ყველა'ფერი(თავი 14)
ანანო მისაღებში იჯდა და ანას ელოდა,რომელიც უკვე ერთი საათი ემზადებოდა. -ანა დავობდი გამო რა ოდესმეე! -ანანო მაცადე რა ვემზადები ვერ ხედავ?! -რომ ვერ გზედავ მაგიტო გეუბნები გამოაღწიე!მოვიდა სიძე და გადაიფიქრა!!! -ბრეგაძეე!აბა?!როგორ გამოვიყურებიიი? -ნუ ახლა როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ ანუშ! -მადლობააა!-კარზე ზარის ხმა გაისმა. -სიძე იქნებ მე გავაღებ!-სწრაფად გავრდა ანანო.-მოდი სიძე მოდი დედა რა გოგო დაგახვედრე იცი?!-თვალები მოჭუტა ანანომ. -ეჭვიც არ მეპარება ანანიკოო!-გაეღრიჯა ბიჭიც. -ისე ძლივს არ გეღირსათ მარტო სადმე წასვლა? -როდის დაგვტოვე რო წავსულიყავით?-გაეცინა ბიჭს. -ახლა იცი რისი ღირსი ხარ ტარიელ?გადაგიმალავ ნესტან-დარეჯანს ქაჯეთის ციხეში!...არა ეს რა მაკადრა არ გვტოვებო!როგორ გამიბედა!...მე კი დაგტოვებთ მარა სიძე შენი ამბავი რომ ვიცი მეშინია რომ მოვალ ბავშვი არ დამახვედროო!-უცებ თქვა და გაიქცა. -ვაიმეე ბრეგაძეე ვერ გადამირჩები!-დაუძახა ბიჭმა და ანასკენ დაიძრა.-როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ!-გაუღიმა და მოეხვია გოგოს. -მადლობა!-მორცხვად მიმართა გოგო. --ვაიიმე არ ჩამოდნე გოგო!-ოთახში შემოვიდა ანანო. -დაგვტოვე რაა-საცოდავი სახე მიიღო დემეტრემ. -კაი ხო თქვენ არაფრის ღირსი არ ხართ!წავედი მე მელოდება ალექს... -ვინ გელოდებაა?!-წყვილმა ერთად გამოყო თავი. -ვინ მელოდებაა...ააა ხო ალექსანდრასთან მივდივარ ჩემი ახალი კურსელია!-უცებ მიაყარა ქურთუკს ხელი ჩაავლო და გავარდა.კიბე სწრაფად ჩაიარა და მანქანაში ჩახტა.ბიჭს სწრაფად აკოცა ლოყაზე და წავედით სწრაფადო განაცხადა. -რა გჭირს?-გაკვირვებით შეხედა ალექსანდრემ. -კინაღამ გამომიჭირეს იმათმა კიდევ კარგი დროზე გადავაკეთე და ალექსანდრასთან მივდივართქო თორე დავიწვებოდი!-სწრაფად ჩაუსხაპუნა ანანომ. -მაინც ვერ ვხვდები რატომ ვმალავთ! -იმიტომ რომ ასე უფრო რომანტიკულია და საერთოდ რა საჭიროა ჯერ იმათმა იცოდნენ."სიყვარულსა მალვა უნდა"-ო არ გაგიაგია?! -ღმერთო მგონი გიჟი შემიყვარდა!-მთელი დრამატიზებით განაცხადა ალექსანდრემ. -არადა სერიოზული კაცი მეგონე...ეს ვინ შემომაპარეს რა!-გაიცინა-აბა ალექსანდერ სად წავიდეთ? -არა რა ალექსანდერ გერმანელს ვგავარ?...იცი რა ვიფიქრე მოდი რა დღეს სახლში წავიდეთ ძალიან დაღლილი ვარ ანანო! -ასეც ვიცოდი არაფრის მომფიქრებელი შენ არ იყავი!...გადმოდი მანქანიდან! -რაა?!კარგი რა! -გადმოდი მიდი!-ალექსანდრეც დამორჩილდა.ანანომ საჭესთან დაიკავა ადგილი.-აბა მზად ხარ? -სად მივდივართ? -ეგ სიურპრიზია მაგრამ გეტყვი რომ იქ კარგად დაისცენებ და უგემრიელეს ცხელ შოკოლადსაც მიირთმევ! -ანანო დარწმუნებული ხარ რომ მანქანის ტარება იცი? -არა მე რას ვეუბნები და ეს რას მპასუხობს რა!...ნუ გეშინია ვიცი იოანემ მასწავლა!-ალექსანდრეს არ ეცნო სახელი იოანე ამგრამ მას შემდეგ რაც ანანომ მანქანა დაძრა ამაზე საფიქრად დრო აღარ ჰქონდა.გოგონა მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა.ნახევარ საათში უკვე ქალაქგარეთ ულამაზესი სახლის წინ გააჩერა.-აი მოვედით! -მეორედ მანქანის საჭესთან არ დაგინახო!-მკაცრად მოუჭრა ალექსანდრემ.-სულ გაგიჟდი ხო? -კარგი რა!-საცოდავი სახე მიიღო ანანომ.-მერე რა!ისე ამბობ ვითომ შენ ძაან ნელა ატარებდე! -სულ ერთია მთელი ცხოვრება იმის შიშით ვერ ვიქნები რომ სადმე ხრამში გიპოვნიან! -კარგი რა! -არა მეთქი! -კაი ხო წამო!-ხელი ჩაკიდა და სახლისკენ გაიქცა. -ანანო ვისი სახლია?-იკითხა ბიჭმა როდესაც შევიდნენ. -ჩემი იოანემ მაჩუქა!-უცებ უთხრა და საამზარეულოსკენ გაიქცა.მალევე დაბრუნდა უკან ცხელი შოკოლადით ხელში.ალექსანდრე იდგა და მოჭუტული თვალებით უყურებდა როგორ მშვიდად მიირთმევდა ანანო.-ალექსანდერ რა გჭირს!-იკითხა როცა ვეღარ გაუძლო ბიჭის მზერას. -შეგიძლია მითხრა ვინ არის ეს იოანე? -ჰაჰა ეჭვიანობ?!-სიცილი ატეხა ანანომ. -ანანო სერიოზულად გეკითხები და მიპასუხე!-მკაცრი იყო ალექსის ხმა. -იქნებ დღეს არ ღირს გულის დამძიმება ამ ისტორიით?!-სახე ეცვალა გოგოს. -შენ თუ მზად ხარ რომ მომყვე გისმენ!-ისევ მკაცრი იყო ალექსი,მისი თვალები კი არ იყო ლურჯი პირიქით.ანანომ რომ ჩახედა მასში ოდნავი სიცცივეც კი იგრძნო. -მოკლედ საეჭვიანოდ საქმე არ გაქვს...მოგიყვები...იოანე ჩემთვის ისეთივე ადამიანია როგორიც გაბრიელი ანუ ჩემი არაბიოლოგიური ძმა...სიმართლე გითხრა გარდაიცვალა თუმცა მასზე წარსულში ლაპარაკი არ შემიძლია.მოკლედ მე,გაბრიელი,ანა და იოანე ერთად ვიზრდებოდით.ის ანას ბიძაშვილი იყო.ძალიან მიყვარდა როგორც ძმა,აი გაბრიელი ხომ მკაცრია სულ მაკონტროლებს მასთან კი შემეძლო ნებისმიერ წამს მივსულიყავი და ნებისმიერი პრობლემის შესახებ მომეყოლა,ნებისმიერ წამს...დამიჯერე მე და იოანე უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე ანა და ის.ხომ იცი როგორი ფიცხი ხასიათი მაქვს და ხშირად ვიყავი გაბრაზებული კლასელებზე...ასეთ მომენტებში ვერ ვიძინებდი მანამ სანამ იოანე არ მოვიდოდა და არ ჩამეხუტებოდა,წარმოიდგინე ჩემს გამო ნამძინარები ადგებოდა და ჩემთან მოვიდოდა.ყველა სხვადასხვა რამეს ფიქრობდა,ჩემი მშობელები გადარეულები იყვნენ ასე როგორ შეიძლებაო,მოკლედ ყველა ფიქრობდა რომ ერთმანეთი გვიყვარდა ჩვენ კი ამაზე მაგრად ვიცინოდით ერთად.-ცრემლი ჩამოუგორდა.-მხოლოდ ერთხელ ვეჩხუბე,მოკლედ წავასწარი ვიღაც ბიჭს რომ სცემდა და მთელი სამი დღე არ დავლაპარაკებივარ და არც მძინებია გაბრაზებულ გულზე.მერე დიდი დათუნია მაჩუქა და სწრაფად მოვლბი.ყველაზე რთული მომენტი ყველა ჩვენგანისთვის ის იყო იოანე სასწავლებლად თბილისში რომ გადმოვიდა,ყოველდღე ველაპარაკებოდი კომპიუტერით მაგრამ მაინც არ მშველოდა მერე ჩავეხუტებოდი მის ნაჩუქარ დათუნიას და ისე მეძინა.მალე ჩვენც გადმივედით და დაიწო სრული სიგიჟეები.ეს სახლი დაბადებისდღეზე მაჩუქა,მამამისს ძალიან ბევრი ფული ჰქონდა ხოდა ამას კიდე ხარჯვა არ უყვარდა მერე ორი სახლი იყიდა ერთი მე მაჩუქა მეორე ანასთვის...მისთვის მიცემა ვერ მოახერხა,ამბობდა მის ქორწილში გადავცემო,შენ კიდე ისეთი ხარ ცოლად მაინც არავინ მოგიყვანს და ბარებ გქონდესო.-ნერვიულად გაეცინა წარსულის გახსენებაზე-ყველა'ფერი მაშინ დაიწყო რაც ანამ გოგა გაიცნო და შეუყვარდა იოანემ იცოდა გოგას წარსულზე გა ყველანაირად უშლიდა ხელს მათ ურთიერთობას,ხოდა მოკლა გოგამ მოკლა,იცი რა რთული იყო ამის გადატანა მთხოვა მის მაგივრად მიმეცა ანსთვის საჩუქარი მაშინ როცა დაქორწინდებოდა...გესმის ალექსანდრე...ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის...დღემდე არავინ არ იცის ამ სახლის შესახებ...მაშინ მოვდივარ როცა ცუდად ვარ,ამს ახლში მისი სურნელი ტრიალებს!-სახე ხელებში ჩამალა.ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო და ხელი მაგრად მოხვია. -მაპატიე რომ ამის გახსენება მოგიწია გთხოვ!-ანანომ სახე მის ყელში ჩამალა. -არაუშავს მალე გამივლის!-ნაძალადევად გაუღიმა. -მაპატიე! -არ გინდა სახლი დავათვალიეროთ?-უცებ დაბრუნდა ძველი ანანო. -ასე როგორ შეგიძლია?-გაეცინა ალექსს. -იოს არ უყვარდა რომ ვტიროდი.-ხელი მოკიდა და სახლის დასათვალიერებლად წაიყვანა. ალექსანდრეს ყველა'ფერი ძალიან მოეწონა.ბოლოს ერთ ოთახს მიადგა,მაგრამ უეცრად ანანო გადაუდგა წინ. -რა მოხდა? -ისა აქ არ შეხვიდე უბრალო ოთახია რად გინდა?!-დაიბნა გოგომ,ალექსანდრემ დაეჭვებული სახე მიიღო. -იყოს მაინც ვნახავ!რა ოთახია?-იკითხა და თან ანანო გვერდზე გასწია.-მიპასუხებ? -კაბინეტია!-ალექსანდრემ ოთახის კარი შეაღო.ირგვლივ მხოლოდ ფურცლები და ბლოკნოტები იყო იქვე სამუშაო მაგიდა ლეპტოპით,კედელზე კი ბიჭის პორტრეტი ალექსანდრე პორტრეტს დააკვირდა. -იოანეა? -იოა!-ალექსანდრემ ერთ-ერთი ფურცელი აიღო და კითხვა დაიწყო.-ანანო წერ? -ისა...მეე? -რა გჭირს? -არაფერი ვჩხაპნი ხოლმე რაღაცეებს!-უთხრა და ფურცელი აართვა.-ყურადღების მისაქცევად არ ღირს. -რატომ მინდა რომ წავიკითხო!მომეცი ერთ-ერთი რაც უკვე დასრულებული გაქვს! -არა!ხომ გეუბნები უბრალოდ ნაჩხაპნია მეთქი. -მაინც მინდა წავიკითხო. -კარგი...მაგრამ იქნებ არ ღირს! -ანანოო!-გოგონა დანებდა ერთ-ერთი ბლოკნოტი აიღო და ალექსანდრეს გაუწოდა.-მოდი ერთად წავიკითხოთ.-ბუხრის წინ დივანზე ჩამოჯდნენ,ალექსანდრე მოთხრობას კითხულობდა ანანო კი სულგანაბული იჯდა და ალექსსთან ყოფნით ტკბებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.