ლამაზი ქალი მოსდევდა. გული შემეკუმშა, თავი საზიზღრად ვიგრძენი. არ უნდა დავრჩენილიყავი, ისეთი ლამაზი წყვილი იყო, შვილიც ჰყავთ, იქნებ შერიგდნენ. მაგრამ გული მტკიოდა, მეშინოდა დემნას გარეშე ცხოვრების. რატომ შემიყვარდა ასე ძალიან? საკუთარ თავს ვტუქსავდი. დიდი ხანი ვიდექი ფანჯარასთან და ცრემლები მისველებდა თვალებს. მერე დავწექი საწოლში.
-ნატა.-კარის სახელური გაჩხაკუნდა და დემნა შემოვიდა ჩემს ოთახში.-ვიცი, რომ არ გძინავს.-საწოლზე ჩამოჯდა.
-მოიყვანე?-ისე დავსვი კითხვა, თითქოს არ მენახოს თავად.
-ხომ დაინახე?-გაეღიმა. ღამის სანათი უნათებდა სახეს.
-ხოო. ლამაზი ქალია.-ჩაილაპარაკე სევდიანად.
-ნატა, ნატა.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.-შენ უფრო ლამაზი ხარ და საყვარელი.
-მე რა შუაში ვარ.-უცებ მოვცილდი.
-არაფერ შუაში ხარ.-გაეღიმა.-დაიძინე და ნუ დადიხარ მთვარეულივით. თუ გინდა აქ დავიძინებ და ზღაპარს წაგიკითხავ.
-არა მადლობა. ზღაპრების ვისაც სჯერა იმას წაუკითხე.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ცალკე ოთახში სძინავს. მაინც კარს ჩავკეტავ, რომ არ შემომივარდეს.
-ვინ?
-დორა.-თვალი ჩამიკრა.
-გეშინია არ გაგაუპატიუროს?-გამეცინა.
-მეშინია, რომ მაცდუნებს. მე კი ვინანებ მერე.-თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. შიში კი მე დამეწყო, ვერ მოვისვენე. ფიქრი იმაზე, რომ დორა შეიძლება მის ოთახში აღმოჩენილიყო არ მასვენებდა. ასე შიშში ჩამეძინა.
-ნატა გაიღვიძე.-თავზე დემნა მადგა და ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.
-მეძინება.-ამოვიზმუვლე და ბალიში დავიფარე.
-კარგად კი იცავ შენს საკუთრებას? ადექი ახლავე.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. რომ გავიაზრე რა მითხრა გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან.
-რა მოხდა?-შევხედე დემნას.
-წამოდი. ჩემი საცოლის როლი მოირგე ახლავე, თორემ ეს ქალი გადამიყვანს ჭკუიდან.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-რაა? მე რა შუაში ვარ?
-ნატა თავში ხარ. წამოდი და ის გააკეთე რასაც გეუბნები.
-რა ვერ გაიგო, მართლა გიტევს?-თან ხალათს ვიცმევდი და თან შეშფოთებული ველაპარაკებოდი.
-კი და დამეხმარე.-შემომხედა საწყალი თვალებით.
-რომ შეურიგდე მერე მე რა ვქნა. ვიჩხუბეთ და საცოლე აღარ ვარ მეთქი?-შევხედე დემნას.
-ხუთი წელია არ შევურიგდი და რატომ გგონია ახლა ვაპირებ მასთან შერიგებას.
-დემნა შემეშვი, არ შემიძლია თამაში.
-არც მოგიწევს, ბუნებრივი იყავი და მორჩა.-ხვდება და მაგიჟებს. იცის რომ მიყვარს და ისევ მეთამაშება.
-კარგი, ვითამაშებ.-ვინ ვის გააგიჟებს ბატონო დემნა განახებ, გავიფიქრე, მერე კი მკაცრად შევხედე.-ახლა კი გადი, უნდა ჩავიცვა.
ლამაზად გამოვეწყვე, შავი სადა მოკლე კაბა ჩავიცვი. დემნა მაბრაზებს მსუქანი ხარო, მაგრამ იდეალური ფეხები მაქვს. მოკლე კაბა ძალიან მიხდება. ეს ის კაბაა შემოხევით, რომ დამემუქრა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, მაკიაჟიც გავიკეთე, თმა გავიშალე და მისაღებში გამოვედი.
-საყვარელო მზად ვარ, გავიდეთ?-დემნა დივანზე იჯდა და ზურგიდან მოვხვიე ხელები.-არ შეიმჩნიო დორა გვიახლოვდება.-ჩავჩურჩულე ყურში.
-ქართული არ იცის.-ჩურჩულით მითხრა და გაეღიმა.
-ანამ ხომ იცის, ისიც მოდის.-მეც ჩურჩულით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-ჯერ ანას გაგაცნობ.-წამოდგა და წელზე ხელი მომხვია.-ანა საყვარელო ეს ნატაა.
ანა მოგვიახლოვდა, ძალიან საყვარელი და ლამაზი ბავშვი იყო.
-ლამაზია. -გამიღიმა ანამ.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ.-ლოყაზე ვაკოცე ანას. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, დემნას ძალიან ჰგავდა.
-მაგ პომადას წამისმევ?-მიჩურჩულა ანამ.
-კი.-თვალი ჩავუკარი.
-ეს ნატაა.-ინგლისურად წარუდგინა დემნამ დორას ჩემი თავი. დორა საშუალო სიმაღლის გამხდარი ქალი იყო. დიდი ცისფერი თვალებით და ქერა თმით. კარგად მოვლილი და იდეალური. თუმცა მე მასზე ბევრად მაღალი ვიყავი. მკერდი და საჯდომი ბევრად უფრო მიმზიდველი მქონდა.
-ეს კი დორაა, ანას დედა.-მეც ინგლისურად წარმიდგინა დორა. ნატა რა გეშველება, შემოვუძახე საკუთარ თავს, ფეხის ზომაც გაიგე და შეადარე ბარემ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ორი უკიდურესობა ვიყავით. სულ სხვადასხვა ტიპაჟი.
ორივემ თავი დავუკარით ერთმანეთს, არც ჩემთვის იყო დორას იქ ყოფნა სასიამოვნო და არც დორასთვის ჩემი ხილვა.
-დღეს ოფისში მივდივართ?-შევხედე დემნას.
-მივდივართ.-თვალებით მანიშნა ეგ რა გაცვიაო და თავი გაიქნია.-ანა აუზში გაერთე, მე და ნატა ადრე დავბრუნდებით და ბომბორას პარკში წაგიყვანთ.
-ეგ რა არის?
-ატრაქციონები საყვარელო.-თმაზე მოვეფერე ანას.
მერე დორამ ბერძნულად რაღაც კითხა დემნას, დემნამ კი მე შემომხედა და რაღაც უპასუხა ისევ ბერძნულად.
-წავედით.-წელზე ხელი მომხვია და ეზოში გამიყვანა დემნამ.
-რა გკითხა?-შევხედე დემნას.
-ერთ ოთახში რატომ არ ცხოვრობთ თუ საცოლეაო?-ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში.
-შენ რა უთხარი?
-ვუთხარი, რომ ჩემს ოთახში ცხოვრობ, უბრალოდ გუშინ ქვემოთ დაგეძინა და მანდ დავაწვინეთქო.-ცალი წარბი აწია და მხრები აიჩეჩა.
-შარში ვარ. ეხლა რა გამოდის? მე..
-ჩემს ოთახში გადმობარგდები. ყველა ნივთს ნელ-ნელა გადმოზიდავ ღამით. იმედია ოთახის კარი ჩაკეტე და არ შეგიმოწმებს ნივთებს.
-ჩავკეტე. დემნა სიმართლე უთხარი. შენს ოთახში რა მინდა. ასე არ შეიძლება.-ნერვიულობამ პიკს მიაღწია.
-შეიძლება. არაფერს დაგიშავებ დაწყნარდი. დორამ ვერ მაცდუნა და შენ მითუმეტეს.-შემომხედა და გაეღიმა. გაბრაზებული ავედევნე, მე შენ გაჩვენებ სეირს, გაბრაზებული ვფიქრობდი.
-ხო, ვიცი, არ მოგწონვარ და ქალის ხამი არ ხარ.-ჩავილაპარაკე ირონიულად.
-ასე თუ არ ჩაიცმევ თავის შეკავებას შევძლებ. მე რა გითხარი მაგ კაბაზე?
-იმას რატომ არ უშლი საჯდომსაც რომ ვერ უფარავდა კაბა.
-მე რა გითხარი შენ? რაც უკვე ჩანს უინტერესოათქო.
-აღარ გააგრძელო. ნამეტანია, ამ სამ კვირაში ტვინი ამომიტრიალდა, ცალკე ჩემები მაგიჟებენ, ცალკე შენ შენი გამოსვლებით. მესამე კვირაა რაც შენს სახლში ვარ და ემოციურად ისე დავიღალე ბოლო რამდენიმე წელია ამდენი ერთად არ მინერვიულია.
-სასიამოვნო ღელვა და ნერვიულობა კარგია.-თვალი ჩამიკრა.
-ხო, აბა, სასიამოვნო, როგორ არა.-შევხედე გაბრაზებულმა, ის კი იცინოდა.
-დაწყნარდი.-შემომხედა და კოპები შეყარა.
ოფისში მუშაობაში ისე გავერთე შუადღემდე ვერც კი გაიგე. შუადღით ალექსი შემოვიდა კაბინეტში.
-როგორ ხართ? გარეთ საერთოდ არ გამოდიხარ.-გამიღიმა ალექსმა.
-ბევრი საქმე მაქვს.-საბუთებს დავხედე.-შენ როგორ ხარ?
-რაღა როგორ ვარ. ვიკას მოსაცილებლად როდი მომყვები?-მკითხა ალექსმა.-სულ უკან დამყვება, გამარეკინა.
-შენღა მაკლდი, ამის დორა არ მეყოფოდა?-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-რა დორა? ჩამოვიდა?-ახლა დემნასთან გადაჯდა და წინ დაუჯდა.
-ხო აქ არიან, ანა და დორა.-კომპიუტერისთვის თვალი არ მოუცილებია ისე ჩაილაპარაკა.
-შენ რა შუაში ხარ?-შემომხედა ალექსმა.
-არაფერი, დაანებე თავი სულ გაბრაზებულია.-ხელი აუქნია დემნამ ალექსს.
-დემნა ეს არის განრიგი.-წამოვდექი და დემნას მომდევნო დღის განრიგი წინ დავუდე მაგიდაზე.
-ვა ნატა, რა ვიდზე ხარ.-დაუსტვინა ალექსმა.
-მე რა გითხარი.-შემომხედა დემნამ გაბრაზებულმა.-ახლა ასე დაიწყებენ და მე უნდა გავმართო მუშტი კრივი.-გაბრაზებულმა მისაყვედურა.-შენ კიდევ იცოდე ვის უნდა უსტვინო.-გამაფრთხილებად თითი დაუქნია ალექსს.
-მორჩა, გასვანდა. წავედი მე თორემ ერთ მუშტს მეც მომცხებს.-ჩაილაპარაკა ალექსმა და ცერა თითით მანიშნა მაგრად გამოიყურებიო. დემნა კი წამოდგა და ჩემთან მოვიდა. ხელი მომკიდა და სკამიდან ამაყენა. ხარბად შემათვალიერა და ზურგიდან ამეკრა.
-რას აკეთებ? ძალიან შეიჭერი შენ მგონი როლში.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ერთხელ მართლა შევასრულებ პირობას და ამ კაბას შემოგახევ.-ყურში ჩამჩურჩულა და დამტოვა ასე გაშეშებული.
-გეყოფა და ნუ ერთობი.-გონს რომ მოვედი ვუსაყვედურე.
-გეყოფა მუშაობა და წავიდეთ. ანა უნდა წავიყვანოთ ბომბორას პარკში.-ხელი მომკიდა და სავარძლიდან ამაყენა.
-დამაცადე ჩავხურო ფაილი.-ცალი ხელით ფაილს ვხურავდი და ცალით დემნა მექაჩებოდა, რომ გავყოლოდი.-წამოდი წავიდეთ.-კომპიუტერი გამოვრთე და ავედევნე უკან.
მანქანაში ჩაჯდომისას კაბა საგრძნობლად მაღლა ამივიდა და ხელით ვცდილობდი ქვემოთ ჩამომექაჩა.
-დაანებე თავი, ხომ ხედავ მეტი სიგრზე არ აქვს მაგ კაბას.-ფეხებზე დამხედა და გაეღიმა.
-აღარ ჩავიცვამ. დაწყნარდი?-შევხედე გაბუსხულმა.
-ჩაიცვამ და პირობას შევასრულებ.-თვალი ჩამიკრა.
მალე სახლში მივედით, ანა და დორა აუზში ნებივრობდნენ. დორა შეზლონგზე იყო წამოწოლილი და მზეს ეფიცხებოდა. რაც ეცვა იმას საცურაო კოსტუმი ნამდვილად არ ერქვა. რაღაც სხვა იყო, თითქმის არაფერს უფარავდა.
-ამან ასე უნდა იაროს? მიდი შემოახიე.-მისაღების ფანჯრიდან გავცქეროდი მზეს მიფიცხებულ დორას.
-როგორ?-ფანჯარასთან მოვიდა და გაიხედა.-ჩემი შემოხევა არ სჭირდება თავად გაიხდის ცოტა ხანში.-ლოყაზე მაკოცა დემნამ.
-რაღა გინდა. -თვალები ავატრიალე.-დემნა ნახე იქით რა ხდება?-მეზობელი სახლის აივნისკენ გავახედე.
-ჯანდაბას დორა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა. მეზობლის აივნთან მივიდა და ოთხ ყმაწვილს, რომლებიც დორას ხარბად ათვალიერებდნენ რაღაც უთხრა. ისინიც უმალ შევიდნენ სახლში. მერე კი დორამ გამოიხედა და დემნას პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა. ეს კი რაღაცას ეჩხუბებოდა და თავიდან მოიცილა. მერე ანას რაღაც უთხრა და ისიც გახარებული ამოვიდა აუზიდან.
-ანა როგორ ხარ?-მისაღებში შემოსულ ანას შევხედე.
-ატრაქციონებზე მივდივართ?-გახარებულმა მკითხა.
-კი საყვარელო.-სველ თმაზე მოვეფერე.-წამოდი ჩაიცვი.-ანას ოთახში გავყევი და ტანსაცმლის შერჩევაში დავეხმარე. მერე ჩემი ოთახიდან ფენი ავიტანე და თმაც გავუშრე. ფენი დემნას ოთახში შევიტანე, დემნა არ იყო და ერთერთი ტუმბოს უჯრაში მივუჩინე ადგილი.
-აქ რას აკეთებ?-სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული დემნა გამოვიდა.
-ნელ-ნელა ვბარგდები. ფენი დავტოვე. ჩემოდანს ჩავალაგებ და ჩუმად ამომატანინე. უნდა გამოვიცვალო ამ კაბით და ფეხსაცმლით ხომ არ ვივლი პარკში.-ისეთი მიმზიდველი იყო. დაკუნთული და გარუჯული სხეული სულ სველი ჰქონდა. თვალი ვერ მოვწყვიტე და ჩაეღიმა.
-დიდხან უნდა მიყურო? უნდა გამოვიცვალო, წადი ჩაალაგე ბარგი.-თვალი ჩამიკრა.
ფიქრებიდან გამოვერკვიე და მისი ოთახიდან სირბილით გამოვედი. ჩემს ოთახში ბარგი ჩავალაგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩუმად გამოვიპარე ოთახიდან. დორა ისევ მზეს ეფიცხებოდა და დამწვრობას აიკიდებდა ნამდვილად. კარში რომ გამოვედი დემნა მოდიოდა ჩემსკენ.
-სად გაქვს ჩემოდანი ავიტან და დაალაგე ზემოთ.
-წამოდი.-ოთახში შევიყვანე და ჩემოდანი ავატანინე ზემოთ. მალე ამოვალაგე. კარადის ერთი ნაწილი გამოვანთავისუფლე და დემნას გადაუწყე თავის ნივთები მეორე მხარეს. გამონთავისუფლებულ კარადაში კი ჩემი ნივთები შევალაგე.
-ვერ მორჩი? წამოდი გავდივართ.-ოთახში შემოვიდა დემნა.-სამუდამოდ ხომ არ დარჩები.-კარადას შეავლო თვალი და ჩაილაპარაკა.
-რაა, სად დავრჩები?-დაბნეულმა შევხედე.
-ჩემს ოთახში და ჩემს ცხოვრებაში.-ირონიულად იღიმოდა.
-ცოლობას მთხოვ?-გამეცინა.
-ცოლობას გთხოვ. გამომყვები?-წელზე ხელი მომხვია და გულზე ამიკრა.
-დემნა ძალიან შეიჭერი როლში.-შევხედე გაბრაზებულმა და გაღებულ კარში დორა რომ დავინახე მეც მოვეხვიე და ყელში ვაკოცე.-დორა?-შევხედე დორას, რომელიც კარში იდგა და თვალს არ გვაშორებდა.
-დორა?-უცებ შემობრუნდა და დორას რაღაც უთხრა ბერძნულად. ისიც წავიდა და თვალს მიეფარა.
-იცოდი რომ იქ იდგა?
-უკან გამომყვა.
-ვერ მანიშნე? ლამის გეჩხუბე სიყვარულს რომ მიხსნიდი.
-ეფექტი მომეწონა.-გაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
-დემნა მალე გავრეკავ. გამაფრთხილე სხვა დროს, მეგონა..-ავლუღლუღდი.
-გეგონა ცოლობა გთხოვე?-იღიმოდა.
-მეგონა, ისე ბუნებრივად თამაშობდი დავიჯერე.
-მართლა რომ გთხოვო?-გაღიმებულმა შემომხედა.
-გეყოფა, ნუ ერთობი. ერთ კვირას აგიტან.-ძალიან ვიყავი გაბრაზებული.
-კვირას სოფელში წავალთ და ატანა აღარ მოგიწევს.-წამოდგა და ოთახიდან გადიოდა.
-შენც მიყვები?-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-თუ გინდა წამოდი შენც.-შემობრუნდა და გაეღიმა.
-მეე?
-ხო შენ. წამოდი ბებოს გავახარებ, მასაც ჩემს საცოლედ გავაცნობ შენს თავს.-თვალი ჩამიკრა.
-გაგიჟდი? გინდა ბებოც მოატყუო? არსადაც არ წამოვალ.
-რომ შემიტყუოს საწოლში დორამ? მერე რას შვრები?
-რა უნდა ვქნა? სანთელს დავიკავებ.-ენა გამოვუყავი.
-კარგი რა ნატა. ერთი კვირა საკუთარ ოთახში უნდა ამიტანო და მერე უნდა დანებდე? არ გრცხვენია?
-ერთგული საქმრო ითამაშე და ნებისყოფა გამოიჩინე.
-რომ არ მეყოს ნებისყოფა? ვერ ხედავ როგორ დატანტალებს?
-ქალის ხამი არ ვარო ვინ ამბობდა.
-მართლა წამოდი. ბებოს სიმართლეს ვეტყვით და საიდუმლოს შეგვინახავს. ანასაც გაუხარდება.
-არ ვიცი, კვირამდე დიდი დროა. წავიდეთ მე მზად ვარ.-კარში გავედი და ისიც უკან გამომყვა.
ანა მისაღებში დაგვხვდა და მთაწმინდის პარკში ბედნიერი ოჯახივით წავედით. ბევრ ატრაქციონზე დავჯექით. ძალიან კარგად გავერთეთ, ნაყინი მივირთვით და უკან დაღლილები ვბრუნდებოდით. დემნა კარგი მამა იყო, ძალიან თბილი იყო ანას მიმართ, ცდილობდა გული არ დაეწყვიტა არაფერზე. ისეთი სიყვარულით უყურებდა თავის შვილს გულში სითბო ჩამეღვარა. მანქანაში დავჯექით და უკან ვბრუნდებოდით.
-ანა ეს შენ ჩემგან სახსოვრად.-საყურეები მივეცი ანას.
-რა ლამაზია. რომ ვერ გავიკეთებ.-გაუხარდა და სევდიანად ჩაილაპარაკა.
-უი. ხვალ მაგ ამბავს მოვაგვარებთ მე და შენ. სალონში წავიდეთ და ყურები გავიხვრიტოთ.-გავუღიმე ანას.
-ეგ რა არის?-იკითხა, ვერ გაიგო რა ვუთხარი. დემნამ კი ბერძნულად აუხსნა.-მაგარია.-გაუხარდა ანას.
გზაში ანას მალე დაეძინა.
-მადლობა.-დემნამ ჩემი ხელი ხელში მოიქცია და გამიღიმა.
-რისთვის?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ზოგჯერ არ ვიცი ანასთან როგორ მოვიქცე, მგონია რომ ცუდი მამა ვარ. ასეც არის, წელიწადში ერთი, ან ორი კვირით ვნახულობ საკუთარ შვილს. ვცდილობ ის სიყვარული რასაც მის მიმართ ვგრძნობ ამ დღეებში ვაგრძნობინო, მაგრამ არ გამომდის. შენ კი დღეს ისე იქცეოდი, რომ არ ვიცი როგორ გითხრა. ძალიან თბილი და უშუალო ხარ, დღეს შენგან ვსწავლობდი, როგორ გამეხარებინა ანა. როგორ გამომეხატა მის მიმართ ის რასაც ვგრძნობ.
-ანამ იცის რომ გიყვარს. უბრალოდ საკუთარ თავს არ უსაყვედურო, მოეშვი და თქვი ის რასაც გულით გრძნობ. ვიცი არ გამოგდის გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ანასთან ეს უნდა გააკეთო. დემნა არ გინდა, რომ შენთან იცხოვროს? იქნებ დორას დაელაპარაკო და დაგთანხმდეს. სანამ სკოლაში წავა დატოვოს და მერე შენ ჩაუყვანე. ან იქნებ ანამ გადაწყვიტოს, იქნებ უნდა შენთან იცხოვროს და არა დორასთან.
-დედას შვილი წავართვა?-ისე ლაპარაკობდა თითქოს არ უნდოდა ანას დატოვება.
-დაელაპარაკე, იქნებ თანახმაა. არ გეუბნები წაართვითქო.
-ნატა შენ ნუ ერევი, ვფიქრობ დედასთან უკეთ იქნება.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა, მეც შევწყვიტე ამ თემაზე საუბარი.
სახლში მივედით, დემნამ ანა ხელში აიყვანა და ანას ოთახში ხელში აყვანილი წაიყვანა. მეც გავყევი, ანას ტანსაცმელი გავხადე და საწოლში ჩავაწვინე. რატომღაც შუბლზე ვაკოცე, ის გავაკეთე რაც გულმა მიკარნახა. ის ხომ დემნას ნაწილი იყო, კაცის, რომელიც მიყვარდა. ოთახიდან ჩუმად გამოვიპარე და ქვემოთ ჩამოვედი. დორა სამზარეულოში იჯდა და ტიროდა, თან ყინულებს იდებდა ზურგზე.
-რა მოხდა?-ვკითხე ინგლისურად.
-მეწვის.-ინგლისურად მიპასუხა და ზურგი დამანახა. მაცივარში დამწვრობის მალამო ვიპოვე და გამოვიღე. ზურგზე ვუსვავდი, მზეზე სერიოზული დამწვრობა ჰქონდა მიღებული. დემნა შემოვიდა სამზარეულოში.
-რა მოუვიდა?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-დაიწვა.-ვუთხარი დემნას, დორამ კი ამოიტირა და რაღაც უთხრა ბერძნულად. დემნამაც ბერძნულად უპასუხა, აშკარად გაბრაზებულმა რაღაც. ვბრაზობდი, ჩემი თანდასწრებით, რომ ბერძნულად ლაპარაკობდნენ და არაფერი მესმოდა.-არაფერი მოუვა, დილით უკვე კარგად იქნება. უთხარი ზურგზე არ დაწვეს და ისე დაიძინოს. -ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და ჩემი ოთახისკენ წავედი, კართან მისულს გამახსენდა, რომ ზედა სართულზე უნდა დამეძინა და უკან გამობრუნდი, ზედა სართულზე ავდიოდი, დემნაც უკან ამედევნა, დამეწია და ხელი მომხვია წელზე, ლოყაზე მაკოცა და ოთახში შემიყვანა, მერე კი კარი გადაკეტა.
-ნერვიულობ?-შემომხედა და გაეღიმა.
-იქით ინერვიულე.-ვცდილობდი ჩემი აღელვება დამემალა. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. საღამურები ჩავიცვი და გამოვედი.-საწოლზე მე ვიძინებ, იატაკზე გაგიშლი და იქ დაწექი.
-მეც საწოლზე დავწვები.-თქვა და სააბაზანოში შევიდა.
-ჯანდაბას, ეს როგორ?-გაბრაზებული ჩამოვჯექი საწოლზე. მალე გამოვიდა სააბაზანოდან, მაისური და მოკლე შარვალი ეცვა.-დემნა ისევ ქვემოთ ჩავალ, რას გაიგებს დორა სად მძინავს.-საწოლიდან წამოვდექი და ის იყო კარში უნდა გავსულიყავი, რომ წინ დამიდგა.
-არსადაც არ წახვალ.-ხელი მომკიდა და საწოლისკენ წამიყვანა. ისე ახლოს იყო გაბრუებული ვუყურებდი და საერთოდ ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ფეხებში ხელი მომკიდა და საწოლზე დამაწვინა. შეშინებულმა შევკივლე.
-დემნა რას აკეთებ?-შეშინებული ვუყურებდი, ზემოდან დამცქეროდა.
-დაიძინე,-მითხრა, საბანი გადამაფარა და ოთახიდან გავიდა.
-რას აკეთებ დემნა? ან მე რას ვაკეთებ?-საწოლიდან ავდექი და ნერვიულად დავიწყე სიარული. აივანზე გავედი, ეზოში იჯდა და რაღაცას სვავდა. ქვედა სართულისკენ დავეშვი და გვერდით მივუჯექი.-რას სვავ?
-რატომ არ გძინავს? წადი დაიძინე, მე დავიძინებ ქვემოთ.
-წამოდი, მოვრიგდებით.-ხელი მოვკიდე და ისიც გამომყვა.
-არასდროს შეგეშინდეს ჩემი.-ხელი გადამხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-არ მეშინია.-მხრები ავიჩეჩე.
-გეშინია.-გულზე მიმიხუტა.-მინდა რომ ეს შიში გაგიქრეს. -ოთახში შევედით და საწოლზე დავწექი. ისიც გვედით დაწვა, საბანი დამაფარა. -დავიძინოთ.-გამიღიმა და თვალები დახუჭა. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაცილებდი. შიში გაქრა, მინდოდა ჩავხუტებოდი და ისე დამეძინა. -აღარ გეშინია.-ისე ჩაილაპარაკა თვალები არ გაუხელია.
-აღარ მეშინია.-დავუდასტურე და გამეღიმა. მის ყურებაში ჩამეძინა. დილით დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა. თვალები გავახილე, დემნა დამყურებდა.-დიდი ხანია მიყურებ?-სახეზე ხელები ავიფარე.
-დიდი ხანია. დილით ქალთან რომ ვიღვიძებდი სხვა მხვდებოდა ხოლმე. შენ კი არ შეცვლილხარ, ისეთივე ხარ როგორიც გუშინ.
-რა შემცვლიდა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-რა ვიცი, იმდენ მაკიაჟს იკეთებენ საღამოს სხვასთან იძინებ დილით სხვასთან იღვიძებ.-ხელები გაშალა.
-აააა.. ვიფიქრე, თავი რაღაცას მიარტყა და აბოდიალდათქო.-გამეცინა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, დემნამ ხელი დამავლო და გულზე მიმიხუტა წამში. ბერძნულად დართო შემოსვლის ნება და კარში ანა გამოჩნდა.
-ანასთანაც უნდა ვითამაშოთ?-ყურში ვუჩურჩულე.
-კი.-თვალი ჩამიკრა.
-ანა მოდი აქ.-ვუთხარი ანას, ისიც საწოლზე ამოვიდა და ჩვენს შუაში ჩაწვა.
-ფუმფულა საწოლია.-ჩაილაპარაკა ანამ. -და თბილი.
-ნატა ათბობს.-თვალი ჩამიკრა დემნამ.
-გინდა ჩვენთან დაიძინე?-შევხედე ანას, დემნამ კი შემომიბღვირა.
-მინდა, დღეს შენთან დავიძინებ.-ჩამეხუტა ანა.
-დღეს სალონში მივდივართ, დემნა ხომ წაგვიყვან?-შევხედე დემნას.
-წაგიყვანთ.-ჩაილაპარაკა გაბუსხულმა და სააბაზანოში შევიდა. მე და ანა კი ჩემი კოსმეტიკით გავერთეთ. ანას თვალებზე ჩრდილები წავუსვი და ტუჩებზე ტუჩსაცხი.
-ანა შენ წადი, მეც გამოვიცვლი და გავიდეთ.-ლოყაზე ვაკოცე და ანაც გავიდა ოთახიდან. კარადა გამოვაღე, მაისური ჩავიცვი, საღამური გავიძრე და ჯინსს ვიცმევდი, რომ დემნა გამოვიდა სააბაზანოდან. სწრაფად ამოვიცვი ჯინსის შარვალი.-რა სწრაფად გამოხვედი, სხვა დროს საათობით ხარ ხოლმე სააბაზანოში.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი და შარვლის ღილებს ვიკრავდი.
-რატომ ბრაზობ? რა დავინახე ისეთი რაც არ მინახავს.-ეღიმებოდა. მერე კარადა გამოაღო და შავი მაისური გადაიცვა, ის იყო პირსახოცი უნდა მოეხსნა წელიდან, რომ ოთახიდან გამოვიქეცი. ცოტა ხანში მისაღებში ჩამოვიდა, შემომხედა და გაეღიმა.
-რატომ დამცინი?
-გეტყობა, რომ შიშველი მამაკაცი არ გინახავს.-ყურში ჩამჩურჩულა და ერთიანად ავწითლდი.
-დემნა!-გაბრაზებულმა შევხედე.
-რა დემნა. რატომ გამოიქეცი?-თვალებში მიყურებდა და მზერით მჭამდა.
-იმიტომ, რომ არ არის სწორი. ბევრ რამეს ვაკეთებ რაც არასწორია, თამაშში აგყევი და ვიცი რომ მე დავზარალდები.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა ჩუმად.
-არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ შენ დაზარალდე.-ხელი მომხვია და საფეთქელზე მაკოცა.
ამ დროს დორა ჩამოვიდა ქვემოდან, მადლობა გადამიხადა ინგლისურად და დემნას რაღაც უთხრა ბერძნულად. დემნამაც რაღაც უთხრა და მე გამიღიმა.
მერე ანა მივიდა დორასთან და ბერძნულად რაღაც უთხრა, თან ჩემი ნაჩუქარი საყურეები აჩვენა. დორას ძალიან მოეწონა საყურეები და თავად გაიკეთა, მერე კი სარკეში დაიწყო ყურება.
-იქნებ მითარგნო.-შევხედე დემნას.
-შენი გაკეთებული საყურეები აახია ანას.
-რაა? ჯანდაბას. მცხეთაში წამიყვანე სხვას ვაჩუქებ.-არ მომეწონა დორას საქციელი, მისთვის სულ არ მემეტებოდა საყურე.
-კარგი წაგიყვანთ.-ტუჩემბში მოწყეტით მაკოცა და ანა აიყვანა ხელში. ვეცადე არ შემტყობოდა აღელვება.-წამოდი.-ხელი წელზე მომხვია და სახლიდან გამოვედით.
მანქანაში ხმას არ ვიღებდი, მაღაზიაში მივედი და ანას რომელი ყელსაბამიც მოეწონა ის ვაჩუქე. მინანქრის ჯვარი აირჩია და ყელზე გავუკეთე, რადგან დავპირდი სალონშიც წავიყვანე და ყურები გავუხვრიტე. მერე დემნა ოქროს ბირჟაზე წავიყვანეთ და პატარა ოქროს ჭიამაია საყურეები ვიყიდეთ ანასთვის. ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო ანა. სახლში წამოვიყვანეთ და დორასთან დავტოვეთ, ჩვენ კი ოფისში წამოვედით.
-რატომ მაკოცე?-მანქანაში ჩხუბი დავუწყე დემნას.
-რა იყო ისე ჩხუბობ თითქოს პირველი კოცნა მოგპარე.-გაეღიმა დემნას მე გავწითლდი და გავჩუმდი.-მოიცა მართლა პირველი იყო?-იცინოდა.-22 წელი რას აკეთებდი, როგორ არავისთვის გიკოცნია?
-გეყოფა! არ იყო პირველი.-გაბრაზებულმა შევხედე.
-პირველად ვის აკოცე?-შემომხედა და ძარღვები დაეჭიმა.
-გიორგის. სიზმარივით გამოჩნდა და სიზმარივით გაქრა ორ დღეში.
-ეგ როგორ?-თითქოს მოეშვა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-თავი შემაყვარა და გაქრა.-მოწოლილი ცრემლი უკან გავაბრუნე და გზას დავუწყე ყურება.
-ისევ გიყვარს?-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა.
-არა. ორი წელი გავიდა და თავი დავაღწიე მასზე ფიქრს.
-გიყვარდა?-ისევ აგრძელებდა შეკითხვებს.
-არ მინდა ამაზე საუბარი, უკვე კარგა ხანია მასზე ფიქრი შევწყვიტე.
-არ მოგიძებნია?
-ვერ მოვძებნე, მხოლოდ სახელი ვიცოდი. სიყვარული ამიხსნა და გაქრა.
-იქნებ გაგეკაიფა, რა გულუბრყვილო ხარ, ასე შეიძლება ერთი ნახვით შეყვარება?-გაბრაზებული მიყურებდა.
-არ მეკაიფა. მის თვალებში დიდი სიყვარული იკითხებოდა. ვფიქრობ რაღაც შეემთხვა და..
-ნატა, რა მიამიტი ხარ. კაცები ზოგადად ძალიან მატყუარები ვართ.-გაეღიმა.
-შენც? იცი კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტან.
-ცუდია რომ უფრო ადრე არ გაგიცანი.
-ნეტა ამ კაცებს არ გეკეტებოდეთ ამ პირველობაზე.-შევხედე გაბრაზებულმა.-კოცნით აღარ მაკოცო.-თითი დავუქნიე.
-კარგი ნატა. აღარ გაკოცებ სანამ თავად არ მთხოვ.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-გთხოვ? მე არასდროს არ გთხოვ.
-არც გაკოცებ, პრობლემა მოგვარებულია.-მითხრა და მანქანა დაქოქა. ოფისში მალე მივედით, უკვე შუადღე იყო, დრო მალე გავიდა, მხოლოდ საქმეზე ვსაუბრობდით, თავს ვარიდებდით ერთმანეთს. სახლში დავბრუნდით. ვახშამი მოვამზადე და ყველამ ერთად ვივახშმეთ. დემნას თვალებში არ ვუყურებდი, გავურბოდი. ვახშმის დროსაც ანას გვერდით დავჯექი.
-დავიღალე, მე დავიძინებ.-გამოვუცხადე დემნას და დასაძინებლად წასულ ანას უკან გავყევი.
-ზღაპარი მინდა.-ოთახში სანამ შევიდოდი ანა დამიდგა წინ.
-წამოდი მოგიყვები.-ვუთხარი და ოთახში შევყევი. კონკია მოვუყევი, მალე დაეძინა. წვენი მომინდა და სამზარეულოში ჩავედი. დემნას დორა კისერზე ჰყავდა ჩამოკიდული და ცდილობდა ეკოცნა მისთვის, დემნა კი უკან სწევდა და თან ბერძნულად რაღაცას ეჩხუბებოდა.
-რა ხდება?-ვიკითხე ინგლისურად. დორა კი მოსცილდა დემნას და სამზარეულოდან გავიდა.
-ამიტომ გაკოცე. დამღალა, მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ თავი არ შემომთავაზოს. კაცი ვარ და ძნელია ამ ცდუნებას გავუძლო.
-მერე რატომ უძლებ? მიდი და გა*იმე. მეც დავისვენებ, შენც და დორაც.-წვენი ჩამოვისხი და მოვსვი.
მან კი გაბრაზებულმა გაიჯახუნა სახლის კარი და წავიდა. ტელეფონზე დავურეკე, არ მიპასუხა. მერე ალექსმა დამირეკა და მითხრა, რომ მასთან იყო და ყველაფერი რიგზე ჰქონდა. დიდი ხანი ველოდე, მერე კი დივანზე ჩამეძინა. თმაზე მოფერება ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-დემნა, მოხვედი? ჩამეძინა?-ამოვილუღლუღე.
-რატომ მელოდებოდი?
-ვნერვიულობდი.
-რატომ ნერვიულობდი?-ალკოჰოლის მძაფრი სუნი მომდიოდა.
-დალიე?-დივანზე წამოვჯექი.
-დავლიე, მინდოდა გაყუჩებულიყო და არ გაყუჩდა.
-წამოდი დაიძინე.-ხელი მოვკიდე, ბარბაცებდა. ხელი გადამხვია და დამეყრდნო.
-რატომ დალიე ამდენი?
-ცოლივით რომ მტუქსავ თუ ატყობ?
-ვნერვიულობ.
-რატომ?-ოთახის კართან ვიდექით.
-ჩუმად არ გააღვიძო.-საუბრის თემა შევცვალე და ოთახში შევიყვანე. საწოლზე მოწყვეტით დაეცა. ფეხსაცმელები გავხადე და ფეხები საწოლზე ავაწევინე.-დაიძინე.-თავზე ხელი გადავუსვი და დავიჩურჩულე.
-რატომ ვარ ასეთი ბოთე? რატომ არ შემიძლია ის ვთქვა რაც აქ მაქვს?-ხელს გულზე იდებდა და ლუღლუღებდა.
-დაიძინე და ხვალ თქვი ის რაც აქ გაქვს.-გულზე ხელი დავადე.
-შენც დაწექი. არ მინდა გეშინოდეს, მინდა რომ...-ჩაეძინა. გვერდით მივუწექი და მეც დამეძინა.
დილით დემნამ გამაღვიძა.
-ნატა მიშველე ცუდად ვარ, ის წამალი მინდა.-თავზე ხელებს იჭერდა და დამყურებდა.
-შენი ტუმბოს უჯრაშია, ამოიღე და დალიე.-ვუთხარი და გვერდი ვიცვალე.
-წყალი მაინც მომიტანე, სულ არ განაღვლებ ხომ?-ჩაილაპრაკა სევდიანად.
-არ მარაღვლებს.-ჩევილაპარაკე გაბრაზებულმა, ისევ დორა მიდგა თვალწინ. სულელი ხარ ნატა, დორა მიუტანს წყალს და მიაღწევს იმას რაც უნდა. მერე იჯექი და იტირე. ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს. ავდექი და კიბეებზე მიმავალს დავეწიე.-ადი ზემოთ დაწექი და მე მოგიტან წყალს.
-აბა არ მანაღვლებსო?-ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.-ნუ ბრაზდები ყველაფერზე გთხოვ. წავა დორა და ყველაფერი დალაგდება, ჩვენც დავლაგდებით. მისაღებში იჯდა დორა და ჩვენსკენ იყურებოდა.
-მაკოცე.
-რა? თავი მისკდება და კარგად ვერ გავიგე.-შემომხედა გაკვირვებულმა.
-მაკოცე ისე როგორც შეყვარებულ ქალს კოცნიან.-გავუმეორე და ისიც დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ხელები აბურდულ თმაში შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე, არ ვიცი რამდენ ხანს მკოცნიდა. სუნთქვა რომ შემეკრა მხოლოდ მაშინ მომცილდა.
-ასე?-თითი გადაატარა ჩემს ტუჩებზე. გაბრულებული ვიყავი, აღარც დორა მახსოვდა და აღარც ჩემი პრინციპები.
დორამ ბერძნულად რაღაცა ამოგვძახა და დემნას სახეზე ღიმილი მოსცილდა.
-მის გამო მაკოცე?-ჩაილაპარაკა ჩემს ტუჩებთან.
-იმედია მიხვდება ვის ეკუთვნი.-მის ტუჩებს თვალს არ ვაცილებდი ისე დავიჩურჩულე, გაეღიმა.-რა უნდა?
-ბარემ სექსიც კიბეებზე გააჩაღეთო. ხომ არ გვეცადა?-კიბეებს დახედა ისე თითქოს რაღაცას გეგმავსო.-გავივლისწინებ დორას რჩევას.-თვალი ჩამიკრა და ხელგადახვეულები ჩავედით ქვემოთ.
-თავი აღარ გტკივა?
-ისე მაკოცე გაღუჩდა. -მოწყვეტით მაკოცა ისევ ტუჩებში და სამზარეულოში გავიდა. დორა ისე მიყურებდა ადგილზე მომკლავდა ნება რომ მიეცათ. მეც სამზარეულოში გავედი დემნასთან.
შაბათამდე მშვიდად ვცხოვრობდით. საღამოობით ანა, დემნა და მე მხიარულ მულტფილმებს ვუყურებდით. დორა კი ბარებში დახეტიალობდა, გვიან ბრუნდებოდა სახლში. შუადღემდე კი ეძინა. ამიტომ დემნამ დამხმარეს, რომელიც სახლს ალაგებდა სთხოვა და შუადღემდე რჩებოდა ანასთან, სანამ ჩვენ ოფისში ვიყავით. შაბათს დილით ალექსმა დამირეკა და პირობა შემახსენა. მე ვუთხარი, რომ საღამოს დავურეკავდი. დემნასგან უნდა ამეღო ნებართვა, რომ ალექსს ვიკას მოცილებაში დავხმარებოდი. ანა და მე აუზში ვცურავდით, დემნა კომპიუტერში მუშაობდა. აუზიდან ამოვედი და სამზარეულოში შევედი, მისაღებიდან დორას ხმა მესმოდა. მისაღებში შევიხედე, დორა პირდაპირ კალთაში უჯდა დემნას, სექსუალური საცვლები ეცვა და ატლასის ხალათი მხრებზე ჰქონდა გადაწეული. მისაღებში შევედი და ნაგალად შევხედე, ისიც წამოდგა და ზედა სართულისკენ წავიდა.
-გაგიტკბა ხომ?-შევხედე დემნას გაბრაზებულმა.
-თავად ჩამიჯდა კალთაში.-ახსნა დაიწყო.
-არ მაინტერესებს და ნურც ამიხსნი.-უკან გამოვბრუნდი.
საღამოს ალექსს დავურეკე ტელეფონზე.
-ალექს როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. გამომიარე და საღამოს გავიდეთ.
-კარგი ნატა, შვიდ საათზე გამოგივლი.
-სად მიდიხარ?-გადმომხედა დემნამ მკაცრად.
-ლენკას უნდა შევუსრულო.-მხრები ავიჩეჩე.
-გაგიჟდი, არ გეშინია, რომ გცემოს?-თავის ნათქვამზე თავად გაეღიმა.
-მე მცემოს? ჩხუბს არ ვაპირებ, ენა უფრო ბასრი მაქვს.-თვალი ჩავუკარი.
-ხო, ენა ნამდვილად ბასრი გაქვს, მაგრამ მაინც არ გირჩევ წასვლას.-ეჭვნარევი სახით შემომხედა.
-სანეძლაო წავაგე, უნდა წავიდე.
-რა? რაზე დანეძლავდით?-გაოცებული მიყურებდა.
-მწვადი უნდა გაგესინჯა.-საწყალი თვალებით შევხედე.
-ესე იგი ჩემზე დებ ნიძლავებს, სულ გაგიჟდი?-ხმას აუწია.
-უწყინარი ხუმრობა იყო, რას წარმოვიდგენდი თავგადაკლული ვეგეტარიანელი თუ იყავი.-მეც ავუწიე ხმას.
-არ ვარ ვეგეტარიანელი.-ისევ ყვიროდა.
-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, ალექსს დავპირდი. თანაც დორა ხომ გყავს, არ მოგაწყენს.
-კარგი, სადაც გინდა იქ წადი, მე სათამაშო არ ვარ.-საჩვენებელი თითი ცხვირთან მომიტანა, უცებ დასერიოზულდა და ანთებული თვალებით ჩამხედა თვალებში.
-კარგი. ისედაც მივდიოდი და არ შემომითავაზებია მწვადის ჭამა, გავემზადები და წავალ.
-არსადაც არ წახვალ!-ხმას აუწია.-მე დავურეკავ ალექსს და ვეტყვი, რომ არ მიდიხარ.
-არ არის საჭირო.-მეც ავუწიე ხმას.-შაბათ კვირა ჩემია და სადაც მინდა იქ წავალ.
-კარგი, რადგან შენია ნუღარ მოხვალ სახლში შაბათ-კვირა.-მითხრა და ზედა სართულის კიბეებს აუყვა.
-ჯანდაბას, ახლა რა ვქნა? სად გავათენო ღამე?-ჩავილაპარაკე, ოთახში ავედი, აივანზე იყო. ლიკას ნაჩუქარი ჯინსი მოვირგე, ზემოდან დეკოლტე მაისური, ფეხზე ბალეტკები, ჩანთას ხელი მოვკიდე და სახლიდან გამოვედი. უკვე შვიდი საათი იყო და ალექსიც მოვიდა.
-ჩაჯექი და წავიდეთ.-გამიღიმა მანქანიდან, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. მყუდრო ბარში მივედით, ნაზი მუსიკა ისმოდა. ალექსმა ხელი მომკიდა და ერთ-ერთი მაგიდისკენ წამიყვანა.
-რა იცი, რომ მოვა?-უკვე ერთი საათი იყო ბარში ვიჯექით და მშვიდად ვსაუბრობდით.
-სულ უკან დამყვება, ბოლო სამი დღეა აქ მოვდივარ და ისიც არ მასვენებს.-გამიღიმა ალექსმა. -აი ისიც, ბარმენს ელაპარაკება. ისე გაიხედე, რომ ვერ შეგამჩნიოს, რომ უყურებ.
-კარგი. ხელი მომხვიე წელზე.-ვუთხარი ალექსს და მხარზე თავი ჩამოვადე. ალექსმაც ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა.
-მოდის, მოემზადე.-ჩამჩურჩულა.
-ალექს საყვარელო ეს შენი დაა?-გაისმა ზედმეტად დაყენებული და წრიპინა ხმა.
-არა საყვარელო მე მისი საცოლე ვარ.-გავუღიმე ზედმეტად გადაპრანჭულ ლენკას. ისეთი მოკლე კაბა ეცვა საჯდომს ძლივს უფარავდა.
-რა? ალექს, აქ რა ხდება?
-არაფერი ლენკა, ნატა ჩემი საცოლეა, გარკვევით აგიხსენი, რომ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა.-გამოუცხადა ალექსმა.
-საშინელი სუნამო გასხია, თავი ამტკივდა. უკაცრავად, მაგრამ დატოვე ჩვენი მაგიდა.-თვალებში ვუყურებდი ლენკას და ისე გამოვუცხადე.
-ალექს ასე ვერ მომექცევი, მე..
-კარგი საყვარელო.-ალექსს ლოყაზე ვაკოცე.-რადგან ეს გათხაპნილი თოჯინა არ მიდის ჩვენ წავიდეთ.-ხელი მოვკიდე ალექსს და სავარძლიდან ავაყენე.
-მივდივარ, ჯანდაბაშიც წასულხარ ალექს.-უცებ წამოხტა მაგიდიდან ლენკა და ბართან მდგომ ახალ კაცს ჩამოუჯდა წინ.
-ახალი იპოვა.-გამეცინა ლენკას შემყურეს.-დროს არ კარგავს.
-მეც ვიპოვე.-ჩაილაპარაკა ალექსმა.
-რა იპოვე?-შევხედე გაკვირვებული სახით.
-შენ გიპოვნე. იცი ჯერ შეიძლება ადრეა ამაზე ფიქრი, მაგრამ ძალიან მომწონხარ. მინდა კარგად გაგიცნო, იქნებ გამოგვივიდეს და ოჯახიც შევქმნათ.-თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა, ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, მე კი გაოცებულმა შამპანიურის ჭიქას დავავლე ხელი და მოვსვი.-მგონი შემიყვარდი.-ჩაილაპარაკა ბოლოს.
-ალექს სანამ „მგონი“ არსებობს ჯობია ეგ აზრი თავიდან ამოიგდო. მე მეგობრად აღგიქვავ და მსგავს რამეს საერთოდ ვერ წარმოვიდგენ ვერასდროს. ახლა კი ადექი, მივდივარ და შენ თუ აქ დარჩები ლენკა ისევ არ მოგეშვება.-წამოვდექი ჩანთას ხელი მოვკიდე, მეორე ხელი ალექსს ჩავკიდე და ბარიდან გამოვიყვანე.-მე ტაქსით წავალ.
-მიგიყვან, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.-სევდიანი თვალებით მიყურებდა.-თუ გგონია დემნას უყვარხარ ცდები. ცხოვრებას დაინგრევ, ცოლად გამომყევი და ყველაფერი დალაგდება.
-გეყოფა! თუ რამის თქმა გინდა ბოლომდე თქვი, თუ არა და დაასრულე ეს ბანალური თამაში.-გაბრაზებულმა შევხედე.-ტაქსით წავალ.-მომავალ ტაქსს ხელი ავუქნიე და გავაჩერე. უკვე გვიანი იყო, ამიტომ სახლთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუროში მივედი და დავბინავდი. შხაპი მივიღე და დაძინებას ვცდილობდი, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. „იდეალური“ დაეწერა ეკრანზე.
-გისმენთ ბატონო დემნა.-ჩავძახე ტელეფონში.
-სად ხარ?-გაისმა მისი ყვირილი ტელეფონში.
-ხომ მითხარი სახლში არ მოხვიდე შაბათ-კვირაო, მეც არ მოვედი. იქნებ რა გეგმები გაქვთ, თავისუფალი კაცი ბრძანდებით, რა პრობლემაა? მითხარით და მეც არ მოვედი.-თან ცრემლები მომდიოდა და ხმა გამებზარა.
-რასაც გეტყვი ყველაფერი კი არ უნდა გააკეთო. სად ხარ?-გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
-სასტუმროში ვარ.
-სასტუმროში? ვისთან ერთად ხარ?-ხმა გაუტყდა.
-ვისთან უნდა ვიყო? თბილისში სახლი მე არ მაქვს. სად უნდა წავსულიყავი ღამით? სასტუმროში გავჩერდი.
-მისამართი მომწერე.
-რატომ?
-მომწერე და სულ ნუ გამაგიჟე.-ტელეფონში ჩამყვირა.
-კარგი.-ტელეფონი გავთიშე და მისამართი მივწერე. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონზე რეკავდა.
-კარი გამიღე.-ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე, კარში დემნა იდგა, შეშლილი სახე ჰქონდა.
-მისაღებში დამელოდე, ჩავიცმევ და წამოვალ.-ჩავილაპარაკე ჩუმად. თუმცა წელზე ხელი მომხვია, ხელში ამიტაცა და ოთახში შემსვა.
-რატომ მაგიჟებ?-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ტუჩებზე ხარბად დამაცხრა. მეც ავყევი კოცნაში. მერე კი განგაშის ზარმა დარეკა ტვინში და ხელით უკან დავწიე. ეს ხომ თამაში არ იყო, ეს რელაურად ხდებოდა.
-გთხოვ, დემნა ეს არ არის სწორი. არ შეიძლება, რაც ხდება ეს არასწორია.-მის ტუჩებთან დავიჩურჩულე და ჩემს სახეზე ცრემლებმაც გაიკვლია გზა.
-სუ, ნუ ტირი.-გულში ჩამიკრა.-ჩუმად.-ცრემლებს მწმენდდა და გულში მიკრავდა.
-მე არ შემიძლია, რადგან არ ვიცი რა ხდება.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-შეგიძლია! მე არ მოგცემ უფლებას ჩემგან წახვიდე. შენ ჩემი ხარ, ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდ*ია, თავიდან ვიწყებ სუფთა ფურცლიდან, სუფთა ცხოვრებას.-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა.
-რა გინდა? გინდა შენი საყვარლის როლი მოვირგო?-გაბრაზებულმა შევხედე.
-კმარა! საერთოდ არ მიცნობ? ვერ მიხვდი, რომ ასეთი არ ვარ? -ხმამაღლა მელაპარაკებოდა.
-რა გინდა ჩემგან?-მეც ავუწიე ხმას.
-არ ვიცი? აქ ხარ და თავიდან ვერ გიგდებ.-საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო.
-შენც.-ცრემლები მომდიოდა.
-რა მეც?-გაოცებულმა შემომხედა.
-შენ ჩემს თავში ხარ და ვერ გიგდებ. მეშინია, ძალიან მეშინია, გული შენსკენ მოიწევს, გონება კი მეწინააღმდეგება. უმრავი კითხვაა, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს და მე პასუხები არ მაქვს. არ გიცნობ, არაფერი ვიცი შენზე და მეშინია.-ცრემლები სახეს მისველებდა.-როცა ვიწყებ ფიქრს და გაანალიზებას თუ ვინ ხარ და მე სად ვარ ისევ გული ერთვება და მთელი არსებით შენსკენ მოვიწევ.
-ნუ გეშინია. ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ გეტკინოს.-ხელი მომკიდა და გულზე მიმიხუტა.-მე პირველად ვარ ასე და არ ვიცი ამას რა დავარქვა. აქ დავრჩეთ, დორას დანახვა აღარ მინდა, ჭკუიდან შემშალა უკვე.-ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. თავადაც გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა.
-დემნა მაშინ ბარში იმ გოგოსთან..-ვეღარ დავამთავრე.
-რა ვქნა? მოთხოვნები გვაქვს კაცებს.
-საძაგელო, რამდენი ვიტირე.
-ვიცი, როცა სააბაზანოში იკეტები ტირიხარ.
-ყველაფერი იცი.-მისი ხელი მეჭირა და გულში ვიკრავდი. მერე მის ტუჩებს მივწვდი და ვაკოცე. ისიც ამყვა კოცნაში, ჩემს ყელს ჩამოუყვა და ხარბად მკოცნიდა. იმ ღამით მისი გავხდი, იმ ღამით ჩვენ ერთნი ვიყავით. მთელი ღამე მის გულის ცემას ვითვლიდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. თვალები გავახილე და დემნას შევხედე, ნუთუ ეს სინამდვილეა, ნუთუ დემნა და მე. არ ვიცოდი ეს რა იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, გიორგი სრულად გაქრა ჩემი თავიდან და ჩემი გულიდან.
-გაიღვიძე? კარგად ხარ?-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-კი, ბედნიერი ვარ.-მის ტუჩებს მივწვდი და ვაკოცე.
-ჩემი პატარა.-გულზე მიმიკრა და თმაზე მეფერებოდა.-რამე ხომ არ გტკივა?
-არა, კარგად ვარ. დემნა მერე რა იქნება? ჩვენ..-აქ გავჩუმდი, არ ვიცოდი ჩვენს მომავალზე როგორ მელაპარაკა.
-რა იქნება და სამუდამოდ ჩემი იქნები. სახლშიც შენ იქნები, სამსახურშიც, ჩემს გულშიც და ჩემს ცხოვრებაშიც.-თმაზე მეფერებოდა.
-შენ დიდი ხანია ჩემს გულში ხარ.-გულზე ვაკოცე.
-გაემზადე და წავიდეთ.-თვალებში შემომხედა, მასაც ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები.
-სად?-შევხედე გაკვირვებულმა.
-სოფელში ჩემს ბებოსთან, შენი თავი უნდა გავაცნო ჩემს გამზრდელ ბებოს. ხომ მივდიოდით? დორას და ანასაც წამოვიყვან. ნატა ცოტა ხანიც აიტანე დორა, სამ დღეში უკან დაბრუნდება და თავს დაგვანებებს.-მითხრა და ისევ გულზე მიმიკრა.
-კარგი.-ჩავილაპარაკე.-დემნა დარწმუნებული ხარ, რომ რამე გამოგვივა? ორივეს რთული ხასიათი გვაქვს, სულ ვჩხუბობთ.
-საწოლში მოვგვარდებით.-ისევ მაკოცა.
-დემნა შენ მითხარი მხოლოს ჩემს ნათელ მხარეს ხედავო. მინდა შენი ბნელი მხარეც ვიცოდე, იქნებ დროა ყველაფერი მომიყვე.
-ალექსმა რამე გითხრა?-შეშფოთებულმა შემომხედა.
-რაღაცას მალავ და მინდა ვიცოდე.-გულზე მივეხუტე.
-ვთამაშობდი და თავად გავები შენს მახეში.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა.
-რატომ? ჩემთან რატომ თამაშობდი? მეშინოდა და ამ კითხვას ვერ ვსვამდი. ძალიან მეშინოდა შენი ბნელი მხარის. ახლა მზად ვარ მოვისმინო, მინდა ვიცოდე ვინ ხარ?
-კაცი, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა და ახლა მზად არის შენს გამო ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. როცა დრო მოვა მოგიყვები, უბრალოდ ჭაობიდან უნდა ამოვიდე ბოლომდე. შენ სინათლე ხარ ჩემს სიბნელეში და ამ სინათლეს მოვყვები.
-მპირდები, რომ მომიყვები?-შევხედე გაბუსხულმა.
-როცა ისე შემიყვარებ, რომ უჩემოდ სუნთქვასაც ვერ შეძლებ მოგიყვები. ალექსმა რა გითხრა მეტყვი?
-სხვა არაფერი, რა მოხდა?-ნიკაპი მაღლა ამაწვინა და თვალებში ჩამხედა.-მითხარი!-ხმა გაიმკაცრა.
-მგონი მიყვარხარო.-თვალები დაბლა დავხარე.
-რაო? შენ რა უთხარი?-გაბრაზებული იყო, ძარღვები დაებერა.
-ვუთხარი სანამ მგონი არსებობს თავიდან ამომიგდეთქო. მერე კი ტაქსით წამოვედი.
-ნაბიჭ*ვარი. -გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში.
-მან რა იცოდა, რომ შენ მიყვარდი.-მისი დამშვიდება ვცადე და ის წამომცდა რაც არ უნდა მეთქვა.
-გაიმეორე.-გამიღიმა.
-ჯობდა ეს პირველს შენ გეთქვა.-გავიბუსხე.
-მეც მიყვარხარ. ამას უთქმელადაც ხვდებოდი.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-ჩემი ბუტია ბავშვი, შემირიგდი ახლა.-იცინოდა.
-კარგი შეგირიგდები, ჩავიცმევ და წავიდეთ.-საწოლიდან ავდექი, ტანსაცმლი ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე. მალე გავემზადე და გამოვედი. დემნამაც ჩაიცვა და სასტუმრო დავტოვეთ. სახლში მივედით, ანა მზად დაგვხვდა თავის პატარა ჩემოდნით.
-ნატა სად იყავი?-ხელი მომკიდა ანამ და ინტერესიანი მზერა მომაგება.
-სხვაგან, მოიწყინე?-ლოყაზე ვაკოცე ანას.
-კი. მამა გაბრაზებული იყო.-ყურში მიჩურჩულა ანამ.-დედასაც ეჩხუბა, აღარ წახვიდე რა.-შემომხედა ხვეწნით.
-აღარ წავალ, დღეს ბებოსთან მივდივართ.
-შენც მოდიხარ? მაგარია.-სამზარეულოში გაიქცა გახარებული ანა. იქიდან კი დორა გამოვიდა, ინგლისურად მომესალმა და გაბრაზებულმა ჩამიარა გვერდზე.
-ამას რა სჭირს?-დემნას შევხედე.
-ვიჩხუბეთ. ანა დარჩება არდადეგებზე ჩვენთან.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
-დაითანხმე? კარგი ბიჭი ხარ.-ლოყაზე ვაკოცე.
-ანამ გადაწყვიტა დარჩენა. წამოდი გავემზადოთ და წავიდეთ.-ხელი მომხვია და ოთახში ჩახუტებულმა შემიყვანა. მერე კი ჩემს ტუჩებს დააცხრა და ხარბად დამიწყო კოცნა. საწოლზე როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვს. მაისური რომ გადამაძრო თავზე მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი.
-დემნა უნდა გავემზადოთ. დიდი გზა გვაქვს გასავლელი.-მისი მოცილება ვცადე.
-წამოდი.-სააბაზანოში შემიყვანა და ნელ ნელა შემომაძარცვა ტანსაცმელი, მერე კი ჩემთან ერთად დადგა შხაპის ქვეშ. კოცნას არ წყვეტდა.-როგორ ვნატრობდი, რომ ჩემს მკლავებში დაგიგულებდი, მიყვარხარ.-ყურში ჩამჩურჩულა და კოცნა გააგრძელა. ცოტა ხანში კი ჩემი შეუკავებელი კვნესა ისმოდა სააბაზანოში, რასაც დემნას ოხვრა ერთვოდა თან.
-რატომ მაწამებდი? ხომ იცოდი რომ მიყვარდი?-მის მკერდზე მიხუტებული ვბუტბუტებდი შხაპის ქვეშ.
-დარწმუნებული არ ვიყავი, თანაც მომწონდა შენი წვალება.-მხარზე მაკოცა.
-არ გავემზადოთ? ცოდოა ანა, რამდენი ხანია მზად არის და გველოდება.
-წამოდი.-პირსახოცი მომახვია და მეორე პირსახოცი თავად მოიხვია.
-ძალიან მიმზიდველი ხარ, დიდი ბრძოლა მელის.-მის შიშველ მკერდზე ავასრიალე ხელი და ტუჩზე ვიკბინე.
-შენც. -ხელი წელზე მომხვია და ჩემი მკერდი მოიქცია ხელში.-ესენი მაგიჟებენ, ესენიც.-ყურზე მიკბინა და ახლა საჯდომზე მომიჭირა ხელი.-და ესენიც.-ახლა ტუჩებზე მეცა და ბოლოს ქვედა ტუჩზე მიკბინა.
-ველურო.-ხელით უკან დავწიე.-მომცილდი ახლა, თორემ არსადაც არ გაგიშვებ.
-არაუშავს. წავიდეთ და დანარჩენს მესტიაში გაკვნესებ.-ხელი მომკიდა და სააბაზანოდან გამომიყვანა.
-დემნა რა ჩავიცვა?-კარადის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა ჩამეცვა.
-ეს და ეს.-ჯინსის მოკლე შარვალი და ტანზე მომდგარი მაისური გადმომიღო. ის მაისური ყავა რომ გადამასხა.
-ეს? დარწმუნებული ხარ? -შევხედე გაკვირვებულმა.
-ხო ეგ. მე უნდა გიყურო მთელი გზა და ეგ ჩაიცვი.-თვალი ჩამიკრა.
-გიჟი ხარ.-ჩავილაპრაკე და ჩაცმა დავიწყე.
-გიჟი ვარ და ეს გიჟი გიჟდება შენზე.-ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.-როდის ვიქორწინოთ?-დამსვა და თვალებში ჩამხედა.
-არ ვიცი? შენ როცა გადაწყვეტ.-მხრები ავიჩეჩე.
-ლიკას ქორწილი რომ ჩაივლის მერე ჩვენ ვიქორწინოთ.
-კარგი.-მოვეხვიე და ავტირდი.
-რატომ ტირი სულელო.-ცრემლები მომწმინდა.
-სიხარულისგან, ბედნიერებისგან, მიყვარხარ.-ყელში ვაკოცე.
-სად წავიდეთ მერე?-ვერ გავიგე რა მკითხა და გაკვირვებულმა შევხედე.-თაფლობის თვე ხომ გვინდა, სად წავიდეთ?-გამიღიმა.
-შენ აირჩიე, სულერთია.
-ხოო?
-ისეთი აარჩიე, რომ კარგი სასტუმრო იყოს. დასვენება მინდა შენთან ერთად.
-გარყვნილო.-ყურზე მიკბინა.-სულ სექსზე როგორ ფიქრობ?
-არ ვფიქრობ?
-რამდენჯერ გიფიქრია? რამდენჯერ წითლდებოდი.-იცინოდა.
-ხო მიფიქრია. ადამიანი ვარ და ჰორმონები მაქვს. სიზმარში იმდენჯერ გვქონდა..
-სექსი?-ხმამაღლა გაიცინა.
-ნუ დამცინი.-ხელი მივცხე.
-როგორ დავტანჯე ჩემი გოგო.-ტუჩებზე დამაცხრა და ისევ გახდა დამიწყო.
-დემნა გეყოფა.-ხელით მოვიცილე და სპორტული ფეხსაცმელი მოვირგე.
-საღამოს გავაგრძელებ.-თითი დამიქნია და ჩაცმა დაიწყო.
მალე გავემზადეთ და ქვემოთ ჩამოვედით. დორამ რაღაც ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ბერძნულად. დემნამაც რაღაც უთხრა და კარში გავარდა ჩემოდნით გაბრაზებული. კარი დავკეტეთ, ბარგი საბარგულში დავდეთ. დორა და ანა უკან დაჯდნენ, მე და დემნა კი წინ. დემნამ გადმომხედა, იღიმოდა. მე შევხედე გაკვირვებულმა, მან კი ხელზე ხელი მომიჭირა და ისევ გამიღიმა. გზაში დორას და ანას დაეძინათ, მე კი დემნას ველაპარაკებოდი გზაში. ბავშვობის კურიოზებს ვუყვებოდი, რომ გზას არ დაეღალა და განტვირთულიყო. 9 საათიანი მგაზვრობის მერე უკვე კარგად დაღამებულში მივედით სვანეთში დემნას სახლში.
-ჩემი ბიჭი.-გახარებული გამოვიდა ზაირა და შვილიშვილი გულში ჩაიკრა.
-ზაირა უნდა გაგათხოვო, არ ბერდები რა.-ხელში აიყვანა და დააბზრიალა მოხუცი.
-სულელი.-ხელი მიკრა ზაირამ დემნას გაბრაზებულმა.
-ჩემი ტკბილი.-ლოყაზე მაგრად აკოცა დემნამ. სულ სხვანაირი იყო, თითქოს ცელქი ბავშვი იდგა ახლა ჩემს წინ.-ბებო გაიცანი ეს ნატაა.
-სასიამოვნოა შვილო.-გულში ჩამიკრა მოხუცმა, ჩემი ფატი ბებო გამახსენდა, თითქოს მას ვეხუტებოდი.
-ჩემთვისაც.-ლოყაზე ვაკოცე მოხუცს.
-ბებო ნატა?-ინტერესით შეხედა დემნას ზაირამ.
-ხო, ზაირა ხო.-გაიცინა დემნამ.-შენი სარძლოა, ან უკვე რძალი.-თვალი ჩაუკრა ზაირას.
-ბებო, ამას რას მოვესწარი.-ისევ ჩამეხუტა მოხუცი.-ლეილამ კი მითხრა კარგი გოგოა და მგონი უყვარსო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთი კარგიც თუ იყო.-შემათვალიერა მოხუცმა.-დედა რა შვილები გეყოლებათ თქვენ, მტერს თვალს დაუბრმავებენ.
-გეყოფა ქოთქოთი, სახლში არ გვიშვებ?-შეხედა დემნამ.-შვილთაშვილიც ჩამოგიყვანეთ.
-ანა ბებო? აქ არის?-ცრემლები გადმოსცვივდა მოხუცს სიხარულისგან. დემნამ მანქანის კარი გააღო და ანა ხელში აიყვანა.
-სძინავს.-ხელში აყვანილი მიჰყავდა დემნას ანა. სახლში შევედით, დორაც გადმოვიდა და ისე ჩაურა ზაირას ამრეზილმა.
-დედა, გვამადლის თავის სტუმრობას?-ჩაილაპარაკა ზაირამ გაბრაზებულმა. რაზეც გამეღიმა.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ.-ხელკავი გამოვდე მოხუცს და სამზარეულოში გავყევი.-ზაირა ბებო რამეს გავამზადებ, არ გვიჭამია არც მე და არც დემნას.
-მზად მაქვს შვილო საჭმელი. მაცივარშია ნახე.-მაცივარი გამოვაღე და იმდენი რამ ჰქონდა ზაირას გამზადებული. ცოტა ხანში დემნაც შემოვიდა.
-დორა არ შეჭამს?-შევხედე დემნას.
-არა, დაიძინა.-წელზე ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა.-ზაირა მოგეწონა რძალი?-შეხედა ბებოს გაღიმებულმა.
-რა სჭირს დასაწუნი, ანგელოზივით ბავშვია.-ჩაილაპარაკა მოხუცმა.
-მარტო ლამაზი კი არ არის ძალიან ჭკვიანიცაა.-თვალი ჩაუკრა ზაირას.
-რას შეჭამ? მორჩი ჩემს ქებას.-შევხედე დემნას საყვედურით.
-ზაირას კუბდარი ექნება და გამიცხელე.-თვალი ჩამიკრა და მაგიდასთან მოკალათდა.
-დედა, რას ვეღირსე ეს კუბდარს ჭამს?-შეიცხადა ზაირამ.
-არ მომწონხარო რძალმა და წონაში ვცდილობ მომატებას.-გაუღიმა დემნამ.
-მართალი ხარ შვილო.-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ზაირამ.-არ ჭამს და რას დაემსგავსა.
-ოთხი კილო მოვიმატე რაც ნატა მკვებავს. ასე რომ მშვიდად იყავი ზაირა.-თვალი ჩაუკრა ზაირას.
-აი შვილო, გაუცხელე, მე დავიძინებ.-კუბდრები დამილაგა წინ ზაირამ და სამზარეულოდან გავიდა.-კუბდრები გავაცხელე და გემრიელად მივირთვით ღამის ათ საათზე მე და დემნამ. საოცრება იყო ზაირას კუბდარი.
-წამოდი ახლა, ჩვენც დავიძინოთ.-ხელი მომხვია და ყელში მაკოცა დემნამ.
-ჩემოდნები გადმოიტანე, წამოდი გადმოგალაგებინებ.-ხელი მოვკიდე და ეზოში გავედით. ჩემოდნები შემოვზიდეთ სახლში. ანას და დორას ჩემოდანი ჩუმად შევიტანე მათ ოთახში. ჩვენი ჩემოდანი დემნამ შეიტანა ჩვენს საძინებელში.
-კალათბურთის ფანი ხარ?-მის ოთახში სულ პლაკატები იყო გაკრული ცნობილი კალათბურთელების.
-ვიყავი.-ხელი მომხვია და გულზე ამიკრა.-მჭირდები, შენი სურვილი მკლავს.-მეჩურჩულებოდა და თან მკოცნიდა. პატარა და მყუდრო ოთახი იყო, ერთი კარადა, ორი ტუმბო და ერთი ერთ ადგილიანი საწოლი იდგა ოთახში.
-დავეტევით?-საწოლს გავხედე.
-უფრო მაგრად ჩაგეხუტები.-თვალები უელავდა, ხარბად დააცხრა ჩემს ტუჩებს და ტანსაცმელი შემომაძარცვა. ალერსით დაღლილები ერთმანეთს ვეხუტებოდით, ხელებს ჩემს ზურგზე დაასრიალებდა.
-გოგონები მართლები არიან. სამსახურში არ დავდივარ, პრივილეგიებით ვსარგებლობ. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული და მე უკვე უფროსთან ერთად შვებულება მოვიწყვე.-ვლაპარაკობდი და თან მკერდზე ვეხუტებოდი.
-დაისჯები. თუ ასე გაწუხებს ეს სიტუაცია ხვალვე მოვაწეროთ ხელი.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.-შენ მე მეკუთვნი, ჩემი ხარ და ეს სხვისი უაზრო აზრები ნუ გაწუხებს.
-არ მაწუხებს, ვხუმრობ. გენდობი, მიყვარხარ და მინდა სულ ასე ვიყოთ.
-სულ ასე?
-სულ ასე, თუნდაც ასეთ ვიწრო საწოლში.
-დაიძინე ახლა, უკვე ძალიან გვიანია.-საბანი დამაფარა ზურგზე და გულში ძლიერად ჩამიკრა.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, მციოდა. დემნა საწოლში არ იწვა. საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, რომ ისიც შემოვიდა ოთახში.
-სად იყავი? შემცივდა.-შევხედე საყვედურით.
-ზაირას მივეხმარე ცოტა. შეშა დავუპე, ფურნე გავუხურე.
-ჩემი ყოჩაღი ბიჭი.
-წადი ახლა და შენ მიეხმარე. ფურნეში აცხობს გემრიელობებს.-გულზე მიმიკრა და მაკოცა.
-გავსუქდები.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-არ გასუქდები, საღამოს გავარჯიშებ.-თვალი ჩამიკრა.
-საძაგელო.-ლოყაზე ვაკოცე და ზაირასთან წავედი.
ზაირა მოვძებნე, ცომს იღებდა და აგუნდავებდა.
-ზაირა ბებო, რა ადრიანად საქმიანობთ.-დავადექი ზაირას, თან საშინლად მეძინებოდა. ახლა ყავა ისე მინდოდა.
-ბებო შენ რატომ ადექი ასე ადრე.-მისაყვედურა ზაირამ.
-უნდა მოგეხმაროთ.
-დემნამ გაგაღვიძა ხომ. მოვკლავ მე მაგას.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-არა დემნამ არა. თავად გამეღვიძა. აბა მითხარი რაში მოგეხმარო?
-წადი სამზარეულოში და კარადაში ყავის ჯეზვაა. ყავა ჩაყარე, ჭიქებიც წამოიღე და აქ მოვადუღოთ ნაკვერჩხალზე და ნაცარში.
-კარგით, ახლავე.-გახარებული გამოვიქეცი სამზარეულოში და ყავით და ჭიქებით დავბრუნდი უკან. ყავას ვადუღებდი, რომ დემნა დაგვადგა თავზე.
-რას აკეთებენ ჩემი ყოჩაღი გოგოები?-კარში იდგა და იცინოდა.
-მასხარა.-შეხედა ზაირამ დემნას.-შვილო ამასაც გაუმზადე, დილიდან მეხმარება და ყავას მთხოვს.
-უკვე გავუმზადე.-თვალი ჩავუკარი დემნას.
-ჩემმა გოგომ ზეპირად იცის რა დროს რა მჭირდება.-მოვიდა და მოწყვეტით მაკოცა. მე კი გავწითლდი.
-ესაა ბებო სიყვარული.-ბედნიერმა შემოგვხედა ზაირამ.-კარგი ბავშვია და გაუფრთხილდი.
-მიფრთხილდება ზაირა ბებო. ისე მივლიდა ავად რომ ვიყავი, გვერდიდან არ მშორდებოდა.-დემნას შევხედე ბედნიერმა.
-ასეთია ჩემი ბიჭი. ტყუილად კი არა არის ავალიანი.-შეხედა ზაირამ. მე კი კითხვის ნიშნიანი მზერა მივანათე დემნას.
-ზაირას გვარზე ვარ. -ყურში მიჩურჩულა დემნამ.
-რატომ?
-ეგ მეც არ ვიცი. ასე გადაწყვიტეს ლეილამ და ზაირამ.
-ზაირა ბებო თქვენს გვარზე რატომ არის დემნა?
-იმიტომ, რომ ასეა საჭირო.-შემომიბღვირა ზაირამ და მეც გავჩუმდი. დემნამ კი მხრები აიჩეჩა და სახლისკენ წავიდა.
პური და კუბდრები დავაცხვეთ, აქტიურად ვეხმარებოდი ზაირას.
-მისმა მამამ კაცი მოკლა.-უცებ დაიწყო ზაირამ მოყოლა, მე კი გაკვირვებული ვუყურებდი.- ჩემი შვილის და სიძის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა, განგებ გადაჩეხეს მანქანით ხევში. ეს შურისძიება იყო, მე და ლეილას კი შეგვეშინდა და ბავშვი ჩემს გვარზე გადმოვწერე. დემნამ არ იცის და არც მინდა იცოდეს.
-არ ვეტყვი.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-ვიცი, ამიტომაც მოგიყევი. ძალიან მომწონხარ შვილო, ძალიან.-ბედნიერი სახით შემომხედა ზაირამ.
-მისი მამა, რა გვარი იყო?-შევხედე ზაირას.
-გრიგალავა. მეგრელია დემნა, თუმცა სვანივით აზროვნებს.-გაეცინა ზაირას.-დავით გრიგალავა იყო ჩემი სიძე, არასდროს მომწონდა და კი დამიღუპა შვილი.
-ის ვინც მოკლა იცით ვინ იყო?-ვკითხე ზაირას.
-გიორგი ქებურია. მისი მეგობარი იყო, აფხაზეთის ომში ერთად იყვნენ. ომის დროს დათომ, ჩემმა სიძემ გადმოიყვანა და აქ ამოიყვანა სვანეთში გიორგის ცოლი ნინო. ომის მერე დათო და გიორგიც დაბრუნდნენ, გიორგი და ნინო მამაჩემის ძველ სახლში იყვენენ გაჩერებულები. მერე არ ვიცი შვილო რა მოხდა. მისი ახალგაზრდა ცოლი თბილისში წაიყვანა, ნაცემი იყო გოგო. მე და ჩემს შვილს გვითხრა ქმარი სცემდა და შემომაკვდაო. გოგო თბილისში მის ნათესავებს წაუყვანა და უკან დაბრუნდა. ერთ თვეში კი ის წყეული ავარია მოხდა. დემნა მაშინ 7 წლის იყო. გვარი შევუცვალეთ და შიშით ვზრდიდით. მაშინ არეული დრო იყო, ვერც გამოძიებამ დაადგინა ვერაფერი. წარსულს მივაბარე ეს ტრაგედია და დემნასაც არაფერს ვუყვები. მინდა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება. მინდა მისი შვილი ვნახო და მერე კი მივაბარებ სულს უფალს.-ცრემლებმა სახე დაუსველა მოხუცს.
-ყველაფერი კარგად იქნება.-მოხუცს ჩავეხუტე.-დემნა კარგად არის, ყველაფერი რიგზე აქვს. შვილთაშვილი კი უკვე გყავთ, ანა.-მეც შეძრული ვიყავი მონაყოლით. მტკიოდა მოხუცის ტკივილი, ძნელია ამხელა საიდუმლო შეინახო, საიდუმლო, რომელმაც შვილი დაგიღუპა.
-ეჰ, ანა წავა და აღარც გაახსენდება მოხუცი. მე თქვენი შვილი მინდა რომ ვნახო.
-ჩვენს შვილსაც ნახავთ. მანამდე კი ანას ჩაეხუტეთ, ძალიან კარგი ბავშვია.
-ისეთი სითბოთი ლაპარაკობ, ძალიან გიყვარს?
-მიყვარს, ის ხომ დემნას ნაწილია. დემნას თვალები აქვს და ძალიან ჰგავს მამას. მასაც ვუყვარვარ, არ ვიცი მაგრამ ძალიან მალე შემიყვარდა და ვგრძნობ მასაც ძალიან ვუყვარვარ.
-ლეილამ შენზე მითხრა, ისეთი თბილი ბავშვია მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობო, არ მჯეროდა მაგრამ ასეთი ხარ. გულთან ახლოს ხარ ბებო, ეს საიდუმლო მხოლოდ მე და ლეილამ ვიცით. არავისთვის მითქვამს და არც ვაპირებდი თქმას. მაგრამ შენთან მომინდა ამის თქმა, თითქოს ლოდი მაწვა გულზე და მოვიხსენი.
-ჩემი ბებო ორი კვირის წინ გარდაიცვალა. რომ ჩაგეხუტეთ თითქოს ის დანაკლისი შევივსე.
-ვწუხვარ შვილო, ძალიან არ იდარდო, ჯერ მოხუცები უნდა წავიდეთ იმ ქვეყნად. დედა შვილის სიკვდილს არ უნდა მოესწროს. -სევდიანად ჩაილაპარაკა ზაირამ.-წამოდი წაღებაში დამეხმარე.-ცრემლები შეიმშრალა მოხუცმა და ცომის ფიცარზე დაწყობილი კუბდრები დამაკავებინა ხელში. მეც სახლისკენ წავიღე ზაირას გემრიელი კუბდრები.
-რა სუნია. შენ არ ისწავლე?-სამზარეულოში დემნა დამხვდა.
-ვისწავლე ცხობა, მაგრამ გულის შეზავება არ ვიცი. სხვა დროს უფრო ადრე ავდგები და ვისწავლი.-თვალი ჩავუკარი დემნას.
-არ გირჩევ. ძალიან გაგისუქდება ქმარი.
-ქმარი?-შევხედე გაოცებულმა.
-ხო ქმარი. აბა მე ვინ ვარ შენი აზრით?-წელზე ხელები მომხვია და ყელში მაკოცა.
-რა ვიცი.-მხრები ავიჩეჩე.
-თბილისში ჩავალთ და ხელს მოვაწერთ, მერე ხომ გეცოდინება.-ლოყაზე მაკოცა და კუბდარს ხელი დაავლო.
-ისინი არ იღვიძებენ?-ქოთქოთით შემოვიდა ზაირა სამზარეულოში.
-ანამ გაიღვიძა. დორა შუადღემდე ინებივრებს და შეეგუე.-თვალი ჩაუკრა დემნამ.
-სად არის მერე ბავშვი, გამაცანი.-საყვედურით შეხედა ზაირამ.
-აქ ვარ.-კარში ანა იდგა.
-მოდი მერე ბებო.-გაუღიმა და გულში ჩაიკრა ანა.
-მამა მიყვებოდა შენზე.-თვალცრემლიან მოხუცს უყურებდა ანა და ესაუბრებოდა ქართულად.
-არ ელოდი ზაირა?-გაეცინა დემნას.
-მე მეგონა არ იცოდა ქართული.-ცრემლი შეიმშრალა ზაირამ.
-ვიცი ბებო და სულ ვმეცადინეობ. ქართული ანბანიც ვისწავლე. მამამ პროგრამა გამიკეთა და ვმეცადინეობ სულ.-ჩამოარაკრაკა ანამ.
-პროგრამა?-შევხედე დემნას.
-ეტაპობრივად ვაუმჯობესებ და ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის საიტზეც ავტვირთე, უფასოა.
-რა საყვარელი ხარ.-ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე დემნას. ზაირა კი ისევ ანას ეხვეოდა.
ანამ და ზაირამ კარგად გაუგეს ერთმანეთს, დემნას ბავშვობის ამბებს უყვებოდა ზაირა და ანაც გულიანად იცინოდა. სახლიდან გამოვდიოდი, დემნა ეზოს ბოლოში იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. მისკენ წავედი, ვერ მხედავდა.
-გირჩევ თავიდან ამოიგდო.-ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა. მცირე პაუზის მერე ისევ გაბრაზებულმა ჩასძახა.-ფეხებზე შენ რა გჯერა. თამაში დასრულდა, მიყვარს.-ისევ გაჩუმდა.-ცოლად მოვიყვან და თავს დაგვანებებს. შევეშვი, ამ ჭაობს საბოლოოდ დავაღწევ თავს. -აგრძელებდა დემნა ტელეფონზე ლაპარაკს.
უკან გამოვბრუნდი და ჰამაკში ჩავწექი.
-წამოდი ცხენებით გავისეირნოთ.-ჰამაკში ვიწექი, რომ დემნა დამადგა თავზე.
-ვის ელაპარაკებოდი?-კითხვები გულს მიჭამდა, როდის დადგებოდა ის დრო რომ გულწრფელად მეტყოდა სიმართლეს.
-ალექსს.
-რა უთხარი?
-ის რომ მიყვარხარ და ცოლად უნდა მოგიყვანო.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი, ხელი მომკიდე.-ხელი გავუწოდე დემნას და წამოყენებაში დამეხმარა. გულზე ამიკრა და ჩემს ტუჩებს ხარბად დაეწაფა. მისი სიტყვები თავში მიტრიალებდა, ვინ უნდა დაგვანებოს თავი? რა ხდება? რას მალავს დემნა? თავი გავიქნიე, თითქოს მინდოდა აბეზარი ფიქრები თავიდან ამომეგდო. ფიქრებს ვებრძოდი და სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ვამჯობინებდი.
ცხენებით ბევრი ვისეირნეთ, მთელი სოფელი დამათვალიერებინა, მერე სოფელს გავცდით და სხვა სოფელში ავედით. სოფელი დაცლილი იყო, ხალხი თითქმის არ ცხოვრობდა. მიუვალი გზა ადიოდა, მხოლოდ ცხენებით თუ მიხვიდოდი, ძველი სახლები იდგა და დიდი ხანია უკვე პატრონს ელოდნენ. თუმცა არავინ ჩანდა.
-სად მივდივართ?-შევხედე დემნას.
-ბავშვობაში აქ ხშირად მოვდიოდით, მერე კი ზაირამ აქ მოსვლა ამიკრძალა. ჩემი მეხსირებიდან კი ნელ ნელა წაიშალა ეს სახლი.-ერთი ძველი სახლის წინ გაჩერდა და ცხენიდან ჩამოვიდა. მერე კი მეც დამეხმარა ცხენიდან ჩამოსვლაში.
-ეს ზაირას მშობლების სახლია?-შევხედე დემნას.
-კი. შენ რა იცი?
-ზაირამ მითხრა, რომ აქვე ახლოს იყო მისი მშობლების სახლი.-მხრები ავიჩეჩე.
-კიდევ რა გითხრა ზაირამ?
-სხვა არაფერი.-თვალი მოვარიდე დემნას.
-ხო, რატომ გეტყოდა. მე არ მეუბნება და შენ რატომ გადაგიშლიდა გულს.-ჩაილაპარაკა და სახლის კარი ჭრიალით გააღო.
-დემნა არ ჩამოინგრეს, სახურავი დაზიანებულია.-შევხედე შეშინებულმა.
-არ ჩამოინგრევა, შემოდი.-ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. წლობით ნაგროვები მტვრით იყო დაფარული ძველი ავეჯი. ორი საწოლი იდგა ოთახში და მაგიდა. რამდენიმე სკამი წაქცეული იყო, ჭიას სულ შეეჭამა სკამის ფეხები. სამზარეულოს ძველი კარადა იდგა და ძველი ჭურჭელი იცქირებოდა ძველი ვიტრინიდან. ეს ის სახლია სადაც ტრაგედია დატრიალდა. რა საიდუმლოს ინახავდა ეს კედლები, თითქოს სისხლი დავინახე, შიშმა ამიტანა.
-დემნა წავიდეთ გთხოვ.-შევხედე დემნას შეშინებულმა.
-აქ ვიღაც იყო.-ჩაილაპარაკა დემნამ და საწოლის თავზე გაჩენილ ნათითურებს დახედა, რომელიც გამოკვეთილი იყო წლობით ნაგროვები მტვრის ფონზე.-ალბათ ლეილა. შარფიც დაუკარგავს და ვერ მიმხვდარა.-გაეღიმა და საწოლის თავთან დავარდნილი ქალის ლამაზი შარფი აიღო. ნათითურებს შევხედე, ახალი იყო. -გამომართვი და ლეილას მიეცი.-შარფი მომაწოდა დემნამ.
-დემნა წავიდეთ.-შევხედე მუდარით. ხელი მომხვია და სახლიდან გამოვედით. თან ის შარფი მომქონდა. ქალის სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი, ამდენი ხანი სუნამოს სუნს ვერ შეინარჩუნებდა, ახალი ნამყოფია ვიღაც. ზაირა სუნამოს არ ისხავს, ვიღაც სხვა იყო იქ. ლეილას სუნამოს სუნს ვცნობ, აშკარად სხვა სუნამოა. ეჭვები ტვინს მიჭამდა და თავი გავიქნიე მობეზრებულად.
-კარგად ხარ?-დემნამ შემომხედა.
-კი კარგად ვარ.-ჩავილაპარაკე.
-გელაპარაკებოდი და არ გესმოდა. რაზე ფიქრობდი?-წარბი ამიწია და ეჭვით შემომხედა დემნამ.
-შენზე. სხვა საფიქრალი რა მაქვს.-გავუღიმე და ურცხვად მოვატყუე. ისიც კმაყოფილი მიღიმოდა.
სახლში შებინდებულზე დავბრუნდით.
-სად დადიხართ?-გაგვიბრაზდა ზაირა.-ამ ბავშვს მშიერს რომ დაატარებ აქეთ იქით ასე შეიძლება?-ახლა დემნას ეჩხუბებოდა.
-დორამ მოუშალა ნერვები.-ყურში ჩამჩურჩულა დემნამ და გაეცინა.
-რა გაცინებს?-შეხედა გაბრაზებულმა ზაირამ დემნას.
-კარგი ზაირა დაწყნარდი.-გულში ჩაიკრა მოხუცი დემნამ.
-ის ვინ ჩამომიყვანე, ის ანგელოზი ბავშვი რომ არა თავს გაგიხეთქავდი. მაგასთან საქმე როგორ დაიჭირე, ჭკუა სულ არ გქონდა?-ქოთქოთებდა ზაირა.
-არ მქონდა ზაირა. ახლა მაქვს.-თვალი ჩამიკრა დემნამ.
-რა ჩაიდინა?-შევხედე ზაირას.
-რაღა რა ჩაიდინა, ეზოში პირსახოცი გაფინა და შიშველი წევს.-გაგვახედა უკანა ეზოსკენ, სადაც დორა ჩამავალ მზეს ეფიცხებოდა.
-ანა სად არის?-შევხედე ზაირას.
-სახლშია, კარგი გოგოა. თავის სკოლაზე მიყვებოდა, მეგობრებზე. დემნა ბავშვი არ გაატანო იმ ქაჯს დაგიღუპავს ბავშვს.-შეხედა ხვეწნით ზაირამ.
-კარგი ზაირა რა. დედას შვილს ხომ არ წავართმევ? თქვენ რა მოილაპარაკეთ?-მე და ზაირას შემოგვხედა დემნამ.
-ეს ბავშვიც ასე ფიქრობს ხომ? -შემომხედა მე.-ესეც თუ თანახმაა რაღა გაკავებს, დაიტოვე ანა აქ.
-არ არის მასე მარტივად ზაირა.
-ბავშვსაც აქ უნდა დარჩენა.-არ ცხრებოდა ზაირა.
-სექტემბრამდე დარჩება, მერე სწავლა ეწყება და წავა, შეეგუეთ.-გამოგვიცხადა და სახლში შევიდა.
-შვილო დაელაპარაკე.
-დაველაპარაკე უკევ, ვერაფერს გავხდი.-სევდიანი სახით შევხედე ზაირას.
-ნატა მოხვედით?-ანა გამოვიდა და წინ დამიდგა.
-მახეტიალა ბევრი და შეგვაგვიანდა. შენ ხომ არ მოიწყინე?-შევხედე ანას.
-არა. წიგნს წამიკითხავ?-შემომხედა ანამ ხვეწნით.
-ჯერ ივახშმეთ და მერე იკითხეთ.-გამოგვიცხადა ზაირამ და ჩვენც მორჩილი ბავშვებივით უკან ავედევნეთ.
მშვიდად ვივახშმეთ. დორამ ისევ დამწვრობა აიკიდა, რამდენჯერ უნდა გადატყავდეს ეს გოგო. საღამოს მალამოს ვუსვადი ზურგზე.
-წიწაკა მოაყარე მაგ გადატყავებულზე.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ზაირამ. დემნამ და მე ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა.
დორამ რაღაც კითხა ბერძნულად, დემნამ კი მოკლედ უპასუხა და ხელი აუქნია. როგორ ვღიზიანდები ბერძნულად რომ ელაპარაკება და მე ვერაფერს ვიგებ. საღამოს ანას ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს ვუკითხავდი ის კი გულიანად იცინოდა.
-ჩემი გოგოები რას აკეთებენ?-თავზე დაგვადგა დემნა.
-ვკითხულობთ.-ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ.
-რას?-წიგნს შეხედა.-სად ნახეთ ეს წიგნი?
-ნატამ მიყიდა.-უთხრა ანამ.
-ნატა, ნატა. ზუსტად იცის როგორ შეგაყვაროს ქართული ენა.-თვალი ჩამიკრა დემნამ.
-შევაყვარებ და საქართველოშიც დავაბრუნებ.-ჩავილაპარაკე გაბუსხულმა, საერთოდ არ ცდილობდა ანა დაეტოვებინა.
-შენ ვისაც გადაეკიდები. დაველაპარაკები. მაგრამ ერთი წელი მოუწევს იქით ყოფნა, ვერ მოასწრებს საბუთების გადმოტანას და ყველაფრის მოგვარებას. -მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-მიყვარხარ.-ლოყაზე ვაკოცე.
-ისე იქცევი თითქოს ანა ჩემი კი არა შენი შვილი იყოს.-შემომხედა გაკვირვებულმა.
-მერე ვილაპარაკოთ.-შევხედე დემნას და კითხვა გავაგრძელე.
ანამ დაიძინა, დორაც დამწვრობის გამო უკვე საწოლს აფარებდა თავს.
-წამოდი დავიძინოთ.-ხელი მომკიდა დემნამ.
-რატომ გაურბიხარ?-შევხედე დემნას.
-რას?
-ანას. რატომ არ ცდილობ გვერდით გყავდეს?
-შენთან მინდა, მინდა ვიმოგზაუროთ, მინდა ცხოვრებით დავტკბეთ. შენთან ერთად მინდა დავიწყო ცხოვრება და ჯერ არ არის დრო..
-გეყოფა. ეგოისტი ხარ. მე რომ გავაჩინო შვილი რა იქნება? ისიც ხელს შეგიშლის?
-ჯერ არ არის ამის დრო.-გაბრაზებულმა შემომხედა.-დაფეხმძიმება არ გაბედო.
-გეშინია, უპასუხისმგებლო და მშიშარა ხარ.
-არ ვარ უპასუხისმგებლო.-დამიყვირა.-შენ კი ბავშვის გაჩენაზე არც იფიქრო და თავი დაიცავი.
-მე მინდა შვილი და გავაჩენ. გირჩევნია ამას შეეგუო.
-ნატა აბებს სვავ?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-ვსვავ, რადგან ჯერ არ გვიქორწინია, მაგრამ რას უნდა ვუცადოთ? რას? მე არ მინდა მოგზაურობა. მე ბედნიერი და მშვიდი ოჯახი მინდა შენთან ერთად. შვილები გვეყოლება, ანაც ჩამოვიყვანოთ და ვიცხოვროთ ბედნიერად. განა ეს ასე ძნელია? სამოგზაუროდაც წავალთ, წინ დიდი და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ბავშვები ამაში ხელს არ შეგვიშლიან, პირიქით. უფრო მეტად დავახლოვდებით.
-კარგი. დაველაპარაკები დორას. მაგრამ..
-რაღა მაგრამ.
-ერთი წელი მარტო ჩემი იქნები და შვილზე არც იფიქრო.-წელზე ხელი მომხვია და გულზე ამიკრა.
-ეგოისტი, ეჭვიანი.-თმაში ხელი შევუცურე და ვაკოცე.
-არ მინდა შენი გაყოფა და რა ვქნა.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.-გარშემო კი ყველას უყვარდები და ცდილობენ შენს წართმევას.
-რას გულისხმობ?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ანა სულ უკან დაგყვება და წიგნის წაკითხვას გთხოვს. ზაირაც სულ შენ გეჭორავება. ლეილაა და მარტო შენს მოსაკითხად მირეკავს. შენი მეგობრები, ყველას ისე უყვარხარ. მე კი მინდა მთლიანად ჩემი იყო. ეგოისტი ვარ და რა ვქნა. მინდა შენი ტვინი მთლიანად ჩემით იყოს მოცული, მინდა სულ მე ვიყო შენს ფიქრებში. არ მინდა ვინმეს გავუყო შენი თავი, თუნდაც ჩვენს შვილს. შვილს რომ გააჩენ ჩემთვის დრო აღარ დაგრჩება.
-ღმერთო რა ეგოისტია.-ხელები მაღლა ავწიე.-დემნა უნდა ისწავლო ჩემი გაყოფა. მიყვარხარ, ჩემი ფიქრები შენსკენ არის მომართული, მაგრამ სხვებზეც ვფიქრობ, ასეთი ვარ. ჩემი გული ყველას ეყოფა, ასე, რომ არც გაბედო და არ დამაშორო მეგობრებს და ახლობლებს შენი ეგოიზმით.
-არ დაგაშორებ, მეც მიყვარხარ და მინდა ერთი წელი მხოლოდ ჩემი იყო. ძნელია?
-კარგი.-ჩავეხუტე.-არასდროს იეჭვიანო გთხოვ.
-ძნელია.
-გთხოვ შეეცადე.
-ირაკლიზე ვეჭვიანობ, ალექსზეც. თანაც ისე, რომ მინდა ორივე მივახრჩო.-ამოილაპარაკა ჩემს ყელში თავჩარგულმა.
-დემნა შემომხედე.-გაბრაზებული ვუყურებდი.-ნუ მაფიქრებინებ, რომ არ გიცნობ. ირაკლი ჩემი მეგობარია, ალექსი კი შენი. ასე არ შეიძლება. საუკეთესო მეგობრები არ შეიძლება ასე დაკარგო.
-ისევ უყვარხარ ირაკლის.
-მე შენ მიყვარხარ, რა მნიშვნელობა აქვს ირაკლის გრძნობებს?
-ალექსს ველაპარაკე. სამსახურიდან მიდის.
-რა? შენ აიძულე?
-არა, თვითონ გადაწყვიტა. ლონდონში მიდის საცხოვრებლად.
-დემნა!-გაბრაზებული ვუყურებდი.
-თავად გადაწყვიტა და ხელი არ შემიშლია.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-ასე ნუ იქცევი გთხოვ?
-მიყვარხარ და მგონია რომ ეს სიყვარული შემშლის.-ნერვიულად მოისვა თავზე ხელი.-ის გიორგი დაივიწყე?-სევდიანი სახით შემომხედა.
-დავივიწყე და ნუღარ მახსენებ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მიყვარხარ, მაგიჟებ და მეშინია, რომ შეიძლება მიმატოვო. მეშინია, რომ გამიცნობ, ჩემს მეორე მხარეს დაინახავ და წახვალ.
-არ მინდა ასეთი ფანატიზმი, მინდა მენდობოდე.
-შენ გენდობი, სხვებს არა, არც საკუთარ თავს.
-დემნა, დემნა. რა მოგიხერხო? წამოდი.-ხელი მოვკიდე და საძინებელში შევიყვანე. მაისური გადავაძრე და კოცნა დავუწყე.
-რას აკეთებ?-ეღიმებოდა.-ჩემი შეცდენა გინდათ ქალბატონო ნატა?
-თქვენი დაწყნარება, აშკარად გჭირდებათ ბატონო დემნა.-კბილები მოვდე მის ქვედა ტუჩს და შარვლის ღილებიც შევუხსენი.
-ასე ხომ?-მაისური გადამაძრო და წელზე შემომისვა. საწოლზე დამაწვინა და მკერდზე დამიწყო ხარბად კოცნა. შეუკავებელი კვნესა აღმომხდა და უფრო გახელდა. აქამდე, თუ ნაზად მეფერებოდა ახლა სულ სხვა დემნა იყო, მომთხოვნი და ველური. სექსის შემდეგ მკერდზე ამიკრა და მძიმედ სუნთქავდა.
-დაწყნარდით ბატონო დემნა?-გულზე ვაკოცე.
-ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი.-ზურგზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა.
ჩამეძინა, დილით მის მკერდზე მიხუტებულს გამეღვიძა. ვეცადე ავმდგარიყავი, მაგრამ ისევ საწოლზე დამაბრუნა.
-სად მიიპარები? ამ საწოლს რამდენიმე უპირატესობა აქვს, კარგად გეხუტები და ვერ გამეპარები ჩუმად.
-ავდგეთ, ზაირას მივეხმარები.-შევხედე უკმაყოფილო დემნას.
-არა, დავიღალე შენი გაყოფით. ანა და დორა რომ წავლენ ჩვენც წავიდეთ სადმე.
-კვიპროსში წავიდეთ, ანასაც გაუხარდება.
-მეკაიფები? მე რაზე გელაპარაკები და შენ რაზე. შენთან მინდა, მხოლოდ შენთან. ზედმეტი ხალხის გარეშე.-ხმას აუწია და ისევ ის მკაცრი დემნა დაბრუნდა ერთ დროს რომ მეშინოდა მისი ყვირილი.
-კარგი, კარგი, რა გჭირს ვერ ვიგებ. ასე უგონოდ სად მოასწარი ჩემი შეყვარება?-ბოლოს ჩავილაპარაკე ჩუმად.
-როცა ფეხებზე შემდექი და ფეხსაცმელები გამილამაზე.-გამცა პასუხი.
-დამავიწყდა, რომ კარგი სმენა გაქვს.-თვალები გადავატრიალე.-დემნა სხვანაირი ხარ, მგონია რომ არ გიცნობ.-სევდიანი თვალები შევანათე.
-სულ ჩემს გვერდით ხარ, არ მოგცემია შესაძლებლობა სხვების თანდასწრებით შეგესწავლე. ვეჭვიანობ, ხო ვეჭვიანობ და მეშინია, რომ დაგკარგავ.-ხელი წელზე მომხვია და გულზე მიმიკრა.
-დემნა გამოფხიზლდი, ზღვარს გადადიხარ. ასე თუ მოიქცევი ნამდვილად დამკარგავ.
-არა! ჩემგან არ გაგიშვებ, ვერ გაგიშვებ.-თმაზე მეფერებოდა. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. ადრე მომწონდა რომ ეჭვიანობდა, მაგრამ ახლა უკვე მეშინოდა.-ძალიან მიყვარხარ, შენ ვერც კი ხვდებოდი თუ რამხელაა ჩემი სიყვარული. შენი ყველაფერი მიყვარს, ირაკლის რომ ეცეკვებოდი ლამის შევიშალე. ვცდილობდი მოწოლილი აგრესია ჩამეკლა ჩემში და თამაშში აგყევი. არანორმალური ვარ ვიცი, მაგრამ ასეთი ვარ. ჩაცმასაც ამიტომ გიკონტროლებდი, მეშინოდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლი მე არ დამეკარგა.
-დემნა ასე არ შეიძლება.-მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. უცნაური იყო, თვალები ამღვრეული ჰქონდა, გუგები გაფართოვებული.-კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს?
-არა, კარგად ვარ.-თვალი მომარიდა.-ვიცი ნატა, ვიცი, რომ ეგოისტი ვარ, მაგრამ ვერ ვაკონტროლებ თავს. ასეთი რამ არასდროს დამმართნია, არავის მიმართ. იცი რამდენჯერ მინახავს დორა, რომ სხვას კოცნის და ეხვევა? ბევრჯერ, მაგრამ მეკიდა. ნებისმიერი ქალი მეკიდა. შენთან მჭირს რაღაც, არ ვიცი ეს რა არის.
-დემნა. გთხოვ გააკონტროლე თავი, ეს სიგიჟეა ზღვარს გადასული.
-ვიცი. ამიტომაც მინდა რომ სადმე წავიდეთ, იქნებ გადამიაროს ამ სიგიჟემ.
-კარგი წავიდეთ. ანა კი შენი შვილია და ასე ეგოისტი ბავშვივით ნუ იქცევი.-შევხედე საყვედურით.
-ყველაზე მეტად რა გინდა?-თვალებში მიყურებდა და ისე მეკითხებოდა.
-გინდა ჩემი ფიქრები წაიკითხო? ახლა მინდა, რომ შემოგილაწუნო აზრზე მოსაყვანად. მერე მინდა, რომ ბედნიერი და დიდი ოჯახი მქონდეს, შენთან და ჩვენს შვილებთან ერთად. მინდა, რომ სამზარეულოში სადილს ვამზადებდე და გარს მეხვეოდნენ შენნაირი პატარები. შენ კი იქვე იყო და ტელევიზორს უყურებდე. თან ჩხუბობდე, რომ ხმაურში არაფერი არ გესმის. მერე მოდიოდე, მეხვეოდე და მკოცნიდე. ბავშვები ისევ გარს გვეხვეოდნენ და შენ მიგყავდეს ისინი მისაღებში. მერე ეჭიდავებოდე ჩვენს შვილებს და მათი სიცილი აყრუებდეს გარემოს.-ამ ყველაფერს გაღიმებული ვუყვებოდი.
-ისე ლამაზად ხატავ ოჯახურ ცხოვრებას რომ თანახმა ვარ ბევრი შვილები გვყავდეს. ოღონდ ცოტა მაცადე შენით ტკბობა.-ჩემს ტუჩებს მისწვდა და ისევ საწოლში აღმოვჩნდით.
-დემნა ავდგეთ, უკვე ცხრა საათია.-თმაზე ვეფერებოდი.
-კარგი, ავდგეთ.-მითხრა და მეც დავუსხლტი ხელებიდან. სწრაფად ჩავიცვი და ზაირას მივაკითხე სამზარეულოში.
-დილა მშვიდობის.-გავუღიმე ზაირას.
-მშვიდობა მოგცეს უფალმა შვილო. ყავას ხომ დალევ. გელოდებოდი, მარტო არ მიყვარს ყავის დალევა.-ჯეზვა გაზქურაზე შემოდგა და ჩაილაპარაკა.-დემნა სად არის?
-ეზოში გავიდა, ცხენებს ვაჭმევო. საუზმის მომზადებაში მოგეხმარებით.
-უკვე მოვამზადე შვილო, აქ დასავენებლად ხართ სამუშაოდ კი არა.-გამიღიმა ზაირამ.
-ზაირა ბებო რაღაც მინდა გკითხოთ.
-მკითხე შვილო?
-ლეილა ხომ არ ყოფილა თქვენს სახლში მისული?
-ჩემი მშობლების სახლში?-მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-არა შვილო, ახლოს არ ეკარება იმ სახლს ჩემი გოგო.
-ეს ლეილასი არ არის?-ქალის შარფი დავანახვე ზაირას.
-ლეილა შარფებს საერთოდ არ ხმარობს, არც ეგ არის მისი. სად იპოვე? ან რატომ მეკითხები?
-თქვენს სახლში წამიყვანა დემნამ. იქ ვიპოვე ძირს ეგდო, საწოლის თავზე კი ხელი იყო მოკიდებული, მტვერზე შესამჩნევად ეტყობოდა, რომ დიდი ხანი არ არის იქ ვიღაც იყო. შეიძლება უბრალოდ ვინმე შევიდა.
-ის ქალი. სასამართლოზეც იყო, როცა ავარიას უბედური შემთხვევის სტატუსი მიანიჭეს. ყელსახვევი მაშინაც ეკეთა. ნუთუ ის არის? რას ეძებს? რა უნდა?-ჩაფიქრდა მოხუცი.
-იმ ქალის სახელი და გვარი იცით? იქნებ მივაკვლიო და გავარკვიო რატომ მივიდა იმ სახლში.
-შეეშვი შვილო, მეშინია შარს არ გადაეყაროთ.-ჩაილაპარაკა შეშინებულმა მოხუცმა.
-რა ჰქვია და რა გვარია?
-ნინო ერქვა, მერე გავარკვიე ლაცაბიძე ყოფილა. ნინო ლაცაბიძე, ახლა 47-48 წლის იქნება.
-ჩემი მეგობარი პროკურატურაში მუშაობს, მამა პროკურორი ჰყავს. ვეცდები რამე გავარკვიო.
-შვილო მეშინია, ძალიან მეშინია. რა არ ასვენებს? რატომ იქექება წარსულში?
-ნუ გეშინიათ.-ვამშვიდებდი მოხუცს. მერე კი ყავა მოსვი. ცოტა ხანში დემნა შემოვიდა სამზარეულოში და ჩემს ყავას დასტაცა ხელი.
-საძაგელო, ჩემია.-შევხედე გაბრაზებულმა.
-შენც ჩემი ხარ.-თვალი ჩამიკრა.
-დემნა ამ ბავშვს ცალკე დავუგე ლოგინი გვერდით ოთახში და შენს ოთახში თუ შეიტყუე ის საწოლი მაინც შეიტანე. როგორ ეტევით ეს ორმეტრიანი ხალხი იმ პატარა საწოლში.-გაუღიმა ზაირამ.
-კარგად მეხუტება.-თვალი ჩაუკრა ზაირას.
-ზაირა ბებო საწოლში აქ არ შემიტყუა, მანამდე მოახერხა ჩემს ტვინში შემოღწევა და საწოლში შეტყუებაც.-გავუღიმე დემნას.
-აბა მე რას მეუბნები ბები საცოლეაო.-შეხედა ზაირამ დემნას, მე კი ყავა ჩამოვისხი და მოვსვი.
-საყვარელია ზაირა. დაწყნარდი?-უთხრა დემნამ და მე ყავა გადამცდა, ისეთი ხველა ამივარდა ძლივს მომასულიერეს.
-რა ვარ?-ამოვიხავლე.
-ჩემი სიყვარული და ჩემი მომავალი ცოლი. არ დაიხრჩო თორემ დავიღუპები.-იცინოდა დემნა.
-ცანცარა ხარ ამხელა კაცი.-შეხედა გაბრაზებულმა ზაირამ.
-კარგით, ვხუმრობ.-ყელში მაკოცა.-ზაირა ეს გოგო იცი რა არის ჩემთვის? ჰაერია და მიკვირს აქამდე უმისოდ როგორ ვიყავი.-ხელები მომხვია და კალთაში ჩამისვა.
-ვიცი ბებო, ვიცი. გაუფრთხილდი და იზრუნეთ ერთმანეთზე.
-სალამი.-სამზარეულოში ანა შემოვიდა.
-სალამი საყვარელო. მაგიდას გავაწყობ და ვისაუზმოთ.-გამოვუცხადე ყველას და მაგიდის გაწყობას შევუდექი.
მშვიდად ვისაუზმეთ, მერე კი ეზოში გამოვედი და დემეტრეს დავურეკე ჩემს მეგობარს.
-ნატა? როგორ ხარ? სად დაიკარგე?
-დემე კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? რა ხდება შენსკენ ახალი?
-კარგად ვარ. ნატა შენმა გეგმამ გაჭრა, ლელა იქით მეკეკლუცება.
-ხოო? ცოტა გააწვალე და შეიძლება სიყვარულიც აგიხსნას.
-შენ როგორ ხარ?
-სვანეთში ვარ. მე და დემნამ დაქორწინება გადავწყვიტეთ.
-რა? -გაკვირვება ვერ დამალა დემემ.-რა მაგარია, ჩემი გოგო შეყვარებულია. მოიცალა შენთვისაც კუპიდონმა? შეგიყვარდა?
-ძალიან დემე, ისევ შემიყვარდა.-მეღიმებოდა და ისე ველაპარაკებოდი.-დემე ერთი ქალის სახელს და გვარს მოგწერ, ასაკსაც. გაგრაში ცხოვრობდა, დევნილად ითვლება და მინდა ყველანაირი ინფორმაცია მოიძიო მასზე. ძმურად უნდა გამირკვიო ვინ არის, სად ცხოვრობ, ვინ ჰყავს ოჯახში და საერთოდ ყველაფერი.
-კარგი მომწერე და ვეცდები გაგირკვიო.
-კარგი, გკოცნი კარგად.-დავემშვიდობე დემეს და უკან რომ შემოვბრუნდი დემნას შევასკდი. შიშისგან შევკივლე.
-ვის კოცნი?-შემომხედა გაბრაზებულმა.



№1  offline წევრი Takk.22

ეს ისტორია უკვე ძალიან მიყვარს

 


№2  offline წევრი დარინა

ასეთი სულელი თუ იქნებოდა ნატა არ მეგონა, ერთი თვეა არ იცნობს კაცს და უკვე გიჟდება, გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლაა, დემნა თავიდანვე არ მომწონდა და ახლაც არ მომწონს, ვერ ვიტან ასეთ ფსიქოპატ ტიპებს ყველაზე და ყველაფერზე რომ ეჭვიანობენ, ძალიან კი ავირიე გიორგის თუ ვინ ჯანდაბაა ნამდვილად თუ უყვარდა ნატა დემნას სათამაშოს არ გახდიდა.

 


№3  offline წევრი ნინ ია

ცოტათი დავიბენი მაგრამ დემნა ძველებურად მომწონს

 


№4  offline წევრი ნანა73

შესანიშნავი ნაწარმოებიბ გაქვს, მიხარია რომ აღმოგაჩინე. წარმატებები! ❤️

 


№5  offline წევრი LI_BE

ვეთანხმები დემნას, მართლა მაგარი ბოთეა. აი, ალექსისთანა "მეგობარი" არ გაიშვას კიდევ.

პ.ს. სულ, თვალის ჩაკვრით, ვკითხულობ wink

 


№6  offline წევრი Takk.22

ახალს როდის დადებ?

 


№7  offline წევრი სიბილა

ამ წუთიდან უკვე საინტერესოა

 


№8  offline წევრი R.M

0
Takk.22
ახალს როდის დადებ?

ატვირთულია ადმინი დადებს❤
--------------------
R.M

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

რა არის ამდენი თვალის ჩაკვრა

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ვსო გასვანდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent